ცუდი გოგო "ენემი" (თავი 10)
ავტორი ენემი ყოველდღე ვარჯიშობს. როგორც უკვე იცით მისი დღე დილის 6–ზე იწყება და საღამოს 6–ზე მთავრდება. დღეს? დღეს უკვე 17 იანვარია. დემეტრემ, ბავშვებმა, საბამ და ენემმა ბარგი ჩაალაგეს დაახლოებით 3 დღე რომ ეყოთ. რატომ სამი? იმიტომ რომ ჩემპიონატი ერთ დღიანია, და გადაწყვიტეს ორი დღე დარჩნენ იქ. ღამის 3 საათი. თბილისის აეროპორტიდან კერძო თვითმფრინავი აფრინდა ნიუ–იორკის მიმართულებით. რომელშიც დემეტრე და ენემ ახვლედიანები, ვატო ვიბლიანი, ვაჩე და ლილე ვიბლიანები, ანა და ალექსანდრე დადიანები, ანასტასია და საბა დევდარიანები, გაგა და ანამარია ყიფიანები, ნიკა და ნია მეტრეველები, გიორგი გასვიანი და სანი და ნინი მეტრეველები არიან. * * * ნიუ–იორკი, ამერიკის ერთ–ერთი ულამაზესი და გამორჩეული ქალაქი. ადგილი სადაც ახლახანს ჩაფრინდნენ 'ჩვენი' წყვილები. დადაწყვიტეს ენემის ბინაში (მანჰეტენზე) დარჩენილიყვნენ. ხვალ კი ჩემპიონატზე წავიდოდნენ. * * * 18 იანვარი დღე როდესაც მსოფლიოს ახალი კინგ–ბოქსის ჩემპიონი ეყოლება. ენემი უკვე მზადაა, ცოტა ივარჯიშა კიდეც. უკვე დარბაზში არიან ყველა. ბავშვებმა დაიკავეს თავიაანთი ადგილები საიდანაც შეძლებენ მოვლენები განვითარებას ადევნონ თვალი. და აი 12მონაწილე, რომელნიც წარმოადგენენ: იაპონიას, საბერძნეთს, იტალიას, კორეას, რუსეთს, ამერიკას, პორტუგალიას, შვედეთს, თურქეთს, დანიას, ჩინეთს და საქართველოს. სია უკვე შედგენილი აქვთ თუ ვინ რომელი ქვეყნის წარმომადგენელს უნდა შეეჯიბროს. სქემა კი ასეთია: ⦁ იაპონია–კორეა ⦁ პორტუგალია–იტალია ⦁ შვედეთი–საბერძნეთი ⦁ ამერიკა–ჩინეთი ⦁ საქართველო–რუსეთი ⦁ დანია–თურქეთი შეჯიბრი დაიწყო იაპონია–კორეა.... გამარჯვებული იაპონიაა. პორტუგალია–იტალია .... გამარჯვებული იტალია შვედეთი–საბერძნეთი .... გამარჯვებული საბერძნეთი ამერიკა–ჩინეთი..... გამარჯვებული ამერიკა და აი ენემის ჯერიც დადგა. წამყვანი ინგლისურად აცხადებს. –დღეს პირველად საქართველოდან გვყავს ჩემპიონი რომელსაც არასდროს არ წაუგია უბრალო შეჯიბრიც კი. მივესალმოთ ენემ ახვლედიანი!–ყვირის წამყვანი და რინგზე თეთრ–წითელ ფორმაში გამოწყობილი ენემი ადის– ახლა კი მისი წინააღმდეგი რუსეთის წარმომადგენელი მარიაა!. ვნახოთ რომელი მოიგებს წარმატებები.-დაამთავრა თუ არა წამყვანმა ენემმა და მარიამ ბრძოლა დაიწყეს. ენემი დატრიალდა და მარცხენა ფეხი მარიას მუცელში მოარტყა. მარიამ უკან დაიწია და რინგის ბოლოს დაეყრდნო, შემდეგ კი ენემის მიმართულებით იქნევდა მუშტებს მაგრამ ენმა აიცილა. მართალია არც ერთი მუშტი არ მოხვედრია მაგრამ თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ გადაწყვიტა მალე დაემთავრებინა შეჯიბრი მარიასთან. როგორ? როგორ და ერთი მუშტის დარტყმით წარბებს შუა , ცხვირთან. მართლაც დაარტყა და მარია უგონოდ დაეცა. წამყვანმა კი ენს მიულოცა მოგება. –wow NM is a really strong!- ყვიროდა წამყვანი. ბოლო შედეგები კი ასეთი იყო ⦁ საქართველო–რუსეთი ... გამარჯვებული საქართველო ⦁ დანია–თურქეთი... გამარჯვებული დანია. შემდეგ კი შესვენება გამოცხადდა * * * მეორე რაუნდიც დაიწყო. გამარჯვებული კი: საბერძნეთი–იაპონია ... გაიმარჯვა იაპონიამ. იტალია–ამერიკა ... გაიმარჯვა ამერიკამ. დანია–საქართველო ... გაიმარჯვა საქართველომ. –ახლა კი ბოლო ტური იწყება!–დაიწყო წამყვანმა – იმის გათვალისწინებით თუ ვინ უფრო მალე მოიგო შეჯიბრი ენმი ლიდერობს, ამიტომ შეჯიბრი ჯერ იქნება ამერიკა–იაპონიას შორის შემდეგ კი გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელ ენემ ახვლედიანს შეეჯიბრება.– დაამთავრა წამყვანმა და რინგე ავიდნენ გოგოები. ამ დროს ენის მეგობრები? მათ უხაროდათ რომ ენი იგებდა, მაგრამ ხედავდნენ რომ ის რატომღაც ცუდად იყო, მარა ვერ გაეგოთ რატომ. თვითონ ენემი? გრძნობდა რომ ძალა ეცლებოდა მაგრამ, ვერ დაუშვებდა რომ წაეგო. * * * ბრძოლა ამერიკელმა Adalene–მ მოიგო ახლა კი ბრძოლა იყო Adalene vs NM. რინგზე ასვლის წინ ენემს დემეტრემ დაუძახა. ენი მისკენ მიტრიალდა. დემემ კი უთხრა "მი სი მალატ"–ო. რინგზე ასვლიდან ალბათ 1 საათი გავიდა. Adalene დაღლილი იყო მაგრამ ეს ენემს უფრო ეტყობოდა ცოტაც და წაიქცეოდა. მაგრამ დემეტრე სიტყვებმა "მე შენი მჯერა", მოიყვანა ცოტა გონს და დარჩენილი ძალით გადავიდა შეტევაზე და Adalene ძირს დააგდო და ზემოდან ურტყავდა ბოლოს კი გათიშა. –და აიიი ისიიიც–ყვირის წამყვანი–მსოფლიო ჩემპიონი! ენემ ახვლედიანი!–თქვა და ენს შავი ქამარი და თასი გადასცა. ენმა მადლობა მოიხადა და მეგობრებისა და მისი მეუღლისკენ წავიდა. ყველას ჩაეხუტა. ბოლოსთვის კი დემე შემოინახა. –ვამაყობ შენით–დემემ ჩუმად თქვა. ენემი? ენემი კი ამ სიტყვების გაგონების შემდეგ დემნას ხელებში უსულოდ დავარდა. შემდეგ? შემდეგ იყო ყველას ნათქვამი "რა დაემართა?", "ხომ კარგად იქნება?" და ა.შ. დემნამ ხელში აიტაცა და ნიუ–იორკის ერთ–ერთ საავადმყოფოში წაიყვანა. * * * საავადმყოფოში შეიყვანა. –ექიმი!–დაიღრიალა ინგლისურად დემემ. ექიმიც მალე 'მივარდა' და გასასინჯად შეიყვანა ენემი პალატაში. გონზე მოიყვანეს და გადასხმა დაუმაგრეს, ასევე სისხლის ანალიზი აუღეს. ხოლო მეგობრებს და დემეს უთხრეს რომ ჯერ ანალიზებს უნდა დალოდებოდნენ, მაგრამ ენთან შესვლის უფლება მისცეს. * * * ყველანი ენთან იყვნენ. –გამარჯვებას გილოცავთ ენ –ყველა. ამ დროს ექიმიც შემოვიდა, რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. –აბა პაციენტი როგორ მყავს?–იკითხა შუა ხნის კაცმა ღიმილით. –კარგად. აქედან როდის წავალ? ან რა დამემართა?–იკითხა ენმა, რადგან ცუდად არასოდეს გამხდარა. –რა დაგემართად და როგორც ჩანს დაიღალეთ, მომავალო დედიკო–თქვა კაცმა. –აა ხო... რა?–თავიდან ვერ მიხვდა მერე კი...–მოიცა რა? –დიახ მალე თქვენც და ბატონი დემეტრეც მალე მშობლები გახდებით. გილოცავთ. –მოიცა ანუ... მე... ანუ ჩვენ... მოიცა მე მამა ვხდები!–დაიყვირა დემემ. –გილოცავთ–ყველამ ერთხმად თქვეს და დემესა და ენს მიულოცეს. –ჩემი ანგელოზი ხარ. მიყვარხარ პატარავ–თქვა დემნამ. –მეც მიყვარხარ დემნა. შემდეგ რა იყო? უსაზღვროდ ბედნიერი დემნა და ენი. და მათი ბედნიერების მოზიარე უამრავი ადამიანი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.