შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლისფერი (თავი მეორე)


16-06-2017, 13:31
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 363

ცხრა საათს უკვე გადასცილებოდა... ელიზაბეთმა მისი მეგობრები ადრე გაუშვა თვითონ კი მარტო დარჩა. მის ოთახში შევიდა და კაბასთან ჩაიმუხლა. მის ლამაზ ქსოვილს ხელი გადაუსვა და გაიღიმა. რადიოში მუსიკა ჩართო და მის ფონზე მომზადება დაიწყო. მისი წითელი თმა დაიხვია,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთე და კაბა მოირგო. კაბის ქვეშ ყოველი შემთხვევისთვის პატარა დანა დამალა, რადგან იცოდა რომ დაზღვეული არ იყო. როდესაც ნიღაბი მოირგო და საკუთარი თავი შეათვალიერა გაეღიმა. ცისფერი მოსასხამი მოისხა და მის ცხენს შეაჯდა. 25 წუთში ელიზაბეთი უკვე სასახლის შესასვლელთან იდგა და განათებულ,მორთულ და ლამაზ სასახლეს შესცქეროდა. ცხენი მეორე შესასვლელთან ახლოს მცველების გარემოცვაში დატოვა,თავად კი სასახლისკენ გაემართა. როდესაც მცველების გაოცებულ სახეს ხედავდა კმაყოფილებით ივსებოდა. სასახლის კართან შეჩერდა და დაცვას გაუღიმა,მანაც ღიმილითვე უპასუხა.
- თქვენი სახელი და გვარი მადამ.
- იუფემია კოლი. - დაცვამ სიას ჩახედა და მისი სახელი რომ იპოვა კიდევ ერთხელ გაუღიმა.
- მოსასხამს გამოგართმევთ. - ელიზაბეთმა მოსასხამი მოიხსნა და მცველს მისცა. როდესაც სასახლის მთავარი კარი გაიღო ნელი ნაბიჯებით შეაბიჯა. ყველა ფუსფუსებდა და საკუთარ საქმეში იყო ჩართული,ზოგი ცეკვავდა, ზოგიც კი საუბრობდა. თავად მეფე უემოციო სახით უყურებდა ამ სანახაობას. როდესაც ელიზაბეთმა პირველი ნაბიჯები გადადგა მუსიკოსებმა დაკვრა ნელ-ნელა შეწყვიტეს. როდესაც ელიზაბეთმა ხალხის მზერას თვალი მოავლო თავი უხერხულად იგრძნო. მეფემ არსებული სიტუაციის გამო მომაბეზრებლად ჩაიფრუტუნდა. როდესაც დედამისის გაკვირვებულ სახეს შეეჩეხა მზერა შემოსასვლელისკენ გადაიტანა. სახიდან ხელი მოიშორა და რაღაცის თქმა დააპირე,თუმცა მის ბაგეებს სიტყვაც არ მოსწყდომია. თვალებს უაზროდ ახამხამებდა და მის წინ არსებულ ულამაზეს გოგონას მისჩერებოდა. ელიზაბეთმა როდესაც ჰენრის მზერა შენიშნა გაიღიმა და თავი მორცხვად დაუკრა. მისი მეგობრები ელიზაბეთს პირდაღებულები მისჩერებოდნენ,როდესაც მუსიკოსები აზრზე მოვიდნენ და მუსიკის დაკვრა განაგრძეს. ყველა „გამოფხიზლდა“ და თავის საქმიანობას დაუბრუნდა, თუმცა მეფე მასთან ცეკვის სურვილმა შეიპყრო. მის მსახურს რაღაც გადაუჩურჩულა,მან კი მისი ნათქვამი მუსიკოსებს მოახსენა. როდესაც მუსიკის ჰანგებმა გაიჟღერა მეფე ფეხზე წამოდგა და ელიზაბეთიკენ გაიწია. როდესაც მასთან მივიდე თავი დაუკრა და ხელი გაუწოდა.
- იცეკვებთ ჩემთან ერთად ? - ელიზაბეთმა გაკვირვებულმა შეხედა. ვერ ხვდებოდა ჰენრი თავს ისულელებდა თუ მართლა ვერ ცნობდა,თუმცა რა გასაკვირი იყო მას შემდეგ 17 წელი გავიდა.
- რათქმაუნდა... - ელიზაბეთმა გამოწვდილ ხელს დახედა და მალევე მოჰკიდა.
როდესაც ხალხი მიმოიფანტა რადგან მათთვის ეყურათ,მათ ერთმანეთს თავი დაუკრეს და მუსიკის ჰანგებს სხეული ააყოლეს. როდესაც ერთმანეთთან ცეკვავდნენ ორივე რაღაც უცხოს განიცდიდა. არცერთი არ იღებდა ხმას, უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ და ცეკვისგან სიამოვნებას იღებდნენ... გაკვირვებული ხალხი მოცეკვავე წყვილს მისჩერებოდათ, მაგრამ ყველაზე მეტად გაკვირვებული სწორედ დედოფალი იყო. მან არ იცოდა თუ ვინ იყო გოგონა, თუმცა ბედნიერი იყო როდესაც მის შვილს ამდენი ხნის შემდეგ გაღიმებულს ხედავდა. მან არ იცოდა ვინ იყო ეს მშვენიერი გოგონა თუმცა მისი დიდი მადლობელი იყო. სამწუხაროა, მაგრამ ის ვერც კი წარმოიდგენდა მისი სილამაზის მიღმა რა იმალებოდა. როდესაც ელიზაბეთი ჰენრის უყურებდა სტკიოდა,ახსენდებოდა ის რაც მასთან აკავშირებდა. მთელი არსებით სურდა ახლა წარსულში დაბრუნებულიყო და ყველაფერი შეეცვალა,თუმცა არ შეეძლო.. როდესაც ჰენრის თბილ ხელებს მის წელზე გრძნობდა უსაზღვრო სიამოვნებას განიცდიდა,ხოლო როდესაც მის სითბოთი აღსავსე თვალებს უყურებდა გულში სითხე ეღვრებოდა. მზერა მისი ბაგეებიდან მის ჟღალ თმაზე გადაიტანა და გაეღიმა. გაახსენდა ის დრო როდესაც მის თმებს აწვალებდა და თითებში ხლართავდა. პატარაობიდან მასში ყველაზე მეტად სწორედ მისი თმა მოსწონდა. როდესაც მუსიკა დამთავრდა ერთმანეთს რამოდენიმე წამის განმავლობაში უყურეს შემდეგ კი როდესაც მუსიკა შეიცვალა მის წინ ლუისი აღიმართა. მისი ეშმაკური მზერა ბავშვობიდანვე ეზიზღებოდა. წამში შეიცვალა ჰენრის თბილი მზერა. ახლა ის ოდნავადაც არ იღიმოდა,მისი თვალებისთვის რომ შეგეხედათ იფიქრებდით რომ სისხლი სწყუროდა,პრინციპში ასეც იყო.
- ძმაო, შეიძლება ეს ულამაზესი არსება წაგართვა ? დიდი ხნით არ წაგართმევ. აბა, იცეკვებთ ჩემთან ერთად ლამაზო ქალბატონო. - ელიზაბეთმა ლუისს ნაძალადევად გაუღიმა და თავი დაუკრა. ცეკვის დროს ელიზაბეთს ერთი სული ჰქონდა მუსიკა როდის დამთავრდებოდა,რადგან მისი კლანჭებიდან თავი დაეღწია. როგორც ჩანს ამას ლუისიც მიხვდა.
- რა მოხდა, ჩემთან ცეკვა არ მოგწონთ ? იღბლიანი ხართ, ჩემთან ყველა როდი ცეკვავს.
- ზედმეტად თავდაჯერებული ბრძანდებით ბატონო ლუის !
- ოჰოო, მომწონს თქვენი შემართება. ლამაზთან ერთად მამაციც ყოფილხართ ! თუ გნებავთ ცოტახნით ჰაერზე გავიდეთ. - წარბები ეშმაკურად აათამაშა და ცალყბად გაიცინა
- არა გმადლობთ, იმ გოგონებში ნუ აგერევით ვინც ყველაფერზე გთანხმდებათ. რადგან ცეკვაზე დაგთანხმდით ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერზე დაგთანხმდებით.
- ოჰოო, მიყვარს თქვენნაირი ქალები !
- მერწმუნე ლუის, ჩემთან თანაშს არ გირჩევთ.
- რატომაც არა? ძალიან მიზიდავთ !
- შეწყვიტეთ, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ ! - შეუღრინა და მისი ხელები უხეშად მოიშორა. დარბაზი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა და დერეფნისკენ გაემართა. გზაში ლუისს საშინელი სიტყვებით ლანძღავდა, საკუთარ თავს კი უწყრებოდა რომ მასთან ცეკვას დასთანხმდა. როდესაც ჰენრის საძინებლამდე მიაღწია იატაკზე დაიხედა და ყელსაბამის ძებნა დაიწყო. კართანაც მოათვალიერა თუმცა როდესაც ვერ ნახა გაბრაზდა.
- ამას ეძებ ? - როდესაც ჰენრის ხმა გაიგო შეხტა და შემობრუნდა. ჰენრი მომღიმარი სახით უყურებდა და ხელში ყელსაბამს ათამაშებდა.
- ბატონო ჰენრი, ეს თქვენ საიდან გაქვთ ? - ელიზაბეთმა ისე იკითხა თითქოს არ იცოდა. მასთან ახლოს მივიდა და ყელსაბამისკენ ხელი გაიწოდა თუმცა ჰენრიმ მისი აღების საშუალება არ მისცა. მას მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა.
- რატომ დაბრუნდი ?
- მეფეო,რაზე საუბრობთ ?
- გთხოვ არ გინდა...
- არ მესმის რაზე საუბრობთ, აქამდე შევხვდერილვართ ?
- ელიზაბეთ ! - როდესაც მის ბაგეებს ელიზაბეთის სახელი მოსწყდა გოგონას საშინლად ესიამოვნა. ეშმაკურად გაიღიმა,მასთან ახლოს მიიწია და მკერდზე თითი გადაუსვა. თავი გვერდზე გადახარა და გაიღიმა.
- არ დაგვიწყებივარ. - ჰენრი მის ირონიაზე განრისხდა და კედელს მიაჯახა. მასთან მივიდა და ზემოდან დახედა.
- რისთვის დაბრუნდი ელიზაბეთ...
- როგორც ჩანს გაზრდის დროს ჯენტლმენობა სადღაც დაკარგე ხომ ? - კბილებში გამოსცრა და გაღიზიანებულმა შეხედა.
- ელიზაბეთ... - ელიზაბეთმა კვლავ გაიღიმა და მის მკერდს ხელი დაადო
- ღმერთო ახლა ასეთ სიტუაციაში რომ არ ვიყოთ ნამდვილად გაკოცებდი ! - ჰენრიმ თავი დახარა და ჩაიცინა.
- გინდა რომ მაკოცო? - ჰენრის თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ.
- თემას გადავუხვიეთ, ჩემს ყელსაბამს დამიბრუნებ თუ დიდხანს გელოდო ?
- შესწორება: ეს ყელსაბამი შარლოტასია... - ელიზაბეთს დედამისის სახელის ხსენებისას ხასიათი წაუხდა.
- დამიბრუნე !
- რისთვის დაბრუნდი ?! - ჰენრი კიდევ უფრო მიუახლოვდა, ისე რომ მათი ცხვირები ერთმანეთს ეხახუნებოდა.
- ნუ გამომცდი !
- რატომ, ამჯერად რას მალავ კაბის ქვეშ?!
- გითხრა თუ განახო? თუ გინდა განახებ. - ელიზაბეთმა სახეზე ირონიული ღიმილი აიკრა და მის სისხლისფერ ბაგეებს დახედა.
- არა მადლობა. - ზიზღით წარმოთქვა და ზურგი აქცია.
- სად მიდიხარ ! - უკან გაჰყვა ელიზაბეთი. - ჯანდაბა ეს კაბა შემიწირავს ! - ჩაიბურტყუნა თავისთვის.
- სამაგიეროდ მაგ კაბაში ლამაზი მაინც ხარ ! - ცალყბად გაიღიმა და სიარული განაგრძო
- ჰენრი ყელსაბამი დამიბრუნე !
- მოდი და აიღე, ის შენია. - ჰენრიმ კვლავ ზურგი აქცია და ფანჯარასთან მივიდა. ელიზაბეთმა დანა ამოიღო და ჰენრის ზურგიდან მიეყრდნო. და ყურში ჩასჩურჩულა
- ამის გაკეთებას ნუ მაიძულებ...
- თუ არ გინდა ნუ გააკეთებ. - შემობრუნდა, მისი ხელი წელზე მოხვია და სხეულზე აიკრო. ელიზაბეთმა თვალები დააწვრილა და დანა პირდაპირ მკერდზე მიაბჯინა.
- შენი ბინძური ხელები მომაშორე. - ჰენრიმ გადაიხარხარა,შემდეგ კი თვალებში ჩააშტერდა.
- ვფიქრობ ზედმეტად დიდ სიამოვნებას განიჭებ, ეს მართლა გინდა ? - თავი მის კისერში ჩარგო და ყელზე მისი ცხელი ბაგეები მიაწება. ელიზაბეთი წამით მოდუნდა და თვალები მიელულა თუმცა როდესაც გონს მოვიდა სწრაფად იმოქმედა და მის ზემოდან მოექცა. დანა ყელზე მიაბჯინდა და გაუღიმა.
- მართალია ეს კაბა მოუხერხებელია, მაგრამ მთლად ისეთი ცუდიც არ არის რომ ვერ მოგკლა ! - დაისისინა გოგონამ რაზეც ჰენრის გაეცინა.
- ოჰოო, ცეცხლისფერთან ერთად ცეცხლოვანიც ყოფილხარ,თუმცა ახლა წინ ისეთი სანახაობა მეშლება რომ სიკვდილი ამად ნამდვილად ღირს ! - როდესაც ელიზაბეთმა მისი მწველი მზერა,მის მკერდზე იგრძნო შეუღრინა და დანა კიდევ უფრო მაგრად მიაბჯინა.
- კარგი, მართალია ეს სიტუაცია ძალიან მომწონს თუმცა ამას უფრო ვამჯობინებ ! - წარბები ეშმაკურად აათამაშა,ელიზაბეთს წელზე ხელი წაავლო,დანა გააგდებინა და მის ზემოდან მოექცა. ხმალი ყელზე მიაბჯინა და ჩაიცინა. სწორედ ამ დროს დერეფანში მისი შეშინებული მეგობრები შემოვარდნენ,როდესაც ელიზაბეთი და ჰენრი დაინახეს ხმლები იშიშვლეს და მათკენ წავიდნენ, თუმცა ელიზაბეთმა ხელის მოძრაობით ანიშნა რომ ადგილზე დარჩენილიყვნენ.
- მიდი ჰენრი, რაღას ელოდები ? მომკალი, ასეთი კარგი შანსი მეორედ არ მოგეცემა.. - როდესაც ელიზაბეთმა მის თვალებში ყოყმანი ამოიკითხა კმაყოფილად გაიღიმა და მის თმას შეხედა. - თუმცა ამას ვერ გააკეთებ და იცი რატომ? ზედმეტად მოგწონვარ ! - ჰენრიმ შეუღრინა და ხმალი მოაშორა. წამოდგა და ელიზაბეთიც წამოაყენა. ელიზაბეთმა კაბა დაიფერთხა და მეფეს დასამშვიდობებლად თავი დაუკრა. ზურგი აქცია და წამოსვლა დააპირა, თუმცა ჰენრიმ წელზე ხელი მოხვია და მისდა დაუკითხავად მის ტუჩებს წაეტანა. ელიზაბეთი დიაბნა და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა. როდესაც მათი ბაგეები ერთმანეთს დაშორდა ჰენრიმ მის ტუჩებთან დაიჩურჩულა
- ხომ გინდოდა რომ შენთვის მეკოცნა...
- მე ეს სერიოზულდ არ მითქვამს...
- მაგრამ მოგეწონა. - ჰენრიმ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
ელიზაბეთმა ზურგი აქცია დერეფანს გაუყვა და მის გაოგნებულ მეგობრებს გვერდი აუარა. ბავშვებმა მეფეს გაკვირვებულებმა გახედეს,რაზეც ჰენრის გაეცინა შემდეგ კი იქაურობა დატოვა.
- ეს რა ჯანდაბა იყო? - აღმოხდა ნატალის და დანარჩენებს გადახედა.
ელიზაბეთმა დერეფანი მარტომ გაიარა, როდესაც ჰენრის ცხელი ტუჩები იგრძნო, ტუჩზე ხელი მიიდო და გაიღიმა. სასახლე დატოვა და ცხენთან მივიდა.დაცვას გაუღიმა და მოსასხამი გამოართვა. სასახლეს ახედა და ყურებამდე გაიკრიჭა. ცხენს მოაჯდა და წასვლის წინ სასახლეს კიდევ ერთხელ შეხედა. როდესაც ფანჯრიდან ჰენრის მზერა დაიჭირა,მის ღიმილზე უნებურად გაიღიმა. მზერა მოაშორა და იქაურობას გაეცალა.როდესაც სახლამდე მიაღწია შიგნით შევიდა და მოსასხამი იქვე მიაგდო. როდესაც ყელზე სიმძიმე იგრძნო დაიხედა და დედამისის კულონი შენიშნა. ხელი გადაუსვა და კიდევ ერთხელ გაიღიმა. მის ოთახში შევიდა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა. ჭერს ახედა და ღრმად ჩაისუნთქა. გაანალიზა ის რაც მოხდა და საკუთარ თავს პირობა მისცა რომ ეს არაფერს შეცვლიდა.
უკვე თორმეტი ხდებოდა როდესაც მისი მუცელი აწრიალდა. სახლის ტანსაცმელი ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა,როდესაც სამზარეულოში შევიდა ყველა ხალისიანად მიირთმევდა მათ საჭმელს,თუმცა როდესაც ელიზაბეთმა სამზარეულოში შეაბიჯა ყველა გაჩუმდა და გაოცებული მზერა მიაპყრეს. ელიზაბეთმა წყალი დალია და სრულიად ჩვეულებრივ თეოდორის გვერდით დაჯდა,რომელიც მას საერთოდ აღარ უყურებდა. როდესაც ერთი ლუკმა გადაყლაპა ზემოთ აიხედა და ყველას გაოცებულ მზერაზე ამოიოხრა.
- არ ფიქრობ რომ რაღაც უნდა აგვიხსნა? - შეაპარა ნატალიმ. ელიზაბეთმა მხრები აიჩეჩა და თქვა
- ასახსნელი არაფერია.
- მან... შენ.. ერმ... თქვენ ერთმანეთს აკოცეთ ? - უხერხულად იკითხა ოლივიამ, მის კითხვაზე ელიზაბეთმა ხელი ჩაიქნია და თქვა
- ეს არაფერს ნიშნავდა.
- როგორ თუ არაფერს, როდესაც ერთმანეთს... - ოლივიამ ჩაახველა - მაშინ ეს მნიშვნელოვანი ჩანდა. - დამსწრე საზოგადოებას თვალი მოავლო რომ დათანხმებულიყვნენ,მათაც შეუჩნევლად თავი დაუქნიეს
- ეს არაფერს ცვლის, ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია.
- ამას თამაშს ვერ დავარქმევდი. - საუბარში ჩაერთო ენდი - რომ გენახა როგორი თვალებით ადევნებდა შენს წასვლას თვალს, ამას არც შენ იტყოდი.
- რა გინდა რომ ვთქვა? ის რომ მისი კოცნა მომეწონა და მუცელში პეპლები თუ ზოოპარკი გამიჩინა? ხო, ამას ჩემგან ვერასოდეს მოისმენთ.
- კარგი, გვჯერა. - გაიცინა ამელიამ
- ხვალაც მივდივართ ? - იკითხა თეოდორმა
- რათქმაუნდა.
- და იგივე სამოსით უნდა მივიდეთ? უხერხ..
- რათქმაუნდა არა ! ამაზე ხვალ ვიზრუნებთ გზად უამრავი სტუმარი მიდის,მათ ეტლს თავს დავესხმებით და სტუმრებს სადმე გავკოჭავთ და მივაგდებთ,ძალიან მარტივია.
- გუშინწინაც მასე მოიქეცი? - გაუკვირდა ნატალის
- არა, ვუთხარი ფულს მოგცემთ და აქედან დაახვიეთთქო ხოდა ასე მარტივად დამთანხმდნენ.
- რამდნეი გადაუხადე თითოს?
- მგონი ხუთიათასი დოლარი.
- რამდენი ?! - ფეხზე წამოიჭრა ამელია, ელიზაბეთმა უემოციო სახით შეხედა და ანიშნა დამჯდარიყო. - სერიოზულად? ამდენი ხანი ფულს მთელი წვალების ხარჯზე ვაგროვებდით და შენ ასე უბრალოდ გაფლანგე?!
- ამელია იქნებ დამშვიდებულიყავი?! შენი ფულისთვის ხელი არავის უხლია თანაც მასეთი კაბა რომ გეცვა რა გეგონა ?! - წამოიყვირა ნატალიმ
- რას ნიშნავს ჩემი ფულისთვის ხელი არავის უხლია?! ეს ყველას ფულია და მარტო ერთის კმაყოფაზე არუნდა იხარჯებოდეს !
- ამელია დამშვიდდი ! ისე გახარებული და კმაყოფილი იყავი და ახლა რა დაგემართა ?! - შეუღრინა თეოდორმა.
- ხალხნო დაწყნარდით რა, „ჩვენი“ საერთო ფულიდან ცენტიც არ დამიხარჯავს !
- აბა ამდენი ფული საიდან გქონდა ?!
- უკაცრავად ამელია,მაგრამ ე.წ აჩოტები უნდა გაბარო ?!
- კარგი ხვალ რამეს აპირებ ? - ეშმაკურად ჩაიცინა ტომასმა
- რას გულისხმობ? - წარბები შეჭმუხნა ელიზაბეთმა და ღვინო მოსვა
- რავიცი, დღეს ძალიან დაცხა და ხვალ რა იქნება ? - გადაიხარხარა ტომასმა,რაზეც ელიზაბეთს გაეცინა და ვაშლი თავში ესროლა
- მსგავს არაფერს ვაპირებ იდიოტო ! ეს შემთხვევითობა იყო. ხვალ მხოლოდ ტომასი და ნატალი მჭირდება, დანარჩენები სახლში დარჩებით.
- ჩვენ რატომ? - ნატალიმ და ტომასმა ერთმანეთს გადახედეს, რაზეც ელიზაბეთს გაეღიმა.
- უბრალოდ ასეა საჭირო, მაგრამ რაღაცას უნდა დამპირდეთ. ხვალ რაცარუნდა მოხდეს, თქვენ ორნი სასახლიდან ნებისმიერ ფასად გახვალთ და უკან აღარ დაბრუნდებით.
- ამას რატომ გვეუბნები?
- მპირდებით ? - ნატალიმ და ტომასმა ერთმანეთს გადახედეს და თავი უხმოდ დაუქნიეს. - რაც შეეხება ტანისსამოსს,როგორც უკვე ავღნიშნე ვინმეს თავს დავესხმებით და მათი ტანისსამოსით შევიმოსებით. მეჯლისზე ჩვეულებრივ მოიქცევით,ისე როგორც წყვილი თუ საჭირო გახდა ერთმანეთს აკოცებთ კიდეც. - წარბები ეშმაკურად აათამაშა რაზეც ორივემ ერთროულად წამოიყვირა
- რაა ?!
- ელიზაბეთ ერთი წუთით შეიძლება ?! უნდა დავილაპარაკოთ, ახლავე ! - ფეხზე წამოიჭრა ნატალი, ელიზაბეთთან მივიდა, ხელში ჩაავლო და სამზარეულოდან გაათრია. - შეგიძია ამიხსნა რა ჯანდაბას მიწყობ ?!
- საყვარელო შენი ცოდვით დავიტანჯე,ამიტომ შენთვის მეწყვილეს ვეძებ. თავიდან თეოდორი ვიფიქრე რადგან მეგონა რომ მის მიმართ რაიმე გრძნობდი მარა სამიზნეში ოდნავადაც კი ვერ მოვარტყი,ამიტომ ტომასი ავარჩიე რას იტყვი ? - ფართოდ გაუღიმა ნატალის, რაზეც ნატალიმ პირი დააღო და საკივლელად მოემზადა.
- შენ გოგო სულ გააფრინე ?! მე და ტომასი ერთად ?! რა სისულელეებს ბოდავ ?! ან საერთოდ საიდან მოიტანე რომ ჩვენ ოდესმე წყვილი ვიქნებით ?! - მის წივილზე ყველამ გადაიხარხარა,როდესაც მიხვდა რომ ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა პირზე ხელი აიფარა და ოთახში აირბინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent