შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

6.პროფესორი მეტიჩარა


15-06-2017, 18:54
ავტორი blue witch
ნანახია 1 818

-ჰოო,-ბრძნულად ხვნეშის სოფიკო და რიგით სამოცდამეერთე სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მორჩა! რაღა გაუძლებს კიდევ ერთ ლექციას?!
-გაფრთხილებ! მოკეტე და ხმა არ გაიღო!-ხმამაღლა ვკივი.
-დააყრუე მეზობლები.-მებუძღუნება.
-ჟენია, ლამარა, ნადია და რუსიკო ყრუები არიან ისედაც.-ნიშნისმოგებით ვუჭრი.
-მე მაინც ვთვლი, რომ უნდა დაელაპარაკო.-თავს მიქიცინებს.
-რისთვის? თითიდან გამოწოვილი ტყუილები მაკლია?
-ჩემი აზრით არ გატყუებს.-ფრჩხილზე ლაქს ღრმააზროვნად ისვამს სოფოკლე.-უბრალოდ იმდენჯერ მოგატყუა, რომ მისი სიმართლე უკვე ყალბად ჟღერს.
ყოჩაღ შენ! მე სხვა რამეს ვამბობ?!
-არაა, პირველი კლასიდან მე მიყვარდა ელე მაგას კი არა.
-პირველ კლასში ნოდარი მიყვარდა დიდი ამბავი ახლა!-ოჰ. იპოვა გამოსავალი!
-შენ ვის მხარეს ხარ ერთი!-დიდი პოლიტიკოსვით ვიქნევ ხელს.
-მე იმ სამართალს ვემხრობი რომელსაც სიყვარული მოითხოვს.
-ვაიმეე, შეუშვი მაგ რეგვენ თავში სოფოკლე, რომ მატყუარაა! მ ა ტ ყ უ ა რ ა!-თვალებგადმოკარკლული ვყიყინებ.
-რეგვენი თავი ზედ მხრებზე გადგას.-მინიატურულ ტუჩს იბზუებს სოფო. მოდი ეხლა და ელაპარაკე ამას რამე ?! ღმერთო, გაძლება მომეცი, ან საგზური მალდივის კუნძულებზე!
-მთელი ცხოვრება ზიმბაბველ ვირზე უნდა მელაპარაკო? -დრამატულად ვწევ წარბს.-უკვე მენატრება ვატუნია-ბატონიაზე ჩატარებული სიყვარულის ფრქვევები.
-ვატოს ვეღარ ვნახულობ.-მიდი აბა დაიძვრინე თავი! ოჰ, შენ ვინ ხარ სოფიოო!
-ზაფხულია, ნახე ვინ გიშლის ხელს?! -მაოცებს ეს გოგო.
-ვინ და შენ!- საფირმო „ყველაფერი შენი ბრალია“ გამოხედვას მაგებებს.
-მე რა შუაში ვარ?!-ვიცხადებ.-რარაც არ მახსოვს შენთვის მეთქვა ვატოს თუ ნახავ მოგკლავ-მეთქი, დავიჯერო გითხარი?
-ვატო და ნიკა სულ ერთად არიან, შენ ნიკას არც ზარებზე პასუხობ, არც მესიჯებზე და აქ მოსვლაზე ხომ საერთოდ გადაირევი. ისედაც გადარეული ხარ, მე კიდევ სულ არ მინდა აქედან ნიკას ცხედარი გაიტანონ, ან თვითონვე გავიტანო და შენი დანაშაულის დასაფარად, შენივე მუქარის ქვეშ, დავმარხო საცოდავი რომელიმე ბნელ თხრილში.-ემოციურ ნოტაზე ასრულებს. ვაა, ხედავ შენ, გიჟიც გამომიყვანა უკვე?!
-თუ არ მოკეტავ ,ისტერიკის საფუძველზე, ნერვულ აფექტში, ერთადერთ მკვლელობას ჩავიდენ და ის ერთი საცოდავი ცხედარიც სოფოკლე იქნება.-აქ დაესვა კამათს წერტილი.
* * * * * * * *
ლეპტოპში ვოიქექები და ვცდილობ რამე ნორმალური ვიპოვო. შენც არ მომიკვდე, ემანდ არ გადავაწყდე მსოფლიოს მერვე საოცრებას. უკვე გადაღეჭილი სიმღერების ზოლში ერთ-ერთს ვარჩევ და ვრთავ. ტელეფონის წკრიალი კიდევ ერთი არასასურველი მესიჯის მოსვლას მაუწყებს. თვალებს გადარეულივით ვატრიალებ. ჰოო, სალომე, ამატ ხელში ერთხელაც მოგიწევს ფსიქიატრიულში გაღვიძება, ლამაზი ქათქათა პერანგით.
მობილურის ეკრანიდან მესიჯის ფაილის მოცილებას ვაპირებ, მაგრამ თითები თავისით ხსნიან შეტყობინებას.
„გთხოოოოოვ, მიპასუხე, ან საერთოდაც შემხვდი და დამელაპარაკე. არ მესმის რა წიკები გჭირს, რა პრობლემაა უბრალოდ, რომ დაგინახო და ორი სიტყვა გითხრა? ბავშვივით იქცევი.“
ამას ხო არ უნდა თავში რამე ვრეკო? მე მჭირს წიკები? ერთს სიტყვას, რომ არ მარჩენდა და სულ მეწუწუნებოდა იმიტომაა ახლა წიხლამორტყმული ლეკვივით. შენი ჭირიმე რას მებაბნიკები რა?! ამდენი წელი ელეს მეტი არავინ ახსოვდა და რანაირად ვუყვარდი ამიხსნას ვინმემ?
ეკრანი ისევ ციმციმითა და წკარუნით ნათდება.
„შენს სახლთან ვარ, ჩამო თორემ ჩამოგიყვან.“
ამას მართლა უნდა ვხეთქო ყველაზე დიდი ქვაბი. იქნებ ძლიერმა დარტყმამ ტვინის უჯრედები გაუხსნას და სისხლის მიმოქცევა გაუუმჯობესოს?
აჰაა კიდე. რაო წავიდა ესემესებიი?!
„სალომეეეე“
მორჩა, ქვაბს ვიღებ.
„სალომე-მეთქი“
ქვაბი ვერ ვიპოვე. არაუშავს ტაფაც გამოდგება.
„მორჩა, მოვდივარ, გააღე კარები, თორემ შემოვლეწავ.“
შვილო? ეხლა ეს ნორმალურია, რას კაიბჭობს თუძმაა რა?! კარზე მსუბუქი კაკუნი მესმის, წამში ბრახუნით იცვლება.
„გააღე მეთქი გოგო!“
შენი გოგო ტყეში დარბის შე საცოდავო, ზიმბაბველო ვირო, პირუტყვთა ბელადო, თმაგაფშეკილო ცოცხო!
-რა ხმაა?-ოთახიდან დარეტიანებული კალიასავით მოფლარტუნებს სოფო.
-ერთი კრტეტინი გვესტუმრა, არ გავუღოთ წავა.-მშვიდად ვლაპარაკობ და სავარძელში ვენარცხები, მანამდე სოფიკო ელვის სისწრაფით კითხულობს მესიჯებს.
-შემმოამთვრევს!-დარწმუნებიტ მეუბნება სოფო, თუმცა შეშფოთებულ სახეზე თვალები წამპლურად უციმციმებენ. იცოდე არ გაივლო თავში!
-ვერ შემოამტვრევს! დაეგდე, ან ყავა მომიდუღე.-გავცემ ბრძანებებს.
-ნწუ.-წამპლური ნაპერწკალი ღვიდება, სოფიკო ვიდეოს ღილაკს აჭერს ხელს და დერეფანში ჭაკი ცხენივით დაოთხილი გარბის. არა ტვინო! არა სოფიკო! არააააა!

-არ გაბედო!-ვუწივი ბოლო ხმაზე, ამასობაში შტერმა ინდივიდმა უკვე ჩამოიღო კარი, მეორე შტერი ინდივიდი კი საკეტს ატრიალებს. ჰოლში წიკვინით გავრბივარ, ჯერ ტორშერს ვედები, მერე პატარა მაგიდას, ბოლოს მწვანე ფლოსტები მისრიალებს და შენელებული კაფრივით ცხადად მიდგება თვალწინ თუ როგორ ვებრეხვები იატაკზე.
-ვაიიიი.-ჰალკის ხმაზე ვხავი.
კარი ყურთამდე იღება.
-სახლშია?-სერიოზული ხმით კითხულობს ნიკა. თმები აუპრიხავს, სუნამოს სუნს აქაც ვგრძნობ და ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს, არადა შანსი არაა, საძინებლამდე ვერ მივასწრებ. აქანე დამთავრდა ჩემი სიცოცხლეი! ახლობელი, რომ ამას გაგიკეთებს, რა თაობა მოვიდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ფუიი?!
სოფოკლე ტელეფონს ღიმილით მიშვერს, სამაგიეროდ ნიკა მოემართება კაი „გრუზინული“ გამოხედვით.
-არ შემეხო, ვიკივლევ!-ოჰ, გული არ გავუხეთქო!
-რამდენიც გინდა, იმდენი იკივლე!-ამაყად მახლის და ცემი ჩამსხვრეული ხერხემლიანად მიღებს იატაკიდან. ზურგზე მოგდების შუალედებში საცოდავად ვკნავი.ჩემი კატა მახსენდება, აქსესუარივით ყველგან დავათრევდი უბედურს, აი ათი წლის შემდეგ, საბოლოდდ მაინც ცოდვებისთვის მომეკითხა!
-იდიოტოო. დამსვი ძირს დამსვი თორემ თავში გხეთქავ!
-წყნარად!-ხელს მიტყაპუნებს ნიკა. ამას დღეობის დოლში ვეშლები თუ გავწელო პაჩიკოს გარმონივით?!
-დამსვი რა დამსვი, რომ გეუბნები!-ხელებს ზურგზე გამეტებით ვუბრახუნებ, რა იყო ჯავშან ჟილეტი ჩაიცვა?!
-სალომე! არ გამაბრაზო.-უხ შე კუდიანო დედაბერო შენა!
-ჯერ ჩამოვიდე, მერე ნახე შენ გაბრაზება!-ვიმუქრები.
-ჯერ ცამოდი და მერე იყოს კაი?!- ბუზებიანი ხორცის გამსაღებელს შეშურდება ისე იღრიჭება პირუტყვი.
-ძროხას გავხარ!-ენას ვუყოფ.-კამეჩო!!
-ნუ იყეფები, მეტკინა ყურები!-სიცოცხლეს გაგიმწარებ! ყეფა ეხლა ნახე!
კიბეზე რახუნუნით ჩარბენისას, მუცელში არსებული ყველა ორგანო შემენჯღრა. მანქანაში უბოდიშოდ ჩატენვისას უკანასკნელი გაბრძოლების ჯერი დგება თუმცა ჯერჯერობით რევანში რეგვენის პრეროგატივაა. ჰო ზევსო, ეს რა დღე გამითენე?!მადლობა აფროდიტესა და აპოლონს წყალობისათვის, მაგრამ არ მინდა გენაცვალე!
საბურავების წულილით ვწყდებით ადგილს, მამა ჩვენო დამავიწყდა, ამ დეგენერატს ლოცვის გარეშე მანქანაში თუ ჩავუჯექი მტრისას!
-სად მივდივართ დებილო?-ცალ ფლოსტს იმედიანად დავყურებ, მეორე სადღაც კიბისა და სადარბაზოს მონაკვეთში გამძვრა. სულ ტყუილად მაქ რამის იმედი, დიდი დიდი სიფათში ჩავარტყა, სამწუხაროდ რბილი და ფუმფულაა!
-სადაც წესიერად დაგელაპარაკები.
-ვაა მიტაცებ? გავიხსენოთ ოთხმოცდააათიანები?-ცინიკურად ვკაკანებ.
-რაზე ოცნებობს გოგო.-მომეჩვენა თუ უნაჭო ტვინიტ დამცინა?
-ჰო სიზმარშიც მაგას ვნახულობ ხოლმე.
-სიტყვა არ შემარჩინო ერთი!-ბუბუნებს დათვივით, აქამდე ყანჩას როლს ირგებდა წარმატებით, მაგრამ რო დაიბადები კაცი ნიჭიერი!
-რატომ უნდა შეგარჩინო ?-ცუნდრუკის ხასიათზე მოვდივარ.
-აუუ არმაქ ახსნის ნერვი, დაიძინე რა.
-დაგაძინებ შავ კუბოში იცოდე.შენივე წითელ ვარდებს დაგალაგებ, ვენოკისთვის ბლომად ყვავილით მომამარაგე.-ცემი მიგნებით აღფრთოვანებული ვტიკტიკებ.
-აუუ შენ ვინ ხარ?-თავში ხელს ირტყავს.
-ბოდიში, წავალ ელეს დავუძახებ.
-რას გადაეკიდე ელეს?-უკმაყოფილოდ მიმზერს.
- აა, უკაცრავად, შენს სატრფოს შეურაწყოფა მივაყენე არა?-გველურად ვაწვრილებ თვალებს.
-ყველაფრის უკუღმა გაგება როგორ შეგიძლია?-თავში მირახუნებს.
-ეგ თანდაყოლილი ნიჭია, თან ლენჩებისთვის უცხო ხილია.-მთელი ძალით ვუქნევ იდაყვს.
-მართალია, ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია.-ოჰ მოვიდა ხითხითის ხასიათზე ვაჟბატონი.
-როგორც იქნა გაგეხსნა დახშული გონება, მადლობა ზეციურ ძალებს!-ხელბს მაღლა აღვაპყრობ.
რა იქნება შენც უფრო გამხიარულდე?!
-უკეთეს განწყობაზე ვიქნებო ვირაც შტერს, ჭეშმარიტი წუილით სადღაც, რომ არ მივყავდე.
-ჰაჰ.-მხოლოდ მსუბუქი სიცილით კმაყოფილდება.
-ამაზე ბანალური ვერაფერი ვერ მოიფიქრე? მანქანაში ცაჭყუნვა არაა მოდაში.-მაინც ჩემსას ვაგრძელებ.
-რატომ არ გჯერა, რომ მიყვარხარ?-უეცრად პირდაპირ მახლის. დაიცა კაცო, ცოტა შეგემზადებინე, რას მთქვიფე ასე მოურიდებლად?
-იმიტომ, რომ...-ენას პირში ვეღარ ვაბრუნებ.-ზედმეტად მექალთანე ხარ. ეს წლები სხვებს დასდევდი, აზრი არ აქვს ახლა რა გინდა, შენი გრძნობები ილუზიაა, მხოლოდ ახლახანს გაგიჩნდა. უბრალოდ ოსტატურად მატყუებ. ყოველთვის ელე გვეგონა შენი სიმპატიის ობიექტი, ამდენი ხნის განმავლობაში არასოდეს მოგიქცევია ცემთვის განსაკუთრებული ყურადღება.
-დარწმუნებული ხარ, არ ერთხელ არ დაეჭვებულხარ, რომ რარაცას ვგრძნობდი, ჩემი მზერა, სიტყვა, ნუთუ არაფერი არ გაძლევდა დაფიქრების საბაბს?-მწველი თვალებითმიყურებს. ტუჩს დაბნეული ვიკვნეტ. ამ შემთხვევაში არ ცრუობს, მართლაც ხშირად ვეჭვობდი, თუმცა ეჭვიანობა ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე ჩემი თავდაჯერება.
-არა.-გაბზარული ხმით ვამბობ.
-ამჯერად შენ ცრუობ.-ისევ უმატებს სიჩქარეს.
-ეს უნდა დამტავრდეს,-ხმამაღლა ღრიალებს,-მეტის მოთმენა აღარ შემიძლია!
მერე თელი ტანიტ იხრება და სანამ თვინში წიტელი ნათურა კატასავით ჩხავის და საგანგაშო დ ციმციმებს, მანამდე ეხება მისი ტუჩები ჩემსას.
დამპალო!
-ვერ ხარ!-ხუთი თითის გაშლა და ყბაში ლეწება ერთია.
-მითხარი, რომ გიყვარვარ!-სპიდომეტრისკენ გამირბის თვალი, ვერაა ეს მეთქი ვამბობ და არ მიჯერებთ!
-არა!
-კი!
-არა!
-მითხარი, თორემ კლდეში გადავცვივდებით!-აშკარად ხუმრობის განწყობაზეა! წინ მართლაც ცანს რაღაც ხრამის მსგავსი. ოღონდაც მელანდებოდეს!
-მაინც არ გეტყვი!-ჭარხლებული ვკივი.
-კარგი.-შემაშფოთებელი სისწრაფით მივქრივართ და მომიწევს მზიან დრეს დავემშვიდობო, ნახვამდის ყველაფერო, ახლა დავასხამ ტვინს და ეგ არის რა!
უკვე ძალიან ახლოს ვართ!
თვალებს ვხუჭავ და ძარღვები ადრენალინის მოზღვავებისაგან ლამისაა დამიწყდეს.
აი ახლა!
მორჩა!
-ნიკოლოზ! მიყვარხარ!
მანქანა გამაყრუებელი ღრჭიალით ამუხრუჭებს.
დავბრუნდიიი! არ ვიცი თუ შემორჩა ვინმე ჩემი მკითხველებიდან, ახლა თავისუფალი ვარ და არარ დაგიგვიანებთ! არ იდარდოთ, პატიოსან სიტყვას გაძლევთ! ცოტა ეპიკური თავი იყო იმედია ბანალური არ გამომივიდა. დაგასპოილერებთ და ვიტყვი, რომ შემდეგი თავიდან კატა-თაგვობანა გრძელდება.
მიყვარხარტ და კრიტიკა კომენტარებში! <3



№1  offline წევრი blue witch

დიდი მადლობა და ბოდიში, რომ ფეისბუქიდან დატოვებულ კომენტარებს ვერ ვპასუხობ heart_eyes

 


№2  offline წევრი anuki15

Vaimeee ise gamixarda sheni dabrunebaa ♥♥ agar gvalodino raa ♥♥ usayvarlesi istoriaa ♥

 


№3  offline წევრი blue witch

anuki15
Vaimeee ise gamixarda sheni dabrunebaa ♥♥ agar gvalodino raa ♥♥ usayvarlesi istoriaa ♥

დიდი მადლობა, მიხარია თუ ვინმესთვის რამე ღირებულს ვწერ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent