დაუმორჩილებელი (თავი 10 )
-არც ვოცნებობ ,ხმამაღლა მიაძახა-რისი მიღება ისედაც შემიძლია ,იმაზე არ ვოცნებობ .თავი გააქნია სიცილით და საცარძელში ჩამოჯდა და დაელოდა რადგან სულ რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდებოდა ლიზა როცა ყველა კარებს დაკეტილს ნახავდა და დამცინავად გახედა მაგიდაზე მიგდებულ გასაღებების ასხმას.კიბეზე ტყაპუნით ჩამოირბინა და წინ დაუდგა -ამას ეძებ ? ხელი წაავლო გასაღებებს და ხელში შეათამაშა. -ხო ,მომეცი .გაიწია გამოსართმევად. -ნო ნო ნო ,თითით ანიშნა არაო. -შა თამაშის ხასიათზე ხარ ? -შენ რატომ უნდა დარჩე ? აიბნა ლიზა ეჭვიც არ ეპარებოდა რომ უამრავი ოთახი იყო და კარგადაც ჩაკეტავდა კარს ,მაგრამ ცოტახანში კარგად გაარკვია რომ ეს კაცი სახუმარო არ იყო. მამაკაცს ჩაეცინა და ეშმაკურად გაიცინა -იქნებ იმიტომ რომ პირველი ღამე გვაქვს ? მიხვდა როგორ შეახურა სახეზე ლიზას და ოდნავ შეწფაკლა ღაწვები. ცოტახანში უკან დაბრუნდა დაწინ დაუდგა -მომეცი გასაღებები ? -რომელი გასაღები ? უი ამას ეძებ ? ხელში შეათამაშა.-მოდი ერთი თამაში ვითამაშოთ . -თამაშების ხასიათზე არ ვარ ,მითუმეტეს შენთან და შენი თამაშების ხო საერთოდ -მაშინ ვისხდებით დილამდე აქ,მე არ მაწუხებს ერთი გათენებული ღამე. -მომეცითქო .დაყვირება არ უნდოდა თუმცა ასე გამოუვიდა. -რადგან უკვე ცოლქმარი ვართ მოდი ოჯახის წესებს გაგაცნობ . 1) ვერ ვიტან როცა ყვირიან, 2) ვერ ვიტან გიჟებივით რომ იქცევიან და მესამე სცადე და დაივიწყე ეგ შენი თავხედური გამოხტომოები. -მოდი მეც გაგაცნობ ჩემს წესებს ვერ ვიტან როცა მე მიყვირიან,როცა ნერვებს მაწყვიტავენ და როცა ვამბობ რომ შენი დაანახვა არ მინდა უნდა აორთქლდე .ტონი არ შეუცვლია ისე დაუბრუნა პასუხი. -სულ არ მაინტერესებს შენი წესები. არ ვიცი შენებთან როგორ ჭრიდა მაგრამ კარგად თუ დამაკვირდები მიხვდები რომ სულ არ ვგავარ იმ კაცს რომელიც შენ დაგიწყებს მოფერებაას. -არც მჭირდება შენი არაფერი. -გჭირდება ,მაგალითად გასაღებები. -მოთმინება დიდი მაქვს . -კი,ვიცი როგორც ითმენ ხოლმე ყველაფერს. -აი შენნაირს რატო უნდა მივუთმინო რამე საერთოდ ვერ ვიგებ. -უნდა მომითმინო კი არა , უნდა დამემორჩილო თითქმის დაუმარცვლა ბოლოს სიტყვა. -ვაი ,ვაი.თავი გადაქნია დამცინავად ლიზამ-პირიქით რომ იყოს არა ? -არა,არ გამოვა ეგ ამბავი. -გამოვა ,გამოვა თვალი ჩაუკრა ეშმაკურად და კიდევ ერთხელ მოავლო ოთახს თვალი კმაყოფილმა-რატომ იყო აქამდე დაკეტილი ? -დიდია და იმიტომ -საკუთარ სახლში ცხოვრებას გირჩევნია ტურისტივით იცხოვრო სასტუმროში ? -საკუთარ სახლს ბევრი რამე უნდა, მე მარტო ვარ ასე რომ სავსებით მაკმაყოფილებს ჩემი ტურისტული ცხოვრება. -და რომ დაბერდები მერე არ ინანებ ? მთელიცხოვრება ასე უმუღამოდ რომ გაატარე ? -« უმუღამობას » რას ეძახი გააჩნია. -აი შენ ხარ მთლიანად უმუღამო ტიპი. ჰაერში ააყოლა თითო ლევანის სილუეტს. -და შენ მუღამიანი გოგო ხარ ? მეგობრების არჩევა შენ არ იცი ,შეყვარებულიც კი ვერ აარჩიე ნორმალური,ოჯახზე აღარაფერს ვამბობ. სრულიად უბრალოდ ამბობდა დაცინვის გარეშე თუმცა ალბათ დაცინვაც არ მოხვდებოდა ლიზას გულზე ისე როგორც ეს წინადადება .პასუხი არ გაუცია თუმცა სახეზე ეწერა წყენა და მზერა უაზროდ მიაპყრო რაღაცას. - კარგი ნუ მოიწყენ ბოლობოლო ქორწილიდან მოდიხარ,უნდა ვაღიაროთ სამსახიობო ნიჭს არ უჩივი. -მე არაფრის ნიჭს არ ვუჩივი.ჩაილაპარა თავისთვის. -ბედის გარდა არა ? გაიცინა თავისთვის ლევანმა -ჰო არც ბედს ვუჩივოდი აქამდე ,მაგრამ ახლა ყველამ და ყველლაფერმა ერთად მიმატოვა.სრულიად უბრალოდ ამოთქვა გულის ნადები. -არავის მიუტოვები ხარ, ხმა მოულბა ლევანს-ყველას უყვარხარ ,უბრალოდ გარემოებების მსხვერპლი ხარ. -ყველას რომ ვუყვარდე ეს არ მეკეთებოდა.ბეჭედზე ანიშნა. -ეგ მეც მიკეთია და დამიჯერე სიყვარული მაგით არ წყდება.შენს ოჯახს ისევ ისე ჭირდები და უყვარხარ. თვითონაც ვერ გაიგო რატომ გაამართლა ახლა მისი ოჯახი და ცდილობდა ნამუსი მოეწმინდა რომ მართლაც უყვარდათ ,იქიქნებ იმიტომ რომ ყველაზე სევდიანი იყო ერთ დროს გაბრწყინებული შავი თვალები და გულზე უცნაურად ხვდებოდა და არ მოწონდა. -მეც მიყვარს და მჭირდებიან,მაგრამ აი ნერწყვი გადაგორა ლიზამ აი როგორ აგიხსნა ხელები გაშალა უმისამართო -აი ვერ გეტყვი რას ვგრძნობ .რაღაცნაირი გრძნობამაქვს .აარაკრაკა ენა და გულწრფელ საუბაზე გადავიდა. -ცივი ? სიცივეს გრძნობ ? უპოვა შესაფერისი სიტყვა ლევანმა და გაუღიმა . -ჰოო, ამოიოხრა თითქოს ნაღველი ამოაყოლა ამ ერთ სიტყვასო და ფეხები შემოკეცა საზურგეს თავი მიადო და ხელებს დააშტერდა. -ხან მავიწყდება ყველაფერი,მერე ისევ მახსწნდება . -სიბრაზე გივლის ,ტვინი გიდუღს და არ იცი რა ქნა . -აი ზუსტად.აქამდე არასდროს ვყოფილვარ ასე,ყველა მეფერებოდა , პრობლემაც კი არასდროს მქონია ყველაფერი თავისით გვარდებოდა ,ეხლა ? ეხლა ასე მგონია ჩემი ცხოვრება იქცა თავად დიდ პრობლემად ან პირიქით მე ვარ თავად პრობლემა. -პრობლემური გოგო ხარ,რთული ხასიათით და არამქვეყნიური საქციელებით მაგრამ პრობლემა ნამდვილად არ ხარ.სახეზე ღიმილი უფტო თბილი გაუხდა მამაკაცს. -ყველაფერი ერთ წამში დამთავრდა , არც კი დამიწყია და უკვე დამთავრდა. ტუჩები ერთმანეთს დააჭირა თითქოს ცრემლებს აკავებდა თვალებზე . -არაფერი დამთვარებულალიზა.ნელნელა მიეჩვევი ,ისწავლი როგორ იცხოვრო გაიზრდები და რამოდენიმე წელში აღარც კი გემახსოვრება რა ცუდად იყავი. -და რამოდენიმე წელი როგორ გავძლო ? ამოიტირა უცბად და ამდენი ხნის წვალებით შეკავებული ცრემლი ერთიანად მოსდიოდა თვალებიდან. -მოდი აქ,მოდი მისკენ გადაჯდა ლევანი -თითქმის ძალით მიწია თავისკენ და პატარა ბავშვს რომ ჩაისვავე კალთაში და მიკრავენ მკერდზე ზუსტად ასე ყავდა-ლამაზი ხარ,იცი რა ლამაზი გოგო ხარ ? ჭკვიანი ხარ ,მხიარული თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი ერთნაირად კარგად გამოგდის უბრალოდ მიზეზი უნდა იპოვო რომ იცხოვრო. არ აქვს მნიშვნელობა რის გამო გააგრძელებ ცხოვრებას , იმისთვის რომ ერთ დღეს თავისუფალი იქნები ,თუნდაც იმისთვის რომ ერთ დღეს ისევ შეგიყვარდება ,გახდები ექიმი , მხატვარი ან თუნდაც იმისთვის რომ ჩემზე იძიო შური იმისთვის რომ ამ დრეში გაგდებ და ახლა ისე გამშვიდებ ვითომ მე არ ვიყო დამნაშავე.მნიშვნელობა არ აქვს რისთვის უბრალოდ იმ ძალით უნდა იბრძოლო ლანარი რომ ჩამარტყი გახსოვს ?ტირილს სიცილი შეერია და უცნაურად ჩაესმოდა ყურებში ლევანს ,მაგრამ ზუსტად ეს იყი ნამდვილი ლევანი ერთდროულად შეეძლო ადამიანი ეტირებინა და გაეცინებინა კიდეც,რომელი უფრო მოწონდა ვერასდროს იგებდა ,მაგრამ ამ გოგოსთვის ნამდვილლად სიცილი ემეტებოდა. -რომ იძინებ არ გაწუხებს სინდისი ? ისევ ამოისლუკუნა ლიზამ და რეალობაში ლევანის სუნამომ დაბრუნა თუმცა გაწევა არ უცდია ან უნდა დამორჩილებოდა ან დაემორჩილებინა ,ამიტომ სწრფად იხსენებდა დასთან ერთად შედგენილ გეგმას და თავს აიძულა ასე დარჩენილიყო თუმცა დიდი დარწმუნება არც დაჭირვებია მიხვდა კიდეც რომ მისი სუნი მოწონდა და თავს კომფორტულადაც გრძნობდა. -სწორედ ამიტომ არ ვიძინებ ხოლმე ჩემო ლამაზო რაც გამიკეთებია ყველაფერმა რომ შემაწუხოს ალბათ საკუთარი ხელით გავიხვრიტავდი შუბლს. -შენ რანაირი მაკას და ნიკოლოზის შვილი ხარ.თავი წამოწია და ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა კარგახანს ისრისა თვალები ბავშვივით და გულუბრყვილო მზერა მიაპყრო,მართლლა ვერ იგებდა რანაირად შეილებოდა ყოფილიყო მათი შვილი ასეთი ხასიათის. -და შენ რანაირი ამირანის შვილი ხარ ? კითხვითვე უპასუხა. -მამაჩემი ცუდი კაცი არაა -გეხვეწები არ დამიწყო ეხლა მტკიცება ,ხელი აუქნია გააჩუმდიო. -ისე შენ უნდა თქვა ბედი მაქვსო ან კატასავით ცხრა სიცოცხლეო.ჩაილაპარაკა თავისთვის რომ გაახსენდა მანქანის აფეთქების ამბავი. -აბა ,რომ დავმწვარიყავი ვის გაყვებოდი მერე ცოლად ? წარბი აწია ლევანმა იმის ნიშნად რომ ვერ გაიგო დასცინოდა და თუ ისე უბრალოდ თქვა. -არც კი მჯერა რომ მამაჩემა ქნა,მაგრამ მაინც ვწუხვარ. -რაზე წუხარ ? საფასურს რომ შენ იხდი მამაშენის გამო ? ხმა გაუცივდა ისევ კაცს -არა იმაზე რომ .. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. -მართალია,საკმარიი ემოციები გაქვს კიდე წუხილი კარგს არაფერს მოგიტანს. -აქამდე რატომ არ მოიყვანე ცოლი ? მოლოდნელი კითხვა დასვა -აქამდე არ მჭირდებოდა. -და ახლა გჭირდება ? -არც ახლა მჭირდება,არ მინდა გული გატკინო უბრალოდ შენნაირი ცოლი არ მჭირდება. -შენ ისეთი ცოლი გინდა სახლში ბავშვებს რომ გაგიზრდის და პრობლემებს არ შეგიქმნის ? -ხო რაღაც მასეთი. -და რა აზრი აქვს ეგეთ ოჯახს ? მარტო შვილები გინდა ? მეც მინდა ბართან მისულ ლევანს დაეჯღანა რომ მისთვისაც დაესხა ვისკი -ღვინოს მოგიწევს დაჯერდე.ყველაზე მსუბუქი ვარდისფერი ღვინო ჩამოუსხა და ბოკალი მიაწოდა. -და თავს რატომ წაართვი ეგეთი ცოლის ყოლის შანსი ? არ ჩუმდებოდა ლიზა -პატარა აღარ ხარ. -არაფერი წამირთმევია ლიზზ, შვილი რომ მყავდეს არაა აუცილებელი ცოლი მყავდეს. -აჰამ ,გასაგებია ესეგი უნდა მივემზადო სკანდალისთვის როგორ გამჭორავს მთელი ქალაქი რომ ჩემს ქმარს სხვა ქალი უჩენს შვილს. ეჭვიანი ცოლივით ალაპარაკდა. - ეჭვიანობის სცენებსაც მომიწყობ ? გაეცინა ლევანს -უარესიც შემიძლია ვქნა . თვალები მოჭუტა და თავადაც გაუღიმა თითქოს საკუთარ თავზე და პრობლემაზე ხუმრობა ამშვიდებბდა. -ხო და იქნებ თავად იყო ისეთი ცოლი რომ საერთოდ არ გიღალატო ? დივანს მოუარა და თითი კისერსჩააყოლა ,სანამ ლიზა შეიშმუშნებოდა და ორივე ხელი მხრებზე დაადო და ნაზად ატრიალებდა მისმხრებზე.დაჭიმული კისერი სწრაფად მოუდუნდა და თაავიც კი გადაწია უკან სიამოვნებისგან.ერთი სისუსტე ჰქონდა როგორცე ვინმე მასაჟს უკეთებდა ან თმაზე ეფერებოდა მაშინვე ძალა ეცლებოდა კატასავით იტრუნებოდა,ამიტომ ბავშვობაში მისი დაძინება პრობლემას არ წარმოადგენდა სოფოს თავისი ტექნიკა ქონდა და 10 წუთში აძინებდა ოჯახში ყველაზე ველურ ბავშვს. ახლა აღარ ეძინებოდა თუმცა ძალა ნამდვილად ეცლებოდა სულგანაბული მინდობოდა მამაკაცის ხელებს რომლებიც ნაზად მაგრამ ამავდროულად მძიმედ დასრიალებდნენ მის ზურგზე. -კნუტივით ხარ არა ? გაეცინა ლევანს და ხელიშეუშვა.სშეუშვა.სწრაფად გამოერკვა ლიზა და უხერხულად გაუღიმა -დაიღალე ? -კი ,მომცემ მაგ ჯანდაბა გასაღებს ? სიბრაზემ წამოუარა თაგვივით რომ აწვალებდა. -აიღე ,მამაგიდაზე ჩამოდო და ისევ ვიჭიქას წაწვდა,ისე მოსვა თითქოს დიდიხნის მწყურვალი იყო და კიდევ ერთხელ აათვალიერა თეთრ კაბაში გამოწყობილი ლიზა ,ჭაღის ძლიერ განათებაზე უფრო ლამაზი ჩანდა და სახეზე რაღაც საოცარი ფერი ედო ,კარგახანს ცდილობდა მიემსგავსებინა რამისთვის და ბოლოს შესაფერისი სიტყვა იპოვა მისმა გონებამ « ნახატი » ჰო ნახატს გავდა ნახატივით იდიალურად გაწყობილი სახე და სხეული და სიამოვნებისგან ჩაეღიმა იმ აზრზე რომ ეს ნახატი მის კედელს დაამშვენებდა -შემიძლია კაბის გახდაში დაგეხმარო.გამომწვევი ხმით მიაძაღა კიბეზე ამავლს ,თუმცა პასუხი არ მიიღო მხოლოდ ნაწყენი და დამცინავი მზერით გამოხედა უკან და ისევ გზა გააგრძელა.ცარიელ კიბეს უყურებდა და თვალწინ თითქმის ყველა მომენტი უდგებოდა ლიზას გაცნობის დღიდან ყოველი მოგონებისას სისხლი უფრო და უფრო უდუღდებოდა და თავს უაზროდ უმტკიცებდა ,რომ ასეთი გოგოები არმოწონდა.ყველაფრისთვის უჯობნია ცხოვრებაში საკუთარი თაავის გარდა ,თითქოს ორი « მე « ყავდა და გამუდმებით ავხორცი ლევანი იყო პირველი და მისი უბედურება ის იყო რომ კმაყოფილი იყო ამ ლევანით და არაფრის შეცვლა არ უნდოდა ამჯერდაც ასე მოხდა ,მის ადუღებულ სხეულს აწყობდა კიდეც რომ სწორედ ეს ლევანი ყოფილიყო დღეს და ამიტომ თავისთვის ბევრი არ შეუძახია .ნელანელა ჩაცალა ჭიქა და სრულიად მშვიდად და აუღელვებლად მოიტანა მეორე გასაღებების ასხმა ,ასევე მშვიდად აუყვა კიბეს. იქ სადღაც გულის სიღრმეში კიოდა მისი კეთილი მაგრამ ძალიან სუსტი ლევანი ,თუმცა არც მოუსმენია,რადგან ტვინმა გულმა და სხეულმა ერთიანად გადაწყვიტა რომ შეცდომა იყო ,რომ უბრალოდ უნდა გაცლოდა ,მაგრამ თუ გაეცლებოდა ხვალიდან ორივე თავის ცხოვრებას გააგრძელწბდნენ და ერთმანეთს მხოლოდ იქ შეხვდებოდნენ სადაც საჭირო იქნებოდა მისი ცოლი.ასე მარტივად ვერ გაუშვებდა შანს ხელიდან , იმიტომ არ წამოვიდა ამირანის სახლიდან ამ გოგოსთან ერთად რომ მხოლოდ ვერ გაიმეტა როგორც იქნა აღიარა რომ მოეწონა და ვერა ასე მარტივად ვერ წავიდოდა . თითქმის ყბელა კარს აღებდა და რომ არ ხვდებოდა უფტო და უფრო მეტად ემატებოდა ჟინი ,რომ ეპოვა, არ იცოდა რომელ კარს უკან იყო ,მაგრამ ცხვირში უტრიალებდა მისი სუნი და გემოსაც კი გრძნობდა. ადამიანს გემო აქვსო რომ გეთქვათ დაგცინებდათ ,მაგრამ ახლა თითქმის მთელი არსებით იყო დარწმუნებული რომ ამ გოგოს მარტო სუნი კი არა გემოც ქონდა ,გრძნობდა როგორ შიოდა მის სხეულს და ნაბიჯებს უფრო უჩქარებდა და იმაზე ფიქრში რომ მართლაც დედოფალიმესამე სართილზე ამოარჩია ოთახი ეღიმებოდა. მესამეზე ბევრი ძებნა არ დაჭირდებოდა სულ ორი საძინებელი იყო და სულსწრაფად მოარგო გასაღები ერთს ,რომ მიხვდა გასაღები თავისუფლად შევიდა საკეტში უკან დაიხია და მეორე კარს გახედა,თითქოს ბოლოჯერ დაფიქრდა და საკუთარ თავს შესაჩერებლად მიზეზი რომ ვერ უპოვა სცადა კარი გაეღო ,მაგრამ შიგნიდან დაკეტილ კარში როგორც ჩანსს გასაღები ქონდა დატოვებული ლიზას .ნაზად მიაკაკუნა ხის კარზე ,შემხტარი ლიზა დადუმებული იდგა კედელთან აყუდებული ,თავი საშინელებათა ფილმში წარმოიდგინა ,როგორ მისდევს მანიაკი ოთახში მთავარ გმირს და ენაზე ისე იკბინა სიმწრისგან ცრემლები წამოსცვივდა. -გამიღე ლიზა.ხმა მშვიდი და გაწონასწორებული ქონდა.თავი კარს მიადო და სცადა დამაჯერებელი ყოფილიყო.-ვიცი რომ არ გძინავს და ზუსტად ვიცი შიშისგან კრთიხარ.გეცინა ლევანს.ეხლა რამეს ეძებ რომ იმ შემთხვევისთვის თუ შემოვალ ჩამარტყა ,ისედაც დაძაბული გოგო უფრო დაიძაბა თითქოს შიგნით იყო ისე მარტივად ახმოვანებდა გარეთ მყოფი ლევანი მის მოქმედებებს.ჩემო ლამაზო ,შენი სუნთქვაც კი მესმის ასე ,რომ თუ არ გამიღებ ვფიქრობ უფრო დაძაბავ სიტყუაციას. -არ მინდა ლაპარაკი დაღლილი ვარ .აკანკალებული ხმა ძლივს გაისმა. -მერედა ვინ გითხრა რომ სალაპარაკოდ მოვედი ? დავიჯერო ასეთი გულუბრყვილო ხარ ? -თავი დამანებე. -არ შემიძლია ახლა არა და დღეს არა,აი ხვალიდან რაც გინდა ის გიქნია. ისევ დაკაკუნა -ნუ მაყურყუტებ აქ უფრო ვბრაზდები და უფრო მეტად მინდება შემოსვლა თუ გააღებ იქნებ უკანაც გავბრუნდე,მაგრამ ერთი ცუდი თვისება მაქვს რაც უფრო რთულდება სიტყუაცია უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ჩემთვის. -არ შეგიძლია რომ უბრალოდ თავი დამანებო ? სწრაფად წასკდა ცრემლები და გამბედაობა მოიკრიბა , ორი ვარიანტი მიაწოდა ტვინმა ან ძალით შემოვიდოდა და გაბრაზებული მართლაც რას იზაამდა კაცმა არ იცის ან თავად უნდა შემოეშვა ისევ მაგრად დახვედროდა და ბოლოს მისი საქციელით განხიბლული მარტივად მოშორდებოდა. ნელი ნაბიჯით მივიდა კართან და საკეტისკენ ხელი 3 ჯერ მაინც გაწია და უკან აიღო ბოლოს ინსტიქტურად გადაატრიალა და ლევანისდა გასაოცრად კარი ოდნავ კი არა ფართოდ გააღო. პატარა თავისთვის ბოდიში უბრალოდ შეუძლებელი იყო მეტი მეწერა დღეს,მადლობა კეთილი სურვილებისთვის ნამდვილლად მჭირდება ახლა გამოჯანმრთელებაში და მაპატიეთ რომ გალოდინეთ და თან ასეთ პატარა თავს ვდებ . როცა მომვლელში დავწერე ანას კუჭის პრობლემის შესახებ მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რა იყო და ეხლა ვხვდები კარგად ვერ ავღწერე ის განცდა, აი ისეთი უბედურებააა მტერსაც რომ არ ვუსურვებ. მიტხარით თქვენი აზრი რატომღაც ძალიან დამეძაბა სიტყუაცია ბოლოში და არ ვიცი მოგწონთ თუ არაა ეს ,მოკლეთ არ მოგერიდოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.