შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავთვალება მონსტრი(თავი 1)


23-06-2017, 23:26
ავტორი Deachkkaa
ნანახია 2 464

-ანასტასია მომეხმარე-გაბრაზებულმა დაუყვავა დივანზე წამოგორებულ,ტელეფონში მომზირალ ქალიშვილს და კიბეებს აუყვა.
-აუ დეე,ორი წუთიც და მოვალ-სწრაფად მისწერა დაქალს შეტყობინება,ტელეფონი მაგიდაზე შემოდო და დედას უკან გაჰყვა-აბა ახლა რას ვაკეთებთ?
-მე ოთახებს დავალაგებ,შენ სარდაფს მიხედე-ბრძანება გასცა ქალმა
-ყველაზე რთული მე შემომტენე იაკო?-სიმწრით გაიცინა ანასტასიამ და დედას მწყრალად შეხედა
-ნუ გეზარება ტასო,ხომ გიხაროდა ახალ სახლში გადმოსვლა?ხოდა ამ სახლს დალაგებაც უნდა-გაეცინა და პირველივე ოთახში შევიდა.
გაბრაზებულმა გააქნია თავი,დალაგებისთვის საჭირო ნივთები მოიმარაგა და სარდაფში შევიდა.შავი,ჩაბნელებული ოთახი ობობების ბუდედ ქცეულიყო.როგორც კი ფეხი შეადგა ოთახში,მაშინვე იატაკმა საზარელ ხმაზე დაიწყო ჭრაჭუნი.სანათი ძლივს-ძლივობით მოძებნა და შუქი აანთო.სარდაფს თვალი მოავლო და გულში უსიამოვნოდ გაჰკრა.ნახევრად ჩამოგლეჯილ კედლებზე შიშის მომგვრელი ნახატები ეკიდა,კუთხეში დიდი კარადა იდგა,სადაც უამრავი წიგნი ეწყო.მაშინვე კარადისკენ დაიძრა.ძველ,მტვერდადებულ წიგნებს თვალი შეავლო და ყველაზე დიდი,ტოლსტოის "აღდგომა", გადმოიღო.ფურცლებს შორის დარჩენილმა სივრცემ მიახვედრა გოგონა,რომ შიგნით რაღაც უნდა დებულიყო.სწრაფად გადაშალა წიგნი და იქიდან კონვერტი ამოაძვრინა.
"ჩემს საყვარელ ტანიას"-გაკრული ხელით ეწერა კონვერტზე.ანასტასია საშინელმა სურვილმა შეიპყრო ენახა თუ რა იდო კონვერტში.სწრაფად გახსნა,ერთადერთხელ გახსნილი კონვერტი, და წერილი ამოაძვრინა.რამდენიმე წუთით შეჩერდა,ორჭოფობდა,მისი ერთი 'მე' მოუწოდებდა წერილი უკან დაებრუნებინა,ხოლო მეორე ,უფრო აქტიური , "მე" წაკითხვას აძალებდა.რამდენჯერმე გახსნა და დაკეცა არც თუ ისე დიდი წერილი,რომლისთვისაც წლებს თავისი კვალი დაეტოვებინა და გაცრეცილიყო.ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა ,იქვე მდგომ მტვრიან სკამზე ჩამოჯდა და წერილი გაშალა.
"გამარჯობა ჩემო საყვარელო ტანიუშა.ალბათ გიკვირს როგორ გავბედე მოწერა,მაგრამ მეტი აღარ შემიძლია.ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე იას დავშორდე.შენს გამო ყველაფერი მიღირს,ყველას და ყველაფერს მივატოვებ ოღონდ შენ იყო ჩემთან.ხომ მოხვალ ჩვენს ადგილას ტანიუშა?ხომ მაპატიებ? იცოდე ვერ გადავიტან,თუ მიმატოვებ ვერ გავუძლებ უშენობას.გახსოვს ანასტასია შენთან რომ მოვიყვანე?ახლა ხშირად გახსენებს ,ძალიან მოეწონე.იქმებ შემდეგ ერთადაც ვიცხოვროთ ტანიუშა?ვიცი სიგიჟემდე გიყვარვარ,ვიცი შენც ჩვენი სიყვარულის გამო ყველაფერს იზამ.ამიტომ გელოდები ჩვენს პარკში თერთმეტ საათზე.
სიყვარულით ბერო"
გულში უსიამოვნოდ გასწკმინტა,წერილი დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.ასე არ შეიძლება ყოფილიყო,ეს რეალობა ვერ იქნებოდა.ნუთუ ის იყო ვისზეც ფიქრობდა?თავი გააქნია უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად და გაბრუებული წამოდგა ,უკვე ნახევრად დამტვერილი,სკამიდან.ტილო წყალში დაასველა,გაწურა და თაროებიდან მტვერი აიღო,თან თითოეულ უჯრას აღებდა და ტილოს იქაც უსვამდა.ერთ-ერთ უჯრაში რამდენიმე ფოტოს წააწყდა.დაინტერესებულმა გამოიღო და დააჩერდა ბედნიერი სახით მომზირალ,ხელჩაკიდებულ წყვილს რომლებიც ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.ფოტო ამოატრიალა და ლამაზად დაწერილ,მცირე აღწერას,შეხედა.
'მე და ბერო ბერლინში 24.06.1998'
ფოტო გვერდით გადადო და ახლა მეორე ფოტოზე გამოსახულ საკმაოდ სიმპატიურ მამაკაცს დააკვირდა.დიდი ლამაზი ტუჩების ზემოთ,პატარა ხალი ჰქონდა,ზუსტად ისეთი როგორიც ანასტასიას.თითქოს გოგონა ფოტოზე თავის ბიჭ ვერსიას ხედავდა.გული შეეკუმშა და სუნთქვა გაუძნელდა.ფოტო კვლავ ამოატრიალა და წარწერას დააჩერდა
'ჩემი ბერო. 5.06.2000'
მძიმედ ამოისუნთქა და კამოდს დაეყრდნო.თავი საშინლად ასტკივდა,თითქოს ტვინში ჩაქუჩს უკაკუნებდნემ.იაკოს თითოეული სიტყვა გაახსენდა მამამისზე და მწარედ ჩაეცინა.ყველაფერი ტყუილი იყო.მთელი მისი ცხოვრება ტყუილი იყო.
-რატომ მაინც და მაინც ეს სახლი?-გულმოკლულმა ამოიხრიალა და ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა.ლასლასით გავიდა სარდაფიდან და იაკოს ჩამწყდარი ხმით დაუძახა.
-რა მოხდა ტასო?-შეშინებული გამოვარდა ქალი და ხელები დაიფერთხა.გოგონამ ფოტო ცხვირ წინ ააფარა და მის რეაქციას დაელოდა.ქალს სახიდან ფერები გადაუვიდა,თვალები აუწყლიანდა და საწყალი სახით შეხედა ანასტასიას.
-ანასტასია მე..მე-ამოიხავლა და თავის შესამაგრებლად კედელს მიეყრდნო
-რატომ მომატყუე დედა?-ამოიტირა გოგონამ
-მე..მე
-რა შენ დედა? რა შენ?რატომ მატყუებდი?რატომ იცავდი?-ცრემლიანი თვალებით შეხედა და ფოტო გვერდით მოისროლა.-ასე არ უნდა მომქცეოდი დედა.ყოველთვის..ყოველთვის ვამაყობდი მამაჩემით,ყოველთვის მეგონა ყველაზე კარგი და წმინდა იყო.ეს როგორ..რატომ დედა?-ცრემლებმა ლოყები დაუსველა და ლავიწებზე გადაინაცვლა
-ანასტასია..არ მინდოდა გესმის?არ მინდოდა გაგეგო როგორ მომექცა,როგორ მოგვექცა ჩვენ-ამოიტირა-მინდოდა კარგი გგონებოდა,მინდოდა შენს მეხსიერებაში ისეთი დარჩენილიყო როგორიც ადრე.რატომ,ღმერთო რატომ გამოდგა ეს სახლი იმ ქალის?-ხელები მაღლა აღმართა იაკომ და მწარედ ამოიკვნესა.
-უნდა გეთქვა-თავი გააქნია და ცრემლები მოიშორა-ხედავდი როგორ მიჭირდა,ხედავდი რამდენს ვტიროდი მის გამო.
-არ მინდოდა გეძებნა,არ მინდოდა მასთან გდომოდა დარჩენა-წამოიყვირქ ქალმა
-ეგოისტი ხარ ია!როგორ ფიქრობ ის შემიყვარდება?ადამიანი რომელმაც მიმატოვა? გგონია ასე იქნება?-მწარედ ამოიოხრა და თვალებში ჩააჩერდა
-მე...არ ვიცი..იქნებ მასთან მოგინდეს?
-იცი სადაა?
-ანასტასია...
-იცი სადაა მეთქი?
-ვიცი,რომ საქართველოში დაბრუნდა.
-იმიტომ დამთანხმდი თბილისში გადმოსვლაზე?
-ხო
მწარედ ჩაიცინა გოგონამ და თავი გააქნია.
-უნდა მოვძებნო-იაკომ შეშლილი სახით შეხედა ქალიშვილს და თვალები დაუქაჩა
-რატომ? რათ გინდა?
-პასუხები მინდა დედა.მაინტერესებს რატომ გააკეთა ეს.მინდა თვალებში მიყუროს და ამიხსნას რატომ ჩაიდინა ეს.მინდა შემომხედოს და დაინახოს რა დაკარგა!-გაბზარული ხმით წარმოთქვა
-კარგი-ამოიოხრა ქალმა და კედელზე ჩასრიალდა
-არ მოიწყინო დეე-გვერდით მიუჯდა და ხელები შემოხვია ქალს-გეფიცები ამ საქციელს ვანანებ-გაუღიმა და ლოყაზე აკოცა
-არ მინდა დაიტანჯო ტასო.არ მინდა შენც გული გეტკინოს-ლოყაზე მოეფერა
-ბათუმში იქნება ხო?
-არ ვიცი.ალბათ
-კარგი.ხვალ დავბრუნდები იქ
-იქნებ არ გინდა?-იმედიანად შეხედა ქალმა
-დედა-ამოიოხრა და წამოდგა-მოდი ადექი,გავაგრძელოთ დალაგება-ძალით გაუღიმა და სარდაფში დაბრუნდა.რამდენიმე საათი მოანდომა დალაგებას.წელი საშინლად ასტკივა,მხრებში გაიშალა და წელი გაივარჯიშა.
-მორჩი ?-სამზარეულოში შესულს მიაძახა იაკომ
-კი-დაღლილმა ამოიგმინა და სკამზე ჩამოჯდა
-დე..-წამოიწყო ისევ ქალმა-დარწმუნებული ხარ?
-კი !-მტკიცედ წარმოთქვა
-კარგი -ამოიოხრა და კარტოფილიანი თეფში წინ დაუდგა-ჭამე და დაისვენე
ხმის ამოუღებლად შესანსლა კარტოფილი,ალუბლის წვენიც დააყოლა და მადლობის მოხდის შემდეგ ავიდა თავის ოთახში.ჯერ მხოლოდ სამი დღე იყო რაც ბათუმიდან თბილისში გადმოვიდა.თავიდან ორჭოფობდა,დამამთავრებელ კლასში იყო და არ უნდოდა სკოლის გამოცვლა,მაგრამ მოულოდნელად იაკო დათამხმდა.ანასტასიაც მიხვდა ახლა რომ არ გამოეყენებინა შანსი,შემდეგ გვიანი იქნებოდა.
საწოლზე ვარსკვლავის ფორმაზე გაწვა და ხვალინდელ დღეზე დაიწყო ფიქრი.ნეტავ იცნობდა?ან საიდან უნდა დაეწყო ძებნა?იქნებ სახელიც გამოიცვალა,ბეროს ხომ მოფერებით ეძახდნენ.სინამდვილეში არც იცოდა რა ერქვა.თავი გააქნია და თვალები დახუჭა.გადატვიდთული დღის გამო მალევე ჩაეძინა.
დილით ადრიანად გაეღვიძა.დიდი ჩანთა აიღო და მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჩაალაგა.დაბლა ფეხაკრეფით ჩაიპარა,სამზარეულოში მოფუსფულე იაკოს უკნიდან მიეხუტა და ლოყაზე აკოცა
-შენ რა.. ტირი?-გაბრაზებულმა შემოატრიალა და თვალები დაუბრიალა-არ დავინახო იტირო იცოდე!
-ხომ იცი სადმე რო მიდიხარ სულ ვნერვიულობ.ახლა მითუმეტეს-თავი იმართლა ქალმა
-დე მამ...ბეროს ნამდვილი სახელი რა არის?-მამის დაძახება ვეღარ გაბედა.აღარ შეეძლო იმ ადამიანისთვის ,ვინც უმოწყალოდ დატოვა 5 წლის ქალიშვილი ვიღაც ქალის გამო,მამა ეწოდებინა
-ბექა..ბოტკოველი
-კარგი-აქამდე ეგონა მამის გვარზე იყო,როგორც ჩანს შეცდა
-რომელზე მიდიხარ?
-თორმეტ საათიანს გავყვები
-ანუ უკვე უნდა წახვიდე?
-ხო-ძალით გაუღიმა და ჩაეხუტა-იცოდე არ ინერვიულო.მალე დავბრუნდები
-კარგი-ისედაც აჩეჩილი თმა უფრო აუჩეჩა .ბუზღუნით გაისწორა თმები,ტანსაცმლით გატენილი ჩანთა მხარზე მოიგდო,ტელეფონი ხელში დაიკავა ,იაკოს დაემშვიდობა და სახლი დატოვა.ტაქსი გააჩერა ,ჩანთა შეაგდო და ჩაჯდა
-მატარებლის სადგურში(ან მხოლოდ სადგური) წამიყვანეთ.
კაცმა თავი დაუქნია და მანქანა უხმოდ დაძრა.ნახევარ საათში მივიდა სადგურში.ფული გადაუხადა მძღოლს და მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა.ბილეთი აიღო,ბათუმისკენ მიმავალი მატარეებელი მოძებნა და შიგნით შეხტა.თავისი ადგილი დაიკავა,ჩანთა მაგიდაზე შემოდო და ფანჯარაში გაიხედა.ადამიანები ქაოსურად დარბოდნენ აქეთ-იქით და ცდილობდნენ მათთვის საჭირო მატარებელი სწრაფად ეპოვათ.გოგონა რამდენიმე მათგანს თვალს აყოლებდა და ამით ცდილობდა გონება სხვა რამეზე გადაეტანა.კაბინის კარი ხმაურით გაიღო და შიგნით სამი,ერთმანეთზე სიმპატიური,ბიჭები შემოლაგდნენ.
-გამარჯობა-ომახიანად შემოსძახა მაღალმა,ქერა ბიჭმა და ანასტასიას გვერდით დაიკავა ადგილი.
-გამარჯობა -მკრთალად გაიღიმა და მის წინ ,ახლად დამჯდარ, შავგრემან ბიჭს მიაჩერდა.
-მე ცოტნე ვარ-კვლავ წამოიწყო ქერამ-ეს გიგაა-მიანიშნა საშუალო სიმაღლის,თაფლისფერთვალება ბიჭზე-ხოლო ეს-თითი ანასტასიას წინ მჯდომ ბიჭისკენ გაიშვირა-ეს ჩვენი ანდროა
-სასიამოვნოა-გაიღიმა და კარგად მოკალათდა-მე ანასტასია ვარ
-ლამაზი სახელია-მომაჯადოვებლად გაუღიმა ცოტნემ
-მადლობა-ჩაიცინა გოგონამ და ანდროს მიაჩერდა.ბიჭს შავი,საშუალო სიმაღლის, თმა ,შავი კაშკაშა თვალები და დაბალზე ,ლამაზად შეკრეჭილი წვერი ჰქონდა.შუბლშეკრული იჯდა ანასტასიას წინ და გოგონას ზედაც არ უყურებდა.
-ბათუმში მიდიხარ ხო?-კვლავ წამოიწყო ცოტნემ
-რა უცნაურ კითხვას მისვამ-გაეცინა გოგონას
-ხო ვიცი -ჩაიცინა-უბრალოდ სალაპარაკო თემას ვეძებ
-შეეშვი-უკმეხად ამოილაპარაკა შავთვალებამ
-რაგჭირს ტოო -დაეჭვებულმა შეხედა.ბიჭმა ცხვირი აიბზუა და ფანჯარაში გაიხედა
-დასასვენებლად მიდიხარ ანასტასია?-ამჯერად კითხვა გიგამ დასვა
-არა,რაღაც საქმეები მაქვს-გაუღიმა-თქვენ?
-მეგობარი ჩამოგვივიდა და თავზე უნდა დავადგეთ-გაიცინა თაფლისფერთვალებამ
-გასაგებია-გაიღიმა და ფანჯარაში გაიხედა.ამის შემდეგ რამდენჯერმე ილაპარაკეს.უმეტესად ცოტნე და გიგა ლაპარაკობდნენ,ათასში ერთხელ თუ იკადრებდა შავთვალება ხმის ამოღებას.ანასტასიას უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა მის შემხედვარე.ვერ ხვდებოდა როგორ მეგობროდნენ ასეთი კარგი ბიჭები,როგორებიც ტოცნე და გიგა იყვენენ,ასეთ უჟმურ მონსტრთან.თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ არ მოსწონდა ბიჭი.ალბათ ყურადღება მიჩვეულს,მისმა სრულმა იგნორმა ნერვები მოუშალა.მინას თავი მიადო და თვალები დახუჭა.მეორე დღეს მატარებელი ბათუმის სადგურში გაჩერდა.ჩანთა მხარზე შემოიგდო და ბიჭებთან ერთად ჩამოვიდა მატარებლიდან.
-ახლა საით მიდიხარ ანა?-დაინტერესებულმა იკითხა გიგამ
-ჯერ ჩემს მეგობარს მოვინახულებ,შემდეგ საქმეებს მივხედავ-გაუღიმა
-მოდი შენი ნომერი ჩამაწერინე და გნახავთ კიდევ
-ბათუმი პატარაა..თუ მოინდომებთ კიდევ შევხვდებით-გაიღიმა ,მხრები აიჩეჩა და ტაქსსში შეხტა.მისამართი უკარნახა და თავი მინას მიადო.ყოველთვის უყვარდა ბიჭებთან თამაში,არ მოსწონდა როცა მათ ადვილად აძლევდა იმას,რათ მათ სურდა.ახლაც ხომ შეეძლო ნომერი ეთქვაა? მაგრამ არა,ანასტასიამ ისევ თამაში გადაწყვიტა.უნებურად ფიქრები შავთვალებაზე გაექცა.ყოველთვის იზიდავდა მისნაირი ბიჭები.ფიქრობდა მათთან არასდრის მოიწყენდა და არასდრის მობეზრდებოდა მათნაირებთან ყოფნა.არა განა მეგობრობა არ შეუძლია? მეგობრობით ყველანაირ ადამიანთან მეგობრობდა ,მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხებოდა,გოგონა მუდამ ფრთხილობდა.ვერ იტანდა ერთფეროვნებას ,ამიტომ არ შეეძლო ერთფეროვან,მოსიყვარულე ხალხთან გაება რომანი.შეიძლება ესაა მიზეზი იმისა ,რომ ჯერ არასდროს ყოლია შეყვარებული.




გამარჯობა <3 დავბრუნდი.თავიდან ვიფიქრე ჯერ დავამთავრებ და შემდეგ ავტვირთავ სრულად მეთქი,მაგრამ ვერ მოვითმინე <3 ძალიან მომენატრეთ ამ რამდენიმე დღეში <3 ვიცი პატარა თავია მაგრამ გპირდებით მომდევნო აუცილებლად დიდი იქნება.აბა რას ფიქრობთ დასაწყისზე?მოგწონთ?რას ფიქრობთ როგორ განვითარდება მოვლენები? <3



№1 სტუმარი mariami iii

ძააან მაგარიაა ველოდებიი შემდეგსს მოუტმენლადდ აუუ არრ დააგვიანო ხოლმეე რა დადება ახალი ტავის და სჰეეცადე ცოტა დიდიი თავებიი დადოო გტხოვვ <3

 


№2 სტუმარი Guest bubu

dzalian momwons, eseni albat beqas sanaxavad midian

 


№3  offline წევრი ki si

Dalian m momwona da aris erti adamiani romelic shavtvalebam momagona <3

 


№4  offline წევრი Deachkkaa

mariami iii
ძააან მაგარიაა ველოდებიი შემდეგსს მოუტმენლადდ აუუ არრ დააგვიანო ხოლმეე რა დადება ახალი ტავის და სჰეეცადე ცოტა დიდიი თავებიი დადოო გტხოვვ <3

მადლობა <3 ყველანაირად ვეცდები ყოველ დღე დავდო

Guest bubu
dzalian momwons, eseni albat beqas sanaxavad midian

მადლობა<3 ვნახოთ ვნახოთ

ki si
Dalian m momwona da aris erti adamiani romelic shavtvalebam momagona <3

მადლობა ^^ ძალიან კარგი

 


№5 სტუმარი Guest pawuka

Dzalian kargia da imedia male dadeb

 


№6  offline წევრი Deachkkaa

Guest pawuka
Dzalian kargia da imedia male dadeb

მადლობა <3

 


№7  offline წევრი Merri

საყვარელია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent