შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ სიტყვები ზედმეტია (მესამე თავი)


18-06-2017, 00:00
ავტორი meilin
ნანახია 2 126

- აბა ჩაალაგე ტანსაცმელი ? აფორიაქებულმა ნუცამ ჩემი ოთახის კარი შემოაო და ლოგინზე შემომდგარ ჩემოდანს დაკვირვებით დახედა. მე სარკის წინ ვიდექი და „ბიკინებს“ ვიზომავდი.
- რაარის გოგო ეს, ჯერ არაფერი გაგიმზადებია ?
- დამშვიდდი ყველაფერს მოვასწრებ.
- ხოიცი რო დილით ადრე გავდივართ და ძალიან გთხოვ ადრე დაიძინე, ნამდვილად არ მინდა ამ ფანტასტიკაზე და საშინელებაზე გადარეულმა თინეიჯერებმა ზომბიდ მიგიჩნიონ.
- ვისი მანქანით მივდივართ ბოლობოლო ?
- ვისით წავალთ, გიოს მანქანით მივდივართ, ყველაზე დიდი მაგისია.
- ცოტა უცნაურად ჟღერს.
- როდის უნდა გადაეჩვიო „დირთი მაინდ ჯოუქებს“, გოგო ხარ ბოლობოლო.
- არ ვაპირებ, ცხოვრება მასე ბევრად სახალისოა.
- მოკლედ ჩაალაგე, დღეს შენთან ვრჩები, ოღონდ იატაკზე გამიშალე, შენი ძილის თავი არ მაქვს, წინ დიდი გზა მელის და მინდა რომ მაქსიმალურად კომფორტულად გამოვიძინო.
- 2 საწოლიანი ლოგინი მაქვს ნუცა.
- სულ რო ფილარმონია იყოს შენი საწოლი შენ ეგ მაინც ვერ შეგაფერხებს.
საღამოსთვის ყველაფერი მზად მქონდა

- ერთი სიტყვით, სექსუალური საცვლები არის, სექსუალური ბიკინები არის, სექსუალური ტანსაცმელი არის. მოკლედ მზად ვარ მორიელების დასაპყრობად.
ნუცამ თვალები გადააბრიალა.
- შეიძლება შენგან სულ მორიელი მესმოდეს ?
- რა ვქნა, მაგ თემაზე საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
დილით ბიჭები დაგვადგნენ თავს, დედაჩემი გამწარებული დარბოდა აქეთ-იქით და ცდილობდა მსოფლიოს სამყოფი სურსათ-სანოვაგე პატარა კონტეინერში მოეთავსებინა. მამაჩემი კი იდგა დასცინოდა დედაჩემის „ხლაფორთობას“, (რაც მშვილდოსნისთვის დამახასიათებელია). ამ დროს ჩემი პატარა ძმა გამოვიდა საძინებლიდან, ახალგაღვიძებული ყველაზე საყვარელი არსება იყო მთელ დედამიწის ზურგზე. ლოყებდაბუშტული, ქუთუთოებდასიებული მობარბაცდა და კოალასავით მომეკრო.
- მიაკო, ხო მალე ჩამოხვალ ?
- კი ჩემო პატარა, ორი კვირით მივდივარ. ხელში ავიყვანე და ჩავიხუტე. ჭკვიანად მოიქეცი და დედას დაუჯერე, ხო ? თავი თვალებისფშვნეტით დამიქნია და შემდეგ მხარზე დამადო. ლუკას გამოჩენამ ერთი ალიაქოთი გამოიწვია ბიჭებში. ყველა სათითაოდ ცდილობდა მის დასაკუთრებას.
- მე მიმიშვით, ამ ბავშვს ყველაზე მეტად ვუყვარვარ, ამტკიცებდა გიო, ვერძისთვის დამახასიათებელი სიჯიუტით.
დემეტრემ ცინიკურად ჩაიხითხითა და გიოს წარბის აწევით გახედა.
- რა თევზივით პირში წყალი ჩაიგუბე, ამოიღე ხმა.
- „ვით“ რატო, ისედაც ეგაა, უპასუხა მათემ ნიშნის მოგებით თან ფეხი ფეხი გადაიდო და მოვლენების შემდგომი განვითარების მოლოდინში გულ-ხელი დაიკრიფა.
- 1 თევზი მია რაარი, ამას დამატებული დემეტრე და პახოდუ ქალწული, ღმერთო რა სასტავში ვარ, მოდი ნუცა შენ მაინც მიშველე.
- ქველმოქმედება და თანაგრძნობა მერე იყოს, წასვლის დროა, განაცხადა სრულ მზადყოფნაში მყოფმა მათემ.
- აჰა ხო ვამბობდი, არ შეგარგებს არაფერს.
- ბავშვებო აბა თქვენ იცით, კეთილად იმგზავრეთ და რო ჩახვალთ დარეკეთ, განაცხადა ლამის ცრემმორეულმა დედაჩემმა.
- ბიჭებო გოგოებს გაბარებთ, თქვენი იმედი მაქვს. აყვა მამაჩემი
- ამათი იმედი ჩემ მტერს ჰქონდეს, თან ჩემოდნები აიღო დემეტრემ.
- არ იღელვოთ, ტყუილად კი არ ვარ, ჩაილაპარაკა ზეკმაყოფილმა გიომ და თავის კუნთებს ეამბორა. დემეტრემ და მათემ ერთად გააქნიეს თავი და ორივე თვალების ბრიალით გავიდა სახლიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან სულიერი ტყუპები გეგონებოდათ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავება იყო. მათესგან შორს იყო ზოგადად ადამიანური გრძნობები, სწორედ ამიტომ იყო ცივი და პრაგმატული, ხოლოდ დემეტრე კი პირიქით, ერთი შეხედვით უემოციოსა და უკარებას შთაბეჭდილებას ტოვებდა, სინამდვილეში კი იმდენად მგრძნობიარე იყო, რომ საცოდაობა იქნებოდა ამ ადამიანს ეს თვისება მაინც არ ჰქონოდა თავდაცვის მიზნით. ალბათ ზუსტად მაგის გამო მიადვილდებოდა დემეტრესთან ურთიერთობა, თუმცა ჩვენი კავშირი უსიტყვო კომუნიკაციით შემოიფარგლეებოდა. აი ყველაზე მსგავსი თვისება მათ შორის ეს იყო ქვეშ-ქვეშა ხასიათი. ადამიანს ძირს ისე შეუმჩნევლად გამოუთხრიდნენ, რომ, ხრამის კიდეში ჩამოკიდებული გულუბრყვილო მსხვერპლი მათვე სთხოვდა დახმარებას. რაც არუნდა იყოს ორივე წყლიდან მშრალი ამოდიოდა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი დემეტრეს უკეთ გამოსდიოდა.
გზად ჩემს ნათესავებს ვესტუმრეთ. იმერლების ამბავი ხომ იცით, რომ მიხვალ გამოშვება აღარ უნდათ, ამიტომ იმ ღამეს იქ დარჩენა გადავწყვიტე, ბავშვებს კი ჩემი ნივთები გავატანე, მხოლოდ ზურგჩანთა დავიტოვე ყველაზე საჭირო ნივთებით. მეორე დღეს ადრევე წამოვედი, ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი ზღვაზე. როგორც კი დანიშნულების ადგილას მივედი ეგრევე „პლაჟისკენ“ გავქანდი, კუპალნიკი უკვე მეცვა, ტანსაცმელს გზადაგზა ვიხდიდი, ყველაფერი ძირს დავყარე და ზღვაში შევვარდი. თუმცა ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა, როგორც ეს ზოგადად ხდებახოლმე, ამოყვინთულმა ჩევამჩნიე, რომ ჩემი ბიკინის ზედა ნაწილი ჩემს სხეულზე აღარ იყო. გაოგნებულმა მიმოვიხედე, თუმცა ვერანაირი მცურავი ობიექტი ვერ შევამჩნიე ადამიანების გარდა. გამწარებული გამოვედი ნაპირისკენ რომ გადამემოწმებინა იყო თუ არა იქ ვინმე, რომელსაც შეეძლო მსგავსი რაღაცის გაკეთება, ვგრძნობდი როგორ ორთქლდებოდა წყალი ჩემი სხეულიდან, თუმცა არავინ იყო. პლაჟზე აღარც ჩემი ტანსაცმელი ჩანდა, წარმოვიდგინე როგორი სიამოვნებით ვახრჩობდი იმ თავხედს, ვინც ეს გააკეთა, თუმცა არაფერი დამრჩენოდა გარდა იმისა, რომ ხელებაფარებული დავბრუნებულიყავი ბავშვებთან. მაგ იდიოტის გამო ტყე-ღრე მომიწია ფეხშიშველს მევლო, რომ არავის შეემჩნია. როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე, შევედი თუ არა, ჩემთვის უცხო ქაოსი დამხვდა. კარგად ვიცოდი როგორრებიც იყვნენ ერთად და იმას ნამდვილად ვერ იტყოდი რომ სიმშვიდით გამოირჩეოდნენ, თუმცა იმ მომენტში ვიგძენი უცნაური, ქაოტური, აფორიაქებული ენერგეტიკა და მივხვდი, რომ ხდებოდა რაღაც ისეთი, რის შესახებაც არაფერი ვიცოდი. შევიხედე მისაღებში და ვხედავ როგორ წამომჯდარა ვიღაც ჩემთვის უცნობი დივნის მისაყუდებელზე, ფეხები დივანზე ელაგა, იქ სადაც წესით სხედან, გარშემო შემოკრებილი ჰყავდა ჩემი მეგობრები და დიდი სიამაყით აფრიალებდა ჩემი ბიკინის ზედა ნაწილს სიტყვებით. „ხომ გეუბნებოდით 1 საათში ვიშოვიმეთქი“. უცბად ნინუცამ აღნიშნა. „მიას ბიკინებს ჰგავს“.
აი მაგ მომენტში გავაცნობიერე თუ რამხელა ძალის პატრონი ყოფილა ჰერკულესი, ვიგრძენი როგორ დამეჭმა სხეული, თავი ყოვლისშემძლე წარმომედგინა, იქვე გიოს მიგდებულ მაიკას დავავლე ხელი და სწრაფად გადავიცვი, ოთახში მძმე ნაბიჯებით შევედი, შემდგეგ ნაბიჯს ავუჩქარე და საბოლოოდ სირბილით გავქანდი უცნობისკენ, რომელსაც საბოლოოდ უკნიდან დავახტი და ინერციით ორივე იატაკზე გადმოვვარდით. ბიკინი ხელიდან გამოვგლიჯე და თმაში ჩავებღაუჭე.
- ვაიმე მია.. სასოწარკვეთილებით წამოიძახა ნუცამ
- ვაიმე ალექსი, აყვა გიორგი.
უცნობმა ხელი მტევანში მომიჭირა და თმიდან გამაშვებინა. იატაკზე მწოლიარეს ორივე ხელი თავს ზემოთ დამიკავა, ვიგრძენი როგორ სწრაფად შემოსრიალდა მისი თეძოები ჩემს ფეხებს შორის. რამდენიმე წამის განმავლობაში გამხეცებული თვალებით, წარბებშეკრული მიყურებდა, რომ მიხვდა რომ გოგო ვარ, შედარებით მოეშვა, უცბათ სახე შეეცვალა, ირონიული ღიმილი გაუკრთა და მითხრა.
- ასე მალე ? ვწუხვარ მაგრამ ველური მხეცები არ მიზიდავს, ზოოფილიისკენ თუ გადავიხრები აუცილებლად მოგმართავ. ხელი გამიშვა, წამოდგა და გამეცალა.
- უზრდელი, ამპარტავანი იდიოტი საქონელი ხარ.
- მე რამე უფრო კრეატიულს მოველოდი, კიდევ გაქვს სათქმელი თუ უკვე დაამთავრე ?
- მაგას არ შეგარჩენ ! მტკიცედ გაიჟღერა ჩემმა ხმამ.წამოვდექი.
- იმას რომ ბიკინი მოგპარე თუ იმას, რომ ზემოდან გეწექი ?
- ერთსაც და მეორესაც, ბიკინი ავიღე, წამოვდექი და საძინებლისკენ გაბრაზებული გავემართე.



№1 სტუმარი GIRL

male dade shemdegi tavi, sainteresoa

mia aleqsandres saidan icnobs an vin arian ertmanetistvis ?

 


№2  offline წევრი meilin

GIRL
male dade shemdegi tavi, sainteresoa

mia aleqsandres saidan icnobs an vin arian ertmanetistvis ?
ori siujeti midis paralelurad, erti ro chamovida (wina tavi) da meore adre rogor gaicnes ertmaneti (anu es) nucam da miam aleqsandre ertad gaicnes, dasasveneblad ro iyvnen wasulebi da vin arian ertmanetis magas gaigeb :D

 


№3 სტუმარი Teo

Morielio..aseti sinpatia chvens mimart pirvelad:d sul "gvadzageben" da is praza "bichi morielis dasapkrobado" momewona /ddddd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent