საწოლში მტერთან(ნაწილი 6)
მთელ სხეულში დამიარა თბილმა ტალღამ. თავი ვეღარ შევიკავე,ხელები კისერზე ნაზად შემოვხვიე და შევეცადე ავყოლოდი. ჩემმა საქციელმა კიდევ უფრო გაათამამა, ხელი წელზე მომხვია და მთელი ტანით ამიკრა ზედ. ნაზად მიკოცნიდა ტუჩებს და კოცნას კიდევ უფრო აღრმავებდა. უცებ გონს მოვედი და მის ტუჩებს მოვწყდი. -ალექს, გეყოფა.-ვუთხარი აქოშინებულმა და ტუჩები მოვილოკე. გაეღიმა, ისევ ისე მიმიხუტა და შუბლი შუბლზე მომადო. -წავიდეთ აქედან.-მითხრა თბილი ხმით. -ასე არ შეიძლება. აქ ცოტნესთან და მეგისთან ერთად მოვედი.-ვთქვი დამნაშავესავით. უცებ მომშორდა და მოშორებით დადგა, გაბრაზებული ჩანდა. -ცოტნე.-გაიმეორა ირონიულად.-აქ მასთან ერთად მოხვედი არა? -მეგის ხათრით წამოვედი.-თავის მართლება გამომივიდა და ნერვები მომეშალა. -წამოდი, წავიდეთ.-ხელი ჩამკიდა და ბაიკისკენ წამაპონწიალა. შეწინააღმდეგება აღარ მიცდია ისე მივუჯექი უკენ. ისევ სადღაც მივყავდი და არც ახლა ვიცოდი სად. იგივე განცდა დამეუფლა რაც მისი პირველი ნახვისას. მისი სხეულიდან წამოსულ სითბოს ვგრძნობდი და საშინლად მსიამოვნებდა. მივეხუტე და შევეცადე არაფერზე მეფიქრა. ზღვის პირას მიმიყვანა. -ალექს, აქ რატომ მომიყვანე? -იმიტომ, რომ მშვიდად ვილაპარაკოთ.-მითხრა სერიოზული სახით. -რაზე უნდა ვილაპარაკოთ? -ჩვენზე-თბილად მითხრა გამიღიმა და გააგრძელა.-შენზე რომ სერიოზულად ვფიქრობ, ეს უკვე იცი. ისიც უნდა იცოდე რომ არ მინდა ცოტნესთან ერთად კიდევ გნახო, გასაგებია? -რა უფლებით მიკრძალავ მასთან შეხვედრას? ვისაც მინდა იმას შევხვდები, შენ ვერ ამიკრძალავ.-ხელები გადავაჯვარედინე და თვალები დავაკვესე. ვერ ვიტანდი როდესაც რამეს მიკრძალავდნენ, მისი ეს მბრძანებლური ტონი საშინლად მაღიზიანებდა. -ცოტნეს საერთოდ არ იცნობ, აი მე კი კარგად ვიცნობ და გეუბნები რომ არ გაიკარო საერთოდ და შეუშვი მაგ ლამაზ თავში. -მე გადავწყვეტ ვინ უნდა გავიკარო და ვინ არა.-ვთქვი გაბრაზებულმა და სწრაფად გამოვბრუნდი. მაშინვე უკან გამომყვა, ძლიერად ჩამაფრინდა მაჯაში და მთელი ტანით მისკენ მიმატრიალა. ხელები უხეშად მომხვია, მის მკლავებში ვიყავი მომწყვდეული. ერთხელ კიდევ გავიბრძოლე თავის დასახსნელად, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერად დამიჭირა. ბოლოს დავიღალე და მოვდუნდი. -ალექს, რა გინდა?-ვკითხე საწყლად. -შენ-მითხრა ეშმაკურად და გამიღიმა.-შენ მინდიხარ.-სახეზე ცხელი სუნთქვა მომაფრქვია, რამაც გონება დამიბინდა და თვალები მიმელულა. უცებ მოშორებით დადგა და სერიოზული სახით მითხრა. -ახლა სახლში წაგიყვან, გვიანია.-თვალები გაკვირვებულმა ვჭყიტე. ამის ნაცვლად უბრალოდ კოცნას ველოდებოდი, ტუჩები გავბუსხე და გაბუტული გავყევი უკან. საჭეს მიუჯდა და მე გამომხედა. ჩემს გაბუტულ სახეზე ირონიულად გაიცინა და თავი მსუბუქად გააქნია. უკან მივუჯექი და ხელებით ბაიკის უკანა ნაწილს მოვეჭიდე. ალექსს ჩემს საქციელზე ოდნავ გაეცინა და ბაიკი დაქოქა. უცებ ისეთი სიჩქარით მოვწყდით ადგილს შეშინებულმა ისევ ალექსის მხრებს ჩავაფრინდი და ძლიერად მოვეხვიე. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა კმაყოფილებისგან. შენელება არც უფიქრია, უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს და მეც შეშინებული უფრო ძლიერად ვეხუტებოდი. კორპუსის წინ გააჩერა და ძრავა გამორთო. სწრაფად გადმოვხტი და სადარბაზოსკენ წავედი ჩქარი ნაბიჯით. -მოიცა, სად გარბიხარ.-ღიმილით დამიჭირა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.-ჭკვიანად იყავი და არ დაგავიწყდეს რა გითხარი.-ხელი გამაფრთხილებლად დამიქნია და გამიშვა. -შენ სად მიდიხარ?-ვკითხე ოდნავ დამთბარმა. -ჩემს ძმაკაცს ბინა აქვს ნაქირავები, მასთან დავრჩები. -ძილინების. -ხვალ გნახავ.-ისევ გამიღიმა და წავიდა. სირბილით ავიარე კიბეები. ისე ვიყავი აჟიტირებული არვიცოდი რა გამეკეთებინა. იდიოტივით ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. "მიყვარს, მიყვარს, მიყვარს."მთელი ხმით გაჰკიოდა გონება. შესასვლელთან გავჩერდი და სუნთქვის დარეგულირებას შევეცადე. გული საშინლად ამიჩქარდა. ,,რატომ ვერ მოვიფიქრე ლიფტით ამოსვლა'' ჩავიფრუტუნე ჩემთვის და კარები შევაღე. რაც შემეძლო უხმაუროდ ჩავუარე ბიჭების ოთახს და ჩემს ოთახში შევიპარე. -ლილე, სად იყავი ამდენ ხანს.-შიშისგან ადგილზე შევხტი. -მეგი, გული გინდა გამიხეთქო? მეგონა გეძინა.-ჩუმად ჩავუარე მის საწოლს და ჩემსაზე დავემხე. -მიპასუხე, სად იყავი? რა აღარ მოვატყუე ცოტნეს მთელი დღეა გირეკავ.-გაბრაზებული წამომადგა თავზე. -მობილური საერთოდ აღარ გამხსენებია.-სწრაფად ვიტაცე ხელი ჯიბისკენ და მობილური ამოვაძვრინე. მაკას და მეგის უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა. -მაკასაც დაურეკია-ვთქვი შეწუხებული სახით.-ერთ ამბავს დამაწევს ახლა. -რა დროს მაკაა, ნუ გამაგიჟე. ახლავე მომიყევი სად გაქრი მთელი საღამო. -ალექსთან ერთად ვიყავი.-ვუთხარი ღიმილით და ინსტიქტურად ტუჩი მოვილოკე. -რა ალექსი, ეგ ხევსურეთში არ დავტოვეთ? -ჩამოვიდა. ჩემს გამო ჩამოვიდა.-ვუთხარი კმაყოფილი სახით და ფეხი ფეხზე გადავიდე. -ეგ ბიჭი უკვე ძალიან მომწონს.-თქვა სიცილით. -მეც ძალიან მომწონს, მეგ. ხო მიცნობ არა? ბიჭზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია. ახლა კი სულ მასზე ვფიქრობ, ნეტა რას აკეთებს ან ჩემზე თუ ფიქრობს. არვიცი რა ვქნა. -რა სულელი ხარ.-გამიცინა.-ცუდი არაფერია იმაში თუ ვინმე შეგიყვაარდება თანაც ეგ ალექსი კარგი ტიპია. -კი, ყურადღებიანი და საყვარელია, თან ისეთი ღიმილი აქვს. -ცოტნე აღარ მოგწონს? -ცოტნე სიმპატიურია, მაგრამ ნამდვილი იდიოტი-ვთქვი ტუჩაბზუებულმა.-მაგას ჩემი ალექსი მირჩევნია. -მართალია, მარტო გარეგნობა არაფერია თუ თავში არაფერი გაქვს.-დამეთანხმა მეგიც. -ეს ცოტნე საქართველოში დიდხანს არ ყოფილა ხო?-ვკითხე ინტერესით. -არაა, პომონა-კოლეჯიში სწავლობდა, მაგრამ მერე უცებ ჩამოვიდა და აღარ დაუმთავრებია რატომ მკითხე? -ისე უბრალოდ-ვთქვი ჩაფიქრებულმა.-იცი ალექსიც იცნობდა თურმე მანამდე. -საიდან? -არვიცი, ცოტნემ ძველი ნაცნობიაო. თან ალექსმა მას კარგად ვიცნობ და არ გაეკაროო, ვერაფერი გავიგე.-მხრები ავიჩეჩე. -იმ დღეს ვერაფერი შევატყვე ნაცნობობის. -მოდი დავიძინოთ რა, დავიღალე დღეს.-შევაწყვეტინე შეწუხებული სახით.-ისედაც მთელი დღეა მაგ ორზე ვფიქრობ.-გამოვიცვალე და საწოლში შევძვერი. მობილურზე შეტყობინება მომივიდა. გავხსენი, ალექსისგან იყო. "ხვალ რას აპირებ?" "დილით ზღვაზე ვაპირებთა წასვლას"მივწერე მაშინვე. "ცოტნეც იქნება?" "კი." "კარგი, ძილინების''მობილური ბალიშის ქვეშ შევაცურე, რომ კიდევ ერთი შეტყობინება მომივიდა."იცოდე რომ მიყვარხარ"ვიგრძენი როგორ ამიძგერდა გული ორმაგი სიჩქარით. სიხარულისგან მთელი სახით გამეღიმა, აღარ მიმიწერია მობილური იქვე ტუმბოზე დავდე და ბედნიერი დავემხე ბალიშზე. ალექსზე ვფიქრობდი, ჯერ ერთი თვეც არ გასულა რაც გავიცანი და ასე მოკლე დროში მოახერხა თავის შეყვარება. მახსენდებოდა ჩვენი ყველა შეხვედრა, კოცნა. იმდენად მეუცნაურა ვერ ვიჯერებდი რომ ნამდვილად მე ვიყავი. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ვინმე შემიყვარდებოდა, არასდროს ვაქცევდი ბიჭებს ყურადღებას. ახლა კი ალექსანდრე მიტრიალებდა გონებაში. * * * * -ვის წერ, ბიჭო, მაგდენს.-თავზე ირაკლი წამოადგა და მობილური წაართვა. -ირაკლი, დამიბრუნე თორემ არვიცი რას გიზამ.-გაბრაზებული გაეკიდა ალექსიც და მობილურის წართმევა სცადა. -იცოდე რომ მიყვარხარ.-განაზებული ხმით წაიკითხა და თვალიდან ,,ცრემლი'' თეატრალურად მოიწმინდა. -გცემ, მაგრად გცემ.-არ ეშვებოდა ალექსი. ირაკლი კიდევ აპირებდა წაკითხვას, მაგრამ იგორი დალანდა თუ არა მაშინვე მოწყდა ადგილს. -მომეცი ეგ ტელეფონი, დროზე.-უკვე ცოფებს ყრიდა ალექსი. ირამ მაშივე ესროლა. -მოიცა, შენც შეყვარებული ხარ ტო-შეწუხებული სახით გახედა ძმაკაცს.-თითქოს იგორის ცოლის მოყვანა არ მყოფნიდეს რა.-აწუწუნდა მაშინვე და მის ძმას შეუღრინა. -ირაკლი, არ მოგბეზრდა მაინც? ყოველდღე ერთი და იგივე.-ჩაიფრუტუნა იგორმა და ალექსს მიუბრუნდა. -ხვალაც უნდა ნახო? -კი. ხვალ ზღვაზე იქნება მეგობრებთან ერთად და თუ გამოიცნობთ ვინ იქნება კიდევ იქ?-ირონიულად გახედა ძმებს. -ვინ? -ცოტნე. -რომელი ცოტნე? ზვიადაური?-გამოენთო მაშინვე.-მაგას აქ რა უნდა. -თურმე გიოს ძველი მეგობარია, ხევსურეთში გამეჩითა და ახლა აქაც ჩამოყვა. თან ლილეს აეკიდა.-სიმწრის ღიმილით თქვა ალექსმა და სიგარეტს მოუკიდა. -მაგას მგონი სიცოცხლე მობეზრდა-მოქუფრული სახით თქვა ირაკლიმ. -ეტყობა მაგან ჭკუა კიდევ ვერ ისწავლა-ფიქრებიდან იგორის გაღიზიანებულმა ხმამ გამოიყვანა.-ხვალვე მოვინახულოთ.-თითები აატკაცუნა. -აუ გვეყოფა რა მაგაზე ფიქრი. სადმე წავიდეთ და დავლიოთ. -სულ დალევის ხასიათზე როგორ ხარ შენ.-შეუღრინა ძმას იგორმა. -არ მინდა რა ეს წარსულზე გამოტირება, რაც იყო იყო. ახლა წავიდეთ დავლიოთ და თან მაგარ ნაშებსაც გაგაცნობთ. სანამ ჩამოხვიდოდით მოვასწარი უკვე რამდენიმეს გაცნობაც. -თქვენ წადით, არ მინდა მე.-თავი გააქნია ალექსმა. -ეს სუ გამო*ლევდა ტო.-ფეხზე წამოდგაირაკლი .-წავედით ეხა და შენი ხმა არ გავიგო იცოდე.-ფეხზე წამოყარა ორივე და ბარში წავიდნენ. დილამდე არც დაბრუნებულან, კარგად შეზარხოშებული იყო სამივე. ტანსაცმლის გაუხდელად დაეხეთქ საწოლს და დაძინება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მაშინვე ადგა და საშხაპეში შევიდა, უნდოდა ეს ჭუჭყი ჩამოეშორებინა. ადრეც ასე იყვნენ რომელიმე ბარში გამოთვრებოდნენ და ვინმე პირველივე შემხვედრ ქალს ჩაიწვენდნენ და ვერ ხვდებოდა რა აწუხებდა. მერე უცებ გაახსენდა, ლილე. თავს დამნაშავესავით გრძნობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ, ჯერ ხომ მასთან არავითარი ვალდებულება არ ჰქონდა. ჯერ შეყვარებულებიც კი არ ეთქმოდათ ნორმალურად, ნებისმიერ ქალთან შეეძლო გართობა, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა. შხაპი მიიღო და მაშინვე ჩაეძინა. * * * * -ლილე, გაიღვიძე დედაშენი გირეკავს.-თავი გაჭირვებით წამოვწიე და მობილურს ვუპასუხე მთქნარებით. -შვილო, სად ხარ? რამდენჯერ დაგირეკე და არ მიპასუხე.ხომ შეგეძლო დაგერეკა ჩემთვის და გეთქვა როგორ ჩახვედი რამდენი ვინერვიულე.-უცებ ჩაარაკრაკა მაკამ.თვალები მობეზრებულად ავატრიალე. -დედა, დამავიწყდა დარეკვა და რა განერვიულებდა არ მესმის რა.-ვთქვი მობეზრებულად და საათს გავხედე. -დედა როცა გახდები მიხვდები რაც მანერვიულებდა და მერე დააფასებ დედაშენს.-უკვე მეათასედ გამიმეორა ჩვეული ფრაზა. -დედა, ჯერ ცხრა საათიც არ არის და უკვე თავი მატკინე.-ვუთხარი წუწუნით და გათიშვა დავაპირე. -მოიცა არ გათიშო, ცოტნეც მაქ არის? -კი. რა იყო. -არაფერი ისე.-მითხრა ეშმაკურად და გამითიშა. ამან რო იცოდეს მაინც ალექსი შემიყვარდა ალბათ გულზე დაარტყამს. გვერდი ვიცვალე და ძილის შებრუნება ვცადე რომ ახლა აჩი შემოვარდა. -შენ კიდე არ ხარ მზად? ადექი ჩქარა და გაემზადე.-ჩემი წამოგდება სცადა, მთელი ძალით ჩავეჭიდე საწოლს და შევეწინააღმდეგე. -აჩიკო, დამანებე თავი რა მეძინება და საერთოდაც რას შემომივარდი ოთახში ასე თავხედურად, გადი ახლავე.-თითქოს არც გაუგონიაო, მთელი ძალით ცდილობდა ჩემს გადაგდებას. -ადექი, თორემ წყალს დაგასხამ იცოდე.-მის მუქარას ყურადღება არ მივაქციე და შევეცადე დამეძინა.-კარგი, როგირც გინდა.-ოთახიდან გავარდა და მალევე შემობრუნდა წყლიანი ჭურჭლით, ამაზე უკვე მართლა შემეშინდა და ფეხზე წამოვხტი. -კარგი, ვდგები. ოღონდ ეგ დადე.-ბოროტულად გაიცინა და ჩემკენ წამოვიდა.-აჩი, დადე ეგ და ორ წუთში გავემზადები გპირდები.-შეშინებული გადავხტი ლოგინიდან. -კარგი ხო, აქ ვდებ ოღონდ მალე გამოდი.-გამიკვირდა ასე უცებ რომ დამთანხმდა. ვედრო იქვე საწოლთან დადგა და გასვლა დააპირა. -ამ ერთხელ გადამირჩი.-თვალი ჩამიკრა და გავიდა. სწრაფად გავემზადე, თეთრი სარაფანი გადავიცვი და მისაღებში გავედი სადაც ყველა მე მელოდებოდა. -სად ხარ ამდენ ხანს, ყველა შენ გელოდება.-მისაყვედურა მაშინვე გიომ. -მოვედი, შკუპ..კიარადა, გიო.-აჩის სიცილზე თვალები დავუბრიალე. იმან თვალებით მანიშნა ხომ გეუბნებოდი ზურგს უკან ასე ნუ ეძახი თორე მასთანაც წამოგცდებაო. -გამასწარი ახლა აქედან.-სიცილით გავარდი გარეთ. გიოს არ უყვარდა ასე რომ ვეძახდით ამაზე იდიოტური მეტსახელი არ გამიგია არასდროსო. ზღვაზე ფეხით გადავედით. ბიჭები მაშინვე წყალში გადახტნენ, მე ცოტა შევყოვნდი. -ლილე, არ მოდიხარ?-დამიძახა მეგიმ. გარემო კიდევ მოვათვალიერე ალექსს ვეძებდი თვალებით. -მიდი და მოვალ მეც._შეზლონგზე ჩამოვჯექი და ჩანთაში მობილურს დავუწყე ძებნა. იმედი მქონდა რომ ალექსიც აქ იქნებოდა, მობილური ამოვიღე და შეტყობინებები შევამოწმე. "წყალში ჩასვლას არ აპირებ?"აქეთ-იქით ყურება დავიწყე და ბოლოს მოშორებით მჯდარი ალექსი დავინახე. გულში ბოროტულად გავიცინე და ვითომც არაფერი ისე წამოვდექი. ნელა ვმოძრაობდი, სარაფანი გადავიძვრე და თეძოების რხევით ჩავედი წყალში. მის მწველ მზერას ვგრძნობდი, ნელა შევედი წყალში და მეგისთან მივედი. -ალექსიც აქ არის.-ვუთხარი ჩუმად.-იქაურობა მოათვალიერა. -სად? -ნაპირზე ზის. -ხო დავინახე, ჩვენთან რატო არ მოდის? -არვიცი, ალბათ ცოტნეს გამო. -ხო ალბათ.-თმები საგულდაგულოდ შეიკრა არ დამისველდესო. -თქვენ რა ნაპირზე აპირებთ დარჩენას?-გამოგვძახა აჩიმ.-მოდით რა. -არ მინდა, თმები დამისველდება.-თავი გააქნია მეგიმ და წელამდე წყალში დარჩა. -თმების დასველება არ ფინდა ხო?-სიცილით წამოვიდა აჩი ჩვენსკენ. -ღმერთი არ გაგიწყრეს და არ დამისველო იცოდე.-დაემუქრა ჩემი დაქალი და მთელი სისწრაფით გაცურა. მეც როგორც შემეძლო გავცურე, მაგრამ მალევე მოახერხა ჩემი დაჭერა და წყალში ჩამაყუდა. იდიოტმა ლამის მართლა დამახრჩო სულს ძლივს ვითქვამდი როცა გამიშვა. წელზე შეხება ვიგრძენი და ინსტიქტურად მას მოვეჭიდე. -კარგად ხარ?-მკითხა ღიმილით და სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია. როგორც იქნა თვალში გამოვიხედე და ალექსს ხელები კისერზე შემოვაწყვე. -ცოტაც და დამახრჩობდა, იდიოტი.-ვთქვი გაგულისებულმა და აჩის შევუღრინე სიცილისგან რომ იჭაჭებოდა ჩემს დანახვაზე. -რა ჩემი ბრალია შენ თუ ცურვა არ იცი-მხრები მშვიდად აიჩეჩა და ჩემი სახის დანახვაზე მაშინვე ნაპირისკენ გაცურა დანარჩენებთან. -ცურვა მართლა არ იცი? -წყლის შიში მაქვს.-თავი ვიმართლე. -მოდი გასწავლი. -არ მინდა, ნაპირზე გამიყვანე.-უკვე საკმაოდ შორს ვიყავით და ფეხის დადგმას ვერ ვახერხებდი, შეშინებული ძლიერად მოვეჭიდე მის განიერ მხრებს. -წამოდი, გასწავლი.-კიდევ უფრო ღრმად შევცურეთ. -არმინდა, გამიშვი.-გავიმეორე ჯიუტად. -გაგიშვა? კარგი.-ხელი მართლა გამიშვა და მეც მაშინვე ჩავყვინთე წყალი გადამეყლაპა და მანაც მაშინვე დამიჭირა ისევ. -აღარ გამიშვა. -არ გიშვებ-მითხრა სიცილით. მის მკლავებში გავინაბე და მოვდუნდი. ზურგზე დამაწვინა და ხელით მიჭერდა. -საღამოს რას აკეთებ? -არაფერი დაგვიგეგმავს, რა იყო? -სადმე წავიდეთ, ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნო.-თავით მოშორებით მდგარ ბიჭებზე მანიშნა.-თან ცოტნეზეც მოგიყვები რაღაცას. -კარგი, ოღონდ ახლა ნაპირზე გამიყვანე.-ნაპირზე გამიყვანა და ისევ მეგობრებთან დაბრუნდა. შეზლონგზე დავწექი და მზეს მივეფიცხე. -ეს ის ბიჭი არ არის, ხევსურეთში შენთან ერთად რო მოვიდა?-ეჭვით მკითხა გიომ. -კი ის არის. ალექსანდრე. -აქ რა უნდა? -ჩემს გამო ჩამოვიდა.-უცნაურად შემომხედა, კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ ცოტნე რომ დაინახა გაჩუმდა. -სად გაქრი, ბიჭო, შენ-კითხა აჩიმ ინტერესით და ლუდი მოსვა. -რაღაც საქმე გამომიჩნდა.-ცივად უპასუხა. ჰმ, საქმ გამოუჩნდა თურმე, ალექსი როგორც კი დაინახა სადღაც გაქრა. -წავიდეთ რა სახლში, ცხელა ძაან.-აწუწუნდა მეგი. -სანამ არ გავირუჯები ფეხს არ გავადგამ მე. -გარუჯვა თუ გინდოდა დროზე გამოსულიყავი ნაპირზე, რო ვერ მოგაშორეთ ალექსს.-წამკბინა წიკლაურმა. თვალები დავუბრიალე ბევრს ლაპარაკობ თქო. ჩემს სახეზე ჩაიფხუკუნა მხოლოდ. სანამ კარგად არ დავიწვი არ გამოვყევი ისე. სახლში როგორც კი მივედით ვიბანავე და კომპიუტერს მივუჯექი. მისაღებში არავინ იყო და თავისუფლად შემეძლო ყველაფრის გაგება. -აბა ვნახოთ-ვთქვი ხმამაღლა და საძიებო სისტემაში პომონა კოლეჯი ჩავწერე.-პომონა, კალიფორნია.-ვიპოვე მაშინვე და გავხსენი. თავიდან საინტერესო არაფერი მაგრამ ბოლოს ერთმა სტატიამ მიიქცია ჩემი ყურადღება. -რაო? თვითმკვლელობა კოლეჯში.19წლის გოგონამ მეგობარი ბიჭის გამო თავი მოიკლა. ცნობილი ქართველი ბიზნესმენის დავით ზვიადაურის შვილი ცოტნე ზვიადაური დაიჭირეს, მას ბრალი ედება მეგობარი გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანა.-თურმე მერე ბრალდება მოუხსნეს და სწრაფად გამოუშვეს. თან ეს ჩვენი ცოტნე ადრე ნარკოტიკებზეც ვაუსვამთ მაგრამ მალევე გამოუშვეს, ვინ და როგორ არ ვიცით. არა რა ვერაფერს იტყვი ასეთი სიმპატიური ბიჭი და ასეთი ნაგავი? ალბათ ბევრ გოგოს შეაყვარა თავი და მერე მიატოვა როგორც ის საწყალი, თან გარეგნობაც ხელს უწყობს. -რას აკეთებ?-შიშისგან ადგილზე შევხტი. კარებთან ცოტნე იდგა. -ისეთი არაფერი სიახლეებს ვკითხულობდი.-ვუთხარი დაბნეულად და ხელით კომპიუტერის გათიშვის ღილაკი მოვძებნე. ჩემსკენ წამოვიდა, ავნერვიულდი. სად ჯანდაბაშია ეს გათიშვის ღილაკი? ჩემსკენ ნელა წამოვიდა. ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე და ეკრანიც მალე გაშავდა. შვებით ამოვისუნთქე. -რამე გინდოდა?-ვკითხე უკვე დამშვიდებულმა. -მინდოდა მეკითხა, იქნებ სადმე წავსულიყავით და დაგველია?-უნდოდა თბილი ხმით ეთქვა რაც არ გამოუვიდა თვალები ისეთი ცივი ქონდა არ მესიამოვნა. -დღეს არ მცალია, სხვა დროს იყოს. -კარგი.-ვიფიქრე წავიდა თქო, რომ ისევ მომიტრიალდა.-ის ალექსი, შენი შეყვარებულია? -არაა. რატომ მკითხე? -ხშირად ვხედავ შენთან ერთად და მაგიტომ. ხომ გესმის არ მინდა სხვის გოგოს ვსდიო.-მოიცა რა თქვა? -მოიცა რა თქვი?-გამიღიმა და სწრაფად გავიდა. კომპიუტერში ისტორია წავშალე და გავთიშე. ნეტა თუ იცის რომ მისი წარსული გავიგე, არამგონია მაშინ არ დამპატიჟებდა. ჩემი ოთახისკენ წავედი და ახლა მივხვდი როგორ დამეძაბა მთელი სხეული. მთელი გარდერობი თავდაყირა დავაყენე, რა ჯანდაბა ჩავიცვა? -რახდება აქ? -მეგი, ალექსს უნდა შრვხვდე და არვიცი რა ჩავიცვა.-ვუთხარი შუბლშეჭმუხნულმა. -მაცადე-კარადასთან მივიდა.-მგონი ეს გამოგადგება, სულ ერთხელ მეცვა.-წელში გამოყვანილი მოკლე კაბა მესროლა. მაშინვე გადავიცვი და მაკიაჟი გავიკეთე. -რომ მოვალ ცოტნეზე ისეთ ამბავს მოგიყვები ვერ დაიჯერებ.- -ახლა მითხარი, რა მოითმენს შენს მოსვლამდე. -მაგვიანდება. იცოდე არ დაიძინო რო მოვალ მოგიყვები.-სწრაფად გამოვარდი და ტაქსში ჩავჯექი. რესტორანთან გააჩერა და მეც მალევე გადმოვედი. რესტორანთან ალექსი დავინახე და მისკენ წავედი. ანთებული სიგარეტი გადააგდო და თავიდან ბოლომდე შემათვალიერა. -როგორ მომწონს კლასიკურად რომ გაცვია, ძალიან გიხდება.-ცალყბად გამიღიმა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.-შევიდეთ გველოდებიან.-ერთად შევედით. მაგიდასთან მიმიყვანა სადაც ორი ბიჭი იჯდა. -ბიჭებო, გაიცანით ლილე. ლილე, ესენი ჩემი მეგობრები არიან ირაკლი და იგორი, კოლეჯში ერთად ვსწავლობდით.-ღიმილით გაგვაცნო ერთმანეთი. -სასიამოვნოა-ვუთხარი ღიმილით. -ჩვენთვისაც, რძალ..კიარადა ლილე.-უხერხულად ჩაახველა და კეფა მოიქექა ირაკლიმ. ალექსმა სკამი გამომიწია და დაჯდომაში მომეხმარა. ბიჭებმა სასმელი შეუკვეთეს, ჩვენი გაცნობა უნდა ავღნიშნოთო. განსაკუთრებით ირაკლი აქტიურობდა, ალექსანდრეზე იმდენი საინტერესო ისტორია მომიყვა. -ირაკლი, ბევრს ლაპარაკობ უკვე-შეუღრინა ალექსმა როცა მისი პირველ სიყვარულზე მომიყვა. სიცილი ვეღარ შევიკავე როცა წარმოვიდგინე როგორ უმღეროდა სერენადებს თურმე თავის ახალგაზრდა ინგლისურის მასწავლებელს. -ფუ რა უჟმურია ჩემი-თავი გააქნია ირამ.-მოიცა ეს რო გავა უფრო მაგარ რაღაცეებს მოგიყვები.-ჩუმად მითხრა და თვალი ჩამიკრა. -ამ გოგოს პირველივე დღეს ნუ გადარევ თავი დაანებე.-უთხრა ღიმილით მისმა ძმამ. ალექსმა ხელი მომხვია და მიმიხუტა. -არ გინდა გავიპაროთ?-მიჩურჩულა ჩუმად. -უხერხულია. -წამოდი.-ხელი ჩამკიდა და გასასვლელისკენ წამიყვანა. -მოიცა სად მიდიხართ ტო. -შენგან რაც შეიძლება შორს.-მიაძახა ალექსმა და გარეთ გამოვედით. -სად მივდივართ? -ჩემთან. ჩემთან დარჩები დღეს. -რა შენთან გაგიჟდი? გადაირევიან ჩემები. -მეგის დავურეკავ და მოაგვარებს. არ მინდა ცოტნეს სიახლოვეს იტრიალო. -ასეთი რა დაგიშავა ცოტნემ?-ვკითხე შეპარვით. -ცოტნე ნამდვილი არაკაცია. ჩემს მეგობარს თავი შეაყვარა და მერე მიატოვა-თქვა ჩახლეჩილი ხმით და სახე დაებრიცა.-იმ გოგომ თავი მოიკლა. -იქნებ ცოტნე არც იყო დამნაშავე? -როგორ თუ არა-იფეთქა უცებ.-ეკას ბავშვობიდან ვიცნობდი. ერთ კოლეჯში ჩავაბარეთ ოთხივემ. ცოტნეც იქ სწავლობდა, ეკას თავბრუ დაახვია გარეგნობით ცოლად მოგიყვანო პირდებოდა..მერე მიზანს მიაღწია თუ არა მიატოვა ყველას გასაგონად უთხრა აღარ მჭირდებიო. მაშინ გავიცანით ცოტნე, დაველაპარაკეთ, დავემუქრეთ მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა.. მერე ეკომ თავი მოიკლა.-თქვა თითქმის ჩურჩულით. საჭეს ძლიერად ჩაფრენოდა.-ეკა ჩემთვის დასავით იყო, წარმოიდგინე რამხელა დარტყმა იყო ჩემთვის. -მაპატიე, რომ გაგახსენე.-ვუთხარი ჩუმად და სახეზე ხელი ჩამოვუსვი, ხელი დამიჭირა და ნაზად მაკოცა. -ამიტომ ჩემთან დარჩები. დანარჩენს მე მოვაგვარებ.-კმაყოფილმა გამიღიმა და მანქანა სახლთან გააჩერა. პ.ს ბოდიში დაგვიანებისთვის ვიცი უპასუხისმგებლო ვარ მაგრამ რაღაც არ ვიყავი წერის ხასიათზე და მგონი ესეც საშინელი გამომივიდა გადაკითხვა ვერ მოვასწარი. ველოდები კომენტარებს, კრიტიკა არ დაიშუროთ, მეგობრებო. თქვენი სალი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.