ცუდი გოგო "ენემი" (თავი 9)
ავტორი უკვე რამოდენიმე დღეა რაც ჩვენი წყვილები გაიპარნენ. დღეს? დღეს უკვე 10 იანვარია. ენემი მსოფლიო ჩემპიონატზე 18 რიცხვში გადის. ამიტომ აუცილებელია დროებით ყველაფერი გადადოს, და ვარჯიშს მიუბრუნდეს, რათა მოიგოს. ვერ დაუშვებს რომ ვინმემ აჯობოს. მას ხომ უამრავი ჩემპიონატები აქვს მოგებული განა რამეს დაკარგავს ერთი წაგებით? რათქმაუნდა არა. უბრალოდ პატარაობისას დამიანეს დაპირდა რომ ერთ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდა და მის გამო მოიგებდა. ენემი კი პირობას ყოველთვის ასრულებდა, და აი მას უკვე აქვს შესაძლებლობა რომ მოიგოს და ყველას დაუმტკიცოს რომ მას არც ერთი პირობა რაც დაუდია არ დაურღვევია. და აი დაიწყო ახალი დღე მისთვის. ადგა თავი მოიწესრიგა, ცოტა მიირთვა კიდეც და თავისი lykan hypersport-ით სავარჯიშო დარბაზში წავიდა, სადაც საბა ელოდება. დემეტრე? დემეტრემ იცის რომ რამდენიც არ უნდა სთხოვოს ენემს ვერ გადააფიქრებინებს კინგ–ბოქსის ჩემპიონატში მონაწილეობას. ამიტომ სულ მის გვერდით დგას და ყველანაირად ხელს უწყობს რომ, კარგად იყოს მომზადებული. ამ დროს სხვები? სხვებიც (მეგობრები) მის გვერდით არიან და ისინიც ეხმარებიან. ცდილობენ მაქსიმალურად ავარჯიშონ, რომ მომზადებული შეხვდეს მოწინააღმდეგეებს. მაგრამ მაინც ყველას ეშინია რომ ენემს რამე არ მოუვიდეს. უკაცრავად შემეშალა საბას გარდა ყველას. * * * lykan hypersport-ი სპორტ დარბაზის წინ გაჩერდა. იქიდან კი სპორტულად გამოწყობილი ენემი გადმოვიდა და შენობაში შევიდა. –საბუ! (ენემი) –მოდი, ენ. დავიწყოთ? –რათქმაუნდა. ჯერ უბრალო 'გასახურებელი' ვარჯიშები გააკეთა. შემდეგ? შემდეგ სხვადასხვა ტრენაჟორზე ავარჯიშებდა საბა. რატომ? იმიტომ რომ შეეჩვიოს უფრო მეტ დატვირთვას, რათა ჩემპიონატზე არ გაუჭირდეს მოგება. მოდი სანამ ენი ვარჯიშობს დანარჩენ წყვილებსა თუ ჯერ–ჯერობით თავისუფალ ადამიანებზე მოგიყვებით. მოკლედ დაგავიდეთ ჯერ კიდევ ახალი წლის ღამეზე. როგორც უკვე ვთქვი დანიშნული წყვილები იმ ღამეს გაიპარნენ, მაგრამ გამომრჩა თქმა რომ ანა და ალექსანდრეც გაიპარნენ. სად? სად და მესტიაში. ალექსანდრეს სახლში წავიდნენ, რომელიც ახვლედიანის სახლიდან სულ რამოდენიმე მეტრში მდებარეობს. ახლა კი ენემს დავუბრუნდეთ რომელიც ჯერ კიდევ დილის 6–საათიდან ვარჯიშობს. დემეტრე და "ჩვენი" წყვილები? ისინი ახლახანს შევიდნენ დარბაზში და უჩუმრად ადევნებენ თვალს როგორ გამეტებით ურტყავს ენემი ხელებსა და ფეხებს ტომარას. ყველა იმ ადამიანთაგანი რომელნიც უყურებენ ენს, ამაყობენ მისით, მითუმეტეს დემეტრე (აწ უკვე მისი ქმარი), რადგან მან იმდენს მიაღწია რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გადის. * * * ბავშვები დარბაზში მხოლოდ 1 საათით იყვნენ. შემდეგ კი წავიდნენ საქმეებზე. უკვე საღამოს 6 საათია. ენემი კი ძალიან დაღლილია, მას ხომ ერთი წუთიც კი არ ჰქონდა დასასვენებლად. და აი ენემის ბოლო დარტყმა და ვარჯიშიც დასრულდა. საბაც და ენემიც lykan hypersport-ში ჩასხდნენ. ენმა ჯერ საბა მიიყვანა სახლში შემდეგ თვითონ წავიდა ვილაში. * * * ენის მანქანა ახლახანს შევიდა ახვლედიანების სახლის ქვემოთ მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომში. * * * ენმა შხაპი მიიღო და საზარეულოსკენ აიღო გეზი. მაცივარი გამოაღო და იქიდან მარწყვი და სხვადასხვა ხილი გამოიღო. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ბოლო დროს სულაც აღარ ჭამს საჭმელს, უმეტესად მხოლოდ ხილს. დემეც დაბრუნდა. სამზარეულოდან ხმაური შემოესმა და იქით წავიდა. და რას ხედავს?. ენემს წინ ნაძვის ხესავით აქვს დაწყობილი შოკოლადში ამოვლებული მარწყვი. დემეტრეს ძალიან გაუკვირდა, ენემი შოკოლადიან მარწყვს ვერ იტანს. მიუახლოვდა და ერთი ააცალა, რასაც ენემის ბუზღუნი მოყვა. –ეე ეგ ჩემი იყო– თქვა ენემმა გაბუტული ბავშვივით და ტუჩები წინ გამოსწია. დემეტრემ კი ვეღარ გაუძლო და ენის ტუჩებს დაეწაფა. შემდეგ ხელში აიყვანა და საძინებელში გადაინაცვლეს...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.