პირველად რომ დაგინახე... (3)
-რატო კითხულობ დაგაინტერესა? -არა ისე... -ძაან ცუდი ისტორია აქ და იმიტო. -რა ისტორია? -ოჯახს უჭირდა მაგრა რა, ვერ მიდიოდა უნივერსიტეტში, მამამისს კომპანია ჰქონდა და გაკოტრდნენ, 18ის იყო მაშინ და მთელი რიგი შეხვედრები მოაწყო და ვიღაცა ინვესტორები მოუყვანა მამამისს ოდნავ ააქაჩინა კომპანიას, მერე წავიდა საზღვარგარეთ და სტიპენტია აიღო უნივერსიტეტში. იქ კიდე მუშაობდა და ავადმყოფ დედას უგზავნიდა ფულს, წამლებისთვის. სიმსივნე ჰქონდა დედამისს, მერე გარდაიცვალა. დას გულზე ჭირდა რაღაც დაავადება და 2წელი საავადმყოფოში იწვა. ძმა საერთოდ ხელიდან წასული. მთელი ოჯახი დღემდე ამის კისერზეა. იმ კომპანიაშიც ესე დადის და უბრალოდ ხალისი აღარ აქვს არაფრის. -იქ მუშაობს იმ კომპანიაში და თან პრაქტიკას გადის როგორც ექიმი? -კი. -ვაა... -კაი, წავედი მე. შაბათ-კვირას ისევ აგარაკზე ავედით. ამჯერად მარტო მე, ქრისტინე,რეზი,ლექსო, თაზო და ლევანი. გვიანი იყო ესე 2საათი იქნებოდა. ლექსო და თაზო მაშინვე დასაძინებლად წავიდნენ. მე, რეზი, ქრისტინე და ლევანი ვიყავით. ქრისტინეს ფაქტიურად რეზიზე ეძინა. -სალი რატო არ წამოვიდა?-რეზიმ მკითხა. -რაღაც საქმეები ჰქონდა. -ტატოს ხვდება ისევ? დაბრიდავს მაგის ძმა საბოლოოდ. -არ არის მაგის ძმის საქმე. -იცი ვინაა ლევან მაგის ძმა? ქავთარაძე. -არა, მართლა? მაგას და თუ ყავდა არ ვიცოდი. -აუ, ჩემი იმენა ტიპი გადამკვდარია თავის დაზე და არა მარტო თავის დაზე-მე გამომხედა. -მე ეგრე ახლოს არ ვარ ნიკასთან. -რა არა, მე, შენ, სალი და ნიკა ერტად ვართ გაზრდილები. უბრალოდ ერთ უბანში არ ვცხოვრობდით. -ქავთარაძე, იმენა მაგარი ტიპია-აუ რეზის რო ნიკა ევასება ისე მემგონი არავინ არ უყვარს. ტვინი მიაქ ხოლმე. -რამდენის არი?-ლევანიმ იკითხა. -ლიზ, რამდენისაა?-რეზი მომიბრუნდა. -ჩემზე 2წლით... ხო შენხელაა. -შენ 17ის ხარ? მომიბრუნდა ლევანი. -ხო. -კიდე სკოლაში სწავლობ?-გაეცინა. -და რა იყო რო? -არაფერი, უფრო დიდი მეგონე. -აა. კაი. -მეთორმეტეში... ამთავრებ. სად აბარებ? -არ ვიცი. -არ იცი? -არ მიფიქრია. მამაჩემის კომპანიაში ალბათ. -რა კომპანია აქვს მამაშენს? -რაღაც ფარმაცევტული არ ვიცი. -რა გვარია მამაშენი? -მეფარიშვილი. -მამაშენი სანდრო მეფარიშვილია? -ხო, რა იყო? -სანდრო ბიძაჩემი და მამაჩემი... მოკლედ...-დიდხნიანი პააუზის შემდეგ გააგრძელა-კურსელები იყვნენ, სამივემ ერთ დროს დაიწყო თავისი კომპანიის ჩამოყალიბება. აქაა? -არა, საფრანგეთშია წასული. 1კვირაში ჩამოვა. -კაია, მომიკითხე. -რა გვარი ხარ? ანუ როგორ გადავცე. -ლევან ლიპარტელიანმა მოგიკითხა თქო ეგრე უთხარი. უცებ შევკრთი... საიდანღაც მეცნო ეს გვარი... რატო ვერ ვიხსენებ.... -აუ ქრისტინე დავიღალე, ზევით აგიყვან და დაიძინე რა. -მჰჰმ...-რეზიმ ქრისტინე ზევით აიყვანა. -აქედან გამომდინარე დედაჩემზე იცი. უცებ შეკრთა. -ხო... ვიცი რო გარდაიცვალა. -ხო. ესე ჩუმად ვიჯექით დებილებივით. -გავალ მოვწევ-მითხრა და გავიდა. იმის მერე აღარც შემოსულა. წავიდა თბილისში. ერთი კვირა არსად მინახავს. მამაჩემისთვის მინდოდა მეკითხა ლევანის ამბავი. როგორც იქნა ჩამოვიდა. გვიანი იყო ამიტომ კითხვებით არ შევაწუხე. მეორე დილით გვიან გამეღვიძა. ქვემოთ ჩავედი . მაგიდასთან იჯდა და საუზმობდა. -მოდი მა. მივედი და წინ დავუჯექი. ყავა დავისხი და ტოსტი ავიღე. -ეს შენ გააკეთე? -ხო, მანჩო ხვალ ჩამოვა. -აა... გემრიელია. -რას შვები სკოლაში? -რავი... -გიჭირს ქიმია? აგიყვანო მასწავლებელი? -არა, არ მინდა, სალი მეხმარება ხოლმე. თან ვერ მოვასწრებ უნარებში უკვე ვემზადები. -კაი. -მა... ლევანი ლიპარტელიანმა მოგიკითხა. ჩაის სვამდა, უცებ გადასცდა და ხველება დაიწყო. -საიდან იცნობ მაგ ადამიანს? -რეზის ძმაკაცია. -არ მიეკარო მაგ ტიპს. -რატო? -ლიზი!! არ მიეკარო მაგ ტიპს მეთქი!!! არანაირი საერთო არ გექნება მაგ ოჯახთან!! -და რატო არ მიხსნი? -ლიზი, დამთავრებულია ამაზე ლაპარაკი!!! უცებ სახეზე გამომეტყველება შეეცვალა და გულზე დაიდო ხელი. -მა, მა! რა გჭირს! -არაფერ... წყალი მომიტანე... მაშინვე წყალი მოვუტანე. -სასწრაფოს გამოვიძახებ! -არ გინდა, მაკას დაურეკე, სახლში იქნება... მაშინვე რეზის დედას დავურეკე. ისიც ხუთ წუთში გადმოვიდა... -მიდი ლიზი, კიდე წყალი მოუტანე-მაშინვე მამაჩემთან მივიდა და წნევის აპარატი დადო მაგიდაზე-რა მოხდა? -რეზი... ლიპარტელიანს... იცნობს... -რა? -რეზის ძმაკაცია... ლევანი... იმის შვილი... -არ არსებობს, მეცოდინებოდა. ვკითხავ, რეზის თავს გეფიცები არ ვიცოდი. წყალი მოვუტანე და მის გვერდით დავჯექი, მაგრამ მაკამ რეზის დაურეკა და რეზიმაც წამიყვანა. -რა მოხდა? -ის ლევანი... მამაჩემს რო ვკითხე ყვირილი დამიწყო რო არ მიეკარო იმ ტიპსო. მერე შეტევა დაემართა, რეზი მამაჩემს რო რამე დაემართოს პირდაპირ... -არ გააგრძელო. არაფერი არ დაემართება, კარგად იქნება. ლევანიზე რატო გაგიჟდა არ იცი? რამდენი ხანია ვიცნობ და არაფერი ცუდი არ შემიმჩნევია მასზე. -არ ვიცი, არც მინდა გავიგო. ძაან გთხოვ ჩემთან ეგ აღარ მოიყვანო. -არა, გაგიჟდი? პირიქით მანტერესებს ესეთი რა მოხდა, ან რა დააშავა ლევანიმ? არ ვიცოდი რა მეფიქრა... რა შეილებოდა ისეთი გაეკეთებინა ლევანის ან მამამისს რომ მამაჩემი ესეთი გაბრაზებული ყოფილიყო მათზე ან ესე რომ ენერვიულა მასზე. რეზის დაურეკეს და წასვლა მოუწია. მე სახლში უნდა წავსულიყავი როდესაც მანქანა გამოვარდა, ვიღაცამ სალფეტკი დამადო სახეზე და შემდეგ გავითიშე... *** ვიცი პატარა თავია მაგრამ მინდოდა მალე დამედო რადგან ყველაფერი აქედან იწყება. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.