შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

9.პროფესორი მეტიჩარა


22-06-2017, 23:11
ავტორი blue witch
ნანახია 1 728

შიშით დავყურებ ჩანგალს და თეთრ თეფშზე არსებულ კომპოზიციას. ნეტავ ერთი ლუკმის ჭამა კიდევ ვშევძლო ზრდილობის გულისთვის. თვალებს ვხუჭავ და საჭმელს ხახაში ვუშვებ. ჰოო აშკარაა, თუ ეს მისი კულინარიული მწვერვალია, მაშინ მთელი ცხოვრება, ორივეს ამ ყვავილების ჭამა მოგვიწევს.
-არ მოგწონს ხო?-ლეკვის თვალებით მიყურებს ნიკა.
არა კაცო, როგორ გეკადრება, უბრალოდ კერძი ფერთა შეხამების ნაცვლად გემრიელი, რომ ყოფილიყო არ მეწყინებოდა.
-ისა..-მწარე სიტყვებს უკანვე ვაბრუნებ. დროა ენას კბილი დავაჭიროთ.-კარგია, უბრალოდ არ მშია.
-ნუ მატყუებ, საზიზღრობაა.-სიცილით მეუბნება.
-ასეთიცუდიც არაა.-ვაპროტესტებ.
არა გენაცვალე, ამაზე საშინელი, გამხმარი სარეცხის ფხვნილით გალესილი პური თუ იქნება.
- მომეცი შენი თეფში.-კატეგორიულად მიცხადებს ნიკოლოზი. ოხ, ნეტავ ეგ რქები დამამტვრევინა! სანაგვე ურნაში სავარუდოდ მთელი დღის ნაცოდვილარს უშვებს.
-ასე უკეთესია.-ხელებს დარეტიანებული ფლამინგოსავით იფერთხავს.
-აბა, ახლა რა ვქნათ?-თავს ვაქნევ და უეცრად პირს წყლიდან ამოვარდნილი ქორჭილასავით ვაფჩენ. რა შტერული რამ დავახეთქე ღმერთო?! ჭკუა როდის უნდა მხვდეს წილად?!
-რავიცი, გინდა ფილმს ვუყუროთ?!-ოჰ ფილმი, ახლა შენც არ მყავდე დიდი კინომანი!
-რა ფილმს?-იდიოტური შეკითხვების ტყვიამფრქვევივით კაკანი გრძელდება.
-რა ვიცი, ბინდი გიყვარს მგონი?-ჰაა, შვილო რომელ საუკუნეში ჩარჩი?! მგონი კი არა ვგიჟდები მარა ზეპირად ვიცი უკვე!
-ეგ ბევრჯერ მაქვს ნანახი, არც დიდი შედევრი არაა.-დაბნეული, ბესელიასავით ვბლუყუნებ.
-მაშინ ,- გამოშტერებული აპარტყუნებს თავს,- უბის წიგნაკს.- ამას ძაან რომანტიკები მოეძალა და მეშინია უკვე!
-კაი.-დაუფიქრებლად ვბურტყუნებ.
სანამ ფართოეკრანიან ტელევიზორს ეჯახირება, პლედს მჭიდროდ ვიკრავ ტანზე. სანთლები,ჩაბნელებული ოთახი, წყნეთი, სრულიად მარტოები სახლში,პლიუს „უბის წიგნაკი“. მგონი ცუდი კომბინაციაა.
ღმერთო,ახლა მიხსენი და ერთი კვირა კარგად მოვიქცევი!
ცოტა ხანშ გვერდით მისკუპდება და ფილმიც იწყება. ნაცნობ სიუჟეტს თვალმოუშორებლად შევცქერი, თან ვგრძნობ როგორ მცირდება ჩვენ შორის დისტანცია. ცოტა ხანში უკვე მილიმეტრები გვაშორებს ერთმანეთს. ვგონებ ვიღაცას ტყეში იპოვიან, ტურტლიან ხრამში გადაჩეხილს , მხეცურად დაკლულს და ერთიანად ნაწამებს. შეწყვეტს ეხლა მოჩოჩებას თუ ავაფარო სახეზე ხუთი თითი?! ვიღაც აშკარად ვერ თოკავს საკუთარ ძუნძგლიან თავს!
მალე ქუთუთოები მიმძიმდება. პლედში ერთიანად გასაწური გავხდი. მოთენთილს თვალები მეხუჭება და ძილბურანში ჩამესმის ელისა და ნოას დიალოგი.
გემრიელი დამთქნარების შემდეგ უფრო მყუდროდ ვკალათდები და სევდიანი დასასრულის მოახლობას ველი. ნახევრად მოჭუთული თვალებით ვხედავ ეკრანზე ტიტრებს. ვიღაცას ხელში ნაჭრის თოჯინასავით აპროწიალებული მივყავარ. სავარაუდოდ, რბბილ, ფუმფულა საწოლში, ბალიშებს შორის ვიშოტები, სახეზე ხელების შეხებას ვგრძნობ, თმას მიწევენ და შუბლზე მალაგებენ თითებს. რაიყო ძმაო, ავადმყოფს ვგავარ თუ სიცხე მაქვს?!
გვერდით უცნობი სხეული, რომ მიწვება, აი მაშინ კი ვხტები ფოცხვერივით ზეზე და დეკორატიულო ყვავილებს ვუქანებ თავში.
-არ შემეხო.-პარანორმალური ხმით გავკივი.
-ვერ ხარ შენ!-ნიკოლოზი თან თავს იზელს, თან სიცილით იხრჩობა.
ნამეტანი კი დაუგრძელებია ხელები ამ ვაჟბატონს!
-შენ თვითონ სრულ ჭკუაზე ხარ?! სხვაგან დაწექი!
-ჩემი საწოლია!
-აუცილებლად ჩემ გვერდით უნდა ეგდო?!-ქაშაყივით ვკარკლავ თვალებს და დასაკლავი გოჭივით ვჭყივი.
-დიახაც!-წარბებს ათამაშებს.
უხ, ერთი შენი თავი გადამაფენინა რადიატორზე!
-ვერ მოგართვი ცხელი ფაფა!-გუდა-ნაბადს ვკრავ და დივანისკენ მივიზლაზნები.
-რას აკეთებ?!
-ვიძინებ! მშვიდად, წყნარად და მხვრინავი ობიექტის სიახლოვეში განთავსების გარეშე!
-ვინ მოგახსენა, რომ ვხვრინავ?-აჰა, შეურაწვყვე!
-არვიცი და არც მაინტერესებს!
-ადექი მაქედან სალომე!
-შენ თვითონ ადექი საწოლიდან და ერთი ღამით გაიშეშე წელი აქ წოლით ნიკოლოზ!
-კიდევ რა გინდა?!
-შენთვის უთოთი სახის შელამაზება ჩემო სიცოცხლევ!-ხმას ვითაფლავ.
--ჩემო სიყვარულო, ილოცე თორემ შემომაკვდები!-დაშაქრული მპასუხობს.
კამათი მთელი ღამე გრძელდება, ბალიშების ომით გვირგვინდება და დილის ექვსის ნახევარზე გადაღლილ-განადგურებულ-კატოკგადავლილ-მურვანყრუსდალაშქრულ-გადალასლასებულზე ჩაძინებით მთავრდება.
* * * * * * * *
მგონი მოთოვა!
დაიცა, მოთოვა კი არა ბუმბულებია!
თვალებში თეთრი სხეული მაქვს გაჩხერილი, სითეთრით ვარ დაბომბილი და თმები საქათმედან გამოვარდნილი კრუხის ბუდეს ჰგავს, ნეტავ საბუდარი ხომ არ მოაწყვეს ?! რა ტყუილად ვიბრძოლე, მაინც ისე მივეგდე, რომ ნიკას მკერდზე ჩამეძინა.
-ნიკოლოზ!- ბოროტულად ვხავი.-ხედავ რა ჩაიდინე, არ გამიკვირდება კაკანი, რომ დავიწყო!
-რა გინდა, ბარტყივით შეიბუმბლე, დაე ეს იყოს განახლების სიმბოლო!-მე რას დამცინი შე უბედურო, ჩაიხედე სარკეში!მოუნდა რუსთაველობა! გრეკავდი ტავში ამ ბალიოშ მარა ბუმბულები არ მაკლია!
* * * * * * * *
-მართლაა?! არ მჯერა!- ბოლო ნოტამდე ჩხავის სოფიკო.
-ეს რას მოვესწარი!-სოფლელი დედაკაცივით დრამატიზებულად იწმენდ ცრემლს ვატო.
რა დროს ვერ გხედავს ბიჭო ტიმ ბარტონი გაგაქანებდა ჰოლივუდში!
-გაცელდით!-ლოყებს ვუჩქმენტ ორივეს.
-წამოდი სალომე!-თვალებს ატრიალებს ნიკა.
-ოჰოჰო-ხვიხვინებენ შეყვარებულები.
ოთახის ბოლოდან ცუნდრუკით ვბრუნდები ვატოს ზედ ვახტები, სოფოს ვკოცნი და სრული ანშლაგით ვტოვებ მშობლიურ სახლს.
* * * * * * * *
წესით, ცემ ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად უნდა იყოს, თუმცა ნიკოლოზი და მე ხან უკაცრიელ ადგილებში დავეხეტებით, ხან ცნობილ რესტორნებში. ის, რაზე ოცნებაც კი სისულელედ მიმაჩნდა რეალურად ხდება, ერთი ეგაა ამდენი კამათი წარმოუდგენლად მეჩვენება!
-სოფოოო,-ბუღასავით ვბღავი.-სად წავიდა ჩემი ყვითელი მაისური?!
-რა ჯანდაბად გინდა გაგანია ივლისში, ზღვაზე ზამთრის მაისური?!
-შენი საქმე არაა, მინდა!
-ღრმერთოო, დაეხმარე ამ გაჭირვებულს!
-შენ ხო არ მოითენთე გოგო!-თვაში საფირმო ტყაპუნით ვუმასპინძლდები.
ბარგის ჩაჭყუნვის პროცესი კვლავ გრძელდება, ბოლოსდაბოლოს ოთხი გაძეძგილი ჩანთა მანქანაში თავსდება და გეზს ბათუმისაკენ ვიღებთ. ჩვენივე გადაწყვეტილებით დაწესბული მორიგეობის მიხედვით, პირველი ნიკა იკავებს მძღოლის გვერდით სავარძელზე ადგილს, შემდეგ მე. ბათუმიდან წამოსვლისას კი ნიკა იქნება ჩვენი ტაქსის „შოფერი“, ვატოს კი კვლავ მე შევენაცვლები. სოფოკლეს პროტესტის მიუხედავად, სამ ხმაში შევუტიეთ მას რადგან ძილისგუდობის საქვეყნოდ ცნობილი წარმომადგენელია.
-ჩვენი კლასიდან სხვებიც მოდიან არა?!-მხიარულად ვჟღურტულებ.
-აუ მაგაზე უნდა მეთქვა.-უკმაყოფილო ხმა აქვს ვატოს.-ბიჭებმა უარი თქვეს, გოგოებიდანაც მარტო ელე დარჩა.
მოიცაა, რაოო?
-რას ქვია ელე დარჩა?-მომენტალურად მერთვება ზიზღის ფორმულა.
-სხვები არ მოდიან, საწყალი გოგო. მეც არ წამოვალო მარა „ტეხავს“ კლასელია და ჩავისვათ რა.-მხრებს იჩეჩს ვატო.
-გაგილეწო ყბა თუ წაიღებ შენ სიტყვებს უკან?!
-სალომე, ელე ჩვენი მეგობარია, იმდენი წელი არ ექიშპებოდი და არ გინდოდა დამპალ გოგოდ ქცეულიყავი, რაღა ახლა მოგინდა გველობა. ხოარ შეგვჭამს რაიყო?-თვალებ მიქაჩავს სოფო.
-კარგით ჰო.
მანქანაში არც მეტი, არც ნაკლები ელე ჩნდება. ჩვეულებრივი გარეგნობის, კარგი აღნაგობის გოგოა. ჩემთვის ოდნავ ცანცარა და ხელოვნური მაგრამ მაინც საყვარელი. გადაკოცვნის ჩვეული სეანსის შემდეგ უკვე ღია ტრასაზე მივრივართ.
ნერვები თანდათან მეჭიმება.
* * * * * * * *
შხამიანი ობობასავით ვახეთქებ ჩემოდანს. გოგოების ტახის ფანჯარას ვაღებ და საწოლზე გამწარებული ვებრეხვები.
ელესთვის ჯერ კიდევ არსებობს იმედი. ადრე ვფიქრობდი თუ მართლა უყვართ ერთმანეთი ხელს არ შევუშლი მეთქი, თუმცა მხოლოდ მე ვყოფილვარ ლოიალური. პრანჭვა-გრეხვის სერიის ხილვის ხასიათზე აღარ ვარ!
გემრიელი გამოძინება ნამდვილი მისწრებაა. თავის მოწესრიგება და ზღვაზე გავარდნა ერთია.
ელეს ჭყანვის ყურებაში დაბოღმილი ვიხდი სარაფანს. მიკვირს როგორ არ დამავიწყდა ჩემი საყვარელი,შავი საცურაო კოსტუმის მორგება!
-სალოო.-ჩემკენ მორბის ნიკოლოზი.
-გაგახსენდა შეყვარებული?!
-ნუ ხარ შხამიანი!
-აა, შხამიანიც ვარ, იცი რას გეტყვი მე...-თუმცა დაბოლოებას ვეღარ ვასწრებ, ისე მიმათრევს და წყალში მაგდებს.
-იდიოტო, საცოდავად ვფართხალებ.-ცურვა არ ვიცი!
-კებნჭებზე გდიხარ!-დაცინნვით მიჩეჩავს თმას.
წყლიდან გადის და ელესთან ჯდება.
ასე ხომ?!
ბრაზმორეული, მაქსიმალურად ნელა, თმების სწორებიტა და ტანის რხევით მოვაპობ ტალღებს.
აი მესმის შედეგი!
ვერ ჩამოგაგდებინე ყბა!
ვაღიარებ, ელეს შურიანი თვალები და ნიკას ნერწყვის ყლაპვები გულზე სალბუნად მედება!
საკმაოდ ბევრი ბიწის ყურადღებას ვიპყრობ. ნიკოლოზი პირსახოცით მორბის.
-კარგი ეხლა, უუუულამაზესი ხარ ,მარა არ გაცივდე.-თან ერთიანად მფუთავს პირსახოცში.
იმდენი შენ რა გითხარი!
* * * * * * * *
ულვარში ჯლიგინით დაღლილი ძლივს მივბრაცუნებ.
-მოდი აქ!-ხვივხვინით მიყვანს ხელში ნიკა.
არარეალურად ვფართხალებ და იდიოტურ მოძრაობებს ვაკეთებ.
ხელზე მაგრად ვწკმენტ და ძირს პიმპოკის ბურთივით ვეცემი.
ძვლის საზარელი ტკაცუნი მესმის. კოჭზე თითქოს ცეცხლი მედება.
* * * * * * * *
-მოტეხილია.-თბილი ღიმილთ გვეუბნება ტრამვატოლოგი.
-არ გინდოდა ხელში აყვანა?! ახლა სულ მასე მომიწევს შენი ტარება.
გაუგებრად ვფრუტუნებ და ტუჩს ვკნებ ხარხარის შესაკავებლად.
არ გამომდის.
p.s აქ ვარ არცთუისე პატარა თავით. იმედია მოგეწონათ. ვისაც მოგწონთ დააკომენტარეთ თორემ ახალ თავს არ გაღირსებთ ! გასაგრძელებლად სტიმული მჭირდება :დ ( ესეც დამპალი მე)
სიყვარულით თქვენი მანიპულატორი ავტორი.



№1 სტუმარი Guest მარიამი

ვგიჟდები ამ ისტორიაზე, ძალიან მუღამიანია და იუმორიც ძალიან მომწონს :-D მოკლედ იცოდე, ერთი მკითხველი სულ რომ აქ ვარ და გელოდები იცოდე!

 


№2  offline წევრი anuki15

Vaimeee sayvarlobaze sayvarlobaa ♥♥ nika chemi siyvarulia ar mainteresebs :ddd ele ukve nervebs mishlis magram sheni iumori pirdapir miswrebaa uxasiatobisas ♥ mokled axal tavs umoutmenlesad velii ♥♥♥

 


№3  offline წევრი londoni

:ddd kargiaa momwons iumori da ase shemdeg, veli momdrvnos❤

 


№4  offline წევრი blue witch

ყველას დიდი მადლობა! ახალი თავი მოძიგძიგებს :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent