შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Take a deep breath, tomorrow will be worst! (7)


21-06-2017, 20:44
ავტორი Hot Chocolate
ნანახია 1 499

დილით საკმაოდ ადრე ვიღვიძებ. არადა ვამბობდი მთელ დღეს დავიძინებ თქო. საათს დავყურებ და ვხვდები რომ არც ისე ადრეა თითქმის პირველი საათია. თავის ტკივილს ვგრძნობ. ბალიშზე თავს ვდებ და ძილს ვაგრძელებ. როგორც​ჩანს დაბლა ჩემზე დაიწყეს ნერვიულობა და ბექა ამომიგზავნეს. თავში ჭკუა აქვთ? რა ჰგონიათ მისი სახის ნახვა კარგ ხასიათზე გაღვიძებაში დამეხმარება?
-ადექი!
მიყვირის უბედურად.
-ნუ ღრიალებ
ჩემს ხმას მე თვითონ ვერ ვცნობ. გაბრაზებული, იმედგაცრუებული, გაბზარული და ჩახლეჩილი ხმა მაქვს.
ალბათ ამჩნევს და ჩემს საწოლს უახლოვდება. თვალებიდან ცრემლები მომდის. მხოლოდ ალექსანდრეს და ბექას რომ ვაბრალებ იდიოტობას მოდით ვაღიაროთ რომ მეც არანაკლებ იდიოტი ვარ​ აბა თუ არა რა მატირებს? ჩემს ცრემლებს როგორც ჩანს ბექას სინდისი მოიჰყავს აქტიორობაში.
-კარგად ხარ?
-რამეა მატყობ კარგად ყოფნის?
-რა გტკივა?
-გული
-გამაგიჟებ მითხარი რა გინდა?
ხმამაღალი და გამკაცრებული ხმა აქვს. ესეც ასე ეხლა მნახე თავს აღარ დაგაჩაგვრინებ. საწოლიდან ვხტები და წამში მის წინ ვისვეტები. ნუ ვისვეტები რა... მაინც ზემოდან დამყურებს.
-რა არის სასუქს გიყრიდნენ?
ვბუტბუტებ ხმადაბლა. გაიგო მაგრამ გადავრჩი მის მწარე კომენტარებს.
-რატომ მაკოცე?
-გოგო დაბრმავდი? ის ვიგინდარა ტიპი მოგაშორე
-გადამრევ ადამიანო ამდენ ხალხში მაინც და მაინც უნდა გეკოცნა? იცი რამდენი ჟურნალისტი იყო რომელსაც ჭორების შეთხვზა კარგად შეუძლია? ან იცი რამდენი პაპარაცი დასდევს ცნობილი მეღვინის ირაკლი ბაღაშვილის შვილს?
-რა საყვარელი ხარ როცა ჩხუბობ
პირდაღებული ვრჩები
-ჰეი უკაცრავაად
ჩემსკენ ისე ახლოს იწევს ნერვები მეშლება. მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ. ცოტათი კიდეც ახლო რომ მოიწიოს კიდევ ერთხელ მაკოცებს მაგრამ ვინ აცდის ანი კარში დგას და გაოცებული გვიყურებს. ამ სახედარმა კარი ღია დატოვა?
-აქ რა ვნების ქარცეცხლი დაგიტრიალებიათ?
ესეც კაი მოტლეკილია ხო იცი.
ახლა უნდა დავუძვრე ხელიდან. მის მკლავს ქვემოთ ვძვრები და როგორც იქნა ხელიდან ვუსხლტები
-რა სისულელეს ამბობ
გაბრაზებული ვარ. ვერ ვხვდები ამ ადამიანს ჩემგან რა უნდა ერთ წუთს ძალიან თბილია მეორე წუთს ვნებიანი და მესამე წუთს მიღრენს თითქოს რამეში ვიყო დამნაშავე. არ ვიცი ხალხი ზოგადად გიჟია.


___ანი____
თითქმის მთელი წვეულების განმავლობაში ვემალებოდი ადამიანს რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. ძალიან მაინტერესებდა რას მეტყოდა რატი იმ გოგოსთან დაკავშირებით რომელსაც დღეს დილით კოცნიდა. ბოლოს დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა. აქეთ-იქით ვიყურებოდი და ნიას შეშლილი სახეც დავლანდე თუმცა რა გასაკვირია ალექსანდრე ასვეტილიყო მის წინ.
-რატომ მემალები?
-არ გემალები
-როგორ არა
ისეთი მკაცრი ბარიტონი აქვს ტყუილის თქმას ვეღარ ვბედავ.
-წამოდი აქ ხალხმრავლობაა.
სახლის უკან გავდივართ. კედელს ვეყუდები და დაძაბულობისგან ფრჩხილების კვნეტას ვიწყებ.
-ის გოგო არავინ იყო
-კი კოცნიდი და
ტუჩს გაბუტული ბავშვივით ვბზეკ.
-მაგ გოგოს ადრე ვხვდებოდი...შენამდე. შემხვდიო შემაწუხა როგორც ჩანს ჩემით იყო შეპყრობილი მეც მივედი რომ მეთქვა თავი დაენებებინა. ვისაუბრეთ და ვერ შევაგნებინე. ბოლოს მაკოცა მე კი მოვიშორე შეიძლება კოცნის დროს დამინახე და არასწორად გაიგე.
-არ მჯერა
სიბრაზისგან წითლდება.
-როგორ თუ არ გჯერა? უკვე ამდენი ხანია მიყვარხარ და გგონია ვინმეზე გაგცვლი? ამდენ ხნიანი ურთიერთობის მერე არ მენდობი? იცი ეს მამცირებს კიდეც.
ყვირის. დიახ ყვირილს ვერ იკავებს და ვხედავ რომ გავაბრაზე და ვაწყენინე. დაძარღვულ კისერს და დაძაბულ სხეულს ვხედავ თვალებში კი ჩემი დაკარგვის შიში და არანორმალური სიბრაზე ჩასდგომია.
ვუახლოვდები და ვკოცნი. უბრალოდ არ შემიძლია ასეთი რატის დანახვა
-მიყვარხარ
ვჩურჩულებ მის ტუჩებთან
-მეც .
მეხუტება და თავს დაცულად ვგრძნობ. თავს ჩემს თმაში რგავს
-გთხოვ მენდე (რატი)
-გენდობი
ხალხში ვერევით და ვხედავ ბექას რომელსაც ხელი ნიას წელზე აქვს შემოხვეული. აშკარად რაღაც ხდება.
-მამა დღეს რატი აქ დარჩება
-კარგი ოღონდ ჭკვიანად.
ბატონი ირაკლი რატის "წესიერად მოიქეცი" მზერით უყურებს რატი კი "დიახ სერ" მზერით.
თითქმის მთელი ღამე ვლაპარაკობდით. ერთმანეთს გული გადავუშალეთ. რატიმ ჩვენთან ერთად ისაუზმა და ჩემი ძმის დაჟინებული მზერის ატანა მოუწია თუმცა ვაჟკაცურად უძლებდა. აი ნიას ადგილი, ბექას გვერდით კი ცარიელი იყო. ამდენ ხანს სძინავს?
რატის ვაცილებ და სასტუმრო ოთახში შევედივარ ბექაც იქაა და ბოლთას სცემს. უკვე სამი საათია ნეტავ ნია კარგადაა? კიბეებზე ასვლას ვაპირებ თუმცა ბექა სწრაფი ნაბიჯით მიახლოვდება
-საით?
-ნია უნდა ვნახო
-მე ავალ
უცნაურია ნამდვილად უცნაური
-კარგი
ცოტა ხანი დაბლა ველოდები მერე კი მეც კიბეზე მივიძურწები. როცა კედელთან აყუდებულ ნიას და მის წინ ძალიან ახლო მდგომ ბექას ვხედავ გუშინდელი მოგონებები მიტივტივდება. ნუთუ ეს ორი...კი მაგრამ ბექა ჯერ ეხლა ჩამოვიდა. მაგრამ სხვა რა ახსნა აქვს?
ნია გაბრაზებული ჩანს და ოთახიდან ორივეს გვყრის.
-დაფქვი რა ხდება
-არც არაფერი
ბექაც არ ჩანს კარგ ხასიათზე. თუ ის სიმართლეა რასაც ვვეჭვობ ეს ორი ერთმანეთს კარგად გააწვალებს.
-ღმერთმა გაძლება მოქცეს ძმაო
ვჩურჩულებ ხმადაბლა ბექა კი თავის ოთახში შედის.


______ნია______
უკვე ერთი თვეა მე და ბექას არ გვილაპარაკია თუ ვლაპარაკობთ მხოლოდ ერთმანეთს ვამწარებთ. სუფრასთან გვერდი გვერდ ვსხედვართ და ეგეც ვერ აგვიტანია. ანი ეჭვის თვალით გვიყურებს მას შემდეგ რაც ოთახში ერთად გვნახა. ყველაფერი ხომ ჩემს საწინააღმდეგოდ ხდება გაზეთში ჩემსა და ბექაზე არაფერი წერია აი ჩემსა და ალექსანდრეზე კი იხარე. ჩვენი სურათი დაიბეჭდა თრომელიც წვეულებაზე გადაგვიღეს. ფოტოზე სახე ალეწილი, ყალბი ღიმილით შევყურებ ალექსანდრეს ის კი იდიოტივით გაკრეჭილი შემომყურებს. სათაურები არ გაინტერესებთ? ერთ-ერთი ასეთია "ბედნიერი წყვილი" სად შემატყვეს ბედნიერება? რა მატყუარა ხალხი მუშაობს სტატიებზე. ჩემზე ბევრად გაბრაზებული ბექა ჩანდა მაგრამ რატომ? იქნებ ეწყინა ჩვენი სურათი რომ არ დაბეჭდეს სადაც ვნებიანად მკოცნის. წარმომიდგენია როგორ შემრცხვებოდა ჩვენი სურათი რომ დაებეჭდათ. რა უნდა გვეთქვა ირაკლისთვის და ნინოსთვის? უბრალოდ გავერთეთო?
ცოლ-ქმარი ბაკურიანში მარტო მიდიან დასასვენებლად ჩვენ კი სახლში გვტოვებენ იმ იმედით რომ "უკვე დიდები ვართ და არაფერს გავაფუჭებთ".
დილით საკმაოდ ადრე მეეღვიძება სადღაც 8საათზე და ანის ოთახისკენ მივდივარ. ხმები მესმის და ვჩერდები. ხანდახან ჩემი უსაქციელობა მეც მაცოფებს ბაღში კი მასწავლეს სხვისი ლაპარაკის მოსმენა უზრდელობააო მაგრამ როგორც კი ჩემს სახელს ვიგებ დანაშაულის გრძნობას გვერძე ვდებ და ყურადღებით ვისმენ.
-ის იდიოტი ვინ იყო წვეულებაზე?
ბექას გაღიზიანებული ტონი აქვს. "რა შენი საქმეა?!" პასუხობს ალტერ ეგო გონებაში.
-ალექსანდრე
-ნიას საიდან იცნობს?
უჰუ რა მესაკუთრე ხმა აქვს ეგოიზმის ნოტებით გაჯერებული.
-ადრე ერთად იყვნენ
-როდის ადრე?
-ორი წლის წინ
-ნიას კიდევ უყვარს?
-ნამდვილად არა
-და რატო დაშორდნენ?
რა ჯანდაბად აინტერესებს კიდევ მიყვარს თუ არა? რაში აინტერესებს რატომ დავშორდით? ცოტაღა მაკლია კარი არ შევაღო. ანი რატო პასუხობს? აშკარად მის მხარესაა!
-ალექსანდრეს სანაძლეო დაუდია ნიაზე ნიას კიდე უყვარდა. მძიმედ გადაიტანა მაგრამ ყველაფრის გადატანა შესაძლებელია. ის ძლიერია.
ანიზე გული მილბება ცოტათი ძალიან ცოტათი.
-
-რაში გაინტერესებს?
-წვეულებაზე შეაწუხა.
-მერე
-მერე ის რომ ნიას ვაკოცე.
ბრავო ბარემ ირაკლის და ნინოსაც უთხარი.
-რაო?
ანი გაკვირვებულია. კარს ვშორდები და ოთახში შევდივარ. ველოდები როდის შევა ოთახში ის ვაჟბატონი და როცა ოთახში ვიგულებ მუსიკებს ვრთავ საკმაოდ ხმამაღლა. არ უყვარს როცა ხმამაღლა მაქვს მუსიკები. შონ მენდესის "Mercy" ისმის მთელს მეორე სართულზე. ლოგინზე ვბობღდები და შონის ვოკალს ჩემი ხმით ვლახავ ხელში კი სავარცხელი მიკავია (რა თქმა უნდა მიკროფონის იმიტაციას ვაკეთებ). კარზე რამდენჯერმე აკაკუნებს და თითქოს ვერ ვიგებ კარს არ ვუღებ. გაცოფებულია. არაუშავს გადაიტანს.
-ჩაუწიე!
ისე ხმამაღლა ღრიალებს რომ მუსიკის ხმას ფარავს
-რატომ შეაგაწუხა?
არც მე ვაკლებ
-ხო შემაწუხა
-არ მინდა და არ ჩავუწევ
ბავშვივით ვჯიუტდები.
კარში შემოდის და დინამიკებს რთავს
-კარგი რა ძალიან მაგარი სიმღერაა
-ხომ იცი რომ მაღიზიანებს
-ვიცი
ვპასუხობ ხმამაღლა და ისე ვიჭიმხები თითქოს ახლახანს გინესის რომელიღაც რეკორდი მოვხსენი.
-და ამას ჯიბრით აკეთებ?
-სხვანაირად ყურადღებას არ მაქცევ
-რა გინდა?
-ხედავ? ყურადღებას არ მაქცევ
-ეგ გაწუხებს?
-როცა კითხვები მაქვს მაწუხებს.
-რა კითხვები?
-რაში გაინტერესებს ჩემი და ალექსანდრეს ურთიერთობა?
-შენ რა გვისმენდი?
ლამის სიცილი აუტყდეს. არ შეუძლია სულ ასეთი საყვარელი იყოს? რა თბილია ახლა.
-არა
-აბა საიდან იცი რომ მაინტერესებს?
-ანუ გაინტერესებს?
-კითხვაზე მუპასუხე
-როცა ვინმეს საუბარს უსმენ და ეს საუბარი შენ გეხება დანაშაული არ არის
ყურადღებით უსმენს ჩემს სიბრძნეს.
-ეგ ბაღში გასწავლეს?
-დიახაც
-არასწორად უსწავლებიათ
-არაფერიც!
ისე ვჯიუტდები როგორც ბავშვი რომელსაც დედამ სათამაშო არ უყიდა.
-პატარავ ბაღში არ გასწავლეს რომ შენზე უფროსებს პატივისცემით უნდა მოეპყრა?
ლამის ენა მოიჩლიქოს
-პირველი შენ ჩემზე სულ სამი ჰა ჰა ოთხი წლით დიდი ხარ და მეორე თუ გინდა შენს ასაკს ხაზი გავუსვა თქვენობით მოგმართავ ბაბუ
-კარგი ხო
ღმერთო რა არაამქყვეყნიურად საყვარელია
-მგონი მიყვარდები
მიყვარდებიო? კარგად არის სულ ორი დიდი დიდი სამი თვე გვაქვს ერთ სახლში გატარებული. ვიბნევი. საწოლიდან ჩამოვდივარ და ლამოს ცხვირით ვეხეთქები იატაკს საბედნიეროდ ბექა მიჭერს.
-მადლობა
-შენი ცხვირი კი არა იატაკი შემეცოდა
ხო სხვას რას ველოდი. სამზარეულოსკენ მივემართები ბექა ფეხდაფეხ მომყვება.
-რატომ მომყვები?
-არ მოგყვები სამზარეულოში მივდივარ
უმწიკვლი, საყვარელი მზერით
შემომყურებს.
სამზარეულოში შევდივარ და ანიც კიბეზე ჩამორბის
-ანი სად მიდიხარ?
-მე და რატი გავდივართ
-მალე მოდი
გამფრთხილებლური ტონით არიგებს ძმა
-დღეს არ მოვალ მამამ იცის
იფ მოაკეტინა თუ არა.
ანისკენ გავრბივარ
-არ წახვიდე
-რატომ?
-არ გეცოდები მთელი დღე ამ კრეტინთან ერთად უნდა გავატარო
-ძალიან კარგი
-რაა?
თვალები მიფართოვდება.
-გაერთეთ
-ამასთან მტოვებ?
-ნახე რა დამჯერი ბავშვია სამზარეულოში ზის და ლიმონით თამაშობს. არ შეგაწუხებს.
-კი მაგრამ
-თან ერთი ჭკვისანი ხართ
-თან წამიყვანე რა
-წავედი. კარგად მოუარე არაფერი იტკინოს.
სიცილით მტოვებს. შესანიშნავი დღე მექნება.



№1  offline წევრი Mari-Mariami.16

Vaime... Ra magari ikooo, kitxvis periodshi sul vicinodi. Veli shemdeg tavs moutmenlad
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ძაან მააგარი იყო

 


№3  offline წევრი ნეპტუნიელი

უკვე გითხარი, რომ ძალიან მომწონს და ამას კიდევ ერთხელ გიმეორებ... უკვე შემიყვარდა ამათი წყვილი. მაგრამ ბექა ისევ ნერვებს მიშლის (ნუ ცოტათი) laughing laughing სათაური კი მაშინებს. ნიას ცხოვრება ძლივს დალაგდა და თუ ისევ აირევა და ან ბექას დაემართება რამე ან გულს ატკენს დამიჯერე მე ვერ გადავიტან!!! კაი ველი შემდეგ თავს წარმატებები, ჩემო კარგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent