თინა(თავი4)
ისევ წვიმს.. ეს დღეებია მზე საერთოდ არ გამოსულა. გადის დღეები, თვეები... და ზაფხულიც მოდის , ასევე გამოცდები რომელზეც ძალიან ვნერვიულობ. მეშინია რომ მშობლების და მეგობრების იმედები ვერ გავამართლო.. ზეგიდან გამოცდები იწება და ნერვიულობაც მატულობს, ახლაც ყველანი ჩემთან არიან და წინა საგამოცდოდ 'ნერვიულობენ' არყით. - დაასხი ერთი, რა დროს გამოცდებია - არყის ბოთლს დაწვდა გუგა. - შენ რა გენაღვლება?! მარიამმა თინამ და ნინამ იკითხონ - საყვედურობს კესო შეყვარებულს და იბღვირება. - მე გამოგრჩი კესი - იკრიჭება ვატო. - კაი ტო ჩააბარებთ, ეხლა თუ ვერა მომავალ წელს - 'გვამშვიდებს' თორნიკე. - ხო სათქმელად ადვილია.. - უი სადაა ნოე?! - კითხულობს ნინა და თვალით მარიამისკენ მანიშნებს. - მამამისთან ერთად კახეთში წავიდა საქმეზე და ჩამოვა საღამოს. მერე კიდევ გამოცდების სადღეგრძელოს სვამენ და გრადუს მოკიდებულები ყველანი აივანზე ვზივართ,მზემ გვიკადრა გამოსვლა. - ნოემ მომწერა და აქ რომ ამოვიდეს სირცხვილი ხო არაა? - მორიდებულად მკითხა უფროსმა კირვალიძემ. უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ და ჭრელ პლედს მჭირდროდ ვიხვევ. იცით რამხელა ბედნიერებაა როცა ყველანი ერთად ვართ?! ჩემს დიდ აივანზე ზოგი პუფში,ზოგიც სკამზე... ჭრელ-ჭრელი პლედებით. მალე ნოეც მოდის და მარიამის გვერდით ადგილს იკავებს,თვალს ვერ ვაშორებ... ერთნაირი თმის ფერი ერთნაირი თვალები მაგრამ მარიამის თვალები უფრო მუქია.. ვგრძნობ ვიღაც როგორ მეხება მოშიშვლებულ მუხლზე და მაცდურად იღიმის..ჩემს პლედს ორად ჰყოფს და 'სიმყუდროვეს' მირღვევს. თავს კისერზე მადებს და ცხელ კოცნას მიტოვებს, მე მის თვალებს ვაკვირდები უკვე მერამდენედ მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ სასწაული ფერის თვალები აქვს... თაფლისფერი, სიყვარულით სავსე. ნაზად მეხება და ყელზე მკოცნის, ერთიანად მივლის ჟრუანტელი მას ჩემს ხორკლებზე ეცინება და თავს მადებს. - აბა, ეგეთები 'სპალნაში' უყურე ამათ?! მორიდება არ იცით? - იმერული კილოთი ამობს ვატო და იცინის, მე ლოყები მიწითლდება...ბოლოს ყველას ეცინება მის 'იმერულ' კილოზე. - არ დავიშალოთ?! გადასამეორებელი მაქვს რაღაცეები - წუწუნებს ნინა. ყველა წავიდა თორნიკეს გარდა. - ვატო რა დებილია - იცინის და სიგარეტს უკიდებს. - ჰო ძალიან.. - ეგეთი რაღაცეების კი არ უნდა შეგრცხვეს - ისევ ცალყბად იცინის,ცალი ხელით მიჭერს და მის გვერდით მსვავს, ხელს მხვევს და მთლიანად შეიგრძნობს ჩემს სურნელს - გითხარი რომ ეს კაბა ძალიან გიხდება? - ბოხი ხმით ჩურჩულებს და მკლავზე ხელს მისმევს. ვჩუმდები. ვტკბები მომენტით და ვჩუმდები შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს.. რაღაცნაირია, მისგან დადებითი მუხტი მოდის .. ყოველთვის მაბნევს... არ ვიცი როგორ მაგრამ თავს ჩემს კალთაში დებს და თვალებს ხუჭავს, თავს ვათამამებ და თმაზე ვეფერები ის იღიმის... სახეზე ვუსმევ ხელებს, უმისამართოდ დავასრიალებს ხელებს და მის ნაკვთებს უკეთ შევისწავლი.. ხელები ჩემდაუნებურად ტუჩებისკენ გარბის.. აქ ვჩერდები და მის სახეს ვაკვირდები! ღმერთო! ნუთუ ეს ბიჭი მიყვარს?:)) ღმერთო! "ლუკა გოგიტიძე"-როცა ყველაფერი ამოყირავდა! ლუკა ჩვენი სკოლელი იყო,ჩვეულებრივი ბიჭი იყო დიდი არაფერი მაგრამ განსაკუთრებულად მეგობრობდა ჩვენთან, ჩემთან კი გამუდმებით კონტაქტი ჰქონდა. თანდათან ვხვდებოდი რომ მეგობრული განწყობა არ ჰქონდა ჩემს მიმართ. ერთხელ მახსოვს , ღონისძიებაზე გუგა მეხუმრა მომწონხარო, ისე გავბრაზდი ორი დღე არ ველაპარაკებოდი კირვალიძეს. მერე გადავიდა რაღაცნაირად დავიკარგეთ და იმ სიხშირით ვეღარ ვხედავდით როგორც ადრე. ამასწინათ ისტორიიდან გამოსულმა გადავწყვიტე გამესეირნა, ჰოდა იქ შემხვდა გოგიტიძე. ისეთ 'ვიდზე' იყო გავგიჟდი, მომიკითხა მეგობრულად როგორ ხარო.. - საერთოდ არ შეცვლილხარ - მიცინის და სიგარეტს იღებს. - როგორ არა გავიზარდეთ - ნაძალადევად ვუღიმი და ვფიქრობ როგორ 'მოვტყდე' აქედან. - დედა როგორაა? მომიკითხე აუცილებლად... გოგოებიც - - კარგად არიან რავიცი... - შენზე გავიგე ვიბლიანის შეყვარებული ყოფილაო - გულდაწყვეტით ამობს. - ჰომმ მე და თორნიკე... - ნერვიულობისგან ხელს შუბლზე ისმევს, მემშვიდობება და მივდივარ. - კარგი ბიჭია, მაგრამ ხო იცი უკეთესს იმსახუებ - მაცდურად მეუბნება და მხრებში იმართება, როგორ მინდა თავში რამე ბლაგვი ჩავარტყა! - ამაზე უკეთესი არ მყავს.. - მკაცრი ტონით ვეუბნები, ვემშვიდობები და ჩემს გზაზე მივდივარ. * ნინასთან ვიყავით გოგოები, სრული გლოვა ჰქონდა გამოცხადებული უმცროს კირვალიძეს და მოთქვავდა. მის შემხედვარე ისეთ ხასიათზე დავდექი არაფერი აღარ მინდოდა. - და სად ნახე? - ჰკითხა მარიამმა და ლოგინზე წამოწვა. - უნივერსიტეტთან, ისეთი დამპალია ღმერთო! - მოთქვამდა . - მეტი არ მინდა სადმე შემხვდეს ეგ შენი სანდრო! - ისევ გიყვარს ჰო? - თბილად ვკითხე და თმაზე ხელი ჩამოვუსვი... მწვანე ცრემლიანი თვალები შემომანათა და აქ მივხვდი რომ ნინას ცხოვრებაში სანდრო სულ იქნებოდა. - არა - მისი უარყობა მაგიჟებს, ნინაც მალე ეძინება გოგოებიც ვიშლებით და მარტო ვტოვებთ. ნინა და სანდრო ცოტა ისეთი ამბავი იყო. ჩახლართული ვერ გაიგებდი მათ გარშემო რა ხებოდა. სულ დაძაბულობა, კამათი, ჩხუბი და ბოლოს ისევ რიგდებოდნენ. ნინას უყვარდა დანამდვილებით ვიცი ! სანდროს არ ვიცი ხმები დადიოდა როგორც მეგობარს ისე უყურებსო მაგრამ მე ხომ ვიცოდი. საღამოს თორნიკე ვნახე. - რა ხასიათზე ხარ? - მკითხა და მანქანა დაქოქა. - არაფერი, ნინასთან ვიყავით ცუდ ხასიათზეა ცოტა ... - მაგის ცუდი ხასიათი ეხლა ცივ ყინულებს იდებს სახეზე - ირონიულად გამიცინა. - რა თქვი? - კაი რა ვიცით ყველაფერი, კარგად შევალამაზეთ - გაიცინია და ახლა შევამჩნიე რომ მარცხენა ხელი შეხვეული აქვს. - ხელი? - კარგად ვარ. გადიოდა დღეები, ისევ ნერვიულობაში და გამოცდების ლოდინში. ნინაც დამშივდდა. დღეს გვქონდა ბოლო გამოცდა, ის სამიც კარგად ჩავაბარეთ. ისე ვნერვიულობდი ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. . ყველანი ერთად მივედით გამოცდაზე. ეს იდიოტი გუგა ისეთ ხასიათზეა , ნერვებს მიშლის ! - კაი ტო მეც ეგრე ვიყავი რა იყოთ. - გუგა! წადი სანამ ლამაზი ხარ - თვალებს ვუქაჩავ და კონსპექტებს ვინივავებ. - თინათინ ახვლედიანი რომელია?ეძახიან.. - ახლა უფრო იმატა ნერვიულობამ ესე მეგონა ცივი წყალი გადამახსეს და მომკლეს. საბოლოოდ? ყვლაფერი კარგად დამთავრდა, გაღიმებული გამოვედი კლასიდან და პირველ სართულზე ჩავირბინე. - ამდენი ჩემს გამოცდაზე არ მინერვიულია - შემეგება თორნიკე და ჩამეხუტა. მერე ნინა შევიდა, ნინას ვატო და მარიამი მიჰყვნენ...საბოლოოდ ყველამ ჩავაბარეთ , ახლა ისღა დაგვრჩენია უნივერსიტეტის კარი შევაღოთ. - არ ავღნიშნოთ? - ეშმაკურად იკითხა ნოემ და მარიამს ხელი შემოხვია, ნინამ თვალები დამიქაჩა შეხედეო. - აუ კი - წამოიყვირა რომელიღაცამ. - კაროჩე ცხელა მაგრად თქვენს ნანერვიულები ხართ, - იკრიჭება გუგა და ჭინკები უთამაშებს თვალებში - წავიდეთ სახლებში მე აგარაკის გასაღებს ავიღებ და ორი დღე ავიდეთ კოჯორში, რამდენი ხანია არ ვყოფილვართ. ყველაფერი იქ ავღნიშნოთ, დავგეგმოთ ზაფხული ტრადიციულად - ტაში შემოკრა და ყველას გადმოგვხედა - ნინნ სანდრიკა წამოიყვანე სასიძოა ბოლოსდაბოლოს - ამის თქმა და მუჯლუგუნი ერთია. -არ მჯერა ორი დღე შენთან ერთად.. - მიჩურჩულასავით თორნიკემ როდესაც ჩემს უბანს მივუახლოვდით. - მიყვარს კირვალიძეების 'რანჩო' - გამეცინა. - თან მე გეყოლები ეხლა ორმაგად შეგიყვარდება მეც და კოჯორიც - ამაყად გაინართა მხრებში. ღიმილს ისევ არ იშორებს სახიდან... - საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი ხარ ! - არა გოგო, შენზე შეყვარებული იდიოტი - გაიცინა, ჩამეხუტა და წავიდა. გზად ვიყიდეთ პროდუქტები და გეზი კოჯრისკენ ავიღეთ. საოცარი სიმშვიდე წამებში დავარღვიეთ და ავახმაურეთ სახლი..ბავშობიდან მიყვარს აქაურობა,კარგ მოგონებებთან ასოცირდება და ორმაგად ბედნიერი ვარ რადგან ყველა ვინც მიყვარს აქ მყავს. - ნოდარ! იქნებ გამატარო - პირველი სართულის აივნიდან მარიამის ხმა მომესმა. - მაკრინე, იქნებ მაცადოთ გამოსვლა? - მარიამი მქვია, იდიოტო! - დავინახე როგორ გაკრა მხარი მარიამმა და საქანელაზე ჩამოჯდა. - ვინ სად ვიძინებთ? - იკითხა კესომ და დივანზე ჩამოჯდა. - მე და შენ ერთად გოგოები ნინას ოთახში, ბიჭები სტუმრების ოთახში.. დავეტევით იმედია - თვალები აუციმციმდა უფროს კირვალიძეს. - დავიძინებთ რო?! - თქვა ვატომ და სიგარეტს მოუკიდა ამაზე ნინა გაგიჟდა, კედლები არ გამიფუჭო გარეთ გადიო. ეტყობა ჰაერზე გააფრინა ამ გოგომ. სახლი იდეალურია გასართობათაც და დასასვენებლადაც. სამი სართულია ერთი სარდაფია სადაც ბილიარდის მაგიდა და ღვინის მარანია, ასევე ბუხარი. მეორე სართულზე ძირითადად ნახატები კიდია, ლამაზი ჭაღი და დივანი, სავარძლები აქვეა სამზარეულოც. მესამე სართულზე კი ოთახებია, რაც ყველაზე მეტად მომწონს ისაა რომ სამივე ოთახს საკუთარი აივანი აქვს.. რამდენ მოგონებას ინახავენ ეს აივნები.. და არამარტო აივნები, მახსოვს ბავშობაში მშობლებს დავყავდით აქ.. ისიც მახსოვს გუგა და ვატო მე და გოგოებს საწუწაო წყლის თოფებით რომ დაგვსდევდნენ. ვიკლებდით ეზოს სიცილ-კისკისით. -აუზიც აივსოო - დაიძახა გუგამ ეზოდან. - წამოდით ვიცურაოოთ. გარეთ გავედით ყველანი,გუგას უკვე მოესწრო ცურაობა და აუზიდან გვეკრიჭებოდა. - კესო პირსახოცი წამომიღე რა - დაუძახა კიბეზე მდგარ კესანეს. - ჩემი აიღე რა - შეზლონგზე წამოწვა. ფოტოების გადაღებით ვიყავი გართული,უკნიდან თორნიკე რომ მომეპარა და ხელი მომხვია,მეც წელზე მოვხვიე ხელი და გავინაბე. - ჩავიდეთ რა - ხელი ძლიერად ჩამჭიდა და აუზისკენ გამაქანა. ეს იყო საუკეთესო რამ ჩემს ცხოვრებაში, ვართ მხოლოდ ორნი წყლის ქვეშ,კისერზე მკიდებს ხელს და მისკენ მქაჩავს. ვგრძნობ ბედნიერებას.. ულევ სიხარულს და როგორ მინდა ეს წამი არასოდეს დამთავრდეს. მის ხელებს ვგრძნობ ჩემს ზურგზე, კიდევ მის ღიმილს ვგრძნობ წყლის ქვეშაც! მგონი სრულიად შევიშალე. მერე თავბრუმეხვევა და მხოლოდ მის ტუჩებს ვგრძნობ ჩემსაზე. ეს ერთი წუთი ერთ საუკუნედ იწელება და ვიხრჩობი! ხელებს წვერზე ვუსმევ და სიამოვნებისგან ჟრუანტელი მივლის. ცოტაც და დავიხრჩობი. ჰაერს ვუბრუნდებით და შეზლონგებზე ვხსდებით ვითომც არაფერი. მაგრამ მისი თვალები მე მაგიჟებს. - კარგი წყვილი ხართ - ნინას ჩურჩული მაფხიზლებს. - სანდრიკას მიხედე. - ჩემი სახელი მომესმა მგონი - ეშმაკურად ჩაიხითხითა სანდრომ და ნინას ხელი მოხვია. მთელი დღე გარეთ ვისხედით და მილიონ უაზრობაზე ვლაპარაკობდით. - მშია! - ამბობს ვატო. - ჭამე მერე - გავიცინე და სველი თმიდან პირსახოცი მოვიშორე. - ვაიმე, სამი რძალი ნუ კაი სარძლო ტყუილად მიზიხართ აქ ? - უკმყოფილოდ გადმოგვხედა გოგოებს და ტუჩები მოკუმა. - ვატო გამასწარი! - დაიყვირა ნინამ და 'ბაკურიანის' ბოთლი ესროლა. - კაი რა საჭმელების გაკეთება, ჩავალთ მე და კესო თბილისში აქვეა და ყველაფერს მოვიტანთ - თვალით ანიშნლა კესოს წამოსულიყო მე მათ ჩანაფიქრს მივხვდი და გამეცინა. - ზეგ ჩავდივართ იცოდე კიდევ სამი გამოცდა გვაქვს მალე მოდით - მანქანის გასაღები ესროლა ნინამ. ***** საშინელი გრძნობაა როცა იცი რომ შენი არავის ესმის და სრულიად მარტო დარჩი, რომ შენს გადაწყვეტილებას არავინს სცემს პატივს და უბრალოდ დაგივიწყეს. ისეთი რთულია ისეთი.. ზოგჯერ მგონია რომ ეს ყველაფერი მესიზმრება და არაფერი მომხდარა, მგონია რომ ყველაფერი დალაგდება მაგრამ არა! ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გავაფუჭე. მერამდენე ღამეა არ მძინებია , ვფიქრობ შენზე , ჩვენზე.. - თინი , ეს კაბა? - თეთრი ზედმეტად ბრჭყვიალა კაბა ამიფრიალა მარიამმა. - არ მომწონს .. - იქნებ ეს? - შეიძლება - ვიღებ კაბას და გასახდელში შევდივარ , თეთრ ქათქათა კაბას ტანზე ვირგებ და ჩემს თავს სარკეში ვაკვირდები,ეს მე არ ვარ. ორმაგად მეზიზღება ეს დღე! - ძალიან გიხდება - მეუბნება დედაჩემი და სხვა კაბებს ეძებს. - შეიძლებოდა ახლა შენი და თორნიკეს ქორწილი ყოფილიყო თინათინ.. - გულდაწყვეტით ამბობს დოლიძე მარიამი. - სამაგიეროდ არაა! შეეგუე იმ ფაქტს რომ დავშორდით. მერე ვჩუმდები და მარიამის სიტყვებს ვუფიქრდები. *** ეზოში ვზივართ და გუგას ველოდებით , მე თორნიკეს გვერდით ვზივარ და თავი მის მხარზე მიდევს, ნინა და სანდრო ფოტოებს იღებენ მარიამი და ნოე კი ერთმანეთს ჭამენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. - აუ მოდი საღამოს ბუხარი დავანთოთ რა. - ვაიმე მალე მოვიდნენ ისინი თორე მოვკვდი მშიერი - წუწუნებს ვატო. - მოვიდნენ აიჰჰ. ვისადილეთ და ყველა აქა-იქ მოვთავსდით. გუგა ვატო სანდრო და თორნიკე პირველ სართულზე ბილიარდს თამაშობენ გოგოები დიდ აივანზე ვზივართ და ვჭორაობთ. - მეცინება ამ სიტუაციას რომ ვუყურებ - ვამბობ და ცივ ყავას ვსვავ. - მე აღარ - იცინის კესო. - ნუ თქვენ ორი წელია უკვე ერთად ხართ - ნინა ამბობს - თიკა თმა დამიწანი რა - მიყურებს და მინდა ის ცივი ყავა ჭიქიანად გადავაყლაპო! თიკა არა თიკუნა:)) - მოდი ნინელი მოდი .. - რა მალე გავიდა ორი წელი - იცინის კესო. - ვაიმე არ შემიძლია ეს გათხოვებაზე ლაპარაკი, რძალ-მულის რაღაცეებზე წავედი მე საქანელაზე - გარბის მარიამი და ყურასმენები მიაქვს მალე ნოეც გვერდით უჯდება. კესო მანიშნებს გავიდეთო. - რა ლამაზი ცაა - გაუზარებლად ამბობს ნოე მარიამი უბრალოდ იღიმის - რას უსმენ? - Sweet creature-ს ჰარი სტაილსის - ამის გაგონებაზე ნოეს თვალები უფართოვდება და ცალყბად იღიმის. - ვიცი ეგ სიმღერა , მეც მომწონს მაგრამ Kiwi-ი უფრო მომწონს. - ჰარის ყველა სიმღერა კარგია - ამაყად ამბობს. - ჰომ კარგად მღერის - იღიმის ნოე - მგონი რაღაც საერთო გვაქვს. - მგონი - გულწრფელად გაუღიმა მარიამმა და გოგონებს შეუერთდა. საღამოა, ყველანი პირველ სართულზე ვართ, სავარძლებში წყვილ-წყვილად მოთავსებული. მარიამის და თორნიკეს შუაში ვზივარ და თავი თორნიკეს მხარზე მიდევს,შიგადაშიც გამომხედავს ხოლმე. - გუუგ ბუხარს კიდევ შეუკიდე რა შემცივდა - თვალებს აფახუნებს კესო გუგას ეღიმება და ცხვირზე თითს ჰკრავს. - სანდრო გვიმღერებს ეხლა - ნინას ხმა მესმის და მალე ვხედავ სანდროს გიტარით ხელში, მარიამი ტელეფონს იმარჯვებს და ყველა სიმღერას ველოდებით. - 'მზე დამაქვს ხურჯინით' - ვმღერით ყველა მარიამის ტელეფონი ამ ბედნიერ წამებს აფიქსირებს. ნინა გაბადრული უსმენს შეყვარებულს , თავი მხარზე უდევს და საერთოდ არ ეშლება ხელი დაკვრაში. ღმერთო შესანიშნავი დღეა! თორნიკე თითებს ჩემს თითებში ხლართავს და ასე ვუსმენთ სანდროს , უნდა ვაღიარო მართლა კარგად მღერის. სიამოვნების მორევში გახვეულმა კესოს ტელეფონის ხმა მაფხიზლებს. მე და თორნიკეს გვიღებს და ეშმაკურად იცინის. - კარგი სურათი გამოვიდოდა - მიჩურჩულა. - ამ 'რომანტიულ' საღამოს ღვინო მოუხდებოდა - ახალი იდეა წამოაყება კირვალიძე გუგამ. შავ ღვინოს ვეპარებით და მგონი ნელ-ნელა ყველანი გვარიანად შევთვერით მაგრამ არაფრის დიდებით არ ვიმჩნევთ. მეორე დღეს დავტოვეთ კოჯორი და დავუბრუნდით თბილისს,ახლა იწყებოდა კიდევ უფრო დიდი ნერვიულობა რადგან ეროვნულები გველოდა წინ. - არ მინდა საქართველოში რომ ჩააბარო - მითხრა მამაჩემმა ვახშმობისას. - რას გულისხმობ? - დავიბენი. - მინდა რომ ინგლისში ჩააბარო უფრო კარგად ისწავლი, ენასაც დაეუფლები - წითელი ღვინო მოსვა და გამომხედა. - არ ვიცი ზურა ..არის რაღაცეები რის გამოც ვერ დაგთანხმდები - უაზროდ დავუწყე თეფშს ყურება. - მოიფიქრებს , მისი გადასაწყვეტია -'გადამარჩინა' დედამ და ნაზად გამიღიმა. - შენთვის ვამბობ, ერთადერთი შვილი მყავს და მინდა ყველაფერი გავაკეთო მისი ბედნიერებისთვის.. ინგლისი... მე.. თორნიკე.. ღმერთო! ჯერ კიდევ მაქვს დრო ფიქრისთვის. იმ ღამეს არ მძინებია,ვფიქრობდი ყველაფერზე, ჩემს მომავალზე, ჩვენზე და სერთოდ ყველაფერზე. რთულია როცა არჩევნის წინაშე გაყენებენ როცა ფაქტიურად არც გეკითხებიან არაფერს, საბოლოოდ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი და ეს ამბავი არავისთვის მეთქვა მინდოდა ბოლოჯერ დავმტკბარიყავი მათთან ყოფნით, წინ ბათუმი გველოდა... ძალიან დავიგვიანე ვიცი, მუზა არ მოდის ხოლმე :დ ესეც მეოთხე თავი ველოდები თქვენს ემოციებს, მიყვარხართ!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.