შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Take a deep breath, tomorrow will be worst! (6)


20-06-2017, 01:22
ავტორი Hot Chocolate
ნანახია 1 506

ჩემს დღევანდელობასთან მოვედით. ყველაფერი მოგიყევით ჩემი ცხოვრების შესახებ, ყველაფერი ის რაც აქამდე გადამხდა თავს ახლა კი კარში ვდგევარ გაშეშებული და ნაცნობ,გახარებულ სახეებს შევყურებ. ნუთუ უკვე გავიდა 3 წელი? რატომ ვიყინები ადგილზე? ხელის გულები მეოფლება და შუბლზე ცივი ოფლი მასხავს. ახლა მასთან ერთად, ერთ ოთახში თავს დაცულად და კომფორტულად ვგრძნობ. მინდა მივიდე და ჩავეხუტო. რატომ? რომ ვიცოდე. ბექა შეცვლილა მაგრამ ისე არა რომ ვერ მეცნო. თვალები ისევ ისეთი თაფლისფერია თუმცა გამოხედვა შესცვლია. ასეთ თბილ თვალებს ასეთი ცივი გამოხედვა არ უხდება. ამ თვალებისგან მხოლოდ სიკეთე და სითბო მახსოვს. ვცდილობ გამოვერკვა და ბექას ვესალმები
-გამარჯობა როგორ ხარ?
-კარგად
მეუბნება ოფიციალური ტონით თუმცა მერე ისეთ რამეს აკეთებს გაკვირვებული ვრჩები. ჩემსკენ ღიმილით მოდის და მეხუტება. გული მიჩქარდება და მგონია ოთახში ყველას ესმის ჩემი გულის ბაგაბუგი. სუნთქვა მიხშირდება და პულსს ვერ ვირეგულირებ.
სასაუზმოდ ვსხდებით ნინოს ყველაფერი ის გაუკეთებია რაც ბექას უყვარს. ყველა ბედნიერია და თვალებში შესციცინებენ შვილს რომელიც ახლა ნასწავლი და გაზრდილი უნდა ჩაუდგეს მამის ბიზნესს სათავეში. ბექა გაუხეშებული და სევდიანი ჩანს. ნეტავ რა დაემართა? რა გადახდა თავს?
მისი დაბრუნების აღსანიშნავად, მეორე საღამოს წვეულება გამართეს. ძალიან ძალიან დაღლილი ვიყავი თუმცა ხომ იცით სკოლა დავამთავრე ეს მხოლოდ ერთხელ ხდება მირჩევნია გავერთო ვიდრე მთელი საღამო ძილში გავატარო.
-დამეხმარე!
-რა მოხდა?
-რა ჩავიცვა ანი? გადამრჩინე რა
ანის ნამტირალევი სახე აქვს
-რა მოხდა?
-რატი
ზლუქუნებს ანი და მეხუტება
-რამე დაემართა?
-არა... სხვასთან ერთად დავინახე
-კი მაგრამ
ვერ ვიჯერებ რომ რატი ამის გამკეთებელია
-სხვა რაღაც ხდება
-რა? იმ გოგოსთან ვნახე
-ანი დაფიქრდი ამდენი ხანია ერთად ხართ შენი სიყვარულის გამო თავისი სასტავი დათმო და თან მეცხრე კლასიდან უყვარხარ. დაურეკე და დაპატიჟე. ყველფერს აგიხსნის.
-კარგი
ცოტა ხანს მხოლოდ ანის პასუხები ისმის ბოლოს ისეთი სახით ტრიალდება თითქოს ახლახანს მეორე მსოფლიო ომი გადაიტანა.
-ახლა კი რა ჩავიცვათ?
მთელი კარადა გადმოვატრიალეთ და როგორც იქნა ვიპოვნე ორი კაბა. რომელი ჩავიცვა წითელი თუ შავი?
-წითელი თუ შავი?
-შავი
-იქნებ წითელი..
-შავი თქო
-კარგი. თმა შევიკრა თუ გავიშალო?
-შეიკარი ცხელა და მაგსიგრძე თმებში გაიგუდები.
-ჩემს თმას აგდებით ნუ იხსენიებ
-ვერ ვხვდები როგორ ძლებ. როგორც კი მხრებს ოდნავ ჩამოსცდება თმას ვიჭირი შენ კიდე იგუდები ამხელა თმაში
-მომწონს!
-ხო კარგი
როგორც იქნა მოვემზადეთ. მაკიაჟი არასდორს მიყვარდა და მგონი ჩემს კანს არც სჭირდება. უბრალოდ წითელი ტუჩსაცხზე უარს ვერ ვამბობ. შეიძლება სიგიჟეა მაგრამ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ წითელ ტუჩსაცხის ვიყენებ. ესეც ასე მზად ვარ. ჩემს თავს სარკეში ვათვალიერებ. მშვენივრად გამოვიყურები პირდაპირ მახინჯი იხვის ჭუკიდან წარმოქმნილი გედი ვარ. დაბლა ანისთან ერთად ვეშვები რომელიც როგორც ყოველთვის ჩემზე ბევრად ბრწყინვალედ გამოიყურება. საკმაოდ მკვეთრი მაკიაჟი აქვს და ცისფერ თვალებს უკვეთს. სტუმრების მზერა ჩვენსკენაა მიმართული გასაკვირი არაა ჩვენ ხომ ბაღაშვილების ქალიშვილები ვართ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე არა მაგრამ მაინც ჰგონიათ რომ მათი შვილი ვარ. თვალებით ბექას ვეძებ და ვიღაც გადაპრანჭულ ქალთან ერთად ვხედავ. ჩემი არწივის თვალებით ვაკვირდები თითოეულ მიმიკას და მოძრაობას. ვხედავ ბექას ხელს მკლავზე ადებს.
"ბარემ კისერზე ჩამოეკიდე"
მერე ვხედავ ბექა წელში უცურებს ხელს.
"ვხედავ შენც მოგწონს ხელების ფათური ვაჟბატონო"
ვგრძნობ მუცლიდან ნელ-ნელა როგორ მემატება ტემპერატურა.. მკერდს,ყელს და სახეს გადის... საფეთქელთან 180°-ს აღწევს, სიბრაზისგან თვალებში მიბნელდება და ვხვდები რა მტკივნეული და მოუთოკავი ძალაა ეჭვიანობა. დიახ ვვეჭვიანობ! მის ადგილზე მინდა ყოფნა? რა სისულელეა! რა თქმა უნდა არა!
ბექა მე მიყურებს ერთი წუთით მგონია რომ მონუსხულია მაგრამ მზერა ისევ იმ ქალზე გადააქვს და თითქოს ჩემს საეჭვიანოდ ეხუტება მერე კი იმ ქალთან ერთად იკარგება. შესანიშნავია! შუაგულ დარბაზში მარტო ვარ. ახლა ანის მოძებნას ვცდილობ მაგრამ უშედეგოდ. აჰამ რატი მოვიდა, აი თურმე რატომ. რატის ვუახლოვდები
- რაზე იჩხუბეთ? ის გოგო ვინ იყო?
- გეფიცები არავინ
-აბა ანის რა ეტაკა? არაფერი დამიმალო
-მოკლედ ჩემი ყოფილი იყო აი ძაან ადრინდელი. როგორც შევატყვე უბრალოდ შეპყრობილია ჩემით. ანიმ ერთად დაგვინახა და გაგიჟდა
-რას აკეთებდით?
-მოკლედ სოფომ მაკოცა რა გეფიცები ჩემი ბრალი არ ყოფილა ხო არ დავარტყავდი არა? თავიდან მოვიშორე
ეჭვის თვალით შევყურებ
-ნუ მიყურებ ეგრე ხო იცი როგორ მიყვარს
-კარგი ვიცი სულელო მიდი იპოვე და დაელაპარაკე
-და ხარ რა
-მიდი გაიქეცი
ორივეს გვეღიმება.
ღიმილი სახეზე მეყინება როცა ალექსანდრეს ვხედავ. მაგარია ვერ მხედავს შეიძლება გავიპარო და ვერც დამინახავს. წამში ტრიალდება და მამჩნევს.
-შესანიშნავია უკვე დამინახა
მიმტანს სინიდან ერთ ჭიქა ღვინოს ვაცლი და სულმოუთქმელად ვსვამ. ისევ ალექსანდრეს ვაწყდები ჩემკენ მოდის. ახლა რა ვქნა? თავს ვიმტვრევ და მაინც ვერ ვხვდები რა ჯანდაბა უნდა ამ წვეულებაზე. "ღმერთო დიდებულო მიშველე"
-გამარჯობა(ალექსანდრე)
-გამარჯობა რა გინდა?
რაღა ახლა მეხლიჩება ხმა. უეცრად ვხვდები რომ ძაფები რომლებიც აქამდე მაკავშირებდა მასთან დიდი ხნის გამქრალი და დავიწყებულია. ახლაც ვნერვიულობ მაგრამ იმაზე რომ მისი იდიოტური სახის ნახვა კვლავ მომიწია.
-რა და შენ
ეშმაკურად მიღიმის.
-უკაცრავად ვერ მივხვდი
ვიღიმი დაბნეული. შენო? ამ პირუტყვს ახლა კარგად დავჩეჩქვავ.
- შენ მინდიხარ
- საერთოდ თავში ყველაფერი ადგილზე გაქვს? ამ ბოლო დღეებში რამეს ხომ არ მიარტყი თავი ან ასაკში შესვლის გამო მახსოვრობასთან ხომ არ გაქვს პრობლემა?
- მაპატიე
- რა გაპატიო? ის რომ ჩემზე სანაძლეო დადე? სანაძლეოს მიზანი რა იყო? როდის დაამთვარებდი? როცა გამჟიმავდი და ყველას აჩვენებდი რა მაგარი ტიპი ხარ? ადამიანი რომელმაც სულ მოკლე ხანში ჩაიწვინა ლოგინში გოგო.
- აზვიადებ
- რას ვაზვიადებ? ვცდები?
უკვე მდგომარეობიდან გამოვდივარ და ცოტაღა მაკლია სანამ კინწისკვრით გავაგდებ ამ თვითკმაყოფილ, იმბეცილ, ორუჯრედიან არსებას სახლიდან. თუმცა ჩემს მხსნელად თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდივით ბექა მოემართება საშველად.
-ვიცი გიყვარვარ (ალექსანდრე)
-ალბათ დედაშენს ხელიდან გაუვარდი როცა გარწევდა ან საპონი გადაყლაპე ბავშვობაში ან საერთოდ ასეთი იდიოტი დაიბადე. ისე მგონია კურსებიც გაქვს გავლილი და ცდილობ შენს გარშემო ხალხი გადარიო სხვაგვარად არ მესმის ასეთი როგორ უნდა იყო?
ბექა გვერდში მიდგება და ღვინოს მიწვდის
-რამე ხდება ძვირფასო? გაწუხებს?
ძვირფასოო? რაო მომესმა ვითომ?
-არაფერი ალექსანდრე უკვე მიდის.
თამაშში ვყვები.
-გაიარე შენი საქმე არ არის (ალექსანდრე)
-ნია ჩემთანაა ასე რომ არის.(ბექა)
-მატყუებ ნიას არავინ ჰყავს
-ვინ მოგაწოდა ეგ ინფორმაცია?
ხელს მხვევს და მის გახშირებულ სუნთქვას კისერზე ვგრძნობ.
-არ მჯერა (ალექსანდრე)
ბექა უცბად ტუჩებზე მწვდება. მის ფაფუკ და ტკბილ ტუჩებს ჩემს ტუჩებზე ვგრძნობ. ეს არა ხანმოკლე და სწრაფი კოცნა ეს ხანგრძლივი და ვნებიანი კოცნაა. თავბრუ მეხვევა და კოცნაში ვყვები. არ მინდა გაჩერდეს. სამყარო ქრება და მხოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებით. თუმცა ჩერდება. არ ვიცი რას ხედავს სასაცილოს მაგრამ ეღიმება. იდიოტი ვარ არ უნდა ავყოლოდი მაგრამ მთელ ჩემი არსება კვლავ გაყვირის "კიდევ ერთხელ. გთხოვ." ხო აი ალექსანდრე კი აორთქლდა.
-ნურაფრის იმედი ნუ გექნება
მკაცრი ბარიტონი და წამებში შეცვლილი მზერა. ჩემი ტუჩსაცხით ტუჩები წითლად აქვს შეფერილი.
-შუა საუკუნეების იდიოტი! ქვის ხანის გადმონაშთი!
ვამბობ ხმადაბლა როცა ვრწმუნდები რომ ჩემგან იმდენი ნაბიჯითაა დაშორებული რომ ვერ გაიგოს.
აქეთ-იქით ვუყურები. სუფთა დებილია რა ამდენი ხალხის და ჟურნალისტების წინ რომ მკოცნის ჭორები უნდა? აი მე არ მინდა რადგან ცხოვრებას ჯერ ახლა ვიწყებ. ოთახში ავრბივარ და საწოლზე ვებერტყები. რა ტკბილი კოცნა იყო და როგორ გააფუჭა იმ იდიოტის სიტყვებმა. ახლა ახალი საფიქრალი მემატება რატომ მაკოცა? ხომ შეეძლო სხვანაირად მოეგვარებინა მაგრამ მაინც კოცნა ამჯობინა.
-რას გაუგებ. შეშლილია.
სააბაზანოში შევდივარ და მთელი დღის ჭუჭყს ვირეცხავ. ბალიშზე თავის დადებისთანავე მეძინება აბა თუ მიხვდებით რას ვხედავ სიზმარში? არ ვიცი რა არის ყველაზე დიდი საშინელება ის რომ ეს დამესიზმრა თუ ის რომ ამის რეალობაში მოყვანა ძალიან მინდა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Euff
Saintereso tavi. Iyob. .cota abneuli magram kargi.

 


№2  offline წევრი ბიბი

ჩქარი ხარ მაგრამ კარგი ხარ <3 :D

 


№3  offline წევრი ნეპტუნიელი

ოჰო... ასე უცბად თუ განვითარდებოდა მოვლენები არ მეგონა laughing laughing ბექა უკვე ნერვებს მიშლის. ხო... მეც და ნიასაც wink wink ანისა და რატიზეც დაწერე რა.ძალიან მომწონს ამათი წყვილი. იქნებ მათაც დაუთმო რამდენიმე თავი მაინც? და რაც მთავარია არ დააშორო. ველოდები შემდეგს <3

 


№4  offline წევრი Hot Chocolate

Argent
ოჰო... ასე უცბად თუ განვითარდებოდა მოვლენები არ მეგონა laughing laughing ბექა უკვე ნერვებს მიშლის. ხო... მეც და ნიასაც wink wink ანისა და რატიზეც დაწერე რა.ძალიან მომწონს ამათი წყვილი. იქნებ მათაც დაუთმო რამდენიმე თავი მაინც? და რაც მთავარია არ დააშორო. ველოდები შემდეგს <3

ზოგადად ბექას პერსონაჟი დინამიური :D ვეცდები ანის და რატისაც დავუთმო თავი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent