შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიზნეს ვუმენი (თავი 10)


21-06-2017, 12:51
ავტორი Yagami
ნანახია 4 014

ტანზე კაწვრს ვგძნობ სახეზე კი თითიქოს რაღაც მლოკავდა, თითქოს არა რაღაც მართლა მლოკავდა, ის შეგძნება ისეთი საშინელი იყო რომ თვალები დაფეთებულმა გავახილე. არა. არა. არა. ოღონდეს არა და თუ გინდა ალექსანდრეს დავეტოვრბინე თავისთან სახლში,მაგრამ მოიცადე, სად ვარ? ჯანდაბა სიზმარი არ იყო? ალესანდრეს სახლში ჩამეძინა? თან მის მკლავებში? და ეხლა ჩემს მუცელზე კატა წევს? და რაღაც ძალიან დორბლიანი ძაღლი მლოკავს???? ფუფუფუფუუფუფუ. წამოვხტი ლოგინიდან და ლოგინზე დავდექი , ცალი ფეხი უკან გადავდგი, რაღაცას დავაბიჯე ამიტომ და ინერტულად წავედი უკან ის რაღაც რასაც ფეხი დავაბიჯე მომყვა და ლოგინიდან რომ გადავვარდი ზელოდან დამაწვა. ჯანდაბა *რაკი მეტკინა, ეს რა მაწევს ამხელა ზემოდა? თვალებს ტკივილისგან ძლივს ვახელ და ალექსანდრე მრჩება ხელში. ესღა მაკლდა!! საკუთარ უფროსს დავაბიჯე მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-რამსიმძიმე ხარ, რა იყო? ფეხს ვეღავ ვგძნობ-წუწუნს იწყვებს ბატონი, კი ვერ მიხვდა რომ აეხიოს ჩემიდან.
-ნუ მპარავ ფიქრებს- ვეუბნები და მგონია მივახვედრე რომ ადგეს მაგრამ არა , ისევ ზედ მაწევს.
-რატო წამოხტი ესე?-მეკითხება და თვალებს ახელს.
-შენმა ძვირფასმა ძაღლმა გადაწყვიტა რომ სახისდაბანა მინდოდა, კატამ კიდე რა კარგი ნაჭერია მოდი დავხევოდა და...
-ხოო-ისევ არ იძახის ჯერ კიდევ არ ამდგარა ჩემიდან- ეს ძაღლი ჩემი არა თორე შენი სახის ალოკვას არ ვაპატიებდი, აი კატას კიდე მადლობა უნდა ვუთხრა ესე კარგი ხედე რომ მაჩუქა დილით- ჩემ ტანსაცმელს შევხედეთ ორივემ და ზედ არაფერი აღარ მქონდა შერჩენილი ისე იყო გაგმეჯილი ლიფიც კი მიჩანდა. ხო არ ააცილო შენ თვალი მიდი მიაშტერდი მე არ შეგიშლი ხელს.
-ასადა ხელს კი გიშლით ტკბობაში, მაგრამ ხომ არ ადგებოდი ჩემიდან? არც შენ მყავხარ ბუმბული.
-ძნელია მოცილება მაგრამ...-როგორც იქნა ვიხსენებ სუნთქვა როგორ უნდა, დგება და ხელს მიწვდის და მეც მაყენებს, ჩემ თვალიერებას რომ არ წყვეტს დოიჯს ვიკეთბ და ვუყურებ როდის მორჩება.
-არაფერს მათხოვებ?
-არა... ეგრეც კარგად ხარ- ოთახიდან გადის და მეც უკან მივყვები ოღანდ ის საამზარეულოდკენ მე კიდე გასავსლლისკენ.
-კარგი შენი ნებაა, კაცებს მაინც გავახარებ- კარებს მივუახლოვდი და გავაღე, როდესაც არ ვიცი ესე სწრაფად როგორ, მაგრამ ჩემ წინ დგება და კარებს ხურავს.
-სალომე!!
-რა? შენ არაფერს მთხოვნი და სახლში ხომ უნდა წავიდე.
-სახლში წასვლაზე გუშინ უნდა გეფიქრა.
-მე გითხარი წამიყვანე-თქო მაგრამ ვინ მოგისმინა, თან არა რა გეგონა ესეთი დაღლილი რომ მოგყავდა ადამიანი სახლში და მერე ერთი საათი ტელეფონზე ლაპარაკობ. რა ვქნა ჩამეძინა, თან რბილი დივანი იყო.
-ხო კაი დაწყნარდი, მეც დამეზარა შენი წაყვანა-ხო როგორ არა -წამოდი რამეს მოგცემ თორე შენ მაგრთალა წახვალ ეგრე-მითხრა და ხალათი მომაწოდა.
-ამით წასვლა უკეთესი აზრია?
-არა ჯერ არ მიდიხარ არსად-კაი ერთი სულ შენ შეგეკითხები.
-ხო მაგასაც ვნახავთ- ვუთხარი ხალათი მოვიცვი და კარისკენ წავედი, მაგრამ ისევ გამაჩერა.
-კიდევ ბევრჯერ მომიწევს ესე შენი შეცერება?
-კაი ერთი, იმედი გაქ რომ შენ შემაჩრებ? თუ მომინდება ისე წავალ რომ შეჩერებისას ხელსაც მოგტეხავ.
-ნუ მაშინებ-იმ ძალიან სვეცკი გოგოების იმიტაცია გააკეთა შიშისგან ერთმანეთს რომ ეკრობიან და ცალი ფეხი აქვთ აწეული.
-რა გაცანცარებს ამხელა კაცს.
-კაი წადი ყავარჯენი მომაწოდე- ეხლა მოხუცის იმიტაცია გააკეთა რაზეც გამეცინა.
-უნდა წავიდე-ესე მივადექი კარებს მაგრამ კედელს ხელი მიადო და არ გამატარა- სერიოზულად?
-კი!!! არ წახვალ მე წაგიყვან და ნუ მეწინააღმდეგები.
-გიგას დავურეკავ და ის წამიყვანს არ შეგაწუხებ.
-აუ ეს ვინაა-ამბობს აღშფოთებული-არ გესმის რას გეუბნები.
-ხო კარგი გავიგე- გამარჯვებული სახით მიაბიჯებს სააბაზანოსკენ.
-შეგიძლია ყავა გააკეთო სანამ გამოვალ-პირსახოცს იღებს და მიდის.
-უკაცრავად მე არ...- დასრულებას ვერ ვასწრებ რომ ბრუნდება და მაიკას იძრობს, მისი შიშველი ტანის დანახვაზე გვერდზე ვიყურები და ქვედა ტუჩს ვკბენ.
-რამეს ამბობდი?-დამპალი, რა ნაგლი სახით მიყურებს.
-არა, არაფერს- სამზარეულოსკენ მივდივარ და ყავის კეთებას ვიწყებ, მერე ნამუსის გარეშე მაცივარს ვაღებ და ტორტს ვხედავ. ვაიმე რა უზრდელობა იქნება ეხლა ეს რომ მოვიწრა და ვჭამო, მაგრამ გემრიელად მიყურებს.
-ესე არ გინდა...-ალექსანდრეს ხმა რომ მესმის სწაფად ვხურად მაცივრის კარებს და ვითომც არაფერი სახით ვდგები-რა ქენი?-მიყურებს ეჭვიანი სახით.
-არაფერი რა უნდა მექნა ყავას ვაკეთბ-იცინის და ისე მიყურებს.
-შეჭამე მე დილით არ მიყვარს ტკბილეულობა-არა იცინის, იცინოს, მაგრამ ეს მკერდი რატო უთამაშებს?
-გინდოდა რამე?-ვეუბნები თვალების ტრიალით.
-მიყვარს ეგრე რო აკეთებ-მეუბნება და ტუჩის კუთხეს ტეხს.
-კარგი მაშინ მე წავალ.
-კარგი ხო-ისიც ატრიალებს თვალებს.
-მეც მიყვარს ეგრე რო აკეთებ-ვთქვი თუ არა დაიბნა ამაზე სიცილი ამიტყნა და სანამ არ დავწყნარდი ისე იდგა და მიყურებდა.
-მოკლედ!!! მე წაგიყვან ეხლა და ტანსაცმელს გიყიდი-მოიცა რაო? რატო უნდა მიყიდოს ტანსაცმელი?
-რატო?
-რადგან შენი ტანსაცმლის დახევა ჩემი ბრალია და თან მართლა ეგეთი ვერ ივლი-ის იყო ლექცია უნდა დამეწყო რომ დამასწრო- არ დაიწყო ეხლა, შენ რომ ჩემთვის რამე გადაგესხა შენც ეგრე იზვდი.
-და შენც არ მაყიდენებდი.
-ბევრს ნუ მეტლიკინები.
-კარგი მერე ხელფასიდან ჩამომაჭრი.
-არა!!! და ისე მაგასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ იმ რესტორანში რატო მუშაობ კარგად გიხდი არ გყოფნის?-მეუბნება ირონიული ღიმილით.
-მაგაზე არა უბრაბოდ ჯერ არ ვიცი, როდესაც გამოსაცდელი დროს დამთავრდება მერე რას ვიზავ ამიტომ...დამატებითი ფინანსური დახმარება არ მაწყენს.
-ხომ იცი რომ კონპანიიდან შენ გაშვებას არ ვაპირებ-ჩემსკენ ნელა იწყებს სხვლას და მეც უკან ვიხევი-არ გჭირდება ამაზე ფიქრი თუ რა მოგივა მერე არ გაგიშვებ იმიტომ რომ ზედმეტად მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ კომპანიისათვის.
-ჩანაცვლება ყოველთვის შეიძლება.
-კი მაგრამ ყოველთვის იგივე ვერ განმეორდება-ალბათ უკვე მიხვდით კომპანიაზე რომ არ ვსაუბრობთ.
-გამეორება არცაა საჭირო უბრალოდ უნდა იპოვო ახალი-ჩემსკენ მოიწევს და თან საშინლად მწვავე მზერა აქ, მეც მანამდე ვიხევ უკან სანამ კედელზე არ ვეკრობი თავის დაძვრენას ვცდილობ, მაგრამ უკვე ჩემ წინ დგას და ჩემი თავის გვერძე ალაგებს თვის ტორებს და ზემოდან დამცქერის. ვერ ვსუნთქავ ისე ახლოსაა ვერ ვერაფერზე ვფიქრობ მაგრამ ესე მარტივად არ ვაპირებ რომ ჩემი ყველა სუსტი წერტილი ვანახო.
-ახალის პოვნა ძველს ვერ შეცვლის-მეუბნება და ტუჩები ჩემ ყურთან მიაქ და ჩამრჩურჩულებს-სალომე ნუ მიწვევ თავს ისედავ ძლივს ვიკავებ.
-კაი ერთი თავს შენ იკავებ? შენ დგახარ ნახერად შიშიველი მე კი არა-სიცილით ვუსხლტები ხელიდან- იცი ისეთ მომენტებში შემიძლია დაბნეული და უსური ბავშვივით ვიდგე მაგრამ მეზარება- ყავის დასხმას ვიწყებ და ჭიქას მასაც ვაწვდი ჯერ კიდევ გაოცებული მართმევს და ოთახისკენ მიდის. მალე ბრუნდება ისევე თვალწამაცი სამოსით და წინ მეტუზება.
-წავედით-მეცხადებს წყნარად და გასასვლელისკენ მიდის. ამან თავი ხო არ გლიჯა რამეს? სად მიდის? არა ეგ კი მაგრამ მე სად წამოვიდე ესეთ მდგომარეობაში?
-შენ კარგად ხარ სად წამოვიდე ესე?-არც შეუხედია ისე მიიწევს წინ.
-წეღან შენ არ მიდიოდი ეგრე ეხლა ხალათი მაინც გაცვია-დამპალი, კარგი ეგრე იყოს, ჩანთას ვიღებ და კარებში ვასწრებ, რა თქმა უნდა ხალათით. ტექსი რომ მხვდება სიხარულით ვივსები და პირდაპირ ვჯდები, ის კაცი ესეთი გაკვირვებული მიყურებს, ვერ ავღწერ მაგრამ არ მაინტერესებს, ხვალ არ მიცნოს ეხლა. სახლის მისამართს ისე ვეუბნები ამ ბატონისკენ არც ვიყურები. გზაში გიგა მირეკავს.
-რა იყო?
-სად ხარ? ჯერ არ ადგებოდი შენ და სად ხარ ამ დროს?
-მალე მოვალ. ჩემთან ხარ?
-კიი.
-კარგია რამე ტანსაცმელი გამიმზადე რა დღეს რესტორნების ქსელის დირექტორს უნდა შევხვდე.
-ვააა ეგ მე რატო არ ვიცი?
-მევალ და მოგიყვები ყველაფერს-ვუთიშავ და მალე სახლშიც მივდივარ ტექსისტს ფულს ვუხდი და გადმოვდივარ წინ რომ ალექსანდრე მიდგება. აქ რა უნდა?
-გინდა რამე?-ვეკითხები მკვახედ.
-აიღე- რაღაც პარკს მიწვდის.
-რაა?
-აიღე-ვართმევ და რომ ვხსნი შიგნით ტანსაცმელი მხვდება. ესე სწრაფად რა მოასწრო? თან ჩემზე მალე მოვიდა აქ. რაღაცის კითხვა მინდა რომ უკვე მიდის. კარგი ამ ერთხელ მოვითმენ ამის სისწერვეს და მერე აღარც ის გადაარჩენს ჩემი უფროსი როა. ლიფტში შევდივარ და ძალიან მაინტერესებს რა მიყიდა. სახლში შევდივარ და ეგრევე ტანსაცმელს ვშლი. მოკლე, სქელ ბრეტელებიანი, ყავისფერი კაბაა, კაბები არ მიყვარს მაგრამ ეს კარგია. პარკში კიდევ დევს შავი კლასიკური შარვალი და თანამედროვე ქალის კოსტუმი. საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, ტამზე მიზომებას ვცდილობ გიგა რომ მართმევს და აკვირდება.
-ეს რა არის? შენ იყიდე?-მერე მე მიყურებს და ეცინება-ხალათით რატო ხარ? და საერთოდ რა გჭირს?-ყველაფერი დეტალებში მოვუყევი და თან ვიცვამდი-რა დებილი ხარ-მეუბნება და თავში ირტყავს ხელს.
-შენ მაინც ნუ მიმატებ-ვეუბნები და თმას ვისწორებ.
-რა ნუ გიმატებ გოგო. ბიჭს რომ ეტყვი არ ვიბნევიო ესეთ მომენტებშიო ესეგი გკიდია და ეგაა.
-აბა რა ვქნა ხელებში ჩავადნეეე?- უკვე ყვირილს ვიწყებ.
-კი სალომე!!! ქალი ხარ და შენი მოვალეობაც ეგაა, რომ კაცს ხელებში ჩაადნე როცა საჭიროა და არა ყინულივით იდეგე რომელსაც ვერ ადნობს-გიგაც არ იხევ უკან და იგივე ტონით მპასუხობს.
-ვაიმე არ შემიძლია ეგეთები და რა ვქნააა?-ვღრიალებ მთელი ხმით.
-ესეიგი არ გაინტერესებს და იმიტომ რო გაინტერესებდეს მაშინ ესე რა მოიქცეოდი. უფრო ნაზი იქნებოდი!!!
-რა ჩემი ბრალია ესეთ მომენტებში თუ ვერც ვიაზრებ და ისე ვიწყებ ლაპარაკს!!!
-რა ქვია ვერ იაზრებ?! რას ვერ იაზრებ?! რა გააზრება ამას უნდა ნუ გამაგიჟე!!! წინ რომ დაგიდგა ესე ვერაფერი იგძენი?-შედარებით დაუწია ტონეს და ისე დამიწყო განკითხვა.
-კიიი!!! ვიგძენი მაგრამ არ ვარ ესეთ რაღაცებსს შეჩვეული!! მე არ ვშეშდები ერთ ადგილას როდესაც ადამიანი ჩემთან ახლოს მოდის ან თუ მოდის ესე ვარ შეჩვეული საკუთარი თავის დაცვას რომ გაუაზრებლად ვაკეთებ ყველაფერს!!!! ესე სწრაფად გული ამერიკულ მთებზეც კი არ მიცემს, მასთან ერთად თან ესეთ მომენტებში კიდე სულ ვერ ვგძნობ გულისცემას ისეთი სწრაფია.
-მერე რატო არ ანახებ ამას?!-ისევ იწყებს ყვირილს.
-გიგა შენ სართოდ ვისი მეგობარი ხარ????
-შენი!! და ამას სწორედ ამიტომ ვაკეთებ, მინდა გრძნობების გამოხატვა ისეწავლოო!! არ შეიძლება სულ ესეთი გულქვა იყო!!!
-არ ვარ სულ ეგეთი.
-ხარ!! და ის ბიჭის მეცოდება უკვე, რა მისი ბრალია შენ თუ არაფრის დიდებით არ იცვლები.
-რა არ ვიცნლები ბიჭოოო? აბა შემომხედე როდის გინახივარ თმებს რომ ვისწორებდი? სულ გაბურძგნული რომ დავდიოდი ეხლა პირველად ვიკეთებ თმებს და მაკიჟს თან ისე რომ ვერც კი ვამჩნევ ისე!! და ამას ეძახი არ იცვლებიო??
-კარგი მოვრჩეთ არ მინდა ვიჩხუბოთ მალე მივდივარ და არ მინდა მთელი საღამო ისე იჯდე.
-ისე უკვე ვიჩხუბეთ-ვეუბნები სიცილით
-კარგი რა ეს იყო ჩხუბი?-ისიც მყვება სიცილში- არ გახსოვს ბოლო ჩხუბისას სანდრომ გაშველება რო ცადა და კინაღამ ხელი რო მიატეხე, არა ისე კინაღამ აღარ იყო ეგ.
-რას ერეოდა რო ერეოდა მერე-სიცილით მივდივარ და ჩანთიდად დოკუმენტებს ვიღებ შესამოწმებლად ყველაფერი ადგილზეა თუ არა და კი აქაა. მზად ვარ რომ შეხვედრაზე წავიდე.
-ისე კარგი ამბავი მაქ.
-ჰმმ?
-მანქანას შენ გიტოვებ.
-რაა? მართლა?
-ხო-
-ვაიმე რა მაგარია.-მივრბივარ და ვეხუტები, ისეც მიქცევს მკლავებში და მეხვევა-მადლობა, მარტო ამისთვის არა ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გაგიკეთებია. ძალიან ძალიან დიდი მადლობა, შენ რო არ მყოლოდი უკვე დიდი ხნის მოკლული მექნებოდა თავი და ეხლაც ვერ წარმომიდგენია შენს გარეშე ჩემი დანარჩენი ცხოვრება-უფრო მაგრამ მომიჭირა ხელები, საფეთქელზე მომადო ტუჩები და ნაზად მაკოცა.
-რა გინდა რომ ვეღარ წავიდე ამერიკაში და დავრჩე აქ? თუ რატო იქცევი ისე? ხო იცი როგორ მოქმედებს ესეთები ჩემზე-ისეთი თბილი ხმით მითხრა, ეხლა მეც აღარ მინდოდა მისი გაშვება-სალოო?
-რა იყო?
-ხო არ დამივიწყებ?-წარმოდგენაც კი აქვს ამ კითხვაზე რა ცუდად ვხდები რა მემართება. როცა ცუდად არის სულ ამ კითხვას მისვამს და პასუხს არასდროს ვცემ რადგან იცის რომ არსად არ გავუშვებ მაგრამ ეხლა სხვაა ის მიდის და არ ვიცი როდისღა შევძლებ მის კიდე ნახვას, ამიტომ ამ კითხავე პასუხი უკვე მაქ.
-გიგა ამნეზიაც რომ დამემართოს გპირდები, რომ შენს პირველივე დანახვაზე ყველა ის მომენტი გამახსენდება რაც ერთად გავიტარებია. გპირდები რომ ჩვენ სამუდამომ საუკეთესო მეგობრებად დავრჩებით. გპირდები რომ შენზე მეტად ცხოვრებაში არავის არ მივენდობი. გპირდები რომ ერთი და იგივი სასაფლაოზე ერთმანეთითან ძალიან ახლოს დაგვასაფლავებენ. გპირდები რომ როდესაც მოვხუცდები და საკუთარი სახელებიც კი დამავიწყდება შენ სახელს არ დავივიწყებ-ისეთი აკანკალებული ხმით ვეუბნები რომ საკუთარი თავის მიკვირს.
-მიყვარხარ- თავზე მკოცნის, ხელებს მიშვებს და მიყურებს.
-მეც-მერე სიცილი მიტყდება რაღაცა რომ მახდენდება-ბიჭო ის გახდოვს მთვრალმა რო მითხარი მინდა ჯერ მე მოვკვდე და მერე შენო, რატო მეთქი რომ გკითხე შენ სიკვდილს მე ვერ გადავიტან შენ კიდე ძლიერი ხარ და ჩემ თხოვნას გაითვალისწინებ და ცხოვრებას ჩემი სხეულის გარეშე მაგრამ ჩემი სულით გააგრძელებო-ამის გახსენებაზე მიმწრით გავიცინე.
- კი-მეუბნება და ისიც სევდიანად მიყურებს.-კარგი წავედით სანამ გიტირია-დაბრუნდა ჩემი ბიჭი.
-წავედით.
დაბლა ჩავდივარ და მანქანაში ვჯდებით, იმ რესტორანისკენ მივიწევთ სადაც შეხვედრა უნდა მქონდეს ქალბატონ დალისთან. გზაში თან ვაკვირდები გარემოს და ვხვდები რომ აქაურობა მართლაც ძალიან მომგებიანია. მხოლოდ პიარი და დიზაინის საქმეებია მოსაგვარებელი დანერჩენით კი ყველაფრით მომგებიანია. მანქანა ჩერდება და ფიქრებიდანაც გამოვდივარ.
-კარგი აბა წარმატებები მისურვე-გადავკოცნე გიგა დაგადმოვედი უკნიდან რომ მომაძახა.
-გზა დაუთმეთ ჩემი ბიზნეს ვუმენი მოდის-ამ სიტყვებზე გამეცინა და თან გამიხარდა. ‘‘ბიზნეს ვუმენი’’ მგონი კარგად ჟღერდა. რესტორანში დიდი გაშლილი სივრცეა მაგრამ ხალხი თითქმის არ ზის. კართან მდგომი ახალგაზდა ბიჭი ჩემი მიმართულებით დაიძრა. მაღალი, გრძელ ქერა თმიანი ბიჭი იყო, საკმაოდ კარგი აღნაგობით და მასში ყველაზე მეტად მისი თმები მომწონდა, მიყვარს ბიჭებს გრძელი თმები რომ აქვთ თან გვერდებზე აპარსული და პატარა კოსათი შეკრული.
-თქვენ ალბათ სალომე ბრძანდებით?-მკითხა სასიამოვნო და ამავდროულათ მაცდური ღიმილით.
-დიახ, მე ვარ.
-გამომყევით-მითხრა და რესტორნის ბოლოში მჯდომ შუახნის ასაკის ცოტა გადაცილებული ქალბატონისკენ წამიყვანა.
-გამარჯობათ-ხელი გავიწოდე ჩამოსართმევათ-მე სალომე ვარ, ბატონმა ალექსანდრემ ალბათ უკვე გაცნობათ.
-დიახ-მითხრა და ხელი ჩამომართვა, კარგი ქალი ჩანდა-რამეს ხომ არ მიირთმევთ?
-ყავა თუ შეიძლება-ვუთხარი და სკამზე მოვთავსდი ის ბიჭიც ჩვენთან ერთად რომ დაჯდა გამიკვირდა.
-ეს ჩემი დის შვილია, ანდრეა.
-სასიმოვნოა ბატონოა ანდრეა-ხელი მასაც გავუყოდე ჩამოსართმევათ.
-ჩემთვისაც-შემეხო თუ არა ცუდი შეგძნება დამეუფლა.
-მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ-შევთავაზე და ჩანთიდან საბუთები ამოვიღე- როგორც ჩემთვის ცნობილია თქვენ გნებავთ რომ ჩვენმა კომპანიამ დააფინანსოს ეს რესტორნების ქსელი ხომ ასეა?-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია ქალბატონმა დალიმ-მაგრამ ჩვენ კომპანიას ისედაც აქვს ბევრი დაფინანსების მოთხოვნა სხვა კომპანიებისგან და სიმართლე რომ ვთქვათ თქვენი რესტორნების ქსელი ყველაზე ნაკლებად შემოსავლიანი წყაროა, ამიტომ რას გვთავაზობთ? რატომ უნდა დაგაფინანსოთ?
-იცით...-დაიწყო ქალმა საუბარი, ეტყობოდა რომ შეჭუხებული იყო- მე დიდად არ მაქ ამ საქმეში დიდი გამოცდილება, ეს ადგილები ჩემმა მეუღლემ იყიდა მაგრამ მალევე გარდაიცვალა და მე დამრჩა რადგან შვილები არ გვყავდა. ახლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს რადგან ეს საქმე უფრო და უფრო უკან იხევს. მე მინდა რომ ეს ბიზნესი ჩემ დის შვილს გადავაბარო ამიტომ არ მინდა მას ამით უფრო მეტი პრობლემა შევუქმნა, და თუ თქვენი კომპანია...
-ჩვენ კომოანიას-არ დავაცადე დასრულება ისე განვაგძე საუბარი- აქვს გარკვეული წესები რომლებსაც თქვენი რესტორნების ქსელი ვერ აკმაყოფილებს და ვშიშობ ამას სხვა არც ერთი კომპანია არ დათნხმდება.
-დიახ მართალი ბრძანდებით, ყველა კომპანიამ აური გვითხრა დაფინანსებაზე, ამიტომ მზად ვარ ყველაფერს დავთანხმდე დასაფინანსებლად-ღმერთო ეს ქალი ჩემს ყველა წარმოდგენაზე უფრო მიამიტია ვიდრე მეგონა, იმედია ეს ბიჭიც იგივე აღმოჩნდება რადგან ყველაფერი გეგმის თანახმად მიდის, ეხლა კი ცოტა უნდა ვიეშმაკო რომ ეს ქალი უფრო შევაშინო.
-იცით მე თქვენ ხარჯებს გადავხედე და ვნახე რომ წლიური მოგება ძალიან დაბალია თან ეს რესტორნების ქსელიც სავარაუდოდ ძალიან მალე გაკოტრდება ამიტომ... მგონი აქ სალაპარაკო არაფერია-ფეხზე ავდექი და წასვლა დავაპირე რომ ქალმა შემაჩერა.
-არა გთხოვთ-ბინგო, წამოეგო-მე მართლა მჭირდება დახმარება ეს ბოლო კომპანიაა ვისი იმედიც დამრჩა ამიტომ გთხოვთ-ეს ქალი საქმეს კი მიმარტივებდა მაგრამ მაინც მეცოდებოდა, ამიტომ ბევრი აღარ ვაწვალე და სკამზე დავჯექი.
-იცით ქალბატონო მე მაქ იდეა რითაც შემიძლია დაგეხმაროთ მაგრამ ამით დიდად მოგებას ვერ მიიღებს ჩემი კომპანია ამიტომ...
-ყველაფერზე თანახმა ვარ.
-კარგით მაშინ ამასთან დაგიკავშირებით, ჯერ ჩემს უფროსს მოველაპარაკები და შემდეგ თუ მოეწონა მაშინ დაგეხმარებათ თუ არადა მაშინ თქვენთისვე უკეთესი იქნება აქაურობას თუ დახურავთ, რადგან ესეთ რესტორნებ არავინ აქცევს ყურადგებას, უფრო კარგად რომ ვთქვათ ზედმეტი თვის ტკივილია.
-ვიცით-ჩაიბურტყუნა ბიჭმა და მივხვდი რომ ის ბიჭიც არ იქნებოდა დიდად გაგებული ამ საქმეში და ჩემი ყველა სიტყვა დაიჯერა. ამ დროს შეკვეთაც მოიტანეს რა იყო ამდენი ხანი რას მოანდომეს?
-არა გმადლობთ უფრო ადრე რომ მოგეტანათ და ფინჯანიც გაგავსოთ უკეთესი იქნებოდა-ამის გაგონებაზე იმ საცოდავ ქალს გული გადაუქანდა. რა ვქნა დეიდა არა ეს საქმე სუფთა, თუ არ მოგატყუე და არ ვიეშმაკე ისე არაფერი გამოვა თან დამიჯერე ეს საქმე შენც მოგიტანს მოგებას-კარგად ბრძანდებოდეთ- ჩანთა ავიღე და რესტორანი დავტოვე. ისითი გახარებული ვიყავი რომ მეტი არ შეიძლებოდა. ტაქსი გავაჩერე და ჩემი სამსახურისკენ ავიღე გეზი, რესტორანთან რომ გაჩერდა ცოტახანი დალოდება ვთხოვე ტაქსისტს მე კი უკანა კარიდან შევედი. ჩემ დანახვაზე ყველა გაჩერდა და მე შემომხედა, უცებ ავიწიე თმა მაღლა და შეფის ოთახისკენ წავედი. კარებზე დავუკაკუნე და ოდნავ შევაღე.
-შემოდით-გაისმა ვიწიას ბოხი ხმა. კარები რომ ბოლომდე შევაღე ჩემ დანახვაზე გაშეშდა-ვა სალო რა კარგად გამოიყურები, პირველად გამიხარდა ადამიანის ხელფასის მისაცემად გამოჩენა-გადაიხარხარა და კონვერტი მომაწოდა.
-მადლობა-ვიწია ახალგაზრდა იყო იმიტომ მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა.
-ხო სალო-კარებში გასული შემომაბრუნა-ნინის უნდა რომ ეს კვირა შენ ცვლაშიც იმორიგეოს და შემდეგ კვირას შვებულება იაღოს და რამე პრობლემა ხომ არაა იქითა კვირას მისი და შენი მორიგეობა ერთად რომ აიღო... რა თქმა უნდა დამატებით გადაგიხდი.
-კარგი-ოო ეს კარგია, მართალია ერთი კვირა არ უნდა მეძინოს მაგრამ დამატებითი ხარჯებიც მქონდა ამ თვეს ამიტომ როგორღაც მოვითმენდი. უკან დავბრუნდი ტაქსში და ამ დროს ტელეფონზე მირეკავდა ვიღაცა უცნობი ნომრით, გამიკვირდა მაგრამ მაინც ვუპასუხე.
-ალო.
-სალომე, ნიკა ვარ, შეგიძლია რომ კომპანიში დაბრუნდე? თათბირია.
-რასთან დაკავშირებით?-ან მე რატო მინარებდნენ თათბირზე?
-ფინანსური კუთხით.
-კარგი მალე მოვალ-ვეუბნები და ვუთიშავ. გზაში ანდრეაზე ვეძებ იმფორმაციას და დიდად განსხვავებულს ვპულობ. მალე მივდივარ ნაცნობ შენობასთან და გადმოვდივარ. ჯანდაბა ამ ქუსლიანებზე ვერ დავდივარ წესივრად თან კიბეებზე. შეიგნით შესულს უფრო ბევრი ხალხი მხვდება. მეც ლიფტკისკენ მივდივარ და შიგნით შევდივარ,იქ მხოლოდ ერთი ახალგაზდა ქალი დგას , მიკვირს რადგან სხვა ლიფტებთან წყვეტაა ზოგი კი საერთოდ კიბეებით ადის. ლიფტში რომ შევდივარ ყველა მე მიყურებს გაცებული სახით, მხოლოდ მიმღში მჯდომ გოგოს აქ ნაგლური ღიმილი სახეზე.
-ახალი ხარ?-მეკითხება მხიარულად გოგონა რომელიც გვერდით მედგა. ჩემზე ბევრად მაღალია, დიდი წითელი ტუჩები, ყავისფერი თმა აქ. ძალიან ეშხიანი ქალია.
-დიახ.
-გეტყობა თორე ისე არავინ შემოვიდოდა ჩემთან ერთად ლიფტში-აი აქ დავიბენი.
-რატომ?-ვკითხე გაკვირვებულმა
-მალე გაიგე-მეუბნება სიცილით.რააა?-რა გქვია?
-სალომე, სალომე ონიანი.
-სახელებს და სახეებს ძნელად ვიმახსოვრებ, მაგრამ შენ დაგიმახსოვრებ-მეუბნება და ლიფტიდან გადის მეც მივყვები უკან. ნიკას როგორც კი ვხედავ მაშინვე მისკენ მივდივარ.
-რა ხდება?-ვეკითხავი და საბუთებიდან წევს თავს.
-არა ისეთი არაფერი უბრალოდ კომპანიამ მცირე წაგება ნახა, ამიტომ ვიკრიბებით.
-და მე რა შუაში ვარ?
-შენ ალბათ ამ რესტორნების ქსელის გამო დაგიბარეს, იმედია მზად გაქ რამე თორემ გაგლეჯავს ბატონი ალექსანდრე შუაზე.
-კი მზად ვარ- მიხარია რომ ჩემი პირველი საქმე ესეთი მნიშვნელოვანია. ნიკას მივყვები და დარბაზში ჩემ ადგილს ვიკავებ. ალექსანდრე ტელეფონზე ლაპარაკობს მაგრამ მამჩნევს და ჩემსკენ იყირება და მათვალიერებს რამოდენიმე წამით მერე კი ისევ იხედედა. მალე რჩება ტელეფონზე ლაპარაკს და დარბაზიც ივსება , სადაც იმ გოგოს ვამჩნევ ლიფტში რომ შემხვდა მე მიყურებს ჩემ მზერას რომ იჭერს თვალს მიკრავს.
-მგონი ყველამ იცით რაც ხდება-იწყებს ალესანდრე, და თან ბროშურაზე გვანიშნებს რომელიც წინ გვიდევს- კომპანიამ გარკვეული თანხა დაკარგა, ამიტომ ყველა იმ საქმის მასალა ეხლავე მჭირდება რომლებიც ეხლა მიმდინარეობს -ამბობს თუ არა მე მიყურებს ეტყობა, რომ ჩემგან მოითხოვს რაღცას, გაცოფებული თვალები აქ ამიტომ ცოტა მაშინებს-აბა სალომე შენ ხომ არ დაიწყებ?-მგონი დილინდელის გამო მექცევა ესე უხეშად.
-დიახ-მეც გამბედავობას ვიკრებ და ლაპრაკს ვიწყებ-როგორც მოგეხსენებათ რესტორნების ქსელის მფლობელი ჩვენს კონპანიას დაფინანსებას სთხოვს, მაგრამ ამ ქსელს არ გააჩნია საკმარისი პოტენციალი რომ ჩვენი იმედები გაამართლოს. მაგრამ ერთი მიზეზის გამო რომლითაც ის ძალიან საინტერესოა დაფიქრება ნამდვილად ღირს. რესტორნები ძალიან კარგ ადგილებზეა აშენებული, მის მფლობელს კი არანაირი განათლება და გამოცდილება არ აქვს, ამ პერსპექტივის გამოსაყენებლად, მას უნდა რომ ბიზნესი მის დის შვილს ანდრეა მეტრეველს გადასცეს მე მის საქმესაც გავეცანი და დავადგინე რომ მასაც არ აქვს ამ სფეროში დიდი გამოცდილება რადგან მან მისი მცირე ბიზნესისგან რომელიც ასევე ძალიან მომგებიანი იყო ამისგან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო და ესიც გაკოტრდა. მათ რთული პერიოდი აქვთ რადგან ჩვენი კომპანია ბოლოა იმ კომპანიებისგან რომლებსაც შეუძლია მათი გადარჩენა. ამიტომ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და მათი რვა რესტორნის ქსელისგან ექვსი მათგანი შევისყიდოთ და დანარჩენი ორში კი გარკვეული დეტალებში დახმარება შევთვაზოთ. ჩემი აზრით ისინი სასოწარკვეთილები არიან და ამას დათანხმდებიან-სიტყვა რომ დავასრულე მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ყველას გაკვირვებული მზერა ჩემსკენ რომ იყო მომართული.
-საშიში ქალი ხარ-თქვა იმ ქალი ლიფტში რომ შევხდი და გაკვირვებული მაგრამ მაინც თავშეკავებულად ამაყი ღიმილით მითხრა-შენ გინდა რომ მათი უცოდინრობით და სისუსტით ვისარგებლოთ და მათი ძალიან კარგი პოტენციალი ვიყიდოთ?
-დიახ-მეც ამაყი ღიმილით ვუთხარი და ალექსანდრეს გავხედე რომელიც აქამდე მიმზერდა მისი საოცარი მწველი მზერით.
-მშვენიერია-კუთხე ჩატეხა და ამაყი თვალებით შემომხედა-ხვალ ამ თემასთან დაკავშირებით შეხვდი და ჩვენი გეგმები დაპირობები გააცანი, თუ თანახმები იქნებიან ზეგ ადგოკატებს ვთხოვ კონტრაქტი შეადგინონ.... შეგიძლიათ წახვიდეთ-ყველა ფეხზე ადგა და გავიდა, მეც ავკრიბე ჩემი ნივთებიდა გასვლა დავაპირე მისმა ხმამ რომ შემაჩერა.
-შენ არა სალომე! ვიღაც უნდა გაგაცნო-შევტრიალდი და ალექსანდრეს გვერდით ის ქალი იდგა და მიღიმიდა, მეც მივუახლოვდი-გაიცანი ეს ანაა ჩემი უფროსი და, და კომპანიის მთავარი დიზაინერი- ია თურმე რატო არაინ არ შევიდა ლიფტში მასთან ერთან.
-სასიამოვნოა ქალბატონოა ანა-ხელი ჩამოვართვი და გავიღიმე.
-შენთვის მხოლოდ ანა, იშვიათია ესეთი მომგებიანი წინადადება პრაქტიკოსისგან რომ მოისმინო. მგონი ცხოვრებაში პირველად ჩემ ძმას ქალშიც გაუმართლა და თანამშრომელშიც-რრააააა? რა თქვა ? მომესმა? ქალში გაუმართლაო? მომესმა ხო? არა რა თქმა უნდა მომესმა, სალომე შენ გაგიხმეს ეგ თავი რეებს იგონებ. მაგრამ ეს ბატონი რატომ იღიმის ესე ნაგლურად?
-რაა?-გაიცება ვეღარ დავმალე და შევეკითხე და აშკარად ორივე გავამხიარულე ჩემი დაბნეული სახით.
-ის მე არაფერს მიმალავს და რას ფიქრობ ეს შარვალი და კოსტული ვინ შეგირჩია? მე საყვარელო იმიტომაც ხარ ესეთი დაცემა. კარგი წავედი გვრიტებო ხელს აღარ შეგიშლით- ალესანდრე გადაკოცნა და ჩემთან მოვიდა გადასაკოცნად ყურში რომ ჩამრჩურჩულა-იმედია ლოგინშიც ისეთივე კარგი იქნები როგორც საქმეში-მეუბნება და მიდის, მე კიდე ვრჩები გაოგნებული და ვერაფერს ვერ ვამბობ, მხოლოდ მის წასვლას ვუყურებე გასვლის წინ თვალ მიკრავს დაქრება. არ ვიცი ეს რა იყო. გონზე ალექსანდრეს სუნთვას მოვყავარ რომრლსაც ყურზე ვგძნობ. ისეთი ცხელია რომ მწვავს და იმიტომ მაშინვე უკან ვიწევი.
-რაო დილით რა მითხარი ესეთ მომენტებში დავიბნევი თუ გინდაო? არ გატყობ რაღაც ძალიან გეკიდოს.
-არც მითქვამს რო -მკვახედ ვუცხადებ და კარებისკენ მივდივარ როცა კედელზე მაკრობს და ჩემთან ახლოს იწევა. გულის ცემა ისე მიჩქარდება ვერც ვასწრებ გააზრებას.
-ბატონო ალექსანდრე ადგილს დააკვირდით სად ვართ-მასკენ ახლოს ვიწევი და მის თამაშში ვაპირებ აყოლას-ვიცი რომ ამ ტანსაცმელში საშინლად მიმზიდველი ვარ რადგან ყველა ბიჭი გზაში მე მიყურებდა-ვახსენე თუ არა სახიდან ეგრევე გაუქრა ღიმილი- და კომპლიმენტებსაც არ იშურებდნენ მაგრამ თქვენ ეს არ გეკადრებათ.
-ნუ მიწვევ, თორემ ჩემ სასარგებლოდ დასრულდება ყველაფერი-კუთხეს ტეხს და თეძოზე მადებს ხელს. მაშინვე ვითიშები ამაზე კი უფრო ხალისობს.
-აქ ვერ დაგნებდები ბიჭოო-ვიწყებ იმ ქალის მიაძვას ერთ-ერთ ქათულ კინოში რომაა, ამ ჩემ ნათქვამზე ხელებს მიშვებს და სიცილის იწყებს.
-ღმერთო ყველა სიტვაციიდან გამოძვრები-მეუბნება სიცილით.
-დილანდელზე არ მიბრაზდებოდი შენ? რას ჭიხვინებ ამხელა კაცი?-ვეუბნები განრაზებული.
-არა- მეუბნება ლაღად და ტელეფონს იღებს, რაღაცას ეძებს და რო პოულობს მე მითრიალებს ეკრაბს-გიგა კარგი იმფორმატორია-ვიდეო რომ იწყება თვალები შუბლზე ამდის. მე ვარ ვიდეოზე და თმეს ვისწორებ თან გიგას ვუყვირი. მომვკლავ გიგას. არა მართლა მოვკლავ. თავს წავაჭრი და მის თავს სუვენირად დავიტოვებ.
-ეს...ეს...მე-ვიწყებ ლუღლუღს ჩემთან ახლოს იწევა.
-ეხლაც ისე სწრაფად გიფეთქავს გული?-მეუბნება და თითით ლოყაზე მეფერება. ამ წამს სრული ქაოსია ჩემში ვერც კი ავღწერ რას ვგძნობ ეხლა. რას ვგძნობ როდესაც ესე ნაზად ეხება ჩემს კანს მისი ხელები. სრულიად მერთმევა მეტყველების და სუნთქვის უნარი-ესეთი გეოცებული სახით რომ დგეხარ ხომლე თავის შეკავებას როგორ მთხოვ?-იხრება და ყელში ნაზად მკოცნის. ვერ ვინძრევი და არც მინდა წარმოდგენა რანაირი სახით ვდგევარ ეხლა. მისი ტუჩების შეხება სრულიად მაკარგვინებს საღ აზრებს, რაც აქამდეც არ მქონდა ბერვი.
-კარგი გოგო ხარ- მეუბნება და კარებიში ქრება. მე კი მტოვებს გაშეშებულს.




-----------------------
რომელი პერსონაჟი უფრო მოგწონთ? მართალიაა ცოტანი არიან მაგრამ მაინც^^



№1 სტუმარი Ucnobi

Aleqsandre chemi siyvarulia imedia kidev ufro datkbeba es gogo

 


№2 სტუმარი ლინდა

ძალიან მაგარია შემდეგ თავს ველოდები და კარგი იქნება თუ სასაცილო მომენტებით და დიალოგებით ასევე მათი კინკლაობით იქნება სავსე შემდეგი თავი

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

გიგა მომოწნს და
ანაც ძალიან მომეოწნა ოღOნ დ არ გგააფუჭო

 


№4  offline მოდერი ენემი

არა რა როგორ ეტყობა ანას ალექსანდრეს და როა joy joy ველი ომდევნოს joy kissing_heart

 


№5 სტუმარი მოცინარი

დედააა, რა მაგარად განვითარდა სიტუაცია, გიგაზე ვაფრენ ძააააააააან, მე11 თავი დღეს დაიდება?

 


№6  offline აქტიური მკითხველი Yagami

მოცინარი
დედააა, რა მაგარად განვითარდა სიტუაცია, გიგაზე ვაფრენ ძააააააააან, მე11 თავი დღეს დაიდება?

კი შევეცდები დღეს დავდო^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent