შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ სიტყვები ზედმეტია (მეორე თავი)


17-06-2017, 00:21
ავტორი meilin
ნანახია 2 442

შოკირებული ვიდექი და და თვალებგაფართოებული ვაკვირდებოდი ხან ნუცას, ხან კიდევ მის გვერდით მდგომ ალექსანდრეს. გაბრაზება, სიხარული, და იმდეგაცრუება ერთდროულად დაატყდომოდა თავს ჩემს ცნობიერებას. დაახლოებით ინდური სერიალის პროტოტიპი შეიქმნა. სამი ადამიანი სამი განსხვავებული გამომეტყველებით. ნუცა აციმციმებული თვალებით, რომლებიც ბედნიერებას ასხივებდნენ, ის- მოჭუტული თვალებით, რომლებშიც აშკარა ირონია გამოიხატება და მე- გაფართოებული თვალებით, რომლებშიც სრული გაუგებრობა იკითხება. სანამ შედარებით გავაცნობიერებდი სიტუაციას, ნუცა უკვე ოთახში შემოვიდა. მე კი ვიდექი და ვაკვირდებოდი, ვცდილობდი გამეგო რა შეიცვალა მის გარეგნობასა (ან ხასიათში). ვაკვირდებოდი იმ იმედით, რომ მალე ეს გამოსახულება გაქრებოდა, მაგრამ ამაოდ, კედელს მიყუდებული განძრევას არ აპირებდა. თვალის ყოველი აყოლა ჩამოყოლებისას მისი გვერდული, ცინიკური ღიმილი თანდათან უფრო იზრდებოდა.
- ბოლოს რომ გნახე მაშინაც სველი იყავი. ამხედა, დამხედა და მზერა ჩემს ნახევრად გამშრალ კანზე შეაჩერა. მის შხამიან ნათქვამს მეტი ეფექტისთვის დამცინავი ღიმილიც დაამატა, რომელიც მის ორაზროვან ნათქვამს უსვამდა ხაზს. (ბრავო, მის შეტევას აწ მომზადებული ფარი აღვუმართე და კონტრშეტევაც განვახორციელე)
- ბოლოს რომ გნახე ცხვირიდან სისხლი მოგდიოდა. შეუდრეკელად მივახალე მისი ქვეტექსტური ნათქვამის პასუხი.
- შენ კიდე ჩვენი შეხვედრიდან 1 კვირით ადრე, ვიცოდი, რომ მაგას შემახსენებდი და ამიტომ პატარა საჩუქარი გაგიკეთე. ხელით გამომიწოდა ყველაზე დიდი ტამპონი, რომელის შოვნაც შესაძლებელია აფთიაქში და მითხრა.
- ვიცი შენსას მხოლოდ კაშხალი თუ შეაკავებს, მაგრამ ნათქვამია „ცდა ბედის მონახევრეაო“. ტამპონს დავხედე, მომინდა, რომ მისი ხელი ტამპონიანად მომეკვეთა, გონებაში მისი მოკვლის ათასგვარმა ხერხმა გამიელვა.“მია, ნუცაზე იფიქრე, გოგოს ნუ გააუბედურებ, უბრალოდ ნუ მიაქცევ ყურადღებას, იმას ნუ მიაღებინებ , რისი მიღებაც უნდა“. გვერდით გავიწიე და გზა დავუთმე. ნუცა დივანზე დაჯდა, გვერდით ალექსანდრე მიუჯდა და ხელი გადახვია. მაქსიმალური ძალა მოვიკრიბე, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა, სკამზე ჩამოვჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე და საუბარი აუღელვებლად წამოვიწყე.
- აბა გისმენთ, რისი თქმა გინდათ ?
- მე და ალექსანდრე ვქორწინდებით. (დიდი ნახტომია ალექსიდან ალექსანდრემდე, სად შეგვიძლია)
- ეგ უკვე გავიგე, მე რით შემიძლია რომ დაგეხმაროთ? ურყევი ტონით განვაგრძე. ნუცამ ალექსანდრეს გაკვირვებით გადახედა, შემდეგ ისევ მე შემომხედა. ალექსანდრე მშვიდად აკვირდებოდა ჩემს რეაქციებს.
- ჩემი მეჯვარე უნდა იყო და ქორწილის ორგანიზებაში დაგვეხმარო, სხვას ვერ ვანდობ, თან ეგეთები კარგად გამოგდის. ნუცა აგრძელებდა საუბარს, მე კი ვფიქრობდი რა დაალევინა, ან რა აჭამა ამისთანა ასე უცბად რომ დაიყოლია „თითქმის ყველაფერზე“
- რა თქმა უნდა, შენ გვერდით ვიქნები. ნუცამ ალექსანდრეს გადახედა და გადასჩურჩულა.
- მისი ასეთი სიმშვიდე ცოტა მაშინებს.
- არაფერია საშიში, ნიავი როგორც არუნდა გადაიხეს ხეს ვერ მოგლეჯს. სახეზე ალმური ამედო, ხეს ვერა მარა შენს თავს ნამდვილად მოვგლეჯ შენს „ღირსშესანიშნავ“ სხეულს. ღმერთო რას ვაკეთებ, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და ჯოჯოხეთში ჩავვარდნილიყავი ვიდრე ნუცა მის გვერდით მენახა, მე კი დახმარებას ვთავაზობდი, თუმცა ვერაფერს იტყვი, მე თუ არა თვით ეშმაკი მესტუმრა რომ სიცოცხლე გამიმწაროს.
- ნუცას უნდოდა ამ ღირსშესანიშნავ დღეს ისეთი ადამიანი ჰყოლოდა გვერდით, რომელიც მაქსიმალურად გაიზიარებდა ჩვენს ბედნიერებას და თუ გავითვალისწინებთ ნუცას გემოვნებას ღამის თეთრეულის არჩევაში, შენი დახმარება ნამდვილად დაგვჭირდება პირველი ღამის წინ. თუმცა მთლად პირველსაც ვერ დავარქმევდი. სარკასტულად თვითკმაყოფილი ღიმილით გადახედა პომიდორივით აწითლებულ ნუცას. ხოო დახმარება ნამდვილად დაგჭრდება, როცა ჩემი ხელიდან ნაცემ-ნაბეგვს მოგათავსებენ საავადმყოფოში გავიფიქრე გულში, პასუხად კი მხოლოდ გავუღიმე.
- ალბათ დიდი ძალისხმევა დაგჭირდა, რომ სახის ნაკვთებისთვის გეიძულებინა.
- შენ კიდე ალბათ დიდი ძალისხმევა დაგჭირდა, რომ გატეხილი ცხვირი წესრიგში მოგეყვანა.
- არვიცი რა წარმოდგენები გაქვს შენი ფიზიკური ძალის შესახებ, მაქსიმუმ კბილის ჩხირი გატეხო, და თუ მეხსიერება არ მატყუებს, სისხლი წარბიდან მომდიოდა, ისიც იმიტომ, რომ ჭიქის ყური ცუდად მომხვდა. თუმცა ეგ ჭრილობა მალევე შეხორცდა, მაგრამ აი შენ ? ყოველთვე ქრონიკული სისხლდენები გაქვს. შემიძლია დაგიცო, მაგრამ ქველმოქმედებით არ გამოვირჩევი. ვუყურებდი და ნათლად ვხედავდი როგორ იზრდებოდა მის თავზე 2 რქა. როგორ გინდა უფლება მისცე შენს დაქალს, ცოლად სატანას გაყვეს.
- ალექს, კარგი რა, ვიცი რომ ხუმრობ, მაგრამ ხოიცი როგორი მგრძნობიარეა სინამდვილეში და შეიძლება შენი ნათქვამი გულზე მოხვდეს. უპასუხა ნუცამ.
- სხვა დროს, როდესაც ჩემი სარკაზმის მუზის მოსპობას გადაწყვეტ „დიადი ალექსანდრეთი“ მომმართე, რომ ჩემი რისხვა შენ არ დაგატეხო თავს. თუმცა განრისხება პირველ ღამესაც მეყოფა, ამიტომ დღეს სულგრძელობას გამოვიჩენ. ამ დროს მის რქებს „fake“ შარავანდედი გადაეფარა.
- ყველა დიადი ადამიანი ამ დროისთვის მიწაში წევს და ურიგო არ იქნებოდა შენც შეერთებოდი მათ რიგებს.
- დიადი ადამიანები გაჭირვების ჟამს ევლიანებიან უბრალო მოკვდავებს და შეგიძლია შენი მესია დამიძახო.
- ეგ ანტიქრისტეს სიტყვებია, რომელიც თვითმარქვიულად ევლინება კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს. ცდილობს თვალებში ნაცარი შემაყაროს, არადა აშკარად ვხედავ მის რქებს, რომლებიც ბოლო შეხვედრიდან მკვეთრად გაზრდილია.
- ეს ხო მე12 სართულია ?
- კი.
- აშკარად ვგრძნობ სინესტეს და საინტერესოა აქ საიდან გაჩნდა.
- რავი ნუცას კითხე.
- მთელი გზაა ნუცასთან ერთად მოვდივარ და არაფერი მიგრძვნია და შემოვაბიჯე თუ არა მაშინვე სილასავით მომხვდა. ამიტომ ნუცა გამორიცხე.
ნეტა ეგ ჩემი ხელი ყოფილიყო, დაამშვენებდა შენს „ლამაზ“ სახეს.
- გრეის 50 ელფერი წამებაზე რომ ყოფილიყო, მე და შენ ვიქნებოდით მთავარ როლში და მამაკაცის როლს სავარაუდოდ შენ იკისრებდი. ჩაიცინა და წარბები ზემოთ აწია, თვალებში უზომო კმაყოფილება უკრთოდა. ვუყურებდი და მის თვალებში ჯოჯოხეთის ცეცხლს ვხედავდი, მიმიკებით კი დაახლოებით გრინჩს ჰგავდა, აი იმ მომენტში ახალი გენიალური ბოროტული გეგმა რომ მოიფიქრა და საცოდავ მაქსის თვითკმაყოფილმა გახედა. ~
- თუ სულ ეს იყო, შეგიძლიათ წახვიდეთ.
- ველოდებოდი მაგ გახუნებულ ფრაზას როდის იტყოდი. ეს მისთვის უპირობო გამარჯვება იყო ბრძოლის ველზე, აი მთელ ბატალიონს რომ გაგიწყვეტს მინიმალური დანაკარგებით. თავი ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები ეგონა მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ატომური ბომბი რომ ჩამოაგდო და მიწასთან გაასწორა. თუმცა ის კი გამორჩა მხედველობიდან, რომ იაპონიას საოცარი თვით აღდგენის უნარი გააჩნია.
- წამოდი წავიდეთ, უთხრა ნინუცას და ხელი ფეხზე მოუთათუნა. კისერი დაჭიმა და თავი ზემოთ აწია. „ატანა არ მაქ“ მისი ამ ჟესტის, ამ დროს კისერი გველის მუცელს უგავს ,კობრასავით წამოქაჩავსხოლმე იმ თავს, ეტყობა ძლიერი, დაჭიმული კუნთები ზედ, იდეალური ღარები აქვს, ყელზე ჰორიზონტალურად, პარალელურად მიყვება 2 ზოლი, რომელიც მის მაღალ ყელს პროპორციულ სამ ტოლ ნაწილად ყოფს, მის დანახვაზე შეუძლებელია ყალყზე წამომდგარი სამეფო კობრა არ გაგახსენდეს ( და ყელზე კოცნა არ მოგინდეს).
- უკვე გვიანია, დააცადე გამოიძინოს, გადმომხედა და მაშინ, როდესაც ნინუცა მასში მზრუნველ ადამიანს ხედავდა, მე აშკად ვკითხულობდი მის თვალებში „ვიცი, რომ ამაღამ არ დაგეძინება“. თითები თითებში გადაუხლართა და კარისკენ უბიძგა. გასვლისას ახლოს ჩამიარა, რათა მეგრძნო მისი პარფიუმის ნაცნობი სურნელი. როგორცკი გავაცილე ეგრევე ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე გულაღმმა გადავეშვი. დეტალურად მახსენდებოდა წუთების წინ მომხდარი სცენები, ამას ემატებოდა 5 წლისწინანდელი მოგონებები, რომლებიც ქაოტური კადრებივით ირეოდნენ ჩემს გონებაში, ერთი სიტყვით თავში სრული ანარქია გამეფებულიყო. ვიწექი ჭერს მიშტერებული და ვერაფერს ვუხერხებდი საკუთარ თავს რომ მასზე აღარ მეფიქრა. ოლიმპოს ღმერთებს რომ გაზვიადებისა და ბობოქრობის ღმერთი ჰყოლოდათ სავარაუდოდ ალექსანდრე იქნებოდა. ამ ადამიანს შეუძლია ქარიშხალი ჭიქაში კი არა „პიპეტკაშიც“ დაატრიალოს. შექმნას ბუზისგან სპილო, და წლების ახლო ურთიერთობის მერე ისე მოიკვეთოს ადამიანი, როგორც პაციენტს აშორებენ განგრენისგან დამპალ სხეულის ნაწილს. მთავარია ჩათვალოს, რომ იმედი გაუცრუეთ ღმერთმა იცის რაში და მის ღირსებას აუგად შეეხეთ ღმერთმაც არ იცის როდის. ვიწექი და მახსენდებოდა მისი სხეულის, ხასიათისა თუ ქცევების ყოველი დეტალი. თავში ამომიტივტივდა მოგონება, რომელიც ჩემში დღემდე ისეთივე აფორიქებას იწვევს, როგორც თავდაპირველად, როდესაც მისი „აფეთქების სცენას შევესწარი“. მაგ მომენტში მისი შინაგანი ცეცხლი გარეთ გადმოფრქვევას იმდენად ლამობდა, რომ მთელი გულ-მკერდი, ყელი და სახე ცეცხლის ალივით აწითლებული ჰქონდა. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, დაახლოებით ისე უყურებდა გაბრაზების ობიექტს, როგორც მცეხი მსხვერპლს, რომელსაც სადაცაა დაეტაკება და შუაზე გაგლეჯს. კბილებს კბილებზე აჭერდა, ყბასთან კუნთები ეკვეთებოდა ხოლო შემდეგი ეტაპი, რომელიც ნიშნავდა „უკვე გაქცევაც გვიანია“ გამოიხატებოდა მისი ყბის ოდნავ გაღებაში, თავის ნელა გვერდულ მიტრიალებასა და ღრმად ამოსუნთქვაში. მე კი ამ დროს იმის მაგივრად რომ მსხვერპლისა და ყველა გარშემომყოფის მსგავსად შიშის ზარი დამცემოდა, ვიდექი და სანახაობით ვტკბებოდი. მაგ დროს სადღაც ქრებოდა ჩემი დახმარებისა თანაგრძნობის უნარი, ვუყურებდი გაოცებითა და აღტაცებით როგორ იმატებდა ისედაც უზომოდ დიდი ტემპერამენტი და სექსუალურობა მასში, თუმცა ამ ველურ მხეცს და „ზეაღმატებულად მიმზიდველს“, როგორც თავის თავს უწოდებდა, გააჩნდა ერთი სუსტი ადგილი. ფიფქიასავით თეთრი კანი, რომელიც მზიანი ამინდის პირობებში ტაფაზე შემოგდებული ბარკალივით იბრაწებოდა და თითოეული ოდნავ უხეში შეხებისას ისე ლურჯდებოდა, გეგონება „დიადი ალექსანდრე“ ცხენით ჩამოატარეს და მოსახლეობამ ქვებით ჩაქოლაო. ამგვარ ფიქრებში გართულმა ვერც კი ვიგრძენი როგორ შემომათენდა.წამოვდექი და ზომბივით შევაბიჯე სააბაზანოში, ხოლო შემდეგი ეტაპები ნორმალურად აღარც მახსოვს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent