შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1+1 (1)


19-06-2017, 21:19
ავტორი Dori
ნანახია 11 361

საოცრად სიამოვნებდა ცხელი ქვიშის შეხება... პატარა ბავშვივით, ჯიუტად ადგამდა ნაბიჯებს ეს სიამოვნება მთელი სიმძაფრით რომ განეცადა...
ერთი შეხედვით, ყველაფერი ზედმეტადაც კი ჰგავდა ზღაპარს... ლაჟვარდოვანი სანაპირო... არქიპელაგის პაწაწინა, უკაცრიელი კუნძული... ულამაზესი ტროპიკული მცენარეებიითა და სიმშვიდით, განსაკუთრებული სიმშვიდით...
მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით...
სხეული სულიანად სტკიოდა... ბოლო ერთ კვირაში იმდენი რამ დაენგრა, უკვე საკუთარი, ოდესღაც ოცნებები მწარედ აცინებდა...
წყლიდან ამოსული დამიანეს დანახვაზე დაბურძგლა. მარიამი არც კი შეუმჩნევია, ისე წამოწვა ნახევრად წყალში ჩადგმულ შეზლონგზე და თვალებდახუჭული მზეს მიეფიცხა...

*************
გაურკვევლობის მოლოდინით, საშინლად აჭიანურებდა აბაზანიდან გამოსვლას. შიშისაგან აცახცახებული, სხეულს ვერ გრძნობდა. ეგონა ცოტაც და გული წაუვიდოდა. სამალავიდან გამოსულივით ხარბად მოათვალიერა ოთახი, რომელშიც არავინ დახვდა. ხალათი ისე მჭიდროდ შემოეკრა სველ სხეულზე ფეხის გადადგმა უჭირდა. სწრაფად აიღო გამზადებული სარაფანი, რომელის ნერვიულობისაგან დაბნეულს საწოლზე დარჩენოდა... ის იყო, თავის სამშვიდობოს დაიგულა, რომ მუცელზე შემოხვეული მძიმე ხელი იგრძნო. დამიანემ უხეშად შემოატრიალა, მარტივი მოძრაობით გახადა ვითომ და მჭიდროდ შემოკრული ხალათი. სიშიშვლის შეგრძნებამ სხეული დაუკრუნჩხა.
-ჩემი ცოლი ხარ, ჩემი ცოლი და ზედმეტი პრანჭვის თავი არ მაქვს. - დამიანემ ადვილად მოახერხა მისი ორივე ხელის ერთი ხელით გაკავება. კოცნიდა უგრძნობად და საშინელი ძალით. მარის ცრემლებს ჭკუიდან გადაჰყავდა, ვერც სისხლის გემოს შეეგუა პირში, მაგრამ დანებებას არ აპირებდა. სურვილმა თითქოს ემოციები მოუკლა. მალევე შეიწირა ცოლის ბრძოლისუნარიანობა, მისი ჩუმი ვედრებაც მიჩუმდა...
ტკივილისაგან მოკუნტულს, ეგონა რომ საუკუნე გავიდა. უემოციო თვალებით მისჩერებოდა ფარდას, რომელიც მონოტონურად ირხეოდა. უნდოდა სმენა დახშობოდა, იმდენად აუტანელი იყო ქმრის მძიმე სუნთქვა...

***************
წინა ღამის გახსენებაზე, ისეთი ძალით დაეხუჭა თვალები, საფეთქლები განუზომლად ეწვოდა. თითქოს ასე ცდილობდა ქმართან გატარებული პირველი ღამის დავიწყებას. ვეღარც ქვიშის მხურვალებას გრძნობდა, სხეული შემზარავმა სიცივემ მოიცვა, მალულად გახედა მზეს მიფიცხებულ დამიანეს, იმის გახსნებაზე, რომ წინა ღამე იმდენჯერ განმეორდებოდა, რამდენჯერაც ის მოინდომებდა, კანკალმა აიტანა..

****************
-ხვალ, საქართველოში ვბრუნდებით. -არც კი შეუხედავს მისთვის, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა დამიანემ. მარიამისთვის იმდენად სულერთი იყო ყველაფერი, არც კი უფიქრია ხმა ამოეღო. იმ ღამით კიდევ ერთხელ აიტანა ვერ შეგუებული დამცირება. აღარც ცრემლები ჰქონდა, აღარც ძალა და აღარც ხმა წინააღმდეგობის გასაწევად. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად ექცა.

*****************
დაბრუნებიდან ერთ საათში სახლი სტუმრები გაივსო. უხერხულობისაგან სახეაწითლებული მარიამი, რომელიც იძულების წესით დამიანეს გვერდიდან არ შორდებოდა, თავს საშინლად გრძნობდა. თითქოს სულის ნაწილს ატანდა ყველა ყალბ გაღიმებასა და მადლობას... საშინლად ეხამუშებოდა დამიანეს ნაყიდი უძვირფასესი კაბა... ასეთი არაფერი ჰქონია, მაგრამ არც არასდროს უოცნებია. ბაბუა ყოველთვის უმეორებდა რომ მთავარი სულიერი სიმშვიდე და რწმენის სიძლიერეა... მათ კი ბედნიერება მოაქვთ... ისიც სულ ბედნიერებაზე ოცნებობდა... მაგრამ ახლაც, ყველაფერი მიიღო ბედნიერების გარდა... უღიმღამოდ ართმევდა ხელს ყველა ახალ ნაცნობს, მაგრამ თავი იმდენად სტკიოდა მათი სახელების დამახსოვრებას არც კი ცდილობდა... ნაღვლიანი სახით შესცქეროდა ქმარს, რომელიც მისგან განსხვავებით ისე იყო, როგორც თევზი წყალში. მხიარულად პასუხობდა კითხვებს მოულოდნელი, ყველასთვის გასაიდუმლოებული ქორწინების შესახებ. პირველად ხედავდა დამიანეს ახლობლების წრეში, პირველად ხედავდა მის ღიმილსა და გრძნობიერ თვალებს.
-მარიამ, გაიცანი ანდრია, ლაშა-გიორგი და ნოდო, ჩემი საუკეთესო მეგობრები, ეს კი ლიკაა, ნოდოს მეუღლე. -გულწრფელი ბედნიერებით წარუდგინა დაგვიანებული სტუმრები დამიანემ. მათი სახელები ადვილად დაიმახსოვრა, რადგან ასეთ სითბოთი არავინ შეხვედრია აქამდე. -ეს კი ჩემი მეუღლეა, მარიამ წერეთელი. - დამიანემ მთელი საღამოს განმავლობაში პირველად გადახედა. ბიჭებმა თბილად მოიკითხეს, მერე კი დამიანესთან ერთად სხვა სტუმრებთან გადაინაცვლეს.
ძლივს მიაღწია ემოციებისაგან დაცლილმა, მყუდრო კუთხეში მდგარ სავარძლამდე. მის გარდა, თითქმის ყველა მხიარულობდა, ამიტომ ადვილი იყო შეუმჩნეველი დარჩენილიყავი შამპანურის ფუჟერებიანი ხალხისათვის, რომლებიც სხვადასხვა მაგიდებთან მოგროვილიყვნენ.
-შეიძლება ჩამოვჯდე? - ლიკას თბილმა ხმამ დააბრუნდა ოთახში.
-რა თქმა უნდა, დაჯექი.
-იცი, თავიდან მეც ძალიან გამიჭირდა. ჩემები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, აქ თითქმის არავინ მყავდა და ამან კიდევ უფრო გამირთულა ახალ გარემოსთან შეგუება. ვიცი რომ დიდი ხანი არ არის რაც ერთმანეთი გაიცანით, მაგრამ დამიჯერე, დამიანე საოცარი ადამიანია. უკვე რამდენიმე წელია ვიცნობ და საკუთარი ძმასავით მიყვარს. არ ვიცი რამდენჯერ დაგვხმარებია მე და ნოდოს. ჩვენი პატარა ლუკას ნათლიაა. აქამდე იძახდა ცოლს არასდროს მოვიყვანო, მაგრამ ალბათ ისე შეუყვარდი ეს არც კი გახსენებია. მართლა მთელი გულით მიხარია თქვენი დაქორწინება. თუ რაიმე დაგჭირდეს, შეგიძლია გეიმედებოდე. ანერვიულებული ჩანხარ, მაგრამ გეფიცები, არაფერი გაქვს სანერვიულო.
-დიდი მადლობა, ლიკა. - ცადა შეძლებისდაგვარად მშვიდად ეთქვა ეს სიტყვები და თბილად გაეღიმა. მაგრამ მან ხომ იცოდა რომ დამიანეს არც უეცრად შეყვარებია და არც დამშვიდების საბაბი ჰქონდა...
-ახლა კი ადექი და ჩვენი ქმრები მოვძებნოთ, აუცილებლად უნდა დავლიო თქვენი სადღეგრძელო.
-ბოდიში, მაგრამ მირჩევნია აქ დავრჩე.
-არა, ახლა აქ არ დაგტოვებ. - ხელი სწრაფად მოკიდა და აიძულა ამდგარიყო. -წესი პირველი, ყოველთვის უნდა იცოდე სად და ვისთანაა შენი ქმარი. - თვალი ჩაუკრა ლიკამ და აივნისკენ წაიყვანა.
უკვე შებინდებულიყო, აივნიდან კი განათებული თბილისის ულამაზესი ხედი ჩანდა. ბიჭები მოაჯირთან იდგნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ნოდო, ლიკას დანახვისთანავე წამოვიდა მისკენ და თბილად მოხვია ხელი. მარიამს, ყველლაზე ნაკლებად ახლა აქ ყოფნა უნდოდა. მაგრამ ხვდებოდა უკან გაბრუნება უარესი იქნებოდა, უხერხულად გაჩერდა ერთ ადგილას, ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა. სიტუაცია ანდრიამ და ლაშა-გიორგიმ განმუხტეს, სასაცილოდ ამოუდგნენ აქეთ-იქიდან, ხელში შამპანური მიაჩეჩეს და დამიანესკენ წაიყვანეს.
-მართალია ყველაფერი უჩვენოდ მოაგვარეთ, მაგრამ ამის მერე ნაღდად ვერ მოგვიშორებთ. შენ ამ გენერალს თავი არ დააჩაგვრინო, იცოდე ჩვენ სულ შენს მხარეზე ვართ. მაგრად გვიხარია, რომ შენც ჩვენიანი გახდი. ერთი სული გვაქვს როდის ვნახავთ სიხარულითა და პატარების ტირილით გაგიჟებულ დამიანეს.
-ლოდინი მოგიწევთ. - გაუაზრებლად წამოსცდა დამიანეს.
-შენ რა უჟმური ხარ, ტო. ცხრა თვე რომ მოგვიწევს ლოდინი ვიცით.
ვითომ ამას გულისხმობდაო, დამიანეს ხმა აღარ ამოუღია. ნაძალადევად მიუჭახუნა ჭიქა ძმაკაცებს და მაშინვე გამოცალა.
-ჩვენ უნდა წავიდეთ, ლუკამ გაიღვიძა და ძიძა ვერაფრით აძინებს. - გამოაცხადა ყურებჩამოყრილმა ნოდომ.
-ჩვენც წამოვალთ, ამათ ახლა ყველაზე ნაკლებად ჩვენი აქ ყოფნა უნდათ.
-გაჩერდით რა ძმურად, ჯერ ადრეა.
-ხვალაც მოვალთ, ძილინებისა გვრიტებო. -შეთანხმებულებივით უპასუხეს დამიანეს, დაემშვიდობენენ და წავიდნენ.
ნახევარ საათში ბოლო სტუმარმაც დატოვა სახლი. მარიამი ვერც სტუმრებთან გრძნობდა თავს კომფორტულად, მაგრამ დამიანესთან მარტოდ დარჩენის მოლოდინი შიშის ზარს სცემდა. ყველაფერმა ისე დაღალა, ისე საშინლად გრძნობდა თავს, ეგონა ახლა რომ შეხებოდა მოკვდებოდა. არც დამიანე იყო უკეთესად, სიტუაცია მასაც გულს ურევდა. ზოგჯერ ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ მის შემთხვევაშიც ამართლებდა მიზანი საშუალებას.
-დღეს მე ჩემს ოთახში დავიძინებ. - უგულოდ მიუგდო მარის და მაშინვე ოთახისკენ წავიდა. ცივი შხაპი მიიღო და საწოლზე გულაღმა დაწვა. აზრებს ვერაფრით აბამდა ერთმანეთს, რატომღაც ვერაფრით იშორებდა თავიდან მშობლებზე ფიქრს. მთელი ღამე თეთრად გაათენა, ვერც აივანზე ახრხებდა ხანგრძლივად გაჩერებას და ვერც დაძინება მოახერხა.
მარიამს ეგონა მოესმა, წარმოუდგენელი შვება იყო მისთვის ახლა მარტო ძილი. თავიდან მაინც შიშით უყურებდა კარს, შიშით რომ წუთი-წუთზე დამიანე შემოაღებდა. მან ხომ არ იცოდა, რომ დამიანე ბორძიკული არასოდეს ტეხდა სიტყვას.

შვიდი არ იყო, რომ გაეღვიძა. ვერაფრით გადაეწყვიტა ოთახიდან გასულიყო, თუ ჯერ ისევ დარჩენილიყო. ბოლოს ისევ ბაბუას ნაჩუქარი წიგნი აიღო, ყოველი შეხებისას ყდას ისე ეფერებოდა, თითქოს მისი დანაოჭებული ფაფუკი ხელის შეხებას გრძნობდა. მის წყლიან, ცისფერ თვალებსა და სითბოს, რომელის გახსენებაზე ახლაც კი აჟრჟოლებს. მხოლოდ რამდენიმე ფურცელი ჰქონდა წაკითხული, კარზე დამიანემ რომ დააკაკუნა. პასუხს არ დალოდებია ისე შევიდა.
-ეს წიგნები საიდან გაქვს? - მისალმების მაგივრად ეს ჰკითხა გაბრაზებულმა.
-სახლიდან წამოვიღე.
-ხომ გითხარი, რომ იქიდან არაფერი უნდა წამოგეღო.
-კი, მაგრამ ეს ბაბუას ნაჩუქარი წიგნებია და ვერ დავტოვებდი.
-ამის შემდეგ მკითხე, ხოლმე. - გამოსცრა დამიანემ და ირონიულად შეათვალიერა წიგნები.
- რა არის? შენ გჯერა რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს? - დამცინავად ჰკითხა მარიამს, როგორც კი მის ხელში სამოსელი პირველი შენიშნა. ხმა თანაბრად იტევდა ზიზღს, სარკაზმს და უსაზღვრო ტკივილს.
მარიამი გრძნობდა რომ სუნთქვა უჭირდა, არც პასუხის გაცემა უნდოდა. ახლა ყველაზე სასაცილო იქნებოდა მისი მხრიდან მარადიულ, უპირობო და ჭეშმარიტ სიყვარულზე საუბარი. არადა სჯეროდა, სჯეროდა მთელი არსებით.
დამიანემ რამდენიმე წუთი უყურა თავდახრილ ცოლს, მერე ირონიულად ჩაიღიმა და კარისკენ წავიდა.
-ათ წუთში სამზარეულოში იყავი, უნდა ვისაუზმოთ.
სამზარეულოში შესულს, ვიღაც უცხო კაციც დახვდა. დამიანესავით ძალიან მაღალი, მაგრამ ამავდროულად მსუქანიც, კეთილი თვალებითა და ბავშვური გამოხედვით, მიუხედავად იმისა რომ ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა.
-მარიამ, ეს დავითია, ჩემი სახლში არ ყოფნის პერიოდში სახლს ის უვლის ხოლმე. თუ მე ვერ დამიკავშირდები, ნებისმიერ რამე შეგიძლია ჰკითხო. ის დადის საყიდლებზეც. მაგრამ, მალე ვნახავ ვინმეს ვინც კვებასაც მიხედავს და საყიდლებზეც ივლის.
-არ არის საჭირო, მე გავაკეთებ სახლში ყველაფერს. - თვითონ გაუკვირდა წინადადებას რომ თავი მოაბა.
-რას გააკეთებ?
-ყველაფერს, რაც საჭიროა.
-ეგ შენი მოვალეობა არ არის, ვინმეს ვნახავ.
-გთხოვ, ასე გავგიჟდები, მირჩევნია რაღაცები ვაკეთო.
-კარგი, როგორც გინდა. - სულერთიას ტონით წარმოთქვა დამიანემ და ისევ დავითს მიუბრუნდა. -დავით, იმედი მაქვს ერთმანეთს შეეწყობით, პრეტენზიებით ორივემ მე მომმართეთ.
-არა რას ამბობთ?! -გულწრფელად გაიკვირვა დავითმა და თავისი უზარმაზარი ხელი ღიმილით გაუწოდა მარიამს. - ძალიან სასიამოვნოა, ქალბატონო, თქვენი გაცნობა, იმედი მაქვს მოვახერხებ კარგად გემსახუროთ.
-ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა. - მარიამს საშინლად ეხამუშა სიტყვა „გემსახუროთ“, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო დავითის გაცნობით, რომელსაც ერთი შეხედვითაც შეატყობდით ძალიან დიდი, კეთილი გულის ქონას.
-კარგით, მე დაგტოვებთ. -თქვა გოლიათმა და ოთახიდან გავიდა.
უსიტყვოდ ისაუზმეს, მარიამმა რამდენჯერმე დააპირა მშობლების შესახებ ეკითხა, მაგრამ ვერაფრით გაბედა. არადა ძალიან სწყინდა აქამდე რომ არ მოიკითხეს. სამზარეულო სწრაფად მიალაგა, დამიანე მისაღებში ტელევიზორს უყურებდა. შეშინებული ბავშვივით თავდახრილი იდგა კართან, როგორც იქნა გაბედა და ქმარს მიუახლოვდა.
-შეიძლება ჩემს მშობლებს რომ დავურეკო?
-არ გგონია, რომ აქამდე თვითონ უნდა დაერეკათ და თან არაერთხელ? - ისე უპასუხა, ტელევიზორისთვის თვალი არც მოუშორებია.
ამ სიტყვებზე გული კინაღამ გაუსკდა, მაგრამ იცოდა დამიანე მართალი იყო. მისმა მშობლებმა ყველაზე უკეთ იცოდნენ მისი მდგომარეობა, მიუხედავად ამისა, მესამე კვირა გადიოდა, ისინი კი არც კი შეხმიანებიან. დამიანეს აგიჟებდა მარიამის გულჩვილობა, ახლაც არ უყურებდა, მაგრამ იცოდა რომ ტიროდა. ტელეფონი უხმოდ გაუწოდა.
-დაურეკე.
ნაჩქარევად მოიწმინდა ცრემლები და მაშინვე მეორე ოთახში გავიდა. ორიოდე ზარის შემდეგ დედამისმა გააგონა.
-დედა, როგორ ხართ?
-კიდევ კარგი რომ გაგახსენდით.
-მე აქამდე ვერ შევძელი დარეკვა, თქვენ რატომ არ დამირეკეთ?
-არ გვინდოდა ასეთი ბედნიერების დროს ხელი შეგვეშალა, შვილო.
-რომელი ბედნიერების დროს, დედა? - ეგონა დედამისი ცუდად ეხუმრებოდა, მიხვდა რომ ხმამაღლა გამოუვიდა, მაგრამ ეს არ უნანია.
-შვილო, უკვე ყველაფერი გაქვს რაზეც შეიძლება ოცნებობდე, იცოდე ქმარს გაუფრთხილდი და არ გააბრაზო. - ნათლად გრძნობდა რომ ის და მისი მშობლები სხვადასხვა პოლუსებზე იდგნენ, წლებია რაღაც საერთოს ეძებდა, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო. ცივად მოიშორა მობილური ყურიდან, სიმწრისაგან ეცინებოდა დედამისის სიტყვებზე. ტელეფონი უსიტყვოდ დადო დამიანეს წინ მდგომ მაგიდაზე და თავის ოთახში გავიდა.
ორი დღე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ერთმანეთისთვის, დამიანე თითქმის არ იყო სახლში, გვიან დაბრუნებული კი უსიტყვოდაც ახერხებდა ცოლის განადგურებას. მარიამს ეშინოდა ამ ყველაფერს არ შეგუებოდა და სამუდამოდ არ დაეკარგა წინააღმდეგობის უნარი, მაგრამ გამოსავალსაც ვერაფერში ხედავდა. ერთი ადამიანიც კი არ იყო, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონოდა, ვინც შეეძლო საყრდენად თუ არა, უბრალოდ გვერდში მდგომად მაინც მიეჩნია. გრძნობდა, ყველაფერზე სიღრმისეულად რომ ეფიქრა, ჭკუიდან გადავიდოდა, ამიტომ ყველაფერს აკეთებდა ფიქრებისაგან თავის დასაღწევად. მთელი დღე ან სამზარეულოში იყო, ან სახლს ალაგებდა, ანდაც ხეების ჩრდილში წიგნს კითხულობდა. ახლაც კი, წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში, მაინც ჰქონდა რაღაცის იმედი. იმედი, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა.
იმ დღეს ადრიანად დაბრუნდა დამიანე, მარი სადილს აკეთებდა.
-დაანებე მაგას თავი, ლიკასთან და ნოდოსთან მივდივართ.
-მე დავრჩები, არ მინდა წამოსვლა.
-არაფერი მიკითხავს, შენ ჩემი ცოლი ხარ და რასაც გეუბნები გააკეთე. ჩვენს გამო დაპატიჟეს ანდრია და ლაშა-გიორგიც, უნდათ ლუკა გაიცნო. თხუთმეტ წუთში მზად იყავი. - დამიანე არ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც სიტყვას გადათქვამდა ვიღაცის სურვილების გამო. ზედმეტად მარტივიც კი იყო მისი გამომეტყველებით ამის მიხვედრა. მარიამი თავდახრილი გავიდა სამზარეულოდან და ზუსტად თხუთმეტ წუთში მზად იყო.
-არ მინდა ვინმე ხვდებოდეს როგორი ურთიერთობა გვაქვს. ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ არაფერი იციან.
-მეც არაფერი ვიცი და ძალიან მინდა ოდესმე გავიგო რატომ მომიყვანე ცოლად. რატომ ეზიზღები მამაჩემს და მაინც რატომ მაიძულა ცოლად გამოგყოლოდი?...
-ყოჩაღ, კარგი კითხვებია, მაგრამ იმდენად კარგი რომ მამაშენისთვის მემეტება. რაც გითხარი გაითვალისწინე, ნურც ჩემი მოთმინების გამოცდას შეეცდები და ნურც იმის, რისი გაკეთება შემიძლია როდესაც გაბრაზებული ვარ. - დამიანე ისე გაბრაზდა, რამდენიმე წუთი მანქანიდან არ გადასულა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და კარი გააღო. უკანა სავარძლიდან უზარმაზარი დათუნია და პატარა შეკვრა გადმოიღო.
-გამომართვი და ლიკას მიეცი. - უთხრა ჩვეული სიმკაცრით და შეკვრა გაუწოდა მარიამს, რომელიც მის გაბრაზებულ ტონს თითქოს უფრო გაეფერმკრთალებინა და დაეპატარავებინა.
სახლში ისეთი მხიარული ატმოსფერო დახვდათ, იფიქრებდით რომ ბედნიერებისთვის მეტი არაფერი იყო საჭირო. ყველა მათ ელოდებოდა. ჯერ მსუბუქად ივახშმეს, შემდეგ კი პოკერის სათამაშოდ სხვა მაგიდასთან გადაინაცვლეს.
ნოდომ საოცარი სიფრთხილით გადმოიღო, ნალოლიავები ქეისი. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა მარის გარდა.
-დაჯექი, მარიამ, ყველანი ვთამაშობთ. - უთხრა გაოცებულმა ლიკამ, ისევ ფეხზე მდგომი რომ დაინახა.
-მე ბავშვთან ვიქნები.
-ბავშვი თავისთვისაა, არც ჭუჭყუნებს, დაჯექი რა, კარგად გავერთობით. - მარიამმა, გაუბედავად გახედა დამიანეს, რომელმაც სკამის გამოწევით ანიშნა რომ დამჯდარიყო, ისიც მსუბუქად ჩამოჯდა.
დამიანემ წესების ახსნა დაუწყო.
-წესები ვიცი. - დამიანემ გაოცება ვერ დამალა. -რამდენჯერმე ტელევიზიით მინახავს და მახსოვს, ისე არასდროს მითამაშია. - უკითხავად დაუკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა ქმარს.
თამაშის დროს მართლა ძალიან მხიარულობდნენ, დამიანე გაოცებული იყო მარიამის მოხერხებულობითა და იღბლით. ბოლოს მხოლოდ ის და ანდრია დარჩნენ მაგიდასთან. მარიამი მოუთმენლად ელოდებოდა კარტის გახსნას, თან მის წინ მჯდომ დამიანეს უყურებდა, რომელსაც საოცარი სიფრთხილით ეკავა მის თითებზე სასაცილოდ მოტამაშე პატარა ლუკა. ასეთი ბედნიერი დამიანეს შემყურეს, ავიწყდებოდა ხოლმე, როგორი იყო მასთან. მარიამმა ანდრიაც დაამარცხა. სახე საშინლად აწითლებოდა, ისე ეხამუშებოდა ზღვარსგადასული ქება. დამიანეს ხმა არ ამოუღია, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ესიამოვნა ცოლის გამარჯვება. სახლში ძალიან გვიან დაბრუნდნენ.
დამიანე ყოველთვის მტკიცედ მისდევდა არჩეულ გზას, მაგრამ იმ საღამოს ადამიანური უფრო მეტი იყო მასში... მაზოხსტობად ჩათვალა იმ საღამოს გაფუჭება. ისიც კი შესძრა, მარიამის უეცრად ჩამქრალმა თვალებმა, როდესაც ნოდოსა და ლიკას სახლი დატოვეს.
-დღესაც ჩემს ოთახში დავიძინებ. - უთხრა მანქანიდან გადმოსვლისთანავე ცოლს, რომელიც პატარა ბავშვივით, ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში.
-დიდი მადლობა. - მთვარის შუქს საოცრად ირეკლავდა მისი ცრემლებით სავსე თვალები.
დამიანეს მადლობის გაგონებაზეთვალები გაუფართოვდა, მართლა ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი გულუბრყვილო ყოფილიყო.

მეგობრებო თუ დაინტერესდით და მოგეწონათ ავტვირთავ აუცილებლად



№1 სტუმარი Guest TaTu

* 1+1=1. Esaa satauri;)
* avtori - maro ami

Martla dZalian dLieri istoriaa,avtori ki nichieri

 


№2  offline წევრი Firefly

გააგრძელეე
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი nestanuka13

ვგიჟდები ისე მიყვარს ეს ისტორია

 


№4 სტუმარი lilianna

Aucilebdal dade 12is nere ogond didi tavi upro armyopnis saocrebaaa pirvelad vkitxulob da imedia gagrdzelebac momewonebaa ❤❤❤❤

 


№5  offline წევრი Dori

Guest TaTu
* 1+1=1. Esaa satauri;)
* avtori - maro ami

Martla dZalian dLieri istoriaa,avtori ki nichieri

Ki getanxmebi,chemi favoriti istoriaa :) unda gavicno avtori

 


№6 სტუმარი lilianna

Dori
Guest TaTu
* 1+1=1. Esaa satauri;)
* avtori - maro ami

Martla dZalian dLieri istoriaa,avtori ki nichieri

Ki getanxmebi,chemi favoriti istoriaa :) unda gavicno avtori

Xomdadeb 12is mere axal tavs???

 


№7 სტუმარი Tako

Guest TaTu
* 1+1=1. Esaa satauri;)
* avtori - maro ami

Martla dZalian dLieri istoriaa,avtori ki nichieri

Sad sheidzleba vnaxo es istoria?❤️❤️

 


№8  offline წევრი nestanuka13

http://accept.ge/?page=library&newsid=31

http://accept.ge/?page=library&newsid=31

 


№9  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

Tako
Guest TaTu
* 1+1=1. Esaa satauri;)
* avtori - maro ami

Martla dZalian dLieri istoriaa,avtori ki nichieri

Sad sheidzleba vnaxo es istoria?❤️❤️



https://mar2ami.wordpress.com აქ არის დადებული მაროამის რამდენიმე ნაწარმოებიმათ შპროს ესეც

 


№10 სტუმარი Guest Lia

Sauketesoaaaaaaa
Axali istoria dawere aseti karvgi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent