შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (დასასრული)

23-06-2017, 18:50
ავტორი MariamG
ნანახია 3 038

“გაიყინე, რათა იცოდე ვის სჭირდები გაყინული, რადგანაც დადგება დრო, როცა გაყინვა თავისით მოვა“.

***
დიდი ხნის შემდეგ, ისე, თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო.
ხმაურით ეხეთქებოდნენ წვიმის წვეთები ფანჯრებს. ბზარგაჩენილი შენობები იშლებოდა, შემზარავი კივილითა და გოდებით ეცემოდა ყოველი ნაწილი სველ მიწას. ქარი უმოწყალოდ დაჰქროდა და ჰაერში იტაცებდა ყველაფერს.
დილა იყო, თუმცა ამინდი დროს არ სწყალობდა. ჩამობნელებულიყო ისე, როგორც უბედურება აბნელებს ყველაფერ კარგს.
ციდან თითქოს ნაპერწკლები ცვიოდა. ქუჩები საეჭვოდ დაცარიელებულიყო. მუსიკალური შენობის თეთრ კედლებსა და სვეტებზე წყალი ჩანჩქერივით ჩამოდიოდა. მხოლოდ დაბალ ხმაზე იღვრებოდა სასიამოვნო მუსიკა. სითბოს მომტანი, სამყაროს სიცივეში შეზავებული. თეთრი დარბაზი მუსიკის სიმსუბუქეში ირწეოდა, შუაში შავი როიალი იდგა, ისეთივე, როგორიც ყოველთვის - პრიალა, დიდებული და ყოვლისშემძლე.
მახარაძეს მის ზედაპირზე მაღალი ბოკალი შემოედგა, წითელი ღვინით სავსე. დროგამოშვებით დასწვდებოდა, ერთ ყლუპს სიამოვნებით გადაასრიალებდა გამომშრალ ყელში და მომღიმარი უბრუნდებოდა მუსიკას.
უჩვეულოდ გახარებული იყო იმ საღამოს. მუსიკაც კი ნაზი, მეტად მხიარული და ჟღერადი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. დარბაზში უცნაური, თუმცა ნაცნობი სურნელი ტრიალებდა. ნიკომ დაკვრა შეწყვიტა, ღვინო მოსვა და თავი გვერდზე გადასწია.
-შემოდი ევა, ნუ გერიდება. -თქვა მან დამთბარი ტონით და ფეხზე წამოდგა. გოგონა თავდახრილი შემოვიდა. ვარდისფერი შარფი ეკეთა, ფერდაკარგული მისჩერებოდა მონატრებულ სახეს. ნიკოლამ კარგად შეათვალიერა გოგონა. თითქოს არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ რაღაც ყოველთვის იცვლიდა ფერს.
-დიდი დრო გავიდა. -ნაღვლიანად ამოიხავლა ევამ და იქვე ჩამოჯდა. შარფი მოიხსნა, მუხლებზე დაიდო. მახარაძე მონუსხული აყოლებდა თვალს გოგონას ყოველ მოქმედებას. კუთვნილ ადგილზე ჩამოჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო ევას.
-წელიწადზე მეტია, ერთმანეთი არ გვინახავს.
-და არც დამშვიდობება ყოფილა დასამახსოვრებელი. -ნაწყენი თვალებით ახედა ნიკოლას. ახალგაზრდა კაცს არ ესიამოვნა, გული არასასიამოვნოდ შეეკუმშა და თავი დახარა.
-მესმის, რომ შენთვის რაღაცები გაუგებარია, მაგრამ ბევრი რამ მეც არ მესმის. იმისთვის, რომ ცხოვრებაში რამეს მიაღწიო, რომ ისევ შეძლო ფეხზე დგომა, დაცემის სიმწარე უნდა იგემო. ეს ყველაფერი, რაც სამწუხაროდ, შენამდეც მოვიდა, ერთი დიდი ჩავარდნა იყო. აქედან ყველა ისე ამოვდივართ, როგორც შეგვიძლია.
-წინასწარ მოფიქრებული სიტყვებით საუბრობ, ნიკოლა. -ეწყინა ევას. ხელები ნერვიულად გადახლართა ერთმანეთში და მამაკაცს თვალი გაუსწორა. -მე და შენ ერთმანეთისთვის არავინ ვართ, ყოველშემთხვევაში, ახლა. და არც ის ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში, რომ თავიდან დაწყებასა და შეგუებაზე ვიფიქროთ. აქ იმიტომ მოვედი, რომ თავი ცუდად ვიგრძენი. ერთი გოგოს მოსაწყენ ცხოვრებაში ნიკოლა მახარაძის ჩრდილი რთული დასავიწყებელია.
-ვიცი, ასეა. -თავი დაუქნია ნიკომ და მხრებში გასწორდა. -არასდროს მიყვარდა ტყუილი იმედების მიცემა. არც ადამიანების შეცვლის მჯერა. მხოლოდ იმის მწამს, რომ ჩვენს გარშემო მოვლენები იცვლება, მათ ვყვებით და სხვა გზებით ვიწყებთ სიარულს. მე სხვა გზა ავირჩიე, ევა. ახლა სხვა მიმართულებით მივდივარ, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, სადაც ერთი წამით მაინც შეიძლება პირად სიამოვნებაზე ფიქრი.
-და ფიქრობ, რომ ეს გზა დაგეხმარება? ფიქრობ, როცა მოისურვებ მაშინ შეიცვლი მიმართულებას და სასურველს მიიღებ? -ხმაზე წყენა დაეტყო ევას. ნიკომ თავი გადააქნია, წამოდგა, მეორე ბოკალი გაავსო ღვინით და ევას გაუწოდა. გოგონამ მტკიცე უარით გააქნია თავი. მახარაძემ ამოიოხრა.
-სასურველის მიღება ნებისმიერი მიმართულებით შემიძლია, ევა. მთავარი ეს გგონია? ორმხრივ სროლაში, სიკვდილის პირას, ტკივილსა და დარდს შორის რომ მოგაქციო, ჯოჯოხეთი რომ გამოგატარო, მხოლოდ ჩემი სიყვარული გადაგარჩენს? ოღონდ, არ დამეთანხმო. -ირონია შეემატა მის ხმას. -ადამიანებმა ყველაფერი გავაუფასურეთ. სიყვარულს მოფრთხილება სჭირდება, ყოველთვის უნდა გქონდეს დრო, რომ მოეფერო. სიყვარული მალე სრულდება, ევა. ხოლო ის, რაც ადამიანებს მარადიული გვგონია, მისგან დარჩენილი სიკეთეა.
-ეს მხოლოდ შენთვის ნიკოლა -ჩაეცინა ევას. -ზოგიერთებისთვის, ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვანი თბილი სახლი, მოსიყვარულე ადამიანი და მოგონებებია.
-ანუ, მე და შენ რომ "ჩვენ" გახდეს, მთავაზობ ეს ყველაფერი დავთმო? -ზიზღი შეერია ნიკოს ხმას. -ყველაფერი, რაც ტანჯვით, ცრემლით, შრომით, სიყვარულით ვაშენე? ეს ის სამყაროა, სადაც მათე ცხოვრობს.
-მათე ყველგანაა, ნიკოლა. -ფეხზე წამოიჭრა ევა. -ვიცი, გგონია, რომ შენს ცხოვრებაში ვერევი, ალბათ ფიქრობ, რომ უფლება არ მაქვს, მაგრამ... უბრალოდ, აუტანელია. არ მინდა, რომ მუდამ საფრთხე გემუქრებოდეს, არ მინდა კიდევ ერთი წელი დაკარგო, მერე მეორე, მესამე. მინდა რომ მშვიდად იყო, სხვა რამ იპოვო ცხოვრებაში. ეს გარემო, ეს ცხოვრება, ეს წესები და გადაწყვეტილებები განადგურებს. ჰო, ალბათ გულის სიღრმეში მინდა, რომ აქაურობას მოშორდე.
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ მესმის შენი სიტყვების სისწორე. -თავი დახარა ნიკოლამ და მძიმედ გადაუშვა ჰაერი ფილტვებში. -მესმის, რომ მე და ეს სამყარო ერთმანეთს ვერ ვეგუებით, ვანადგურებთ. მაგრამ თუ წავალ, ამაზე უკეთესის პოვნის იმედი არ მაქვს. ყველამ ის უნდა მიიღოს, რასაც ცხოვრება სთავაზობს და დანარჩენის მიმართ გაიყინოს.
-სულ ესაა? -ფეხზე წამოდგა ევა, სევდიანი იყო. გულზე მძიმედ ედო ნაღველი და ერთი სული ჰქონდა ნიკოს გასცლოდა. მახარაძემ თავი დაუქნია.
-თუ ოდესმე ვიფიქრებ,რომ დასათმობად მზად ვარ, შენთან მოვალ.
-მაგრამ ნურც ისე წახვალ, რომ არ დამემშვიდობო. -ევას მუხლებიდან ვარდისფერი შარფი გადასრიალდა, გოგონა სწრაფად დაიძრა კარისკენ, მხოლოდ ერთხელ შეავლო ნაწყენი მზერა წელში მოხრილ, როიალზე მიშტერებულ მამაკაცს და კარი ხმაურით გაიხურა.
დიდ ხანს იდგა ნიკო მოხრილი, ჩაფიქრებული, რაღაცით დამფრთხალი.
ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთბაშად იპოვნიდა და დაკარგავდა ყველაფერს. თითქოს ყველაფერი ჰქონდა და თან, არც არაფერი. მახარაძე ჩამოჯდა, ბოკალი წრიულად დაატრიალა და სისხლისფერი სითხის მოძრაობას თვალი ააყოლა. და მაინც, რისთვის იყო ეს ყველაფერი, თუ საბოლოოდ ხელცარიელი მიდიოდა?
თუმცა დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა შენთვის აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. ზიხარ მშვიდად, სვამ ძვირადღირებულ ღვინოს, უკრავ შესანიშნავ როიალზე. მხოლოდ ის, რომ ძალიან იწყენ და ძალიან ბრაზობ.
ნიკოლამ ვარდისფერი შარფი აიღო, ხელში შეათამაშა, ღრმად შეისუნთქა იასამნის მსუბუქი სურნელი და პიჯაკის ჯიბეში ჩაიდო.

***
კვირას, დილით, როცა შენობაში არავინ იყო, ზურაბ ვასაძე კაბინეტში მოღუშული იჯდა. ცალ ხელში კალამს ათამაშებდა, მეორე ხელი მაგრად ჰქონდა შემოხვეული ყავის ცხელ ფინჯანზე და ქაღალდებს მიშტერებოდა.
მახარაძემ მსუბუქად შეაღო კაბინეტის კარი, მის წინ ჩამოჯდა და საქაღალდე მაგიდაზე დაუგდო.
-ეს რა არის ბიჭო, ხომ ხედავ, არ მცალია -შეუღრინა უხასიათოდ და ხელი ჰკრა ფურცლების გროვას.
-აქ ყველაფერია. თათას სიკვდილიდან დღევანდელ დღემდე. ყველა დეტალი, ნამდვილი ამბავი, რომელსაც გინდა თუ არა, ნებისმიერ ადამიანამდე მიიტან. -ზურაბმა შიშით გაუსწორა თვალი ნიკოლას. ერთ წამში წარმოიდგინა როგორ გადაუსვამდნენ ხაზს წლების განმავლობაში დაწერილ "სიმართლეს", როგორ გახდებოდა ზურაბი სამართლის სამიზნე.
-ისედაც ყველაფერი დალაგებულია, ეგ სიმართლე შენთვის იცოდე. -ხმა აუკანკალდა კაცს. ნიკოლას ჩაეცინა, საქაღალდე გადაშალა.
-იცი, ზურაბ? მათე ყოველთვის მართალი იყო. თითქოს, ცდილობდი ჩემს დაცვას, ჭაობიდან ამოთრევას, თითქოს გინდოდა, რომ თათას ამბავი არ დამბრალებოდა, თხზავდი შესანიშნავ ისტორიებს, ხალხს არწმუნებდი მათ სისწორეში. გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ამით მიცავდი. თურმე, ხელს საკუთარი თავს აფარებდი. ირონიულია. -თავი გააქნია ნიკომ და პირველი ფურცელი დაუდო ზურაბს.
-ეს თათას გვამია. ვიცი, საშინელი შესახედავია ერთ დროს ლამაზი, სიცოცხლით სავსე ქალის განადგურებული, ცივი და ლურჯი სახე. -ზურაბმა თვალი მოაშორა ფურცელს. სიმწრისაგან ყელში მყესები დასჭიმვოდა, გრძნობდა, როგორ აიტანა კანკალმა.
-ზურაბ, მინდა რომ ამ სურათს უყურო და ჩემი სიმართლე მოისმინო. -მაჯაში სწვდა კაცს და ხელი სურათზე დაადებინა, ვასაძემ მძიმედ გადმოაბრუნა თავი, ამღვრეული თვალებით დააშტერდა თვალებდახუჭულ, ზეწარგადაფარებულ თათას.
-ცხრამეტი წლის ვიყავი თათა რომ გავიცანი. მისმა ერთმა დანახვამ იმხელა გავლენა იქონია ჩემზე, თავიდან ფეხებამდე შემიპყრო მასთან ყოფნის სურვილმა. ვიყავი მისი ცხოვრების ნაწილი. მართალია, ჩვენი ცხოვრების საფასური ტკივილი იყო, მაგრამ ვერცერთი თქვენგანი, რომელიც მის სიკვდილში გარეულია, ვერ წარმოიდგენთ როგორ სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა ერთმანეთი. -თვალები ჩაუსისხლიანდა, ტკივილით აემღვრა ჭაობისფერი გუგები. -დამაჯერეთ, რომ მის სიკვდილში დამნაშავე ვიყავი. სინამდვილეში, ქალი, რომელიც სიცოცხლესავით მიხაროდა და მასზე მეტად მიყვარდა, თითოეულმა ეგოს დასაკმაყოფილებელი მიზეზებით მოკალით. -ნიკოლამ საქაღალდიდან ალექსანდრეს ფოტო ამოაძვრინა და ზურაბს სახეში ესროლა.
-გეცნობა? ეს ის მახარაძეა, რომელმაც თათა სიკვდილის პირას მიიყვანა. რომელმაც ღალატი აიძულა, რომელიც ემუქრებოდა, აშინებდა და ანადგურებდა. უყურე ზურაბ, ნუ არიდებ თვალს! -იღრიალა ნიკოლამ და ფეხზე წამოიჭრა, გამწარებული მივარდა ზურაბს, ყელში წაუჭირა ხელები და თავი წინ გადააწევინა. -მახარაძე, რომელსაც ტყუილის შეთხზვაში დაეხმარე. სულ მიჩნდებოდა კითხვა, თუ ამდენი ადამიანი იყო გარეული, თუ ამდენის გამო დამტოვა თათამ, მაშინ ვინ რჩებოდა ფარდის მიღმა?! რა თქმა უნდა, შენ. გამწარებული ლევანი, წერილი, ვინ მომიგზავნა? წელიწადი ვეკითხებოდი საკუთარ თავს, სანამ კვალმა შენამდე არ მომიყვანა, შე ნაბი*ვარო!
-ნიკო!
-ენა ჩაიგდე, ბებერო! -შემზარავი ხმით დაიღრიალა მახარაძემ და განადგურებულმა მოუქნია ხელი ზურაბს. კაცს თავი გვერდზე გადაუვარდა, მისი ცხვირიდან სისხლმა იფეთქა და ფერგადასულ, მოკუმულ ტუჩებზე დაეწვეთა. -შენ გამანადგურე, შენ მომიკალი თათა, შენ მოიგონე უწყინარი სიკვდილის ამბავი. -მახარაძემ პიჯაკი გადასწია, სინათლეზე აირეკლა შავი იარაღი. ზურაბმა შიშით შეავლო მზერა ნიკოლას არაადამიანურ სახეს, მისი თვალებიდან წამოსულ ზიზღსა და ტანჯვას. ახალგაზრდა კაცს თვალები ჩამუქებოდა, ყბები ერთმანეთზე მაგრად დაეჭირა და სასოწარკვეთილ ყვირილს იკავებდა. ვასაძე მუხლებზე დაეშვა, ხელები გადაისრიალა თმაში და აკანკალებულმა ახედა მის თავზე მდგომ მახარაძეს.
-ნიკო, გეფიცები, არ მინდოდა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ თათა თავს მოიკლავდა.
-ენა ჩაიგდე-მეთქი! -იარაღი მოუქნია ნიკომ. კაცს საფეთქელზე გადაჭიმული კანი გაუსკდა და სისხლის წვრილმა ნაკადმა იფეთქა.
-თათას სიკვდილი ვერ მოინელე. თავს გვაჩვენებდი, რომ მის გარეშე ცხოვრება ისწავლე, დაგვაჯერე, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყე, მაგრამ აქ დგახარ, შეშინებული და განადგურებული. ვერ დაგიჯერებია, რომ მისი ჩრდილი ფეხებთან გიწევს. ვინ აღარ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში. ევაც კი, რომელიც ყველაფრით სჯობდა თათას, მაგრამ ყველა გააგდე, ყველას ზურგი აქციე. მხოლოდ თათა და მისი სიკვდილი, თათა და მისი მოუსვენარი სული. -ძალაგამოცლილმა ახედა ნიკოს. -მათე წავიდა. დაგტოვა და რა დაგიტოვა? არჩევანი. შენს გარდა ყველა მიხვდა, რომ მუდმივად ორ ნაპირს შორის დგახარ, ახლა ყველამ საკუთარი მხარეები დაგანახა. ყველას უნდა, რომ რაღაც დათმო, ყველას თავისთვის მოუნდი, რადგან ნიკო, ბავშვობიდან მიჯაჭვული იყავი ადამიანებსა და მათ შეხედულებებზე. მოგწონდა, რომ უყვარდი, მაგრამ როცა გიყვარდებოდა, უხორცდებოდი. შენ სიყვარულისთვის ხარ დაბადებული და ჯერაც ვერ ისწავლე, რომ ეს გრძნობა ჯერ გაგაშიშვლებს, მერე მოგკლავს.
-მე თქვენი სიყვარული არ მჭირდება. ისეთივე ყალბი და ბინძური, როგორიც სული გაქვთ. თათას მკვლელისგან არაფერი მჭირდება, არც სიბრალული გამყვება, არც სინანული.
-და რას იტყვი, თუ ოდესმე მათეს ისევ შეხვდები, თუ მის მხარეს აირჩევ, რას იტყვის? როცა გაიგებს, რომ დაუფიქრებლად მომკალი. გაგამართლებს? -ნიკოლამ იარაღი ხელში შეათამაშა, გადატენის ხმამ ზურაბის სხეული ერთიანად შეძრა. იცოდა, რაც არ უნდა ეთქვა, ვინც არ უნდა გაეხსენებინა, ნიკოლა აზრს არ შეიცვლიდა. ყოველთვის იმას აკეთებდა,რაც სწორი მიზნისთვის იყო, მხოლოდ ის, რომ არასწორად ასრულებდა.
-ყველა ადამიანში რაღაც შესაცვლელია, მაგრამ ის, რაც ჩემში არასდროს შეიცვლის ფერს, მათეს ისეთი სჭირდება, ბინძური, მაგრამ ნამდვილი. -მახარაძემ იარაღი შუბლზე მიადო ზურაბს. კაცმა თვალები დახუჭა, თვალის კუთხიდან ცრემლი გადმოუგორდა და ყელში ბურთი აუთამაშდა. ალბათ, ნანობდა კიდეც, ან არ ნანობდა. ყოველშემთხვევაში, ლოდინსაც ვადა აქვს, როცა გასდის, აღარაფრად ვარგა, აღარც აუცილებელია.
-და თუ ასე გაქვს გადაწყვეტილი, მაინც გკითხავ, თუ მათე შენი მუსიკაა, სად სრულდება მისი პარტია? -ნიკომ თვალები დახუჭა. სხეული მუხტით გაებერა, კანქვეშ სისხლმა სწრაფად დაიწყო დენა.
-თუ გინდა იცოდე რატომ სცვივა ხეს ფოთოლი, უნდა იცნობდე ხეს და არა ფოთოლს. ნუ შეტოპავ, ზურაბ. შენნაირებს ეს მუსიკა არ ესმით. -ნიკოლამ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მის ფეხებთან დაგდებულ სხეულს. წამით დაფიქრდა, თითქოს კუთხეში მათეს ნაწყენი თვალებიც კი დალანდა, მაგრამ სულერთი იყო. მის სულსაც სჭირდებოდა მოსვენება და სჭირდებოდა, რომ თათა გამქრალიყო. სასხლეტს თითი გამოჰკრა, ტყვიას დიდი დრო არ დასჭირვებია, სხეული შებარბაცდა, წინ გადავარდა და თვალგახელილი მიაშტერდა უსასრულო სივრცეს. მახარაძე კანკალმა აიტანა, იარაღი შეინახა,დაიხარა, ზურაბის შუბლში გაჩენილი ღრმულიდან გადმონთხეულ, ჩანჩქერივით მდინარე სისხლში დაისველა თითები, თვალები დახუჭა. თითქოს, გათავისუფლდა, ტვირთი ჩამოიხსნა მხრებიდან და ახლა, ადგებოდა და გამართული დატოვებდა იქაურობას. თითქოს ყველაფერი დალაგდა, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.
სხვანაირი შეგრძნებით იგრძნო, მისი გონება როგორ დატოვა რაღაც ძალიან მძიმემ, ძალიან მწარემ.
მოდუნდა. წამოდგა და ყველაფერი, რაც კი ადარდებდა, სიკვდილთან ერთად გაუშვა.

***

ხიდთან იდგა მახარაძე. ჯერ კიდევ არ დაეტოვებინა მისი სხეული მუხტს. ხელში შეათამაშა სისხლიანი იარაღი. ბევრი ადამიანი მოკლა. არადა, არ სურდა მკვლელი ყოფილიყო. საკუთარ თავს ალბათ ოდესმე გაამართლებდა, რომ თითო ტყვია ერთი კავშირის გადასარჩენად გავარდა. თუ თვითონ არა, იმის იმედის არსებობდა, რომ სხვა გაამართლებდა. ერთხელ მაინც გადაშლიდნენ მისი ცხოვრების წიგნს და მის ტყავში შეძვრებოდნენ. გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა იმედი, რომ ვინმე გაუგებდა. ნიკომ ხელი ასწია, იარაღი მდინარეში ისროლა. თვალი გააყოლა როგორ შთანთქა ადიდებულმა მდინარემ ცოდვით სავსე იარაღი. ასე უნდოდა რომ შთანთქმულიყო მისი ცხოვრება.
-ესე იგი, დასრულდა. -ზურგსუკან გაისმა მონატრებული ხმა. ნიკოლას ტუჩის კუთხე ჩაუტყდა, ხელებით ხიდის მოაჯირს დაეყრდნო და თავი მიაბრუნა. წითელ კაბაში გამოწყობილიყო ბელა, ძველებურად უღიმოდა.
-დასრულდა. -ქალი ნიკოს მიუახლოვდა, მიეხუტა და მისი ძლიერი, თბილი მკლავების ქვეშ მოექცა. ერთად უყურებდნენ ჰორიზონტზე წითლად დაკიდებულ, ჩამავალ მზეს.
-როგორ გგონია, ამად ღირდა?
-ჩემი ცხოვრების ყოველი წამი ღირდა, ბელა.
-ნანობ?
-არა.
-დაგტოვეს, არა?
-არა. ყველას უნდა მიიღოს ის, რაც დაიმსახურეს.
-შენ ხომ ყოველთვის მუსიკის მხარეს ხარ, ნიკო? -ქალმა იგრძნო, მის ყელში ჩაფლულმა მამაკაცმა თანხმობის ნიშნად როგორ დააქნია თავი. გაეღიმა. -ევა? მასზე რას იტყვი?
-თავად მონატრებაა ვერთქმული სიყვარული, ბელა. მის მიმართ ყოველთვის ვგრძნობდი სულიერ მონატრებას. იმ წამიდან, როცა პირველად დავინახე.
-ანუ, გჯერა, რომ შენი ნებისმიერი გადაწყვეტილება სამართლიანია? ნიკო, ეს გოგო. ხომ ხვდები, ყოველთვის განსხვავებულ ადამიანებს ხვდებოდი, მაგრამ არასდროს, არცერთი ყოფილა შენთვის ასე უცხო და თანაც, ასე ნამდვილი.
-დაიმახსოვრე, ბელა, მოთმინება სიყვარულზე მეტია. -ნიკოლამ მსუბუქად აკოცა ქალს ლოყაზე, ძლიერად მიიკრა მკერდზე და მისი სურნელი შეისუნთქა. -დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ახლა მე და შენ გემზე ვიქნებოდით, ჩვენს საყვარელ წითელ ღვინოს დავლევდით და ვისაუბრებდით იტალიურ ხელოვნებაზე.
-დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, იგივეს გააკეთებდი, ნიკო. გემს და ღვინოს რაც შეეხება, მომავლის ვალდებულებად ჩავთვალოთ. -ღიმილით გაუსწორა თვალი ახალგაზრდა კაცს. მახარაძეს გაეღიმა, უყვარდა ეს ქალი. ყოველთვის ისეთად აგრძნობინებდა თავს, როგორიც იყო. უყვარდა ბედნიერი, განადგურებული, თუნდაც მკვლელი. გულწრფელად უხაროდა, რომ გვერდით ჰყავდა, რომ უყურებდა და უღიმოდა.
-ბელა, როგორ გგონია, ამის შემდეგ რა იქნება?
-გახსოვს, იტალიაში, "Stella Lucida" და ჩვენი მშვენიერი ვახშამი? -ნიკოლამ ღიმილით დაუქნია თავი. თვითონაც ყოველთვის ამ მომენტს იხსენებდა, როცა რაღაც ძალიან ძვირფასის დანაკლისს გრძნობდა. -მაშინ გკითხე, რა არის ის ერთადერთი, რის გარეშეც ცხოვრება არ შეგიძლია-თქო.
-გითხარი, რომ უჩვეულო გრძნობაა, როცა ის ჩნდება - თეთრი გველი.
-მათე. ერთადერთი მუსიკა შენს ცხოვრებაში. თეთრი გველი და ორი მხარე - სიკვდილი და თავისუფლება. ამის შემდეგ, ნიკო, მათე იქნება. დარწმუნებული ვარ, ახლა რომ ზურგი აქციო და წახვიდე, ბოლოს მაინც ის დარჩება.
-ვფიქრობ, Stella Lucida ჯერ კიდევ საუკეთესოა. -კმაყოფილმა გაუღიმა ქალს. ბელამ მაცდურად გადახედა ნიკოს.
-ძალიან მიყვარხარ!

***

დარბაზში, როიალის წინ იჯდა მახარაძე. გარეთ წვიმდა. შემზარავი, გამოსამშვიდობებელი მუსიკა იღვრებოდა დარბაზში.
ელვა ცაზე იკლაკნებოდა.
მთელი სხეულით, გულითა და სულით უკრავდა მახარაძე.
და რა იყო მისი ცხოვრება, თუ არა ბრძოლა, იმედგაცრუება, ბრძოლა და კვლავ დაცემა იმისთვის, რომ წამოდგომა შესძლებოდა?!
გენიალური იყო ის ღამე. სხეულიდან იგლეჯდა მახარაძე ყველაფერს, რაც კი მუსიკას სჭირდებოდა. მშვიდი იყო, როგორც არასდროს. მისი ბოლო მუსიკა იყო, კედლებს შეზრდილი და შეხორცებული.
მისი როიალი, რომელიც ყველაფერს იტევდა.
პირველი წელიწადი, თათას სიკვდილის წელიწადი, რომელიც როიალთან აღნიშნა. პირველი სიმთვრალე, პირველი ბოდვა, პირველი სიყვარული, პირველი ტკივილი. რექვიემი, რომელიც გოდებდა, შემზარავი ხმით ღრიალებდა დარბაზის კედლებიდან. ვეღარ დააფრთხობდა მახარაძის მოსვენებული სული სიბნელეს, რომელიც შავ როიალში ცხოვრობდა.
იცოდა, რომ მხოლოდ ის იყო ტკივილი, ის იყო დამნაშავე, რომ მუსიკაც კი, თუნდაც ტკივილით სავსე, ყოველთვის გლეჯდა ადამიანთა გულებს.
სჯეროდა, რომ გულის სიღრმეში კარგი ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მკვლელობა, ყოველი ბინძური საქმე ერთად შეასრულეს მან და მუსიკამ, მაინც სწამდა, რომ ადამიანები ერთი საქმით არ ფასდებიან.
ვინ იცის, ტკივილამდე უნდოდა ადამიანთა პატიება დაემსახურებინა.
დაიბადა და იქვე გარდაიცვალა მისი მუსიკა. ყოველთვის, როცა ნიკოს ტოვებდნენ, რჩებოდა მშვიდი, მუსიკალური ღამე და ჭიქა ვისკი.
ნიკოლამ დაკვრა შეწყვიტა. წამოდგა, ვისკის ბოთლი გადმოაბრუნა და სითხე როიალზე გადაასხა. ჯიბიდან ამოაძვრინა ასანთი, დაუფიქრებლად ისროლა როიალისკენ. წამში ავარდა ცეცხლის ნაპერწკლები დარბაზის ჭერამდე.
ჭაობისფერ თვალებში ცეცხლის ალი აერეკლა მახარაძეს. შებრუნდა, გათავისუფლებულმა გადააბიჯა შენობის ზღურბლს და გულისშემაწუხებელი ხმაურით, გაუსაძლისი წვით ავარდა თეთრი შენობის სახურავიდან ცეცხლი. თეთრი მარმარილო ფერფლად იქცა. ხოლო კიბის ბოლოში, მათე იდგა.
მომღიმარი, ისეთივე თვალებით, როგორიც ნიკოლას ახსოვდა. ცეცხლს უყურებდა და ალბათ, პირველი შემთხვევა იყო, როცა მახარაძის ნამოქმედარი ახარებდა.
-ნიკო. -გადაეხვია მონატრებულ მეგობარს. ცეცხლში გახვეული შენობიდან თეთრი გველი გამოსრიალდა, მონატრებული ჰაერი შეისუნთქა, ზემოთ აიწია და გადაიკარგა, ცაში აიჭრა.
-მაინც მგონია, რომ ვისაც ვტოვებთ, ბარათის გაგზავნა ღირს. -ღიმილით წამოსცდა მახარაძეს. მათემ თავი გააქნია.
-ამჯერად? -ნიკოლამ პიჯაკის ჯიბიდან ვარდისფერი შარფი ამოიღო.
-უნდა იცოდეს.
-რა?
-რომ მსხვერპლი, რომლის გასაღებად ყოველთვის მზად ვარ, არა სიყვარულისთვის, არამედ მეგობრობისთვისაა. -მახარაძემ აფრიალებულ შარფს ხელი გაუშვა, იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერთან ერთად დაიწვებოდა. მათემ თავი გააქნია, შარფს ხელი სტაცა.
-ნიკო, ნიკო. ახლა რას იზამ, სადღაა მუსიკა?
-გვერდით მომყვება და ლაპარაკობს. -ჩაეცინა მახარაძეს. იწვოდა შენობა, ჰაერში ფრიალებდა ნოტები, ნიკოს კონცერტები, ფარდები და ყრუდ ისმოდა ძვირფასი, ნიკოლას საყვარელი სასმელის მტვრევის ხმა.
შორდებოდა თეთრი გველი იქაურობას. ისმოდა განწირული შეძახილები, პანიკა, რომ მუსიკის სახლი იწვებოდა, რომ ვეღარ მოისმენდნენ გენიალურ მუსიკას.
წვიმდა და ალბათ, ეს უკანასკნელი, ცეცხლს მაინც სწყალობდა.

***

"ჩემთვის რომ ეკითხათ, რისთვის იცხოვრა ნიკოლამ, რისთვის მოვიდა აქამდე, აუცილებლად ვიტყოდი, რომ მეგობრობისთვის. ნიკოს სწამდა, უყვარდა, სჯეროდა, მაგრამ არაფრისთვის არ იყო ისეთი თავგანწირული, ისეთი ნამდვილი და უშიშარი, როგორიც მეგობრობისთვის.
მასში ცხოვრობდა აზრი, რომ ჩემთვის უნდა მომკვდარიყო. ეს კაცი მხოლოდ იმისთვის დაიბადა, რომ საკუთარ შეცდომებზე მწარედ ეგო პასუხი. სიკვდილის არასდროს შეშინებია, მხოლოდ იმის ეშინოდა, რომ მეგობარს დატოვებდა. სინამდვილეში, მისი ჩრდილიც კი ისეთი ნამდვილი იყო, როგორც თვითონ ის.
წლების შემდეგაც, როცა ის როიალი დაწვა და ფერფლად აქცია ჩვენი ისტორია, იგივე მუსიკა გაჰყვა რეფრენივით მის ცხოვრებას.
ნიკოლა მახარაძე მხოლოდ იმიტომ იყო გენიალური, რომ ღმერთივით სწამდა მუსიკა. დაბერებული, წვერმოშვებული და დაღლილი, ჭაობისფერი თვალებითა და მოქნილი თითებით უკრავდა რაღაც სხვას, რაღაც შორეულს და ძალიან ძვირფასს. ალბათ, ჩემი დამსახურება ისაა, რომ ევას შარფი დასაწვავად არ გავიმეტე. ჩვენი სახლის აივანზე ეკიდა და მუდამ ფრიალებდა.
თვითონ ევაც ენატრებოდა ნიკოს და უყვარდა. სხვანაირად, მუსიკალურად.

ჩემი დარდი მარადიულია ნიკოს გამო. მაგრამ გახსოვდეთ, რწმენა, ტურასავით, სასაფლაოზე დაძრწის და მაშინაც კი, როცა განწირულია, იმედს ჩაეჭიდება ხოლმე. " -წერდა მათე მოგვიანებით, ნიკოს შესახებ.
და იყო სიკვდილამდე ორი სხეული, მხოლოდ, ერთ სულად საზრდოობდნენ დასასრულამდე.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი.

№1  offline მოდერი sopiko

ახლა ერთი გემრიელი მუსიკის მოსმენა მინდა, ოღონდ არა ნიკოლას შესრულებული.
ეს დაუბეჭდავად არის წიგნი.
''როიალები'' წიგნია, რომლის ფურცლების სურნელსაც კი ვგრძნობდი კითხვისას.
აქ იყო დაძაბულობა, კავშირები ურთიერთობები, ბევრი სიცოცხლე, ბევრი სიკვდილი და მაინც, მთავარი იყო მეგობრობა, მეგობრობა, რომელიც ერთადერთი იყო, რაც არ გაიყინა.
მე ამ რომანის სათაურში მათესა და ნიკოლას ვხედავ და მათ შორის შემოკრებილ პატარა-პატარა როიალებს.
მინდა აღვნიშნო ასევე ბელაც, რომლის სიტყვებშიც ძალიან ბევრი რამე ვიპოვე, შენ გიპოვე და ეს პერსონაჟი ნამდვილად არ იმსახურებს იმას,რ ომ მასზე არაფერი ვთქვა.
დასასრული მოსალოდნელი იყო.
ნიკოლა არ არის კაცი, რომლისგანაც გამოსწორებას დაელოდები.
ის კაცია, რომელიც ყველაფერს ანადგურებს და შემდეგ თავისივე შეცდომებზე ყოველთვის აგებს პასუხს.
იმდენი მანკიერება, იმდენი სიბნელე, იმდენი ადამიანური სისუსტე გამოავლინე შენ ''როიალებით'', რომ შეუძლებელია წავიკითხოთ და უცებ არ გავშიშვლდეთ.
ეს არის ჩვენი სულის ისტორია
და
ბრავო!

№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

sopiko

იმდენი ისეთი რამ თქვი, რაც ცრემლებამდე მახარებს, მე აღარ ვიცი რა დამრჩა სათქმელი.
ყოველთვის ინტერესით და სიზუსტოთ კითხულობ ჩემს ისტორიებს, მაგრამ "როიალებისთვის" წიგნის წოდება, მისი ფურცლების სურნელი ჩემთვის კომპლიმენტის ის სიმაღლეა, რომელსაც ყოველთვის მინდოდა მივწვდომოდი.
ახლა ჩავთვლი, რომ გასაკეთებელი თურმე გავაკეთე და ძალიან, ძალიან დავმშვიდდები.
უღრმესი მადლობა , რომ ყველაფერი ასე გესმის.

№3  offline წევრი An_Gel

ახლა ჩემს თავს ვკარნახობდი, "ანა ეს დაწერე,ანა ის დაუწერე,ეს არ დაგავიწყდეს,ის არ გამოგრჩეს" და მაინც, აღარაფერი მახსოვს,რაც მინდოდა "როიალების" დასასრულს მეთქვა.
წყალსაც წაეღო მთელი ქვეყანა,ოღონდ მათე და ნიკო ერთად დარჩენილიყვნენ. ეს იყო ურთიერთობის, სიყვარულის,პატივისცემის,ერთგულების ზეობა. მეგობრობა იყო,რომელსაც ვერცერთი ჩარჩო დაიტევდა ოდესმე.
იცი,არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა,მაგრამ ამ თავში დავინახე,რამდენად ზედმეტი იყო ევა ნიკოს ცხოვრებაში. უბრალოდ ვერასდროს რომ ვერ მოერგებოდა მახარაძის ცხოვრებას,იმდენად სხვანაირი და სუფთა გოგო იყო. ნიკოსთვის იყვნენ ბელა და მათე და ორივე ისე გამოუთქმელად ძვირფასია ჩემთვის,როგორც ნიკოსთვის.
ამ ისტორიის თითოეული სიტყვა ისე გამიჯდა კანქვეშ,ისე ვიაზრებდი და ვგრძნობდი თითოეულ მათგანს,თითქოს ჩემი ნაწილი იყვნენ. და ზუსტად ვიცი,შემდეგშიც,ხშირად,როცა ამ ისტორიას დავუბრუნდები, იმავე ემოციითა და განცდებით გავაანალიზებ თითოეულ წინადადებას. და ეს ისე ბუნებრივად მოხდება,თითქოს საკუთარს ვკითხულობდე.
შენზე რა უნდა ვთქვა,გარდა იმისა,რომ საოცარი ისტორიის საოცარი ავტორი ხარ?! ისე მიხარია ხანდახან,რომ გაგიცანი და რომ ამ ისტორიით გაგიცანი. "როიალების" გარეშე როგორ იქნებოდა,ვერც წარმომიდგენია. მათეს გარეშე,ნიკოს გარეშე,ევას და ბელას გარეშე.
მათე ჩემთვის საკულტო პერსონაჟად დარჩება.
და ეს ისტორია შენს სავიზიტო ბარათად,ჩემთვის.

№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

An_Gel

შენ ყოველთვის დარჩები იმ მკითხველად, რომელიც "როიალების" პერსონაჟებთან ერთად კუთხეში იდგა და მოვლენებს თვალს ადევნებდა.
არ ვიცი იმაზე მეტი რა უნდა ვთქვა, რომ ყველა სიტყვაში გეთანხმები. ევა ჩემთვისაც ზედმეტი აღმოჩნდა, ამიტომ ბოლოს მათი ოჯახი კი არა, უბრალოდ ემოციური კავშირი დავტოვე. ვფიქრობ, ასე სწორია.
უღრმესი მადლობა, რომ ასე იგრძენი ყოველი სიტყვა.
გახარებული ვარ

№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzlivs. !!!!!!!damravrsa da shemidzlia wavikitxo .

№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

nawkas12345
Dzlivs. !!!!!!!damravrsa da shemidzlia wavikitxo .

ნამდვილად! :დდ <3

№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

ყველაფერი ერთად მიტრიალებს თავში და არ ვიცი რა როგორ ვთქვა.
გულის ფანცქვალით ველოდი დასასრულს. კი ვშიშობდი, რომ დამაღონებდი ფინალით, მაგრამ ჩემთვის ისიც მისაღები იქნებოდა.
თუმცა...
რაზე გამეღუმა კმაყოფილს იცი? ნიკომ თქვა, მათეს ასეთი ვჭირდები, ბინძური, მაგრამ ნამდვილიო. და ვერც ერთ მკვლელობას ნიკოს დანაშაულად ვერ ჩავუთვლი, რადგან რომ არა ისინი, მათე მას არასოდეს მიიღებდა. ისევ ნიკოსთან იქმებოდა თათა.
რა თქმა უნდა, როცა ადამიანი სიყვარულის ვისაა დაბადებული და მას ვერ ვიღებს, გულდასაწყვეტია, მაგრამ ვარდისფერი შარფი ნიკოს მძიმე ცხოვრებაში შეუფერებლად მსუბუქად ჟღერდა.
შენ იცი როგორ მიყვარს ეს ისტორია. არაერთხელ მითქვამს ეს, მაგრამ ყველაზე მეტად ის შეგრძნება მიყვარს, რომ იმ ერთეულებს შორის ვარ, ვინც შენი იდეები დააფასა და მათე და ნიკო გაიცნო. ყველამ კარგად იცის, რომ ოცა ცოტა მკითხველი გყავს, ესე იგი გამორჩეულს და "არაყველა" ამბავს ქმნი. ხოდა ეგოისტურად კმაყოფილი ვარ, რომ მეც აქ ვარ.

მარიამ. დიდი საკუთარ თავს ვუსურვებ იმ ბედნიერებას, რომ ოდესმე წიგნს გადავშლი, ფურცლებს დავყნოსავ და ამ ისტორიის კითხვას დავიწყებ.

სულ მემახსოვრება თეთრი და შავი როიალი. განსაკუთრებით კი მათე, რომელიც მეგობრის ეტალონია და საკმაოდ დიდი ადგილი დაიკავა ჩემს გულში.

გამოგივიდა ის, რაც გინდოდა. უზომოდ კმაყოფილი ვარ.

წარმატებებს და ულევ მუზას გისურვებ. და იმ გარემოს, რომელიც ყველა შენ ჩანაფიქრს ხელის შეშლის გარეშე დაგაწერინებს. <3

№8  offline მოდერი Maiaabuladze

ხომ ვთქვი არ მემეტება თქო..
ერთი ჩვევა მაქვს როცა ისტორია სრულდება ბოლო თავს პირდაპირ ვერ ვკითხულობ ამიტომ თვიდან ვიწყებ და ფინალსაც ვაყოლებ, ამიტომ ახლა უფრო მეტად მიჭრს მათთან დამშვიდობება...
ერთი ზუსტად ვიციი მაინც მივუბრუნდები ამ ისტორიას, ბევრჯერ წავიკითხავ მათეს ფრაზებს და დავიზეპირებ კიდეც...
როცა ვინმე მკითხავს როგორია ნამდვილი მეგობრობა აუცილებლად ვურჩევ რომ თუ უნდა მეგობრობის არსი გაიგოს "როიალები" წაიკითხოს.
ეხლა როცა პირველი თავიდან წავიკითხე ვხვდები რომ ამ ადამიანებით ვცხოვრობდი იმდენად მერეალურებოდნენ რომ მინდა ნიკოლას კონცტეზე მოხვედრა და დარბაზიდან ამაყად მომზირალი მათეს დანახვა.. მერე მათი ერთად მოსმენა..
ჰილეგი რომ წავიკითხე ვერ წარმოვიდგენდი იმაზე მაგარი რამის დაწერას თუ შეძლებდი მაგრამ ფაქრი ერთია ეს შეძელი და შენ სასწაული შექმენი ❤❤
უამრავ მუზას გისურვებ და ჩვენს კიდევ ბევრჯერ გაოცებას და გაბედნიერებას ❤❤
არ ვიცი რა დავწერე, ჯერ კიდევ შოკში ვარ.

№9  offline წევრი შამხათი

ველოდებოდი, როდის დაასრულებდი, რომ სრულად წამეკითხა...ჰოდა, წავიკითხე, ვზივარ და ვფიქრობ, რომ შევცდი...იმდენი ემოცია მომაწვა ერთად და ისეთი დაძაბული ვარ, რომ ალბათ მერჩივნა, ეს ყველაფერი გადამენაწილებინა დღეებზე და უფრო ადვილად ვზიდავდი იმ ტვირთს, ამ ისტორიამ რომ დამიტოვა.. არ ვიცი, რა ვთქვა, ან რა გითხრა ახალი, რაც შენთვის არ უთქვამთ. მთავარი ლეიტმოტივი ჩემთვის ნიკოსა და მათეს საოცარი მეგობრობა იყო, რომელმაც აჯობა ყველაფერს და ამავდროულად გაანადგურა დანარჩენი ყველაფერი. არაჩვეულებრივი იყო. ერთია, იფიქრო ასე, გაიაზრო და მეორეა გადმოსცე ისე, რომ მკითხველი ააფორიაქო. ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ და ვისურვებდი უფრო ახლოს გიცნობდე. შენნაირი ადამიანები საჭიროა ამ უფერულ სამყაროში.

№10  offline ახალბედა მწერალი MariamG

lullaby

მარ, როგორ მახარებს შენი კომენტარები, როგორ მსიამოვნებს როცა შენს აზრს ვისმენ. საოცარია, როცა გამოგდის და შთაბეჭდილებას შენნაირ ადამიანზე ახდენ. დაახლოებით, ისეთი გრძნობაა, რაღაც ღირებულს რომ მიაღწევ.
უღრმესი მადლობა, რომ ყველაფერი ისე გესმის, როგორც მე მაქვს ჩაფიქრებული. მიხარია,რომ შევძელი და გამომივიდა.
მათეს კი ნიკო ნამდვილად ასეთი სჭირდება, ბინძური და ნამდვილი.
უღრმესი მადლობა, ალბათ ვერასდროს შევძლებ ჩემი მადლიერების გამოხატვას საკმარისად <3

Maiaabuladze

მაი, რა ბედნიერებაა.
ვერ აგიღწერ, როგორი სიამაყის გრძნობა მეუფლება ამ კომენტარების წაკითხვის შემდეგ. ვგრძნობ, რომ ნამდვილად გავაკეთე რაღაც. რაღაც ისეთი, სულ რომ მინდოდა გამეკეთებინა.
მეამაყება, რომ ეს მეგობრობა მაგალითი გახდა, საოცარი გრძნობაა, რომ კიდევ მიუბრუნდები და რომ ეს ფრაზები და საერთოდ ეს ისტორია, ერთ-ერთი დასამახსოვრებელია შენთვის.
უზომოდ გახარებული ვარ.

შამხათი

ისეთი მაგარი გრძნობაა, ისეთი ამაღლებული, ნამდვილი და ძვირფასი, როცა გამოჩნდებიან ხოლმე თქვენნაირი ადამიანები და ასე გამიფერადებენ დღეს.
ყოველთვის მინდოდა, ამ ისტორიის კი არა, წერის დაწყების დღიდან, რომ ოდესმე შემექმნა რაიმე სულ ცოტათი ღირებული, სულ ცოტათი დასამახსოვრებელი.
თავს მივცემ უფლებას და ვიტყვი, რომ გამომივიდა.
მართალია, აქ მთავარი მეგობრობა იყო და მასზე აშენებული სამყარო.
სიამოვნებით გაგიცნობდით უფრო ახლოს, და ამ უფერულ სამყაროს მხოლოდ მე კი არა, ჩვენ, ყველანი ერთნაირად, სითბოთი და სიყვარულით სავსე ვჭირდებით <3

№11  offline წევრი შამხათი

MariamG

საყვარელო♥ ფეისბუქით კი ვიცნობთ ერთმანეთს და იმედს ვიტოვებ, ოდესმე ისედაც შევხვდებით სადმე.

№12  offline წევრი ბაბუაწვერა

ღმერთო რამდენი ხანი ველოდებოდი ამ ისტორიის დასრულებას. ალბათ პირველი თავიდან მოყოლებული აღელვებული ვამოწმებდი ყველა სიახლესა თუ კომენტარს. ბევრჯერ ვიფიქრე დავიწყებ თქო, მაგრამ საბედნიეროდ ეს სიამოვნება ბოლოსთვის მოვიტოვე.
რა გითხრა არ ვიცი... მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს ისტორია მთელი სიძლიერით ჩაეჭიდება ჩემს გონებას, გრძნობებს და მისი მივიწყების საშუალებას არასდროს არ მომცემს. ემოციები, რომელიც მისი კითხვისას ენაცვლებოდა ერთმანეთს განუზომლად ძლიერი და მრავალფეროვანია.
ნიკო და მათე კი - ეს სრულიად სხვა სამყაროა. უფრო დიდი, უფრო ამაღლებული ვიდრე მეგობრობა და მათ დაიმსახურეს სიმშვიდე და ერთმანეთის გვერდით ყოფნა...მათი ბედნიერებისთვის ესეც საკმარისია. ყველანაირად მესმის ნიკოსი მიუხედავად მისი შეცდომებისა და ცოდვებისა, რადგან "ადამიანები ერთი საქმით არ ფასდებიან". მაგრამ ვერ შევიყვარე ეს პერსონაჟი, ისევე როგორც მაქსიმე "ჰილეგიდან".
შენ კი რა გითხრა... საოცრად რომ წერ ეს უკვე დიდი ხანია გეცოდინება.
გისურვებ რომ ხშირად გვანებივრებდეს შენი მუზა ასეთი შესანიშნავი ისტორიებით
❤❤❤❤❤

№13  offline ახალბედა მწერალი MariamG

ბაბუაწვერა

ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს - იღებდე მკითხველისგან იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე იფიქრებდი.
უღრმესი მადლობა თითოეული სიტყვისთვის, ემოციისთვის.
❤️ვეცდები მალე დავბრუნდე.

№14 სტუმარი Nacka

ძალიან, ძალიან განსხვავებულია და ამიტომ მომეწონა .არ გავს სხვა ისტორიებს მათსავით ბანალური არარის .

№15  offline ახალბედა მწერალი MariamG

Nacka
ძალიან, ძალიან განსხვავებულია და ამიტომ მომეწონა .არ გავს სხვა ისტორიებს მათსავით ბანალური არარის .

დიდი მადლობა <3

№16 სტუმარი გადარეული

დედას ვფიცავარ, ამაზე მაგარი რამე თუ წამეკითხოს. შეენ?! ყველაზე მაგარი ხარ.
გადამრია, გამაფრენინა, დამშოკა და რავიცი, ყველაფერი სასწაული გამიკეთა ამ ისტორიამ.
დავრწმუნდი, რომ სართოდ არაფერში გჭირდება სამოცი კომენტარი მოტივაციისთვის და სრულიად გაკმაყოფილებს ხუთიც კი.
არაა საჭირო ბევრმა გიკითხოს.
მე ვერ გავუძლებ. სულით მესაკუთრე და ეგოისტი ვარ და ეს მძულს ჩემს თავში.
ახლაც, უდიდეს ეგოისტობას გამოვიჩენ და გეტყვი, რომ საერთოდ არ მინდა ვინმემ ეს ისტორია წაიკითხოს.
არ გჭირდება შენ ათასი, მაგრამ უაზრო მკითხველი.
შენ გჭირდება მკითხველი, რომელიც ყოველი სიტყვის უკან ამოიცნობს დაფარულ აზრს და ამ ისტორიის სულში ჩაძვრება.
სრულიად გათიშული ვწერ ამას. ამ წამს დავამთავრე კითხვა და ალბათ ეს ის ერთადერთი შემთხვევა იქნება, როცა ერთხელ წაკითხულს კიდევ წავიკითხავ.
წავიკითხე სერიოზულად სუნთქვა შეკრულმა და დასასრულის დანახვისას ამოვისუნთქე ხმით და ღრმად ჩავისუნთქე ამ კომენტარის დასაწერად.
არ ვიცი უბრალოდ როგორ გადმოგცე ის, რაც ამ წუთას დამემართა.
მილიონჯერ შემიძლია გაგიმეორო, რომ მაგარი ხარ!
დამიპყარი, ამ ისტორიასთან გამაერთიანე და გამთიშე. თვალის დაუხამხამებლად წამაკითხე მთლიანი ისტორია და ლამის ამატირე! ცხვირი ამეწვა და თავი ძლივს შევიკავე.
დასასრული იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო და მგონი, ამაში ყველა დამეთანხმება.
ნიკო გიჟია, ფსიქოპატი, გაუწონასწორებელი ცოდვილი, მკვლელი, ცივსისხლიანი, არასწორიც, მაგრამ იყო მეგობარი და მუსიკოსი. მათესთანაც არასწორი იყო ზოგ შემთხვევაში მაგრამ ის იყო მათეს ნაწილი, ის იყო მათე და მათე იყო ნიკო. ამას ვერაფერი, ვერასდროს ვერ შეცვლიდა.
მათე იყო პიროვნება, კაცი, სამართლიანი, ჭკვიანი, დაფიქრებული, ერთგული და მეგობარი. ნამდვილი მეგობარი. მასში მათეზე მეტად ნიკო ჭარბობდა. ასე რომ არ ყოფილიყო ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. აუცილებლად, მაგრად ჩვენდა და მათდა საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა.
მე არ დავწერ თათაზე, ევაზე, ბელაზე, ლევანზე, რადგან ეს ისტორია მათესი და ნიკოსია, ჩვენი მათესი და ნიკოლაის. მე არ და ვერ შევცვლი ამას.
შენ კი, ავტორო, ბრავო!
მთელი გულით და სულით, ბრავო! ❤

№17  offline ახალბედა მწერალი MariamG

გადარეული

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ისტორია დაიწერა და სრულად დაიდო. მას შემდეგ ყოველდღე, ყოველი გაღვიძებისას ვგრძნობდი საკუთარ გულისცემას და ჩემი მკითხველის ემოციებს, რომელიც არა და არ ქრებოდა.
აი, ასე ეგოისტურად ვიცი, რომ ჩემი ნამდვილი, "ცოტა" ადამიანი კანქვეშ სისხლივით გრძნობს "როიალებს". მე ვარ ყველაზე უფრო ამაყი, ყველაზე უფრო ბედნიერი, ყველაზე იღბლიანი და ყველაზე ღიმილიანი ადამიანი!
უსაზღვრო სიყვარული ჩემგან შენ! უ'დიდესი მადლობა. სითბო, სიტკბო, სიყვარული, ცრემლი, ემოცია - რაც კი "როიალებს" ჩემთვის მოუტანია, თითოეულ თქვენგანს გჩუქნით heart_eyes
მადლობა შენ! საოცარი განწყობა მაჩუქე.

№18  offline წევრი Tushma19

ღმერთო! სიტყვები არ მყოფნის უნაკლოა! რამდენი ისტორია არ წამიკითხავს,მაგრამ ასეთი ემოციები არცერთს არ გამოუწვევია ჩემში...
ყვეკა შენი ისტორია არის იდეალური,სრულყოფილი...
,,როიალებმა" ჩემში ისეთი აღტაცება გამოიწვია,რომ სიტყვებს ვეძებ და ვერ გამვცემ.
ბრავო!
ვისურვებდი , რომ ერთ დღეს დაგებეჭდა
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent