შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის მტერი (თავი 1)


19-06-2017, 02:58
ავტორი სვანი
ნანახია 1 588

დაახლოებით დილის შვიდის საათი იქნებოდა მიას ტელეფონი რეკვით რომ სკდებოდა.გოგობამ თბილი საწოლიდან ხელი გადმოყო და ტელეფონის ეკრანს თითი გადაუსვა,ყურთან მიიტანა და ყურმილის იქით ხმას დაელოდა
-მია გღვიძავს?
გაისმა გიორგის ხმა და მია გაახსენდა რომ უნდა ამდგარიყო.საბანი სწრაფად გადაიძრო და ფეხზე წამოხტა.არ ესიამოვნა შიშველ წვივებზე სიგრილე მაგრამ სხვა გზა არ ქონდა უნდა მომზადებულიყო
-კი... ავდექი და ვემზადები მალე მზად ვიქნები
დაიკნავლა გოგონამ თან კარადიდან ტანსაცმელ ყრიდა
-კაი მიდი გაემზადე და ერთ საათში შენთან ვარ
უთხრა გიორგიმ და ყურმილი დაკიდა.მიამ ტელეფონი საწოლზე მოისროლა ხოლო თვითონ სააბაზანოში შევიდა.შხაპი სწრაფად მიიღო და ოთახში დაბრუნდა.ტანზე ჩაიცვა და თაროდან ზურჩანთა ჩამოიღო.ჩანთაში საჭირო ნივთბი ჩატენა და ელვა შეკრა.საწოლი გაასწორა და სარკესთან მივიდა.თამა საშრობით გაიშლო და ჩამოივარცხნა.ტელეფონი და ჩანთა აიღო,ფარდები გადაწია და ოთახი დატოვა.მისაღებში გავიდა,ჩანთა დივანზე მიაგდო და სამზარეულოში შევიდა რათა ცხელი ჩაი დაელია.
წყლით სავსე ჩაიდანი გაზზე შედგა და კარადიდან ფინჯანი ჩმოიღო.შაქარი ჩაყარა და ჩაის ფერი ჩააგდო.სკამი გამოასოსიალა და ზედ დაებერტყა.ამ სიცივეში საშინლად ეზარებოდა მგზავრობა და სვანეთში წასვლა მაგრამ ცოტა განტვირთვა არ აწყენდა.მეგობრებმა გადაწყვიტეს ზამთრის არდადეგებზე სვანეთში ასულიყვნენ და ცოტახნით მაინც დაესვენათ.
მიამმ თავი მაგიდაზე დადო და თვალები დახუჭა.რამოდენიმე წუთი ასე იყო მერე ჩაი გაახსენდა და ფეხზე წამოდგა.გაზი გამორთო და წყალი ფინჯანში ჩაასხა,კოვზით შაქარს მოურია და ჭიქით ხელში მისსაღებში გავიდა.სავარძელში კომფორტულად მოეწყო და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა,სითხე უნდა მოესვა როდესაც კარზე ზარი გაისმა
-ღმერთო არ მაცალოთ ჩის დალევაც
ფეხზე ზანტად წამოდგა და შემოსასვლელში გავიდა.საკეტი გადაწია და კარები ფართოდ გამოაღო.გიორგი და ელენე იყვნენ (მეგობრები)
-შემოდით
თქვა გოგონამ და ოთახში შებრუნდა,მაგიდაზე დადებული ჭიქა აიღო და ისევ სავარძელში ჩაჯდა
-რას შვები თხაჯანა?
კითხა ელენემ და დივანზე მოკალათებულ გიორგის გვერდით მიუსკუპდა
-ბუქნარს
მობეზრებულმა გასცა პასუხი და ცხელი ჩაი მოსვა
-გეგმები შეიცვალა
თქვა გიორგიმ და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.მიამ თავი უცებ აწია და წყვილს გახედა
-აღარ მივდივართ?
თითქმის დაიკივლა მან და სახე დამანჭა
-კი...კი მივდივართ უბრალოდ ლუკა არ მოდის და ლუკას მაგივრად სხვა მოდის....
საუბარი გააგრძელა გიორგიმ
-და ეს სხვა ვინარის?
ინტერესით კითხა გოგონამ.გიორგიომ ელენეს გადახედა და შემდეგ ისევ მიას გახედა
-ლიპარტელიანი
ფრთხილად თქვა მან და გოგონას რეაქციას დააკვირდა.ამ გვარის გაგონებაზე წიკლაურს კანი აეწვა და სისხლმა აასხა.გიორგის გახედა რომელიც მას მიშტერებოდა
-მაშინ მე აღარ მოვდივარ
ზიზღით თქვა გოგონამ და წინ გაიხედა
-კაი რა...წამოო რას დაგიშავებს მის მერე ექვსი წელი გავიდა
წუწუნით უთხრა ელენემ.
ბაბის ისევ ის წლები გაახსენდა როდესაც ლიპარტელიანი პირველად ნახა.სძულდა ის დღე როდესაც მას პირველად შეხვდა.ლუკას დაბადების დღეზე.მაშინ მია 13 წლის იყო,ლიპარტელიანს შემთხვევით წითელი ღვინო გადაასხა იმ მომენტში როდესაც ის გოგოს კერავდა.მან კი გოგონა უბრალოდ აუზში მოისროლა და ყველასთან შეარცხვინა.კაბა მთლიანად სველი ჰქონდა და წყლიდან მანამდე ვერ ამოვიდა სანამ ყველ არ წავიდა.მის მერე ბიჭის გახსენებაზე სისხლი ეყინება და შურისძიება უნდება.უნდოდა მოეკლა და კიდურები სათითაოდ დაეძრო მისთვის.უბრალოდ ეზიზღებოდა ეს ადამიანი.
-მია ხო წამოხვალ?
ჰკითხა გიორგიმ და გოგონას ხელი ხელზე ფრთხილად დაადო
-არა!
მკაცრად თქვა და ბიჭს თვალებში ჩააშტერდა
-მასთნ ერთად არსად არ წამოვალ!ხისთავიანი ვირი!
-ოო კარგი რა წამოდი დაიკიდე ყურადღბა საერთოდ არ მიაქციო
გიორგიმ გოგონას ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ წავიდა
-წავედით მაინც დაგვაგვიანდა
დაამატა მან და კარები გაიხურა.მიამ კბილები ერთანეთს ძლიერად დააჭირა და ხმამაღლა ამოიხვნეშა.ფეხზე წამოდგა და მოსაცმელი მოიცვა.ელენემაც მას მიბაძა და ასე ერთად გავიდნენ სახლიდან.კიბეები ჩაირბინეს და გიორგის მანქანისაკენ წავიდნენ.ელენე წინ დაჯდა.გოგონას უკან დაჯდომა მოუწია იმ ადამიანის გვერდით ვისაც ვერ იტანდა.უხმოდ დაიკავა მისი ადგილი ისე რომ ალექსანდრესთვის არც კი შეუხედავს.გიორგიმ მანქანა დაძრა და გრძელ,დამღლელ გზას დაადგა.მია გრძნობდა მწველ მზერად მარჯვენა მხრიდან.არ უნდოდა ალექსანდრეს ამაზრზენი სახე დაენახა.ფანჯარას თავი მიადო და თვალები დახიჭა.უნდოდა დაეძინა მაგრამ არ გამოსდიოდა რადგან გვერდით ის ადამიანი ეჯდა რომელის სადმე ქუჩაში რო შეხვედროდა აუცილებლად მოკლავდა ახლა კი ვერაფერს აკეთებდა "დეგენერატი,კამეჩი,ღორი" ლანძღვდა მას გულში და ცდილობდა მისკენ არ გაქცეოდა თალი.არადა მის მეორე მეს საშინლად უნოდა მისი ნახვა,აინტერესებდა როგორი იყო.ალექსანდრე ყრმობაში სასტიკად სიმპატიური იყო.ყველა გოგო მას ეტენებოდა,ბიჭსაც სხვა რა უნდოდა.გოგოები,სასმელი და გართობა.
მია ფიქრეში იყო გართული როდესაც გიორგიმ მანქანა მაღაზიის წინ გააჩერა
-გადავალ რამეს ვიყიდი და მალე მოვალ
თქვა მან და მანქანიდან გადავიდა
-დამელოდე მეც წამოვალ
ელენე მანქანიდან სწრაფად გადახტა.
სანდრომ გოგონას გახედა რომელიც ფანჯარაში რაღაცას მიშტერებოდა.მისკენ გადაიხარა და ტუჩები ყურთან მიუტანა
-მახსოვს...პირველივე დღს დაგასველე
წიკლაური შეცბა.სხეულზე ტაომ დააყარა.სასწრაფოდ მისკენ გაატრიალა თავი.სანდრომ ირონიულად ჩაიღიმა და თავისი ადგილი დაიკავა.გოგონას გაუჭირდა გონზე მოსვლა მაშინ როდესაც ლიპარტელიანის არაამქვეყნიურად სიმპატიურ სახეს შეეჩეხა
-ვირთხა
დაისისინა მან და ისევ ფანჯარაში გაიხედა.სახეზე სულ ახურებული იყო.უნდოდა ლიპარტელიანი შუაზე გაეგლიჯა და სადმე გადაეგდო.სანდროს ხითხითი ესმოდა და ეს კიდევ უფრო უშლიდა ნერვებს.მკვლელი მზერით გახედა მას და ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა
-ისევ ისეთივე წუნკალი ყოფილხარ
ქირქილით უთხრა ბიჭმა და მიას თვალებში ჩააშტერდა
-შენ კიდევ ისეთივე ღორი და ნაგავი!
კბილებში გამოსცრა მან.აღარ სურდა ამ იდიოტისთვის კიდევ ესმინა.ჯიბიდან ყურსასმენები ამოიღო და ტელეფონს მოარგო შემდეგ კი მუსიკები ჩართო და შეეცადა ლიპარტელიანისთვის ყურადღება არ მიექცია.
ღრმად ჩაეძინა ისე რომ ვერც გაიგო როგორ დაბრუნდნენ გიორგი და ელენე და როგორ გააგრძელეს გზა.
როდესაც მიას გაეღვიძა თავი ვიღაცის მხარზე ედო.ვიღაცის არა ალექსანდეს.თავი სწრაფად წამოწია და მანქანას თვალი მოავლო
-რაიყო გოგო კიარ გჭამ
გაკვირვრბულმა უთხრა ალექსანდრემ და მიას ალმაცერად გადახედა.გოგონამ არაფერი უპასუხა კამათს თავი აარიდა.ძალიან დაღლილი იყო და ამ ვირთან ჩხუბს არ აპირებდა.ჯემპრის მკლავი აწია და საათს დახედა მხოდოდ ოთხის ნახევრი იყო
-მალე მივალთ?
იკითხა მან და გიორგის სარკეში გახედა
-ცოტაც მოითმინე
გიომაც გასცა პასუხი ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.გოგონამ თავი უკან გადააგდო და თვალები მინაბა.საშინლად ღლიდა მგზავრობა.ისევ უნდოდა დაეძინა მაგრამ ვეღარ მოახერხა.ლიპარტელიანისკენ გაიხედა და მის სახეს დააკვირდა.სწორი ლამაზი ცხვირი,საშუალო ზომის ტუჩები და ძალიან ლამაზი შავი თვალ-წარბი.დიდხანს აშტერდებოდა ბიჭს სახეზე."სიმპატიურია" აღიარა მან და თავისთვის ჩაიფრუტუნა "მაგრამ მაინც დღნარჩვია" ესეც დაამატა და კიდევ უფრო უკეთ დააკვირდა
-რაიყო მოგეწონე?
ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამოიყვანა.მას არც კი შეუხედავს გოგონასთვის.მიამ თავი სწრაფად გააქნია რომ უაზრო ფიქრები გონებიდან გაეყარა
-რა სისულელეა...არასოდეს მომეწონები!
მტკიცედ განაცხადა გოგონამ და სასწრაფოდ მოარიდა ლიპარტელიანს თვალი.
სანდრომ ჩაიცინა და ისევ გზას გახედა.გოგონაზე ეღიმებოდა და ახსენდებოდა ის დრო როდესაც წიკლაური მოკვლით ემუქრებოდა.კარგად ახსოვს გამწარებული მიას როგორი ცუნამიც იყო მაგრამ სანდრო არასდროს არიდებდა თავს პირიქით აქეზებდა და აწვალებდა.ბოლოს ისევ ატირებულს ტოვებდა მას.ისევ გაეღიმა და თავი ოდნავ გადაწია.ცოტახანში კი უკვე თვითონ ფშვინავდა.
როდესაც სვანეთში ავიდნენ თოვდა და საშინელი სიცივე იყო.მია მანქანიდან სწრაფად გადახტა და თავისი ნივთები გადაიტანა.სახლს შეხედა.პატარა,კონფორტული,ხის ერთ სართულიანი სახლი იყო.გოგონა კანკალმა აიტანა და სახლისკენ სწრაფად წავიდა.კარები გიორგიმ გააღო და შიგნით შელაგდნენ.
-მე ბუხარს ავანთებ ელენე შენ ოთახები მოაწესრიგე აი თქვენ კი ცელოფნებიდან პროდუქტი ამოალაგეთ
თქვა გიორგიმ და მოსაცმელი გაიხადა,ბუხართან ჩიმუხლა და ცეცხლის ანთება დაიწყო.ელენე ოთახების გაწყობას შეუდგა.სანდრომ ცელოფნები სამზარეულოში გაიტანა და მაგიდაზე დააწყო.გოგონაც მას მიყვა და პარკებიდან საკვების ამოლაგებას შეუდგა
-დაგეხმარო გინდა?
კითხა სანდრომ მიას და მაგიდას დაეყრდნო
-არ მჭირდები მე თვითონ ვიზამ
მკვახედ მიუგო ბიჭს ისე რომ მისთვის არც კი შეუხედავს
-როგორც გინდა
ალექსანდრე სამზარეულოდან მხრების ჩეჩვით გავიდა და მის ოთახში შევიდა რომელიც გიორგიმ მიასწავლა.მიამ პროდუქტი რომ დაახარისხა მისაღებში შევიდა საშინლად სციოდა ამიტომ ბუხართან სავარძელში ჩაჯდა.ცოტახანი ასე იჯდა და ცეცხლს მიაშტერდა მერე ძილი მოერია და უაზროდ მთქნარება დაიწყო
-მე სად ვიძინებ?
იკითხა მან და ფეხზე წამოდგა.
-პირდაპირ და მარცხნივ
ოთახი მიუთითა გიორგიმ და ფრთხილად გაუღიმა
-ძილინებისა
თქვა გოგონამ და ჩანთასთან ერთად ოთხში შევიდა.თვალები გაუფართოვდა როდესაც საწოლზე მოკალათებული ლიპარტელიანი დაინახა
-ჩემს ოთხში რას აკეთებ?
მიამ დოინჯი შემოირტყა და კარები ზურგს უკან მოიკეტა
-და ვინ გითხრა რომ შენია?
ირონიით გადახედა სანდრომ და საწოლზე წამოჯდა
-ეს ჩემი ოთახია და გადაშენდი აქედან ახლავე!
თითის აწევით უთხრა გოგონამ მაგრამ სანდრო მუდო სახით უყურებდა მას
-არსად გასვალს არ ვაპირებ!
ლიპარტელიანი ისევ გადაწვა საწოლზე და თვალები დახუჭა.მიამ პირი გააღო რამის სათქმელად მაგრამ ვერაფერი ვერ თქვა,კარები გამოგლიჯა და გიორგის ოთახში შეუარდა
-რატომაა ის ღორი ჩემს ოთახში?
წიკლაური თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ცოტაც და ვინმეს მოკლავდა
-მეტი ოთახი არ არის და მაგიტომ!მოგიწევს აიტანო და არაფერს არ დაგიშავებს
გოგონას ყურადღება არ მიაქცია და ელენეს გვერდით მიუწვა რომელისაც მშვიდად ეძინა
-მისაღებში დავიძინებ!
განაცხადა ბაბიმ და შეტრიალდა
-არაფერს დაგიშავებს მეთქი!
მკაცრად გაუმეორა გიორგიმ რომელმაც კომოდზე დადგმული სანათი გამორთო და კონფორტულად მოეწყო საწოლში.
ელენეს ხელები მოხვია და გაინაბა.მიამ კარები გაიჯახუნა და სანდროსთან ოთხში შევიდა
-შენ ძირს წვები არ მაინტერესებს!
როგორც კი ფეხი შედგა ოთახში ბრძანება გასცა მან
-ნუ წიკვუნებ რა
ამოილუღლუღ სანდრომ და ფეხზე წამოდგა.თავისი ჩათიდან სპორტული შარვალი და უბრალო ნაცრისფერი მაისური ამოიღო
-ძორს დაწვები მეთქი!
ისევ გაუმეორა გოგონამ მაგრამ სანდროს ყურადღება არ მიუქცევია მისი უაზრო ბრძანებისთვის
-მე საწოლზე ვწვები და არ ვაპირებ ძირს დავიძინო
ალექსანდრე მიად მიუახლოვდა და სახე მის სახესთან მიიტანა
-თუ არ გინდა ჩემს გვერდით წოლა შენ თვითონ დაწექი ძირს!
მშვიდად მიუგო და სააბაზანოში შევიდა.გოგონა რამოდენიმე წამი გაშტერებული იდგა და მომხდარზე ფიქრობდა.ბოლოს დედამიწაზე დაბრუნდა და ჩანთას გამწარებული ეცა-დეგენერატი,ხისთვიანი,მათხოვარი,ღორი!
შეამკო ის და ჩანთდან საღამურები და პირსახოცი ამოიღო.საწოლიდან ბალიში და პლედი გამოაცურა ძირს დაყარა და სანდროს გამოსვლას დაელოდა.
ბიჭს დიდხანს არ დაგვიანებია რამოდენიმე წთში უკვე ოთხში იყო სპორტულებსი გამოწყობილი.მია საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა გასვლამდე კი ლიპარტელიანს მხარი გაკრა
-მახინჯი თხა!
ჩუმად მიაძახა სანდრომ და საწოლში შეწვა.ბალიშზე თავი ხეთქა და თვალები დახუჭა.
მიამ წყალი გადაივლო და საღამურები ჩიცვა,სველი თმა პირსახოცით შეიკრა და ოთახში თავისი ნივთებით გაფლაშუნდა.საწოლთან მივიდა და ძირს დაწვა.საშინლა სციოდა,პლედი მხრებზე ძლიერად მოიხვია და თალები დახუჭა
-გამორთე სინათლე
უთხრა მან ალექსანდრეს.სანდრომაც ხელი გადაწია და სინათლე გამორთო.ოთახი ჩამობნელდა.მიას კი ძალიან შეეშინდა.მხოლოდ მისი კბილების კაწკაწის ხმა ისმოდა.სანდრო წამოიწია და გოგონას ზემოდან დააჩერდა
-თხაო ამოდი საწოლზე დაწექი ვერ ხედავ იყინები
უთხრა მან წიკლაურს
-შენი თხა ვინაა შე კამეჩო
მკვლელი თვალებით ახედა გოგონამ
-გაიყინები და გაცივდები
-მერე შენ რა გაჯავრებს?წამალი უნდა მიყიდოო?სიცხე უნდა გამიზომო თუ ჩაი უნდა მომიდურო?
უკმეხად უპასუხა მიამ და მეორე მხარეს გადაბრუნდა
-მე შენთვის ვამბობ
მხრები აიჩეჩა მან და საბანი მხრებზე გადაიფარა.ორივენი ძალიან დაღლილები იყვნენ ამიტომ მალევე ჩაეძინათ.მაგრამ სანდრო ხშირად გადახედავდა ძირს მწოლიარე გოგონას გაიფიქრებდა ხო არ გაიყინაო.მძინარეს რომ დაინახავდა წყნარდებოდა და ისევ ძილს მიეცემოდა. დილით პირველს ალექსანდრეს გაეღვიძ.ხელები ზევით აჭიმა და გემრიელად გაიზმორა.ცოტახანი ჭერს მიშტერებოდა მერე ფეხზე წამოდგა და მაიკა გადაიძრო,ჩანთიდან ტანსაცმელი ამოიღო და გამოიცვალა.მერე ოთახიდან გავიდა ისე რომ ქალბატონს არ გაღვიძებოდა.მისაღებში გავიდა და ცეცხლი დაანთო.დივანზე მოკალათდა და თვი უკან გადააგდო.ასე იჯდებოდა ფეხის ხმა რო არ გაეგო.თავი წამოწია და მიას გახედა რომელიც თვალებს გამწარებული ისრესდა.სანდროს მის პიჟამოებზე გაეცინა.ცხოველები ეხატა.გოგონა სამზარეულოში შევიდა და მადუღარა ჩართო.ჩაი რომ გაეკეთებინა.უჯრებში დიდხანს ეძებდა ჭიქას ბოლოს როგორც იქნა მიაგნო და მაგიდაზე დადო,შაქარი ჩაყარა და წყლის ადუღებას დაელოდა.მაგიდას მიეყუდა რომ არ წაქცეულიყო,საშინლად ეძინებოდა.მადუღარას შესცქეროდა.ნერვებს უშლიდა ის ფაქტი რომ წყალი ადუღებას აგვიანებდა
-მეც მინდა
ზურგს უკან მოესმა ლიპარტელიანის ხმა და ელვის სისწრაფით მოტრიალდა იგი.სანდრო კარების ჩარჩოს იყო მიყუდებული,ხელები მკერდთან ჰქონდა გადაჯვარებინებული და გოგონას აშტერდებოდა
-გაიკეთ და დალიე თუ გინდა
სწრაფად უპასუხა მიამ და მადუღარიდან წყალი ჭიქაში ჩაასხა.კოვზით შაქარს მოურია და კარებისკენ წავიდა.ლიპარტელიანის წინ დადგა.ბიჭს უკმაყოფილოდ ახედა
-გამატარე!
სანდრომ ჩაიცინა და კარებს მოშორდა.მია სწრაფად გავიდა მისაღებში და ბუხართან ახლოს,ხალიჩაზე მოკალათდა.ჭიქა გვერდით გადადო,ფეხები მკერდზე მიიბჯინა და ხელები გარშემო შემოხვია.უყვარდა სიმშვიდე.ახლა მხოლოდ მშვიდად და თბილად ყოფნა უნდოდა.თვალები დახუჭა და თვი უკან გადააგდო.დიდხანს არ ეღირსა სიმშვიდე.სამზარეულოდან ლიპარტელიანი გამოვიდა და დივანზე დაჯდა.ხელში ლუდის ბოთლი ეკავა.წიკლაური წამოდგა ჭიქა აიღო და ოთახში შევიდა



№1 სტუმარი Ucnobi

Momwons ukve es wyviliiii magram bevri ar achxuboooo aleqsandreze ukve sheyvarebuli var

 


№2  offline წევრი სვანი

Ucnobi
Momwons ukve es wyviliiii magram bevri ar achxuboooo aleqsandreze ukve sheyvarebuli var



მადლობა,გავითვალისწინებ!❤️

 


№3  offline წევრი tatiko.1995

Dzalian kargia velodebi shemdeg tavs moutmenlad

 


№4  offline წევრი სვანი

tatiko.1995
Dzalian kargia velodebi shemdeg tavs moutmenlad


მადლობა❤️

 


№5 სტუმარი Mia

ძალიან მომწონს გოგო პერსონაჟი ჩემიზ სეხნიაა????❤და მეც სვანი ვარ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent