შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭორფლიანი (6 თავი)


22-06-2017, 00:40
ავტორი Ana Stepnadze
ნანახია 1 582

კაფეში მხოლოდ ორი სხეული ერთმანეთს აჰყოლოდა და საოცარ სინთეზს ქმნიდა. ნინია და ერეკლე, ერეკლე და ნინია. ორი ადამიანი, რომელთა ცხოვრება ერთმა დიდმა შეცდომამ დაანგრია, შეიძლება პატარა დეა შეცდომა ყოფილიყო? ვერ გაეგო ერეკლეს რა იყო შეცდომა არც ის იცოდა რა იყო მისი ცხოცრება დეამდე და დეას შემდეგ, პატარა მამის მსგავსი გოგონა, რომელიც აძლებინებდა ბიჭს გადაეტანა ნინიას დაკარგვა. ის ორი წელი რას აკეთებდა ეკე? არაფერს უბრალოდ იჯდა და გიჟივით უყურებდა დაკარგული ქალიშვილის და საყვარელი ქალის ნინიას ფოტოებს. უნდოდა დეა მისი და ნინიას ნაწილი ყოფილიყო თუმცა ყველაფერი ისე არ და ვერც ხდება როგორც ჩვენ გვინდა, ეს ერთგვარი ცხოვრებისეული ბანალური წინადადებაა, რომელიც თავის გამხნევებაში გვეხმარება. ცეკვავდნენ და მაინც ერთმანეთს ისევ ისეთი სიყვარულით შეჰყურებდნენ, როგორც ადრე, როგორც სამი წლის წინ. ოთხი წლის წინ ზუსტად აქ შეხვდნენ ერთმანეთს მსგავს სიტვაციაში და ზუსტად ასეთი სიყვარულით უყურებდნენ ერთმანეთს ჯერ კიდევ იმ დროიდან. მუსიკა გაჩერდა თუ არა ნინია მის მკერდს მიეყუდა. მათ შორის დასამალი არაფერი იყო, ვერც დამალავდნენ სახეზე ეწერა ორივეს ერთმანეთის სიყვარული. ზევიდან დასცქეროდა ერეკლე და სურვილი ქონდა ისევ ისე ყოფილიყო ყველაფერი, თუმცა დრო მართლაც ყველაფერს ცვლის. ნინია მოცილდა ბიჭს და ჩანთას ხელი დაავლო, უკან მოუხედავად გავარდა და ერეკლეც დაედევნა. ბევრი ირბინეს რუსთვაველზე და ბოლოს კინოთეატრთან დაიჭირა, მისკენ მოაბრუნა და მაგრად ჩაიკრა გულში. მაშინ აფეთქდა მონატრების კიდევ ერთი ტალღა და მაშინ დაივიწყა ორივემ თავმოყვარეობა, უბრალოდ მათი სიყვარული და მონატრება წონიდა სიძულვილს და წყენას. წამიერად ნინიას გონებამ იკივლა მოშორდი სად დაკარგე თავმოყვარეობააო თუმცა, როდესაც წიგნებში მსგავს სიტვაციებზე კითხცულობდა ყოველთვის ითხოვდა თავმოყვარეობის გაქრობას. ნინიამ ქვემოდან ახედა ბიჭს
-რა იქნებოდა ყველაფერი სხვანაირად, რომ ყოფილიყო?
-დღეს ჩემი ცოლი და ჩემი შვილების დედა იქნებოდი-შვილების ხსენებაში ხმა ჩაუწყდა ბიჭს
-ეკე შენი შვილი?-ბიჭმა ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიადო
-წამომყევი კარგი?-მუდარით გახედა ეკემ ნინიას
-კარგი-ხმა ჩამწყდარმა უპასუხა და მოჭიდულ ხელს დახედა
-დღეს უბრალოდ მენდე კარგი?-მუდარა იგრძნობოდა ბიჭის ხმაში, ნინიამ მას თავი დაუქნია და გაახსენდა, როგორ დასდევდა ეკე ნინიას და ბოლოს ზუსტად ასე გააჩერა. ტაქსიში ჩაჯდნენ და წყნეთის ,,მოგონებების’’ სახლისკენ აიღეს გეზი. მდუმარებას ტაქსიში მხოლოდ რადიოს ხმა არღვევდა. სახლის წინ გააჩერა მძღოლმა და წყვილს თვალი შეავლო, თავი გააქნია და გადასვლისას მიაძახა: ,,ცხოვრება ხანმოკლეა ბავშვებო ან სიყვარული ან კი თავმოყვარეობა, წყენა და შურისძიება, არ მისცეთ სიტყვიერი სიმრავლის გამო გადაწონონ სიყვარული და გახსოვდეთ ცხოვრება ხანმოკლეა’’ კაცმა ქუდი გაისწორა და მანქანა იქაურობას მოაშორა. ნინია თითქმის დარწმუნებული იყო, რომ დრო ყველაფერს განკურნავდა და ეკეს დაიბრუნებდა. ეკე კი მძღოლის მიერ გაგულისებული უფრო მეტად დარწმუნდა თავის გადაწყვეტილებაში, რომ სწორად იქცეოდა, რომ ნინიას გამო ყველაფერს უკან მოიტოვებდა. უმძიმდა ნინიას სახლში შესვლა, არც ეკე იყო კარგ მდგომარეობაში. ძლივს გადალახეს კარები და მისაღებში შევიდნენ. ეკემ უცებ გადახადა მაგიდას და ორ სკამს თეთრი ჭუჭყიანი ზეწრები. საიდანღაც ღვინო და ორი ბოკალი გააჩინა. ნინია სკამზე ჩამოჯდა და ეკეს დაელოდა.
-აქ რატომ მომიყვანე?-იკითხა ხმა ჩამწყდარმა და თვალებზე მომდგარი ცრემლები უკუაგდო.
-მინდა მოგიყვე ის, რაც მე გადავიტანე-თავჩახრილმა უპასუხა ეკემ
-შენ რა გადაიტანე?-გაეცინა გოგოს-რატომ ხარ ასეთი ეგოისტი?-იკითხა გოგომ ირონიულად
-ეგოისტი?-სიმწრით გაეცინა ბიჭს-იცი ხანდახან მგონია ძალიან სულელი ხარ-ვეღარ მოთოკა ბიჭმა თავი და ის უთხრა რასაც მართლა ფიქრობდა
-ოჰ ბატონო ერეკლე თქვენ რა გიჭირდათ? იცით რა იყო ის სამი წელი ჩემთვის? იცი რა გადავიტანე? შენს წასვლას ნეოს სიკვდილიც მოყვა და ლამის გადავირიე. მთელი სამი წელი მქონდა იმედი, რომ დამიბრუნდებოდი თუმცა ყოველი დღე უშენოთ იწყებოდა და მთავრდებოდა-აკივლდა გიგო
-ნუ მაბრალებ ყველაფერს მე, ნუ!-არც ბიჭმა დააკლო ყვირილი-მე, რომ შეცდომა დავუშვი ეგ ფაქტია, მაგრამ შენ რა გააკეთე? გამიშვი ისე გეგონება შენთვის არც ვარსებობდი! რა იყო ბავშვს ისე ვერ მოვუვლიდი? ყოველი შემთხვევისთვის მე მზად ვიყავი შენს გამო ბავშვიც დამეთმო გესმის? შემეძლო სხვანაირად გამეწია მამობა და არა იმ ქალთან ერთად! ყოველი დეას დანახვისას შენ მახსენდებოდი, სამი თვე ბავშვს არ ვეკარებოდი არ არა ვერ იცი რატომ? ჩვენი სიყვარულის გამანადგურებელი მეგონა გესმის? ოთხი თვის ძლივს შევძელი და მივეკარე ისიც მარტო ვიყავით, ხუთი თვის ძლივს შევეგუე და როცა უკვე ჩემს გვერდით ეძინა და წლისამ მამა დამიზახა მაშინ მომიკლეს გაიგე?-ცრემლები ღაპა-ღუპიტ სცვიოდა ეკეს-თან იცი როგორ? ჯერ ესროლეს და შემგედ დაწვეს, ახლა გესმის მე რა გადავიტანე? რატო ეგოისტობ? შენ ძაღლის სიკვდილს უფრო დარდობდი ვიდრე ჩემს გაშვებას მე მე იცი რა მჭირდა?-ცრემლები მოიწმინდა ბიჭმა და ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა გახევებულ გოგოს-ცალკე შენს დაკარგვას ვდარდობდი, შვილს და ჩემს საცოდავ თავს.-პანიკა ქონდა უკვე ბიჭს
-და მე მარტო ძაღლს ვდარდობდი?-სიმწრით გაეცინა გოგოს-წელიწადი ჩამივარდა ყველაფერში, მეორე წელს ღამე სატიკად მცემეს თან იცი რომელ დღეს? 13 იანვარს და ყინვაში მიმაგდეს. მაშინ საერთოდ გამოვეთიშე ყველაფერს ბოლოს კი ყელში ამოსულმა გოგოებმა გადამარჩინეს რედისონის სახურაიდან გამოხტობას-ხელებს ჰაერში იქნევდა გოგონა. ეკემ ვეღარ მოითმინდა და ნინიას დახეთქილ და მონატრებულ ბაგეებს დაეწაფა. თავიდან ნინია მთელი ძალით ცდილობდა მოეშორებინა თუმცა მალევე შეეშვა ზედმეტ ფართხალს და საყვარელი ადამიანის ბაგეებს უფრო მომთხოვნად დაეწაფა.


დილა ნესასთის უჩვეულოდ დაიწყო. რაღაც საოცრად საზიზღარი მასა ლოკავდა მის ცხვირს.
-ღმერთო ეს რა არის?-გაავებული წამოვარდა ლოგინიდა დ პატარა არსების დანახვისას სახეზე ღიმილი გამოესახა.
-შენი საჩუქარი-კარებში დადგა ბიჭი
-არ არსებობს-კივილით წამოიძახა ნესამ და პატარა დიდთვალება არსება გულში მაგრად ჩაიკრა-მეღადავები? ხო არ მეღადავები?-სიხარულს ვერ მალავდა ნესა. იოანე უყურებდა გოგონას და ახსენდებოდა როგორ ცდილობდა გამოეჭირა სადაც შეეძლო.
-მართლა შენია-გაუღიმა იოანებ. ნესა საწეაფოდ წამოხტა და ძაღლიანად მოეხვია იოანეს. რა მოხდა მათ სხეულში? ერთიანად გაცრათ ტანში ორ ცანცარას და ერთიანად დაეხორკლათ ტანი. ნესა მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და მალევე მოშორდა იოანეს.
-იცი მე უბრალოდ-ენა ებმოდა ნესას-მე უბრალოდ ძალიან გამიხარსა-თმა ყურზე გადაიწია და კიდევ ერთხელ მაგრად ჩაეხუტა ბიჭს.
-ფრთხილად ფეხს იტკენ-ბიჭმა შეახსენა მასზე ჩამოკიდებულ ნესას
-ვაიმე ეს პატალა კუსუნა-სასცილოდ ალაპარაკდა ნესა და ძაღლისკენ კოჭლობით წავიდა
-რა ქვია?-მოუბრუნდა ძაღლთან ჩაცუცქული ბიჭს
-შენ დაარქვი-გვერდით მუჯდა იოანე
-ზიზი?-ხელში აიტაცა ძაღლი ნესამ-თუ ჯესი?-გაფართოებული თვალებით შეხედა ბიჭს
-არვიცი-მხრები აიჩეჩა იოანემ
-მადლობა იო-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და სააბაზანოში ძაღლთან ერთად შეიკეტა. იქიდან გამოსულს ძალით ატენიდა პირში საჭმელს პირგამოტენილმა ნესამ, რომ თქვა
-ფიონას დავარქმევ-რასაც იოანეს ხარხარი მოყვა. ჭამას მორჩა თუ არა კინოს ყურება დაიწყეს თან უსახელო გაბურძგნული და დიდთვალება პეკინესი კალთაში ყავდა აქაც, რომ წამოიძახა
-იუმი-არც ახლა დააყოვნა ბატონმა გადრანმა ხარხარი და ნესას გაბუტულ სახეზე უფრო მეტად ახარხარდა. ასე იყვნენ მთელი დღე ან ნესა დაზდევდა კოჭლობით ბიჭს და თხოვდა სახელის დარქმევას ან იოანეს აღარ უბრუნებდა მოსაფერებლად აყვანილ ძაღლს. საღამოს ნესა დივნის ბოლოში იჯდა და ძაღლს ხელსი ატრიალებდა, იოანე მივიდა და ისე წამოწვა, რომ მას არ შეხებოდა. ბევრი იწრიალა ბოლოს ნესას შეეცოდა და უთხრა
-მოდი-ბალიში ჩაიდო კალთაში და ხელი დაატყაპუნა. იოანე უცებ მიჩოჩდა და ბალიში მოისროლა
-ასე სჯობს-ნესას ფეხებზე თავი დადო და ძაღლი გილ-მკერდზე დაიწვინა.
-პაჩო დავარქვათ-თ გამოკვეთა ნესამ და გაიღიმა
-რატომ პაჩო?
-პიტკუნაა და იმიტომ-ბავშვივით თქვა ნესამ
-მერე პაჩო რა შუაშია?-გაიკვირვა იოანემ
-ჩემთვის პაჩო პუტკუნასთან ასოცირდება-გაიკრიჭა ნესა და ბიჭის მოზრდილ თმებში თითები ახლართა.
-ჩემთვის ნესა ცანცარასთან ასოცირდება-ხმადაბლა თქვა წაკიმარებულმა იონემ
-ჩემთვის კი იოანე ბედნიერებასთან ასოცირდება-ჩურჩულით თქვა გოგონამ და ,,ჩაძინებულ“ ბიჭს ლოყაზე ფრთხილად აკოცა.


სვანეთის ჰავა თუ გადაარჩენს სამყაროს. ბავშვების წასვლიდან საკმაო დრო იყო გასული უკვე დასაძინებლად, რომ წვებოდნენ და მაგრად დასჭექა. დინა, როგორც უშიშარი სვანი ქალბატონი არ აპირებდა დანებებულიყო და ყვლა გოგოს მსგავსად კივილი დაეწო. ოთახში წყნარად შევიდა და ასევე წყნარად დაეძინა. დაახლოებით ღამის პირველი იქნებოდა დაწყებული რაღაცის შეხება, რომ იგრძნო და მიხვდა ვინც იყო. რა დაავიწყებდა შმაგის შეხებას? 16 წლისამ გაიცნო ნესასთან და მისმერე აკვიატებად ექცა შმაგი დევდარიანი, მაგრამ ის დინა ავალიანი იყო და აქეთ გახდა დევდარიანის აკვიატება. აკვიატება სიყვარულში გადაიზარდა, რომელსაც ერთმანეთის წვალებაში და გაბრაზებაში გამოხატავდნენ. დინა შმაგისკენ გადაბრუნდა და ამოიზმუვლა
-რა უბედურებაა შმაგ შენს ოთახში ბუაა?
-ხო ბუაა-ძილისგან დაბოხებული ხმით უთხრა და დინა მეტად აიკრა სხეულზე
-რატო აქამდე არ მეუბნებოდი რომ გიყვარდი?-თვალები ჭყიტა დინამ
-ვაიმე დინა რანაირი ქოქოლა სვანი ხარ?-შეწუხებულმა თქვა ბიჭმა
-დედით მარგალი ვარ-სიცილით თქვა გოგომ
-სასწაული ხარ პირდაპირ-სიცილითვე უპასუხა ზევიდან მოცინარ გოგონს
-შენი სასწაული-ისევ სიცილით ეუბნბა
-ხო ჩემი ყველაზე დიდი სასწაული-მაგრად იხუტებს შმაგი დინას და ასე ჩახუტებულებს ეძიენბათ. დილით დინას დაჟინებული მზერა აღვიძებს
-ვაიმე ახლა გაღვიძებულზე ბაბაიაგას ვგავარ და მაგიტო მიყურებ მასე?-სიცილით ამბობს დინა
-არა პატარა საყვარელ ბავშვს გავხარ და მაგიტო-ძვეკბს დამტვრევამდე იხუტებს შმაგი გოგოს-ცოლად გამომყვები?-უცებ ეუბნება გოგოს
-ნუუუ ცოტა დროც იყო საჭირო და ცოტა რომანწიკულობაც მაგრამ დაიკიდე მთავარი მოგყვები-სიცილით უთხრა დინამ და უფრო მაგრად მოეჭიდა ბიჭს
-ვაფრენთ ჩემო სასწაულო?-ზევიდნ დაანათა ბიჭმა მწვანე თვალები
-მე ვაფრენ-ხელი გულზე მიიბჯინა-შენ აფრენ-ხელი მისკენ გაიჩვირა-ჩვენ ვაფრენთ ჩემო სასწაულო-უცებ წამოიყვირა და დაეწაფა შმაგის ბაგეებს.


პ.ს ძალიან ძალიან დიდი ბოდიში ამ პატარა თავისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ სავსეა შეცდომებით. რეკორდულ დროში დაწერილია სხვათაშორის joy იმისთვის, რომ მთლად არ დამეღალატებინეტ. შეძლებისდაგვარად გავითვალისწინე შენიშვნდა და კომენტარის ავტორისგან ველოდები კიდევ ერთ კომენტარს. მადლობას გიხდით ჩემს ნაწერს, რომ კითხულობთ და უდიდესი მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველს, რომელიც ყველა თავზე აკომენტარებს და მამხნევებს. რაც მეტი კომენტარი მით მეტი საინტერესო ამბები. მიყვარხართ და მადლობა heart_eyes



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მთავარია კარგი გამოგივიდა.ეკეს და ნინიას ამბავმა გამანადგურა.საშინელებაა შვილს ასე რომ გიწამებენ.წარმოდგენაც არ მინდა.
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი ეკატეირინე

ეს დასასრულიაა???

 


№3  offline წევრი LeLa-LeL

Dasasrulia?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent