წარსული,აწმყო,მომავალი.(3)
-არა,არ მძინავს.რა ხდება? -განსაკუთრებული არაფერი,უბრალოდ ლაპარაკი მინდოდა… -ან ხუმრობ ან მთვრალი ხარ...ან არ ნომერი შეგეშალა.- და ბევრი სიცილის სმაილი -არც ვხუმრობ და არც ნომერი შემშლია, “უფროსო”. -ახლა მაინც არ არის საჭირო ოფიციალურობა,ალექსი დამიძახე. სად ხარ? -სახლში… -ძილს არ აპირებ? -არა,გათენება მაქვს გეგმაში. -კარგი,მაშინ ძილინებისა. მერე არაფერი მიმიწერია,თავხედი იდიოტი.არადა ლაპარაკი მინდოდა,ჯანდაბა. და სემი ამაზე ამბობს მოსწონხარო? ჰაჰაჰა,აშკარაა,მოვწონვარ...საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე დაძინება,თუმცა ჯერ შხაპი უნდა მიმეღო.დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ტელეფონის ზარის ხმა გავიგონე,გადავივლე წყალი,ხალათი მოვიცვი და ოთახში გავედი. 3 გამოტოვებული ზარი და ერთი შეტყობინება: “თუ გამოხვალ კარგს იზამ,გავიყინე”. სამ წუთში მოვემზადე და კიბეებზე ჩავირბინე. -სლავა ბოგუ...ცოცხალი ხარ? -შხაპს ვიღებდი,უკაცრავად… -თმა სულ სველი გაქვს...მანქანაში მაინც ჩაჯექი,თორემ გაცივდები. მანქანაში თბილოდა თუ მის გვერდით ვგრძნობდი თბილად თავს არ ვიცი,მაგრამ აშკარა იყო რომ გავთბი.ვიჯექით ორივე ჩუმად,წვიმის წვეთები განსაკუთრებულად უკრავდნენ აქამდე უცნობ მელოდიას და ღამეც ისეთი სხვანაირი იყო...ისეთი სხვანაირი რომ თავი სიზმარში მეგონა. -აბა უფროსო,სად მივდივართ? -იქ სადაც,ძირითადად გოგოები არ ამყავს ხოლმე. - მითხრა,გამომხედა და გაიცინა. -გოგოები? - ცალი წარბი ავუწიე. მზად ვიყავი მანქანიდან გადავსულიყავი და სახლში დავბრუნებულიყავი. -კარგი,ნუ ეჭვიანობ. დიდიხანია იქ არ ვყოფილვარ,ადრე სანამ აქ გადმოვიდოდით,ჩემს მშობლებთან ერთად იქ ვცხოვრობდი...ნუ გეშინია, შორს არაა. -კარგი მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. -აბა,გისმენ… -ასე როდის დავახლოვდით? -ანუ? - გაკვირვებულმა გამომხედა და თან ეშმაკურად გაიღიმა,როგორც იცოდა ხოლმე… -ანუ ღამის ოთხ საათზე სახლთან მოსვლა,ზრუნვა,იქ წასვლა სადაც არავინ არასდროს არ წაგიყვანია და თან ეს დამაბნეველი ღიმილი… -იმედია ჩემი არ გეშინია… -თითქოსდა ნაწყენი თვალებით შემომხედა. -არა,მსგავსი არაფერი...დაივიწყე. გზად გავჩერდით,ალექსმა რაღაცები იყიდა და მალევე მივუახლოვდით სახლის ჭიშკარს. შავი,უცნაურ ნახატებიანი ჭიშკარი იყო...ამაზე მეტად ის გამიკვირდა,როცა დარაჯი შევამჩნიე,თუმცა არაფერი მითქვამს..სახლს არ აღვწერ,უფროსწორად ვერ აღვწერ...წარმოუდგენელად უნაკლო და კომფორტული იყო,აი ბავშვობაში დაწოლისას რომ ვოცნებობდი,იმის მსგავსი. -ვაუ. - აღტაცება ვეღარ დავმალე. -აჰაჰ,რა იყო? -ყველაფერი იდეალურია… -ცოტახანი აქ დავრჩებით,თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ხარ. -ჰაა? უკაცრავად,მაგრამ აქ შენთან ერთად სრულიად მარტო რატომ უნდა დავრჩე? -იმიტომ,რომ მოგწონვარ… -რა სისულელეა...მაგრამ ესეც,რომ იყოს ეს მიზეზი არ არის… -ნუ მებავშვები,გთხოვ. -ა,კიდე მე ვბავშვობ? ხო, რა თქმა უნდა...შუა ღამე, დაუკითხავად მე წამოგიყვანე სადღაც,მიმალულ,უკაცრიელ ადგილას...მე გეუბნები რომ აქ რამოდენი დღე დავრჩებით და ამის მერე კიდე მე ვბავშვობ...რა თქმა უნდა. -თუ არ გინდა შეგიძლია წახვიდე. - ოდნავ ხმამაღალი ტონით მითხრა და პარკიდან ნივთების ამოღება შეწყვიტა. -წავალ! - დავუყვირე და კარებისკენ წავედი. -ვერ წახვალ! -მაგასაც ვნახავთ. ჭიშკარი ჩაკეტილი დამხვდა,სხვას არც ველოდი.ახლა გასაგები იყო ეს დარაჯი აქ რა ჯანდაბას აკეთებდა. სახლში შესვლას მაინც არ ვაპირებდი,დავჯექი მიწაზე,თავი მუხლებში ჩავიდე და ვარსკვლავებს ვუყურებდი. -როცა პატარა ვიყავი და მშობლები გამაბრაზებდნენ,მეც აქ გამოვდიოდი ხოლმე.პლედი გამომქონდა და ცას ვუყურებდი.ხან ვტიროდი,ხან უბრალოდ ვფიქრობდი.ყოველთვის მაინტერესებდა როგორი მომავალი მექნებოდა,ბევრ რაღაცას ვგეგმავდი...მერე დედაჩემი გამოდიოდა, “ალექსანდრე”-ო მეტყოდა და მეხუტებოდა,ცოტახანი ვიჯექითით და ვლაპარაკობდით…-- თან პლედი მომახურა. -სულ ესეთი იყავი? -ესეთი როგორი? -რავი,რაღაც მკაცრი იმიჯი,ამპარტავანი,ამაყი,ცინიკოსი...იმასაც ამბობდნენ,რომ არასდროს იღიმი,თუმცა ამაში არ ვეთანხმები… -ხალხი ბევრ რამეს ამბობს...შენ როგორი გგონივარ? -ამას ჩემთვის შევინახავ. -ოდესმე მაინც მეტყვი...ახლა კი სახლში შევიდეთ,გაცივდები. - გამიღიმა,ადგა და ხელი გამომიწოდა. მეც მოვეჭიდე ხელზე,ავდექი და სახლშიც ასე ხელი-ხელ ჩაკიდებულები შევედით. ჩავრთეთ რაღაც საშიში ფილმი და დილის შვიდ საათზე ამის ყურება დავიწყეთ.ცოტახანში ორივეს დივანზე ჩაგვეძინა. -ემა,რამოდენიმე დღე ოფისში არ მოვალ,იმედია ყველაფერს მარტო გაართმევ თავს. თუ რამე გადაუდებელი იქნება,დამირეკე. - გავიგე როგორ ესაუბრებოდა თავის დივანს მობილურით. -გაიღვიძე ლამაზო? -რომელი საათია? - წარმოვიდგინე ახლა რას ვგავდი.ახალგაღვიძებული,გაჩეჩილი თმით და საშინელი ხმით. -სულ რაღაც სამის ოცდაოთხი წუთია. -ჯანდაბა! - ვთქვი და გადავტრიალდი,ძილი განვაგრძე. -ძილის გუდავ,გაიღვიძე!! მარიამმმმმმ… სადილი გაცივდაა… -ნუ ყვირი,მეძინება....სულ რამოდენიმე წუთიც და ავდგები. - თითქოს არც გაუგია,დივანზე ჩამომიჯდა,შემომატრიალა და ლოყაზე მაკოცა… -გაეთრიე,მაინც არ ავდგები. -დავნიძლავდეთ? -მოდი. თუ არ ავდექი ორ სურვილს მისრულებ. -თუ ადგები,აქ იმდენი ხანი დავრჩებით,რამდენი ხანიც მე მინდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.