შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე... (2)


15-06-2017, 00:17
ავტორი სატი
ნანახია 3 183

ვიღაც ტიპი გადმოვიდა მანქანიდან. ჩემკენ წამოვიდა.
-შენ აქ ხარ ვინმესთან მოსული?-მკითხა.
-მე მელაპარაკები?-გავტრიალდი.
-ჰა?-ტელეფონიდან ალექსმა მიპასუხა.
-არა, მოიცადე ორი წუთი. ჩემ ძმაკაცთან ერთად ვარ მოსული, ფეის კონტროლია?
-არა, ლევანი.
-აჰა, ლევანი.
-რა ლევანი?-ალექსი არ მომეშვა და გავუთიშე.
-რომელ ძმაკცთან?
-რეზი.
-აა, სახელი გაქვს?
-ლიზა.
-ლიზა კაი მაპატიე ლიზა რო გაგაწყვეტინე საუბარი-მითხრა და შიგნით შევიდა.
ალექსს თავიდან დავურეკე.
-მაპატიე, ვიღაც ტიპი მოვიდა ამათი ერთ-ერთი ძმაკაცი.
-არაუშავს.
-ხო, კითხვებზე გავჩერდით.
მემგონი 20წუთი ვლაპარაკობდით.
-ანგარიშზე არ დაგეხარჯა?-მკითხა.
-არა, ყოველ თვე მირიცხავენ 20ლარს.
-გასაგებია. მოკლედ ხვალ გნახავ სკოლაში ალბათ ხო?
-ალბათ.
-გინდა გამოგიარო?
-მოგწერ საღამოს.
-კაი, მიდი გაერთე.
-კაი.
და გავუთიშეე. არ მჯერა ნახევარი საათი ვილაპარაკეთ. ესე უცებ ჩემში ინტერესი რატო გაუჩნდა? ა, პრინციპში სკოლაში მემგონი პირველად ვიყავი ჰა! ამ დროს სალი გამოვიდა.
-სად ხარ ამდენი ხანი გირეკავ და დაკავებაა, სად არ გეძებეთ მე და თაზომ.
-და თაზო სადაა?
-თაზომ ღვინო იპოვა და მერე ეგეც დავკარგე.
-აჰა.
-რა გინდა აქ?
-ალექსანდრეს ველაპარაკებოდი.
-აააარაა, ამდენი ხანი? რეებზე ლაპარაკობდით? დროზე მოყევით.
-გოგოებო! შევედით შიიგნიიით-თაზო გამობარბაცდა.
-უკვე მთვრალი ხარ?
-უკვე? ნახევარი საათის უკან გაიქეცი სადღაც და. გაცივდებიით, მთელ ვესელიას გამოტოვებთ, შევიდეთ შიგნით.
-რა იყო რეზის ქრისტინე ეწუწუნება და ჩვენ გვეძახის რო გავართოთ?-სალიმ ახედა თაზოს რომელსაც ხელი ჰქონდა მისთვის გადახვეული.
-არაა, კაროჩე მე შევედი, დალიეთ მაგარი ღვინოაა. ისა, რეზიმ არ იცუღლუტოს მაგან არ წავიდეს ისე რო არ მითხრასოო-მე გამომხედა თაზომ, თვალი ჩამიკრა და ის იყო უნდა წასულიყო რო-მაგ ალექს უთხარი რო ვიცით ვინ არი, სად ცხოვრობს, ნომერიც გვაქვს და ფრთხილად იყოს-გამიღიმა და წავიდა.
-ჰა მოყევი.
-არაფერი ისეთი, რაც გავიგე არი ის რომ შეყვარებული არ ყავს, უყვარს ჩემსავით მარტოობა და ხმაურსაც დიდად ვერ იტანს. მერე პროსტა ვლაპარაკობდით ყველაფერზე სანამ ეს ვიღაც ლევანი არ მოვიდა.
-ხო ვნახე მეც. ნორმალური ტიპია, წესიერად არც გამიცვნია.
-რეზი რას შვება?
-რავი, მაგათთნ ერთად არი რაღაცეებზე ლაპარაკობენ. წამო შევიდეთ.
-ტელეფონი მიჯდება შევაერთოთ ზევით სადმე და მერე ამათთან ჩამოვიდეთ.
სახლში შევედით. რეზი, ქრისტინე,ირაკლი, კიდე სამი ტიპი და ლევანი მისაღებში იჯდნენ. დანარჩენები სამზარეულოში სვამდნენ თუ რას აკეთებდნენ არ ვიცი. რეზისთან მივედი.
-რეზი, ტელეფონის შეერთება მინდა.
-სად იყავი?-ამომხედა.
-გარეთ. ტელეფონზე ვლაპრაკობდი.
-ზემოთ პირველივე ოთახში. ვსიო ნორმ?
-კი, კი. ჩამოვალთ ეხა.
მე და სალი ავედით ზევით. მანამდე ესენი ლაპარაკობდნენ.
-ეს შენი დაქალია?-ლევანიმ კითხა.
-ხო, ერთად გავიზარდეთ. იცნობ?
-წეღან გავიცანი.
-აა.
მერე ჩამოვედით. მე ირაკლის გვერდით დავჯექი, სალი მეორე მხრიდან მიუჯდა. ირაკლი მაგრა ევასებოდა სალის ოღონდ როგორც მეგობარი. ირაკლიმ ორივე მიგვიხუტა.
-რას აკეთებ ეხა ლიზა ჰა? ან სალი შენ? მაეჭვიანებთ?-გაიბუსხა რეზი.
-კი, მე შევუთანხმდი რეზის ავუშალოთ ნერვები თქო-კიდე უფრო მაგრა მიგვიკრა ორივე. ამ ორს არავინ არ შეეხოს აქ. გასაგებია?
ორივეს გაგვეცინა. ცოტახანი ვლაპარაკობდით მერე ზემოთ ავედი და ტელეფონი ჩამოვიტანე. ისევ ირაკლის გვერდით დავჯექი. კიდე ალექსმა მომწერა.
,,სულ დამავიწყდა მეთქვა, ცივა გარეთ და შედი სახლში. გაცივდები, მერე სკოლაში ვერ მოხვალ და ხვალ ვერ გნახავ’’
ამაზე გამეცინა.
-ვინაა?-ირაკლიმ ჩამჩურჩულა.
-პარალელური კლასელი.
-ლიზა, მაგას უყვებით ყველაფერს და მე არა?
ლევანი ჩუმად გვადევნებდა თვალს სანამ ესენი ლაპარაკობდნენ.
,,აქ თუ დავრჩი ისედაც ვერ მნახავ ხვალ’’
,,მაშინ გამოგივლი’’
,,წყნეთში ამოხვალ მაგის გამო?’’
,,კი, დამიჯერე არ მეზარება. ოღონდ მითხარი და შენც და სალისაც ორივეს სახლში მიგიყვანთ’’
,,წესიერად არც გიცნობ და ეხა ესეთ რაღაცეებს ვერ მოგთხოვ’’
,,ამას პასუხად ჩავთვლი. სალი მომწერს მისამართს’’
ესენი ლაპარაკობდნენ. მერე ირაკლის ხელი მოვიშორე და სალისთან მივედი და ყურში ჩავჩურჩულე მისამართი მიწერე თქო. მანაც მიწერა. მერე ქრისტინე, ირაკლი და ის სამი ტიპი გავიდნენ. დავრჩით მე, რეზი, ლევანი, სალი და ... მეტი არავინ.
-რეზი, ჩვენ მივდივართ.
-სად?
-თბილისში.
-რატო?
-აუ რავი, დავიღალე და ხვალ ტესტი მაქ ქიმიაში.
-კაი როდიდან დაგაინტერესა სკოლამ? რითი მიდიხარ ვაფშე? მე მთვრალი ვარ და არა მარტო მე. არავინაა ფხიზელი. ლევანის გარდა. წაიყვან?
-არა, მოგვაკითხავს ჩემი ძმაკაცი-სალიმ უთხრა.
-ვიცნობ?-რეზიმ კითხა.
-არა.
-აუ, კაი გთხოვ დარჩით რა არ ვიცი ვის მიყვებით და ხვალ გაგიყვანთ მეთითონ დილიდანვე. ნუ სულელობ ლიზა რა.
-წესიერი ბიჭია რა გინდა რეზი.
-შანსი არაა, მანჩო ან მამაშენი მერე მე დამბრიდავს-მითხრა რეზიმ.
-დაწყნარდი რა, რო მოვა შენთითონ ნახავ თუ გინდა-უთხრა სალიმ. მაშინვე იდაყვი გავკარი და ლევანი გადაბჟირდა. რეზიც აყვა.
-რა ხდება ტო, ლიზა გიტაცებენ?
ამაზე სალიც ახარხარდა.
-რეებს ბოდავ, ვინ მიტაცებს-ცოტათი დავეჭვდი და სალის გავხედე. ამაზე ვაფშე გადაბჟირდა.
-სალი?-უკვე გავგიჟდი.
-არა, გოგო რა გიტაცებს მეც მოვდივარ, მეტი არ მინდა თან წამიყოლოს ვურახუნებ თავში იმ მანქანას და თავის ძმაკაცებს ვისაც ამოიყვანს.
-კაი, სერიოზულად ის ალექსია?-ამაზე არ ვუპასუხე და ვაფშე მოკვდა სიცილით-ეს მანქანაში რო გწერდა?
-აუ, რეზი.
-კაი გავჩუმდი, მარა მაინც ვნახავ ვინაა.
-არაფერსაც არ ნახავ.
მერე დამირეკა.
-ალო?
-მოვედი. აბა გამოდით.
-კაი მანჩო, ჩამოვალ ხვალ ნუ წაიღებ ეხა ტვინს.
და გავუთიშე.
-მანჩო იყო?-სალიმ მკითხა.
-პირდაპირ ლექციებით დაიწყო და გავუთიშე. წავალ მოვწევ და შემოვალ.
-აქაც შეგილია მოწიო-ლევანიმ მითხრა.
-არა მადლობა.
-ყველა ეწევა რა იყო-ისევ არ მომეშვა.
-გარეთ მირჩევნია-სალის ვანიშნე და ჯერ მე გავედი. მერე 5წუთში ისიც გამოვიდა. ორივე ერთად ჩავჯექით. დავინახე რეზი რო გამოვიდა.
-პრივე...
-დროზე გაზს დააჭირე ფეხი რა.
-ჰა?
-დროზე!
მაშინვე დავიძარით და კინაღამ ხეს შევასკდით.
-მადლობა.
-ვინმეს გამოეპარეთ?-გაეცინა ალექსს.
-არა.
-სალი, ჯერ შენ მიგიყვან ხო?
-თიიიი, შენთან დავრჩები რა.
-კაი. მიდი უცებ მშობლებმა არ დამიშალონ.
-წეღან მანჩო რატო დამიძახე?
-დაიკიდე.
-სად ცხოვრობ?-მე მკითხა.
-სალი, ვუთხრა? ანუ მანიაკი არაა?
-დიდიხანია ვიცნობ. ა ვაბშე ჩემთან დარჩი.
-კაი.
-ანუ ხვალ მოხვალ ხო?-ალექსმა მკითხა.
-და რა აუცილებელია სკოლაში რო გნახო?
-რავი, სხვაგან აბა?
-ანუ, ცოტა გვიან მოვალ სკოლაში და მერე სადმე მანდვე ვიყოთ რა. მე, შენ და სალი.
-აა, ნახე ეხა შატალოზე ცდილობ რო წამიყვანო ხო?
-ვცდილობ? თუ გინდა წადი სკოლაში.
-არა მოვალ.
მალევე მივედით სახლში, ალექსს მადლობა გადავუხადეთ და შიგნით შევედით. სალის მშობლები მისაღებში იჯდნენ.
-გამარჯობა გოგოებო-მამამისი მოგვესალმა.
-როგორა ხარ ლიზა? ჩამოხვედით დე უკვე?
-ხო, რავი ხვალ ხო სკოლა გვაქ. ლიზა ჩვენთან დარჩება.
-ეხლავე გაგიშლით ლოგინს, გშიათ?
-არა, დე ვჭამეთ.
-გამოსაცვლელს დაგიდებ ლიზა ზევით-დედამისი ავიდა. მეც და სალიც ორივე კერძო სახლებში ვცხოვრობთ. ორივეს ორ სართულიანი გვაქვს. სალიც მესამეც აქვს, მანსარდა მაგრამ გაკეთებული არ არის.
-სალი, მამა მოდი აქ.
სალი მამისთან მივიდა.
-დალიე? ოღონდ სიმართლე მითხარი.
-არა.
-მოიწიე ახლოს.
მივიდა.
-კაი გოგო ხარ მა. მარა რო დაგელია და გეთქვა ხო იცი არ გეჩხუბებოდი.
-ვიცი.
-ოღონდ ზომა უნდა იცოდე და სად, როგორ და როდის უნდა დალიო.
-ვიცი, მა გავიგე.
-ლიზა, შვილო შენ ხო არ დაგილევია?
-არა, არ მიყვარს სასმელი.
-კაი. წავედი მე აბა ოთახში და ტკბილი ძილი. ხვალ გაგიყვანთ მე სკოლაში-და მამამისიც გავიდა.
-ნეტა, შენნაირი მამა მყავდეს.
-კაი, ლიზ...
ამ დროს დამირეკა... ახსენე და გამოჩნდებაო.
-ალო?
-ლიზა, მა როგორ ხარ?
-რავი.
-რამე მოხდა?
-არაფერი.
-მა, მე ხვალ ჩამოვალ და საღამოს ერთად ვივახშმოთ ხო? სკოლაში მიდიხარ დილით?
-კი.
-კაი, რო მოხვალ მე დაგხვდეი.
-კაი.
-მიყვარხარ მა.
და გავუთიშე.
-მამაშენი იყო?
-არა, ირაკლი იყო. როგორ ჩახვედითო მერე რა ხმა გაქ რამე მოხდაო? და მერე კაი წავედიო.
-აა. კაი წამო ავიდეთ მაგრა დავიღალე.
დილით 8საათზე დედამისი შემოვიდა. მე უკვე მეღვიძა.
-დილა მშვიდობის ლიზა, როგორ გეძინა?
-კარგად მადლობა.
-სალი, დე. ადექი დაგაგვიანდებათ.
-არ მაგვიანდება რამდენჯერ უნდა გითხრა რომ 9ის 15წუთზე ვდგები და არა 8ზე.
-კაი დე რატო მეჩხუბები? დროზე ჩამოდით-და ქვევით ჩავიდა.
-სერიოზულად ეს ქალი ბუძელნიკია თუ რა უნდა?
-კაი ადე რა.
-ეე, მაცადე 15წუთი მაქვს.
მე ავდექი, გადავივლე და გამოვიცვალე. მერე ქვემოთ ჩავედით, უცებ ვისაუზმეთ და სკოლაში წავედით. ალექსს სკოლის უკანა ეზოში უნდა შევხვედრილიყავით. სალი გაკვეთილებზე შევიდა და მარტო მე დავრჩი. უკან გავედი და თავის 2ძმაკაცთან ერთად იყო. თემოსთან(იმ კრეტინთან) და ლუკასთან და კიდე ვიღაც გოგო იდგა იქ. მივუახლოვდი და ის იყო უნდა მივსალმებოდი რომ იმ გოგომ აკოცა. მაშინვე უკან გამოვბრუნდი, ალექსი გამომეკიდა.
-რა მოხდა?-არ გავჩერდი, ამიტომ მხარი დამიჭირა და უხეშად შემომაბრუნა.
-ეს გოგო ვინაა?
-რა იყო?
-აბა შეყვარებული არ მყავსო?
-რა ისტერიკებს მიწყობ შენ ცუდად ხო არ ხარ? ვის ელაპარაკები არ დაგავიწყდეს.
-მომშორდი, მეზიზღება შენნაირი ბიჭები.
-ეს ისე მყავს რა ხო იცი... გასართობად... ეხა უნდა აგიხსნა?
-ა და მეც გასართობად გეყოლებოდი ალბათ ხო?
-არა, შენ მევასები და ის პროსტა.
-ფუ ამაზრზენი ხარ.
-აუ თუ არც გინდა რა, ატანა არ მაქ შენნაირი ისტერიჩკების და უმადური გოგოების, არც დაგიწყებ ხვეწნას. წადი.
ხელი გამიშვა და წავედი კიდეც. სახლში დავბრუნდი, ოთახში შევვარდი და დავეგდე. ტირილს ნაღდად არ ვაპირებდი, ყველანაირად ვიკავებდი ცრემლებს მაგრამ არ გამომივიდა. 1საათი მაინც ვტიროდი და ბოლოს ჩამეძინა. რო გამეღვიძა 6საათი იყო. გარეთ ბნელოდა(ზამთარში ადრე ბნელდება). ქვემოთ ჩავედი და მამაჩემი დამხვდა.
-გაიღვიძე მა?-მოვიდა და ჩამეხუტა.
-ხო, რატო არ გამაღვიძე რო ჩამოხვედი?
-დაგიძახე ერთი-ორჯერ მაგრამ ძაან ღრმად გეძინა. გააცდინე სკოლა?
-ხო, ვერ ვიყავი კარგად.
-გშია?
-არაა. რამდენი ხნით რჩები?
-ზეგ მივდივარ ისევ. მარა მალე ჩამოვალ. ფული გყოფნის მა?
-კი.
-რამე მოხდა? თვალები სულ ჩაწითლებული გაქ-მის გვერდით დამისვა.
-არა, არაფერი.
-მა, მე რას მიმალავ?
-არაფერს.
-ნაღდად? ხო იცი თუ ვინმემ გაწყენინა ერთი მითხარი და...
გამეცინა. აი ესეთ მომენტებში უბრალოდ არ მესმის ადამიანზე როგორ უნდა იყო გაბრაზებული. ისეთი საყვარელი იყო იმ მომენტში რომ... იომ მომენტში მინდოდა რომ დედაჩემიც ჩემ გვერდით ყოილიყო. ბევრი არც არაფერი მახსწოვს. 5ის ვიყავი რომ გარდაიცვალა. არც ერთი მომენტი, ან რაიმე სურათი არაფერი.. საერთოდ. მამა ამბობს რომ ადრე გაგვქურდეს, ყველაფერი ერთ ყუთში ედო დედასი და ის წაიღეს. იქ მისი სამკაულები, საქორწინო კაბა და კიდე პირადი ნივთები ედო. მე კი ამაზე ძალიან მწყდებოდა გული. საღამოს სასეირნოდ გამიყვანა, დიდხანს ვიარეთ და გვიან მოვედით. შეილება სულ ჩემს გვერდით არ არის მაგრამ როცა არის მაქსიმალურად ცდილობს რომ ჩემთან იყოს. მიუხედავად იმისა რომ ჩემს ცხოვრებაზე არაფერს ვუყვები მაინც ხვდება როდესაც გული მტკივა ან რაღაცაზე გაბარზებული ვარ. დარწმუნებული ვარ ისიც იცის რომ ნაწყენი ვარ ხოლმე როდესაც მიდის და ამაზე მასაც შესტკივა გული, მაგრამ ამ ყველაფერს ვიცი ჩემთვის აკეთებს რომ მე არაფერი დამაკლდეს. რათქმაუნდა ასეც არის უბრალოდ მე ფული კი არა არამედ მამა მჭირდება. ბევრს აღარ მოგაწყენთ. სახლში 9საათზე მივედით. მისაღებში ვიყავით, ორივეს პიჟამო გვეცვა და ფილმს ვუყურებდით. მამას უკვე ნახევრად ეძინა როცა კარზე კაკუნი გაისმა. მამა მაშინვე გამოფხიზლდა. გავაღე და რეზი შემოვიდა.
-ვა, რეზი შემოდი-მამაჩემი წამოდგა და გადაეხვია.
-მაპატიეთ, ესე გვიან რო მოვედი.
-რა გაპატიო, შემოდი შიგნით. მე მაინც ვიძინებდი. თუ რამე ქვემოთა ოთახი თავისუფალია.
-არა, არ ვრჩები მადლობა.
-აღარ გეკითხები შენები როგორ არიან, ვნახე უკვე დღეს შენ სანამ უნივერსიტეტში იყავი.
-აა.
-აბა ძილინებისა ბავშვებო-და ზევით ავიდა.
-სად გავარდი გუშინ?
-შემო-მისაღებში გავედით.
-რა გჭირს?
-რა მჭირს?
-რავი. თვალები დასიებული გაქ.
-არაფერი.
-ლიზა.
-ის ალექსი... ნუ კაროჩე მომატყუა რო შეყვარებული არ ყავდა, გუშინ მთელი საღამო გადამყვა და დღეს რო შევხვდი ვიღაც გოგოს ლოღნიდა და ეს გასართობად მყავს და შენ მართლა მევასებიო. მე არ მინდა ეგეთი ურთიერთობა თქო და მეზიზღება შენნაირი ისტერიჩკა გოგოებიო და წამოვედი უკან სახლში.
-პირველ რიგში რას აიტეხე და ავარდი 12წლის გოგოსავით და გაყევი მაშინვე ვიღაც უცნობს, იქნება და სახლში არც მიყავდი.
-აუ რეზი შენ გარეშეც ცუდად ვარ.
-ეგღა მაკლია ვიღაც დებილზე (ჩემი თანდასწრებით არასდროს იგინება თორე ზუსტად ვიცი რისი თქმაც უნდოდა დებილის მაგივრად) ინერვიულო.
-არ ვნერვიულობ.
-აღარ გაიქცე ეგრე, აკრძალვით ვერაფერს აგიკრძალავდი მაინც წახვიდოდი უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა ვის მიყავდი.
-ხო ვიცი.
-კაი, წავედი მე და თუ რამე დაგჭირდა დამირეკე-გადამკოცნა და წავიდა. მეც ოთახში ავედი და ფანჯრიდან გადავიხედე, რეზი იმ ლევანისთან ერთად ჯდებოდა მანქანაი. რეზიმ დამინახა თვალი ჩამიკრა და მანქანაც დაიძრა.
დილით გვიან გამეღვიძა, ძლივს შაბათი იყო. ქვევით ჩავედი, მამაჩემი ბართან იჯდა და ლეპტოპში რაღაცეებს აკეთებდა.
-შუა დღე მშვიდობის.
-მანჩო არ არი?
-არა. გუშინ დამავიწყდა მეკითხა. როგორ მიდის საქმეები სკოლაში-სათვალე მოიხსნა(სპეციალური კომპიუტერისთვის) და მე მომიბრუნდა. 100%-ით დარწმუნებული ვარ და თამამად შემილია ვთქვა რომ ქიმიის მასწავლებელმა დაურეკა.
-კარგად. რა იყო რო?-დროა თავს ვუშველო
-რატომღაც შენი დირექტორი იგივეს არ ფიქრობს. სკოლაში საერთოდ აღარ დადიხარ, არ სწავლობ... რა დაგემართა? მემგონი თავისუფლებამ გაწყინა.
-დავდივარ.
-დირექტორის გარდა შენმა ქიმიის მასწავლებელმაც დამირეკა.
-და?
-ტესტი გქონდათ მოუმზადებელი მიხვედი და არაფერი არ დაგიწერია.
-არ ვიცოდი რო ტესტი გვქონდა, ვთხოვე კიდეც...
-გეყოფა. ამ შაბათ-კვირას ფეხს არ გაადგამ სახლიდან და იმეცადინებ. მძღოლს დაგიქირავებ და ის გატარებს ყოველდღე სკოლაში, დაგელოდება და უკან მოგიყვანს.
-ბარემ დაცვა დაიქირავე და ძიძა მიაყოლე!
-ტონი შეცვალე ლიზა და დაფიქრდი ვის ელაპარაკები.
უცებ წამოდგა და შევამჩნიე ჩემოდანი რომელიც უკან ედო.
-მიდიხარ?
-ხო... დღესვე დავურეკავ დაცვას... კი არადა მძღოლს.
-...
-არ დამემშვიდობები?
-არა-უხეშად ვუპასუხე და კიბეებიდან გადმოვძახე-შემდეგზე შეგილია აღარ დაელოდე ჩემ გაღვიძებას რო დამემშვიდობო. ზემოთ ავედი და დაველოდე მის წასვლას. შემდეგ ქვემოთ ჩავედი და სალის მივწერე და მოსვლა ვთხოვე.
-რას აპირებ? როგორ გამპასწორებ ამდენ ნიშანს?
-არ ვიცი, მარა ეხა მემგონი რეზის დედა გადმოვა მალე, თხოვდა გადადი შეამოწმეო და...
ამ დროს კაკუნი გაისმა და რეზი შემოვიდა, მაგიდაზე დედამისის გაკეთებული სუპი დადო.
-მაკამ გააკეთა, ჭამოს აუცილებლადო.
-პასუხს არ ელოდები?-უხეშად ვკითხე, პასუხად გაიცინა, ჩემთან მოვიდა, უკნიდან მომეხვია და თავზე მაკოცა.
-სწერვაააა-ლამის მომახრჩო. სალი მოგვაშტერდა-ნუ ეჭვიანობ, შენც გხედავ-და სალისაც იგივე გაუკეთა.
-მოკლედ, დეეჩემს ვეუბნები რო გაცხარებულად მეცადინეობთ რა. არ ჩამაფლავოთ.
-აა, დარეკა ხო?
-კი. მოკლედ მეჩქარება და მამაშენმა დაიბარა ფეხი არ გადგას გავიგებო.
-ეტყვი?
-არა, რა ვეტყვი. ცუდად ხო არ ხარ. პროსტა დაიბარა. კაი წავეხი-და მაშინვე წავიდა.
-აუ სალი ეხა აღიარე რო ძაან საყვარელია.
-არ არი.
-რა ვქნა.
-არ ვიცი.
ამ დროს ლექსომ დამირეკა.
-ხო ლექსო?
-ლიზა, რაღაც საქმე მაქ შენთან და მარტო ხარ?
-სალიც აქაა, რა იყო?
-კაი, მერე მოვალ მაშინ.
-რატო უთხარი რო აქ ვარ-სალიმ წაიჩურჩულა და მთელი სიმწრით ჩამარტყა.
-რას აკეთებ!!-დამავიწყდა რო ველაპარაკებოდი.
-ჰა?
-შენთვის არ მითქვამს, სალიმ ყავა გადამასხა შემთხვევით, მოდი გელოდები-და გავუთიშე.
-მე მივდივარ.
-არსად არ მიდიხარ, გეყო ქაჯობა.
-არ ვქაჯობ.
-ქაჯობ. 10წუთით ამოვა და მორჩა, რაღაც საქმე აქ მერე ვეტყვი ქიმიას ვმეცადინეობთ თქო და მორჩა.
-კაი.
მანამდე წიგნები გამოვიტანეთ და საწოლზე დავაგდეთ.
-ხო მოიტანე ტანსაცმელი?-დასარჩენად იყო მოსული.
-ხო და ორშაბათს ერთად წავიდეთ სკოლაში.
-კაი-ამ დროს ლექსოც მოვიდა.
-როგორ ხართ გოგოებო?-ორივე გადაგვკოცნა-რას მეცადინეობთ?
-ქიმიას. წამო სამზარეულოში ყავას დაგალევინებ-მკხვდა რო ყავაზე არ ვეპატიჟებოდი, მარა მაინც გამომყვა, მეც მივხვდი რისთვისაც მოვიდა.
-აი, ხო იცი როგორ მიყვარხარ...
-არ დაიწყო ეხა,რა მოხდა?
-არაფერი, რაღაც უნდა გკითხო და ჩესნად მიპასუხე.
-კაი.
-სალის შეყვარებული ყავს?
-რაში გაინტერესებს?
-ვითომ არ იცოდე რო მევასება.
-და რა მნიშვნელობა აქვს ყავს თუ არა მაინც არ ევასები.
-მადლობა ლიზა.
-არ ყავს.
-არც არავინ ევასება?
-ლექსო, საკმარისი ინფორმაცია მოგეცი, კიდე ერთო მინკშნება სალის არ უყვარს სულ რო დასდევენ ანუ უყვარს ყურადღება მარა როგორც კი მოაკლდება... ამას ამჩნევს.
-ა... კაი. გაიხარე.
-ხო... ის ლევანი, რა უცნაური ტიპია?
-რატო კითხულობ დაინტერესდი?
***
მიხარია რომ ზოგიერთს მაინც მოეწონა <3
მიყვარხართ ყველა <3 <3 <3



№1 სტუმარი Guest someone

dzalian kargia

 


№2 სტუმარი Guest nata

მაგარიიაძაან...გააგრძელეე...❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent