შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასაკი ყველაფერს ცვლის 4


16-06-2017, 19:32
ავტორი marishkka
ნანახია 2 260

ასაკი ყველაფერს ცვლის 4

დილით ადრე გამეღვიძა
დღეს ტრენინგის მეორე დღე იყო და მოტივირებული წამოვხტი საწოლიდან სააბაზანოში შევედი სახე დავიბანე და კარადისკენ გამოვემართე, რატომღაც ისეთ ხასიათზე ვიყავი რომ საშინლად მინდოდა
ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი დღეს საათს დავხედე ჯერ მხოლოდ 9 საათი იყო ტრენინგი კი 2 ზე იწყებოდა, ასე რომ ჩემი გეგმის სისრულეში მოსაყვანად საკმაო დრო მქონდა, ჯერ გადავწყვიტე მესაუზმა სამზარეულოში გავედი და უკვე მაკას მოემზადებინა საუზმე აი ვგიჟდები რა მე ამ ქალზე
-დეე რას შვები ჩემო ერთადერთო?
-რავი საუზმეს გიკეთებთ
-მამა სად არის?
-შენგგონია მე ვიცი? არ ვიცი სადაც უნდა იქ დადის როდის იყო აჩოტებს მაბარებდა?
-კიდე იჩხუბეთ? უხასიათოდ გადავხედე მე
-არა საყვარელო არა
ოთახიდან ხმაურით ჩემი ძმა გამოფრატუნდა, ეს იყო ადამიანი რომელიც ყველაფერში გვერდით მედგა, ჩემი ოჯახი სირთულეებს და პრობლემებს არ უჩიოდა და ამ ყველაფრის ადვილად გადატანაში მედგა დათი გვერდში, ის რომ არა მეეარ ვიცი დღეს რა ვიქნებოდი, ჩემი და? ჩემი და გათხოვილია, მისი სიყვარულის ამბავი აი ზღაპარში რომ არის ზუსტად მასეთი იყო რომ ვიხსენებთ მეცინება, ლისა ჰქვია უკვე 26 წლის არის და მალე
პატარა ბაია გვეყოლება, რათქმაუნდა ამ ფაქტის გამო ჩვენს ოჯახში რა პრობლემაც არ უნდა იყოს ლისას ყურამდე არ მიდის.
მაკას და დათის გადავხედე, რამდენს კარგავდა კაკი მუდმივ ჩხუბში რომ გვატარებინებდა დროს ან სახლში საერთოდ არ მოდიოდა, ყველაფერი ბიძაჩემის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა, იქამდე საუკეთესო ოჯახი ვიყავით და კაკიზე მზრუნველი მამა არ არსებობდა! ახლა კი, ერთი წელიც არ გასულა რაც ბიძია გარდაიცვალა, საშინელი დღეები და ღამეები გადავიტანეთ კაკიმ კი ჯერ კიდევ ვერ მოინელა დამთელი ოჯახი მოლოდინის პროცესში ვართ. მთელს ოჯახს მხოლოდ ერთი რამ გვსურს, მალე დაუბრუნდეს ის კაკი ჩვენს ოჯახს რომელიც ადრე იყო.
ფიქრებში გართული ჩემმა ძმამ გამომაფხიზლა
-კაწუს, დღეს მიდიხარ სადმე? ფული დაგიტოვო თუ წავიდე?
-კიკი მივდივარ და დამიტოვე და აუ ახალი წიგნებიც
მინდა რააა- კნუტის თვალებით გავხედე ჩემს ძმას
-კაი მაგიდაზე ვდეებ
-მიყვარხააარ
ჩაეცინა დათისდ ა უხმოდ დატოვა სახლი, მაკაც მას გაჰყვა ასე რომ მარტო დავრჩი და მომზადება დავიწყე.
გადავწყვიტე შავი მაღალწელიანი ჯინსი და ხაკისფერი ტოპი ჩამეცვა რომელსაც წინ თასმები ჰქონდა და საკმაოდ ლამაზ ”ვიდზე” დავდექი, ჩემი გრძელი შავი თმა ჩამოვიყარე და დავისწორე და ოდნავი მაკიაჟის გაკეთებაც გადავწყვიტე, ტონალური სახეზე რაც შეიძლებოდა თხლად გადავინაწილე, კონტურებით ყვრიმალებიც გამოვიკვეთე, ოდნავ ჰაილაითერიც წავისვი, წამწამები ავიპრიხე და ტუჩზე ღია ბეჟი კონტური გადავისვი კმაყოფილმა მოვავლე თვალი ჩემს ანარეკლს სარკეში, კედები ამოვიცვი და საათს დავხედე ჯერ მხოლოდ 12 იყო და თანავ ახლოს იყო ჩემს სახლთან, ასე რომ ისევ ონლაინ სივრცეს დავუთმე საკუთარი თავი, ტელეფონი რომ ავიღე გუკას შეტყობინება დამხვდა და ჩამეცინა
-დილამშვიდობისა დიდებულო ეკატერინე
-ბატონო გუკა, როგორ ბრძანდებით?
-კარგად თავად?
-მეც ასევე საყვარელოო
-რას შვები დღეს?
-აურავი, ეხლა ტრენინგზე მივდივარ შენ?
-სანამ წახვალ მანქანით გამოგივლი და სადმე ”კოფე” დავლიოთ მოჟნა?
-კაი იდეააა ისე ხო იცი შენ
-კაიკაი მოვდივარ
მხიარულად გავუთიშე ტელეფონი და ვაიბერში გოგოებს დავურეკე ყველაფერი ზედმიწევნით მოვუყევი და უკვე დაღლილმა ძლივს ამოვისუნთქე
-აუ მაგარ ვიდზე ხარ კაწ
-გოგო ხოო დღესაც შეაბავ მაგას შენ
სიცილით კვდებოდნენ თინიკო და მარიამი
-აუ გადითმომწერა გუკამ და გავედი მე
-მიდი გოგო დამოგვიყევი მერე
-ოქეი
გუკა დაბლა მელოდებოდა, სწრაფად ჩავირბინე კიბეები და მანქანაზე მიყრდნობილი მისტერ სიმპაწიურობა მშვიდას ეწეოდა სიგარეტს, ისეთი სიმპატიური იყო რომ ლამის ყბა ჩამომვარდა თუმცა, კაწკა დარჩია იმის ჩიტი არ იყო რომ ეს ყოველივე შეემჩნია, ამიტომ მშვიდად გავწიე მისტერ სიმპაწიურობისკენ
-რა ლამაზი ხარ გოგო
-მადლობთ მადლობთ
თავმომწონედ გავიქნიე თმა და ჩემი ადგილი დავიკავე მანქანაში მის გვერდით
-აუ კაწია მართლა რა ლამაზი ხარ დამინდე ცოტა
-არამც და არამც
ვუთხარი კისკისით
-სად მივდივართ აბა?
-ამ ცოტა დრო მაქვს, სანამ ტრენინგი დამეწყება და სადმე ყავა ან გლინტვეინი დავლიოთ
-კარგი მაშინ მე ვიცი ერთი კარგი ადგილი
-კაი ოღონდ ზუსტად 2ზე უნდა
ვიყო ხო იცი დაგვიანება არ მიყვარს
-კარგით თქვენო აღმატებულებავ
მითხრა სიცილით და მანქანა დაქოქა. შუა გზააში ვიყავით ერთმა გიჟურმა იდეამ დამარტყა და დაუყოვნებლივ გადავწყვიტე სისრულეში მომეყვანა.
-გუკააა
-ჰოუ
-გაააჩერე
-რა?
-გაააჩერე მანქანააა
-რამე მოდა? გამომხედა შეძრწუნებული სახით
-გაააჩერე ბიჭო
გუკამ მანქანა გააჩერა და მომაჩერდა
-გადმოდი
-რა ხდება ხო მშვიდობააა?
-აუ გადმოდი ვაჰ
-კაი
გუკა მანქანიდან გადმოვიდა და მისი ადგილი მე დავიკავე
-მე წაგიყვან
-გოგო გაგიჟდი?
-კიიი
და მანქანა დავქოქე თქვენ უნდა გენახათ გუკას შეშინებული სახე, თუმცა მშვიდობით მივედით ”ტიფანიმდე” და სიცილით გადმოვედით მანქანიდან
-მეგონა რომ ტარება არ იცოდი
-გეტყობოდა სახეზე ფერი არ გედო
დავჯექით ტიფანიში და შევუკვეთეთ, ძალიან
ბევრ თემაზევისაუბრეთ და ნელნელა ვრწმუმდებოდი რომ ეს ადამიანი მამშვიდებდა, ბედნიერებას მანიჭებდა. ასეთ ცოტა დროში ამდენი ემოცია მაკავშირებდა მასთან და ბედნიერი თვალებით შევციცინებდი გუკას
-როგორ გიხდება ღიმილი იცი?
-მადლობა, გუკა წავიდეთ ხო? დაამაგვიანდება
-კაი, წამო გამოგიარო საღამოსაც?
-არ შეწუხდე დღეს რეპეტიციაც გვაქვს და ჯერ სახლში უნდა გავიარო
-მერე რა გამოგივლი სახლში გაგიყვან მერე ემილის გავუვლიდა ისევ შენთან მოვალთ და ერთად წავიდეთ
-ვაიჰ კაიკაი
ტრენინგი უკვე დაწყებული იყო ისევ, და აუდიტორიაში შევედი თუ არა მამრობითი სქესის ყურადღება საგრძნობლად მივიპყარი, მეც თავმომწონედ დავიკავე ჩემი ადგილი და პროექტის ხელმძღვანელმა ჯგუფებისსგადანაწილება შეგვატყობინა ახლა იმის ჯერი იყო თუ ვინ რომელ ტრენერთან იმუშავებდა პროცესისთვის.
ჩემზე მეტად თურმე ერთი ტრენერი იგვიანებდა და კარები რომ გაიღო აუდიტორიაში კი ის ზემოთხსენებული ტრენერი შემოვიდა ყველაფერი ერთიანად დამავიწყდა ჩემზე მაღალი თმაგადაპარსული ულამაზესი თვალებითა და ცხვირით მამაკაცური ბოხი ხმით მოიხადა ბოდიში და ტრენერებს ღიმილით შეუერთდა, ღიმილისას ლოყები ეჩვლიტებოდა დააკაწერინა დაიშოკა თუმცა ვაანალიზებდი იმ ფაქტს რომ
ის ტრენერი იყო, თან ჩემზე უფროსი და თანაც ამ პროექტის მერე ვეღარსად შევხვდებოდი ასე რომ თავი ხელში ავიყვანე, და აიი კიდევ ერთი მისგან თავის დასაძვრენი საშუალებაც გამოვძებნე, სხვა ჯგუფში ვიყავი ასე რომ მასთან კონტაქტი არ მექნებოდა და ასეც აჯობებდა, აჯენდა გაგვაცნს და ჩვენს ჯგუფებში დავიწყეთ მუშაობა, აშკარად თვალშისაცემი მზერა მომხვდა მიყურებდა ის მიყურებდა, ვინც ასე ძალიან მომხიბლა და ვისი სახელიც კი არ ვიცოდი, მეც მეტი რა მინდოდა, თმა მხრებიდან ხელის ნაზი მოძრაობით უკან გადავიყარე და მზერა მზერაში გავუყარე, თავმომწონედ გავუღიმე და ტანის ნაზი რხევა რხევით აუდიტორია დავტოვე, მძიმე სამუშაო მელოდა წარმატებისთვის დიდი ძალისხმწვა მჭირდებოდა ასე რომ ყველანაირი არასაჭირო ფიქრი გავფანტე და ქეისზე მუშაობა დავიწყე ჩემს გუნდთამ და უსაყვარლეს ტრენერთან ერთად.
იმიტირებული პროცესისთვის მზადება ყველაზე საყვარელი საქმეა ჩემთვის, ამჯერად პროკურორობა მხვდა წილად და ყველაზე საპასუხისმგებლო დასკვნითი სიტყვის თქმა და დაწერა, იმედი მქონდა იმის რომ კარგად გავართმევდი თავს სამი დღე იყო პროცესამდე და უამრავი საქმე, ამჯერად განვიხილავდით მკვლელობის საქმეს მამობილი მოკლა ბიჭმა ფულის გამო და საკმაოდ მძიმე საქმე იყო. ჯგუფში მუშაობა დავამთავრეთ და გუკას მივწერე მოვრჩითქო, ძალიან კარგი გუნდი ვიყავით აი ძალიან მაგარი ბავშვები იყვნენ.
აუდიტორიიდან გავდიოდი თან საქმის მასალებში რაღაცას ვნიშნავდი და უეცრად რაღაც ძლიერს დავეტაკე თავი ავწიე და ვუალაა ეს ის ტრენერი იყო აი ძალიან რომ დამშოკა...
-უკაცრავად რამე ხომ არ იტკინე?
კაწია თავი ხელში აიყვანე ეხლა
-არა არა, ჩემი ბრალია
-არაუშავს, მოგეწონა ქეისი?
-დიახ
-რა როლი გაქვს შენ?
-მე პროკურორი ვარ, დასკვნითს ვამბობ
-აუფ აბა კარგი ძნელი საქმე გქონია შესასრულებელი... წარმატებები
-მადლობა
გავუღიმე და გავეცალე, ისეთი გრძნობა მქონდა რომ ბრინჯივით დავიბენი ფიქრებში გართული გუკას ზარმა გამომაფხიზლა
-კაწ მოვედი
-ჩამოვდივააარ
გუკა მანქანაში მელოდებოდა და იმდენად არ მქონდა ახლა რეპეტიციის თავი გადავწყვიტე მეთხოვა რომ სანამ არ დავასრულებდი ამ პროექტს ”შვებულება” მოეცათ.
დაუყოვნებლივ მივწერე მასწავლებელს და ავუხსენი იმანაც პრობლემა არ არისო
-გუკ, დღეს არ მივდივარ რეპეტიციაზე
-მაშინ წამო რამე დავლიოთ
-სხვა დროს რომ იყოს? ძალიან დავიღალე
-ნოუ ფრობლემ მაი ქუინ
-მასხარა ხარ რააა
-კლოუნი გოგო კლოუნი
სიცილით გადმომხედა, მეც გამეცინა მინას თავი მივადე და ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე რომელიც ასევე გუკას საყვარელი სიმღერაც აღმოჩნდა
”playground love” და სახლამდე უხმოდ საყვარელ სიმღერასთან და ადამიანთან ერთად ვიმგზავრე... თან იმ ტრენერზე მეფიქრებოდა რომლის სახელიც კი არ ვიცოდი
რა სასწაულია, 1თვისწინ ერთ ბიჭზეც კი არ ვფიქრობდი და ახლა ორზე ერთად ვფიქრობ მაგრამ მომავალი მარტო გუკას და ჩემს ურთიერთობას აქვს.

ბოდიშით დაგვიანებისთვის თქვენს კომენტარებს ველოდები, იმედია ძალიან
პატარა თავი არ არის ტელეფონით დავდე და ვერ გავთვალე
მოცულობა თუმცა შემდეგ თავებში ძალიან დიდი ამბები გელით.



№1 სტუმარი Guest bubu

sainteresoa vis airchevs gogo

 


№2  offline წევრი marishkka

Guest bubu
sainteresoa vis airchevs gogo

Ehh asarchevad namdvilad ar akvs sakmee

 


№3 სტუმარი lv

ცოტა საინტერესო გახადა ტრებერის გამოჩენამ :!

საინტერესო გახადა ახალმა ტრენერმა

 


№4  offline წევრი marishkka

lv
ცოტა საინტერესო გახადა ტრებერის გამოჩენამ :!

საინტერესო გახადა ახალმა ტრენერმა

უფრო საინტერესო იქნება მომავალი თავები

 


№5 სტუმარი elene

male dade shemdegi tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent