შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

First hug (თავი 2)


16-06-2017, 21:17
ავტორი Elli Na
ნანახია 1 286

გამახსენდა და წავიღიღინე, ფიქრებში გავერთე ისე რომ ადას სახლამდე, როდის მივედით ვერც გავიგე.
ადა დაგვემშვიდობა და მანქანიდან გადავიდა. როდესაც მე და დედა შინ დავბრუნდით, სახლში შესვლისთანავე გახდა დავიწყე და აბაზანაში შევედი, ძალიან მეძინებოდა, შხაპი მივიღე და საძინებლისაკენ გავეშურე, ოთახში შევედი ლეპტოპი ჩავრთე და ფეისფუქზე შევედი, თავს ისე ვგრძნობდი თითქოს რაღაც მაკლდა და უცებ გამახსენდა რაც, მუსიკა ...
სწრაფად მოვძებნე დანიელის მიერ გამოგზავნილი მუსიკის ლინკი და მოსმენა დავიწყე....

Here comes the rain again
Falling on my head like a memory
Falling on my head like a new emotion
I want to walk in the open wind
I want to talk like lovers do
I want to dive into your ocean
Is it raining with you.

დილით, რომ გავიღვიძე ლეპტოპი ჩართული დამრჩენია, საყვარელი მუსიკის მოსმენის დროს ისე კარგად ჩამძინებია, უცებ დანიელი გამახსენდა და სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა, გუშინდელ ჩახუტებას ვგრძნობდი.
ვიცოდი, რომ შემიყვარდებოდა და ასეც, მოხდა...
თანაც, პირველი სიყვარული ხომ ყველაზე ტკბილია,ადამიანის ცხოვრებაში.
ჰოდა ასე, დანიელის ფიქრში გადიოდა დღეები, არმყოფნიდა მხოლოდ მასთან მიმოწერა, მისი ნახვა მინდოდა სიგიჯემდე, პირველად ვიგრძენი თავი ასე...არვიცოდი რამექნა, თან ყველაზე დიდი დაბრკოლება ის იყო,რომ დანიელი და ლიზა ერთად იყვნენ და ნამდვილად არმინდოდა ჩემს გამო გაფუჭებოდათ ურთიერთობა.
ამ ყველაფრის შესახებ რათქმაუნდა ადამ ყველაფერი იცოდა, გამომდინარე იქედან, რომ ადას ლიზა დიდად გულზე არეხატებოდა, მირჩია, რომ ჩემი სიყვარულისთვის მებრძოლა , ჩემთვის ადას სიტყვები ერთგვარი ბიძგი იყო....მინდოდა თან გამეთვალისწინებინა, მაგრამ არშემეძლო, რაღაც დიდი წინაღობა იყო, რაც ძალიან მიშლიდა ხელს...! ვიცოდი, ვიცოდი, რომ ერთხელ მეც გამიმართლებდა, იმედი ხომ ბოლოს კვდება, მაგრამ რა მექნა ამას ლიზას ვერგავუკეთებდი! ან როგორ უნდა გამეკეთებინა ასეთი რამ დაქალისთვის?... ამიტომ საბოლოოდ გადავწყვიტე დროებით თავი შემეკავებინა დანიელთან ურთიერთობისგან და ასეც მოვიქეცი....
რამოდენიმე თვე ისე გავიდა,რომ არ შევხმიანებივართ ერთმანეთს, მაგრამ ვაღიარებ საშინლად მენატრებოდა მასთან საუბარი....
ლიზასთან ისე ახლოს აღარ ვიყავი, რაღაც მიზეზების გამო ერთმანეთს ხშირად ვერც ვნახულობდით და ვერც ვესაუბრებოდით. ბოლოს შემთხვევით გავიგე, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და ხელს ვერაფერი შემიშლიდა, იმ საღამოსვე მივწერე დანიელს და ისევ აგვეწყო ურთიერთობა....
კარგა ხანს მხოლოდ ინტერნეტით გვქონდა კონტაქტი,მაგრამ მან შეხვედრა შემომთავაზა, მეც დავთანხმდი და ერთმანეთს ტბასტან შევხვდით.
ძალიან ლამაზი იყო იქაურობა, ირგვლივ მწვანე ბუნება, მე და დანიელი აი რა იყო საჭირო სრული ბედნიერებისთვის...
იმდენი სასაუბრო გვქონდა, რომ საიდან დაგვეწყო არც კი ვიცოდით.
დანიელისგან გავიგე, რომ ლიზა ქალაქიდან წასულა და სხვაგან გადასულა საცხოვრებლად.ბოლოს ჩვენს სამომავლო გეგმებზე დავიწყეთ საუბარი, დანიელს ძალიან უნდოდა მუსიკალურ სასწავლებელში ჩაბარება და შემდეგ საზღვარგარეთ წასვლა რათა უფრო გაეღრმავებინა ცოდნა....
მე ფსიქოლოგობა მინდოდა და ორივეს იმედი გვქონდა რომ ჩვენს მიზანს მივაღწევდით.ძალიან ბევრი ვისეირნეთ და ვისაუბრეთ ტბის პირას, ისე მოსაღამოვდა ვერც გავიგეთ, დანიელმა სახლამდე მიმაცილა და დამემშვიდობა.....

***
დრო ისე სწრაფად გადიოდა თითქოს გუშინ გავიცანით ერთმანეთი, საბოლოოდ დადგა ის დღე, როდესაც გამოვუტყდით ერთმანეთს მე და დანიელი ჩვენს გრძნობებში.
ოჯახშიც აღარ ვმალავდით და მშობლებმაც გაიგეს, მის შესახებ, მაგრამ ჩვეულებრივად მიიღეს ეს ამბავი ან რაიყო ამაში ცუდი, რომ დაეშალათ.

ჩემთვის იმდენად თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღმოჩნდა დანიელი, რომ სიტყვებით გადმოცემა რთულია,თავი სიზმარში მეგონა, ჩვენ უჩვეულო სიყვარული გვქონდა, გვერდით მედგა და მენატრებოდა,მიყურებდა და მისი მზერა მიყვარდა,მისით ვსაზრდოობდი. ეს ფანატიზმი იყო,რაღაც უცნაური,შეუცნობელი გრძნობა. მახსოვს,საღამოობით მზის ჩასვლას ერთად ვუყურებდით და ერთმანეთის ყურებით ვტკბებოდით,შეიძლება ითქვას რომ,რაღაც არაამქვეყნიური გრძნობა გაგვაჩნდა ერთმანეთის მიმართ, ამ გრძნობას კი სრულყოფილად სიტყვა სიყვარულიც კი ვერგამოხატავს!
ჩემი დანიელი! თვალები მიბრწყინავდა მისი სახელის გაგონებაზე, ნეტავ მოგესმინათ მისი ტკბილი ხმა, მისი სიმღერა, როდესაც ხელში გიტარას აიღებდა და დაკვრას დაიწყებდა თავი ზღაპარში გეგონებოდათ.ძალიან ყურადღებიანი ადამიანი იყო, მან მე სრულიად შემცვალა და სხვა ადამიანი გამხადა, სამყარო სხვა ფერებით დამანახა.
ყოველთვის ცდილობდა რაიმე სიურპრიზი მოეწყო და მუდამ ბედნიერი ვყოფილიყავი, ათას სიგიჯეს ვაკეთებდით ერთად! რაზეც ოცნება ერთ დროს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო.
იცოდა რომ ზღვა ძალიან მიყვარდა, ამიტომ გადაწყვიტა მორიგი სიურპრიზი მოეწყო ჩემთვის მასწავლებეთან ვიყავი, როდესაც დამირეკა და მთხოვა რომ სასწრაფოდ მენახა, მეც თავი გავითავისუფლე და შევხვდი, ვკითხე რახდებათქო მაგრამ ის დუდმდა, უბრალოდ მთხოვა მანქანაში ჩავმჯდარიყავი და მობილური გამეთიშა, მეც დაუფიქრებლად შევასრულე მისი თხოვნა და ასეც მოვიქეცი....
მანქანა დაიძრა ამ დროს ჩვენი საყვარელი მუსიკა ჩაირთო და ერთდროულად ავყევით ხელი მაგრად ჩამკიდა და მთელი გზა ასე მივდიოდით გაურკვეველი მიმართულებით. ბოლოს მითხრა:
"ჩემო საყვარელო ემი ბათუმში მივდივართ!"
ძალიან გამიხარდა მაგრამ უცებ რომ დავფიქრდი რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამას გუნება გამიფუჭდა, ვიცოდი როდესაც ამას მშობლები გაიგებდნენ ძალიან გამიბრაზდებოდნენ , მაგრამ დანიელმა დამამშვიდა მითხრა, რომ სანამ ის ჩემს გვერდით იყო მე არანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა.

***
აი როგორც იქნა ბათუმში ჩავედით სასტუმროში დავბინავდით და ეგრევე ზღვისკენ გავეშურეთ მოსაღამოვდა, ალბათ როგორ ღელავდა ჩვენი მშობლები ხომ წარნოგიდგენიათ...
მაგრამ იმ მომენტში ისეთი ბედნიერები ვიყავით ვერაფერი გაგვიფუჭებდა ამ წამებს....ძალიან დაღლილები ვიყავით, ის გვერდით მომიწვა ხელები მაგრად მომხვია და ტკბილად დავიძინეთ.
დილით ზღვის ტალღების ხმამ გამაღვიძა, გვერდზე მივიხედე და დანიელი არსად ჩანდა, უცებ კარები გაიღო და ისიც გამოჩნდა ვარდების თაუგულით....უცებ წამოვხტი საწოლიდან და მისკენ გავექანე ისე შევახტი თავი ვერ შეიკავა და ორივენი ძირს გავითხლაშეთ.მთელი დღე სანაპიროზე გავატარეთ, დაუვიწყარი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში, გულში ვფიქრობდი:
"ღმერთო, როგორ მიყვარს, მაგიჟებს, ჭკუიდან მშლის ეს ადამიანი, თავი დამაკარგვინა!"
ნეტა გენახათ მისი ღიმილი, ჭორფლები და ულამაზესი თვალები!

***
მოსაღამოვდა ჩვენ ისევ სანაპიროზე ვიყავით, ვსეირნობდით ზღვის ნაპირას და მზის ჩასვლის ყურებით ვტკბებოდით, მინდოდა ეს წამი უსასრულოდ გაგრძელებულიყო და არასოდეს დამთავრებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერს აქვს დასასრული, როდესაც დაღამდა სანაპიროზე კოცონი დავანთეთ მე და დანიელი იქვე კოცონთან ახლოს დავსხედით და ვსაუბრობდით, გიტარა აიღო და მოულოდნელად დაკვრა დაიწყო.შენდეგ ჩემკენ მოიწია და მისკენ მიმიზიდა, ისე ძლიერად მომეჭიდა,თვალებში მიყურებდა და მისი ტუჩები ჩემსას უახლოვდებოდა, ის ისე სწრაფად დაეწაფა მას, რომ არმინდოდა გაჩერებულიყო, ჩვენი სხეულები ერთმანეთს ისე მიეკრა თითქოს რაღაც ძალამ გააერთიანა.....

***
ასე გავიდა რამდენიმე დღე სახლში დაბრუნების დროც მოვიდა, ბარგი ჩავალაგეთ და წამოვედით, ეს დღეები დაუვიწყარი იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელს მსოფლიოში და მინდოდა ეს სიხარული ყველასთვის გამეზიარებინა, მეყვირა ბოლო ხმაზე.ალბათ, წინასწარ გრძნობდა რომ ეს უნდა მომხდარიყო, მახსენდება როდესაც ვისხედით და ჩემი ხელი მაგრად ეჭირა,და მითხრა:
"ემი! შენ ხარ ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი, არასოდეს არ დაგტოვებ, მუდამ ერთად ვიქნებით, რაცარუნდა მოხდეს შენს გვერდით მიგულე, შენ მე მაბედნიერებ, უშენოდ არაფერი ვარ! ძალას მმატებ! სიცოცხლეს მიხალისებ და არმინდა რომ ეს როდესმე დასრულდეს!" ამ სიტყვების დასრულების შემდეგ ორივე ხელი საჭეს გაუშვა და მაგრად მომეხვია, საშინლად შემეშინდა და ვთხოვე რომ გზისთვის შეეხედა, ამ დროს ჩვენკენ მომავალი მანქანა შევნიშნეთ და მისგან გვერდის ასავლელად საჭე გადასწია დანიელმა, მაგრამ .....
მერე ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი.
თვალები გავახილე, გონს მოვედი, ირგვლივ კედლები შევათვალიერე და იქვე მდგომი თეთრ ხალათში მყოფი ქალი შევნიშნე, პირველი რაც ვიკითხე ეს იყო:
"სად არის დანიელი?!"
თეთრ ხალათში გამოწყობილმა ქალმა მითხრა, რომ დავმშვიდებულიყავი, მე კი უფრო პანიკაში ჩავვარდი და ყვირილი დავიწყე დაჟინებით მოვითხოვდი კითხვაზე პასუხს.
ხმაურზე ოთახში ჩემი მშობლები შემოვიდნენ და შუბლზე მომეფერეს, მერე კი მითხრეს რომ:"დანიელი აღარ იყო და ის საბედისწერო ავარიამ იმსხვერპლა" განწირული ხმით დავიწყე ყვირილი, მივხვდი რომ ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა.ძალიან მაღიზიანებდა და ჭკუიდან მშლიდა ის ფაქტი, რომ მე ცოცხალი გადავრჩი ის კი მოკვდა ! გულში ვფიქრობდი და ბრაზი მერეოდა როგორ შეეძლო დანიელს ჩემი დატოვება, როგორ გამიკეთა ესეთი რა ის წავიდა და მე მიმატოვა რატო არმოვკვდი მეც მასთანერთად.

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც რაღაც ჩხვლეტა ვიგრძენი და მერე არაფერი მახსოვს...

***

თვალები გავახილე და მივხვდი რომ ნაცნობ ადგილას ვიყავი, ჩემს სახლში... საავადმყოფოდან გამომწერეს რადგან ავარიის დროს დიდად არდავშავებულვარ.
ვთვლიდი რომ ჩემს ცხოვრებას არანაირი აზრი არ გააჩნდა, მაგრამ მაინც ცოცხალი ვიყავუ და ჩემი თავი მეზიზღებოდა. მეც უნდა მოვკვდე ეს აუცილებელია ნუ მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მე ვინ ვარ? რომ ასე ვიფიქროოოოოო.?????? განაჩენი ხომ მაღლა გამოაქვთ!!!.
***
გავიდა რამდენიმე კვირა, საშინელი ფიქრები დღითიდღე უფრო ძლიერად მიპყრობდა დანიელი მენატრევოდა მჭირდებოდა და მასთან მინდოდა, მისი ერთი ჩახუტება ყველაფერს მერჩივნა.სასაფლაოზე ყოველ დღე დავდიოდი, ერთხელ რომ მივედი დედამისიც ის დამხვდა, ძალიან სათნო და კეთილი ქალი იყო, იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ, უცებ თავბრუდამეხვა და მიწაზე დავენარცხე, მას სასწარფოსთვის დაურეკავს და მეც საავადმყოფოში ამოვყავი თავი, ექიმი შემოვიდა და მითხრა:
"არინერვიულო, საშიში არაფერი გჭირს, ეს ყველაფერი ფეხმძიმობის ბრალია"
როდესაც ეს გავიგონე რამოდენიმეჯერ გავუმეორე კითხვა, მეგონა მომესმა მაგრამ ეს რეალობა იყო.
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ დანიელის დედამ სახლამდე მიმიყვანა და თვითონ წავიდა, არმითქვამს ის რაც ექიმმა მითხრა. ეგრევე ადასთან წასვლა გადავწყვიტე, არვიცოდი საიდან დამეწყო, მაგრამ პირველად ეს ამბავი მას გავუმხილე, დაიბნა არიცოდა თუ რაეთქვა ჩემთვის ანდა რაუნდა ეთქვა, თავადაც გაკვირვებული ვიყავი...თან სიხარულის ცრემლი მომდიოდა რადგან მე ხომ დანიელისგან ასეთი "საჩუქარი" დამრჩა! მშობლებისთვის მანამდე არმითქვამს ეს ამბავი სანამ დედამ თავად არშეამჩნია წამოზრდილი მუცელი, მაშინვე დაურეკა ექიმს და აბორტის გაკეთება დამაძალა, მაგრამ ყველანაირად ვეცადე როგორმე აზრი შეეცვალა, თუმცა ჯიუტი ქალი იყო და მასთან ვერაფერს გავედი, ვერც გავამტყუნებ აბა როგორია 17 წლის შვილის ფეხმძიმობას რომ გაიგებ რომელსაც შეყვარებული გარდაეცვალა.
სახლიდან გამოვიქეცი და თავი ადასთან შევაფარე, ჩემებმა არიცოდნენ ჩემი გზაკვალი.

***

9 თვე გავიდა და შემეძინა, უსაყვარლესი ბიჭუნა სახელად ანდრეა, მისი სახით "გაცოცხლდა" დანიელი და ჩემმა ცხოვრებამაც აზრი შეიძინა. წლები გადიოდა ანდრეა კი დღითიდღე უფრო ემსგავსებოდა ჩემს დანიელს,ანდრეას სწორედ მის ნაირი თვალები აქვს და დანიელის მზერით მიყურებს.....ის მე სიცოცხლის სურვილს მიმძაფრებს.....


ძვირფასო მკითხველო ძალიან კრიტიკულებიც ნუ იქნებით, ჩემი პირველი მოთხრობაა))



№1 სტუმარი Guest გვანცა

ძალიან კარგია იმედია ემის მალე გააბედნიერებ:);))))

 


№2  offline წევრი Elli Na

Guest გვანცა
ძალიან კარგია იმედია ემის მალე გააბედნიერებ:);))))

მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent