არასდროს თქვა არასდროს (4 თავი)
აი დადგა ჩემთვის უსაშინლესი დღეც. ლოდინი,როგორ ვერ ვიტან ლოდინს,და ეხლა ზუსტად ამას მაიძულებებ,ნახევარი წლის განმავლობაში სულ ამ საშინელი გრძნობით ვიქნები მოცული.ალბათ გაგეცინებათ,რა არის სანერვიულო,ის მხოლოდ რამოდენიმე თვით მიფრინავს თან შენი საყვარელი ადამიანები გეყოლებიან გვერდით.მაგრამ თქვენ ცდებით,ეს ჩემთვის იგივეა რაც ამ 6 თვით ჟანგბადი გადამიკეტონ და ვეღარ ვისუნთქო. მე,დედაჩემი,მამაჩემი ვდგავართ და ველოდებით როდის გაივლიან რეგისტრაციას,როდის ჩაჯდებიან თვითფრინავში და ბოლოს,როდის აიჭრება ეს დიდი უზარმაზარი რკინა ჰაერში. -არა მის გარეშე ვერ გავძლებ!!უთხარით რამე-ბოლოს ნერვებმა ვეღარ გამიძლეს და ტირილი დავიწყე რომელიც თანდათან ისტერიკაში გადადიოდა. -საყვარელო ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგადაა. -წამოდი სახლში.დაიძინებ,დაისვენებ.გადაღლილი ხარ და უკვე ისტერიკა გაქ. -არა ბოლომდე აქ დავრჩები...სანამ არ დავინახავ როგორ აფრინდა ტვითფრინავი ცაში მანამდე ვერ გამიყვანთ აქედან. თუმცა ამაში ვცდებოდი.ჩემი სიტყვებიდან რამოდენიმე წუთში უკვე ვგრძნობდი,რომ მოვდუნდი,თვალწინ ყველაფერი უფრო მკრთალი ხდებოდა.ვხვდებოდი,ნელნელა მორფეოზის სამყაროში გადავდიოდი და ამას ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.და აი ვხედავ როგორ ვეხვევით მე და გიორგი,ისევ ის სცენა დამიდგა თვალ წინ რაც გამომშვიდობებისას გავიარე. გიორგიში ისე ვარ ჩამღაუჭებული თითქოს ეხლა,რომ გავუშვა სამუდამოდ დავკარგავ,არ მინდა მისი გაშვება,მინდა ყველაფერზე ვთქვა უარი ოღონდ მან არ მიმატოვოს.შემდეგ როგორ ვეხუტები სამ ჩემზე მაღალ აყლაყს და როგორ ვგრძნობ მათი გულებიდან მომავალ სითბოს და სიყვარულს. თვალებს,რომ ვახელ მანქანის სახურავს ვხედავ და ვგრძნობ როგორ მიწვავს თვალებს მანქანაში ჩამონტაჟებული შუქების ნათება.თვს ვწევ და საფეთქელში ვგრძნობ "გულისცემას". საშინელი ტკივილია,გვერდით ვიხედები და დედაჩემს ვხედავ რომელიც გამალებით რაღაცას უხსნის მაამჩემს,-არაა მე ეხლა ისევ წინანდელ მდგომარეობას უნდა დავუბრუნდე- ვფიქრობ ჩემთვის,თავს როგორც კი ვდებ და თვალებს ვხუჭავ ეგრევე ვითიშები.დილით,აშკარად გამთენიისას,მეღვიძება და მეღვიძება მე და გიორგის ბინაში-კიდევ კარგი სახლში არ წამიყვანეს და აქ ამომიყვანეს,გავიფიქრე და ნელნელა ადგომა დავიწყე. ზოზინით გავედი სამზარეულოში და წყალი დავდგი,იმდენად გათიშული ვიყავი ვერც კი გავიგე როგორ შემოვიდა სამზარეულოში ვიღაც. -აააააა-დავიყვირე და უკან გავხტი -აუუ გაფიცებ რა გაყვირეებს,შენი კოშმარებისგან მეც ვერ დამაძინე რა გჭირს რა უბედურებაა-შუბლზე ხელის სრესით შემოვიდა საბა რომელსაც საშინელი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე. -ლაშაააა-გახარებულმა წამოვიყვირე და კისერზე ჩამოვეკიდე-შენ აქ რა გინდა? -აუ მეც არ ვიცი რატო დავრჩი.დედაშენი ისე ნერვიულობდა ლიზიკოს რამე არ დაემართოსო სახლში აპირებდნენ შენს წაყვანას მაგრამ მე ხომ ვიცი,შენ თუ სახლში წაგიყვანდნენ არავის არ აცოცხლებდი-ცინიკური ღიმილით გამომხედა-ამიტოომ,შევთავაზო,რომ მე დავრჩები ღამე მასთან და არაფერი არ მოივათქო... -აუუ რა კარგი რამ გააკეთე შენ ვერცკი ხვდები. -ხოდაა...თუ გინდა,რომ რამით მადლობა გადამიხადო,წაცუნცულდი და ჩაი გამიკეთე -კარგი-უკვე გასვლას ვაპირებდი,რომ მომაძახა -უიიი და კიდე რამე გემრიელი გამოაყოლე რაა. -ღმერთოო,ამაზე დიდი ტკბილეულის მჭამელი დამანახე რაა-ცხვირ წინ ჩავიფრუტუნე და კისკისით გავედი სამზარეულოში. -ლაშა ერთი რაღაც მინდა გითხრა ოღონდ ჩუ რაა,ჩემებს არ უთხრა-ცოტა,რომ მოვსვი ჩაი ლაშას მივმართე. -ხომ იცი რაა-და გულზე ხელები შემოიწყო. -მოკლედ არ მინდა თბილისში ყოფნა ეს ზაფხული,მინდა სადმე გავიდე მითუმეტეს გიორგის წასვლამ მიმახვედრა,რომ სადმე ქალაგ გარეთ უნდა გავიდე და მთელი ეს სტრესი მოვიშორო. -მერე ამას "ჩუ" რათ უნდა,მცხეთაში გადი,იქ ისეთი სახლი გიდგათ ნებისმიერს შეშურდება. -ზუსტად მაგაშია საქმე,არ მინდა მაგ "სასახლეში" ცხოვრება,მინდა რომ რამე პატარა და მყუდრო სახლში ვიცხოვრო,სადაც მთელ ამ დაძაბულობას მოვიცილებ.უკვე ვიცი რომელ სახლსაც ავირჩევ,ოღონდ შენ უნდა დამეხმარო რაღაცეებში. -კიბატონო,ოღონდ მითხარი რომელ სახლში აპირებ ერთი ცხოვრებას. -მოკლედ,არ მეჩხუბო მაგრამ ბებიაშენის სახლს დავადგი თვალი,ის მიანც კარგახანია ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად ის სახლი კი ცარიელი დგას ამდენი წელია. ხოდა ვიფიქრე რამოდენიმე თვით მე შევავსებ ამ სიცარიელეს-ბოლო სიტყვები,რომ ვთქვი ღიმილი ყურებამდე გავწელე და მუდარით შევხედე. -აჰაა ანუ ეგრე?!კარგი ეგრე იყოს. -რაა?სერიოზულად?მე კი მეგონა ხვეწნა მომიწევს -არა პროსტა შენც დაგხვდება იქ სიურპრიზი-ეშმაკურად გამიღიმა და ანთებული თვალებით გამომხედა. -კარგი რაა,ხოჭოებს და ამდაგვარ პატარა მაცხოვრებლებს რამენაირად მოვუვლი მაგის არ მეშინია-ჩემივე სიტყვებს ვუკვირდებოდი ისე ვლაპარაკობდი,ვგრძნობდი,რომ რაღაც არასასიამოვნო მელის. -ეგენი საერთოდ ვისთან არიან-ახარხარდა ლაშა-კარგი კარგი ნახავ შენით-და ვითომ ქალის "პახოდკით" უკანალის ქნევით გავიდა სამზარეულოდან. -ნეტა რა უნდა ამ გიჟს და გადარეულს. -------------------------------------------- ბავშვებო ესეც ახალი თავიგუშინ უნდა დადებულიყო მაგრამ აშკარად ცუდი ინტერნეტის გამო რაღაც მოხდა და ვერ დაიდო. წინა თავს შეცდომით დავაწერე "ყველაფერი ყველაფერი" და მხოლოდ ეხლა შევამჩნიე,გადავასწორებდი მაგრამ არ ვიცი როგორ ამიტომ არ შეიმჩნიოთ თუ ვინმემ იცის როგორ გადავაკეთო ან ვის უნდა მივმართო გთხოვთ მომწეროთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.