შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში (3)


13-06-2017, 19:45
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 725

თავი 3

ჩემზე არანაკლებ ცუდ სიტუაციაში იყო ენტონი გრინის უფროსი ვაჟი დანიელ გრინი, ბიჭი რომელსაც გარიგების თანახმად ცოლად უნდა გავყოლოდი. ჩვენი სახლიდან წასული ენტონი მის ერთ-ერთ საწყობში მივიდა, იქ მას დანიელი ელოდა
-გამარჯობა მამა როგორ ჩაიარა ჯონსებთან სტუმრობამ?
-ჩვენი პატარძალი იმაზე ჯიუტია ვიდრე მოველოდი
-ანუ ქორწილი არ იქნება? -თითქმის სიცილით წარმოთქვა დანილმა
-დიანა ჯონსის წინააღმდეგობის მიუხედავად ქორწილი შედგება და თუ შენ უარს იტყვი ამ გოგოს ცოლად მოყვანაზე შენი ძმა სიხარულით დამთანხმდება
-არა მე დავქორწინდები დიანაზე, მას არ დაუმსახურებია მაიკლის ცოლობა -დანიელის უმცროსი ძმა მამის მარჯვენა ხელი მაიკლ გრინი ხორცშესხუმული სატანა. მიუხედავად იმისა რომ დანიელს დაქორწინება არ სურდა, მაინც დასთანხმდა დაქორწინებაზე რადგა არ სურდა მონსტრის ხელში აღმოვჩენილიყავი. სანამ ენტონი და დანიელი საწყობში საუბრობდნენ მე დიდი სიურპრიზი დამხვდა ჩემი სახლის მახლობლად არსებულ პარკში
-დილა მშვიდობისა დიანა ჯონს -უეცრად არსაიდან გამოჩნდა ვიღაც ტიპი და წინ გადამიდგა
-ვინ ჯანდაბა ხარ და ჩემგან რა გინდა?
-მეტი პატივისცემა გამოიჩინე მალე დავნათესავდებით
-ახლავე გადადი ჩემი გზიდან თორემ პოლიციაში გიჩივლებ -ჩემ წინ მდგომა გულიანად გაიცინა და მერე ისევ მე მომიბრუნდა
-ენერგია დაზოგე დიანა მე მაიკლ გრინი ვარ და მამაჩემმა შენთან მოკითხვა დამაბარა -წინადადების დასრულების შემდეგ სახეზე რაღაც ნაჭერი მომაფარა და გონება დავკარგე. მაიკლმა ენტონის დავალებით საწყობში წამიყვანა ეს ჩემი დაყოლიების გეგმა იყო. გონს რომ მოვედი სკამზე ვიყავი მიბმული და იქვე მაიკლი იდგა
-რა ჯანდაბაა სად ვარ?
-მშვიდად პრინცესა მაშინვე გაგიშვებ როცა ჩემთან დანათესავებას დასთანხმდები -სიცილით მითხრა მაიკლმა
-არავითარ შემთხვევაში მე მაფიოზების ბრძანებებს არ ვასრულებ
-მოგიწევს ძვირფასო თორემ ჩვენი საუბარი მტკივნეულად დასრულდება
-რას გააკეთებ მცემ? -წინადადება არ მქონდა დასრულებული რომ მაიკლმა სილა გამაწნა ეს იმდენად მტკივნეული იყო რომ დავიყვირე, ჩემი ყვრილი ძვირფასი მასპინძლის ყურამდეც მივიდა
-მამა ეს ვისი ხმა იყო? -შეშფოთებულმა დანიელმა ჰკითხა ენტონის
-დამშვიდდი ჩემო ბიჭო შენი ძმა ცდილობს დიანას დაყოლიებას გარიგებაზე
-შენი გეგმა ეს არის, მაიკლს აცემინებ მას და დაითანხმებ?
-ეს შენ არ გეხება დანიელ, აჯობებს ჩემს საქმეებში თუ არ ჩაერევი -მკაცრად უთხრა ენტონიმ შვილს, თუმცა დანიელს არ შეეძლო ჩუმად დგომა და იმის ყურება თუ როგორ სცემდნენ გვერდით ოთახში უდანაშაულო ადამიანს
-მაპატიე მამა მაგრამ ამის უფლებას ვერ მოგცემ - მაიკლი უკან დახევას არ აპირებდა ისევე როგორც მე და რომ არა დანიელი ის ჩემს წამებას განაგრძობდა
-ძვირფასო ძმაო რით დავიმსახურე ეს პატივი? -ცინიკურად კითხა დანიელს მაიკლმა
-გოგოს ახლავე მოშორდი
-გადაწყვიტე გმირი გახდე, მამა რას ფიქრობს ამაზე?
-მაიკლ გოგოს მოშორდი -დანიელი მომიახლოვდა ხელებზე თოკი შემხსნა და მანქანაში ჩამსვა
-ვინ ხარ და რატო მეხმარები? -გაკვირვებული შევეკითხე დანიელს
-ჩემს ვინაობას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ მინდა იცოდე რომ ენტონი გრინი ის კაცი არ არის რომელიც ასე მარტივად დანებდება დიანა შენ საფრთხეში ხარ
-მადლობა რომ ჩემზე ზრუნავთ მაგრამ თავს თავად მივხედავ
-შეიძლება თავს მიხედავ მაგრამ ის შენზე არ გაჩერდება -ეს მითხრა დანიელმა და სახლთან დამტოვა, მე ყურადღება არ მივაქციე მის სიტყვებს და სწორედ მანდ შევცდი, სახლში შესულს სიურპრიზი დამხვდა, მისაღებ ოთახში ჩემი ძმა და დედაჩემი სკამზე მიბმული და იარაღ დამიზნებული. კუთხეში მდგომ სავარძელში კი ენტონი გრინი იჯდა
-ვერ ვიჯერებ ასე როგორ დაეცით, გაეთრიეთ ახლავე ჩემი სახლიდან
-ძვირფასო დიანა მგონი დროა მოვილაპარაკოთ -ღიმილით მითხრა ენტონიმ
-თქვენნაირ ადამიანებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ, ახლავე წაიყვანე შენი ძაღლები ჩემი სახლიდან და უკან აღარ დაბრუნდე
-ან მოვილაპარაკებთ ან კვლავ ობოლი გახდები, უბრალოდ ახლა მდიდარი ობოლი იქნები
-ვერ ვიჯერებ ასეთი სულმდაბალი როგორ ხართ
-ანუ მოლაპარაკებისთვის მზად ხარ ძვირფასო?
-ჯერ ჩემი ძმა და დედაჩემი გაუშვი -ენტონიმ თავის დაქირავებულ მკვლელებს ოთახიდან გასვლა უბრძანა
-ახლა კი ქორწილის დეტალები განვიხილოთ
-პირველ რიგში ქორწილის მიუხედავად ნებას არ მოგცემთ ჩემი კომპანიის საქმეებში ცხვირი ჩაჰყოთ
-ეს არც მიფიქრია ძვირფასო, ახლა შენს მომავალ ქმარს დავურეკავ და დეტალები შევათანხმოთ -მე ჰელენს და კევინს ხელები გავუხსენი
-სანამ თქვენი ბიჭი მოვა მე წავალ წყალს გადავივლებ და გამოვიცვლი
-დიანა დარწმუნებული ხარ ამ ყველაფერში? -შეშფოთებით მკითხა კევინმა
-არა დარწმუნებული არ ვარ მაფიოზის შვილზე გარიგებით გათხოვებაში, თუმცა დარწმუნებული იმაში ვარ რომ ამ კაცს უფლებას არ მივცემ შენ და დედას რაიმე დაგიშავოთ
-იცით რა თუ თქვენი შვილი ჩემს დას ოდესმე აწყენინებს მოვკლავ
-შემართება მომწონს ასე განაგრძე ბიჭუნავ -მე ზევით ავედი, მძულდა ის ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდებოდა თუმცა სხვა გზა არ მქონდა. ნახევარ საათში კარზე ზარის ხმა გაისმა, მეც დაბლა ჩავედი კარი გავაღე და გავოცდი, კართან ბიჭი იდგა რომელმაც მაიკლ გრინისგან მიხსნა
-ამდენი დრო რატომ დაგჭირდა შვილო? -ენტონი მიუახლოვდა კართან მდგომს
-შვილო? -გავიკვირვე
-დიანა გაიცანი შენი მომავალი მეუღლე დანიელი -სიცილით მითხრა ენტონიმ
-გასაგებია, მე დიანა ვარ -ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად
-მე დანიელი
-მოდი ნიშნობით დავიწყოთ -ხმამაღლა განაცხადა ენტონიმ, მე და დანიელს ორივეს შეგვეცვალა სახე, ეს სიტყვები ბორკილებთან ნელ-ნელა გვაახლოვებდა -თქვენი ნიშნობა რომანტიული უნდა იყოს და რაც მთავარია სახალხო
-ეს ყველაფერი რა საჭიროა, უბრალოდ მერიაში ხელს მოვაწერთ და მორჩა -გაბრაზებულმა გავაწყვეტინე საუბარი ენტონის
-ახალი ორლეანის ორი უმდიდრესი ოჯახის შვილების ქრწილი მერიაში ვერ შედგება ასე რომ ჩემო ბიჭო ახლავე წადი საიუველირო მაღაზიაში და ჩვენი პრინცესასთვის შესაფერისი ბეჭედი იყიდე, მე კი ვუზრუნველყოფ რომ ეს ბედნიერი მომენტი პრესამ გააშუქოს -ამ ყველაფერზე ენტონი სიხარულით ამბობდა, შორიდან სიტუაცია ისე გამოიყურებოდა თითქოს წინ საოცნებო ქრწინება გველოდა. დანიელს მამისთვის წინაარმდეგობა არ გაუწევია, ბეჭედი იყიდა და საღამოსთვის მაგიდა დაჯავშნა რესტორანში. ენტონიც მალევე წავიდა მე თავაზიანად კარამდე მივაცილე
-ჩემო ძვირფასო ეცადე კამერების წინ ბედნიერად გამოიყურებოდე თორემ შენს ოჯახს შენი შეცდომა ძვირად დაუჯდება
-ჯანდაბაშიც წასულხართ, თუ კიდევ ერთხელ დამემუქრებით ჩვენი შეთანხმება დასრულდება -მე კარი მივუჯახუნე ცხვირწინ. ჩემს ოთახში შევედი, მინდოდა ისე ძლიერად მეყვირა რომ მთელ სამყაროს გაეგო, მე ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი და იქ საკუთარმა მშობლებმა გამგზავნეს, ისე არც კი დაფიქრებულან. რისთვის გამწირეს იმისთვის რომ ფუფუნებაში გვეცხოვრა, სწორედ ახლა მზად ვარ ყველაფერი ცეცხლს მივცე თუ ეს თავისუფლებას მომცემს, მაგრამ დაგვიანებულია ახლა მე ვერაფერი გამათავისუფლებს ჯოჯოხეთიც რომ გაიყინოს მაინც მომიწევს პირობის შესრულება. გარშემო მიმოვიხედე და გავაცნობიერე რომ სულ მარტო ვარ, იმდენად ღრმად ჩავიძირე მდიდარი სნობების სიბინძურეში რომ საუკეთესო მეგობარსაც ვერ ვუყვები, ელისი შემიძულებს როცა გაიგებს რომ ბედნიერი პატარძალი ვარ, ნეტავ ერთი შანსი მაინც მქონდეს რომ ამ ყველაფერს გავექცე, მაშინ როცა მე გაქცევაზე ვოცნებობდი უბედურების ზარმა ჩამოკრა, დანიელისგან შეტყობინება მომივიდა „მზად იყავი ნახევარ საათში გამოგივლი. –D “. ჩვემთვის ყველა გზა მოჭრილია, ახლა ისღა დამრჩენია პირდაპირ გავყვე გზას რომელიც არც კი ვიცი სად მიმიყვანს. მე კარადა გამოვაღე და არ ვიცოდი რა უნდა ჩამეცვა ჩემს ყალბ ნიშნობაზე, ან აქვს კი ამას რაიმე მნიშვნელობა, ამ დროს კარზე კაუკუნის ხმა გაისმა
-შემოდით ღიაა
-დიანა შენთვის საჩუქარი მაქვს -ღიმილით მითხრა ჰელენმა
-საჭირო არ არის დედა ყველაფერი რიგზეა
-ეს ამ საღამოს ჩაიცვი -ჰელენმა ყუთი მომაწოდა, შიგნით ულამაზესი წითელი კაბა და მისივე შესაფერისი ფეხსაცმელები იდო -ჩემო პატარავ შენ ძლიერი ხარ, ამასაც გაუძლებ
-არ ვიცი დედა, არ ვიცი სადამდე შევძლებ ამ სიყალბის ატანას, ეს ხომ ჯერ დასაწყისია -ჰელენი მომიახლოვდა, მომეხვია და ყურში ჩამჩურჩულა
-დიანა შენ საუკეთესო რამ ხარ რაც მე გამაჩნია, ასე რომ არ დანებდე იბრძოლე და გაიმარჯვე
-რას გულისხმობ დედა? -გამაოცა მისმა სიტყვებმა
-საყვარელო მართალია თამაშის წესები ენტონი გრინმა დააწესა, მაგრამ მე ვიცი რომ მისივე თამაშში შეგიძლია მისი დამარცხება. ახლა კი თავი მაღლა აწიე და იყავი დედოფალი, ეს ბრძოლაა დიანა ბრძოლას კი მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს
-გპირდები რომ ეს მე ვიქნები
-ვიცი ჩემო პატარა, მე შენ დამარცხებისა და მორჩილებისთვის არ გამიზრდიხარ, მას შემდეგ რაც ხელში პირველად აგიყვანე ვიცოდი რომ გამარჯვებული იქნებოდი ყველა ბრძოლაში. ენტონი გრინს გონია რომ ქალების დამარცხება მარტივია მაგრამ შენ უბრალო ქალი არ ხარ -ჰელენი კიდევ ერთხელ მომეხვია და ოთახიდან გავიდა, მისმა სიტყვებმა ძალა შემმატა, ახლა ვიგრძენი რომ მზად ვარ ყველაფრისთვის შური ვიძიო.



№1 სტუმარი Guest bubu

dzalian kargia, yovel dge dade xolme axali tavi

 


№2  offline წევრი MmariiamM))

Guest bubu
dzalian kargia, yovel dge dade xolme axali tavi

მადლობა, heart_eyes მიხარია რომ მოგეწონა. შევეცდები რაც შეიძლება მალე დავდო ახალი თვი heart_eyes
--------------------
Mm))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent