შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(II თავი)


23-06-2017, 16:29
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 098

პირველი დღე სკოლაში თითქმის გადავაგორე.წასვლამდე ჯერ ჩემი დის კლასში შევიარე. სესილი უკვე წაეყვანა დედას.შემდეგ ბიბლიოთეკაში ჩავირბინე და ხვალინდელი დავალების გასაკეთებლად რამდენიმე წიგნი გამოვიტანე.სკოლიდან გამოვედი და მოსახვევამდე ფეხით წავედი. შემდეგ ავტობუსის გაჩერებასთან მისასვლელად უნდა გადამეჭრა გზა, რომ ვიღაც დებილი გამოვარდა თავისი მოტოციკლით და კინაღამ გამიტანა.მე შემეშინდა და წიგნები ისე დავყარე რომ ვერც გავიაზრე.კიდევ კარგი მოასწრო გაჩერება.შიშისგან ფეხები მომეკვეთა და დავეცი. ის ვიღაცა გადმოვიდა მოტოციკლიდან და ჩემსკენ გამოიწია, ალბათ დასახმარებლად მაგრამ მანამდე წამოვდექი
-ცოტა ფრთხილად რომ იარო არ შეგიძლია კინაღამ გამიტანე. რამე რომ მომსვლოდა სად მიდიოდი მერე.
-ღმერთო,ღმერთო.ცოტა წყნარად.
-აა...ყველაფერთან ერტად დაწყნარებასაც მთხოვ. კინაღამ გული გამიჩერდა
მე ვყვიროდი, მან კი ხელები გადიჯვარედინა და უბრალოდ იდგა. მის სახეს ვერ ვხედავდი, რადგან ჩაფხუტი ეხურა, მაგრამ აშკარა იყო რომ სულ არ აღელვებდა ასე რომ ვუყვიროდი
-რა ჩემი ბრალია შენ თუ პატარა ბავშვივით გადმორბიხარ გზაზე და აქეთ-იქით არ იხედები−ამ პასუხმა ჩემი ნერვები დაანგრია,მაგრამ ვეცადე წყნარად ვყოფილიყავი მან კი გააგრძელა−ნახე მოტოციკლს რა დაემართა შენს გამო−და რაღაც ნაკაწრზე მიმითითა
-შენ ხო არ გადაირიე? კინაღამ გამიტანე და ნაკაწრზე ღელავ−მაგრამ, ის უკვე აღარ მისმენდა.ნაკაწრთან მივიდა,ჩაიმუხლა და თითი გადაუსვა...შემდეგ წამოდგა ჩაფხუტი მოიხსნა და კვლავ ნაკაწრთან მივიდა.ჩემკენ არც კი გამოუხედავს,ასე რომ მისი სახე არ დამინახავს. ამან გამაცოფა. კინაღამ კაცი გაიტანა, ის კი ნაკაწრზე ღელავს.მაგრამ ამ ბიჭის ხმის გაგონება აღარ მინდოდა ამიტომ წასლვა დავაპირე
-სად მიდიხარ? მადლობა არ მკუთვნის რომ ამის ფულს არ გახდევინებ?−ეს უკვე მეტისმეტია
-ახლა კარგად მომისმინე−და მისკენ მივტრიალდი,ის უკვე ჩემს უკან მდგარიყო და მის მკერდს პიდაპირ ცხვირი მივარტყი.მაღლა ავხედე და დავინახე უსაყვარლესი და უსიმპათიურესი ბიჭი.ულამაზესი, ცისფერი თვალები,ქერა თმა,ლამაზი ვარდისფერი ტუჩები და მომნუსხველი მზერა. მაგრამ ვეცადე მის გარეგნობას არ დავეთრგუნე და მაშინვე უკან დავიხიე,ეს აღარ შევიმჩნიე და განვაგრძე−არ მაინტერესებს მე ეგ შენი მოტოციკლეტი. კინაღამ ადამიანი გაიტანე და შენ მაგ შენს ჯაბახანაზე ფიქრობ?−არადა ძალიან მაგარი მოტოციკლეტი ჰყავდა.
-ვაუ შენ პირვეი ხარ,ვინც ჩემს მოტოციკლეტს ჯაბახანა უწოდა.
მე მისთვის აღარ მომისმენია. დავინახე ავტობუსი რომ მოვიდა და მისკენ გავიქეცი,ჩავჯექი და წამოვედი იმ ბიჭისგან.მართლაც ძალიან სიმპატიური იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან ამაყი და უგულო.იმედია ვეღარასდროს შევხვდები მას.
როდესაც სახლთან მივედი მხოლოდ მაშინღა გამახსენდა წიგნები,რომელიც იქ დამეყარა,როდესაც კინაღამ დამეჯახა. ღმერთო იმ დებილმა ბიჭმა სულ გამომაშტერა. ახლ რა ვქნა? უკან დავბრუნდე...ღმერთო, როგორ გამოვშტერდი.
-უკაცრავად ქალბატონო მგონი რაღაც დაგავიწყდათ.
მივბრუნდი და ისევ იმ ბიჭს ვხედავ. მიღიმის და თან წიგნებს მაწვდის.არ ვიცი რა უნდა ვუთხრა. ენა დამება,მაგრამ თავს ვერევი და წიგნებს ვართმევ.
-არაფრის−თვალს მიკრავს,ჩაფხუტს იფარებს და მიდის თავისი მოტოციკლეტით.
აღარ ვიცი რა ვთქვა.თან გაბრაზებული ვარ და თან მადლიერი.
ცოტახანი ასე ვიდექი,შემდეგ აზრზე მოვედი,სახლის კარი გავაღე გასაღებით და შევედი. დედა სამსახურში იყო (ადრე ექიმი იყო,საუკეთესო ქირურგი. მაგრამ მამა რომ გარდაიცვალა ერთი წელი სახლში ჯდომის მეტს არაფერს აკეთებდა,ამიტომ სამსახურიდან გამოუშვეს და როდესაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა,კვლავ ექიმად ვეღარსად დაიწყო მუშაობა და ამიტომ ახლა სასწრაფოში მუშაობს), რაც იმას ნიშნავდა რომ მე და სესილი ამაღამ მარტო ვიქნებოდით.სესი თავის ოთახში იყო და როდესაც კარების ხმა გაიგონა გამოვარდა და ჩამეხუტა
-აბა როგორ მოგეწონა სკოლა პრინცესა?
-მაგარია, მაგრამ მასწავლებლები ცოტა მოსაბეზრებლები არიან.
-ხომ გითხარი მოგეწონებათქო.არაუშავს მასწავლებლებს მიეჩვევი.
დამეკრიჭა.ვაკოცე და შემდეგ ოთახში ავირბინე.შხაპი მივიღე და იასამნისფერი პიჟამოები ჩავიცვი.ბრეტელებიანი ზედა და საყვარელი შორტი.
(მიყვარს სახლში პიჟამოებით სიარული,ასე რომ ეს ერთგვარი სახლის ტანსაცმელია ჩემთვის).შემდეგ დაბლა ჩავედი,მივირთვი და ოთახში ავირბინე სამეცადინოდ.
საღამოს, დაახლოებით ასე 6 საათისთვის კარზე ზარის ხმა გავიგონე.ჩავირბინე და კარი გავაღე.კარებთან ლიზა იდგა თან გაოცებული და თან აღტაცებული სახით. სანამ რამეს ვკითხავდი, სამზარეულოსკენ გაიქცა,წყალი დალია და მომიბრუნდა
-ლიზა რა ხდება? ხო მშვიდობაა?
-არა, არ არის მშვიდობა
-რა ხდება? გულს ნუ მიხეთქავ!
-გახსოვს ჩვენი ცეკვის მასწავლებელი თაკო?
-კი, რა იყო?რამე შეემთხვა?
-არა, კაცო
-აბა რა ხდება? ლიზა ნუ მაშინებ!
-მოკლედ ვმეცადინეობდი და ამ დროს ტელეფონმა დამირეკა. დავხედე ნომერს და თაკო მასი. მეთქი ალბათ რამე ფორმა ჭირდებათქო. მოკლედ ავიღე ტელეფონი და მეუბნება ასეთ რაღაცას: გამარჯობა ლიზა. თაკო მასწ.-ი ვარ. რაღაც სათხოვარი მაქ შენთანო. მეც ვკითხე მეთქი რა სათხოვარითქო და რაოდა მინდა ყველა ბავშვს ვინც ადრე ჯგუფში ცეკვავდით შეეხმიანოო... რატო მას ფორმები გჭირდებათთქო? და არაო.რაღაც ტურნირი ტარდებაო: Iტური−მოსკოვში, IIტური−საფრანგეთშშშშიიიიიი(ეს ლიზას ოცნების ქალაქია და იმიტომ უხარია ასე) და ფინალი ჯერ არ გადაუწყვეტიათ. მაგრამ საოცრება იქნება!! თან სულ ძველი კამანდიდან და არა ახლანდელი პატარა ლაწირაკები. სამი ბავშვი მოვა თაკოს შეყვარებულის ჯგუფიდან: მაგრად ცეკვავენო და მოგვეშველებიანო. 2ბიჭი და 1გოგო.მოკლედ მაგარი იქნებააა!!!
-ვაუ ძაან მაგარია! მაგრამ ასეთი რა შეჯიბრია?
-მოკლედ ეს შეჯიბრი თუ მოვიგეთ ჯერ ერთი თაკო მასი გახდება ერთ-ერთი ცნობილი ქორეოგრაფი და მერე მეორეც 100.000დოლარი გადაეცემა მოგებულ ჯგუფს და გავინაწილებთ.
-ჰო მაგრამ ხომ იცი რომ რაც მამა გარდაიცვალა აღარ მიცეკვია...ძალიან მომენატრა ცეკვაც და მამაც! მაგრამ არამგონია დავთანხმდე...
-გაბი,გახსოვს როდესაც მამაშენი გარდაიცვალა, მე შენ გვერდიდან არ მოგცილებივარ...ღმერთო არ მეგონა ამას თუ ოდესმე გაგახსენებდი,მაგრამ როდესაც მამა გარდაიცვალა და შენ ცეკვას თავი დაანებე, მეც შენთან ერთად დავანებე თავი. სულ, სულ ვცდილობ რომ შენს გვერდით ვიყო რაც არ უნდა მოხდეს! და ამ ერთხელ გთხოვ, რომ ისევ დაიწყო ცეკვა... შენ ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე იყავი,ხარ და იქნები!
ჰო ეს მართლაც ასე იყო. როდესაც მამის გარდაცვალების შესახებ გავიგე, ყველაფრის სურვილი დამეკარგა.ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა... მამაჩემი ხშირად დადიოდა სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში, მაგრამ ჩვენთვის დრო სულ ჰქონდა! ერთ დილას,როდესაც ავდექით და საუზმე გავშალეთ, მე ტელევიზორი ჩავრთე და მაშინვე საინფორმაციო გამოშვება ჩაირთო, რომელიც გვამცნობდა რომ გერმანიიდან თბილისისკენ მომავალი თვითმფრინავი ჩამოვარდა, დღემდე არავინ არ იცის რა მიზეზით. თვითონ თვითმფრინავს არაფერი სჭირდა, არც ძრავა ჰქონდა გაფუჭებული და არაფერი. ყველა დაიხოცა, ვერავინ გადარჩა და მათ შორის იყო მამაჩემიც.ის ადამიანი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და მიყვარს... ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო...ადამიანი რომელიც ყოველთვის მიგებდა...საუკეთესო მამა იყო!..
მოკლედ ის რომ გარდაიცვალა ცეკვას შევეშვი და დეპრესიული ადამიანი გავხდი. ამის დაძლევაშიც ლიზა დამეხმარა,თორემ ისევ ისეთი დეპრესიული და ჩაკეტილი ვიქნებოდი...
-კარგი,დაველაპარაკები დედაჩემს და გადავწყვიტავთ ერთად!
-იესსსს, საუკეთესო ხარ!−მოვიდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჩამეხუტა−მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!! მადლობააა!!! წავედი ახლა მე!!
-აბა ჰე!! მეც ძალიან მიყვარხარ!
როდესაც ლიზა წავიდა,ოთახში ავედი, დავალებები გავაკეთე, ლოგინზე წამოვწექი და გადავეშვი ფიქრების მორევში...


P.S.იმედი მაქვს მოგეწონებათ მეორე თავი.არ ვიცი რამდენად გაამართლებს თქვენს მოლოდინებს! არც გადამიხედავს ისე დავდე...ძალიან გამახარა წინა თავზე დადებულმა კომენტარებმა! <3 <3 მიყვცარხართ ყველაააააა!!! <3 <3 <3



№1  offline წევრი LSD

Mec mikvarxar❤️❤️ Da ukve mikvars es istoriaa miuxedavad imisaa rompatara tavi iko da cota damushaveba shchirdeba mainc magari
Istoriaa❤️❤️Mokled aghar daviwkeb shenishvnebis mocemas imitom rom ar makvs :dd ❤️❤️ Aba shen ici gelodebi da warmatebebi❤️❤️

 


№2 სტუმარი Nia

Auu momewona gaagrdzele

 


№3  offline წევრი Lily Morgan

LSD
Mec mikvarxar❤️❤️ Da ukve mikvars es istoriaa miuxedavad imisaa rompatara tavi iko da cota damushaveba shchirdeba mainc magari
Istoriaa❤️❤️Mokled aghar daviwkeb shenishvnebis mocemas imitom rom ar makvs :dd ❤️❤️ Aba shen ici gelodebi da warmatebebi❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა!! <3 <3 <3 <3

Nia
Auu momewona gaagrdzele

მადლობა საყვარელოოო!! <3 <3 <3 <3

 


№4  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

ძალიან მაგარია❤❤ მიყვარს ასეთი ისტორიები, ერ-ერთი გამორჩეული გახდა ჩემთვის❤❤❤ ყოჩაღ

 


№5  offline წევრი Lily Morgan

s.a-cicinatela-m.m
ძალიან მაგარია❤❤ მიყვარს ასეთი ისტორიები, ერ-ერთი გამორჩეული გახდა ჩემთვის❤❤❤ ყოჩაღ

ძალინ დიდი მადლობა!! <3 <3 <3 შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარა ამ კომენტარმააა!❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

FyFaen
s.a-cicinatela-m.m
ძალიან მაგარია❤❤ მიყვარს ასეთი ისტორიები, ერ-ერთი გამორჩეული გახდა ჩემთვის❤❤❤ ყოჩაღ

ძალინ დიდი მადლობა!! <3 <3 <3 შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარა ამ კომენტარმააა!❤️❤️❤️❤️❤️

შეიძლება არ მიაქციო ნათქვამს დიდი ყურადღება, მაგრამ ზუსტად ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ამ კომენტარებს (მეც ვწერ ისტორიას) როგორ ახარებს "მწერალს" და სტიმულს მატებს. საყვარელო შენ არაფერზე არ ინერვიულო მთავარია შემართებით წერო.❤❤❤❤

 


№7  offline წევრი Lily Morgan

s.a-cicinatela-m.m
FyFaen
s.a-cicinatela-m.m
ძალიან მაგარია❤❤ მიყვარს ასეთი ისტორიები, ერ-ერთი გამორჩეული გახდა ჩემთვის❤❤❤ ყოჩაღ

ძალინ დიდი მადლობა!! <3 <3 <3 შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარა ამ კომენტარმააა!❤️❤️❤️❤️❤️

შეიძლება არ მიაქციო ნათქვამს დიდი ყურადღება, მაგრამ ზუსტად ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ამ კომენტარებს (მეც ვწერ ისტორიას) როგორ ახარებს "მწერალს" და სტიმულს მატებს. საყვარელო შენ არაფერზე არ ინერვიულო მთავარია შემართებით წერო.❤❤❤❤

გეთანხმები ნამდვილად! <3 და ვეცდები რომ მთელი ჩემი შემართებით ვწერო! <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent