უკვე ჩემი დაგარქვი ფერია (5)
ანიმ სწრაფად მოეხვია კარში პირველად შემოსულ ვაჩეს. შემდეგ სწრაფადვე მივიდა დათასთან მასაც ჩაეხუტა და არც კი დაფიქრებულა ისე აღმოჩნდა დემერეს კისერზე ჩამოკიდებული დემეტრემაც ერთი შინაურივით მოხვია ხელები და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა ანი კი ისე დაიბნა ვეღარ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა. გონს რომ მოვიდა დენდარტყმულივით მოშორდა და რომ არ წქცეულიყო ღია კარის სახელურს დაეყრდნო და შეეცადა თავისი ნერვიულობა ძალის გადატანის მეთოდით უკუეგდო და ტანში მოჟუჟუნე ჟრუანტელისთვის ყურადღება აღარ მიექცია. ანის რეაქციით გაონებულ დემეს კი როგორ უნდოდა ეხლა ჩაბჟირებამდე სიცილიი. ბიჭები ერთმანეთის მიყოლებით შელაგდნენ ოთახში სადაც გოგონებს უკვე სუფრა გაეშალათ გიორგი კი ჩაფიქრებული იჯდა სავარძელში და თვალი გამორთულ ტელევიზორზე გაეშტერებინა. -ოოე ძმა კარგად ხარ? რაგჭირს ტო?-იკითხა დათამ, რომელიც რამოდენიმე წუთია ესაუბრება გიორგის ის კი ვითომც არაფერი კვლავ გაეშტერებინა თვალი გამორთული ტელევიზორისათვის. -რა რამე მე მკითხე? -ხო ხო შენ გკითხე რა გჭირს ნახევარი საათია გელაპარაკები და რეაქცია არ გაქვს. -რავი ბიჭო გოგონები სად არიან? -ზევით ავიდნენ ოთახში- უთხრა ვაჩემ, რომელიც უკვე სუფრასთან იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა. -რავი ბიჭო სალის ვეჩხუბე, ვიღაც ახვართან ქონდა ურთიერთობა. -რას ბოდავ ტო?-წამოენთო დათა და მაქსიმალურად შეეცადა ნერვები მოეთოკა. -ხო რა. -მერე? -მერე იცოდა, რომ ადრინდელივით ავფეთქდებოდი და ყველაფერი დამიმალა, უფროსწორედ დამიმალეს ქალბატონმა ანიმაც ყველაფერი იცოდა. ვიცი დამნაშავე ვარ, მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ ამ ყველაფერს წყნარად ვერ შევხვდებოდი ხომ იცით არა ჩემი ფეთქებადი ხასიათი. თან ცოტა კიარა მთელი სამი თვეა შეყვარებული ყოლია ქალბატონს და ვითომც არაფერი. -ვახ ჩემი მაგან ჭკუა აღარ უნდა ისწავლოს ნეტა? -არვიცი არა ისედაც ვეჩხუბე და უკვე მეშნია რომ ხმასაც აღარ გამცემს. -კაი რა უქენი მასეთი, ხმაც რო არ გაგცეს?-საუბარში ჩაერთო დემეც. -ტელეფონი ჩამოვართვი და სახლიდან გასვლა ავუკრძალე, მხოლოდ სწავლაზე იქნება ორიენტირებული. -შენ სულ გა*****დი? -აუ ბიჭო მაცა რა ჩემი გამჭირვებია. -ბოდიში უნდა მოუხადო ბოლოსდაბოლოს მას თავისი ცხოვრება აქვს შენ შენი ძმაო დამიჯერე შენც არ მოგეწონებოდა მის ადგილას, რომ იყო. -მართალი ხარ ვიფიქრებ, მაგრამ მაინც ვერ ვინელებ ამ ამბავს ბიჭო ნარკომანი იყო ის ახვარი. -ვახ ჩემი ერთხელ და სამუდამოდ ეგ უნდა დაჭკვიანდეს ან დავაჭკვიანებ მაგას მე სამუდამოდ-ბოლო სიტყვები უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა დათამ ისე რომ იქ მყოფებს არაფერი გაეგოთ. -რა თქვი?-კითხვა დაუსვა მომღიმარმა დემემ, რომელმაც აშკარად გაიგო დათას სიტყვბი. -ჰა არაა არაფერი, ვთქვი რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაჭკვიანდეს და მოიქცეს ისე როგორც შეეფერება. -ხო მართალი ხარ-თქვა ჩაფიქრებულმა გიორგიმ და სუფრისაკენ აიღო გეზი-მოდით ბიჭებო გაცივდება საჭმელი. _____________________________ დემეს წასვლის შემდეგ ანიმ სწრაფად მიხურა კარები და მეორე სართულსაკენ გაემართა. მართალია ბიჭების მოსვლისას ყოველთვის ერთად შემოუსხდებოდნენ სუფრას და ერთად ქეიფობდნენ, ეხლა დემეს წინ ნამდვილად ვერ გაუძლებდა ერთი წუთითაც კი რადგან მისი საქციელის რცხვენოდა. პრინციპში სასირცხვილო არაფერი არ იყო მაგრამ პირველი დღიდანვე მასთან მიმართებაში რაღაც აკომპლექსებდა და ხელს უშლიდა, რომ ისეთივე თავისუფალი ყოფილიყო მასთან, როგორც ვაჩესთან და დათასთან. თავს მხოლოდ იმით იმშიდებდა, რომ დემე ეხლა გაიცნო და ასე სწრაფად ვერ შეეჩვეოდა. ფიქრებში გართულმ ა და დაჰიპნოზებულმა ანიმ, რომელიც დემონსტრაციულად მიემართებოდა სალომეს ოთახისაკენ, როგორც იქნა მიაღწია და საუკაკუნებლად შეალაჯა ოთახში. იქ კი მთვლემარე სალი დახვდა. -რა ხდება ანიი ქვევით რატოარ ხარ? -რავიი დასვენება მჭირდება ეხლა ნაღდად ვერ ჩავალ ქვევით და შენ რატო ხარ ააქ? -ხვალე გიოს უნდა დაველაპარაკო და ბოდიში მოვუხადო, ამ ყველაფრისთვის კი ენერგია მჭირდება და არა თავის ტკივილი. -აჰაამ კარგი აბა მეც წავალ და დავისვენებ. -კარგი კარი გაიხურე არ დაგრჩეს ღია. -კაი-ზლაზნვით წამოდგა და გაემართა თავისი ოთახისაკენ, თან ახსენდებოდა წამისწინდელი ინციდენტი და თავს უბღვერდა, რომ ასეთი სულელი იყო. შხაპი მიიღო, ლოგინში ჩაწვა და გიორგისთან დადებული პირობა გაახსენდა „არა რა ნაღდად სულელი ვარ გიორგი კი სრულიად მართალი, ეს კომპლექსები ერთხელ და სამუდამო უნდა მოვიშორო, ამის შესრულებას კი ხვალიდანვე უნდა შევუდგე“ ამ ფიქრებში გართულს კმაყოფილი ღიმილითურთ გადაეშვა მორფეოსის სამყაროში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.