შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები ?! ...5...


21-06-2017, 20:44
ავტორი kethrine
ნანახია 2 010

ლელას გარდერობთან თითქმის ნახევარი წუთის ტრიალის შემდეგ, მოთმინება დაკარგული ფეხზე წამოვიჭერი
-ლელა ამდენს ან ამნაირს რას მირჩევ, რომ ვეღარ ნახე?!
-აუ კარგად მინდა გამოიყურებოდე... აი უმაგრესად რა...
-შენი ჭირიმე რა, პაემანი კი არ მაქ. ვიზიტია ექიმთან-ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოვთქვი და ისევ საწოლზე დავეშვი
-აუფ, მერე შენ არ იცი რა ექიმი. ახალი დაწყებული აქ სამუშაო და უკვე... -ცოტა ფიქრის შემდეგ გააგრძელა-აუ მოდი ასე ვქნათ. რომ შევალთ მე მისი ცქერით დავტკბები და შენ მისი ხმა, მოძრაობის მანერა, შინაგანი გრძნობები "დაასკანირე"
-რა ვქნა? -გაკვირვება ვერ დავმალე, განა იმიტომ რომ ვერ მივხვდი რას ამბობდა, უბრალოდ ყურებს ვერ დავუჯერე
-აუ იზი, მე გარეგნულად დავაკვირდები და შენ შინაგანად. მე აბა მაგას ვერ ვიზავ... არც მე გამომდის ტყუილი და ვერც სხვისას ვხვდები-გაბუტვით ჩაილაპარაკა და გვერდით ჩამომიჯდა. ხო ეს ნამდვილად მართალია. შევხვედრივარ ადამიანს რომელსაც ტყუილის თქმა არ გამოდიოდეს, მაგრამ ლელა სხვა პლანეტაა, ორგანულად ვერ იტანს. ტყუილის თქმის დროს შეიძლება გული წაუვიდეს ან აკანკალდეს, ენა დაებას, ნერწყვიც გადასცდეს, გულის რევაც კი შესაძლებელია თქვენ წარმოიდგინეთ. ტყუილის სირთულესთან დაკავშირებით აქვს რეაქციებიც. სამაგიეროდ ისე ადვილად იჯერებს სხვისას, რომ კითხვის ნიშანსაც კი აგდებს გონებიდან. ალბათ მართლა ძალიან მოეწონა ალექსი
-შეარჩიე რაიმე?
-კი-მპასუხობს უფრო ენერგიულად- კოჭებამდე ღია ჯინსი და ატმისფერი მაიკა
-კაბა მინდა, არ მინდა შარვალი ამ სიცხეში
-ოოოო.... მაშინ კიდევ ნახევარი საათი მელოდე... უი დაიცადე, კაბა... ვნახე, წვრილი ყვავილებით და ცოცხალი ფერებით, ზუსტად საგაზაფხულო და ზუსტად საშენო-ისეთი აღფრთოვანებული იყო, უარი ვეღარ ვუთხარი, თორემ მე შავი მირჩევნოდა. ისე ჩამაცვა ენა არ გაუჩერებია, მეც სიამოვნებით ვუსმენდი, სხვა ფიქრების მასპინძლობა ნამდვილად ცუდად იმოქმედებდა, ამიტომ ლელას გონებას მივენდე. მაკიაჟზე ძლივს დამსვა (თუ ამას დასმა ერქვა. უფრო მითრევა, მიღოღება, დახეთქება )
-გოგო ასე რომ დაგინახავს უფრო იბრძოლებს. იტყვის ასეთ ლამაზ გოგოს რა უნდა სახლში საჯდომადო
-ისეც ლამაზი ვარ- ვუთხარი გაღიმებულმა და რუჟის ფუნჯი გამოვართვი-ეს რაღაცა არ მინდა... და თვალებში უნდა ჩამხედოს,თვზლებზე კი არ დამაკვირდება როგორი მაკიაჟი გისვიაო
-აუ მარტო ტუშს გისმევ,მხოლოდ... ნუ მეწუწუნები!-მკაცრად მომიგო და ფეხზე ამაყენა, მკლავი გამომდო და ბინაც დავტოვეთ.
-აი იზიკო იცი უნივერსიტეტში ხომ დავდივარ... ხო და...
-ხო და ამოღერღე ახლა-მოთმინებადაკარგულმა ამოვთქვი-და იზიკო მოაშორე
-ოოო... ერთი ბიჭია რა... ძალიან მომწონს მაგრამ...
-ლელ უცხო ხომ არ ვარ, რატომ გიჭირს თქმა, მიდი გისმენ... მასაც მოწონხარ? გითხრა? გრძნობ?
-აუ იზი არ ვიცი, არაფერი უთქვამს. მე კიდე ვერაფერს ვამჩნევ... მასწავლე როგორ ვიგრძნო?
-ეგ თავად უნდა ისწავლო ლელ, თან მე ბრმა ვარ, რომ ვერ ვხედავ მაგის ფონზე გაძლიერებული სმენა მაქვს უბრალოდ... -ახლოს მოვწიე და სახეზე ოდნავ მოვეფერე... მინდა გაუმართლოს, მინდა გული არ ეტკინოს... ამიტომ ვერ ვურჩევ ვერაფერს, არვიცი ცუდად იმოქმედებს თუ პირიქით... ამიტომ ჯერ გავჩუმდი. მეტროდან გამოვედით და უკვე გაჩერებაზე მივდივართ, ისევ ლელას ხელზე მოკიდებული ხელით ვიკვლევ გზას.
-მოვედით, აბა შენ იცი იზი...-მამხნევებს და მეც ოდნავ მეღიმება. ცოტა ვნერვიულობ მაგრამ უფრო ვღელავ, წინა ვიზიტთან შედარებით ახლა რაღაც სხვას განვიცდი, თუმცა ისევ არ ვიცი რას. კარზე ვაკაკუნებთ და შევდივართ
-აქ არავინაა იზი, ალბათ მალე მოვა- მეჩურჩულება და მეც გონს მოვდივარ
-მოიცადე ერთი წუთით, შენ... ესეც მოგწონს და ისიც? ორივე?
-რაო? არა გოგო- ისე იწყებს სიცილს, ვეჭვობ რამდენიმე წუთი გავაჩუმო, ცალ წარბს ვუწევ და ფეხებს ვაბაკუნებ იმის ნიშნად რომ დროა მიპასუხოს
-მოიცა... დაიცა... ახლა მიბრაზდები?!-სიცილნარევი ხმით მომმართავს და უკვე ვგრძნობ რომ მეღიმება. არა, ეს გოგო რომ არ მყავდეს... მისი წყალობით დროებით მაინც დავივიწყე ის ნერვიულობა, მთელი დღე რომ მემგზავრებოდა.
-ცუდი ხარ შენ... ცუდი გოგო ხარ...
-რატომ?-პატარა ბავშვივის გაბუტული ხმით მიბრუნებს პასუხს
-იმიტომ, რომ მაცინებ!-მეც არანაკლებ ბავშვურად გამომდის და ამაზე ორივეს ჩუმად გვეღიმება, ლელას ხმა აღარ მესმის,თუმცა
-ვინ არის აქ?-ვეკითხები ჩემს წინ არსებულ სივრცეს
-მაგიდასთან დაბრძანდით-მესმის ისევე, ნაცნობი, თითქმის მონატრებული მაგრამ ამავე დროს შემზარავი ხმა, ასე ოფიციალურობა როგორ შეუძლია, მიჩნდება ლოგიკური და სიტუაციის შესაფერისი კითხვა და მინდა კიდეც რომ ვკითხო, თუმცა მახსენდება რომ სულაც არ ვიცნობ და ვალდებულიც კია ასე მოიქცეს...
-ლელას ხელს ვგრძნობ ხელზე და მივყვები, სავარძელზეც ვსხებით. რაღაც ცუდის მოლოდინით დაძაბული ვზივარ, არვიცი რა ვქნა, არ ვიცი რას ფიქრობს, ვერც იმას ვხვდები მე რა ვიფიქრო, თავს დაბლა ვხრი და ველოდები რას იტყვის. დუმს... ალბათ მაკვირდება, მაგრამ რატომ? -არვიცი, დისკომფორტის გრძნობა მაქვს, მინდა ავდგე და ამ ოთახიდან გავიდე, რას ეძებს ჩემში ან რატომ არ იღებს ხმას. ლელას რაღა დაემართა... მძულს ეს სამხმიანი დუმილი და ამ ბოლო პერიოდში პირველად, უძლიერესად მინდა მის სახეს ვხედავდე, სახეზე მინდა წავიკითხო რას გრძნობს და რას ფიქრობს... ჩემ თავს უცნაურ ფიქრებში ვიჭერ, ღრმად ვისუნთქავ და ოდნავ ვახველებ, იქნებ ან ერთი მოვიყვანო გონს ან მეორე. . .
ხო რა თქმა უნდა, შეიძლება ერთმანეთს აკვირდებიან. ჯანდაბა! ეს აქამდე როგორ ვერ ვიფიქრე. ჯანდაბა! ახლა რა ვქნა? რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით გავიპარებოდი აქედან მაგრამ აბა როგორ... ოხ იზი,იზი
-უკაცრავად! ლელა ხომ? შეგიძლიათ ცოტა ხნით დაგვტოვოთ?-ხმის გაგონებისთანავე ვშეშდები. მგონია რომ სახელი შეეშალა, პირს ვაღებ რომ ვკითხო მაგრამ ლელას ხელი მედება მხარზე, მე კი მოულოდნელობისგან ოდნავ ვკრთები
-მაპატიე, შეგაშინე? მე კართან დაგელოდები-ხმადაბლა ამბობს და ლოყაზე მკოცნის- ბატონო ალექს შემოწმებას მალე მორჩებით? გვაგვიანდება და მინდა დავაზუსტო-ახლა უკვე ექიმსს მიმართავს
-ალექსანდრე-სახელს უსწორებს- არვიცი, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ამაზე მნიშვნელოვანი რა საქმე გაქვთ განა?-ვითომც არაფერიო ისე პასუხობს. მე კი უკვე თავი მტკივა. . . თუ არ უნდა ალექსი დაუძახონ მე რატო მითხრა მაშინ, ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს სახელს. ვაიმე ეს კაცი ჭკუიდან გადამიყვანს ვატყობ, მაგრამ ისეთი შეუვალია, მიდი და უთხარი ან კითხე რამე... უარესად ვიძაბები, ვერანაირად ვერ ვხედავ ამ ადამიანთან საერთო ენას.
-იზი, რატომ გადაწყვიტე ოპერაციის გაკეთება?
-არ უნდა გადამეწყვიტა?-ახლა უფრო ვიბნევი. არ მპასუხობს, ალბათ ისევ მაკვირდება. ჯანდაბა რა, ამ კაცს მართლა შეუძლია ზეწოლა, მიუხედავად იმის, რომ ვერ ვხედავ.
-რას უყურებ?-მესმის შემდეგი კითხვა, მგონი ექიმი ამას უფრო ჭირდება... ნერვები აღარ მყოფნის, თვალებს ერთმანეთზე ვაჭერ, ხელების ოფლიანობას ვგრძნობ და სადაცაა ავფეთქდები
-ალექდანდრე! ბრმა ვარ!- კბილებში ვცრი
-ალექსი-ახლა მე მისწორებს სახელს და ჩემს გვერდით ინაცვლებს- იზი ბრმა თუ ვერ ხედავს, არ ნიშნავს, რომ არ იყურება. რას უყურებ და რა გინდა რომ დაინახო?-ჩემთან ახლოს, ჩემ წინ დგას ან უფრო ზის. არ ვიცი რისი გაგება უნდა, მეგონა თვალებს შეამოწმებდა, ეს კი ტვინს უფრო ამოწმებს, თავი მტკივდება, ხელებს საფეთქელზე ვიდებ და ვცდილობ დავიზილო, ხელს მკიდებს და ნაზად მაშვებინებს, არ ვიცი ეს ჟესტი თავაზიანობას მივაწერო თუ შემთხვევითობას
-ნუ ჯიუტობ, უბრალოდ მითხარი, მითხარი და მოგეშვება... რა გინდა რომ დაინახო, რას ხედავ, რას უყურებს შენი თვალები? -მისი თითები ისევ ჩემს ხელს ეჭიდება, ცოტა მშვიდად ვარ, დაძაბულობას აღარ ვგრძნობ თუმცა მტკივა... წარსული მტკივა... მტკივა ის იარები, რომელთაც ლელასაც ვერ ვეუბნევი,მტკივა ყოველი დღე... ყოველი ბნელი,უმაქნისი, გამოუსადეგარი საათის ისრები. მთელი დღეები იმას ვცდილობდი ეს ტკივილები გულის და გონების ზედაპირზე არ ამომეშვა ახლა კი, ვზივარ კაბინეტში, ჩემზე ისევ ხელჩაკიდებულ ექიმთან ერთად,რომელიც მაიძულებს ვთქვა ის,რისიც მეშინია,მტკივა,მტანჯავს და... მენატრება
-იზი გისმენ... გაბედე... მითხარი...
- მე... ყოველ ღამე ვხედავ... ვხვდები... ვეხუტები... ვკოცნი... და ვეუბნები: "გთხოვ დაბრუნდით"... მენატრებიან...-ტირილს ამოვაყოლე სიტყვები და მივხვდი რომ ეს მჭირდებოდა- მინდა, რომ ისევ ჩემს გვერდით იყვნენ... მინდა ის სიყვარული დავუფასო, რომელიც ასე უანგაროდ დამაფრქვიეს ამდენი წლის მანძილზე- ცრემლებს ვერ ვაკავებ, თუმცა მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ ახლა გაჩერება არ მინდა, მინდა ბოლომდე ამოვიღო ის, რასაც აქამდე ხურჯინით "მოკიდებული" დავატარებდი-მინდა... ისევ მინდა მათი პატარა გოგო მერქვას... მინდა ისევ ვგრძნობდე იმ იმედს, გულში რომ მიკრავდნენ... მათი ხმით დაძახებული ჩემი სახელი მომენატრა, ის სიხარული მენატრება, მათი დანახვით და ჩახუტებით რომ ვღებულობდი...-ხელები გამოვტაცე და ყურებზე მოვიჭირე,თითქოს ასე ვცდილობდი მწარე რეალობისგან გაქცევას, ცრემლები თავისით იკვალავდნენ გზას, თავისი ხელებით შემიმშრალა სველი ღაწვები მაგრამ მალევე დასველდა, მე კი მხოლოდ ერთი მინდოდა, მშობლები...
-თუ გეტყვი დრო გიმკურნალებს-თქო, რას მიპასუხებ?- მომეჩვენა რომ ხმა თითქოს დაუთბა
-დრო არაფერს მკურნალობს, მხოლოდ გვაჩვევს-ხელის ზურგით მოვიწმინდე ცრემლები,ოდნავ გაიღიმა და ცერა თითით ლოყაზე მომეფერა
-ოპერაცია რატომ გადაწყვიტე?-ხელი მომკიდა და ხელსახოცი ჩამიდო
-იმიტომ, რომ დავიღალე და იმიტომ, რომ მათი საფლავის დანახვა მაინც შევძლო. ეს... მცირედია რისი გაკეთებაც მათთვის შემიძლია- ღრმად ამოვიოხრე.. ცოტა დავმშვიდდი, ცრემლებიც შევიმშრალე.
-კარგი გოგო ხარ-ახლოს მოიწია,ისე რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, არვიცი რას აპირებდა... კიდევ უფრო ახლოს ვიგრძენი... ოდნავ შევკრთი, მაგრამ არ გავნძრეულვარ... ორივე ხელით სახე დამიჭირა და ტუჩები შუბლზე მომაკრო.
შევკრთი... არ ველოდი, ინსტიქტურად მის ხელს ჩემი დავადე, რას ნიშნავდა მისი ეს ქცევა, უბრალოდ თბილი იყო?!ყველა პაციენტს ასე ექცევა?! ასე უხეში და ასე ნაზი?
-ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის... რომ შენი თვალები ისევ გაბრწყინდეს! -ნელა წარმოთქვა და ოდნავ მომშორდა. ისევ საშინლად მომინდა მისი სახის შეგრძნება, შეხება... ჩემი სიშავით მისი დანახვა, მაგრამ სურვილი დავიოკე. თავს ვაიძულე ამაზე არ მეფიქრა, ის იყო ექიმი და მე, პაციენტი... დავიკარგებოდი კარს იქით...
-იზი, ცოტა დამშვიდდი? -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მაშინვე ვიგრძენი მხარზე თბილი ხელი
-კარგი, შენი ნომერი მაქვს, თუ რამე შეიცვალა დაგირეკავ. მე ნოდარსაც დაველაპარაკები და თუ ანალიზები საშუალებას მოგვცემს, მინდა მალე გაგიკეთო ოპერაციაც.-ღრმად ამოისუნთქა
-ოპერაციას შენ მიკეთებ?-გამიკვირდა, რადგან ორი თვის წინ მახსოვს პრაქტიკაზე იყო
-კი, მე გაგიკეთებ. მერე აგიხსნი... უბრალოდ მენდობი?
-კი-ვუპასუხე მაშინვე, თუმცა არვიცი რატომ ვენდე, ახლაც ვენდობი. თითქოს გაეხარდა ჩემი პასუხი, ნუთუ არ ელოდა?
-მადლობა-ხმადაბლა, თბილად ჩაიჩურჩულა, მე კი ისევ მინდოდა მისი სახე ხელებით მაინც დამენახა. ავწიე კიდეც ოდნავ მაგრამ ისევ დავუშვი. ფეხზე ავდექი, ხელი მომკიდა ხელზე, ისევ თბილი... ისევ სასიამოვნო...
რატომ?!... ამ ბოლო დროს კი იმდენი "არვიცი" და "რატომ" დამიგროვდა, ფურცელზეც აღარ დაეტეოდა. ოდნავ გამეღიმა ჩემს ფიქრებზე
-ეცადე სულ ისე იღიმოდე
-როგორ?-გულწრფელი გაკვირვება გამოვხატე
-როგორც წეღან. . . კართან-ხელი გამიშვა და კარიც გააღო, მე კი შევკრთი, მივხვდი რომ მოისმინა, ჩემი და ლელას საუბარი მოისმინა. ვეღარაფერი ვთქვი, ლელას ხელი ვიგრძენი ხელზე, მივხვდი ამ სიტყვებით გამომაცილა, მაგრად ჩავეჭიდე დაქალს და სახლის გზას დავადექით...
ჩუმად...
უხმოდ...
ბრმად...
პირდაპირ ოთახში შემიყვანა ლელამ, არაფერს მეკითხებოდა, მეც თითქოს ასე უფრო მერჩივნა. ძალიან მსიამოვნებდა ალექსისთან. ზუსტად იცოდა, რა დროს რა მჭირდებოდა, მაგრამ ჩემთვის მაინც გამოცანად რჩებოდა. ვერ ვუგებდი, მას ესმოდა ჩემი, მე არ მესმოდა მისი, ვენდობოდი მაგრამ მეშინოდა. ყველა ვინც ჩემი "შავი" დიაგნოზის შემდეგ გავიცანი, ჩემს გონებაში ყველა სხვადასხვანაირად წარმომედგინა, ყველა ჩემებურად მყავდა დახატული, ჩემი გონების ფერებით და კონტურებით,ყველა ჩემებური იყო, ჩემი გონების მიერ, თვალებისთვის დახატული. მაგრამ არა ალექსი, ალექსი ჩემთანაც ისევე შავი იყო როგორც მე. ვერ "დავხატე",მინდოდა წარმომედგინა მაგრამ არ შემეძლო. შავი სილუეტი იყო. არ ვიცოდი რა ფერის თმები და თვალები ქონდა ან ექნებოდა. არც ლელასთვის მითხოვნია მისი აღწერა, ეს მე, ჩემ გონებას უნდა გაეკეთებინა. . .შავი იყო, იმიტომ კი არა, რომ არაფერს წარმოადგენდა ჩემთვის, იმიტომ, რომ ის იყო რაღაც ისეთი რაც ვერ ავხსენი. . . მისი უჩვეულო საუბრით, ჯერ ისედაც არეულ გონებას უფრო მირევდა, იდუმალი ტექსტებით ლაპარაკობდა, ან უბრალოდ მე ვერ ვუგებდი. . . მასთან ყოფნის შემდეგ კი დავმშვიდდი, არავისთან მიტირია მთელი გრძნობით, მხოლოდ მაშინ როცა ჩემი მშობლების ამბავი გავიგე, ისევ ალექსისთან... და ახლაც ისევ მასთან... ძალიან მაკლდნენ და დამაკლდებიან ყოველთვის, მიუხედავად დროის და სივრცის, მაგრამ ფაქტია ცოტა მოვეშვი, გულზე აღარ მედო უშველებელი ლოდი, თითქოს ალექსის გავუნაწილე, დიდი ლოდის უმეტესი ნაწილი წამართვა, შემიმსუბუქა, მთელი ცხოვრებით თუ არა დროებით ხომ მაინც შეძლო. ფანჯარა მოვძებნე, გავაღე და რაფაზე ჩამოვჯექი,მუხლებზე ხელები შემოვიხვიე და ისევ ჩავფიქრდი...
ნიკას ნახვა მომინდა უცბად. ისევ არ ვიცი რატომ, მგონი გაორება მეწყება, საერთოდ რატომ უნდა გამხსენებოდა ნიკა, მე უნრალოდ ვიყავი ოფთალმოლოგთან, მაგრამ ცხადია ეს არ იყო ვიზიტი ექიმთან.მას ჩემი თვალები არ აინტერესებდა, ჩემი გაგება და ჩემს სულში შემოსვლა ცადა...
ცადა...
და მეც კარი გავუღე...
მინდოდა კი?მე ისევ არ ვიცი...

________

ცოტა დამაგვიანდა... სულ ცოტა...
მადლობა მათ ვინც კითხულობს და კიდევ უფრო დიდი და მსუყე მადლობა შენ ლან, რომ არ გეზარება შეფასება... მიხარიხართ...



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

კარგი იყო ყოჩაღ წარმატებები
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი kethrine

თაკოთაკო
კარგი იყო ყოჩაღ წარმატებები

უღრმესი მადლობა თაკო... გამიხარდი ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ მომწოონს❤❤❤ კარგად მოგაქვს ემოცია მკითხველამდე და მე მგონი მთავარი ესაა. ველი მოუთმენლად❤❤❤

 


№4  offline წევრი kethrine

Chikochiko
როგორ მომწოონს❤❤❤ კარგად მოგაქვს ემოცია მკითხველამდე და მე მგონი მთავარი ესაა. ველი მოუთმენლად❤❤❤

მადლობა უღრმესი ჩემო კარგო. ვცდილობ ყველანაირად. მადლობა კიდევ ერთხელ. სტიმულს მაძლევ (თ)
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემი ტკბილი და თბილი.მომეწონა ეს თავი,ალექსის სიტყვებმა დამაბნია,ნამდვილად პრაქტიკანტი იყო საინტერესოა.თუმცა მიხარია იზის ალაპარაკება რომ შეძლო.ნიკა თუ ალექსი?ალექსი თუ ნიკა? smile უფს ერთი სული მაქვს გავიგო
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი kethrine

La-Na
ჩემი ტკბილი და თბილი.მომეწონა ეს თავი,ალექსის სიტყვებმა დამაბნია,ნამდვილად პრაქტიკანტი იყო საინტერესოა.თუმცა მიხარია იზის ალაპარაკება რომ შეძლო.ნიკა თუ ალექსი?ალექსი თუ ნიკა? smile უფს ერთი სული მაქვს გავიგო

მაგის გაგება იზისაც უჭირს და მე რა გითხრა აბა? :დ შენ ხარ ყველაზე თბილი და ტკბილი... როგორ მიხარიხარ და როგორ სტიმულს მმატებ, არ იცი... მადლობა დიდი დიდი. ❤❤❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent