ბიზნეს ვუმენი (თავი 6)
სამი დღე გავიდა. ამ სამ დღეში გიგამ ბევრჯერ მომიშალა ნერვები ალექსანდრეზე ლაპარაკით, მას კი სულ ჩემზე უყვებოდა რაღაც უაზრობებს და ბავშვობაში გაკეთებულ სისულელეებზე. ალექსანდრე სულ ჩემთან იყო თითქმის არ მტოვებდა, მაგრამ მე სულ ვეუბნებოდი რომ წასულიყო და კომპანიისთვის მიეხედა მაგრამ იმაზე ჯიუტი აღმოჩნდა ვიდრე მე მოველოდი, ამიტომ მივხვდი რომ მასთან კამათს სვანეთში წასვლაზე აზრი არ ქონდა მაინც არ დანებდებოდა. ალექსანდრე საჭესთან ზის სვანეთისკენ მიმავალ გზავე მე კი მის გვერდით ვარ მოვკალათებული. ჩვეულებრივი შავი მაიკა და ლურჯი ჯინსი აცვია, მაგრამ ვაი ამ ჩვეულებრივობას ამ მაიკაში ისეთი სხეული უჩანს მთელი გზა თვალს ვერ ვაშორებ, მალე ისეც ამჩნევს ჩემს მზერას და ტუჩის კუთხეს ტეხავს. -ვეღარ დატკბი ჩემით?- მეუბნება და მე მუყურებს ‘‘გამოგიჭერეს’’ მზერით. -ვერა, ცოტა ხანიც მაცადე.-ვეუბნბი ირონიული ღიმილით და წარბებს ვათამაშებ. -ვნახოთ მალე კიდე თუ გექნება მაგ ირონიის თავი.-ისიც ჩემ ქმედებას იმეორებს. მერე მთელი გზა ის მაკვირდება, როგორ ‘‘მძინავს’’ მეც რამოდენიმეჯერ გავაპარე მზერა მისკენ, არ ვიცი რას მიშვება მაგრამ ეფექტურია თან ძალიან. მალე მართლა ჩამეძინა და სიზმარიც იყო და სიზმარიც. ალექსანდრეს ვხედავდი როგორ მკოცნიდა ეს დავინახე თუ არა გავიღვიძე მაგრამ მას არ გაუგია, სიმღერა იყო ჩართული LOVE IS A B*TCH, მიყვარს ეს სიმღერა,მაგრამ ტექსტი არ მეწყობა ეხლა, ამიტომ შენდეგი სიმღერის ჩართვას დაველოდე, მალე გაისმა: Konoba-On our knees. აი ეს სიმღერა კი ნამდვილად კარგ ხასიიათზე მაყენებდა, მაგრამ დაბალ ხმაზე იყო. ალექსანდრემ გეგონება ჩემი ფიქრები წაიკითხაო, გავიფიქრე თუ არა იმ წამსვე აუწია ხმას ,მეც მეტი ვეღარ გავძელი სიმღერას ავყევი ცეკვით თან სიმღერაჩ დავიწყე, ალექსანდრე კი მიყურებდა და იღიმოდა. სიმღერა რომ, დამთავრდა მან კიდევ ერთხელ ჩართო და მომაშტერდა მგონი ჩემ ცეკვას ელოდებოდა. -რა? რატო მიყურებ? -ველოდები როდის იცეკვებ.- მითხრა ისე გეგონება ოთხი წლის ბავშვი იყო და შოკოლადს არ ვაძლევდი. -აღარ ვიცეკვებ-გამეცინა. -რატომ? კარგი სანახავი იყავი. -ვერ დატკბი ჩემით?-შევუბრუნე თავისი ნათქვამი. -ვერა, კიდე იცეკვე რა- ისე მითხრა გეგონება მთხოვაო. -არა ჭრილობა გამეხსნება.-ვუთხარი და თავი ფანჯარისენ შევაბრუნე. -წეხან ეგ არ გიშლიდა ხელს, რომ გაგეგიჟებინე.-თქვა ჩუმად თქვა თავისთვის მაგრამ გავიგე და ჩემთვის გავიცინე. მალე მესტიაში შევედით, ალექსანდრემ მანქანა გააჩერა და გადმოვიდა ჩემთვის კარის გასაღებად. -აქ რატომ გავჩერდით?-გადმოსვლილას ცოტა მუცელი მეტკინა და სახე დამეჭიმა, მაგრამ მაშინვე წელზე ვიგძენი მისი ცხელი ხელი და ადგილზე გავიყინ, ესე პირველად მოხვდა როცა ვინმე შემეხოდა ასე დავიძაბა, მთელი სხეულით შევკთი, მან კი ხელი ნაზად მომხვია და ნაზავდე ჩამომსვა მანქანიდან. გავიყინე, მანაც შემნიშნა და კუთხე ჩატეხა. -მე მომშივდა და შენი არ ვიცი, თან აქ ერთი კარგი კაფე ვიცი ამერიკელისია მისი პატრონი და ამიტომ ყველაზე კარგი ბურგერებს აკეთებს. იმედია გიყვარს? -კიიიი.-ჩემ ესეთ ნათქვამზე გაეცინა და რაღაც პატარა და მყუდრო კაფეში შემიყვანა. ია ესეთი იყო ამერიკულ კინოებში რომაა, რაღაც ანტიკვარიატის მაღაზიები, მაგრამ იმ განსხვავებით რომ აქ მეტი ხალხი იყო და კაფე. ალექსანდრე წინ გამიძღვა და ვიღაც შუახნის კაცი გამაცნო. -ეს ჯოა, ამ კაფის მეპატრონე. -სასიამოვნოა.-ხელი გოგამოწო და ამათვალიერა მერე გაიღიმა და ალექსანდრეს შეხედა. -ჩემთვისაც-ვუთხარი და მათ გავხედე თვალებით რაღაცას ანიშნებდნენ ერთმანეთს და ირივე ეშმაკურად იღიმოდა. მერე მეც გავახსენდი. -უცნაურია, ალექსს აქ ნაცნობები არ მოყავს. მისი შეყვარებული ხარ?-მიკითხა ჯომ, ამის გაგონებაზე გავშეშდი ‘‘შეყვარებული?’’ ალესანდრეს გავხედე, ტუჩებს ერთმანეთზე აჭერდა და ისე მიმზრედა მეგონება ჩემ მაგივრად უნდოდა პასუხის გაცემა და თავს იკავებდა. -არა. ერთად არ ვართ, ის ჩემი უფროსია მე მის კონპანიაში პრაქტიკოსად ვმუშაობ.- ეს თითქოს არ ესიამოვნა ალექსანდრეს, მაგრამ დიდად არ შეიმჩნია. -მეც მინდა ესეთი პრაქტიკოსი.-გადაიხარხარა ჯომ. -ეგრე სადაა. უნდა დაიმსახურო-უთხრა ალექსანდრემ, მე გამომხედა და გაეღიმა. -კარგით დაჯექით, ბურგერებს, კოლას და ფრის მოგიტანთ, კარგი? -კარგი. კუთხეში მდგომ მაგოდასთან დავჯექით, მე ფანჯრინად დავიწყე ყურება ის კი მე მიყურებდა და მზერით მწვავდა. შეკვეთა მალე მოიტანს და იმედი მქონდა რომ მზერას მომაცილანდა მაგრამ არა მიყურებდა, ერთი წამითაც არ მოუცილებია მზერა. ბოლოს აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა ამიტომ თვალი თვალში გავუყარე და დიდხანს ვიყურებოდით ერთმანეთის თვალებში, სუნთქვის უნარი კინაღამ დავკარგე, მის თვალებში ჩვიძირე და ვეღარ არა აღარ ამოვდიოდი. ის კი იჯდა და ყბებ დაჭიმული მიყურებდა. მივხდი რომ უკვე ძალიან ცუდად მხდიდა მისი ესეთი მზერა ამიტომ მალე დავასრულე ჭამა და ფულის გადახდა დავაპირე რომ გაკვირვებული მწერა მომპყრო. -რას აკეთებ? -ვიხდი. -რატომ? -რას ქვია რატო?აბა რა ვქნა? -შენ არ უნდა გადაიხადო-ფული ამიღო და გაუწოდა გადასახლდელად. -მე გადავიხდიდი არ შეიძლებოდა? -არც ერთი ადამიანისთვის არ მიმიცია უფლება რომ მას გადაეხოდოს ჩემთვის და მითუმეტეს ქალისთვის- გასასვლელისკენ დავიძარით. -რატომ? არ შეიძლება შეწუხებისთვის მადლობა გადაგიხადო? -შეწუხებისთვის?-ცალი წარბი აწია მაღლა და კუთხე ჩატეხა- არ მაწუხებ, შენ თუ ეგრე გგონია. და საერთოდ მე რომ არ მდომოდა რომ შენთან ერთად აქ არ ვყოფილიყავი არც ვიქნებოდი.-მანქანისკენ დავიძარით. მისი მზერის გაძლება აღარ შემეძლო და უკან დავაპირე დაჯდომა რომ შემომხედა და გაბრაზდა ჩემი საქციელი. -რა იყო ? ისე მიყურებ მთელი გზაა მგონია მიმახჩობ.-ამოისუნთქა და მომიახლოვდა.- რა იყო მართლა უნდა მომკლა? -შენ მოკვლას არ ვაპირებ, უნრალოდ არ მინდა რომ ტკივილი შეიკავო და დამალო,ამიტომ გიყურებ სულ, წინ დაჯექი.-ჩემთან ისე ახლოს იდგა რომ მის სუნთქვას ვგძნობდი სახეზე. არაფერი მითქვამს ისე ჩავჯექი წინ, მაგრამ რად გინდა მაინც არ მიუცილებია მზერა. მალე პატარა სვანური კოშკი გამოჩნა და ამას მთელი დასახლება მოივა. ულამაზესი ადგილი იყო, ჩვენი მანქანის დანახვაზე ყველა ჩვენ მოგვაშტერდა, ალექსანდრესკენ გავიხედე რომელიც თბილიად იღიმოდა ისე რომ თითქმის არ ჩანდა. მანქანა ერთ პატარა სახლთან გააჩრა. -წამოდი.-ეს ბრძანებას უფრო გავდა.მანქანიდან გადავედით და სახლისკენ დავიძარით, მან პატარა ჭიშკრის კარები შეაღო და შიგნით შევიდა მეც მივყევი. ეზოში ახალგაზრდა ქალი და კაცი იჯდნენ და ერთმანეთისთვის ხელები ქონდათ ჩაკიდენული. -ვაჩე, რიტა-დაიძახა ალქესანდრემ და მათაც მაშინვე შემოიხედეს და სახეები გაუბწყინდათ. -ალექსი ბიჭო-წამოიძახა ვაჩემ და მაგრამ მოეხვია ალექსანდრეს -სად ხარ ამდენი ხანი, რატომ აღარ გვკადრულობ?-თბილი და ნაზი ხმით უთხრა რიტამ და გულში ჩაიკრა მანაც. -არ მეცალა.-გაუღიმა ალექასდრემ ღიმილით რომელზეც ცუდად ვხვდებოდი არ იცით ეს ღიმილი რას მიშვებოდა. მკეცავდა. სუნთქვის საშვალებეას აღარ მაძლევდა. -ეს ლამაზი გოგო ვინაა ბიჭო?-წარბები აათანაშა ვაჩემ და მე შემომხედა. -ეს სალომეა, ჩემ კონპანიაში მუშაიბს-უთხრა ისე რომ ჩემთვის არ შემუხედია, ამან გამაკვირვა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. -ისე არ ჩამოიყვანდი შენ გოგონას აქ რა ხდება გიყვარს?-ამ კითხვაზე ცივმა უფლმა დამასხა ალქსანდრეს შევხედე გაოცებულმა და მის პასუხს ველოდი, ყველაფერს ვიზავდი რომ ის პასუხი არ მიმესნიმა რისი მოსმენაც არ მინდოდა. მინდოდა შემოიეხედა და პასუხი ესე გაეცა ჩემს თვალებში ჩაეხედე და ისე ეთქვა, მაგრამ არა. არა შემობრუნებულა. -არა, არაფერი, უბრალოდ ერთ-ერთი უბრალო თანამშრომელია, რომელიც დაჭრეს სამი დღის წინ ამ ფაქტს კი მე შევესწარი და ა.ს.შ, ექიმმა სადმე წადი დასასვენებლადო, მაგრამ არასად ქონდა წასასვლელიდა და მე წამოვიყვანე აქ.- რაა? რა თქვა? შეეძლო უბრალოდ უარი ეთქვათ დადასრულებულიყო, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იყო, ამას არ მოვითმენდი უკვე მნიშვნელბა არ ქონდა რას ვგძნობდი მის მიმართ, ეს ორმაგი არ ყოფილა. მან მე უსახლკარო მიწოდა და ეს ადამიანებთან რომლებსაც არც კი ვიცნობდი. -სასიამოვნოა-ვაჩემ ისე ჩამიხუტა თითქოს არც კი გაეგოს ეხლა რამხელა შეურაჭყოფა მომაყენეს. რატიმაც გადამკოცნა და სახლში შემიყვანა. -აბა ბავშვებო რას მიირთმევთ? -არაფერს ვაჩე აქ მხოლოდ სახლის გასაღების წასაღებად შემოვიარე ეგ მერე იყოს. -მარტო შენ თავზე რატომ ლაპარაკობ ამ გოგოსაც ვკითხე მე-ხმა დაუბოხდა ხმა ვაჩეს-მანერები სულ დაკარგე ხო ბიჭო შენ, სადაა ზრდილობა და ქალის პატივისცემა.-ვაჩეს ნათქვავმა გულში რაღაც ჩამწყვიტა. გამახსნდა, მამა გამახსენდა სწორედ ესე ლაპარაკობდა, სწორედ ესე ელაპარაკებოდა მეზობლის ბიჭებს როდესაც გოგოებს აწვალებდნენ. -კარგი დაწყნარდი, მასთვის ბევრი მოძრაობა და გადაღლა არ შეიძლება ამიტომ ძირითადად სახლში იქნება.-ანუ ის ჩემს აქ დატოვებას აპირებდა და თვითონ კი უნდა წასულიყო, კიდევ ერთხელ შემეცვალა მასზე და ჩემს გრძნობებზე წარმოდგენა. -დიახ,სხვა დროს იყო მაშინ აუარს ნამდვილად არ გეტყვით-მივმართე ვაჩეს და მხოლოდ მაშინღა შემოტრიალდა ჩემსკენ ბატონი, გაკვირვებული მიყურებდა. -აიი უკვე მომწონს ეს გოგო. -კარგი დაანებე ბავშვებს თავი დაღლილები იქნებიან-თქვა რიტამ რადესაც ოთახში შემოვიდა- აი აიღე გასაღბი. -მადლობა რიტა. კაი აბა კარგად. მანქანისკენ წავედით ხმა არ ამომიღია ესე მივადექით ულამაზეს სახლი, იქაურობა სამოთხეს გავდა. მანქანიდან რომ გადმოვედი ჩემ ბარგს ხელი მოვკიდე და დავიძარი ის კი უკან მომყვებოდა. კარი გააღო თუ არა ბარგი იქვე დაყარა და კარები მიაჯახუნა. ლამის გული გამისკდა, ხელი დამავლო და მისკენ შემაბრუნა. -რას აკეთებ?-გამწარებულმა გამოვცარი კბილებს შორის, და თავის დაძვრენა ვცადე მაგრამ არ გამომივიდა მუცელი ამტკივდა. -რა გინდა? -რა? -სიცილი ამომხდა-მგონი მე უნდა დაგისვა ეგ კითხვა. რა გინდა? მე ხომ შენი უბრალო თანამშრომელი ვარ ესე კარგად რატომ მექცევი და სხვათაშორის სიტყვა კარგად კითხვის ნიშნის ჩვეშაა. წეხან ისე თქვი გეგონება მე აგეეკიდე და დაგავალდებულე, ან მე მინდოდა რომ გადაგერჩინე, მაგრამ არა მე არაფერი მთხოვია ეს შენ მოინდომე, ამიტომ მითხარი ეს რისთვის გააკეთე? რა გინდა? -მეხუმრები?-მკითხა სიცილით-შენ იმაზე იგრუზები რომ უბრალო თანამშრომელი გიწოდე და აქ ძალიათ წამოგაიყვანე? -არა მე ის მეწყინა რომ ისეთ გოგოთ გამომიყვანე ძალიათ რომ ეკიდება ბიჭს და ეს ადამიანების ის კატეგორიაა რომელსაც ვერ ვიტან როგორც ის გოგო რომ კოცნიდი.-ბოლო რა ვთქვი მერე გავიზრე და გავჩუმდი მის გამარჯვებულ სახეს შევხედე, იღიმოდა. -ბოლოს და ბოლოს მკითხე. -არ მაინტერესებს, უბრალოდ სიტყვის მასალაა. -მე მაინც გეტყვი. იმ დილით გიგას რომ ჩაეხუტე გავბრაზდი და თავი ძლივს შევიკავე რომ რამე უფრო დებილობა არ მექნა, ამიტომ შენი გამწარებაც მინდოდა მაგიტომაც მოვედი რესტორანშიც, შენ ყურადღებას არ მაქცევდი, ის გოგო კიდე ძალიან მიჟუჟუნებდა თვალებს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ შენც გამებრაზებინე მაგრამ შევცდი სიცილი რომ დაიწყე მივხვდი არაფერი გამომივა ამ გოგოსთან არ მოვწონვარ და ეგაა მეთქი, მაგრამ მერე რაღაც უცნაურად ვიგძენი თავი და შენთან წამოვედი...-ამოისუნთქა და მეც არ შემიშლია ხელი მოყოლაში რადგან ვიცოდი რა მომენტიც უნდა ეთქვა- სისხლიანი რომ დაგინახე გავჭედა, ცუდად გავხდი... შენ რომ რამე მოგსვლოდა თავს ვერ ვაპატიებდი... მერე როდესაც გამოფხიზლდი ისე ცივად იყავი რომ გამაგიჟე სართოდ არაფერს რომ გძნობდი ჩემს მიმართ ეს მაგიჟბდა და ბოლოს როგორც გავჭედე ხადავ. ვაჩესთან ვერ მოვთოკე თავი და ამისათვის ბოდიშის მოხდასავ ვაპირედი მანქანაში, მაგრამ შენმა სუჩუმემ გამაგიჟა და ეხლაც იმიტომ ხარ კედელზე აყუდებული-გამიღიმა ირონიულად, რაო? რა კედელზეო? ჯანდაბა! აქ როდის ავეყუდე თან ესე ახლოს მასთან? უფრო ახლოს მოწია თავი და ყურში ჩამჩურჩულა- ისე კარგ სიტვაციაში ვართ და ხომ არ გამოგვეყენებინა?-მისი ცხელი სუნთქვა მწვავდა და ეხლაღა მივხვდი რომ ჩემი ერთი ხელი ჩემ თავთან აეტანა მეორეთი ხელით კი თეძოზე მიჭერდა. გავითიშე, არ ვიცოდი რა მეთქვა, მაგრამ რაღაც ისეთი უნდა ყოფილიყო რომ თავიდან მომეცილებინა თორემ აქვე ჩავიკეცებოდი ცახცახისგან. ტუჩები მის კისერთან ახლოს მივიტანე, ისე ახლოს რომ ცოტაც და შევეხებოდი, ის კი გაკვირვებული თვალებით მიყურებდა. -ნაკერები გამეხსნება სავარაუდოდ შენ არ იცი ის თავიდან როგორ უნდა დამადო ამის გამო კი ბევრ სისხლს დავკარგავ და თუ ზედმეტად ვიმოზრავებ მითუმეტეს. აბა რას იტყვი გიღირს ერთი სიამოვნება ჩემი დაკრძალვის ხარჯებად?-გაეცინა და მანაც მოიტანა თავისი ტუჩები ჩემ ყელთან რომელიც მაშინვე დაიჭიმა, ამაზე კი უფრო გახალისდა. -ეგ სიამოვნება ყველაფრათ მიღირს, მაგრამ თუ ვეღარ გავიმეორევ ისე არ მინდა.-ესღა მითხრა და გამცილდა- მეორე სართულზეა შენი ოთახი ბოლო კარი.-კიბებზე ასვლა დავიწყე რომ მისი ჩურჩული შემომესმა -კარი ჩაკეტე თორემ შეიძლება ამერიოს კარები და შენ მოგიწვე.ავედი ოთახში მაგრამ კარები არ ჩამიკეტია. ------------------------------------------- რას ფიქრობთ ღირს გაგაძელებე? ბევრი ნახვა არ აქვს ამიტომ... რა ვქნა გავაგძელო თუ შევწყვიტო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.