მარტოსულობის უპირატესობა (თავი 13)
ლუკა:მეორედ ბოდიში აღარ მომიხადო.არა მაინც როგორ გაბედა ამ იდიოტმა შენთვის ეკოცნა?!ნერვები მეშლება. ლიზა:აღარ ვილაპარაკოთ ამაზე რაა,აღარასდროს.დავივიწყოთ,რაც მოხდა მოხდა.შენ გგონია მე მსიამოვნებს ამის გახსენება?ვერც დავივიწყებ მის საქციელს,მაგრამ შენთან ერთად არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ლუკა:ბოდიში ლიზა,მესმის,მესმის.კარგი ახლა ჩემი წასვლის დროა ლიზ. ლიზა:კარგი,გაგაცილებ. კარის გაღებისას დედა შეგვეფეთა. დედა:ლუკაა?ბავშვებო.. ლიზა:დე უსიამოვნო ინციდენტი შეგვემთხვა და ლუკას ჭრილობა დავუმუშავე. ლუკა:დიახ,მადლობა ლიზ და ჩემი წასვლის დროც დადგა. დედა:დარჩი ლუკა,ერთად ვივახშმოთ. ლუკა:მადლობა,მაგრამ უკვე გვიანია და თან უხერხულია. ლიზა:არააა,სულაც არ არის უხერხული,არა დე? დედა:ასეა,ახლა კი მოდი და ერთად ვივახშმოთ. ლუკა:კარგით,ცოტახნით კიდევ დავრჩები მაშინ. ერთად მივუსხედით სუფრას.სიჩუმე ჩამოვარდა სანამ ისევ დედამ არ თქვა.. დედა:ლუკაა შენ ბათუმელი ხარ? ლუკა:არა მელანო დეიდა,მეც დასსვენებლად ვარ ჩამოსული. დედა:აა,ძალიან კარგი.ხო,რა მაინტერესებდა კიდევ,მამა და დედა რას საქმიანობენ? ლუკა:მამა ინჟინერია,დედა კი საავადმყოფოში მუშაობს,პედიატრია. დედა:მშვენიერია,შენ რას აპირებ სამომავლოდ? იმდენ კითხვას უსვამდა მე შემრცხვა და ამოვიღე ხმა.. ლიზა:ძალიან გემრიელი სალათია. დედა:ლიზაა? ლიზა:გადმომაწოდეთ სალათი თუ შეიძლება. არადა თეფშზე ისევ მქონდა. დედა:კი,მაგრამ ლიზ?თეფშზე ხომ გაქვს ისევ? ლუკა:ლიზა,რატომ არ გინდა რომ დედაშენმა კითხვები დამისვას,ასეთი რა არის ამაში? ლიზა:ხო მეე,რავიცი,არაფერი.. ლუკა:ვაპირებ რაგბს გავყვე,საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ და არის შანსებიც უცხოელ გუნდებში ვითამაშო.. ასე,რომ ვერ ვიტყვი რომ წარმატებები არ მელის. დედა:ძალიან კარგი,წარმატებებს გისურვებ. ლუკა:მადლობთ,ახლა კი ჩემი წასვლის დროა.მადლობა თბილი საღამოსთვის და დროებით. დედა:კარგი,ჩემო კარგო აბა ნახვამდის. ლუკა გავაცილეთ,ჩემს ოთახში ავედი და მეორე წამს დედაც შემომყვა. დედა:აბა მომიყევი ლიზ,რა მოხდა,როგორ ჩაიარა საღამომ. ლიზა:რავიცი,კარგად. დედა:ხოო? მომიყევი წესიერად გოგო. კარგი ჰოო(ლიზა). ყველაფერი მოვუყევი,ალექსიზე რომ ვუთხარი გადაირია.შემდეგ კი ტკბილი ძილი მისურვა და გავიდა ოთახიდან. ლუკამ მომწერა სახლში მისვლისას.. ლუკა:რას შვრები ლიზ? ლიზა:დასაძინებლად ვწვები უკვე,შენ რას შვრები? ლუკა:შენზე ვფიქრობ და ჩვენს დღევანდელ,ერთად გატარებულ საღამოზე. ლიზა:ხოო,მეც კარგად მაგონდება,რომ ვიხსენებ. ლუკა:დედაშენით მოვიხიბლე(იცინის),სასიამოვნო ქალია და თბილი. ლიზა:ოჰ,(იცინის).ბევრ კითხვებს სვამს ხო? ლუკა:ნუ,ეგ ჩვეულებრივი მომენტია,შენი შეყვარებული ვარ და აინტერესებს ვინ ვარ,საიდან ვარ და რა ოჯახიდან(იცინის).არ ინერვიულო საყვარელი ქალია მართლა. ლიზა:ნამდვილად,ბევრი კითხვის დასმა რომ არ უყვარდეს. ტკბილი ძილი მისურვა ლუკამ,უკვე ვიძინებდი,როდესაც ლევანმა დამირეკა. ლევანი:ვაიმე ლიზაა. ლიზა:რა მოხდა ლეო? ლევანი:რუსკას მუცელი ასტკივდა და საავადმყოფოში ვართ. ლიზა:კი,მაგრამ ესე მალე? ლევანი:არა,უბრალოდ სისხლდენა დაეწყო,თავისიანებს ეჩხუბა და ინერვიულა. ლიზა:კარგი,დამშვიდდი.ეხლა მთავარია შენ დაწყნარდე რადგან შენი ნერვიულობით ვერაფერს უშველი,პირიქით,მასაც დაამძიმებ. ლევანი:კარგი,როდის ჩამოდიხართ ლიზა? ლიზა:არვიცი,ლევანიკო.ხვალ გაგაგებინებ. ლევანი:კარგი. ლიზა:ეხლა სად არის რუსკა? ლევანი:ეხლა ექიმი სინჯავს. ლიზა:კარგი,დამშვიდდი და ექიმის პასუხი გამაგებინე კარგი?ველოდები შენს ზარს. ლევანი:კარგიიი. 2წუთის მერე ისევ მირეკავს ლევანი.. ლევანი:ლიზააააა! იმედია მოგეწონათ .... მადლობა,რომ კითხულობთ,დაელოდეთ მეთოთხმეტე თავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.