საწოლში მტერთან(ნაწილი 5)
გვიან დავიშალეთ. მეგობრებს დავემშვიდობე და ალექსთან ერთად სახლში წავედი. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, ალექსი ჩაფიქრებული ჩქარა მიაბიჯებდა, ჩემთვის ერთხელაც არ მოუხედავს. სახლში შევედით. -ძილი ნების-მითხრა და გატრიალდა. -ალექს, ერთი წუთით-კარებთან მისული მოტრიალდა.-მადლობა დღევანდელი დღისთვის, ძალიან ვისიამოვნე.-სწრაფად მივუახლოვდი და ლოყაზე ტუჩთან ახლოს ნაზად ვაკოცე. შევხედე, შეცბა არ ელოდა.სანამ გონს მოვიდოდა მოვშორდი და ოთახისკენ წავედი. სანამ შევიდოდი დავინახე როგორ გაეღიმა, თავისებური ირონიული ღიმილით, თვალები ისე უელავდა მაგიჟებდა. კარები მივხურე და საწოლზე ტანსაცმლის გაუხდელად გავიშოტე. ,,ცოტნე, ალექსი, ალექსი, ცოტნე''გაუჩერებლად მიტრიალებდა გონებაში. ვერაფრით დავიძინე და ნერვებმოშლილმა ბალიში იატაკზე ვისროლე. საწოლზე წამოვჯექი და გაკვირვებულმა გავხედე ტუმბოზე დადებულ მობილურს შეტყობინების მოსვლას რომ მამცნობდა. "ხვალ სადღაც მინდა წაგიყვანო, დილით მზად იყავი'' "ვინ ხართ?" "ის ვინც უნდა ვიყო" "და ვინ უნდა იყოთ?" "შენი მომავალი ქმარი და შვილების მამა" მთელი სახით გამეღიმა. წარმოვიდგინე უკვე როგორ ეღიმება ამას რომ მწერს, თავისი ჩვეული ირონიული ღიმილით. კიდევ ერთი შეტყობინება მომივიდა იგივე ნომრიდან. "დღევანდელ საქციელს ერთი კოცნით ვერ გამოისყიდი, ქალბატონო, ცოტნეს სიახლოვეს აღარ დაგინახო იცოდე..''პასუხი აღარ მიმიწერია,, ეჭვიანობს''გამიელვა თავში.1 ბოროტულად ჩამეცინა. ახლა ნახავს როგორია გაგიჟება.მობილური იქვე ტუმბოზე დავდე და ვერც მივხვდი როდის ჩამეძინა. დილით ადრე დედაჩემმა გამაღვიძა, გამწარებულმა ამოვიზმუილე და გვერდი ვიცვალე. -მაკა, ძალიან გთხოვ ძილი მაცადე რა-თავზე საბანი დავიფარე. -ახლავე ადექი, უკვე შუა დღეა. თანაც უნდა ვილაპარაკოთ. მოწესრიგდი, ქვემოთ დაგელოდები და იცოდე არ მალოდინო.-ისეთი ხმით მითხრა, მივხვდი სხვა გზა არ მქონდა და ავდექი. რაც ხელში მომყვა ჩავიცვი, აბურდული თმები შეძლებისდაგვარად დავილაგე და მაკას ოთახისკენ წავლასლასდი მთქნარებით. -გისმენ, დედა- მაკას წინ ავესვეტე და საყვედურების ასატანად მოვემზადე. -გუშინ რომელ საათზე დაბრუნდი? -არვიცი, საათისთვის არ შემიხედავს-მხრები მშვიდად ავიჩეჩე და იქვე დივანზე ჩამოვჯექი. -კარგი, იქნებ ის მაინც მითხრა ვისთან ერთად დაბრუნდი?-ხელები გადააჯვარედინა და მკაცრი სახით შემომხედა. -დედა, გუშინ დამინახე როდის და ვისთან ერთად დავბრუნდი და ვერ ვხვდები რა საჭიროა ეს დაკითხვა? -შვილო, ხომ აგიხსენი არა? ალექსი არ გამოგადგება, არ არის საშენო ბიჭი.-გვერდით მომიჯდა. -ვერ ვხვდები რას გადაეკიდეთ ალექსს.-ნაწყენი სახით შევხედე მაკას- მოდი შევთანხმდეთ, მე გადავწყვეტ ვინ გამომადგება და ვისთან უნდა ვიყო. თუ შეცდომას დავუშვებ ჩემს თავს დავაბრალებ,დედა, კარგი? -შვილო, შეცდომას რომ დაუშვებ რაღა დროის იქნება მერე. ის ბიჭი დიდი მექალთანეა, ბევრი გოგო მოატყუა და გააუბედურა, არ მინდა შენც იგივე დაგემართოს. -ჩემს თავს თვითონ მივხედავ, პატარა ბავშვი აღარ ვარ, მაკა.-მტკიცედ ვუთხარი და არაფრის თქქმა არ ვაცადე ისე გამოვბრუნდი ჩემს ოთახში და მეგის დავურეკე. -მეგი, სად ხარ? -სახლში ვარ, რაიყო? -შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? -კი, რათქმაუნდა. ხო კარგად ხარ? ცუდი ხმა გაქვს. -მოგიყვები. -კარგი, მოვდივარ.-გაუთიშე და მობილური ჯიბეში ჩავიდე. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი, წვიმდა თანაც საშინლად. ფანჯარა გავაღე, წვიმის სუნი იყო. მაშინაც წვიმდა..როდის იყო? მგონი ორი წელი გავიდა უკვე, ან ჯერ არც გასულა. წვიმის მიუხედავად მაინც წავედი მასთან, ღიმილით გავექანე მისკენ და ჩავეხუტე. უცნაურად იქცეოდა, დაბნეული და ჩაფიქრებული ჩანდა. ვიფიქრე ალბათ დაიღალა მეთქი და საუბარი გავაგრძელე. ,,ჯანდაბა, რატომ ვფიქრობ ახლა მაინცდამაინც ვაჩეზე?'' თავი ფანჯარას მივადე და თვალები დავხუჭე. წარსულის ტკივილმა ისევ იჩინა თავი. მეგონა დავივიწყე, მაგრამ ყოველთვის როცა მახსენდება გული მტკივა. მისი სიტყვები ,,უნდა დავშორდეთ'' ან ,,რა ბავშვური ხარ, ლილე'' კარგად დავიმახსოვრე. იმ დღეს არ მიტირია, სიამაყემ არ მომცა ამის უფლება..მაინც რამდენი რამის გახსენება შეუძლია სუნს..წვიმის სუნი..სუნამოს სუნი. ყველა თავისებურად ვიღაცას ან რაღაცას გვახსენებს. ფიქრებიდან მობილურის ხმამ გამომიყვანა. ლოყაზე ცრემლი ჩამომგორებოდა, სწრაფად მოვიშორე და შეტყობინების კითხვა დავიწყე, ალექსი იყო. "უკვე გაიღვიძე? სადღაც მინდა წაგიყვანო" საპასუხო ველს დავაჭირე, მაგრამ გადავიფიქრე. მეორე იმედგაცრუებას ვეღარ გადავიტან. ვერ შევძლებ.. მობილური გამოვრთე და საწოლში შევძვერი. მეგის მოსვლამდე თავი საერთოდ აღარ ამიღია. -ლილე, რა გჭირს?-თმაზე მომეფერა და გვერდით ჩამომიჯდა. -დედაჩემს ვეჩხუბე, მეგ.-ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი და წამოვჯექი. -ალექსის გამო? -კი. გუშინ დაგვინახა ერთად და დღეს ერთი ამბავი ამიტეხა. ის საშენო ბიჭი არაა, მექალთანეა და შენც ისე მოგატყუებს როგორც სხვები მოატყუაო. -შენ რას ფიქრობ? -არვიცი. ვეღარაფერს ვხვდები. -არვიცი რა გითხრა. ალექსს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ გუშინ ვაკვირდებოდი მთელი საღამო შენ დაგტრიალებდა თავს. შენ კი მგონი ცოტნეს.-თვალებდაწვრილებულმა გამომხედა. მივუხვდი ნამიიკს და თვალები გადავატრიალე. -კარგი ხო. ცოტნეც მომეწონა-ტუჩი მოვიკვნიტე.-სიმპატიურია. -არაა ვერ ვიჯერებ, რომ ამას შენ ამბობ. როდის მერე გახდი ასეთი ქარაფშუტა? -ქარაფშუტა არ ვარ-გავაპროტესტე მაშინვე. -აბა რა ხარ? ვერ ვიტან ისეთ ქარაფშუტებს დღეს რომ ერთი მოსწონთ და ხვალ მეორეო შენ არ იძახდი? ახლა კი თვითონ იქცევი მასე. -ადვილია სხვაზე საუბარი, როცა მის ადგილას არ ხარ. შენ რომ იყო ასეთ სიტუაციაში ვნახავ როგორ იჭიკჭიკებდი._ვთქვი გაგულისებულმა. -და მაინც რომელი მოგწონს? -ალექსი რათქმაუნდა. ისე ცოტნეც სიმპატიურია. -ღმერთო, ჩემო-შეიცხადა მეგიმ.-ჩამოყალიბდი თუ შეიძლება რა.-სიცილი ვეღარ შევიკავე. -ალექსი მომწონს რა თქმა უნდა.-ვუპასუხე მტკიცედ.-მაგრამ თან მეშინია. -რისი?-მკითხა გაკვირვებულმა. -რომ შემიყვარდება.-ვთქვი მოღუშულმა. -ასეთი სისულელე პირველად მესმის.-ჩვეული ტონით მომახალა. -სერიოზულად გეუბნები, მეგი. მეშინია რომ თავს შემაყვარებს და მომატყუებს. -მოდი იცი რა ვქნათ?-ინტერესით შევხედე თვალებანთებულს.-ბათუმში წავიდეთ.-საზეიმოდ შემოკრა ტაში. -რა ბათუმი კარგი რა, მეთქი მოიფიქრა რაღაც ალექსზე. -ყველა ერთად წავიდეთ, იქ ხო სახლი გაქვს? ხოდა ყველა ერთად დავისვენებთ, გავირუჯებით და გავერთობით. -ასეთ ამინდში კარგად გაირუჯები.-ისეთი აჟიტირებული იყო ყურადღება არც მიუქცევია ჩემთვის. -წავიდეთ რა, არ მოგბეზრდა აქ? -კარგი ხო. თან იქნებ ჩემს თავშიც გავერკვე. -ძალიან კარგი. ახლავე შევატყობინებ ყველას. -ვინ ყველას? -აჩის, გიოს და ცოტნეს. -ცოტნე რაღა საჭიროა? -ჩვენი სტუმარია აქ ხო არ დავტოვებთ?-მობილურით ჰარეთ გავარდა და ცოტა ხანში შემოვარდა ისევ. -მონიკასაც ვნახავ თან, ისე უცებ წამოვედით ნორმალურად ვერც კი დავემშვიდობე. -ხოო. მონიკა.-ტუჩებდაპრუწულმა გაიმეორა მისი სახელი. -ვერ ვხვდები რას გადაეკიდე რა. -ვინ თქვა რომ გადავეკიდე?-გამეცინა როცა წარმოვიდგინე ეს ორი ერთად. -მაკას ვეტყვი, რომ მივდივართ.-თვითონაც გამომყვა. მისაღებში შევედი, ალექსისკენ არც გამიხედავს ისე მივუჯექი მაკას და წასვლაზე ვუთხარი. -რა ბათუმი, შვილო? მეგონა აქ აპირებდი დარჩენას. -საკმარისად გავჩერდით აქ, ახლა ბათუმში წავალთ. -ვისთან ერთად მიდიხართ?-ისეთი ხმით მკითხა ალექსმა შევკრთი. -გიო, აჩი და ცოტნე მოდიან ჩვენთან ერთად.-მივხვდი ცოტნე აშკარად არ ესისმოვნა. -ერთი წუთით გავიდეთ, რაღაც უნდა გითხრს.-ხელი ჩამკიდა და ისე გამაპონწიალა გარეთ აზრზე ვერ მოვედი. -მოიცა სად მიჰყავს?-გავიგონე მაკას ხმა. ოთახში გამიყვანა და კარები ჩაკეტა. -არ გინდა რამე ამიხსნა?-გაბრაზებული ჩანდა. -რა უნდა აგიხსნა?-მშვიდად შევხედე, რამაც კიდევ უფრო გააბრაზა. ღია თვალები უელავდა თითქოს. -ვეღარ ვხვდები რა გინდა. მგონია რომ შენც მოგწონვარ და ამ დროს იმ ვიღაც ცოტნესთან ერთად მიდიხარ ბათუმში. -შენთვის უნდა მეკითხა? მგონი შენს თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვს ჩემს მიმართ -მის ტონზე გავბრაზდი და პირდაპირ მივახალე. მივხვდი რომ ეწყინა და ვინანე ასეთი გრძელი ენა რომ მაქვს. -მართალი ხარ. ალბათ მართლა შევცდი რაღაცაში.-სწრაფად გავიდა გარეთ. თავს იდიოტად ვგრძნობ და მგონი ასეც არის. წარმომიდგენია რას ფიქრობს ახლა ჩემზე. ერთი ამოვიხვნეშე და ბარგის ჩალაგება დავიწყე. -რაა? მოიცა მართლა ასე უთხარი?-დამკიოდა მეგი როცა მოვუყევი. -ხო. -აზრზე არ ხარ რა ბიჭი დაკარგე-მითხრა დანანებით და ბარგის გადატანაში მომეხმარა. ჩანთები აჩის მანქანაში ჩავაწყვეთ. -ვიღაცას არ მოსწონდა ალექსი.-წარბაწეულმა გავხედე დაქალს. -უკვე მომწონს.-მხრები მშვიდად აიჩეჩა და მანქანას დაეყრდნო-თანაც სიმპატიურია. -არ მინდა ალექსზე ლაპარაკი.-სახლისკენ გავიხედე. -ლუ, შენ და ცოტნე აჩის მანქნით წამოხვალთ, მე და მეგი ჩემი მანქნით გამოგყვებით კარგი?-კარგი თქო ვანიშნე და აჩის მანქანაში დავიკავე ადგილი. მალე ცოტნე და აჩიც მოვიდნენ. -ლილუ, ბათუმში მონიკაც დაგვხვდება არა? -ხო, რა იყო მოგენატრა?-ვკითხე სიცილით და სარკით ჩემს უკან მჯდარი ცოტნე შევათვალიერე. თვალი ჩამიკრა თუ არა მაშინვე მოვატრიალე თავი და აჩის გავხედე რაღაცას რომ ბურტყუნებდა თავისთვის. -არა რა მომენატრა, ხო იცი ბარბარეს გარდა ვერ ვხედავ ვერავის.-მიპასუხა ვითომ სერიოზული სახით და მანქანა დაქოქა. მთელი გზა ცოტნეს მზერას ვგრძნობდი, რა უცნაურია პირველად როცა ვნახე ლამის გავგიჟდი ახლა კი ისეთი აღარ მეჩვენება. ,,ნამდვილი სულელი ხარ, ლილე, თვითონაც არ იცი რა გინდა'' ვუწყრებოდი საკუთარ თავს. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, აჩის ხუმრობებიც კი ვერ მამხიარულებდა. თითქოს რაღაც მაკლდა, სუნთქვა მიჭირდა. ნეტავ ალექსი რას აკეთებს, წარმომიდგენია ჩემზე რასაც ფიქრობს. ბავშვივით მოვიქეცი, ვინ იცის კიდევ როდის ვნახავ, ალბათ აღარც მოუნდება ავთოს სახლში ცხოვრება და სხვაგან გადავა. თავი ფანჯარას მივადე და ყურსასმენებში საყვარელი მუსიკა ჩავრთე. -ლილე, გაიღვიძე ჩამოვედით.-აჩი მთელი ძალით მანჯღრევდა. თვალები გავახილე და გავიმართე, მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. ტუჩებზე ნერწყვი შემშრობოდა, ალბათ პირღია მეძინა და წარმომიდგენია რა სანახავი ვიქნებოდი. სარკეში ჩავიხედე და შევეცადე თმა როგორმე გამესწორებინა. -თმა მასე უფრო გიხდება, გაწეწილი.-ვერ შევნიშნე როდის მომიახლოვდა ცოტნე. -შეკრული მირჩევნია-ცხენის კუდად შევიკარი და სახლისკენ წავედი. -მოგეხმარები-ჩანთა გამომართვა-გუშინ ნორმალურად დალაპარაკება ვერ მოვახერხეთ, მე ცოტნე ვარ.-ხელი გამომიწოდა. -ლილე.-უემოციოდ მივაგებე ჩემიც და შევეცადე როგორმე მომეშორებინა. -ალექსი შენი შეყვარებულია? -არა.-მოვუჭერი მოკლედ.-ალექსს საიდან იცნობ? -ძველი ნაცნობები ვართ.-ისევ გამიღიმა, მაგრამ მაინც შევძელი მის სახეზე წამიერად ამომეკითხა უსიამოვნება. კარგი ნაცნობობა არ უნდა ჰქონდეთ. ბარგი ჩემს ოთახში შეიტანა, მადლობა გადავუხადე და სწრაფად გამოვედი ისევ რომ არ გაება საუბარი. -ხვალ დილით ადრე გავიდეთ ზღვაზე-თქვა გიომ ჭამის შემდეგ. -დილით მე ვერ გავიღვიძებ-აწუწუნდა მეგი. -კარგი, დაო, მაშინ ჩვენ წავალთ და როცა გაიღვიძებ და ინებებ ჩვენთან ყოფნას მერე შემოგვიერთდი. -დილით უკეთესია, კარგად გავირუჯებით.-დავეთანხმე მეც. -დილით ზღვა კი კარგია, მაგრამ ახლა სახლში ხო არ ვიჯდებით? კლუბში წავიდეთ.-შემოგვთავაზა ცოტნემ. -რა კლუბი ფეხბურთია დღეს. -ერთი დღე რომ არ უყურო არ შეგიძლია? წავიდეთ რა მე მინდა.-აცქმუტუნდა მაშინვე წიკლაური. -გოგო, რას ქვია ერთი დღე ფინალია დღეს.-გაიკვირვა აჩიმ. -თქვენ წადით, მე და აჩი დავრჩებით. -ჩემი მეგობარიც წამოვა მიშკა და გავერთობით მაგარს. ჰა რას იტყვით?-დაჩის ხსენებაზე სულ გაგიჟდა ჩემი დაქალი და იმდენი ქნა მეც დამიყოლია. -გამოვიცვლი და მოვალ.-ვთქვი და მობეზრებულად წამოვდექი. საერთოდ არ მინდოდა კლუბში წასვლა დღეს, მაგრამ მეგის ვერ გავუტეხე. დაჩის პირადად არ ვიცნობ მაგრამ აჩისგან ვიცი მეგის ბავშვობიდან მოსწონსო. შავი ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი და მაკიაჟიც გავიკეთე. -ვაუ, ლილე, იქ გასართობად მიდიხარ თუ კაცების ასაგდებად?-წინ ამესვეტა აჩი. -კობაიძე, მომწყდი თავიდან.-შევუღრინე. -ალექსი დატოვე მთაში და ვისღა ეპრანჭები?-დამგესლა მაშინვე. -რა შუაშია ალექსი? არ შეიძლება ისე გავიპრანჭო? -რავიცი, რავიცი-ეშმაკურად მიყურებდა. ნერვები მომეშალა და გარეთ გავედი. -წავედით? -ლილე, რა ლამაზი ხარ-თავიდან ბოლომდე შემათვალიერა ცოტნემ. უხერხულად შევიშმუშნე და მანქანაში მეგის გვერდით მოვკალათდი. ალექსი გამახსენდა. პირველად ხომ აქ ვნახე, ბათუმში. ნეტა ახლაც აქ იყოს..მანქანა გაჩერდა და გადავედით. ცოტნე ისე შევიდა კლუბში უკან არც მოუხედავს. -უტაქტო-გადავუჩურჩულე მეგის.-კარები მაინც გაეღო და გადმოსვლაში მომხმარებოდა. ალექსი ასე არ მოიქცეოდა. -გეყოფა, ლილე. მთელი დღეა ალექსი გაკერია პირზე. -თვალები დამიბრიალა მეგიმ და კლუბში რასაც ქვია შემათრია. -ლილე, გაიცანი დაჩი. დაჩი, ლილე.-ღიმილით გამაცნო მაღალი, რიჟა ტიპი ოდნავ კეხიანი ცხვირით. -სასიამოვნოა-მითხრა ღიმილით, საპასუხოდ მეც გავუღიმე ჩემთვისაც თქო. -მეგი, შენ უკვე იცნობ. -კი, ერთმანეთს ვიცნობთ.-თქვა მიშკამ. -აქ იყავით, სასმელს მოვიტან.-თქვა ცოტნემ და გავიდა. იდიოტივით ვიჯექი, მეგი და მიშკა რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, მათთან მისვლა მომერიდა მურმანის ეკალივით არ ჩევეკვეხო თქო ვიფიქრე და ბარში დავჯექი. ეს ცოტნე მაინც სადღა წავიდა რა, ნამდვილი იდიოტია. წამომიყვანა აქ და დამაგდო მარტო. გვერდით მეგი მომიჯდა. -მიშკა როგორ დატოვე? -დაგინახე მარტო იყავი და მოვედი ცოტა ხნით. -ეგ მიშკა საერთოდ არაა სიმპატიური.-ვუთხარი პირდაპირ. მეგი ძალიან ლამაზია და ყოველთვის ისეთ ბიჭებს იწუნებდა ახლა კი ასეთი ბიჭი რომ მოეწონა გამიკვირდა. -ხო, მაგრამ იცი რა საყვარელია? აი ძალიან მაგარი ხასიათებისაა ხოიცი მე რო მომწონს, თან მხიარული სულ მაცინებს და თან მკაცრი და მამაკაცური. -ისე მარტო გარეგნობაც არაფერს ნიშნავს, აი ცოტნე ხო უფრო სიმპატიურია ვიდრე ალექსი, მაგრამ რად გინდა? ნამდვილი ხეპრეა. დამაყუდა აქ და თვითონ სადღაც გაქრა.-ბრაზს ვერ ვმალავდი. -მართალია, მაგ მხრივ ალექსი ჯობს აშკარად. -ალექსი-ამოვიხვნეშე და კიდევ ერთი ჭიქა არაყი გადავკარი. -აი მოდის ჩვენი რომეოც-ტუჩები დაპრუწა მეგიმ და ცოტნეზე მანიშნა.-მე მიშკასთან მივალ, კაი?-თავი დავუქნიე. გვერდით ახლა ცოტნე მომიდგა აშკარად გაღიზიანებული ჩანდა. -მოხდა რამე? გაღიზიანებული ჩანხარ. -ისეთი არააფერი. მაპატიე რომ დაგტოვე დამირეკეს და გამიგრძელდა საუბარი. -არაუშავს.-ვუთხარი და ჩანთიდან მობილური ამოვაძვრინე. შეტყობინება დამხვდა. "ეგ კაბა საშინლად გიხდება" უცხო ნნომრიდან იყო. გარემო მოვათვალიერე, ნაცნობი არავინ ჩანდა. "ვინ ხარ?" "ხომ გაგაფრთხილე, მაგ ტიპთან აღარ გნახო მეთქი" გული ამიჩქარდა. "ალექსანდრე?" "კარგია, რომ არ დაგავიწყდი. გარეთ გელოდები და გამოდი"აღარ შევეწინააღმდეგე. -ცოტნე, გარეთ უნდა გავიდე. ახლავე დავბრუნდები.-პასუხის თქმა არ ვაცადე ისე წამოვედი. გარეთ გავედი თუ არა მაშინვე დავინახე, ბაიკით იყო და სიგარეტს ეწეოდა. რომ დავინახე გული ამიჩქარდა, აი რა მაკლდა მთელი დღე ალექსი! სწრაფად მივედი და წინ დავუდექი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როგორ გამომეხატა მთელი დღის მონატრება. ჩემს დანახვაზე თავი ოდნავ გააქნია და გაეღიმა. თურმე როგორ მივეჯაჭვე ამ ღიმილს. -მეც მომენატრე, პატარა.-ჩუმად მიჩურჩულა და მაკოცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.