Take a deep breath, tomorrow will be worst! (3)
რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ? ნამდვილად არ ვიცი. ერთადერთი რაც მახსოვს ისაა რომ მწყუროდა და თვალები გავახილე. ირგვლივ ნაცნობ სახეებს წავაწყდი. ანი და მისი დედ-მამა აქ იყვნენ მათთან ერთად კიდევ ერთი, ჩემთვის უცნობი სახე დავლანდე. -როგორ ხარ ჩემო ლამაზო? მეკითხება ანი მისი ხმა მამშვიდებს. წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი დამამშვიდებელი გავლენა ჰქონდეს. -მგონი გადავრჩი ვამბობ კმაყოფილი და ვხვდები რომ პირი მთლიანად გამშრალი მაქვს. -ანი წყალი მომაწოდე გთხოვ -ახლავე გამომეპასუხა თვალცრემლიანი ქალბატონი ნინო (ანის დედა) -ჩემო პატარავ როგორ დაიტანჯე ჩურჩულებს ნინო და მეც ეს სიტყვები იავნანასავით ჩამესმის ყურში. თვალებს ვხუჭავ. არასდროს ასე არ გამხარებია მორფეუსის სამყაროში ფეხის შედგმა. მერე კიდევ რამდენჯერმე გავიღვიძე მაგრამ სულ მეძინებოდა. ყველაფერი ნაწყვეტ-ნაწყვეტ დამამახსოვრდა. იმ მოძალადეს მართლაც რომ ძალა ერჩის თავი მაქვს გატეხილი და რამდენიმე ნაკერი დამჭირდა, კიდევ ლავიწის ძვალი მომტყდა და ხელი ვიღრძე. ნელნელა კარგად ვხდები თუმცა აგრესია მემართება ყველა და ყველაფერი მძულს. მძულს რომ იმ კაცმა საბოლოოდ დამისახიჩრა სული, მძულს რომ დედამ ის ჩვენს სახლში შემოიყვანა, მძულს რომ იმ ავარიაში მამაჩემთან ერთად არ მოვკვდი... მძულს...მძულს...მძულს რომ ჩემს სხეულს იმ არაადამიანის ტორები ატყვია. აი გაწერის დღეც მოახლოვდა. სად უნდა წავიდეს? ქუჩაში დავრჩები? ბავშვთა სახლში წამიყვანენ? ბოლო ვარიანტის გაფიქრებაზეც კი მბურძგლავს. შიში დაუკითხავად ჩამისაფრდა სხეულში და პატაზიტივით მანადგურებდა. სად იყო ღმერთი როცა ჩემი ცხოვრება ფეხქვეშ ითელებოდა? ნუთუ ზეციურ ტახტზე წამოწოლილი, ღვთიური ზეთისხილის კვნეტით უყურებდა ჩემი ცხოვრების ნგრევას? ნუთუ პოპკორნ მომარჯვებული უყურებდა როგორ ძალადობდა ის კაცი ჩემზე? ნუთუ ერთობოდა თავისი სათამაშოების მსხვრევით, მის მიერვე შექმნილ "ლეგოლენდში"? ღმერთის არც არასდროს მესმოდა და ვერც გავუგებ. სასაცილოა როგორ შეგიძლია შექმნა ადამიანი რომელიც ასე ძალიან განსხვავდება შენგან? -ანი სად უნდა წავიდე? სად უნდა ვიცხოვრო? -როგორ თუ სად სულელო? ჩემთან. ფართოდ გამიღიმა ანიმ და ლოყაზე მაკოცა. -კი მაგრამ -მაგაზე ნუ ინერვიულებ დედა და მამა სახლში აგიხსნიან. -კარგი შვებით ამოვისუნთქე მაგრამ ახლა ახალმა დარდის ტალღამ წამლეკა. -დედა? -ის...ის -მოკვდა? ანი ნაღვლიანად მიქნევს თავს და მიხსნის -ექსპერტიზა დაადგინა რომ დოზის გადაჭარბებით მოკვდა. -გეფიცები ცდილობდა თავის დანებებას. მაგრამ იმ ველურმა ძალით გაუკეთა. მთვრალი იყო და ზედმეტი მოუვიდა. -ვიცი. მჯერა. -აღარავინ დამრჩა ანი ვჩურჩულებ სასოწარკვეთილი. -ნია გონს მოეგო მე აქ ვარ და მიყვარხარ. არ დაგტოვებ! -აღარავინ აღარავინ აღარავინ ანი ჩემს დამშვიდებას შეეცადა მაგრამ ვერ მოახერხა. -ექიმი! გარეთ გავარდა და ექიმი შემოიყვანა. ექიმს ანი და დედამისი შენოჰყვნენ. ნინოს თვალები შიშისგან დამრგვალებოდა. მე კი ლოგინზე ვიკლაკნებოდი. ექიმმა დამამშვიდებელი გამიკეთა და რამდენიმე წუთში ისევ ჩამეძინა. ამჯერად ყველაზე გრძელი და მტანჯველი ძილით მეძინა. რომ გავიღვიძე ხმას ვერ ვიღებდი. ხმა ჩამხლეჩვოდა და ყელი მეწვოდა. უხმოდ მონეხმარნენ გამზადებაში და ახალი სახლისკენ ავიღეთ გეზი. ახალი სახლში ყველაფერი კარად იყო ყველას უხაროდა ჩემს გარდა. არ გეგონოთ უმადური ვარ, უბრალოდ სიხარულის მიზეზს ვერ ვხედავდი ან ვხედავდი მაგრამ არასაკმარისი იყო. ბაღაშვილების დიდ სახლი რა თქმა უნდა დიდად განსხვავდებოდა ჩემი პატარა სახლისგან.ანის ძმაც გავიცანი რომელსაც, როგორც მერე გავიგე გადავურჩენივარ. ბაღაშვილების სახლში მხიარულება და იდილია სუფევდა. მხოლოდ შეხმატკბილებული საუბრები და არავითარი ხმამაღალი სიტყვა. ბაღაშვილებს მხოლოდ უფროსი ვაჟი ჰყავდათ უჟმური თორემ ოჯახში სრული ჰარმონია სუფევდა. ბატონი ირაკლი დილით სამსახურში მიდიოდა და საღამოს 6საათზე შინ, საყვარელ მეუღლესთან და საყვარელ შვილებთან ბრუნდებოდა. ნინო კი მთელი დღე სამზარეულოში ფუსფუსებდა მოსანსახურესთან ერთად. ანი კი ხან სად დამათრევდა ხან სად. ეგონა ჩემს რეაბილიტაციას შეძლებდა. ბექა სხვა კუნძულს წარმოადგენდა. სკოლა დაემთავრებინა და საზღვარგარეთ აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ბატონი ირაკლი დიდად ამაყობდა თავისი ვაჟით. ასეთ ტკბილ ოჯახში ვცხოვრობდი თუმცა ერთი თვის განმავლობაში მათ გვერდით ჩემს ადგილს ვერ ვპოულობდი. თითქმის ერთი თვე რჩებოდა სკოლამდე. ერთ თვეში დავბრუნდრბოდი სკოლაში და ყველაფერიისე უნდა დამეწყო თითქოს არაფერი მომხდარა. კოშმარები ჩემს განუყოფელ ნაწილად გადაიქცნენ ყოველღამე მესიზმრებოდა ის რაც იმ ღამით მოხდა. ჩემი ოთახის გვერდით ბექას ოთახი იყო. იმ ღამესაც უბრალოდ საშინელი კოშმარი დამესიზმრა და ბოლო ხმაზე ვიყვირე. ბექაც გულგახეთქილი შემოვარდა ოთახში -უბრალოდ...მინდოდა გამეგო კარგად ხარ? -კი კოშმარი იყო. ჩვეულებრივი ამბავია. ვიღიმი ძალისძალათ და წელს ზემოთ შიშველ ბექას ყურება მაბნევს. ნუ განმსჯით პირველად ვნახე ასეთი ლამაზი სხეული. თითქოს თქვენ არ დაბნეულხართ წელს ზემოთ შიშველი მამაკაცის დანახვაზე და თუ ამ მამაკაცს ძალიან ძალიან სექსუალური ტანი აქვს მითუმეტეს. მგონი აღარ განმსჯით არა?! მეორე დღეს დიალოგი მოვისმინე რომელმაც სრულიად შემიცვალა წარმოდგენა ბექაზე. სამზარეულოში ჩავედიოდი, ქალბატონი ნინოს და ბექას ხმა მოვისმინე. ჩემი სახელი გავიგე და ამიტომაც მივაყურადე. -მგონი ნიას ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება ამბობს სერიოზული ტონით ბექა. -კი მაგრამ არ მინდა რამე დავაძალო -დე დამიჯერე. ყოველ ღამე კოშმარები ესიზმრება -შენ საიდან იცი? -გუშინ ღამით მისმა ყვირილმა გამაღვიძა. მითხრა ყოველ ღამე მესიზმრებაო -კარგი ვეტყვი. იცი ხანდახან ეჭვიც კი მეპარება თვრამეტის რომ ხარ კიბეებზე უხმაუროდ ავირბინე და ოთახში შევედი. მივხვდი რომ ეს ხალხი ყველაფერს აკეთებდა ჩემს დასახმარებლად მე კი არც მიცდია გამოჯანმრთელება. ჩემს თავზე ვბრაზდები ასეთი დაუნახავი როგორ ვარ? ანის საქციელი მაღიზიანებდა მაგრამ ის ხომ ჩემს დახმარებას ცდილობს? აი ასეთი ყოვლად უარგისი ადამიანი ვარ. მკაცრად გადავწყვიტე გამოჯანმრთელება არ მინდოდა კიდევ ვინმეს სტკენოდა გული ჩემს გამო. კარზე დააკაკუნეს -შეიძლება შემოვიდე? გაისმა ნინოს მოკრძალებული ხმა რომელსაც შიშის ნოტებიც ერთოდა ამ ტონის გამო კიდევ უფრო მეტად შევიძულე ჩემი თავი. იმდენად ღრმად ჩავიძირე ჩემს ნაგავში ვერ მივხვდი რომ ჩემი ნაგავი მხოლოდ ჩემი აღარ იყო მე მათ ვუყვარდი იმ სიყვარულით რომლითაც ანი და ბექა. -დიახ მობრძანდით -არ მინდოდა შენი გაღვიძება -არ გაგიღვიძებივართ ვუღიმი ძალდაუტანებლად და საპასუხო ღიმილსაც ვიღებ. -როგორ ხარ? -კარგად დუმილი -არ მინდა რამე დაგაძალო მაგრამ მგონია უკეთესი იქნება თუ ფსიქოლოგთან სეანსზე ჩაგწერ. -დიახ მეც ასე ვფიქრობ ქალბატონი ნინო -რამდენჯერ გითხრა რომ უბრალოდ ნინო დამიძახო? -კარგი ნინო -აი ასე ორივე ვიღიმით. -ჩამოდი საუზმე მზად არის მეუბნება ნინო სანამ გარეთ გავა -დიახ ოთახიდან ღიმილით გავდივარ და ვხვდები მე ახალი ცხოვრებისთვის მზად ვარ. პ.ს ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.გუშინ დილით ვაპირებდი დადებას მაგრამ ვორდში აკრეფილი წამეშალა მერე შუადღეს ვგეგმავდი დადებას და სოფელში მომიხდა წასვლა და საღამოს ვეღარ მოვახერხე. პირდაპირ სასწაულია აქ ინტერნეტი რომ დავიჭირე:) იმედია არ მიწყენთ ამ დაგვიანებას :) დიდი მადლობა კომენტარებისთვის ძვირფასო მკითხველებო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.