შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი19)


15-06-2017, 21:45
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 604

ლუკა ოთახიდან გავიდა. გავიგონე ნაბიჯების და კარის ხმა და მივხვდი რომ სადღაც წავიდა. რაღაც მომენტში მესიამოვნა მარტო დარჩენა, როცა ცუდად ვიყავი, ან გაბრაზებული, ან მოწყენილი, მოკლედ როცა ფიქრი და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მჭირდებოდა, ბაღში ვიმალებოდი, საათობით ყვავილებში ჩამალული ვიჯექი, ერთხელ ჩამეძინა კიდეც, რომ გამოვედი დედა და მამა გადარეულები იყვნენ, ნიტაც კი იყო და ნელი მამიდა - რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს და ძალიან იშვიათად ჩამოდის საქართველოში. რომ დამინახეს ორივე მოვარნენ და ხელში ამიყვანეს, მამამ რომ გულში ჩამიკრა მისი აჩქარებული გულის ცემამ შემაშინა.
-მა კარგად ხარ?
-კიი საყვარელო, სად იყავი?
-საიდუმლოაა
-ნუთუ შეიძლება ასე დაუკითხავად დამალვა? ეს რა უპასუხისმგებლობაა? - დედას ხმამაღლა არასდროს უსაუბრია ჩემთან, მაგრამ იმდენად ანერვიულებული იყო რომ პირველად მოუწია ასე ლაპარაკი ჩემთან და ალბათ საბოლოოდ.
-ნუცა დამშვიდდი რა, თავი ხელში აიყვანე.
-კი, მაგრამ მიშიკო...
-არანაირი მაგრამ. - მშვიდად მიუგო მამამ, ეს სიტუაცია ძალიან მაკვირვებდა რადგან მამა ჩემს მხარეს იყო და ნუცა მაკრიტიკებდა, -ამათ რა ადგილები გაცვალეს? - გავიფიქრე მე, საკმაოდ პატარა ვიყავი და ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე ამ ფაქტს.
-მა, მოდი მე და შენ გავიდეთ და ცალკე დავილაპარაკოთ. - მშვიდად მითხრა მამამ და ხელები მაგრად მომხვია.
-მამიკო შეგიძლია დამსვა, მე უკვე დიდი გოგო ვარ.
-ჩემო ფერია, რაც არ უნდა გაიზარდო შენ ჩემთვის მუდამ პატარა პრინცესა იქნები, და ვერავინ მოგეკარება.
-და სად მივდივართ?
-იცი რა მოვიფიქრე?
-რა?
-მოდი მე და შენ გავაკეთოთ პატარა, მაგრამ მყუდრო და საიდუმლო ხის სახლი.
-მმმმ, და სად?
-სადაც შენ იტყვი
-კარგი და ბაღის ბოლოს ხეზე?
-ძალიან შორს არაა?
-საიდუმლოა მა...
-ჰოო კარგი.
-მაგრამ მაღალი ხე როა იმაზე გეუბნები.
-ძალიან მაღალია, ნიაკო
-არა, მაშინ საერთოდ არ მინდა.
-კარგი არ გაბრაზდე.
-ანუ?
-გავაკეთოდ სადაც გინდა და როგორც გინდა.
-ვაშაააა, ყველაზე კარგი მამიკო მყავს, ყველაზე კარგი....- ხელები მოვხვიე და ლოყები დავუკოცნე. იმ დღეს ადგილი შევარჩიეთ, ორი დღე ფურცლებხზე ვხატეთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის. დედა ეჭვის თვალით გვიყურებდა, მაგრამ რაღაცეებში მაინც გვეხმარებოდა, ჰო მას ხატვა ძალიან, ძალიან უყვარდა და ეხერხებოდა. შემდეგი ოთხი დღე მამა ცდილობდა სახლის შენება დაეწყო და როგორც იქნა გამოუვიდა, მეშვიდე დღეს როგორც იქნა სახლმა სახურავი დაიმსახურა, მერვე დღეს მამამ ხეს ირგვლივ კიბე გაუკეთა და მომილოცა - საკუთარი სახლი გაქვს გილოცავ, ხომ დამპატიჟებ ხოლმე? - გადავიხარხარეთ და სახლისკენ გავეშურეთ. დედა კმაყოფილი იყო ჩემი და მამას გამოხატული გრძნობებით, გრძნობების გამოხატვა ჩვენთვის უცხო იყო, ამიტომ არაფერს კითხულობდა და ხელს არ გვიშლიდა. მომდევნო დღეს სახლში პირველად შევედი და მამას ვთხოვე ნებართვა. - მა შეიძლება სახლი მე დავალაგო?
-როგორ არა, მაგრამ მარტო შეძლებ?
-მამა, ბოლოს და ბოლოს მალე 8 წლის დიდი გოგონა გავხდები, ამიტომ შემიძლია მარტომ დავალაგო სახლი, და თუ შეიძლება მარტო დამტოვე. როგორც შემეძლო ყველაფერი დავაწკრიალე. მამა რომ მოვიდა აღფრთოვანებული იყო, მაგრამ ვერ მივხვდი ჩემით თუ მისი ნაშრომით, თუმცა ყველაფერში მისმა ნათქვამმა გამარკვია.
-გამოგვივიდა!!! გამოგვივიდა ჩემო ფერია... - ხელში ამიყვანა და დამატრიალა.
-უკაცრავად, სიხარული ნაადრევია.
-რა ხდება, რამე დავაშავე?
-ფანჯრები?
-სულ დამავიწყდა, ხვალ ყველაფერი მზად იქნება.
-და ავეჯი? - ცხვირი ავიბზუე მე
-მაგასაც მივხედავთ
-ხის
-აუცილებლად.
ჩემი და მამას თავაუღებელი მუშაობით მართლაც ძალიან მაგარი გამოვიდა, ჩემი გემოვნებით შევიძინეთ საჭირო ნივთები მაგრამ ბევრი რამ არ დაეტია და ზოგი ნივთის შენახვა მოგვიწია, თუმცა მაინც კმაყოფილი ვიყავი, ოთახის კუთხეში პაწაწუნა საწოლი, მეორე კუთხეში მაგიდა და ორი სკამი მოვათავსე, კედლებზე კი ჩემი და დედას ნახატები გავაკარი. ბოლოს და ბოლოს ის იყო ადგილი სადაც მარტო დავრჩებოდი, ყველასგან და ყველაფრისგან შორს. იმ დღიოს შემდეგ ხშირად მივდიოდი "ჩემს" პაწაწუნა სახლში, ხშირად ვიკარგებოდი დედას მხედველობის არეალიდან, მაგრამ მამა სულ მშვიდად იყო და ნუცას ამშვიდებდა
-ნუ ღელავ საიმედო ხელშია...
-სად არის?
-ხომ გითხარი რომ საიმედოდაა და დამშვიდდი რა, მოვა დრო და თვითონ გეტყვის.
მაშინ თამუნა ექვსი წლის იყო და ლუკას სკოლიდან ვიცნობდი, მაგრამ როცა უკვე დედა და მამა დაუახლოვდა მის ოჯახს, მასთან ვმეგობრობდი თან დაიკო ძალიან მინდოდა რომ მყოლოდა. თითქმის, არა თითქმის კი არა ჩემი ყველა საიდუმლო იცოდა, მერე რა რომ ბავშვია არასდროს არ გაუმხელია სხვისთვის ჩემი საიდუმლო. ამიტომ ჩემ სახლზეც ვუამბე, და შევთავაზე რომ მოსულიყო, ვუთხარი რომ მისთვის ჩერმი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო. როცა ჩემთან მოვიდა, ჩემს პაწაწუნა სახლში ავედით და აღფრთოვანდა, გაოცებული იყო. ერთხელ როცა მამამ დატუქსა, სახლიდან გამოიპარა და მე მთხოვა რომ შემეფარებინა, მეც არ დავაყოვნე და ხის სახლში დავაბინავე, ძალიან გამიხარდა რომ სტუმარი მყავდა, მაგრამ არ ვიცოდი თუ დარჩენას აპირებდა, თუმცა არც ამ თხოვნას დავაყოვნე და მაში ნვე დავთანხმდი, საჭმელი არა, მაგრამ სასუსნავები ძალიან ბევრი მქონდა. თავისუფლად გაიტანდი 4 დღეს. როცა მოსაღამოვდა თამუნას ვუთხარი რომ დავბრუნდებოდი, მაგრამ ახლა უნდა წავსულიყავი, ის კი საწოლში დაწვებოდა და დამელოდებოდა. კიბეები ჩამოვირბინე და სახლში უკანა კარიდან შევედი და ჩემს ოთახში ავირბინე, მაისური გამოვიცვალე და სწრაფად ჩავწექი საწოლში, რამდენიმე წუთის შემდეგ დედა და მამა შემოვიდნენ, მე მაშინვე დავხუჭე თვალები და თავი მოვიმძინარე, როცა ფეხაკრეფით გავიდნენ მივხვდი რომ გამომივიდა. მალე დავბრუნდი თამუნასთან, ერთად დავწექით საწოლში და დავიძინეთ, დილით საწოლიდან ხმაურმა გამომათღვიძა, თან გამახსენდა რომ ჩემს ოთახში დედას და მამას გაღვიძებამდე უნდა დავბრუნებულიყავი. საწოლიდან წამოვხტი და ხის სახლის კარი ნელა გავაღე, გავიგე თამუნას მამის აღელვებული ხმა
-მიშა თამუნა აქ ხომ არ არის? - განრისხებული და შეშინებული ხმა ჰქონდა.
-არა?! კი მაგრამ რა ხდება?
-გუშინ მამასთან ჩხუბი მოუვიდა და სადღაც დაიმალა, ან გაიპარა, მოკლედ გუშინ სულ არ გვიძინია, მთელი ღამე ვეძებდით, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ აქ მოვსულიყავით.- თამუნას დედას ხმა ისეთი განადგურებული და ჩახლეჩილი ქონდა რომ შევკრთი.
სწრაფად დავხურე კარი და თამუნას მივუბრუნდი, ეძინა. მისი მშვიდად გაღვიძება ვცადე,
-რა ხდება ნია?
-შენი მშობლები მოვიდნენ.
-რა? - წამოხტა
-დამშვიდდი...
-მამაჩემი მომკლავს.
-ვერავინ ვერ მოგკლავს შენ არ ინერვიულო.
კარზე კაკუნი გაისმა.
-ნიაკოო?! - მამას მშვიდმა ხმამ დამაბნია.
-მოვდივაარ - ჩვენ სულ ასე ვთამაშობდით.
-დაუჩქარე. - ამან გამახსენა თამუნას მშობლები, სწრაფად გავღე კარი, და უკან დავიხიე.
-ნია, მამიკო. - მიშიკომ თამუნა შეამჩნია, გაუღიმა, მერე დაბლა ჩაიხედა და თავი დაუქნია, მერე ხელი გაშალა და თქვა - ერთი წუთით თუ შეიძლება,
-მაა
-ჰოო
-არ შემომიპატიჟებ?
-მოდი.
-ეს რატომ გააკეთე? - მამა შემოვიდა ცოტა სივიწროვე კი იყო, მაგრამ ამაზე დიდი პრობლემის წინაშე ვიყავით.
-რაა?
-შენ თვითონაც კარგად იცი, და იმედია ხვდები - სულ ოდნავ აუწია ხმას მიშიკომ.
-თამუნას ბრალი არაა - ამოვილუღლუღე მე.
-ეგ არც მითქვამს, კი მაგრამ რაზე ფიქრობდი? რომ აქ იქნებოდით მთელი ცხოვრება და ვერავინ მოგაგნებდათ? ან საერთოდ იცი თამუნას მშობლები როგორი განადგურებულნი არიან?
-არ მინდოდა - ხრიწიანი ხმით, ჩავუბურტყულე მე.
-გასაგებია.
ჩვენი ბავშვური საქციელი მე და თამუნას ძვირად დაგვიჯდა, თამუნა კიდევ დასაჯეს თან საკმაოდ, ზედმეტად მკაცრად. არც მე მომწევია ნაკლებად, მამამ ჩემს 'პაწუკელა" სახლს ბოქლომი დაადო და სასტიკად ამიკრძალა, მასთან მიახლოება.
ასე დასრულდა ჩემი ბედნიერი მოგონება.


////////////////////////////////////////////////////////////
ნიას ოთახიდან გამოვედი, კიბეები ჩავირბინე, დერეფნის ბოლოს კარადიდან მოსასხამი გამოვიღე და გარეთ გავედი,ნელი ნაბიჯებით გავუყევი გზას, თან ტელეფონში ზურას ნომერს ვეძებდი.
-ზურა
-ვაა, ლუკ
-რამე ახალია?
-არაფერი რა, ტელეფონში მოსაყოლი ნაღდად არაფერი.
-ჰოოო
- და შენ რა გჭირს?
-დიდი ამბავია.
-რა ხდება? ნია ხომ კარგადაა? ყველაფერი რიგზეა? - მომაყარა კითხვები, აღელვებულმა.
-კაროჩე გამო რა ჩვენ რო ვიცით, ზღვის პირზე.
-ნახევარ საათში.
-ცოტა მალე რა, არ მალოდინო.
-ოქეი.
გავუთიშე და გზას ფეხით გავუყევი, მერე გამახსენდა რომ ნია მარტო დავტოვე სახლში ამიტომ თამუნას დავურეკე.
-თამუ?!
-ჰო
-შეგილია ნიასთან დარჩე?
-სად? როდის? რა ხდება?
-რა კითხვები მომაყარე? სახლში ნია მარტოა და მიდი თქო და თუ დარჩები ჩვენთან კარგი იქნება.
-ჰო კარგი, რამ გაგაღიზიანა ასე?
-მერე რა
-კაი, ახლა მათემატიკაზე ვარ და მერე პირდაპირ ნიასთან წავალ.
-ბაზარი არაა მაგრამ ცოტა მალე რა, სულ მარტოა.
-კაი, მიდი ჭკუით.
-გკოცნი. :)))
ზურას შევხვდი, ყველაფერი მოვუყევი,
-საერთოდ რამ მომაყოლა, გთხოვ დამშვიდდი რა.
-ვიღაც ნა....რმა ნიას რა გაუბედა აზრზე ხარ?
-ხოდა ვერ გაიგე ბოლოს რა გითხარი, ნიამ საკმარისი მოაყუმარა, ჰოდა ახლა სიმშვიდე შეინარჩუნე რა.
-კაი
-ჰოო, სანდროსკენ რა ხდება?
-აუუ, კაროჩე, ის ნაგავი მაგარ შარზეა ტოო.
-და პოლიციას რო შევატყობინოთ?
-გაგვიბაზრდება და ნიას ყურამდე მიაღწევს, თორე რა მაკავებს სხვა?
-აუ, კაროჩე ნია მიდის რა.
-დაველოდოთ მის წასვლას, რაც შემიძლია მალე გავუშვებ, და მერე ჩავრთოთ პოლიცია.
-მოსულა.
-არ გინდათ ჩემთან მოხვიდეთ?
-რა პონტში?
-რავი შევიკრიბოთ რა, თან ნია გადააყოლებს გულს. ცოტა კი დაიგრუზება მარა ყურადღება არ მიაქციო, ყველანაირად შეეცდება დამალოს, და მერე გამხიარულდება.
-როდის?
-დღეს?
-ბაზარი არაა.
-ბიჭებსაც უთხარი რა, ანდრეას, ნიკას, მოკლედ გელოდებით.
-კაი წავედი.
-მიდი აბა საღამომდე.


////////////////////////////////////////////////////////////
მივხვდი რომ ლუკა წავიდა, მოგონებებში მოგზაურობიდან რომ დავბრუნდი, ბაღში გავედი, ღრმად შევედი, თანაც უფრო მეტი ხე გაზრდილიყო, ბავშვობის მერე ძალიან იშვიათად გამოვდიოდი აქ, ძალიან მომწონდა როცა დედა მიყვებოდა ამ სახლის ისტორიას, მამას და დედას თავდადებულობით და მოხერხებულობით, შემექმნა უზრუნველი გარემო. თავი სასახლეში მეგონა. როცა დავინახე, პატარა ხის ქოხი ხეზე, მაშინვე გამიბრწყინდა თვალები და კიბეებზე ავედი. გამიკვირდა ბავშვობაში ამ სიმაღლეზე როგორ ამოვდიოდი, საკმაოდ მაღალიუ იყო.

//////////////////////////////////////////////////////////////
- ხო თამუ?
-ნია სად არის?
-სახლში
-მეღადავები?
-გააფრინე? სახლშია
-არ არიის.
-როგორ თუ არ არის.
- რო მოვედი კარი ღია იყო, სახლში კი არავინ.
-ახლავე მოვდივარ, მანდ ირგვლივ მოძებნე, შორს ვერ წავიდოდა.
-კაი, ჩქარა და ფრთხილად.




ვითო რაღაც მოვჯღაბნე და ნახეთ იქნებ მოგეწონოთ, მაინც ვერ ვიგებ მოგწონთ თუ არა, აზრი არ აქვს რას გთხოვთ, ამიტომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლები.
bla.ell ჩემო უსაყვარლესო... შენ არ მიგულისხმიხარ. <3 heart_eyes



№1  offline მოდერი bla.ell

აი ხომ გითხარი ვნახავთქოოოbowtieაბა აქამდე ვერ მოვიცალე...გამიხარდა თუ იმ სიაში მე არ შევდივარkissing_heartჩემო ტკბილოო,ნაჯღაბნს ნუ ეძახი რაააა...თორე გაგებუტებიიიიიი!!!როცა შენს შემოქმედებას ცუდად აფასებ არც სხვა კითხულობს ამიტომ მოკეტე და წერე იმიტომ რომ მე ძალიან მომწონსjoyცოტა დამგრუზაააა მარა ვერლი შემდეგ თავს სულმოუთქმელად და არ გამგუდო ახლა ცდაშიkissing_heart❤❤❤

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
აი ხომ გითხარი ვნახავთქოოოbowtieაბა აქამდე ვერ მოვიცალე...გამიხარდა თუ იმ სიაში მე არ შევდივარkissing_heartჩემო ტკბილოო,ნაჯღაბნს ნუ ეძახი რაააა...თორე გაგებუტებიიიიიი!!!როცა შენს შემოქმედებას ცუდად აფასებ არც სხვა კითხულობს ამიტომ მოკეტე და წერე იმიტომ რომ მე ძალიან მომწონსjoyცოტა დამგრუზაააა მარა ვერლი შემდეგ თავს სულმოუთქმელად და არ გამგუდო ახლა ცდაშიkissing_heart❤❤❤

joy joy joy საუკეთესო ხარ ELL❤❤❤ აუცილებლად გავითვალისწინებ რჩევას და მოვკეტავ joy რაც შეიძლება მალე დავდებ შემდეგს.

 


№3  offline მოდერი bla.ell

s.a-cicinatela-m.m
bla.ell
აი ხომ გითხარი ვნახავთქოოოbowtieაბა აქამდე ვერ მოვიცალე...გამიხარდა თუ იმ სიაში მე არ შევდივარkissing_heartჩემო ტკბილოო,ნაჯღაბნს ნუ ეძახი რაააა...თორე გაგებუტებიიიიიი!!!როცა შენს შემოქმედებას ცუდად აფასებ არც სხვა კითხულობს ამიტომ მოკეტე და წერე იმიტომ რომ მე ძალიან მომწონსjoyცოტა დამგრუზაააა მარა ვერლი შემდეგ თავს სულმოუთქმელად და არ გამგუდო ახლა ცდაშიkissing_heart❤❤❤

joy joy joy საუკეთესო ხარ ELL❤❤❤ აუცილებლად გავითვალისწინებ რჩევას და მოვკეტავ joy რაც შეიძლება მალე დავდებ შემდეგს.

აჰაამ გელოდებიიkissing_heartლავიუუbowtie

 


№4  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
s.a-cicinatela-m.m
bla.ell
აი ხომ გითხარი ვნახავთქოოოbowtieაბა აქამდე ვერ მოვიცალე...გამიხარდა თუ იმ სიაში მე არ შევდივარkissing_heartჩემო ტკბილოო,ნაჯღაბნს ნუ ეძახი რაააა...თორე გაგებუტებიიიიიი!!!როცა შენს შემოქმედებას ცუდად აფასებ არც სხვა კითხულობს ამიტომ მოკეტე და წერე იმიტომ რომ მე ძალიან მომწონსjoyცოტა დამგრუზაააა მარა ვერლი შემდეგ თავს სულმოუთქმელად და არ გამგუდო ახლა ცდაშიkissing_heart❤❤❤

joy joy joy საუკეთესო ხარ ELL❤❤❤ აუცილებლად გავითვალისწინებ რჩევას და მოვკეტავ joy რაც შეიძლება მალე დავდებ შემდეგს.

აჰაამ გელოდებიიkissing_heartლავიუუbowtie

ლავიუ თუ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent