ბოლო იმედი (თავი 3) დასასრული
ანიტა:ნიი ასე გვიან რატომ მოხვედი რახდება ? -მოგიყვები... -მოდი შემოდი, ალბათ გეშიება რაიმე მივირთვათ და მერე მიამბე. -არა იყოს არმშია. სახლში შევედით, მის საძინებელში ავედით და საწოლში კომფორტულად მოვთავსდით. -მიდი აბა დაიწყე გისმენ! -ანიტა, არ ვიცი საიდან დავიწყო, ვერ გავიგე ჩემს თავს რახდება...ბექას დავშორდი.. -რაა??!! ღადაობ ხო? მეკაიფები? -სამწუხაროდ არა! -მოიცა ამიხსენი ნია რახდება რატო დაშორდით ერთმანეთს? -ეგ მეც არვიცი ვურეკავდი და ზარებს არპასუხობდა მისთვის მინდოდა მეთქვა რომ.... -რომ რა? - ...... -ვაიმეე თქვი ნია ვეღარ ვითმენ! - რადა ფეხმძიმედ ვარ ანი! -ღმერთო ჩემო ნიიი როგორ გამახარეეე ნათლიაა ვარ ხო იცი? (იცინის) -მოიცაა რა დროს ეგაა ! ჰოდა ბექასთვის ამის თქმა ვერც მოვახერხე, ჯერ შეხვედრაზე ძლივს დავითანხმე..და რა მითხრა იცი? თურმე მე მასთან ფულის გამო ვყოფილვარ! მითხრა რომ არმიყვარდა მხოლოდ მისი ქონება მაინტერედებდა! -ეგ როგორ გითხრა მაგ ნაძირალამ! ხვალვე შევხვდები და დაველაპარაკები... -არა არგინდა გთხოვ მასთან საუბარს აზრი არ აქვს.. -კი მაგრამ მერე ბავშვი? ამ ამბავს დიდ ხანს ვერდამალავ ხომ იცი? ...თან ჯობია ბექამ იცოდეს ამ ამბის შესახებ. -აღარ ვაპირებ მასთან საუბარს, ხოლო ბავშვს რაც შეეხება მე გავზრდი და მოვუვლი როგორმე მის გარეშეც. -ეგრე არშეიძლება ნია, უნდა გაიგოს ეგ ამბავი - ვთქვი არა და ვსო! ნუ მეწინააღმდეგები. -კარგი როგორც გინდა... -აუუ ანიტა მეძინება ხვალ გავაგრძელოთ საუბარი, დღეისთვის ისედაც ბევრი რამ გადამხდა თავს. -კარგი ტკბილი ძილი! ოთახიდან აპირებდა გასვლას, მაგრამ ვთხოვე რომ დარჩენილიყო, გვერდით მომიწვა და თმებზე დამიწყო თამაში. *** რამდენიმე კვირის შემდეგ ექიმთამ გადავწყვიტე კონსულტაციაზე წასვლა, ანიტაც თან წამომყვა, უკან რომ ვბრუნდებოთ გზაში შევნიშნეთ ვიღაც აგვედევნა... ეს ბექას დედა იყო, ჩემკენ გაცოფებული მზერით მოდიოდა! მოვიდა და კბილებში გამოცრა: -"გაგანადგურებ ნია ფერაძე!" გაოცებული ვუყურებდი არვიცოდი ჩემგან რა უნდოდა...მერე მითხრა რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი მკაცრი ტონით წარმოთქვა: -"შენთან სასაუბრო მაქვს!" -თუ რამეს თქმა გინდათ ქალბატონო ეკა შეგიძლიათ მითხრათ, მაგრამ რას მერჩით იქნებ ამიხსნათ! -მანქანაში ჩავჯექი, ანიტა იქვე სკვერში ჩამოჯდა და იქ მელოდებოდა. -ნია მომისმინე ძალიან კარგად! ბექა საზღვარგარეთ წავიდა ისევ სასწავლებლად, აი მე კი დღეს შევიტყვე, რომ შენ მისგან ბავშვს ელოდები, ეგ ბავშვი არ გაჩნდება! -რას ამბობთ ქალბატონო ეკა! -რას და მაგ ბავშვს ან შენი ნებით მოიშორებ ან კიდევ მე დაგეხმარები! -არა თქვენ ამას არიზამთ, მე არდავთმობ საკუთარ შვილს...ეგ თქვენი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ თქვენთან სასაუბრო მეტი არაფერი მაქვს! მანქანიდან გადმოვედი და ანიტასთან მივედი, ყველაფერი ვუამბე რაც იმ ალქაჯმა მითხრა, დაიბნა უკვე აღარვიცოდით რაგვექნა, ცოტახანში გავიგეთ, რომ ჩემი და ბექას დაშორება ეკას იდეა ყოფილა, თავიდან შეძლებული ოჯახი იყო, საკუთარი კომპანიაც ჰქონდათ, მაგრამ მერე ვალები დადებიათ და ბექასთვის ვიღაც "ფულიანი მამიკოს" გოგო უპოვიათ, მასზე დაქორწინებას აპირებდა და ამით ოჯახსაც იხსნიდა კომპანიის გაკოტრებისგან, მაგრამ ამ გეგმის შესახებ ბექამ არაფერი იცოდა, ყველაფერი დედამისის დაგეგმილი იყო, ახლა კი ასე დაჯინებით მიტომ მოითხოვდა ამ ბავშვის მოცილებას რომ დარწმუნებული იყო როდესაც მისი შვილი ამ ამბავს შეიტყობდა ჩემთან დაბრუნდებოდა.... *** იმ ალქაჯმა მისას მიაღწია! შვილი მომიკლა, ჯერ არ დაბადებული, უცოდველი ბავშვის სიცოცლე გაანადგურა, მერე ჩემს გასამწარებლად მხოლოდ ეს არიკმარა და ფსიქიატრიულში გამომკეტა! იცით?! მე შვილი დავკარგე! მე შვილი დავკარგე! მე შვილი დავკარგე! ახლა,ამ მარტოდ მარტო ვარ! ფსიქიატრიულის კედლებში გამოკეტილი და შენზე ფიქრი მკლავს დედი...! მე შვილი მომაკვლევინეს! არ მინდოდა! ”ასე იყო საჭიროო” მეუბნებოდნენ. უმსგავსოებო! შვილი მომიკალით! არარაობებო! თქვენი ბრალია! იცით რა გრძნობაა,როდესაც მის გარეშე ხარ, როდესაც ვერაფერს აკეთებ მის გადასარჩენად! მე ჯერ არდაბადებული შვილი მიყვარდა,მიყვარს და მეყვარება! პატარა ნათება იყო ჩემს ცხოვრებაში და ისიც, გააქრეთ,გააქარწ....თ და ჩამიხშეთ! გრცხვენოდეთ! მე შენთან მოვალ! ჩემო პატარა მაგრამ ჯერ პასუხს აგებს შენი მკვლელები! ეკამ ყველა მოისყიდა ფულის სანაცვლოდ რას აღარ აკეთებს ადამიანი! ექიმებს ბევრი ვეხვეწე, რომ ეს არ გაეკეთებინათ მაგრამ.... ეკა...ეკა...რადგან ფული ჰქონდა ეგონა ყველაფერს გააკეთებდა და ყველას მის ჭკუაზე ატარებდა, მაგრამ ინანებ! *** ძალიან გამიკვირდა როდესაც ბექა ფსიქიატრიულში დავინახე, როგორც გაირკვა თურმე სიმართლე გაუგია! ყველაფერი გაუგია რაც კი დედამისმა გამიკეთა, ბოდიში მომიხადა და პატიება მთხოვა, მაგრამ განა ბოდიში შველის კი საქმეს ? ..... ექთანს დაუძახა და ჩემი გამოშვება უბრძანა, თავიდან შეეწინააწმდეგა, მაგრამ შემდეგ ბექამ დაემუქრა და უთხრა,რომ თუ არგამიშვებდნენ ფსიქიატრიული კლინიკიდან პრობლემებს შეუქმინდა და პასუხს აგებდა თითოეული ადამიანი, ვინც ფულის სანაცვლოდ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი გამომკეტეს აქ! სხვა გზა არქონდათ, ჩემი ნივთები შემომიტანეს და იქაურობა დავტოვეთ! წარმოგიდგენიათ რამხელა ბედნიერება იყო თავისუფლების შეგრძნება?! ამდენი ხნის შემდეგ მზის სხივის დანახვა.... -ნია ჩაჯექი მანქანაში სახლში მიგიყვან. -არა! ჩემით წავალ! -ნია შორი გზაა მე მიგიყვან! -არათქო ხო გითხარი! დედიკომ რომ გაიგოს რაც დღეს გააკეთე ხომ იცი რომ ძალიან გაგიბრაზდება და დაგსჯის! ირონიულად მივაძახე. -ნია რაებს ბოდავ?... -ძალიან კარგად იცი რასაც! ბექა შენ დედაშენის ჭკუაზე გაიარე, მისი ზემოქმედების ქვეშ მოექეცი ამხელა ბიჭი! ჩემში ეჭვი შეიტანე! არ მენდე და ამ ყველაფრის შემდეგ როგორ გგონია არაფერი შეცვლილა?....დედაშენმა ერთადერთი შვილი მუცელშივე მომიკლა! ჯერ არ დაბადებული უცოდველი ბავშვი ისე მოაკვლევინა ექიმებს, რომ ოდნავაც კი არაღელვებულა! ის ხომ მისი შვილიშვილი იყო! ეს ბავშვი ჩვენი სიყვარულის ნაყოფი იყო! გესმიის საერთოდ ეს რას ნიშნავს ? არც თუ ისე დიდი დრო გავიდა ბექა მას შემდეგ, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა! იცი როგორ საშინლად მენატრებოდა ძველი დრო? შენი ჩახუტება, საუბარი, ყველაფერი ის რაც ოდესღაც შენ გიკავშირდებოდა,მინდოდა ისევ ძლიერად ჩაგეკარი გულში, ისევ ათასი სიგიჟე ჩაგვედინა ერთად ! მაგრამ ახლა უკვე აღარ! ახლა ყველაფერი შეიცვალა და მე ვიცი რომ ეს დრო არასოდეს დაბრუნდება! ცხოვრება ფრაგმენტებიდან ამოგლეჯილი მომენტებისგან შედგება, რომელსაც მეხსიერებაში მივუჩენთ ადგილს! დრო უკანმოუხედავად მირბის, ერთ დღესაც უკან მოვიხედავთ და ხელში ან ბედნიერი მოგონებები შეგვრჩება ან ძალიან მწარე და მტკინვეული! -მაპატიე ნია! გთხოვ მაპატიე,ვიცი!ვიცი! საყვარელო რა ტკივილის გადატანაც მოგიწია პატარა ასაკში და ჩემი ბრალია, გპირდები ყველაფერს გამოვისყიდი ჩემო ერთადერთო,უბრალოდ მაპატიე! დედაჩემმა შენი თავი წამართვა და დამაკარგვინა, გპირდები არავის შევარჩენ იმას რაც შენ გაგიკეთეს... -იცი ბექა? თავიდან, როცა გაგიცანი მეგონა მუდამ ერთად ვიქნებოდით, ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებდა, გვექნებოდა ლამაზი და ბედნიერი ოჯახი, მაგრამ თურმე რა მწარედ ვცდებოდი.... მეგონა ჩემი ბედისწერა იყავი, ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებულები, მეგონა დრო მხოლოდ სიყვარულს გააძლიერებდა არადა პირიქით მოხდა...მეგონა ვიპოვე შენი სახით ცხოვრების თანამეგზური მაგრამ აქაც შევცდი! მე შენში შევცდი! მე იმდენად გენდე, რომ მთელი საკუთარი თავი შენ მოგიძღვენი, მე შენით ვიყავი ბედნიერი, მაგრამ ახლა შენ ჩემს წინ დგეხარ და მე შენს მიმართ ვეღარაფერს ვგრძნობ, არა უფრო სწორად ვგრძნობ და ეს გრძნობა ზიზღია! ზიზღი იმისთვის რაც შენ და დედაშენმა გამიკეთეთ თქვენ მე ცხოვრება დამინგრიეთ! ხვდები ეს რას ნიშნავს ? თქვენ მე გამაუბედურეთ.!! და ფიქრობ ამ ყველაფრის შემდეგ ბოდიში უშველის ჩვენს ურთიერთობას ? ძალიან ცდები! -მაგრამ ნია....მე შენ ისევ მიყვარხარ, მენატრებოდი, მართლა ძალიან ვნანობ რაც ჩავიდინე, როგორ გამოვისყიდო ეს დანაშაული ის მაინც მითხარი! -რა ბანალურია!საკუთარი თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე ბექა, გამოიარე ის რაც მე გადავიტანე! და მიხვდები რომ ამას ვერაფრით გამოისყიდი! ახლა კი კარგად ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.