შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო იმედი (თავი 2)


22-06-2017, 09:51
ავტორი Elli Na
ნანახია 1 434

 ერთად ცხოვრების გეგმას ვაწყობდით....ორივეს გვქონდა გარკვეული დანაზოგი და საზღვარგარეთ გაქცევას ვფიქრობდით, გვინდოდა მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინა, ძალიან რომანტიკული ადამიანი იყო, ერთი ნახვითაც კი შეგაყვარებდათ თავს.
უკვე აღვნიშნე, რომ აგვისტო იყო და სკოლიდანაც თავისუფალი ვიყავი, ამიტომ მშობლებმა ჩემი სოფელში გაშვება გადაწყვიტეს დეიდასთან, სიმართლე გითხრათ იქ წასვლას ჯოჯოხეთში წასვლა მერჩივნა, საშინელი დეიდაშვილები მყავდა, მიუხედავად იმისა, რომ ტოლები ვიყავით ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით და რაღაც საშინელებებს ვუკეთებდით, ერთ ზაფხულს, ისეთი რაღაც გამიკეთეს ლამის ჭკუიდან შემშალეს, დილით გავიღვიძე და დავინახე რომ ჩემს სხეულზე ალბათ მილიონობით ჭიანჭველა დაძვრებოდა, იქაურობა კივილით ავიღე...საშინლად გავცოფდი და იმ დღესვე სახლში დავბრუნდი.
მოკლეთ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა მშობლები ფიქრობდნენ რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვურ ხასიათს დავძლევდით და ერთმანეთს შევეწყობოდით,მაგრამ რა ტყუილად ფიქრობდნენ ასე.
 ბექას დავურეკე და ეს ამბავი "ვახარე" ნუ რა თქმა უნდა არც მას უნდოდა ჩემი გაშვება და არც მე მსურდა იქ წასვლა!
როგორც  იქნა ჩავედი ჩემს "საყვარელ" დეიდაშვილებთან მეაფირისტებოდნენ ვითომ ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა, მეც არ დავაყოვნე და მაგრად მოვეხვიე თითქოს ძალიან მენატრებოდა ეს ორი ალქაჯი!
რამოდენიმე დღეში ჩემი დაბადების დღე იყო, როგორ მინდოდა ამ დღეს ბექასთან ერთად შევხვედროდი.....

აი დადგა 29 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე....გვიანი იყო და დასაწოლად წავედი. ცოტახანში მობილურზე სმს მომივიდა ბექასგან იყო, ნია გამო გარეთ! ძალიან გამიკვირდა მეთქი ის ხომ თბილისში იყო და აქ საიდან გაჩნდა ან როგორ? მეც ჩუმად ავდექი და კიბეებზე ჩავედი, ეზოში გავედი და  ბექა დავინახე დამავიწყდა რომ ჩუმად უნდა გავსულიყავი მაგრამ მის დანახვაზე თავი ვეღარ შევიკავე და უცებ შევკივლე სიხარულისგან, საბედნიეროდ არავის გაუგონია, ეზოს გარეთ გადავედი და ბექას მაგრად მოვეხვიე, "დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიცოცხლე" მითხრა და ვარდების დიდი თაიგული ჩამახუტა, მერე ხელი პიჯაკის ჟიბისკენ წაიღო და პატარა ლამაზად შეფუთული კოლოფი ამოიღო თვალები დამახუჭინა, თმები ამიწია და ამ დროს ყელზე შეხება ვიგრძენი, მან ჩვენი სიყვარულის ნიშნად პატარა ულამაზესი კულონი მაჩუქა რომელზეც უკან ამოტვიფრული იყო ჩვენი ინიციალები  "BN"
მანქანა ჩემი დეიდას სახლიდან მოშორებით დაუტოვებია იფიქრა ხმას გაიგებენო ამიტომ ფეხით მოგვიწია მანქანამდე მისვლა,ვკითხე თუ საიდან იცოდა მისამართი მან კი მითხრა, რომ ამ ყველაფერში ანიტას ხელი ერია. ჩავსხედით და გზას გავუდექით, მეორე დილით თავი ყაზბეგში ამოვყავით, იქ ბექას სახლი ჰქონია.მიუხედავად იმისა რომ ზაფხული იყო იქ საკმაოდ ციოდა, საღამოს ბექა შეშის შემოსატანად გავიდა, რათა ბუხარი დაგვენთო, კარები გაიღო და ამ დროს სახლში მთლიანად გაწუწული შემოვიდა, გახდა დაიწყო და სხველი ტანისამოსი იქვე იატაკზე დაყარა, მხოლოდ საცვალი შერჩენოდა, ის ისეთი დაკუნთული იყო, თან ეს წყლის წვეთები ისე ჩამოედინებოდა მის სხეულზე, სრული საოცრება იყო. ნელ-ნელა ჩემკენ მოიწია წელზე მომკიდა ხელი და მისკენ მიმიზადა, მერე მეორე ხელი ზურგზე შემიცურა, უეცრად დაეწაფა ჩემს ტუჩებს და ოთახში ფრთხილად შემიყვანა....
მეორე დილით ადრე გამეღვიძა, თვალები გავახილე თუ არა მაშინვე ბექას სახე დავინახე, ნეტავ გენახათ როგორ ტკბილად ეძინა, თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მეგონა. ერთი კვირა გავატარეთ აქ ეს იყო დაუვიწყარი 7 დღე ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდებდა, სასეირნოთ რომ გავიდოდით მინდორში გვირილებს კრეფდა და თმაში მაწნიდა, მერე მინდორზე გავგორდებოდით და საღამომდე ასე ვიყავით ცას გავყურებდით, რამდენი მოელვარე ვარსკვლავი იყო, როგორ ციმციმედნენ, იქვე ახლოს კი დიდი კაშკაშა მთვარე დაგვყურებდა ზემოდან, სამუდამოდ მინდოდა ეს მომენტები ჩამებეჭდა მეხსიერებაში! ასეთი ბედნიერი ჯერ არასოდეს ვყოფილვარ!
მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული, უკან დაბრუნების დროც მოვიდა და ჩვენც დავბრუნდით, როდესაც სახლთან მიმიყვანა, მისი მშობლების მანქანა შენიშნა, გაუკვირდა და სახლამდე ამაცილა შიგნიდან შევედი და რას ვხედავ ბექას მშობლები ჩემს სახლში არიან, ბექაც შემოვიდა და ამ დროს ატყდა ერთი ამბავი, დაიწყეს ჩვენი ლანძღვა, განსჯა, ისეთი ამბავი იყო არავის არ გისურვებთ მსგავს სიტუაციაში მოხვედრას! მშობლები რამდენიმე დღე ხმას არ მცემდნენ,სასჯელის მიზნით კი სახლიდან გასვლაც ამეკრძალა.ამიტომ ბექასთან ურთიერთობას მხოლოდ მობილურის და ინტერნეტის საშუალებით ვახერხებდი.
რამოდენიმე კვირის შემდეგ თავს ძალიან სუსტად  ვგრძნობდი, თავბრუმესხმოდა, ბოლოს კი გავიგე, რომ ეს ყველაფერი ფეხმძიმობის ბრალი იყო. მაშინვე ბექას დავურეკე,მაგრამ არმიპასუხა, რამდენჯერმე ისევ ვცადე მასთან დაკავშირება და მაგრამ ისევ მითიშავდა. რამოდენიმე წუთში თავად გადმომირეკა და მითხრა რომ თავი დამენებებინა, ჩემთან ურთიერთობა აღარ სურდა...გაოცებული ვიყავი არვიცოდი რა ხდებოდა? ბოლოს ნახვაზე ძლივს დავითანხმე და ვთხოვე რომ აეხსნა თუ რახდებოდა და რატომ იყო ჩემს მიმართ ასე განწყობილი.....
ერთმანეთს ჩვენს საყვარელ ადგილას შევხვდით, იქ საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანდა....
მოვიდა ისე იქცეოდა თითქოს მისთვის სრულიად უცხო ვყოფილიყავი, არც კი მომეხვია, ისე ცივად იყო, მინდოდა მეთქვა მისთვის მეხარებინა, რომ ჩვენ მალე პატარა გვეყოლებოდა და მაგრამ ვერმოვასწარი, რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა: "მე ვიცი რომ შენ ჩემთან მხოლოდ ჩემი ქონების გამო ხარ ! სინამდვილეში კი არგიყვარვარ!" წარმოგიდგენიათ ამ სიტყვების გაგონებაზე რა დამემართა, ამას არ ველოდი, არა ამას ვერც კი ვიფიქრებდი! როგორ შეეძლო მას ჩემზე ასეთი რამ ეფიქრა...
თვალები ცრემლით ამევსო, იქ გაჩერების და მისთვის რაიმეს ახსნის სურვილიც კი აღარ მქონდა, იქაურობას სწრაფად გავეცალე დიდ ხანს ვისეირნე ქუჩაში, საშინლად განერვიულები ვიყავი ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ დავბრუნდებოდი, მშობლებს დავურეკე და ვუთხარი რომ ანიტასთან ვაპირებდი დარჩენას.



№1 სტუმარი Guest Eka

ცოტა დიდი თავები დადე რა..ძაან მომწონს

 


№2  offline წევრი Elli Na

Guest Eka
ცოტა დიდი თავები დადე რა..ძაან მომწონს

კარგი გავითვალისწინებ❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კარგია მაგრამ ცოტა ორიგინასლურობა გაწელვა და დახვეწა არ აწყენდა:)))

 


№4  offline წევრი Elli Na

nawkas12345
კარგია მაგრამ ცოტა ორიგინასლურობა გაწელვა და დახვეწა არ აწყენდა:)))

გავითვალისწინებ რჩევას...წერა ახალი დაწყებული მაქვს და ნელ-ნელა დავხვეწავ ყველაფერს

 


№5  offline მოდერი bla.ell

აუ კატგია მარა მოზრდილები დადე რააა და ცოტა დიალოგი გაურიე გთხოვ მაგრამ მომწონს❤❤❤

 


№6  offline წევრი Elli Na

bla.ell
აუ კატგია მარა მოზრდილები დადე რააა და ცოტა დიალოგი გაურიე გთხოვ მაგრამ მომწონს❤❤❤

კარგი ჩემო კარგო ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent