ფერები ?! ...3...
უკვე 2 თვეა სახლში ვზივარ, ისევ სიშავეში და არანაირად არ მაწუხებს. სახლიც კი შევისწავლე, თითოეული დეტალიც ზეპირად ვიცი, ხშირად დავეცი, თავიდან გამიჭირდა ცოტა,მაგრამ ისევ ლელას წყალობით შევძელი. ძალიან ცოტას ვჭამ, მადასაც ვერ ვგრძნობ, ვჭამ მხოლოდ იმიტომ,რომ ლელა მაძალებს.ნორმალური ძილიც აღარ მახსოვს, მთელი ღამე ოფლში ვცურავ, დაღლილ-დაქანცულს მეღვიძება,მაგრამ მადლობელი ვარ, სიზმრად მაინც ვნახულობ მშობლებს... ასე მაინც ვართ ერთად... ცოტა შევეგუე კიდეც, მაგრამ იმ უსაშველო მონატრებას და მოგონებას მაინც ვერაფერს ვუხერხებ. ოთახში ვზივარ და ვფიქრობ... ვფიქრობ და ვრწმუნდები, რომ ყველა რაღაც ძვირფასს კარგავს. შესაძლებლობებს, გრძნობებს. აი, რას ნიშნავს სიცოცხლე. მაგრამ თავში პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მოგონებებს ვინახავთ. ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს. ჩვენი თავის შესაცნობად კი კატალოგები უნდა შევადგინოთ. დროდადრო მოგონებებს მტვერი უნდა გადავწმინდოთ, ოთახი გავანიავოთ, ლარნაკებში კი წყალი შევცვალოთ. ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ საკუთარი მოგონებების ბიბლიოთეკაში… სხვა აღარაფერი დამჩენია. უხმაუროდ კვეთს ჰაერს და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს ლელა. მე კი კიდევ უფრო მეკუმშება გული, რადგან ჩემი ტკივილით და ტანჯვით ლელასაც ვტკენ... თითქმის ყოველდღე ცდილობს დამარწმუნოს, რომ გარეთ უნდა გავიდე, გარემოს და ხალხს ისევ თავიდან შევეგუო. ახლაც ვგრძნობ რაღაც აქვს სათქმელი და ოდნავ მეღიმება -თქვი ლელ... გისმენ -როგორი მგრძნობიარე გახდი. რითი გებულობ ყოველთვის როდის,რა მინდა?-გულწრფელად მეკითხება -ხო... ეს ერთადერთი კარგი ინსტიქტია,რაც ამ დაწყევლილმა სიბრმავემ გამიძლიერა. ასე რომ...-ღრმად ამოვიოხრე და ლელას ხელი მოვძებნე. -იზი... წამოდი კაფეში წავიდეთ. აქვე ახლოს გაიხსნა... გთხოვ... ისე მოგეწონება მერე შენც ივლი ხოლმე-ცდილობს ნელ-ნელა შეპარვით მითხრას -კარგი ლელ. შენ წადი სიხარულო, მე აქაც კარგად ვარ, გთხოვ. - იზი მისმინე, როცა წააგებ, უნდა ეცადო, ეს წაგება შენს სასარგებლოდ გამოიყენო. უნდა დაიჭირო წამი,ხელი უნდა ჩასჭიდო და არსად გაუშვა. სხვა დანარჩენი სისულელეა. სიყვარული და სიცოცხლე ღმერთის საჩუქარია,უარი არ უნდა თქვა არასდროს. გესმის? -ნეტავ ახლა შენს აციმციმებულ, ჭრელ თვალებს ვხედავდე, თანხმობის მოლოდინში, რომ ბრჭყვიალებენ, ალბათ.-ვცდილობ სევდა დავმალო თუმცა ნაკლებად გამომდის. მალევე ვგრძნობ ჩემს ხელში მოქცეული ლელას მტევნის თრთოლვას-ლელა, შენ რა ტირი? რატომ? -იმიტომ, რომ არ გინდა იმ ოხერი ოპერაციის გაკეთება. ის ბიჭი დაგპირდა, უფლება მომეციო, შენ კი ისევ უარზე ხარ.-ტირილით ამოილაპარაკა-გთხოვ,გარეთ მაინც გამომყევი ცოტა ხნით-ხელი წამართვა, ცრემლი მოიწმინდა სავარაუდოდ-ასე დაობდები სახლში-სრული სერიოზულობით დაასკვნა და ორივეს გაგვეცინა -კარგი წამოვალ ცოტა ხნით. ლელას დახმარებით გავემზადე,ხელი მოვკიდე და ბინიდანაც გავედით. სადარბაზოდან გამოსვლისთანავე შევიგრძენი სუფთა ჰაერი,ოდნავ სუსხიანი მაგრამ მაინც სუფთა. შევჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე, მესიამოვნა... მომნატრებია... ქუჩის კითხეს დავუყევით და შენობაშიც შევედით. მაშინვე ვიგრძენი ყავის სასიამოვნო სურნელი, ისეთი ნაცნობი და მონატრებული, რომ ცოტა გავბრუვდი კიდეც -მართლა ახლოს ყოფილა-დაჯდომისთანავე ავღნიშნე -კი და თან ძალიან მყუდრო. მოგეწონება ძალიან-აჟიტირებულმა მომახსენა და ვიგრძენი ცოტა დაიძაბა -რამე ხდება? -რაღაც მინდა გკითხო... იზ ბიძაშენი რომ მოვიდა, რატომ არ დაელაპარაკე? -აი თურმე რა - ლელ,მამა და დედა ისე დაკრძალა, ჩემთვის არაფერი უკითხავს, საავადმყოფოს ხარჯები ისე დავფარე, მშობლების ნაგროვები თანხით, არ შემხმიანებია... მე ხომ არაფერი მინდოდა, უბრალოდ მოვეკითხე. თვიდან თვემდე როგორ ვცხოვრობ დაინტერესებულან? არა! ახლა კი როცა ნინამ გამოცდები ჩააბარა და ბინის პრობლემა აქვს, ახლა გავახსენდი. მე ხელს არ ვკრავ. მოვიდეს და ჩვენ ბინაში იცხოვროს, მაგრამ მეორე ბინას ვერ მივცემ, იმ ბინით ვაპირებ ცხოვრებას. სულ შენს კისერზე ვერ ვიქნები... -კარგი რა, მე შენს ბინაში ვცხოვრობ იზი. საჭმელი რომ მოვიტანო, ზღვაში წვეთი იქნება იმის რაც შენ და შენები ჩემთვის აკეთებდით. -სუ... აღარ მინდა მაგ თემაზე გთხოვ. შენ ჩემი თვალები გახდი ლელა, აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი. -კარგი. მაპატიე -საპატიებელი არაფერია. სხვა აბა რა ხდება მომიყევი... -არაფერი... იმ წიგნის წაკითხვა დავიწყე,შენ რომ ბოლოს კითხულობდი. -კარგია. გამეხარდა... ალბათ მაგიტომ ვკითხულობდი ბევრს, ვგრძნობდი მალე ვეღარ შევძლებდი-ავღნიშნე და ვინანე კიდეც რადგან მისი ხასიათის ცვლილება შევნიშნე-კაი ლელ. აბა გავმხიარულდეთ ახლა... ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე ვერ ვიჯერებდი რომ გარეთ გამოვედი. დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა, სახლში შებინდებულს დავბრუნდით, ყოველ შემთხვევაში ჩემმა "თვალებმა" ასე მითხრა. ლელას ადგილი უკვე ჩემ საწოლზე,ჩემს გვერდით იყო. ერთად ვწვებოდით და ერთად ვდგებოდით. არ ვიცი როდემდე ვიქნებოდით ასე, ან ლელა რომ არ მყოლოდა მერე რაღა იქნებოდა. ღამეებს შევეჩვიე, ჩემ თვალებშიც და ძილშიც. ისე აღარ ვყვიროდი, თითქოს დავწყნარდი ცოტა. კაფეში ყოველდღე თუ არა,ყოველ მეორე დღეს მაინც დავდიოდი. იქ მომუშავე გოგონებიც გავიცანი, თავიდან ლელა მეხმარებოდა, შემდეგ უკვე ვისწავლე და ჯოხის დახმარებით შემეძლო ადვილად მივსულიყავი. ცოტა ხასიათიც შემეცვალა,თუმცა ოპერაციაზე მაინც ჯიუტად უარს ვაცხადებდი. არ მინდოდა სინათლე,აღარ მინდოდა ფერები... შავმაც თითქოს თავი შემაყვარა. ჩემი თვალების მდგომარეობაც არ ვიცოდი, ისე წამოვედი კლინიკიდან არაფერი მიკითხავს. არც მერე მომიკლავს თავი იქ სიარულით. ამიტომ ახლა პასუხის მეშინოდა და იმ რეალობის მეშინოდა,რაც შეიძლებოდა დამხვედროდა თუ სინათლეს დამიბრუნებდნენ. მე არ მყავდა, აღარ მყავდა ის ადამიანები, ვისთვისაც შეუძლებელს შევძლებდი. მე მხოლოდ ლელა მყავდა, საოცრად მომთმენი და უშრეტი ენერგიის მქონე გოგონა,რომელიც გვერდიდან არ მშორდებოდა. მხოლოდ ლელას გამო გავიცინე და ალბათ მის გამო ვცხოვრობდი კიდეც. აქამდე ყოველთვის მეშინოდა ან იქნებ უბრალოდ გავურბოდი, დედ-მამის საფლავს მაგრამ ახლა უკვე მინდოდა იქ წასვლა, ლელასაც ვთხოვე... გამომყვა,სხვანაირად აბა როგორ, ის ხომ ჩემი თვალები იყო. და აი საფლავის კიდესთან ვიდექი, ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი და გული მტკიოდა... მტკიოდა იმიტომ, რომ მე არ მქონდა უფლება მათთან ერთად ვყოფილოყავი იქ. მე მიწევდა ცხოვრებისთვის ხელახლა ამეწყო ფეხი, შევგუებოდი თავიდან ყველას და ყველაფერს, ახალი ფეხ-ადგმული ბავშვივით. ხო ვიცი, ვიცი, რომ ხანდახან გვიწევს საყვარელი ადამინებისგან შორს ყოფნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად გვიყვარს, ეს ხანდახან, მათ თავს უფრო გვაყვარებს. საფლავთან ვიდექი, ცივ მიწას ხელით ვეხებოდი და მლაშე სითხით ვნამავდი... მე დედას შევპირდი, რომ ბევრჯერ მივიდოდი, ვესაუბრებოდი უცრემლოდ, როგორც ადრე. მამას კი იმის პირობა მივეცი, რომ მათი ნებიერა გოგო, ვიქნებოდი ძლიერი, კიდევ მექნებოდა უდიდესი იმედი, იმედი კარგი რამაა ალბათ მსოფლიოში, ყველაზე კარგიც კი... და მეც მჯეროდა, რომ მარტო დარჩენა არ ნიშნავდა, რომ სუსტი ვარ. პირიქით მე ვიყავი იმდენად ძლიერი რომ მქონოდა ნებისყოფა, დავლოდებოდი ადამიანს, რომელსაც კვლავ დავეყრდნობოდი. როგორც ადრე დედას და მამას... ისე ვეყვარებოდი როგორც მათ. "შენ მდგომარეობას ეგუები" უცბად მახსენდება საავადმყოფოს პალატაში გაჟღერებული სიტყვები და მეც ვცბები. ადვილია ლაპარაკობდე მაგრამ გააკეთო ის რასაც ამბობ, გაცილებით ძნელია. იმედით და სიძლიერით ავივსე, წარმოვიდგინე, რას მეტყოდნენ ჩემები, ასეთ დღეში თუ დამინახავდნენ. თავი ამტკივდა ამდენი ფიქრით და ემოციით, თვალებიც დამეღალა. ნელ-ნელა წამოვიწიე და ლელას დავეყრდენი, ხელით თაიგული გამოვართვი და საფლავზე დავდე. პირობა დავდე, რომ კიდევ ბევრჯერ მივიდოდი... ნელა დავუყევით სახლის გზას, არცერთი ვიღებდით ხმას, ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე მინდოდა და ეს ლელასაც მშვენივრად ესმოდა. -ლე შენ თუ გინდა სახლში წადი. მე კაფეში მინდა ცოტა ხანს დავფიქრდე-ნელა ვუთხარი და დაველოდე რას მეტყოდა -კარგი. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ოღონდ... კარგად ხარ ხომ?-დაეჭვებით მკითხა -კი კი... კარგად ვარ-სწრაფად ვუპასუხე და ალბათ დავაჯერე რადგან აღარაფერი უკითხავს. კაფის შესასვლელთან დამტოვა და წავიდა,ნელა შევაღე კარი, როგორც ყოველთვის ნაცნობი სურნელი ვიგრძენი, გულში ჩავიღიმე და ბართან მივედი. -უკაცრავად, თაკო მუშაობს დღეს?-სავარაუდოდ ბარმენს ვკითხე -არა, მოდი მე მიგაცილებ მაგიდამდე-ბარმენის ხმაც გავიგონე და ცოტა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებამაც არ დააყოვნა. უძლური ვიყავი იმისთვისაც,რომ სკამამდე ჩემით მიმეღწია. აქამდე ამაზე არც დავფიქრებულვარ... ხელი მომკიდა უცნობმა და მაგიდამდეც მიმაცილა, ყავა შევუკვეთე და ჯოხი დავკეცე... ვფიქრობდი ყველაზე და ყველაფერზე, ერთის მხრივ მინდოდა ოპერაციის გაკეთება, ჩემი უძლურება მეთვითონ მიშლიდა ნერვებს უკვე, მაგრამ მეორე მხრივ, არ მინდოდა გახუნებული, ეული ფერები დამენახა, ხო არ მოგეჩვენათ... ჩემი მშობლების გარეშე,ყველა ფერი ჩემთვის გაიცრიცებოდა, გაფერმკრთალდებოდა და მეც ამის მეშინოდა. . . ცხელ ფინჯანს ხელები შემოვხვიე და თვალები დავხარე... რაც არ უნდა გაგიკვირდეთ სათვალეს დღემდე ვერ მივეჩვიე, ყავას ვყნოსავდი ნელა,ვცდილობ ნეტარებით ავივსო. ეს მცირედია რაც შემიძლია გავაკეთო... ფინჯანს ხელი მოვკიდე და დალევა დავაპირე თუმცა -შეიძლება თქვენთან დავჯდე?-გავიგე ბოხი,ხრიწიანი ბარიტონი. დავიბენი, არვიცი რა მეპასუხა ის კი აგრძელებდა -კარგი დუმილს თანხმობის ნიშნად მივიღებ. მე ნიკა მქვია,შენ?-უცბად მოშინაურდა და მეც გადამიარა თითქოს დაბნეულობამ -თამარი- ჩემს ქცევაზე ოდნავ ჩაახველა,ალბათ გამოწვდილ ხელზე უარის ნიშნად.არც ვიცი რატომ მოვატყუე, ერთ-ერთი ოფიციანტის სახელი ვუთხარი. -და თამარი რატომ ზის მარტო? -ეს რამე თამაშია? -ვკითხე გულწრფელად და ვეცადე თვალები მისკენ მიმემართა რომ ვერაფერს მიმხვდარიყო -თამაში? რატომ? ან რისთვის? -ხელი ფინჯნისკენ წავიღე და შემთხვევით კი არ მოვკიდე, დავღვარე... დაბნეული დაკეცილ ჯოხს დავწვდი -მოიცადე, შენ... არ არსებობს... ასეთი ლამაზი?! კაი რა... -გაკვირვებული და გაოგნებული ხმა მოწვდა ჩემს ყურთასმენას-ბრმა ხარ? -სამწუხაროდ ყრუც არ ვარ!-გაგულისებულმა უცბად ვუპასუხე და ფეხზე ავდექი,ჯოხის დახმარებით კარამდეც მივაღწიე და გარეთაც გავედი. არ მახსოვს სახლამდე როგორ მივედი. საშინლად გაბრაზებული და ანერვიულებული ვიყავი. რას მოვიდა, ვიჯექი და ვიყავი ჩემთვის, სხვა დროსაც მჯდარვარ, თუმცა არავის შევუწუხებივარ, ახლა კი... იმაზე არც ვფიქრობდი, რომ მაგიდასთან დამიჯდა... უბრალოდ ასე პირისპირ არავის დავუყენებივარ რეალობასთან, მაშინ ვიგრძენი ჩემი უსუსურობა, ჩემი დაუდევრობა იმის გამო, რომ შემეძლო მებრძოლა, მებრძოლა სინათლისთვის. რამდენიმე დღე ჩუმად, ჩემ ფიქრებთან გავატარე, რამდენჯერმე ვესტუმრე მშობლების საფლავს, სიმშვიდეს ვეძებდი, კაფეში შესვლა აღარ მინდოდა, თითქოს მხოლოდ იქ იცოდნენ ჩემ შესახებ და არ მინდოდა... ხო, აღარ მინდოდა ვყოფილოყავი უსინათლო. სახლში შესულმა,ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ექიმის ნომერი ჩავძახე, რომელიც ლელას ქონდა ჩაწერილი,ყოველი შემთხვევისთვის. -ნოდარი ექიმი ბრძანდებით? -დიახ,გისმენთ-გავიგე უკვე ნაცნობი ხმა -მე, ისევ მინდა თქვენთან მოსვლა... იზი ვარ-აკანკალებული,პატარა ბავშვივით ჩავჩურჩულე ტელეფონში -ახ იზი... ჩვენ გელოდებოდით -კარგით, მაშ მოვალ ხვალ- გავთიშე და ძლივს ღრმად ამოვისუნთქე. -იზი ვის ელაპარაკე? -გვერდით დამიჯდა და მხარზე ხელი დამადო ლელამ. -ლელ იცი "ჩემს" წიგნში რა წერია? "ადამიანი ჯერ კიდევ გამოუცნობი ლტოლვაა, თურმე გზადაგზა პერიოდებად იყოფა... დღეს რაც გიტაცებს და მიუწვდომელი გეჩვენება, ხვალ შეიძლება უბრალო გახდეს, ხოლო ზეგ რაც გუშინ გეზარებოდა, ყველაზე ძვირფასად და სანატრელად გადაგეგცეს. ყველაფრის შეწვდომა თუ მოინდომე, იმ ძველსა და სანატრელს ვეღარასოდეს დაიბრუნებ და სამწუხაროდ ეს ხდება მაშინ, როცა იცი ფასი კარგისაც და ცუდისაც..." ახლა ვხვდები და ვიჯერებ... ადრე, რომ ეთქვათ თვალის ჩინს გაუფრთხილდიო, სერიოზულად არც აღვიქვამდი, როცა დავკარგე, თითქოს ამით ჩემი თავიც დავსაჯე, ღირსი ხარ მეთქი, მაგრამ ახლა როცა ყველაფერი გავაანალიზე, მივხვდი, რომ ადამიანი ერთხელ ცხოვრობ, ერთი სიცოცხლით და რაც ამ ხნის განმავლობაში შესაძლებლობა გექნება, ყველა უნდა გამოიყენო, არცერთი წამი არ უნდა დაკარგო და არცერთ მდგომარეობას არ უნდა შეეგუო. შენ წარმოიდგინე ეს მითხრა ადამიანმა, რომელის თვალებსაც ალბათ უამრავი ჩემნაირი თვალები უნახავს, მაგრამ მის შინაარსს მივხვდი მაშინ,როცა მეორე ადამიანმა, ჩემი მდგომარეობის ამბავი პირდაპირ მომახალა,ისე რომ არც უყოყმანია. ვადანაშაულებ? არა. -იზი... ანუ...-ხმა უკანკალებდა შევნიშნე -ანუ თუ ხვალ საქმე და სამედიცინო არ გაქ,ექიმთან გამყვები ალბათ-ოდნავ გავუღიმე და თავი დავხარე -იზიიიი! ჩემი გოგოოო... ჩემი ნანატრი გოგო დამიბრუნდა... ჩემი ლამაზი და საყვარელი გოგო...-იმხელა ხმაზე კიოდა აჟიტირებული, რას იძახდა არ ესმოდა და მეც ახლაღა გავაანალიზე ლელას ტკივილი, ჩუმი მდუმარე ხმა, რომელსაც აქამდე ასე მალავდა. უსიტყვოდ მელოდებოდა როდის გამოვიდარებდი. ერთად ვიცინეთ ისევ, როგორც ადრე, ემოციბით ავსილებს, ძილიც გადაგვავიწყდა, თუმცა მალე სამართლიანი არგუმენტით შემიძღვა ოთახში -ხვალ ექიმთან მივდივართ და უნდა გამოიძინო -კარგი ლელ. მადლობა ყველაფრისთვის -მეორედ მადლობას მეტყვი და გეფიცები დაგტოვებ-მოჩვენებითი სიბრაზით ბურდღუნებს და ოთახში მტოვებს. ადვილად დავიძინე თუმცა მეორე დღის მოლოდინით მალ-მალე მეღვიძებოდა... დილით როგორც ყოველთვის ლელამ მომამზადა და კლინიკის გზას დავადექით. ჩემი აკვიატებით ფეხით მივდიოდით, ლელაც ტიკტიკით მომყვებოდა გვერდით, ალბათ კარგი ამინდი იყო, რადგან მიუხედავად ზამთრისა,სიცივის და სუსხის, მზეს მაინც ვგრძნობდი... მაგრამ თოვლს არა. აბა თბილისში როდის თოვს? თან ჩვენი შეკვეთით... -იზი როცა დაინახავ რას გააკეთებ?-გახარებულმა დაიწყო ლაპარაკი პრობლემაზე -არვიცი. ლელ არ მინდა მაგაზე ფიქრი... რას გვეტყვიან ვნახოთ. წინასწარ არ მინდა ოცნება და ფიქრი... -თამარ! თაკო- უცბად გვესმის ჩემთვის ნაცნობი ხმა. ვჩერდები, მაინტერესებს მართლა ის არის თუ არა. ლელა ხელს მიჭერს და მიბიძგებს ნაბიჯი გადავდგა. მეც ნელა ვყვები მის ნებას და ახლა ახლოდან მესმის იგივე ხმა -თამარ-უჯვე გვერდით მიდგას-გიპოვე, არ მჯერა-ალბათ მორბოდა, რადგან აჩქარებულად სუნთქავს და სიტყვებს შორის პაუზას აკეთებს. -მოკლედ... ბოდიში მინდა მოგიხადო რა... იმ დღეს... ძალიან ცუდად გამომივიდა... -ნუ წუხარ, მიჩვეული ვარ-ნელა ვეუბნევი და ლელას წასასვლელად ხელს ვკიდებ -რა ხდება?-დაბნეული კითხულობს -უი არ გაგეცანი, მე ნიკა ვარ -ლელა. სასიამოვნოა... მაგრამ ახლა გვეჩქარება -კარგით... მაგრამ საკონტაკტო ნომერს არ დამიტოვებ? გთხოვ... -შენ როგორ ფიქრობ ნიკა?- გაკირვებული ვეკითხები -კარგი... -წინ მიდგება და ცდილობს შევჩერდე- მოდი ასე მოვიქცეთ, ყავაზე დაგპატიჟებ, დანაშაულის გამოსასყიდლად, კარგი?- არვიცი რატომ მაგრამ მისი ხმა მომწონს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მისი სითამამეც მაკვირვებს და მინდა რომ დავთანხმდე -კარგი. ახლა წავალთ, შეიძლება? -კარგი... ხვალ იმავე კაფეში იმავე დროს დაგელოდები... ვიცი მიგრძნობ-ღიმილი ეტყობა მის სიტყვებს და ვიცი რომ გულწრფელად ამბობს. __________ ვცდილობ ძალიან არ დავიგვიანო ხოლმე, ვეცდები ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც დავდო. დიდი, დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით "ჩემ" გოგონებს :) მიყვარხართ ძალიან. ფოტოზე ვფიქრობ ნიკოლოზია :დდ ალექსსაც გაჩვენებთ მერე :) მიყვარართ მე თქვენ. კრიტიკა ან შენიშვნა თუ გექნებათ მზად ვარ მივიღო, გამოუშვით :დდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.