თამაში თავი 6
ყველაფრის მოყოლა თავიდან მომიხდა, დასაბამიდან აქამდე ის კი იჯდა და უბრალოდ მისმენდა, სახის გამომეტყველებიდან ვერ შეატყობდით რას გრძნობდა გაოცებული იყო თუ შეშფოთებული, არაფრის მთქმელ თვალებში ვუყურებდი და ვყვებოდი, ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი, არცერთი დეტალი არ გამომიტოვებია, ისიც კი ვუთხარი რომ სექსი მქონდა მასთან, და მას ისევ ისეთი სახე ჰქონდა, არცერთი ნაკვთი არ შერხევია, არანაირი მიმიკა, არანაირად არ რეაგირებდა, თითქოს გაიყინაო, თითქოს არც კი ესმის, თითქოს ის აქ არ არის, და მე ესეც კი მაშინებდა. -ყველაფერი სიზმარს ჰგავს არა? იკითხა და გაეღიმა -ჰო არ ვიცი რა ჯანდაბაც გინდა ის დაარქვი მაგრამ ეს ველაფერი გამაფრენინებს გესმის? აი ეს ყველაფ.... წინადადების დაუსრულებლად ტელეფონის ზარს ვპასუხობ და ისევ პირდაღებული ვრჩები, -არა! არა შეუძლებელია! კარგით მოვდივარ. ლევანი ჯერ აზრზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა შემდეგ კი ფრთხილად მკითხა რა ხდებაო, ალბათ იმიტომ რომ სახეზე მეტყობოდა თითქოს სადაცაა ავფეთქდები. -ჩემი კიდევ ერთი კლიენტი გარდაიცვალა, კორპუსის სახურავიდან არის გადმოვარდნილი, შემთხვევის ადგილას მიბარებენ. -მეც წამოვალ. -ჰო ჩავიცმევ და. უცებვე ვიფართხუნებ რაც ხელში მხვდება და სახლიდან გავდივართ, მანქანაში ვსხდებით და დიღმის მასივში მივდივართ. იქ მისულს ისევ მეფეთება ნაცნობი სახე, მის დასანახად ლევანს ხელს ვკიდებ და გვამის სანახავად მივიწევ რათა ამოვიცნო, ვიცი მაინც და მაინც სასიამოვნო სანახავი არ იქნება თუმცა ჩემი ვალდებულებაა, დიდი თავშეკავებულობით ცივად ვუყურებ გვამს და აკანკალებული ხმით ვამბობ -დიახ ეს ლადო ჩხეიძეა, ჩემი კლიენტი კვირაში 3 დღე სამშაბათი ხუთშაბათი და შაბათი, მე მას დამაწყნარებელ აბებს ვუწერდი რადგან აწუხებდა უძილობა, ნერვული შეტევები და მას ხშირად ავიწყდებოდა ფაქტები იგი იღებდა სომნა-რიცისა და ბიოდესატის აბებს. -და დარწმუნებული ხართ რომ ეს აბები მას პირიქით შედეგს არ აჩვენებდა? -ჩემი კლიენტი იყო და ვიცი, ის დროთა განმავლობაში უკეთ გრძნობდა თავს, თანაც ბევრად უკეთ, პერიოდულად მე მას ნერვოკალმსაც ვნიშნავდი რათა მკურნალობა გაუმჯობესებულიყო, და ის მართლაც უკეთ იყო. -მაშ რა გაეწყობა საქმე ისევ თვითმკვლელობის ნიადაგზე უნდა გავხსნათ. -და მე რას მეკითხებით მაგას წადით და თქვენ უტვინო გამომძიებელს კითხეთ! მხრებზე ვიღაც მეხება და მერე ჩემი ავგუსტსი მიდგება გვერდით -ოუ მაკა რა საჭიროა ასეთი უხეშობა? -შენ ვაბშე რა გინდა, ახლა შენი ნეტვები მაქვს?! -კარგი რა დამშვიდდი შენ გგონია ჩვენ არ გვაღელვებს ეს ყველაფერი? ეს უკვე მეორეა! -შენ ნერვიულობას ძაან მშვიდად გამოხატავ! -რაგინდა? ბოლობოლო ამიხსენი რა გეწყინა. უკვე ყვირილზე გადავედი -რა მინდა? ცოტა ტვინი რომ გაანძრიო ის მინდა, დებილივით იქცევი, სულელი ბავშვივით! შენ კარგად იცი მე რაც მეწყინა! რამაც გამაბრაზა და იცი რა? სახელით ნუ მომმართავ ისე მომმართე როგორც საქმეს შეეფერება! -მაპატიეთ თქვენო უმაღლესობავ რაა... სახე დამანჭა, ვეღარ მოვითმინე და გავულაწუნე. -ჯერ ეგერთი არ გაბედო და მეორედ არ ამიგდო მასხრად და მეორე ქალბატონი მაკა დამიძახე, და არა მარტო შენ! ყველამ! გასაგებია? თავები საწყლად დამიქნიეს და უხმოდ გააგრძელეს საქმე, თითქმის მთელი ღამე იქ გავატარე მერე წავედით ლაბორატორიაში რომ გვამის გაკვეთით მაინც დაგვედგინა რაიმე, მაგრამ არანაირი კვალი და არცერთი სამხილი. თითქოს მართლაც თავი მოიკლა, მე კი რატომღაც იმედი მქონდა, რომ ეს ყველაფერი განზრახ ხდებოდა. სამსახურში მე თვითონ ფსიქიკაშერყეული ძლივს ვუსმენდი კლიენტებს თა თან იმაზე ვფიქრობდი რომელი გამოაკლდებოდა მათ რიგს შემდეგი. სახლში იმაზე დაქანცული მივედი ვიდრე აქამდე მივდიოდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, არაფრის ხალისი არ მქონდა აფსოლიტურად, სამზარეულოში გავედი და სალათის მომზადებას შევუდექი, თითქმის დამთავრებული მქონდა ზარის ხმა რომ გავიგე, ხელები სარწყეზე გავიწმინდე და კერებისკენ წავედი, კარი გავაღე და მისი დახურვის სურვილი გამიჩნდა მაგრამ ჩემმა სტუმრმა ფეხი ჩააკვეხა და სახლში შემოიჭრა, ყვავილებით და შამპანიურით ხელში, რაღაც სულელური პერანგი და შავი ჯინსის შარვალი ეცვა. ზურგი ვაქციე და ისევ სამზარეულოში გავედი. -კაი რა რაგჭირს? მაპატიე იმ დღეს რომ უხეშად მოგექეცი განყოფილებაში ისედაც ნერვები მომიშალა ბუღალტერმა და მაგაზე გაცოფებულამ თავი ვეღარ შევიკავე. -გკითხე რამე? -მაკ... ქალბატონო მაკა გთხოვთ მომიტევოთ. -აი შეხედე რა არასერიოზული ხარ! აი შეხედე აქაც მაიმუნობ, როდის გაიზრდები?! -რა მოგდის? მაკა შემომხედე. მისკენ მაბრუნებს და მკლავებში მწვდება. გიჟის თვალები აქვს, აი მე კი არაფრის მთქმელი გამომეტყველებით ვუყურებ. ამაზე სულ გიჟდება და მაჯანჯღარებს. -მაკა! აზრზე მოდი! მაპატიეთქო გაიგე?! მიყვარხარ გოგო! მიყვარხარ შეიგნე და მე შენ არასდროს გკრავ ხელს! არასდროს! თავს ვინთავისუფლებ და ისევ ზურგს ვაქცევ, ამაზე უფრო გიჟდება და მიყვირის -ნუ მაგიჟებ იცოდე! -არ გაგიჟდე მერე შენ თუ ემოციების კონტროლი არ შეგიძლია მე რა შუაში ვარ?! -გოგო! ისევ მაბრუნებს და ძალით მკოცნის, თავიდან ვცდილობ რომ წინააღმდეგობა გავუწიო მაგრამ ვხვდები რომ ეს მეც მინდა მერე ვნებდები და ხელებს სახეზე ვკიდებ, უფრო ახლოს მომყავს ჩემთან და მეც გაგიჟებით ვკოცნი, თითქოს ვცდილობ მისი ტუჩები შევისრუტო, ეს რაღაც მონატრებას გავს, თითქოს მომენატრა, სიგიჟემდე მომენატრა ჩემი ავგუსტუსი, ამავდროულად დეჟავიუს გრძნობაც მაწუხებს, ეს ხომ უკვე იყო, ისევ არის და ვინ იცის კიდევ რამდენჟერ იქნება. ისევ სამზარეულოს იატაკი და მასზე მწოლიარე ორი ფიგურა, ფუტულებს გვანან ჩემს ფანტაზიაში, თითქოს დაპროგრამებით აკეთებენ ყველაფერს, ერთი მეორეში ჩაიძირნენ, თავბრუდამხვევ რომანს ქმნიან და წუთები საუკუნედ ეჩვენებათ, მერე კი პიკს აღწევენ, ყველაფერი ცუდი რაც შიგნით აქვთ ხმის ბგერებთან ერთად იფრქვევა გარეთ და უსასრულობაში იფანტება. ყველაფერი ერთ სევდიან მელოდიას მაგონებს, წვიმიან ამინდში რომ უსმენენ იმას. და მე ვიკარგები, და მე ვბნელდები, და მე თითქოს უსუსური ვხდები, თითქოს ვპატარავდები და იატაკზევე ვიკუნტები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.