კალათბურთის მამიდა (2)
ჩამოვიდა ახლა ფაშა თავის სამფლობელოში და ჩემ დაქალთანაც ვეღარ დავრჩები. დილით რო გამომეცხადოს შიშველი , ნუ რაიცი ეგ ხო ვერ მიეჩვია ადამიანურ ცხოვრებას და იქნებ თავი ჯუნგლებში ეგონოს როგორც ჩვევია და გამომეცხადოს ტიტველი. ესეიგი რა თაობა მოდის ძილსაც აღარ შეგარგებენ! რით ვერ ვისწავლე რო ტელეფონი უნდა გავთიშო როცა ჩემ მოკრძალებულ აკლდამაში განვისვენებ და მძინავს, მაგრამ არა! ვერ ვისწავლე ჭკუა! -ჰაა -რა ჰაა გოგო კიდე გძინავს?-რატო არ უნდა მეძინოს? -მაქვს მიზეზი იმისთვის რო არ მეძინოს? -გამოდი ჩემთან ყავა დავლიოთ და ახალი ამბები უნდა მოგიყვე ჩემ ბოთეზე-თედიაშვილმა დალახვროს! იმ ტარზანის ნახვა მომიწევს? -აუუ წელი ამტკივდა მაგრადდ, ოსტრეოხონდროზი მჭირს, ორსულად ვარ, ვკვდები, ტვინის დაავადება მაქ, გუშინ ღამე პაატა შემოდიოდა და დაღლილი ვარ.. -ოოო, გამოდი არ გაინტერესებს რა მოხდაა? გითხოვდება დაქალი! -აქანე დადგამ სტენკას? -გამოდი! -კაი ხო მაინც ამაგდო! სხვა მხრივ არ იფიქროთ კაცო დაქალურად ამაგდო. 10 წუთში ვიცმევ და ელენესთან მივდივარ. კარებზე დაკაკუნებისაც კი მეშინია მაიმუნი არ გადმომიხტეს საიდანმე. სანდრო რო ჩამოდის ამ სახლში სასწაულები ხდება კარგად დაიმახსოვრეთ , მაინც გამოგადგებათთ. ბოლოს ჩემ დიდოსტატის მარჯვენა ხელს მაღლა ალამივით ვმართავ და კარზე ზარს ვწვდები. ამ ზარს ისეთი ხმა აქვს, 19 საუკუნეში ალქაჯებს , რომ ასეთი ზარი ქონოდათ კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავდნენ ეჭვგარეშეა. -შემოდი შემოდიიი-სახლში ისე შემათრია ელენემ ასე მგონია კარს უკან აგენტები დგანან და გვითვალთვალებენ, ჩვენც ახლა საჭირბოროტო საქმე არ გვქონდეს განსახილველი -რა იყო მოგსდევს ვინმე?!-უკან ყურებით მივიწევ სამზარეულოში -არაა, ერთი სული მაქ როდის დავიწყებ მოყოლას-ხელებს ერთმანეთს უხახუნებს და სკამზე იმ გამომეტყველებით ჯდება მაინც გამოვიჭირეო რო მანიშნებს.. -ჰე, ამოღერღე -გოგო , გუშინ სანდრომ დაურეკა ძმაკაცებს და ვერიკო რო ყავთ ერთი იკას შეყვარებული ისიც ამოიყვანეს. ხოდა ამათთან ერთად იყო ჩემიი ანდრიააც. ამოვიდა ხოიცი რა დასტოინიცაა დაჯდა და ანუ ჩვეულებრივად უყურებდნენ კალათურთს სანდრო, იკა, ვერიკო ანდრია და ლუკა. შენ რო დაგირეკე არ ამოეთერი თორე უფრო მაგარი იქნებოდა. ხოდა ოთახში ვიჯექი გოგო შენ რო გელაპარაკებოდი და უცბად..-აუ ეს შერლოკ ჰოლმსივით დაპაუზება და ინტრიგის ჩამოგდება რა იცი ხოლმე ელენე! -ჰე ახლა ამოათედიაშვილე!-ხელს ვუქნევ წინ კაი ღიპიანი კაცები რო ყანწებს იქნევენ ისე -ოოო, მაცადე რა ცოტა მაფია ჩავდო -აქ მხოლოდ მე ვარ მაფიოზი-თითს ჩემსკენ ვიშვერ -ოოო, შენ და სანდრომ გადაწყვიტეთ რომელი ხართ "აქ" მაფიოზი თორე დამეგლიჯა ნერვები ზოიას ძროხასავით! -გააგრძელე -ხოდა ოთახში შემოდის ანდრიაა..შემოდის და მეუბნება რო წამო ჩვენთან ერთად უყურე კალათბურთსო მეზარება თქო და მაინც გამიყვანა და თავის გვერდზე დამისვაააა -უუუხხხ რაკარგია! -დღეს შენ რჩები ჩემთან და საერთოდ არ მაინტერესებს მიზეზები და ხმა არ გავიგო თორე მესამე მსოფლიო ომს წამოვიწყებ სრულიად უსაფუძვლიან საფუძვლიანად იცოდე ! -და რო გითხრა სახლთან თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი მელოდება და უნდა ვიჩქარო თქო მაინცარა? -თედიაშვილის თავს გაფიცებ დარჩი! -ხოკაიი მაგარია მთელი საღამოს ჭორაობაში გაყვანა ძაან. ჩვენ უნივერსიტეტელ ნიკაზე ვბჭობდით სანდრომ რომ კარი შემოაღო და კარში კაი ვახტანგ გორგასალივით გაეჩხირა ეს 2 მეტრიანი ვესთბრუკის დიდი შვილთაშვილი -ელეე, ანდრია უნდა ამოვიდეს და დღეს რო გთხოვე ჩიფსები იყიდე? -ჰოო, ქვედა კარადაშია-ფერწასულმა უპასუხა ელემ. ხო ახლა აქაოდა ანდრია ვახსენეთ და დაგვეწყება ახლა გულის ფუილებიოო -კაიი სანდრო გადის თუარა ელენე ლოგინზე წვება და თავს ურტყავს ბალიშს -აუუ , რო მოვაა მე კიდე როგორ მაცვიააა -ხოდა აწიე ახლა ერთი ვიგინდარა ადგილი და ჩაიცვი გამოიპრანჭა ეს ტლანქი დედოფალი თავის მეფეს რო ელოდება (და ეს მეფე უეჭველი საცობშია გაჩხერილი და ოფლს ღვრის ჭყინტი ყველივით და ჯერ არ აპირებს მოსვლას) ხოდა იმედია საცხაა და როგორცაა გამოჩნდება ეს მეფე და აღირსებს ამ დედოფალს კიდევ ერთ ემოციებად დაღვრილ საღამოს.(იმედია ეს დედოფალი გულმავიწყი არაა და დამიფასებს იმ ამაგს ასე რო გამოვპრანჭე). გაისმა კარზე ზარიი...ხოდა მე ქვეშევრდომი გამაქანეს და გავაღე კარი. დამხვდა გამოწკეპილი ანდრია. ნუახლა მე ხო კარგად ვხვდები ვისთვისაც გამოიწკეპა(ისეა გამოწკეპილი დედები ბიჭებს სოფლიდან ქალაქში რო უშვებენ "წადი დედი ახლა შენ ისწავლე და ცოლიც მაიყვანეო" ) -შემოდი ანდრია, შემოდი-ძლივს ვიკავებ სიცილს და ამ დროს გვერდში სანდრო ამომიდგა -ეს ახლა ჩემი დისთვის გამოიწკეპა?-ყურში ჩამჩურჩულებს სანდრო და ლამისაა ორივე გავიხეთ სიცილისგან როცა ვხედავთ რო ელენე და ანდრია ერთმანეთის გადასაკოცნად მიიწევენ წინა ფლანკზე -ახლა აქ ტიტანიკის სცენები დაიწყება მინიმუმ-ტუჩს მთელი ძალით ვკბენ -წავალ, გემს მოვიყვან და ამათ კიდე წყალს გადავასხავ და ეგაა-სანდროც ჩემ დღეშია ოღონდ ეს ენას კბენს -რა დაიბადე ამნაირი დოუნდობელი -ნუიტყვიი -აუუ-სანდროსკენ ვტრიალდები -წამოდი გამოვეცალოთ ამათ-კარისკენ მივდივართ -სადმიდიხართ?-ანდრია -წვენი უნდა ძაან ნინეს ხოდა ჩავყვები მეც და ამოვალთ-თვალებში მიყურებს და ნიშანს მაძლევს -კაიი-სასწრაფოდ გვთანხმდება ანდრია და გვანიშნებს დიდხანს არ ამოხვიდეთო სანდრო მანტოს მაწოდებს და გარეთ გავდივართ.. ჩემო ძვირფასებო და ჩემო სიყვარულებო..ბოდიში რომ ასეე უნამუსოდ დაგიგვიანეთ მართლა კუ ვარ რა! გუშინ დედაჩემი ჩამოვიდა უცხოეთში იყო 12 წელი და დღეს კიდევ ჩემი ძმა ისიც უცხოეთში იყო მაგრამ დღეს მაინც მოვიტანე ეს თავი თქვენამდე! ხვალინდელი თავი ნინეს და სანდროს ძერსკ საუბრებზე იქნება :დ ძააალიან რთული დღე მაქვს ხვალ და ვეცდები მაინც დავდო. იმედია მოგეწონებათთ. მიიყვაარხარრთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.