მაფიის ბოსი! თავი 10 (1D Fanfic) +18
მე და ჰარი ოთახში ავედით. მე მაგიდას მივუჯექი ის ჩემს წინ დაჯდა. -ის გოგო როგორც ვხვდები დევლინი იყო? -ხო -შეგირიგდა? -სხვა გზა არ ქონდა. თქვა და ჩაეცინაა. -მაინც რა მოხდა თქვენს შორის? -გრძელი ისტორიაა, თუმცა მოგიყვები, იმიტომ რომ ჩემს მაფიაში გაწევრიანების აზრს მიხვდები. მან მოყოლა დაიწო. -როგორც უკვე იცი მე, ლუი, ნენსი და დევლინი ერთ სამეზობლოში ვცხოვრობდით. მე და დევლინს ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა თითქმის ბავშვობიდან. 17 წლის ვიყავი, სახლში დავბრუნდი და იქ ბიძაჩემი, ჩემი ბიძაშვილი და მამაჩემი, ძალიან აქტიურად განიხილავდნენ რაღაც ქორწილს. მამაჩემი ისეთი აღტაცებული იყო ეგრევე მახარა -ჰარი შვილო გრეგს(ჩემს ბიძაშვილს) ცოლი მოყავს. მეც გამიხარდა მიუხედავად ჩემი და გრეგის ურთიერთდამოკიდებულებისა, გადავკოცნე და მივულოცე. მან ორაზროვნად ჩაიცინა -იცი ვინაა ჩემი საცოლე? -საიდან მეცოდინება -დევლინ ჯენკინსი. წამიერად გავქვავდი. მერე რაც კი ცუდი სიტყვა ვიცოდი და გინება ყველაფერი ერთდროულად ვიღრიალე და ჩემს ოთახში შევვარდი. ვიცოდი საქმე რაშიც იყო და დევლინზე არ ვბრაზობდი. ეს მამა ჩვენების ბიზნეს გეგმა იყო. მე ბიზნესის დიდი არაფერი გამეგებოდა და მამაჩემის ტახტზე კანდიდატი გრეგი იყო. დევლინის მამა კიდევ სტრატეგიული პარტნიორი. ვიცოდი ვერაფერს გავხდებოდი, გარდა ერთისა. როგორღაც ერთერთ ქილერთან მოვახერხე დაკავშირება, რომელიც ზეინის მაფიის წევრი აღმოჩნდა. ჩემი და ზეინის გარიგება იყო შემდეგნაირი: ის მოაკვლევინებდა გრეგს და ამის საფასურად მე მასთან ვიმუშავებდი, მაგრამ მან ერთი რამ გამოტოვა ამ გარიგებაში. ის რომ გარანტია ჭირდებოდა. გარანტია როგორც იცი დევლინი აღმოჩნდა. მოკლედ მკვლელი დავიქირავე. ქორწილის დღეს გამოვეწყვე და ისე ვიქცეოდი თითქოს არაფერი უჩვეულო არ ხდებოდა. ჩემი და დევლინის ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ ამზადებდნენ მას ქორწილისთვის. ისეთი ლამაზი იყო საქორწინო კაბაში. ერთი გამომხედა და შევამჩნიე რომ ცოტა აკლდა სატირლად. მე გავუღიმე და მანაც გამიღიმა. ცერემონია დევლინის სახლის ეზოში იმართებოდა და ყველა აქეთ-იქით დარბოდა სამზადისში გართული. ცოტა ხანში ეზო ხალხით აივსო. ის მაოცებდა რომ თავს დამნაშავედ საერთოდ არ ვგრძნობდი იმის გამო რაც ჩავიფიქრე, პირიქით ერთი სული მქონდა ეს მომხდარიყო. მეტიც ალბათ იარაღი რომ მქონოდა, თვითონ გავაკეთებდი ყველაფერს. უკანა ეზოში ლუი იდგა თავისი მოტოციკლით გამზადებული. ცერემონია დაიწყო. დევლინი და მამამისი გამოჩნდნენ. ისინი საკურთხეველთან მიდიოდნენ სადაც გრეგი იდგა. მე ვიცოდი რომ დარჩა -3...2...1 და ბამ. გრეგი დაეცა და ხალხი მიესია. მე დევლინს დავტაცე ხელი და გავიქეცი. ის ძალიან შეშინებული ჩანდა. -ჰარი რა ხდება? გრეგს რა მოუვიდა? -დევ დაივიწყე ის მე და შენ ვერავინ დაგვაშორებს, უბრალოდ მენდე. ლუიმ მოტოციკლი მომცა და მე და დევლინი წავედით შორს. ძალიან შორს, მაგრამ არა საკმარისად შორს იმისთვის რომ ზეინისგან დავმალულიყავით. მან მიპოვნა და მომთხოვა პირობის შესრულება და იმის გარანტიად რომ მისი მარჯვენა ხელი ვიქნებოდი დევლინი დააჭერინა. ამით მას ის ყოველთვის კონტროლის ქვეშ ყავდა. მე თუ რამეს დავაშავებდი დევლინი შეეძლო თავისუფლად მოეკლა ციხეშიც და მის გარეთაც. რა თქმა უნდა დევლინმა არაფერი იცოდა ამის შესახებ. ციხეში მან იმშობიარა. ჩვენი ბავშვი მე გავაშვილე. -რა? გააშვილე? მან რა თქვა ამაზე? -მას უთხრეს რომ ბავშვი დაეღუპა. ეს იმიტომ გავაკეთე რომ ჩემი შვილიც ზეინის შანტაჟის იარაღი არ გამხდარიყო. თან ის მშვენიერ ოჯახშია და თავს კარგად გრძნობს მაფიისგან შორს. ახლახანს დევლინს ვუთხარი ყველაფერი და ვნახეთ კიდეც პატარა ქეთრინი, ოღონდ შორიდან. რა თქმა უნდა მას მისი დაბრუნება მოუნდა, მაგრამ დავარწმუნე რომ ეს ცუდი იდეაა. -კი მაგაში გეთანხმები. ბავშვის გამზრდელებისგან ჩამოშორება საშინელებაა. ჰარი თუ რამით შემიძლია დაგეხმარო მითხარი. -მადლობა ჯეს. -არაფრის. ახლა მისმინე. ზეინს პოლიციაში ხომ ბევრი ნაცნობი ყავს. -კი მაგრამ უმეტესობა დაიჭირეს ზეინის პროცესის მსვლელობისას. -პირველ რიგში ის გამომძიებელი უნდა გაქრეს. შემდეგ ყველა ზეინის ნაცნობი სამართალდამცავი ვინც გარეთ დარჩა შემიკრიბე. ჰარი ოთახიდან გავიდა. მე ლილისთან წავედი და მთელი ღამე მასთან დავრჩი. ის უკეთ იყო და ბევრსაც მელაპარაკებოდა სანამ არ დაიღალა და ჩაეძინა. ორი კვირა გავიდა უშედეგოდ. არც ჰარის ქონდა კარგი სიახლეები. ერთადერთი კარგი იყო ის რომ ლილი გამოწერეს. კაბინეტში ვიჯექი ბაზაზე როცა ტელეფონი აწკრიალდა და ჰარი დაეწერა. სწრაფად ვუპასუხე. -ჰარი რამდენი ხანია შენგან ინფორმაციას ველი, სად დაიკარგე ორი კვირა? -ჯეს ვწუხვარ. -რა მოხდა? -ციხეში ხანძარი გაჩნდა. ზეინი... -ჰარი არ გაბედო... არ თქვა... ის ცოცხალია -ვწუხვარ ჯეს ის დაიღუპა. ტელაფონი კედელს გვუქანე და საწოლზე დავემხე. თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება უაზრო გახდა. არ იმსახურებდა სიკვდილს. მითუმეტეს ასეთ უაზრო სიკვდილს. უაზროდ ბევრი ვიტირე და მივხვდი ახლა ლილისთვის მომიწევდა ამის ახსნა. სახლის კარი ჩემი გასაღებით გავაღე რადგან გვიანი იყო და არ მინდოდა ლილის გაღვიძება. ფეხაკრეფით შევედი. შუქები ჩამქრალი იყო. ლილის ოთახიდან მისი სიცილი მომესმა და გავემართე ოთახისკენ. ვიფიქრე რომ სტელა და ლილი თამაშობდნენ. კარი შევაღე და... ადგილზე გავიყინე. ლილი მომვარდა დედიკო მოვიდა. მე გაშტერებული შევყურებდი მას. სანამ მისი ჩახუტება არ ვიგრძენი. -ზეინ?! -ჩშშშ! არაფერი თქვა -ცოცხალი ხარ?! ახლა სიხარულის ცრემლები ვეღარ შევიკავე და რაც ძალა მქონდა მოვეხვიე მას. -დედა მამა მიყვებოდა რა ლამაზ ქალაქში იყო სამოგზაუროდ. ჩვენც წავალთ იქ? -აუცილებლად პატარა. ლილი დავაძინეთ. ოთახიდან გამოვედით თუ არა ზეინმა მისკენ მიმიზიდა და მაგრად მაკოცა. -მომენატრე -მეც. რა მოხდა ციხეში? -ჯეს ახლა მართლა ციხეზე საუბარი გინდა? თუ რამე საინტერესოს შემომთავაზებ. ეშმაკურად გამომხედა. მე გავუღიმე, ხელი მოვკიდე და ოთახისკენ წავიყვანე. მას მერე რაც სიყვარული ამიხსნა ეს ჩვენი პირველი სე*სი იყო და ის ისეთი განუმეორებელი იყო, თითქოს პირველი იყო. დილით ხმაურზე გამეღვიძა. ლილი და ზეინი დარბოდნენ აქეთ იქით. -დედა დედა მამა მოვკალი! შემოვარდა ბედნიერი ლილი სათამაშო თოფით. მას ზეინის შემოყვა. -სხვა თამაში ვერ მოიფიქრეთ? -ლილის უნდოდა პოლიციელობანა. -ლილი ცოტა ხანი დაგველოდე მე და მამიკოს გარეთ კარგი? -კარგი. მამა მე დავიმალები და მიპოვე. ზეინმა თავი დაუქნია. ლილი ხტუნვა-ხტუნვით გავიდა ოთახიდან. -რამოხდა ჯეს? ის საწოლზე ჩამოჯდა. -რას ვაპირებთ? -რას გულისხმობ? -ზეინ ციხიდან გამოიქეცი და მეკითხები რას ვგულისხმობ? -ფიქრობენ რომ მოვკვდი -მერე რა?! ერთხელ დაგინახავენ და ისევ დაგიჭერენ. -ვერ დამიჭერენ საყვარელო -რატომ? -შენ როგორც შეუკვეთე ჰარის ის გამომძიებელი აორთქლდა. სამართალდამცავებში ისევ ჩემი ხალხი მუშაობს თან წესია ასეთი ორჯერ ერთი და იმავე დანაშაულისთვის გასამართლება არ შეიძლება. -ანუ არაფერი გემუქრება? -არა. სხვათა შორის მინდა ვაღიარო კარგი ბოსი იყავი. წამოვხტი და მოვეხვიე. შემდეგ ვაკოცე. -კაცი მოვკალი შენს გამო დავიჩურჩულე -ვწუხვარ საყვარელო ამის გაკეთება რომ მოგიწია. ის ნაბიჭვ*არი გინდ ცოცხალი ყოფილიყო გინდ მკვდარი მაინც არაფერი სარგებელი არ მოჰქონდა. 3 თვე გავიდა. ზეინი მაფიის ბოსად დარჩა. არც ველოდი რომ ის მაფიას ჩამოშორდებოდა. ლილი ბალეტზე დაგვყავდა ორივეს ერთად. ერთ დილას მუცლის ტკივილმა გამაღვიძა. ვივარაუდე რომ ჩვენი ბიჭი დღეს დაიბადებოდა და ზეინიც გავაღვიძე. არ შევმცდარვარ. მალე საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ბავშვის გაჩენის პროცესი იყო საშინელება თუმცა პატარა ჯორჯის მოლოდინში ტკივილი არც მე მახსოვდა და არც ზეინს რომელიც ჩემს გვერდით იდგა და ჩემი ხელი ეჭირა. არ მეგონა ოდესმე სისხლი თუ შეაშინებდა ზეინს, მაგრამ ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა. ტირილის ხმა გაისმა და ზეინი რაღაც არაადამიანური სითბოთი სავსე თვალებით მიაშტერდა პატარას. მეტი არაფერი მახსოვს მალე პალატაში გამომეღვიძა. ზეინს სკამზე ჩასძინებოდა. ცოტა ხანი ვუყურებდი. ძალიან დაღლილი ჩანდა. ის ძალიან შეიცვალა. მზრუნველი, ერთგული და მეოჯახე ადამიანი გახდა, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ექთანი შემოვიდა. ცოტა დაბნეული ჩანდა. მე საუბრის დაწყება არ ვაცადე -ჩემ ბიჭუნას მალე მომიყვანთ? ხომ უნდა ვაჭამო. ხმაზე ზეინიც გამოფხიზლდა -უკაცრავად თქვენი ბავშვი... ის დაიღუპა. წამიერად ყველაზე სასტიკმა და უაზრო სიჩუმემ დაისადგურა. ზეინს გავხედე ის ექთანს მივარდა. -რას ქვია დაიღუპა? საავადმყოფოა თუ რა არის ეს? ჯანმრთელი ბავშვი როგორ დაიღუპა? ვინ მოგისყიდა თქვი! ტვი თორემ ტვინს გაგსხმევინებ! მან იარაღი მიადო ექთანს შუბლზე. -ჩემი ბიჭი მხოლოდ ეს ამოვილუღლუღე და გონება დავკარგე. რომ გამოვფხიზლდი დავინახე ზეინი ჩემს ნივთებს ალაგებდა. -ზეინ რა ხდება? -არაფერი საყვარელო. აქედან წავალთ და ჩვენს ბიჭს მე მოვძებნი კარგი? არ ინერვიულო. მან შუბლზე მაკოცა. -ზეინ ექთანმა რომ თქვა... -არ ახსენო ეგ სიტყვა! ჩვენს პატარას ვიპოვნი გაიგე?! თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. არ ვიცოდი ახლა რას ვგრძნობდი. ჯერ მშობიარობის შემდეგი შოკი მქონდა, პლუს ნარკოზი და ახლა ეს ჩემთვის გაუაზრებელი ამბავი. მეგონა თავში სიცარიელე მქონდა არადა ამავდროულად იმდენი ფიქრი მაწუხებდა. სახლში როგორ მივედით ვერ გავიგე. ლილი შეგვეგება კარებშივე. -დედა, დე ჯორჯი სადაა? მაჩვენეთ რა... დეეე გთხოვ. შეიძლება ვეთამაშო? -ჯორჯი არაა! არა ამქვეყნიური ხმით დავიღრიალე და მხოლოდ ახლა ამოვიქვითინე, უძლურებისაგან ჩავიკეცე იქვე. ზეინი ლილის მიუბრუნდა -საყვარელო აპატიე დედას. ჯორჯი ჯერ პატარაა და ცოტა ხანი საავადმყოფოში დარჩება. მალე მოვიყვანთ და ნახავ. დედიკოც ცუდადაა დაისვენებს და მერე დაელაპარაკე კარგი? -კარგი. ლილი ოთახში გაიქცა. ზეინი ჩემთან ჩაიმუხლა. მიმიხუტა -ჩშშშ! დამშვიდდი. ხომ გითხარი ჯორჯს დავაბრუნებ -იქნება ექთანი არ იტყუებოდა? -ასე ძალიან გინდა დაიჯერო რომ ჩვენი შვილი მოკვდა? მე არ მჯერა და შენ თუ გინდა იგლოვე. ის ადგა და წავიდა სადღაც. ვიცი უსინდისო ვარ ((( ახლა დამეწყო დასვენება და მართლა ყოველ დღე დავდებ ) გადავწყვიტე რადგან ამდენი ხანი გალოდინეთ ამ თავში არ დავასრულო და გავაგრძელო. ეს თავი პატარაა. შემდეგი დიდი იქნება. მიყვარხართ <3 მადლობა რომ კითხულობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.