შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში(4)


15-06-2017, 21:14
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 514

თავი 4

საღამოს 8 საათი, კარზე კაუკუნი გაისმა. კარი ჰელენმა გააღო
-გამარჯობათ მისის ჯონს დიანას წასაყვანად მოვედი
-გამარჯობა დანიელ, დიანა მზად არის ახლავე დავუძახებ -ჰელენი ზევით ამოვიდა
-დროა ძვირფასო, დანიელი ქვემოთ გელოდება
-მოვდივარ დედა -მე კიბეებისკენ გავემართე თუმცა ფეხები უკან მრჩებოდა, რადგან ვიცოდი ამ ნაბიჯის შემდეგ უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. დაბლა ჩავედი
-შესანიშნავად გამოიყურები დიანა -ეს სიტყვები აღელვებულმა დანიელმა ძვლის წარმოთქვა, შემდეგ პალტოს ჩაცმაში დამეხმარა და მანქანისკენ წავედით. ორივე ჩუმად ვისხედით მანქანაში, ეს ორივეს საერთო გვქონდა, ორივე იძულებით ვაკეთებდით ყველაფერს. მანქანა რესტორანთან გაჩერდა, სადაც უკვე თავმოყრილიყო ჟურნალისტები და ჩვენ გველოდებოდნენ, მძღლო მანქანიდან გადავიდა და ის იყო კარი უნდა გაეღო ჩემთვის, რომ ხელზე შეხება ვიგრძენი ეს დანიელის ხელი იყო, მან შემომხედა და მკითხა
-მზად ხარ დიანა? -ამ დროს მინდოდა მისთვის აქედან წაყვანა მეთხოვა თუმცა ძალა მოვიკრიბე და ღრმად ჩავისუნთქე
-მზად ვარ მოდი გავაკეთოთ ეს -მძღლომა კარი გააღო ჩვენც ბედნიერი წყვილივით გადმოვედით მანქანიდან და რესტორანში შევედით. მიმტანმა დანიელის სახელზე დაჯავშნული მაგიდასთან მიგვაცილა, მაგიდა სპეციალურად ფანჯარასთან იყო. ჩვენ კერძი შევუკვეთეთ, ორივე ვცდილობდით რომ დრო გაგვეწელა, თითქოს იმედი ჯერ კიდევ გვქონდა რომ გამოსავალს დავინახავდით, თუმცა არა როდესაც დესერტი მოგვიტანეს მოულოდნელად მუსიკის ხმა გაისმა, თავზე წითელი ვარდების ფურცლები დაგვეყარა და დავინახე როგორ დაეშვა ჩემს წინ დანიელი მუხლზე, ეს ის მომენტი იყო როდესაც უნდა მეთვალთმაქცა რომ გაოცებული და ბედნიერი ვიყავი, რადგან ფანჯრიდან ასობით კამერა იღებდა საოცარ მომენტს.
-დიანა ჯონს გამომყვები ცოლად და მაქცევ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ მამაკაცად? -ამ სიტყვებში იმაზე დიდი ტკივილი ვიგრძენი ვიდრე მოველოდი, გარშემომყოფები კი მხოლოდ ყალბ ბედნიერებას ხედავდნენ, სწორედ მაშინ მივხვდი თუ რა მარტივია აიძულო ხალხს იმის დაჯერება რაც არ არსებობს. მინდოდა დაინელისთვის არა მეთქვა და რესტორნიდან გავქცეულიყავი, თუმცა გონებაში ენტონის ხმა ჩამესმოდა, ჩამესმოდა მისი სიტყვები თუ როგორ ემუქრებოდა ჩემს ოჯახს და მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ
-რა თქმა უნდა გამოგყვები ძვირფასო, შენ მე უბედნიერეს ქალად მაქციე, მიყვარხარ -ასეთი ყალბი არასდროს ვყოფილვარ, საკუთარი თავს გადავაჭარბე, ჩემი თანხმობის შემდეგ დანიელმა თითზე ბეჭედი გამიკეთა, მომეხვია და ჰაერში დამატრიალა, გარშემო მყოფებისთვი ეს სიყვარულის დღესასწაული იყო, ჩემთვის კი ბეჭედი რომელიც თითზე გამიკეთეს ბორკილი. ასე ვიდექით რესტორანში და ერთმანეთს ვეხვეოდით, არც ერთმა არ ვიცოდით რა უნდა გვექნა შემდგომში, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, შემდეგ დანიელმა ყურში ჩამჩურჩულა
-გინდა აქედან წაგიყვანო?
-ამაზე მეტად არაფერი მსურს -მან ხელი მომკიდა და ჩვენ მანქანისკენ გავემართეთ, თუმცა გასასვლელში ჟურნალისტები იყვნენ და უამრავი კითხვა ჰქონდათ
-მის ჯონს ეს სიყვარულის ისტორია როდის დაიწყო? თქვენი აზრით ახლა შესაფერისი დროა ნიშნობისათვის? -ჟურნალისტმა კითხვის დასმა დაამთავრა და გამომცდელად შემომხედა
-ყველას მოგესალმებით, დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა, დღეს ამ შესანიშნავმა მამაკაცმა ძალიან გამახარა. ამიტომ თქვენს რამდენიმე შეკითხვას ვუპასუხებ. ჩვენ ერთმანეთი ფრანგულ კვარტალში ჯაზის ფესტივალზე გავიცანით ერთი წლის წინ, თუმცა ჩემმა სხვა ქალაქში გადასვლამ ხელი შეუშალა ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ ახლა როგორც ხედავთ ყველაფერი მოგვარდა -რაც უფრო მეტ სიყალბეს ვამბობდი, მით უფრო ვერ ვიტანდი საკუთარ თავს
-ჩემს ბოლო კითხვას არ უპასუხეთ მის ჯონს, თქვენი აზრით ახლა შესაფერისი დროა ნიშნობისთვის? -ჟურნალისტი არ აპირებდა ჩემს გაშვებას, ისე თუ ამ კითხვაზე პასუხს არ მიიღებდა
-დიანასთვის ახლა რთული დროა, ორივესთვის რთული დროა რობერტის გარდაცვალება ჩვენვთვის დიდი დარტყმა იყო, თუმცა მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა ჩვენი ბედნიერება და რომ არა ეს ტრაგედია თავად დაგვაბნევდა ორივეს თითზე ბეჭედს. ახლა კი მომიტევეთ მეგობრებო მინდა ეს შესანიშნავი მოვლენა განმარტოებულ ადგილას ავღნიშნო ამ შესანიშნავ ქალთან ერთად -დანილმა ხელი მომკიდა მანქანაში ჩამსვა და ნავსადგურში წამიყვანა, მიუხედავად იმისა რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ვუპასუხეთ პაპარაცები მაინც გამოგყვნენ უკან, ჩვენი ნიშნობა ყველას აინტერესებდა ჩვენს გარდა
-დანიელ აქ რატომ მოვედით? -ცნობისმოყვარეობამ მძლია და დანიელს კითხვა დავუსვი, მან კი უკან მიმახედა და პაპარაცების მანქანა დამანახა
-მათ უფრო მეტი უნდათ ვიდრე ბეჭედი, ისევე როგორც მამაჩემს. ასე რომ ჩვენ ამ იახტით ზღვაში გავალთ და დილამდე იქ დავრჩებით
-მე არ მსურს მთელი ღამე შენთნ ერთად იახტაზე ყოფნა
-დამშვიდდი დიანა არაფერს დაგიშავებ, ეს მხოლოდ ხალხისთვის თვალის ასახვევადაა- მე და დანიელი იახტაზე ავედით, როგორც ბედნიერი წყვილი, თუმცა როგორც კი ნაპირს მოვშორდით, რეალობას დავუბრუნდით
-მე გემბანზე გავალ, სუფთა ჰაერი ახლა ყველაზე მეტად მჭირდება
-როგორც გინდა -ის იყო კაიუტიდან გამოვედი რომ დანიელმა ხელი მომკიდა და შემაჩერა -პლედი წაიღე გემბანზე ცივა
-მადლობა -მე გენბანზე ვიდექი და ზღვას გავცქეროდი, უკიდეგანოს, ბობოქარსა და თავისუფალს. მინდოდა მასავით თავისუფალი ვყოფილიყავი. გონებაში დღეს მომხდარი გაფუჭებული ფირივით მიტრიალებდა და შინაგანად მკლავდა ის სიყალბე რაშიც ყელამდე ვიყავი ჩაძირული. მე იმ ქალებს დავემსგავსე სერიალებში რომ არიან, ფულზე მონადირე და მატყუარა სუსტ არსებებს. ეს ყველაფერი ჭკუიდან მშლიდა.
-სანაძლეოს დავდებ ნატრობ ამ ზღვასავით თავისუფალი იყო
-ვერ შევამჩნიე როდის მოხვედი, დიდი ხანია აქ ხარ?
-დიანა უნდა მიეჩვიო, დღეის შემდეგ ჩვენ სულ ერთად მოგვიწევს ყოფნა, ეს ჩვენს მაგივრად დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს -დიდი სინანულით შემომხედა დანიელმა
-ვიცი დანიელ მას შემდეგ რაც თითზე ეს ბეჭედი გამიკეთე, ორივე მამაშენის თამაშში ჩავებით, ახლა ის წყვეტს ყველაფერს. მამაშნი მარიონეტების ოსტატია ჩვენ კი ერთი საათის წინ მის მარიონეტებად ოფიციალურად ვიქეცით -დანიელი მხარზე ნაზად შემეხო, ეცადა გავემხნევებინე, თუმცა გამხნევება მასაც ისევე სჭირდებოდა როგორც მე
-შენი სიტყვების შემდეგ მეც ვნატრობ ამ ზღვასავით თავისუფლებას
-ვწუხვარ დანიელ ჩვენი თავისუფლება ოცი წლის წინ ფულზე დაუფიქრებლად გაჰყიდეს და განა უცხოებმა საკუთარმა მშობლებმა, ახლა ერთადერთი რაზეც ვოცნებობ ეს არჩევანის ქონაა - წინადაება დავასრულე თუ არა დანიელმა ნაპირისკენ გამახედა, ნაპირისკენ რომელიც ცოტახნის წინ დავტოვეთ
-დიანა ნაპირზე მოციმციმე შუქურას ხედავ?
-კი ვხედავ
-ჰო და როცა იმედს დაკარგავ ამ შუქურას შეხედე და გახსოვდეს რომ ის სინათლის სხივია წყვდიადში, ამ შუქურამ ბევრი მეზღვაურის სიცოცხლე იხსნა, ბევრი ნავაი გადაარჩინა ჩაძირვას, ის იმედის სიმბოლოა რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება
-იმედი ყველაზე დიდი ფუფუნებაა, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ არ გაგავაჩნია. იცი რა დალევა და ამ სპექტაკლის დავიწყება მინდა
-კაუტაში შამპანიური იქნება -მე მის ნათქვამზე გამეცინა
-ვწუხვარ დანიელ მაგრამ მე სხვა გოგოებს არ ვგავარ, შამპანიურის წრუპვას დალევას არ ვუწოდებ. იმედია კაიუტაში ბურბონი არის თორემ მის საყიდლად წასვლა მოგვიწევს -დანიელს გულიანად გაეცინა, შემდეგ ბურბონის რამდენიმე ბოთლი ვიპოვნეთ და საწოლზე წამოწოლილები ჩვენს მშობლებზე ვბრაზობდით და ვსვამდით. ვერც კი მივხვდით როგორ ჩაგვეძინა. დილით დანიელის გვერდით გაღვიძება ცოტათი უცნაური იყო, თუმცა ახლა ჩემს გარშემო ყველაფერი უცნაურია. საწოლიდან ავდექი, წყეული საღამოს კაბა გავიხადე და იქვე სკამზე დადებული დანიელის პერანგი ჩავიცი, შემდეგ სამზარეულოში გავედი, მუსიკა ჩავრთე და საუზმის მომზადება დავიწყე. ცოტა ხანში დანიელსაც გაეღვიძა
-დილამშვიდობისა, შენ რა ნაბახუსევი არ ხარ? -დანიელმა გაკვირვებული სახით მკითხა
-არა, შენ კი აჯობებს ფორთოხლის წვენი დალიო და უკეთ გახდები
-მადლობა, ჩემი პერანგი გიხდება
-ჰო დაუკითხავად ავიღე რადგან იმ კაბაში კიდევ ერთს წამს ვეღარ გავუძლებდი. ჰო მართლა მე საუზმე მოვამზადე არ ვიცი რა გიყვარს ამიტო კვერცხი, ბეკონი და ბლინები მოვამზადე, კიდევ ყავა გვაქ
-მაგარია იცოდე ამას მივეჩვევი -გულიანად გაეცინა დანიელს
-რატომაც არა ჩვენ ხომ მალე ბედნიერი დაქორწინებული წყვილი ვიქნებით
-ჰო დაქორწინებული კი, ბედნიერი არ ვიცი -ჩვენ ვისაუზმეთ, შემდეგ კაპიტანს უკან დაბრუნების ბრძანება მივეცით და რეალობასაც დავუბრუნდით. დანიელმა სახლამდე მიმიყვანა
-დიანა დღეს დედაჩემი უნდა გაგაცნო
-ეს საჭიროა?
-კი მან არაფერი არ იცის ამ გარიგების შესახებ
-ჯანდაბა ანუ მის თვალწინაც უნდა ვითამაშოთ ბედნიერი წყვილი
-ჰო სამწუხაროდ მისი მოტყუებაც მოგვიწევს
-იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენი ნიშნობის შესახებ პრესისგან გაიგებდა, აჯობებს სახლში შემოხვიდე, მე მოვემზადები და ერთად წავიდეთ დედაშენთან
-კარგი -მე და დანიელი ჩემს სახლში შევედით, მე შხაპი მივიღე გამოვიცვალა და წასასვლელად მოვემზადე. რამდენიმე წუთში მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდა
-აი ჩვენც მოვედით, მზად ხარ?
-დედაშენის გასაცნობად?! არასდროს
-ნუ ღელავ მოეწონები -ჩვენ სახლში შევედით, ჩვენს დანახვაზე მერი გრინი, დანიელის დედა საშინლად გაბრაზდა
-დედა ვიღაც უნდა გაგაცნო, ეს დიანა -წყნარად წარმადგინა დანიელმა დედასთან
-არ მაინტერესებს ვინ არის ქონებაზე მონადირე, მატყუარა და მანიპულატორი გოგო. როგორ გაბედე რომ ცოლობა სთხოვე
-დედა დიანა კარგი გოგოა ასე ნუ ესაუბრები- დანიელმა მისი დაწყნარება სცადა
-ნუ იცავ, ის ჩემი რძალი არ გახდება. ტვინი ასე როგორ გამოგირეცხა, ასე როგორ დაგაბრმავა ჩემო ბიჭო
-დედა ახლავე შეწყვიტე -დანიელი დედასთან ჩხუბს აპირებდა თუმცა მე შევაჩერე
-დანიელ არ გინდა, ჩემს გამო დედას ნუ ეჩხუბები -თითიდან ნიშნობის ბეჭედი მოვიხსენი, მერი გრინს მივუახლოვდი და ბეჭედი ხელში ჩავუდე
-მისის გრინ მე ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც თქვენსა და თქვენს შვილს შორის ჩადგება -მე შემოვბრუნდი და სახლი დავტოვე, მძღოლს სანაპიროზე წაყვანა ვთხოვე, ჩემს საყვარელ ადგილას, პლაჟის იმ ნაწილში არავინ დადის მგონი ჩემს გარდა. თვალ წინ მერი გრინი მედგა რომელიც უნამუსოს და ქონებაზე მონადირეს მეძახდა, პირველად მომაყენეს ასეთი შეურაცყოფა, თანაც რისთვის იმისთვის რომ ვიღაც გამდიდრდეს. თავს საშინლად ვგრძნობდი შიგნიდან მკლავდა მომხდარზე ფიქრი, თუმცა ამაზე ფიქრს მაინც ვერ ვწყვეტდი. სანაპიროზე სეირნობამაც ვერ მიშველა, ამიტომ ტანსაცმელი გავიხადე და ზღვაში შევედი, ცურვა ყოველთვის მამშვიდებდა. ჩემი საქციელი დანიელის მძღოლმა არსწორად გაიგო და დანიელს დაურეკა
-სერ სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ მგონი მის ჯონსი ს აპირებს
-ახლავე მოვალ, მისამართი მომწერე -დანიელმა ტელეფონი გათიშა და ის იყო სახლიდან უნდა გამოსულიყო რომ მერიმ შეაჩერეა
-დანიელ შვილო არ წახვიდე იმ გოგოსთან, ეს არასწორია
-არა დედა შენი საქციელია არასწორი
-ნუთუ ვერ ხედავ, ის პირველივე დაბრკოლების გამო გაიქცა
-არა ის იმის გამო წავიდა რომ დედაჩემთან არ მეჩხუბა -დანილმა მერის ბეჭედი გამოგლიჯა ხელიდან და სახლი დატოვა. ცოტა ხანში პლაჟზე მოვიდა
-შენ აქ რას აკეთებ? -მე გაკვირვებული და სრულიად შიშველი ვიდექი დანიელის წინ
-ჯანდაბა მეგონა თავს იკლავდი -დანიელი ზურგით შეტრიალდა
-თავის მოსაკლავად ზედმეტად ახლაგაზრდა და მდიდარი ვარ, უბრალოდ ცურვა მომინდა
-სხვა დროს ძალიან დამავალებ თუ ტანსაცმლით იცურავებ -დანილმა თავისი მოსასხამი მომცა და სახლში წამომიყვანა, მე რამდენიმე წუთში მოვწესრიგდი, დაბლა ჩამოვედი დანიელი სამზარეულოში იდგა და ჩვენთვის კოქტეილს აკეთებდა -იმედია დედაშენი არ გაბრაზდება
-არ ინერვიულო ის სახლში არ არის -სანამ მე და დანიელი კოქტეილს მივირთმევდით, გრინების სახლში მერიმ სრული ქარიშხალი დაატრიალა
-მერი როგორც კი დამირეკე მაშინვე წამოვედი მოხდა რამე? -ჰკითხა ცოლს შეშფოთებულმა ენტონიმ
-როგორ თუ რა მოხდა, ჩვენი შვილი ვიღაც ქონებაზე მონადირე გოგოზე დაინიშნა
-რა?! დიანა სულაც არ არის ქონებაზე მონადირე
-ვერ ვიჯერებ შენ იცოდი და არაფერი მითხარი, თუმცა ახლა რა მნიშვნელობა აქვს, გოგონამ ბეჭედი უკან დამიბრუნა
-მერი კარგად მომისმინე ეს ქორწილი შედგება, შენ კი კარგად რომ მოგესმინა ახალი ამბებისთვის გეცოდინებოდა რომ ჩვენი შვილი დიანა ჯონსზე დაინიშნა ჯონსების საკრუიზო კომპანიის ერთადერთ მფლობელზე
-ის რობერტ ჯონსის შვილია?
-ჰო მისი შვილია, ახლა კი უნდა წავიდე, შენკი სცენების მოწყობა შეწყვიტე -ენტონი მაშინვე ჩემი სახლისკენ გამოემართა რათა ბეჭდის დაბრუნებისთვის დავესაჯე. კარზე კაკუნი გაისმა მე კარი გავაღე თუ არა ენტონიმ ხელი მომკიდა და მაგრად შემაჯანჯღარა
-რაზე ფიქრობდი როცა ჩემს ცოლს ბეჭედს უბრუნებდი?
-მამა დამშვიდდი ბეჭედი მე მაქვს, ამით გეგმები არ შეცვლილა უბრალოდ დედასთვის ასე იყო საჭირო, ახლა კი დიანას ხელი გაუშვი
-მიხარია რომ არაფერი შეცვლილა -ენტონიმ ორივე აგვათვალიერა და გვითხრა -იმ ადამიანების კვალობაზე რომელთაც ერთად ყოფნა არ სურთ დიდი დროს ატარებთ ერთად
-ეს სასაცილო არ არის ახლა კი გაეთრიე ჩემი სახლიდან, და ყოველწამს ჩემზე მუქარა შეწყვიტე
-როგორც იტყვი დიანა, ახლა წავალ ხელს არ შეგიშლით -ენტონი წავიდა მე და დანიელი სამზარეულოში დავბრუნდით და კოქტეილის სმა განვაგრძეთ, მე სამზარეულოს მაგიდაზე ვიჯექი დანიელი ჩემს გვერდით იდგა, ამ დროს ფანჯარაში დავინახე თუ როგორ მოუახლოვდა სახლს ჩემი საუკეთესო მეგობარი და როგორ გადაატრიალა გასაღები საკეტში, დავიბენი არ ვიცოდი რა უნდა მექნა ამიტომ დანიელს ხელი მოვკიდე ჩემკენ მოვიზიდე და ვაკოცე, მან გაოცებულმა შემომხედა თუმცა როცა ელისი დაინახა ყველაფერს მიხვდა და თამაშში ამყვა
-აქ რა ხდება? ხელს ხომ არ გიშლით? -ნაწყენი ტონით იკითხა ელისმა
-ელის როდის ჩამოხვედი? -მისი აქ ყოფნა გამიკვირდა
-პირველივე რეისით გამოვფრინდი ნიუ-იორკიდან, როცა შენი დანიშვნის ამბავი ვნახე ინტერნეტში
-გასაგებია ჰო მართლა, ელის გაიცანი ეს ჩემი საქმრო დანიელია, დანიელ
ეს ჩემი საუკეთესო მეგობარი ელისია
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ბევრი მსმენია თქვენზე
-მე კი იგივეს ვერ ვიტყვი -მკაცრად თქვა ელისმა
-კარგი დიანა აჯობებს წავიდე, თქვენ ალბათ ბევრი გაქვთ სალაპარაკო
-კარგი დროებით ძვირფასო -დანიელი კართან მისული უკან დაბრუნდა
-მოხდა რამე?
-ბეჭედის მოცემა დამავიწყდა, სააბაზანოში დაგრჩა და მე ავიღე
-მადლობა -დანიელი წავიდა მე კი ვიდექი ჩემი საუკეთესო მეგობრის წინ და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი.



№1 სტუმარი °°°°°°

dzalian kargia, male dade shemdegi tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent