შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7.პროფესორი მეტიჩარა


17-06-2017, 13:09
ავტორი blue witch
ნანახია 1 788

მიწაზე ბებიაჩემის დალიანდაგებული საბანივით ვარ გართხმული. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჯერ კატოკმა გადამიარა, მერე კი ვიღაცამ პირში გავარვარებული შანთი ჩამჩარა, რომელიც გალღვა გაცივდა და უზარმაზარ, უხეშ ბურთად გადაიქცა. ლარის კურსივით არეული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ, მაგრამ ჩემი მცდელობები ისეთივე უშედეგოა, როგორც ჩემი სამხედრო პოლიგონზე წარმოდგენა.
-სალომე, ხომ კარგად ხარ?-შეშფოთებით მეკითხება ნიკა. ოჰ, როგორც იქნა! გავახსენდი ტენოჩტიტლანის ბელადს, ტუტანხამონის გარე ბიძაშვილსა და მსოფლიოს უდიადეს აშას! ხრამშ გადასაგდებად , რომ მიმაქროლებდა ბუნკერში გადასაყრელი ნაგავივით და დასაკლავი ინდაურივით ,რომ ვჩხაოდი მაშინ რატომ ვერ მაჩნევდა?! მაინცდამაინც მიწაზე უნდა ვიყო გაშოტილი, ბეჰემოთივით დაგორგლებული, ჩემი ცხონებული, ჩემს მიერ , დაგორგლებული კატასავით აჩხავლებული და ასთმური შეტევის ფაზაში მყოფი, რომ ყურადღება მომაქციოს და მიხვდეს თავისი გლუვი ტვინით, თუ რა დღეში ჩამაგდო?!
-არა, არ ვარ კარგად და უახლოესი ორმოცდაათი წლის მანძილზე არც ვიქნები!-ნირწამხდარი გავხავი.
-კარგი, დამშვიდდი, არაფერი არ მოგივა, ნუ გეშინია აქ ვარ.-ხელებს მხვევს და გულში მიკრავს.
ნუ, ეხლა ვაღიაროთ, სასიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა მე რის სალომე ვარ რამე შევირგო?!
-ხელი არ მახლო! შენ, რომ ხარ ჩემთან მაგიტომ მიცემს გული ფეთიანივით, ერთი თვალი უნდა დაგილილავო და გაგიქციო, იქნებ მაშინ მაინც შეხედო სპიდომეტრს!-გველნაკბენივით ვხტები და დენდარტყმულივით ვიკლაკნები. როგორც კი მისი გალიიდან თავს ვიხსნი, მაშინვე საპირისპირო მიმართულებით მივფორთხავ.
-ასე ვერ მიტან?-ანაზდად მისვამს კითხვას. ნაღვლიანი თვალების დანახვისას ვშეშდები. სამაგიეროდ, მოგონებების შხამი მწარედ მივლის ძარღვებში,სკოლის პერიოდში, ჩხუბის დროს მსგავსი შეკითხვა მეც დამისვამს. ასეა! სამართალმა პური ჭამა? თუმცა არ ეყო, მშიერია და მეტს იმსახურებს!
-ვერ გიტან იმ ყველაფრისთვის, რასაც წლების განმავლობაში, შეფარულად მიკეთებდი და ახლაც წარმატებით აგრძელებ.- ვუზუსტებ.
აუ, რა ვიქალე! ალტერეგო მაინც მუშტებით მწიწკნის. როგორც ჩანს, გულს ვტკენ და ვამწარებ. არაუშავს, თავისი უთქმელობით უფრო მეტსაც იმსახურებს!
-ნუთუ?-ირონიულად მიბღვერს. დაუღრინე ელეს!
-აქნიე ეხლა თავი კანტუზიანი ქაშაყივით.-აკანკალებ ხელებს მუხლებს ვაჭდობ. მთავარია თვალებში არ შევხედო!
-აუ, რა სიტყვებია ჩემი...
-მოკეტე! ნუ მებაბნიკები, ისედაც მაწყდება ნერვები.-დამთავრებას აღარ ვადცი.
-როგორც შენ იტყვი.-უგერგილოდ იჩეჩავს მხრებს.
გულხედაკრეფილი ათი წუთის განმავლობაში უთქმელად ვზივარ, ბოლოს ენას კბილს მაინც ვერ ვაჭერ.
-თუ გიყვარდი, ასე რათომღა მექცეოდი?!-დაუფიქრებლად ვაყრანტალებ.
რა გავჩნდი ასეთი დებილი?! მრეკეთ ვინმემ მეტალის ტაფა შუბლში!
-შენ რატომრა მექცეოდი ასე?-ყველაზე მოულოდნელ რამეს მეუბნება.
-როგორ ასე?-მკვახედ ვახლი, მინდა მთელი ბრაზი ამ სიტყვებში ჩავაქსოვო, რომ შემთხვევით თვალები არ ამიცრემლიანდეს.
-ცივად, საერთოდ არაფერზე არ ეჭვიანობდი, სხვა გოგოებზე დამცინოდი, სხვა ბიჭებს ეძმაკაცებოდი, ხელიხელგადახვეულები დადიოთი, მხოლოდ მე არ მაქცევდი ყურადღებას, იშვიათად მიყურებდი, იმრიზებოდი, დამნაშავედ მაგრძნობინებდი თავს. შენი აზრით, პირველი ნაბიჯის გადმოდგმა მსგავს გაურკვევლობაში მყოფს შემეძლო?! თანაც ბავშვი ვიყავი, სულელი ბავშვი. ზოგჯერ ვირაცეების ტლიკინს ავყვებოდი ხოლმე.-რისხვა, მელანქოლია, ბრაზი, ტკივილი. ყველა ემოცია რიგ-რიგობით სცვლის ნიკოლოზის სახეს. ენა მუცელში მივარდება. აღარ მეხუმრება, პირიქით, მინდა დრო უკან დავაბრუნო, კადრები გადავახვიო და რამით მაინც ვაგრძნობინო ჩემი მისადმი დამოკიდებულება.
ყელში გაჩხერილ ბურტს დიდი გაჭირვებით ვყლაპავ.
თითქოს კბილები გუდრონით მაქვს დაწებებული.
უცნაურ, მომჟავო გემოს ვგრძნობ, ალბათ იმედგაცრუებისაა.
-ჩემს თვალებში წყენას ვერ ხედავდი?-ჩაყვეტილი ხმით ვამბობ.
-ხანდახან.-სოფოკლეს გაბზარული ჭიქას შეშურდება ისეთი ტონი აქვს ნიკას.
-მერე?-ისევ რისხვით ვენთები. ჩემ სხეულს განათება, რომ შეეძლოს პროჟექტორს დაუდგებოდა სიმძლავრით.
-რა მერე?-არც ნიკა ჩამომრჩება ავარვარებაში.-მკითხავი კი არ ვიყავი!
-მე რომელი მჩხიბავი მნახე რო.-ფეხზე ვხტები, სეული ისევ მიკანკალებს, ოღონდ ბრაზისაგან.
-ჩემ განსაკუთრებულ მზერას მხოლოდ შენ გიძღვნიდი.
-მე კიდევ თვალებს ვითხრიდი ტირილით.-ფილტვების დახეთქვამდე ვღრიალებ.
-მე რა ვიცოდი თუ ჩემზე ტიროდი?!-ამოსაფრქვევად გამზადებულ ვულკანს ემსგავსება.
-ყოველთვის შენზე კი არა ვტიროდი.-ვაბრეხვებ. ყოჩაღ! აპლოდისმენტები! ასეთ ჭკვიანურს თვით ნიცშეც ვერ გამოაცხადებდა.
-მითუმეტეს.-გამხეცებული ყვირის.
-ელე! ელე! ელე! ელე! სულ ელეზე ვინ ლაპარაკობდა, ცუციკივით კუდში ვინ დასდევდა?-თითებს საომრად ვატკაცუნებ.
-მე!- გამეხებული ყვირის. მოიცა, რაო? ეხლა არ გავხდე დედალი ტერმინატორი! შე კაცო თავი მაინც იმართლე.-იმიტომ, რომ გაეჭვიანებდი! თან სულ ნერვებს მიშლიდი!
-აბა მე მკითხე!-მე ხომ რასამბობ ამისი ქცევა ვარდებივით მეფინებოდა სულზე!
-სისულელეებზე ხუმრობდი!
-დებილობებზე გქონდა პრეტენზიები.
-მიდი აბა ვალში არ დამრჩე!
-არც იოცნებო! მოუნდა ბიჭს ჩემთან გართობა, ვერ მოგართვი!-თვალებიდან ცეცხლებს ვისვრი.
-თავს ნუ იმცირებ!-მგონი უნდა კედელს შემომაწყვიტოს.-კიდევ იტყვი რამეს და დაგახრჩობ! მაინც მაპატიებ და მერე იცოდე ცოლად მოგიყვან.
ისტერიკული სიცილი მიტყდება.
-შენ, მე, შენი, ცოლი, ნუ მაცინებ.-ლამისაა დაბლა ვიგორავო, ხარხარისაგან ორად ვიკეცები. ჯერ სად მე და სად ცოლი, ახლა სად მე და სად ნიკოლოზი, მითუმეტეს სად მე და სად ამის ცოლი.
-ჩაჯექი მანქანაში!-მიბრძანებს.-დროზე, რომ გეუბნები!
-ყურებზე ხახვი არ დამაჭრა!-ცინიკურად ვეღრიჯები.
-სალომე, ტვინს მატკიებ!
-მეც მტკივა ტვინი, ოღონდ მიზეზს სალომე არ ჰქვია.-სამეფო ბურდღუნიტ ვეკვეხები მანქანაში.
-ისე ჩემი მომავლის პერსპექტივებში გათხოვება, „ნასკი გამხადე ქალოდ“ ქცევა და ბავშვების მოვლა არ შედის.
-არც ჩემსაში!-მოკლედ მიჭტრის და შემდეგ ისეთი ხარხარი უტყდება , როგორც მე წეღან, ოღონდ მე ირონიულად ვკაკანებდი, ამას გულწრფელად ეცინება ჩემ ნათქვამზე.
-ლენჩი.-ტრავმატოლოგივით გამომაქვს დასკვნა.
ერთი სული მაქვს შხამიანი მაჩვზღარბათი მოვკლა!
* * * * * * *
კორპუსის წინ ვჩერდებით.
ცალი ფლოსტით, თავაწეული, ამპარტავნულად აბზეკილი ხვირით გადავდივარ მანქანიდან.
დაბარებულივით მოსდევს coldplay-hymn for weekend-ს john newmen-love me again.
-სიმღერაც ჩემ საწიინაღმდეგოდაა რა!-გაბოროტებული ბაბაიგასავიტ ვკრუხუნებ.
-შენ მომავლის გეშინია, არ გინდა გული გატკინო, ცრემლიანი მოგონებები გინდა, ოღონდ მხოლოდ მოგონებებში! მოსინჯე საკუთარი თავი სიყვარულში სალომე! ერთი ნაბიჯი შენც გადმოდგი.
თვალებგაფართოებული და პირდაღებული შევცქერი ნიკას გაბადრულ სიფათს, მანქანა თვალსა და ხელს შუა უჩინარდება. სიტყვები კი ცხადად ჩამესმის გონებაში, ისე თითქოს ჩემ ტვინში დაყენებულ რადიოში იმეორებენო და სრულიად განსხვავდება სუსტი ექოსაგან.
წყევლა-კრულვით ავდივარ კიბეზე.

p.s გამარჯობა სიყვარულებეო! ესც ახალი, ცოტა პატარა თავია.მუზა გამექცა, მეტის დაწერა ვერ მოვახერხე და ტყუილად არ გავწელე. მაინტერესებს, თქვენი აზრით, რატომ სჭირდება ამ ორ პერსონაჟს ამდენი წვალება და საერთოდ რას ფიქრობთ მათზე. ბოდიშს ვიხდი სოფოს აორთქლებისა და სალომეს ძმადნაფიცი ვატოს დროებითი „ამოჭრისათვის“. გპირდებიტ, ვატუნია-ბატონია მალე დაბრუნდება და იმაჭანკლებდ კიდეც. (მე და ჩემი სპოილერები) ლავ იუ! <3 <3



№1  offline წევრი blue witch

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათVის, სალომეს მართლა უჭIრს ყველაFრის დავიწყება სამწუხაროდ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent