შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(თავიXIII)


24-06-2017, 00:20
ავტორი Marizza0512
ნანახია 1 371

ნუკას პასუხი არ გაუცია,დაწვა და ჩაეძინა.მას დაესიზმრა ერთი მოხUცი ქალი,რომელსაც ნუკას ხელი ეჭირა და წინ მიუძღვოდა,ბნელი გვირაბიდან სინათლისკენ...
– გეხვეწებით დამეხმარეთ ...არ ვიცი რა ვქნა ...ვერ ამირჩევია.
– ზოგჯერ როდესაც ვერ წყვეტ,ეგეც არჩევანია..ჯერ ახალგაზრდა ხარ,ეს არაა არც პირველი და არც უკანასკნელი სირთულე,გზად კიდევ ბევრი დაბრკოლება შეგხვდება,მაგრამ თვალი უნდა გაუსწორო მათ და გადალახო ისინი..გახსოვდეს ,თუ ვერ წყვეტ ,ესაა სწორად შენი არჩევანი....
ნუკას გამოეღვიძა.ამ სიზმარმაც დააბნია იგი და ფიქრებში დაათენდა.

– ქეთა...გოგო დღეს დედაჩემს მეგი დეიდა შეხვდა და უთხრა რომ ნუკას ბილეთი აქვს აღებული და ხვალ ესპანეთში მიფრინავსო.-დაურეკა და მოუყვა მარიმ
– რაა??
– ხო გოგო...დეპრესაშიაო,ამბობს აღარ მინდა აქ გაჩერებაო...
– აუუ ჩვენ კიდე ტელეფონზეც არ ვუპასუხეთ...ალბათ იფიქრა რომ ნუკას მხარი დავუჭირეთ და მას ბოიკოტი გამოვუცხადეთ.
– ნაწილობრივ მართალია,ნიცასთან ვიყავით სახლში ამ ისტორიას ვისმენდით.როგორმე უნდა შევარიგოთ ესენი,ბიჭები მიდიან და მოდიან დაქალები კი რჩებიან.
– გეგმა მაქვს...
– გისმენ.
– ორივეს ვურეკავთ და ჩემთან სახლში ვუნიშნავთ შეხვედრას ,5 წუთს სხვაობით და ერთ ოთახში ვკეტავთ,სანამ არ ილაპარაკებენ და არ შერიგდებიან ,იქამდე არ გამოვუშვებთ.
– ძაან კარგი..მაგრამ რა გარანტია გაქვს რომ ნუკა მოვა ??
– ეგ მე მომანდე..
– კარგი.
ნუკა ძალიან გააკვირვა მარის ზარმა
– შენ მეკლაპარაკები ??
– რატო არ უნდა გელაპარაკებოდე??
– რავიცი აბა ეგ შენ უნდა მითხრა,ჩემს ზარებს არ პასუხობთ და რა უნდა ვიფიქრო??
– გეფიცები არაფერი ხდება,უბრალოდ იმ დღეს ნიცასთან ვიყავით სახლში და ზარის ხმა არ გვესმოდა,მასთან დავრჩით ღამე და დილით კი შენი წასვლის ამბავი გავიგე.
– კი..დაახლოებით ვხვდები ვისგანაც...
– მოკლედ მინდა რომ ჩემთან ამოხვიდე,ვილაპარაკოთ,წასვლას თუ ვერ გადაგაფიქრებინებთ ,გამოსამშვიდობებელი წვეულება მაინც გექნება...
– კარგი ხო მოვალ. 4-ზე შეგიძლია ??
– კი,ამოდი.
არ გასულა ერთი საათიც და ნუკა მივიდა მარიამთან სახლში.
– შემოდი შემოდი,მიდი დადე ჩანთა და წავიდეთ ჩემთან ოთახში.. უცებ, უცებ–უებნებოდა მარიამი და თან აწვებოდა თავისი ოთახის მიმართულებით.
– რაიყო ,რა დაგემართა?
– მიდი მერე აგიხსნი.
– კარგი ხო შევდივარ ..უიმე!
– ჰოდა ძალიან კარგი–ჰკრა ხელი ნუკას თავის ოთახში და კარი გასაღებით გადაკეტა.იქ მას ნიცა დახვდა რომელიც საწოლზე იჯდა და მარიამის „სერიოზულ სალაპარაკოს და სასწრაფო საქმეს“ ელოდა,ნუკამ რომ დაინახა თქვა:
– მოიცა მოიცა რა ხდება ახლა აქ ??? მარიამ, ახლავე გაარე ოთახი
– არაფრის გაღებას არ ვაპირებ,სანამ თქვენ ორი არ შერიგდებით ,იქამდე მანდ მოგიწევთ ჯდომა.
– სულელი ხომ არ ხარ გოგო შენ..ამბობდა და კარზე ბრახუნს განაგრძობდა.
– მართლა მორჩით ახლა,ამაზე სულელური იდეა ჯერ თავში არ მოგსვლიათ–ამოიღო ხმა ნიცამ და ისიც ეძგერა კარს.
– მარიი...მარიამმ
– მაგარია,ყველაფერთან ერთად დაყრუვდა კიდეც,უფრო სწორად იყრუებს.
– მაგიდაზე დევს ალბომი. გადაშალეთ ორივემ და ნახეთ,შემდეგ კი მოვიფიქრებ გაგიღოთ თუ არა კარი...
სხვა რა გზა ჰქონდათ,ერთმანეთს თვალი ვერ გაუსწორეს,სიბრაზის გამოვლინება იყო ეს თუ სირცხვილის??მივიდნენ და გადაშალეს ალბომი,რომელშიც,როგორც აღმოჩნდა იყო მათი ბავშვობის დროინდელი ფოტოები,7 წლიდან მოყოლებული დღემდე,დაიწყეს თვალიერება და სიცილი,ერთი ფოტო იმდენ მოგონებას აღვიძებდა,რომელ ერთზე ელაპარაკათ ვერ გადაეწყვიტათ,ბოლოს ორივეს გაეცინა..
– აუ რაზე ვჩხუბობთ ???–იკითხა ნუკამ სიცილით..
– აზზრზე არ ვარ...როგორ დავუშვით რომ ჩვენს შორის ჩადგნენ ბიჭები ???
– აი ეგ მეც არ მესმის, და რაც შეეხება კოტეს...
– არ გინდა არაფრის ახსნა,გუშინ კოტემ დამირეკა და ყველაფერი ამიხსნა,არვიცი საიდან ,მაგრამ გაიგო ჩვენი ჩხუბის შესახებ...
– მაინც რა გითხრა ???? ან და რა მნიშვნელობა აქვს ...მოდი აქ ბუტიავ –უთხრა ნუკამ და ჩაეხუტა.
– მიხარია რომ შევრიგდით..მაგრამ უნდა იცოდე,ამ ბიჭს მართლა ძალიან უყვარხარ,პირველად რომ გავიცანით სულ სხვანაირი იყო და ამ 2 დღეში სულ სხვა კუთხით წარმოაჩნა საკუთარი თავი.
– კარგი რაა!აი ეგ არ მესმის გოგო,როდის მოასწრო ან ჩემი გაცნობა,ან შეყვარება...რაღაც არ მეჯერება
– მე ასე მითხრა 2 წლის წინ რომ გავიცანი კლუბში,იმის მერ მომწონდა,მაგრამ გავიგე რომ შეყვარებუი ჰყავდა და იმ ეტაპზე შევეშვიო,მაგრამ როდესაც დაჩისთან ერთად დავინახე ,ავადმყოფურმა ეჭიანობამ წამომიარა,მე თვითონაც არ ვიცი რის გამოო...
– აუუ ..გადამრევენ ესენი რააა...არა უეჭველი უნდა დავბრუნდე მადრიდში, რაღაც მემართება აქ რომ ვარ ხოლმე,ჯობია აქაურობას გავეცალო..
– რა გოგო??? მოიცა და მათ გამო რატომ მიდიხარ ???
– გოგო ვერ ხედავ რა სიტუაციაში ვარ? იქ დათუნაო ,იქ დაჩი, ახლა კიდევ კოტე,ერთი მეორეზე უკეთესი და უარესია ამავდროულად...არ ვიცი რა ვქნა...
– მოდი ახლა ჩამოვუყვეთ მათ პლუსებს და მინუსებს...თქვენ კიდე შემოდით ოთახში,გგონიათ არ ვიცით რომ ყური გაქვთ მიდებული კარზე და კვდებით ისე გინდათ მოსმენა..
– აბა რა გამოვტოვეთ–შემოაღეს კარი ქეთამ,სალომ და მარიამმა
– ჩვენ კი შევრიგდით,მაგრამ ახლა განმიცხადა ქალბატონმა,რომ მადრიდში მიდის იმის გამო, რომ სამი ხისთავიანიდან ერთი ვერ აურჩევია და არც იცის არჩევა უნდა თუ არა...
– ხოდა ზუსტად მაგიტომ მინდა წასვლა...დავიღალე ..მართლა დავიღალე
– ხედავ დაღლილა უკვე ...გოგო ნუ გადამრიე შენს ოჯახსა და მეგორბებს ტოვებ 3 ადამიანის გამო ??
– მოიცა ახალა,ფაქტის კონსტატაციისთვის, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სასიყვარული ოთხკუთხედზე??–იკითხა სალომემ.
– დაახლოებით რაა,მოკლედ გოგოებო უკვე გადავწყვიტე რა,უნდა წავიდე ..ცოტა ხნით მაინც, ნერვოზს დამმართებს ეს სიტუაცია.
– ჩვენ მოგეხმარებით არჩევაში..მოდი დავიწყოთ დათუნათი,რა გაკავშირებს მასთან და რა მოგწონს მასში–ჰკითხა ნიცამ.
– ნუუ,დავიწყოთ იმით,რომ ძაან „დასტოინი“ ქცევები და თვისებები აქვს,არაა სენტიმენტალური,იცის რა უნდა და თავისი მიზნებისკენ მიისწრაფის,ჩემი პირველი სიყვარული იყო..სხვა თუ არაფერი.ძალიან კარგად იცით,რომ მასეთი გარეგნობის დაა აღნაგობის ბიჭები მომწონს,ასევე მისი სტილი მომწონს და ის „ცუდი ბიჭის“ ამპლუა,რომელიც ასე ოსტატურად აქვს მორგებული...მაგრამ არ მომწონს ის ,რომ არ იცის გამოკიდება,მისთვის ძვირფას ადამიანზეც კი,თუ იქნება იქენება თუ არადა ეგეც გაივლისო..
– საიდან მოტანე ?
– აბა რა ჰქვია იმას,რომ როდესაც ასე გაუფრთხილებლად წავედი,არც კი დამირეკა რომ მოენდომებინა გარკვევა იმისა.არ ვიცი რატომ,მაგრამ რაღაც ძალა მექაჩება მისკენ,თავისი ხასიათებით,ამ არასტაბილურობით და თავქარიანობით ნებისმიერ გოგოს დაახვევს თავბრუს,მაგრამ ერთი დიდი მინუსი გამომრჩა..
– რა მინუსი..?
– ელენე, „ფაჩიკოს გარმონივით რომ აქვს სახე“ როგორც ბებიაჩემი იტყოდა.ამაზე ყველას სიცილი აუტყდა.
– საიდან რას მოიტან ხოლმე...გოგო ეგ ცალკე ამბავია,დათუნასა და ელენეს შორის მართლა არაფერი მომხდარა,ელენეს მეგობარია ერთი გოგო და მან მომიყვა,ელენე კი ეცადა,მაგრამ დათუნამ ჯანდაბაში გაუშვაო,სიმთვრალეშ კი უბრალოდ ჩაეძინათ მეტი არაფერიო..
– კაი სერიოზულად ???–შეწუხებული ხმით იკითხა ნუკამ.
– რაიყო ხომ არ შეგეცვალა აზრი???
– არა გოგო არაააა,ახლა დაჩიზე გადავიდეთ..რაც გავიცანი ეს ბიჭი,იმის შემდეგ შეიცვალა ჩემი ხედვა ყველაფერზე, თავისი რომანტიკული ჟესტებით,გამოხედვით,ბოხი ხმითა და დამოკიდებულება ცხოვრებისადმი...ხალისიანი,რომანტიკული და ამასთან ერთად ტემპერამენტიანია,მასთან ერთად რომ გავივლიდი,მეგონა მთელი სამყარო ჩვენი იყო,ფუ რა ძალით რომენტიკულობაა,მაგრამ მართლა მასე ვგრძნობდი,ლაღი და ხალისიანი ურთიერთობა გვქონდა,ამ ცოტა ხანში კარგად გამიცნო,სულ მხარს მიჭერდა და სულ უნდოდა რომ თავი უკეთესად მეგრძნო,ჩემს სურვილებს უთქმელად ხვდებოდა და განხორციელებაში მეხმარებოდა,დათუნას დაბოღმვაშიც კი მეხმარებოდა.
– აუ რა საყვარელია... და კოტეზე რაღას იტყვი ??
– საქმეც იმაშია რომ არსებითად ვერაფერს,მაგრამ მისი ცინიკური და გარყვნილი გამოხედვა,სისხლს მიდუღებს ხოლმე,მას რომ ვხედავ მინდა რომ მივვარდე და მთელი ძალით ვაკოცო.მის გამოხედვას რომ ვიჭერდი,ტანში ჟრუანტელი მვილიდა და ის ეპიზოდი სახლში რომ დამადგა ,ვითომ და ქურთუკის მსაძებნად და ჩხუბის დროს რომ მაკოცა,სულ დავკარგე თავი.ეს ის პონტია რაც შენთვის მიუწვდომელია ორმაგად სასურველიაო,აი ვერ ამოვიგდე თავიდან.ლაშქრობაზე ხო საერთოდ,დასარეკად რომ გავედი უკან გამომყვა და მეუბენბოდა იამს რომ გიჟდება ჩემზე და ამის გამო ძმაკაცზეც კი უარს იტყვის,თანაც ხელი მომკიდა,თავისკენ მიმიზიდა და მძიმედ სუნთქავდა...ა არ ვიცნობ მაგრამ აი მასთან მინდა ურთიერთობის ქონა,თურმე ჩვენი ისტორია უფრო ადრე დაიწყო,ვიდრე დაჩს.დაჩის ერთხელაც კი არ უთქვამს მიყვარხარო,თუმცა თავისი საქციელებით მაგრძნობინებდა ამას.მგონი დათუნასთან დამთავრებულია უკვე,არ მინდა ამსთან რამე საეერთოს ქონა..დაჩი მომწონს მაგრამ კოტესთან ყოფნა მინდა..–თქვა ეს და პირზე ხელი მიიფარა..
– ნუკაა..
– რა?
– გიყვარს ეგ ბიჭი ..გიყვარს...–სამივემ ერთხმად უთხრა და ეშმაკური ღიმილი არ მოსცილებიათ სახიდან.
– აუ მგონი კიი..მაგრამ მაინც უნდა წავიდე ძმაკაცებს შორის არ მიდნა ჩადგომა..არ მინდა რააა
– მაშ კარგი,მაგრამ გეხვეწები ნიკას დაბადების დღეზე წამოდი მაინც...
– კარგი,ნიკას დაბადების დღეს არ გამოვტოვებ არავთარ შემთხვევაში...წავალ მაშინ ხვალ დილის 6ზე მივფრინავ და ჩასალაგებელი მაქვს ჩემოდანი ,წვეულებიდანვე წავალ,გამოვიცვლი მარტო...
– კაი გაგაცილებ მაშინ,და იცოდე არ დამაღალატო უეჭველი მოდი.. კარგი?!
– კარგი ხო.წავედი ახლა.–თქვა ,ყველა გადაკოცნა და წავიდა.
– მოიცა მოიცა ჩვენ მართლა ასე უნდა გავუშვათ ??–იკითხა სალომ.
– რა თქმა უნდა არა ..–უპასუხა ნიცამ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent