შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ენძელა და ია ფაიტონზე ზიან... (თავი 2)


18-06-2017, 12:53
ნანახია 2 089

გაცეცხლებული მივედი სოფისთან და დღვენადელი დღის ამბავი მოვუყევი და ყველაფრის მიუხედავად სიცილი დაიწყო ...
-აუ შენც გიყვები რა
-გოგო სასაცილოა , საწყალი ბიჭი არადა მისი ბრალი არ იქნებოდა
-რაა? გოგო კინაღამ გამიტანა თქო და მას ამართლებ?
-კაი რა ენძელა , შენც კარგად იცი როგორ გადადიხარ გზაზე და სხვის დადანაშაულებას შეეშვი!!
-მე თუ არ ვიყურებოდი თვითნ თვალები სად ჰქონდა?
-რომ ჰქონდა იმიტომაც გააჩერა!
-მომეშვი რა!!
-კაი ჰო, შენ რას შვრები აბა რითი უნდა გამახარო? ან სადაა გემრიელობები (წარმბები შეჭმუხნა და გამომცდელად დამაკვირდა)
-იმის გადამკიდე დამავიწყდა ..ბოდიში ეხლა ამოვიტანოთ თუ გინდა
-არა იყოს მემაქვს უკვე ამოტანილი (სიცილით მითხრა და კუხნაში გავიდა თან მელაპარაკებოდა)
-ჰა აბა რითი უნდა გამახარო თქვი დროზე!
-დღეს 2-ზე გასაუბრებაზე მივდივარ...და იმედია ამიყვანენ ...მუშაობასაც დავიწყებ და ალბათ ცალკე ბინასაც ვიქირავებ
-ვაიმე რამაგარიაა!! იმედია აგიყვანენ...კაი რა ენძელა გაუგე დედაშენსაც და რამდენჯერ გითხრა, რომ შეგიძლია ჩემთან გადმოსვლა მაინც მარტო ვცხოვრობ!
-ენძელა არა ელაა სოფიი !!! მაგაზე უკვე ვილაპარაკეთ , უკვე ბევრი რამით დამეხმარე და არ მინდა ზედმეტად დაგაწვე და მოვრჩეთ ამაზე ახლა მხოლოდ სამსახურზე ვფიქრობ და გასაუბრებაზე! ღმერთმა ქნას ამიყვანონ!
-ეგ მეორეჯერ არ გამაგონო! ნუ გავიწყდება რას ნიშნავ ჩემთვის მაგრამ კაი იყოს მასე! აგიყვანენ გოგო ნუ ნერვიულობ... შენისთანა თუ არ აყვანეს აბა სხვა რაში დასჭირდებათ (ხითხითებს )
-ოოო მომეშვი რაა , რომელი საათია მითხარი არ მინდა რომ დავაგვიანო თან უნდა ვიპოვო ის სახლი...
-2ის ნახევარია და ვგონებ რომ უნდა გამომემშვიდობო და ,,მომავალ სამსახურში“ გაიქცე (იცინის და გულში მიკრავს) წარმატებები ჩემო საყვარელო , ხოიცი თურამე გული არ დაიწყვიტო, თუმცა დარწმუნებული ვარ აგიყვანენ და იცოდე ველოდები შენგან ზარს!! (გამაფრთხილა და კარებამდე მიმაცილა)
-კაი ნუ გადამაყოლე ახლა ამ გასაუბრებას! წავედი აბა შენიცი ჭკუით (დავემშვიდობე და ჩემს გზას გავუყევი)

როგორც იქნა მივაგენი ამ სახლს, ანდაც სასახლე უფრო ერქმეოდა იმხელა იყო, მგონი სამსართულია , დიდი გალავნით, დიდი ჭიშკრით, სადაც ორი დაცვა იყო, შესასვლელიც ისეთი ლამაზი იყო , სახლის შესასვლელთანაც ორი დაცვა იდგა და ვეჭვობ ეს სახლი კიარა პარლამენტის სასახლე იყო ... ერთ-ერთ დაცვასთან მივდივარ და ვეკითხები
-გამარჯობათ, აქ გასაუბრებაზე ვარ მოსული და იქნებ...
-წამობრძანდით! არც დამასრულებინა ისე წამიძღვა წინ
-აქ შებრძანდით და მოგხედავენ .. პასუხს არ დალოდებია ისევ თავის ადგილს რომ დაუბრუნდა...მეც აღარ დამიყოვნებია და შევედი... უნდა ვაღიარო , რომ საოცრად ჰქონდათ მოწყობილი ინტერიერი... ოთახის ფერებიც ისე ლამაზად ეხამებოდა ავეჯს... კედლებზე ჩამოკიდებულმა ნახატებმა მიიქცია ყურადღება მე ხომ ხატვაზე ვგიჟდებოდი და გამომდიოდა კიდეც, თუმცა ჩემდა ბედად ეგეც არ დამცალდა თუმცა ჩემთვის მაინც ვხატავ, სოფი ყოველთვის მეუბნება რომ მხატვარი ვარ, თუმცა ეს მხოლოდ მისი აკვიატება მგონია...აღტაცებით ვათვალიერებდი ქალის ხმა ,რომ მომესმა
-მოხვედით შვილო? (მივიხედე და მივხვდი ეს მოსამსახურე იქნებოდა ტანისამოსიდან გამომდინარე)
-დიახ, აქ დამიბარეს გასაუბრებაზე, რომ..
-ვიცი,ვიცი შვლო, წამოდი მიგიყვან უფროსთან (დღეს ვატყობ რომ საუბარს არავინ დამაცდის...)
-მიდი ქალბატონი ელენა გელოდებათ (აღარაფერი მითქვამს მხოლოდ გავუღიმე და ოთახში შევედი, სადაც სავარძელზე მჯდარი ქალი დავინახე რომელიც ყავას მიირთმევდა, შესვლის თანავე შემომხედა და წამოდგა...
-მოდი დაჯექი (ადგა და მომიახლოვდა) როგორც ვიცი მუშაობის დაწყება გინდა, იქნებ შენი სივი მომცე გადახედავ , სადმე გიმუშავია ან სწავლით სადმე სწალობ?
-იცით მე... მე არასდროს მიმუშავია თუმცა ოჯახიდან გამომდინარე მეხერხება სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და რასაც დამაბარებთ აუცლებლად გავაკეთებ...მოვახსენე და ჩემი სივი გადავეცი, სწავლას რაც შეეხება სკოლა მაქვს დამთავრებული თუმცა უმაღლესში არ ვსწავლობ რაღაც პრობლემების გამო...
-კაი გასაგებია ენძელა...შემომხედა და თბილად გამიღიმა, რადგან ასეა მაშინ გაგაცნობ განრიგს, და რაც დაგევალება ამას ჩვენი მოსამსახურე და ძიძა ეკა გაგაცნობს ...
-მოიცათ ანუ აყვანილი ვარ უკვე?
-დიახ, და რაც მთავარია მხოლოდ ის გევალება, რომ ოთახები მოაწესრიგო ჩემი შვილების . ერთი ლიზა,რომდლიც ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და სკოლაში სწავლობს, ცოტა გიჟია , მაგრამ გაუგებ და ოჯახის მეორე უფროსი ალექსანდრე ის დიდია 25 წლის , ბიზნესმენია, ცალკე ცხოვრობს თუმცა ხშირად აქ რჩება ,ცოტა უხეშია თუმცა კარგი ადამიანია და შეეჩვევი ..და რაც შეეხება ჩემი და ჩემი ქმრის ოთახს მას ეკა მიხედავს, მე დილიდან საღამომდე გასული ვარ და ოჯახის საქმე , და საჭმლის გაკეთება შენ გევალება და რასაკვირელია ეკასაც, დილის 8-იდან საღამოს 10-მდე აქ იქნები..საჭმელის გაკეთებაში ეკაც დაგეხმარება... მთავარია სისუფთავე იყოს და მოწესრიგებულობა დანარჩენი არაფერი გევალება, რაც შეეხება ანაზღაურებას თვეში 800 ლარი გექნება.. ალბათ ყველაფერი გასაგებია შენთვის..
-800? ეს ხომ ბევრია... დიდი მადლობა (აღტაცებულმა წამოვიძახე და ხმამაღალი საუბრის გამო ენაზე ვიკბინე, დამეფიცება ასეთი ბედნიერი მეორე არავინ დადიოდა) დიახ ყველაფერი ზედმიწევნით გავიგე და აუცილებლად შევასრულებ ყველა მისიას...მხოლოდ ერთი მინდა გთხოვოთ ენძელა არ დამიძახოთ უბრალოდ ელა მქვია !
-კარგი შილო იყოს ელა, მაგრამ არაარის ცუდი სახელი ენძელა, თუმცა შენ როგორც გინდა, ხვალიდან გელოდები , ეკა გაგაცილებს
-დიახ , არ დავიგვიანებ მადლობა დიდი (აღტაცებულმა გადავუხადე და მანაც ბედნიერი ღიმილით გამომაცილა კარამდე )

ბედნიერი გამოვედი და გაცისკროვნებული სახით გავუყევი სახლის გზას, თუმცა მანამდე ტელეფონი ამოვიღე და სოფის დავურეკე , რომ გამეხარებინა, დარწმუნებული ვიყავი ჩემზე მეტად მას გაუხარდებოდა და ალბათ სახლსაც გადაატრიალებდა ახლა იქ რომ ვყოფილიყავი
-სოოფ ამიყვანეესს!! (რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა და არ დავლოდებივარ ეგრევე ვაჯახე)
-რაა?მართლა? არ მჯერა! აი ხომ გეუბნებოდიი , გილოცაავ ჩემო გოგო , შენ აზრზეც არ ხარ როგორ გამახარე!! იცოდე გელოდები ჩემთან აუცილებლად უნდა მოხვდიე და დაწვრილებით ჩამაბარო ყველაფერი!
-მადლობა, არა გოგო ახლა სახლში უნდა წავიდე და თან ხვალ ადრე უნდა ავდგე და სხვადროს გნახავ , წავედი ეხლა თორე ისევ ვინმე გამიტანს და შენი ბრალი იქნება იცოდე ( გადავიკისკისე და ისიც ავიყოლიე)
-კაი ჰოო რაგაეწყობა, ახლა მაინც იყურე წინ შენი ამბავი რომ ვიცი კიდე რამეს გადაეყრები (გამაფრთხილა თუმცა სიცილი მაინც ეპარებოდა)
-კაიკაი წავედი ,გაკოცეე.. კარგად... დავემშვიდობე და მობილური გავთიშე და ჩადების დროს ფეხი ამიცდა და მანქანას მივეჯახე წინიდან ( ჯანდაბა შენ თავს ელა, და ჯანდაბა ამ მანქანის პატრონს აქ რომ გააჩერა, წამით შევავლე თვალი და თითქოს მეცნოო თუმცა ფიქრები უკან მოვისრულე და გზა განვაგრძე ბედნიერმა...



№1 სტუმარი Guest Nanuka

Momewona. Gaagrdzele aucileblad

 


№2 სტუმარი ელენე ახვლედიანი

ძალიან მომწონს, მგონია რომ წინ დიდი განვითარება გველოდება <3 შეცდომებიც არ გაქვს.. მომწონს და ველოდები შემდეგ თავს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent