შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემა (თავი 2)


24-06-2017, 09:14
ავტორი ადელაინი
ნანახია 2 181

"როცა ცხოვრება განსაცდელს მოგივლენს თქვი:ოჰ,როგორ მიყვარს განსაცდელი! სხვა რა დაგრჩენია?" ჩემს ფიქრებსა და ჰენრი როლინსის სიტყვებზე მწარედ გამეცინა,ნეტავ ასე მარტივი იყოს ყველაფერი,ნეტავ მართლაც შემეძლო მეთქვა რომ მიყვარდა განსაცდელი.არსებობენ ადამიანები რომლებიც გამუდმებით რისკზე მიდიან,არ ეშინიათ დაბრკოლებების,მე კი სამწუხაროდ მათ რიცხსვს ნამდვილად არ ვეკუთვნოდი.მითუმეტეს როცა ქუჩაში სრულიად მარტო ვიდექი,არც არავინ მყავდა რომ მისთვის დახმარება მეთხოვნა.

8 8 8
მთელი დღე უაზროდ დავბორიალობდი ქალაქში,ცხელი ქარი ქროდა,რაც აგვისტოს ცხელ დღეებს უფრო აუტანელს ხდიდა,მივაბიჯებდი მაგრამ არ ვიცოდი სად,არც ის ვიცოდი როდემდე უნდა მეხეტიალა ასე,ერთი რამ ვიცოდი მხოლოდ მე უკან აღარ დავბრუნდებოდი,თავს მეტად აღარ დავიმცირებდი,მითუმეტეს მას შემდეგ რაც ასე თავდაჯერებულად გამომისტუმრა სახლიდან.მისი მეგობრებიც ისეთივე გულქვა და ამპარტავნები იყვნენ როგორც თავად გეგა!
* * *
არა! მართლაც უცნაური რამაა ცხოვრება,არასდროს იცი რა მოხდება,ამიტომ არცერთი წამის დაკარგვა არ ღირს,უნდა დატკბე მაქსიმუმი მიიღო მისგან,რადგან ბოლო ყველასი ერთია! სიკვდილი არცერთს არ აგვცდება,არც მოხუცს,არც ახალგაზრდას,სიმდიდრის მიუხედავად მე და გეგას ბოლოც ეს იყო.იქ მაინც შევხვდებოდით ერთმანეთს როგორც თანასწორნი,არ ვიცოდი მუდამ მასზე რატომ ვფიქრობდი,ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ასეთ სისასტიკე არსად მენახა,თავშესაფარშიც კი.

* * *
უაზრო ხეტიალსა და ფიქრში ვერც კი გავიგე როგორ შემომაღამდა,ჩემთვის ყველაფერი ისეთი უცხო იყო,მითუმეტეს უკუნით სიბნელეში,სხვა გზა არ დამრჩენოდა ან "ჩემს" ძველ ბინაში უნდა დავბრუნებულიყავი,მიუხედავად იმისა რომ იქ უკვე სხვა ცხოვრობდა,უნდა მეთხოვა თავშესაფარი ან გეგასთან.ეს უკანასკნელი წამსვე გამოვრიცხე,და ჩემი ძველი სამფლობელოსკენ ავიღე გეზი,როგორ მძულდა სიბნელე,მუდამ უარყოფითი ემოციებით მავსებდა.თითქმის სირბილით მივდიოდი,რომ რაც შეიძლებოდა მალე დამეღწია თავი ამ უკუნითისგან,თითქოს ეს არ მეყოფოდა,მალე სამი სილუეტი შევამჩნიე რომელიც მომყვებოდა,თავიდან ვორჭოფობდი მაგრამ მალე დანამდვილებით შემეძლო მეთქვა რომ ისინი ნამდვილად მე მომდევდნენ,შეშინებულმა ნაბიჯს ავუჩქარე მაგრამ ამაოდ."სახიფათო უცნობები" მალე დამეწივნენ,ერთ-ერთი მათგანი მაჯაში მწვდა და თავისკენ შემაბრუნა,მოულოდნელობისგან შევხტი,ჩემს ქმედებაზე სამივემ ერთდროულად გადაიხარხარა,გრილ სიოს სასმლის სურნელი შეუერთდა.მივხვდი შარში ვიყავი,სიბნელეში,სამ სრულიად უცხო,მთვრალ მამაკაცთან ერთად,თვალები ცრემლით ამევსო და შიშმა ერთი ორად იმატა როცა ერთი წინ წამოვიდა,და მისი ბოხი საშიში და ცინიკური ხმა ჩემს ყურთასმენას მიწვდა
-აქ რას აკეთებ ლამაზო?არ იცი რომ ღამე სიარული საშიშია?-იგი დაიძრა და ჩემს ზურგსუკან დადგა,ახლა ნამდვილად ალყაში მომაქციეს
-გთხოვთ გამიშვით-ამოვიკნავლე სასოწარკვეთილმა
-გაგიშვათ? კი მაგრამ სად გეჩქარება? როგორც ვატყობთ წასასვლელი არსად გაქვს!-ცინუკურად ჩაილაპარაკა მან
-მაქვს! სახლში მელოდებიან-უსირცხვილოდ ვიცრუე მაგრამ სხვა გზა არ მქონდა
-მართლა? და რატომ არ მჯერა შენი?იქნებ იმიტომ რომ მთელი დღეა თვალს გადევნებთ,და აშკარად დაკარგულს ან უსახლკაროს გავხარ.
-მე უბრალოდ...საუბრის გაგრძელებას ვაპირებდი როცა ლოყა ძლიერად ამეწვა,თავის შეკავება ვერმოვახერხე და ძირს ღონემიხდილი დავვარდი...
* * *
ვიცოდი ეს დღე ჩემს უსუსურ ყოფას,კიდევ უფრო დაამახინჯებდა,ცხოვრებას დამიმახინჯებდა ეს დღე და ეს სამი მამაკაცი რომელიც აქვე,ქუჩაში დაეუფლა ჩემს ჯერ კიდევ ხელშეუხებ სხეულს,ვკიოდი მაგრამ ამაოდ,ირგვლივ არავინ იყო,დახმარებას ვითხოვდი ამით კი მათ კიდევ უფრო ვართობდი,მათ ვინც ასე უდიერად შემომახიეს ტანზე კაბა,მათ ვინც ასე სასტიკად მექცეოდა,ვგრძნობდი სირცხვილს,სასოწარკეთას,ტკივილს,მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე,და აუტანელ დამცირებას ,მათ არც ერთი წამით,არ შევბრალებივარ,ისე გულმოდგინეთ ასრულებდნენ თავის საქმეს...მერე აღარაფერი მახსოვს.
* * *
გონს მოსულმა წამწამები ძლივს დავაშორე ერთმანეთს,მთელი სხეული მტკიოდა,ზანტად წამოვიწიე საწოლზე და ცალი თვალი ოთახს მოვავლე,ოთახი უზარმაზარი იყო,მთლიანად თეთრში გაწყობილი,თათრი ფარდები იატაკს ზუსტად სწვდებოდა,მე კი უზარმაზარ თეთრ საწოლში ვიწექი."სიზმარი იყო" გავიფიქრე იმედიანად მაგრამ ამაოდ,სწრაფად გავიაზრე მომხდარი და გულში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი,სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და სხეულზე დავიხედე,მოკლე საღამურში კარგად მიჩანდა სხეულზე სხვადასხვა ზომის სისხლჩაქცევები.ცრემლები ვეღარ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავტირდი,ისე ვიყავი ემოციებში ჩაფლული აღარ მაინტერესებდა სად ვიყავი,ვისი იყო ეს სახლი ან როგორ აღმოვჩნდი აქ,სხეულთან ერთად გულიც საშინლად მტკიოდა,ათას ნაწილად მემსხვრეოდა და სუნთქვაშიც კი ხელს მიშვლიდა.არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში,ბოლოს გონს მოვედი და კარებს გიჟივით მივვარდი,გაღებას ვცდილობდი მაგრამ ამაოდ,ვიღაცას იგი გარედან დაეკეტა,დიდი წვალების შემდეგ გავაცნობიერე რომ ჩემი ძალისხმევა ამაო იყო,იატაკზე დავჯექი კედელს მივეყრდენი,ხელები მუხლებს ძლიერად შემოვხვიე და შეშინებული მწარედ ავტირდი.
ფიქრებიდან კარის გაღების ხმამ გამომაფხიზლა,მაგრამ იმის მაგივრად რომ თავი ამეწია და შემოსულისთვის შემეხედა,უფრო მოვიკუნტე და ხელები მთელი ძალით მოვუჭირე მუხლებს,დარწმუნებული ვიყავი ერთ-ერთი იმათგანი იყო და ისევ იძალადებდა ჩემზე
-არ მომეკარო! -წამოვიყვირე შეშინებულმა და სწრაფად წამოვხტი როცა მხარზე მამაკაცის ხელის შეხება ვიგრძენი,მაგრამ ადგილზე გავშრი,ჩემს წინ გეგა იდგა,მოქუფრული,რომელიც რაღაც ახალი მზერით მომშტერებოდა,არ ვიცოდი რა უნდა ამომეკითხა მის ამ მზერაში
-არ მომეკარო გთხოვ! არ მომეკარო თორემ მოვკვდები მუდარით სავსე მზერა მივაპყარი და კედელს მივეყრდენი
-ამას არ ვაპირებ გაიგე?შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ,შენი შეშინება არ მინდოდა-ანერვიულებულმა ხელი თავზე გადაისვა ხელი-მაპატიე!
ნამდვილად გამაოცა მისმა სიტყვებმა,ბატონი გეგა ჩემგან პატიებას ელოდა,მაგრამ თემა შევცვალე
-აქ როგორ აღმოვჩნდი?
-მეგონა დაბრუნდებოდი,სათანადოდ ვერ შეგაფასე,შენ არ გამოჩნდი,შენს საძებნელად წამოვედი და გიპოვე,იქ..ფუ ამის!-შეიკურთხა გაცოფებულმა და მუშტი მთელი ძალით დაარტყა კედელს-რატომ მოგეცი წასვლის ნება?
მისი ასეთი საქციელი კიდევ უფრო მთრგუნავდა,ტკივილს მიორმაგებდა და გულს მიკლავდა,ადრე გეგა მძულდა,ახლა კი მხოლოდ საკუთარი თავი,ის სასტიკი მამაკაცი რომელიც ასე მამცირებდა ერთადერთი აღმოჩნდა ვინც ჩემით დაინტერესდა,ის რომ არა ალბათ ქუჩაში დაგდებულს მკვდარს მიპოვნიდნენ,ეს მერჩივნა კიდეც...
-რატომ გადამარჩინე?! შემომხედე გეგა!კარგად შემომხედე,კიდევ ფიქრობ რომ ღირდა ამის გაკეთება? რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს?! მე მაინც მკვდარი ვარ,მათ არამარტო ფიზიკურად სულიერადაც გამანადგურეს,შენ კი აქ გყავარ ჩაკეტილი,რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ ახლოს გყავდე და შენც ის მიიღო რაც ასე მარტივი მისაღებია ჩემგან, არარაობა ვარ!საერთოდ არავინ.
ვერც კი შევამჩნიე ისე გადავედი ყვირილსა და ტირილზე ერთდროულად
- არა ხარ მართალი ემა! შენი გამოყენება არ მინდა!ჩაკეტილი კი მხოლოდ იმიტომ მყავხარ რომ დაგიცვა,ყველაფრისგან - განრისხებული მომაჩერდა
-მე არ გენდობი,არავის გენდობით,ახლა შეგიძლია ჩემი თავი უსახსოვრო შენს მეგობარს ისე რომ სინდისმა არ დაგტანჯოს.
-გაჩუმდი! მე გითხარი შენს თავს არავის დავუთმობ_თქო და ეს ასეა,შენ აქ დარჩები,ჩვენ ორივე გავუმკლავდებით ამას,გეფიცები,შენ შეძლებ!
მის სიტყვებზე მწარედ გამეცინა,რადგან ვიცოდი ეს არასდროს მოხდებოდა.ცრემლიანი თვალებით გავაცილე გეგა რომელმაც ოთახი უსიტყვოთ დატოვა,მერე გავიგე ხმა,აი ის კარებს რომ გასაღებით კეტავენ ზუსტად ისეთი.
არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს,არც მჭირდებოდა მცოდნოდა რამე,ვცდილობდი ტვინის ყოველი უჯრედი დამეხშო მაგრამ ამაოდ,არასასიამოვნო მოგონებები მუდამ თან მდევდა.
***
იმ საზარელი ამბის მერე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთზე უარესი გახდა! საათობით ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ და ვცდილობდი ჩამომებანა ეს ჭუჭყი მაგრამ ამაოდ,ღამით თითქმის არ მეძინა,თვალებს დავხუჭავდი თუ არა მუდამ ის მოძალადეები მიდგნებოდნენ თვალწინ,ვიცოდი ცხოვრება სასტიკი იყო მაგრამ ასეთიც არ მეგონა,არ ვიცოდი რისთვის ვცოცხლობდი,მიზანიც კი არ გამაჩნდა ცხოვრებაში,ბევრჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა მაგრამ,ლაჩარი აღმოვჩნდი,იმდენად მხდალი რომ ვერ შევძელი ჩემი ტანჯვისთვის ბოლო მომეღო.ყველა ამ სიკეთესთან ერთად ტყვე ვიყავი,გამოკეტილი ოთხ კედელში,კარები მუდამ გასაღებით იყო ჩაკეტილი რომელიც ან გეგას ქონდა ან იმ მოსამსახურე ქალს რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა,ოლია კარგი ქალი იყო,გეგამ დაიქირავა რომ ქალი ჩემთან,შემოსულიყო მოეტანა საჭმელი და თვითონ არც კი დამკონტაქტებოდა,ის დიდი ტკივილი რომელიც ჩემს გულში ბუდობდა არ მაძლევდა საშუალებას ლუკმა ყელში გადამსვლოდა,ოლია საათობით მარწმუნებდა ჭამეო.ვიცოდი მანაც იცოდა რაც ხდებოდა ჩემს თავს,მაგრამ ამაზე ხმას არცერთი არ ვიღებდით.
* * *
დღეები დღეებს მისდევდა,მე კი დღითიდღე მოსიარულე მკვდარს ვემსგავსებოდი,ვერ ვხვდებოდი გეგას რაში აწყობდა ჩემი ტანჯვა,რატომ არ მაძლევდა უფლებას მისი სახლიდან და ცხოვრებიდან გავმქრალიყავი.საღამო იყო,ხმაური რომელიც ქვედა სართულიდან ამოდიოდა მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა,ამაოდ ვცდილობდი დაძინებას როცა ქალმა ჩემი ოთახის კარი ფრთხილად შემოაღო და ნაზი ხმით დამიყვავა
-ადექი საყვარელო,აი ეს ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი-მზერა ქალის ხელზე გადავიტანე რომელზეც სათუთად გადაეკიდა თეთრი,ქათქათა,გრძელი კაბა.
-არ მინდა-მობეზრებულად ვუპასუხე და საწოლში მხარი ვიბრუნე
-ეს ბრძანება ემა-უხერხულად მიპასუხა ოლიამ
მისმა სიტყვებმა გამაბრაზა,საწოლზე სწრაფად ჩამოვჯექი და ანთებული თვალები მივანათე
-ეს რასნიშნავს?როგორ თუ ბრძანებაა?
-ბატონი გეგას ბრძანებაა,თუ ასე არ მოიქცევი ძალიან გაბრაზდება,ნახევარი საათი გაქვს-კაბა საწოლზე გადაფინა და სანამ რამეს ვეტყოდი ოთახიდან გავიდა.სიბრაზისგან ემოციების მოთოკვა გამიჭირდა,რა ეგონა ბატონ გეგას?! მისი მონა ვიყავი?ის რომ სიკვდილს გადამარჩინა არაფერს ნიშნავდა,აქამდე მმალავდა რცხვენოდა ჩემი გამოჩენა,ახლა კი კაბა გამომიგზავნა და ქვემოთ მელოდებოდა.
დიდხანს ვორჭოფობდი,არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი,ბრძანება შემესრულებინა თუ არა?! ეს თეთრი კაბა,ჩემს ნერვებზე მოქმედებდა,ვიცოდი ეს სპეციალურად გააკეთა,თეთრი ხომ სისპეტაკის და უმანკოების სიმბოლოა,ამ ჟესტით კი შემახსენა რომ მე "ბინძური" ვიყავი,კიდევ ერთხელ დამამცირა.
-ამას განანებ!-გამოვცერი კბილებში და კაბას ხელი დავავლე.რამდენიმე წუთში თითქმის მზად ვიყავი,კაბა ისე ზუსტად მომერგო გონებაში კინაღამ შევაქე გეგა.სარკეში ამაყად თავაწეულმა ჩავიხედე,თმა შევიკარი და გავაცნობიერე რომ ის პატარა მტირალა ემა აღარ იარსებებდა,რომ მე სხვა გზა უნდა ამერჩია,მე ვიყავი ის ვისაც ყველა ჩაგრავდა ახლა კი პირიქით მოხდებოდა,მე დავიცავდი საკუთარ თავს თუნდაც გეგასგან!
* * *
მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებით სავსე ოთახში თავაწეული შევედი,არ ვიცი რატომ მაგრამ ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული,ყველაფერი ისე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა!,თითქმის ყველას ერთნაირად ეცვა,მამაკაცებს შავი პიჯაკი და შარვალი,ქალებს კი ულამაზესი სხვადასხვა ფერის და სტილის კაბები.მიუხედავად თვალისმომჭრელი გარემოსი მაინც არ გამჭირვებია გეგას პოვნა რომელიც აუჩქარებლად მოიწევდა ჩემსკენ,სახეზე კი ღიმილი დასთამაშებდა.მისი ღიმილი ჩემთვის პიკი აღმოჩნდა,მძულდა რადგან ასე მართავდა ჩემს ცხოვრებას,შამპანიურით სავსე ჭიქა მიმტანს სინიდან სწრაფად ავაცალე და გეგასკენ დავიძარი,მივუახლოვდი და ხელკავი გამოვდე რომელიც გაოცებული მომჩერებოდა
-დღეს კარგად იქცევი,ამისთვის საჩუქარს იმსახურებ-თვალები
შემომანათა გაბადრულმა,არაფერი ვუპასუხე,მას მივყევი იქ სადაც ხალხი მოგროვილიყო და ჩვენ გველოდებოდა,ვგრძნობდი როგორ მაშტერდებოდა ასიოდე თვალი,როგორ ცდილობდნენ ჩემი თითოეული ნაკვთის შესწავლას,სხვა დროს დავიძაბებოდი ალბათ მაგრამ ახლა სასმელმა თავისი გაიტანა და ყველა კომპლექსისგან გამათავისუფლა
-შენ ალბათ ემა ხარ,გეგას სტუმარი-ოცდაორიოდე წლის ახალგაზრდა,ლამაზმა გოგონამ მზერა ჩვენს ხელკავს დაასო და მოუთმენლად დაელოდა პასუხს.სწრაფად გავუშვი გეგას ხელი და სარკასტულად გადავიხარხარე
-სტუმარი?მე ვარ გეგას სტუმარი?-ირგვლივ სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა, ყველა მე მომაჩერდა,ჯერ მე მერე გეგას რომელსაც სიბრაზისგან თვალები აენთო და ძარღვები დაებერა -მე გეგას მოახლე ვიყავი,არა უფრო მონა,მან არ იცის რა არის სიბრალული,არც შეცოდება იცის რა არის
-გეყოფა!
-ნუ მაჩუმებ გეგა! რაიყო რაიმეს ვტყუი?მართალია მე გეგას მოახლე ვიყავი ახლა კი ტყვე ვარ,ტყვე რომელიც მიისაკუთრა არც კი ვიცი რატომ,ის ის..-კიდევ ვაპირებდი გამეგრძელებინა მაგრამ უეცრად მაჯაში მწვდა და თრევით გამიყვანა ოთახიდან
-გამიშვი შე ცხოველო!ვინ მოქცა უფლება...მტკივა! გაიგე? -ვყვიროდი მაგრამ ამაოდ,გეგა გაცეცხლებული იყო,ვიცოდი ეს ამბავი ცუდად დასრულდებოდა,მივხვდი გაძალიანებას აზრი არ ქონდა ამიტომ დავმორჩილდი მის ნებას და მორჩილად მივყევი,მიუხედავად ამისა მაინც არ შეუშვია ხელი,მძლავრად მიჭერდა,სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა,რამდენიმე წუთში ჩემთვის უცნობი ოთახის წინ ვიდექი,ოთახსაც კი არ გავდა,"ალბათ სარდაფია" გავიფიქრე სასოწარკვეთილმა
-ჩემი ტყვე არა? შენ არ იმსახურებ კარგ მოპყრობას! ეს ცირკი რას ნიშნავდა.ამას არ აგაპატიებ ემა!დაგსჯი,გაგამწარებ. გაგანადგურებ! გა-გა-ნა-დგუ-რებ! -დამარცვლით გამოსცრა კბილებში და ოთახში შემაგდო
ირგვლივ ისეთი სიბნელე გამეფებულიყო ყველაფერი თვალწინ დამიდგა ბავშვთა თავშესაფარი,ის ბნელი ღამე ჩიხში.ნათლად ვხედავდი მოძალადეების სილუეტებს.ვკიოდი,გეგა კი არ მობრუნებულა,ის წავიდა და კიდევ ერთხელ გამიმეტა ტანჯვისთვის.

***
რას ნიშნავდა ჩემი "გამოსვლა",რა იყო მიზანი?გეგას დამცირება,ხალხში სადაც ასე პატივსაცემ პიროვნებად მიიჩნეოდა?არა,ეს იყო იმპულსური ქმედება,სულის კივილი,ჩემი პირველი და უსუსური გაბრძოლება,ისევ მე გამოვედი დამნაშავე,ისევ მე უნდა მეგო პასუხი,ყოველთვის ასე იყო,რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში დამნაშავე ყოველთვის მე გამოვდიოდი,იქნებ გეგასთან,მხოლოდ ამ შემთხვევაში არ ვიყავი მართალი,მაგრამ მან იმდენი დააშავა ჩემთან,იმდენი ტკივილი მომაყენა,იმდენჯერ შეცდა მე კი არ მეპატიებოდა,ერთადერთი შეცდომაც კი,არც ერთი გაუაზრებელი ქმედება,რატომ მოითხოვდნენ ჩემგან იმას რისი გაკეთებაც თავად არ შეეძლოთ?
არასდროს ვიცოდი რა გამეკეთებინა,რომელი გადაწყვწტილება იყო სწორი ან პირიქით,ჩემი თავი ყველაზე ამაყი მეგონა გეგას სახლის კარები რომ გავიხურე,მაგრამ ყველაფერი პირიქით შემომიტრიალდა,ჩემში გაღვიძებული სიამაყე,საბოლოოდ ჩაკლეს ...ეს იყო არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.არ უნდა წავსულიყავი,გეგას ბევრი ნაკლი ქონდა,უხეში,ეგოისტი,სასტიკიც კი იყო მაგრამ არა მოძალადე.,გეგაში ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი იყო,მას შეეძლო მოვეკალი და ასევე მისი სურვილი იყო ჩემი გადარჩენაც.

არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი გამოკეტილი,უკვე ტირილიც კი აღარ შემეძლო,ცოტაც და შევიშლებოდი,იმდენს ვფიქრობდი,ისე ჩავიძირე ემოციებსა და ფიქრებში.
კარებიმძიმედ ჭრაჭუნით რომ გაიღო,ბუნებრივი ნათების ფონზე არ გამჭირვებია გეგას ამოცნობა,მინდოდა გავქცეულიყავი,სიხარულით გავვარდებოდი გარეთ მაგრამ იმდენად გამოფიტული და ღონემიხდილი ვიყავი არაფრის თავი არ მქონდა.კიდევ უფრო მოვხვიე ხელები მუხლებსდა დავაკვირდი მის თითოეულ მოძრობას,ნელა დაიძრა გეგა ჩემკენ,ნელა დაეშვა ჩემს გვერდით იატაკზე,თავი კედელს მიადო,ჩემთვის არც კი შემოუხედავს და ძალიან, ხმადაბლა დაიწყო
-დღეს ძალიან,ძალიან ცუდად მომექეცი-ოდნავ კატეგორიული იყო მისი ხმა,მცირე ნათების ფონზე ვამჩნდვდი როგორ დაეჭიმა ძარღვები,შუბლი დაენამა,თვალები კიდევ უფრო ჩაუმუქდა-ჩვენი პირველი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო,რამდენიმე წუთი გადევნებდი თვალს როგორ ალაგებდი ჩემს ოთახს,მანამ სანამ შენც შემამჩნევდი,ვერ წარმომედგინა რატომ უნდა ემუშავა შენნაირ ლამაზ გოგოს მოახლედ,მძულდი,გეფიცები მძულდი,რადგან არ გავდი მათ ვინც ჩემს გვერდით იყო,ჩემს სამყაროს არ ეკუთვნოდი,შენი თავმდაბლობა,მორჩილი ხასიათი ხომ საერთოდ მაგიჟებდა,ვცდილიბდი შენს გაღიზიანებას,შენი მოთმინების დონეს ვამოწმებდი,იგი ნამდვილად არ აღმოჩნდა უსასრულო,ამან გამახარა,შენში დავინახე რაღაც ნაპერწკალი,გაბრძოლება,სიმართლე გითხრა შენს "გამოფხიზლებას"უფრო ადრე ველოდი,არ შეიძლებოდა ყველაფერი მორჩილად აგეტანა,
თავიდანვე შეგატყვე,თავდაჯერებულობა გაკლდა,მართობდა შენთან თამაში,შენი დაბნეული წყლიანი თვალების ყურება,მაგრამ არა ყოველთვის,იმდენად ეგოისტი აღმოვჩნდი,ვთვლიდი რომ მხოლოდ მე მქონდა შენთვის ტკივილის მოყენების უფლება,ვერ ავიტანე იმის ყურება თუ როგორ აკეთებდა ამას სხვა,იმიტომ გავყარე მეგობრები იმ დღეს.კინაღამ მოვკვდი,მერჩივნა,მოვმკვდარიყავი და იმ დღეს იქ არ მენახე,გეფიცები ემა არავის შერჩება შენი გათელვა.მინდა დაგიცვა ყველასგან გარდა საკუთარი თავისა,უბრალოდ არ შემიძლია!სწორედ ამიტომ ხარ ჩემი "ტყვე" როგორც შენ თვი,რივემ კარგად ვიცით რა ძვირი დაგვიჯდა შენი ჩემგან შორს ყოფნა,ჩემთან დარჩები.

გაოგნებული ვუსმენდი გეგას,ვერ ვიჯერებდი,ვერ გავიაზრე რა ხდებოდა,რას ნიშნავდა მისი ეს მონოლოგი,მინდოდა მეკითხა რატომ აკეთებდა ამას,მაგრამ პასუხი უკვე ნათელი იყო ჩემთვის,უბრალოდ ართობდა ჩემი ცრემლების,ტკივილის ყურება,მაგრამ მხოლოდ იმის რისი მოყენებაც თავად შეეძლო,ეს ხომ სიგიჟეა!



№1 სტუმარი Shore shore

vaimee ar velodi sakmis aset shemobrunebas au ar unda damartoda emas aseti ram .oh gega gega ramindao rao uyvars bichs da ra knas oo velodebi shemdegs .kargi gogo xar .

 


№2  offline წევრი ადელაინი

Shore shore
vaimee ar velodi sakmis aset shemobrunebas au ar unda damartoda emas aseti ram .oh gega gega ramindao rao uyvars bichs da ra knas oo velodebi shemdegs .kargi gogo xar .

მეც ეგრე ვფიქრობ და ვერ გარკვეულა გრძნობებში,ყველაზე სუსტია ემა,დაუცველი და უძლური:( ვნახოთ,დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას,მადლობაა <3 მახარებ

 


№3 სტუმარი Lile

Vauu momwons es bichi ragacit kristian greys gavs rac sheexeba istorias vfiqrob metismetad chqarob . Rogor gitxra uketesi iqneba tu yovel moqmedebas uketesad agwer . Magalitad sitoacias darbazshi an im bnel otaxshi aqcents emas grdznobebze da fiqrebze ufro amaxvileb vidre emas irgvliv sheqmnil garemoze. Sxvamxriv dzalian momeons shinaarsi da am oris katatagvobana :D

 


№4  offline წევრი ადელაინი

Lile
Vauu momwons es bichi ragacit kristian greys gavs rac sheexeba istorias vfiqrob metismetad chqarob . Rogor gitxra uketesi iqneba tu yovel moqmedebas uketesad agwer . Magalitad sitoacias darbazshi an im bnel otaxshi aqcents emas grdznobebze da fiqrebze ufro amaxvileb vidre emas irgvliv sheqmnil garemoze. Sxvamxriv dzalian momeons shinaarsi da am oris katatagvobana :D
გრეი? ჰო არ მიფიქრია ;დსარდაფი არ აღვწერე ადგან ხაზი გავუსვი,უკუნით სიბნელეს,სადაც ემა ვერაფერს ხედავს,მეტი სიმდზაფრისტვის ;დ გეგას სახეს ხედავს მხოლოდ რადგან გეგა კარს აღებს და მკრთალი სინათლე ეფინება,და გეგას შემოსვლის მერე სარდაი სუ დამავიწყდა ;დ მე მაპატიე;დ მადლობა რომ კიტხულობ,მახარებ <3

 


№5 სტუმარი Nino

Dzaan magraia imedia male daideba momdevno tavi

 


№6  offline წევრი ადელაინი

Nino
Dzaan magraia imedia male daideba momdevno tavi

მადლობაააა ხველისთვის ვეცდები <3

 


№7 სტუმარი Guest bubu

ar mindoda am gogostvis rame daeshavebina im sam kacs jobda mieswro da gadaerchina

 


№8 სტუმარი ნათო :)))

ხვალ ხომ ისევ დადებ? ველოდები მოუთმენლად ❤❤❤ ძალიან კარგი იყო ❤❤

 


№9  offline წევრი ადელაინი

Guest bubu
ar mindoda am gogostvis rame daeshavebina im sam kacs jobda mieswro da gadaerchina

შეიძლება ,3

ნათო :)))
ხვალ ხომ ისევ დადებ? ველოდები მოუთმენლად ❤❤❤ ძალიან კარგი იყო ❤❤

ძალიან ვეცდები <3
ნათო :)))
ხვალ ხომ ისევ დადებ? ველოდები მოუთმენლად ❤❤❤ ძალიან კარგი იყო ❤❤

ძალიან ვეცდები <3

 


№10  offline წევრი jina

oxx rogori kargi tavi iyoo... yochag kargad gadmoscem emociebs, magram ertsac girchev rom mtlad emociebze nu gadaxval, kargi iqneba bevri dialogi da garemoebebis agwera (anu upro dawvrilebit agwero esa tu is personaji ras aketebs saubris dros).... danarcheni supet :* :*

 


№11  offline წევრი ადელაინი

jina
oxx rogori kargi tavi iyoo... yochag kargad gadmoscem emociebs, magram ertsac girchev rom mtlad emociebze nu gadaxval, kargi iqneba bevri dialogi da garemoebebis agwera (anu upro dawvrilebit agwero esa tu is personaji ras aketebs saubris dros).... danarcheni supet :* :*

jina
oxx rogori kargi tavi iyoo... yochag kargad gadmoscem emociebs, magram ertsac girchev rom mtlad emociebze nu gadaxval, kargi iqneba bevri dialogi da garemoebebis agwera (anu upro dawvrilebit agwero esa tu is personaji ras aketebs saubris dros).... danarcheni supet :* :*

მადლობაააა,ვეცდები ;დ

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ამდენი ტკივილისთვის​ როგორ გაიმეტე

 


№13  offline წევრი ადელაინი

terooo
ამდენი ტკივილისთვის​ როგორ გაიმეტე

ემოციებისგან მინდოდა დაცლა......

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent