შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში (8)


24-06-2017, 17:30
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 575

თავი 8

დილით ადრე გამეღვიძა, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ამიტომ ჩემოდნების ამოლაგება დავიწყე, დედაჩემმა იმაზე მეტი ტანსაცმელი გამომიგზავნე ვიდრე მოველოდი, ჩემოდნებს ბოლო აღარ უჩანდა და როგორც იქნა ბოლო ჩემოდაიც ამოვალაგე რომ მოულოდნელად კუთხეში დიდი ხის დალუქული ყუთი დავინახე, ყუთთან მივედი ზედ ჩემი ინიციალები ეწერა „D.C.J“ ყუთის გახსნა ვცადე თუმცა უშედეგოდ, როდესაც ყუთს ვექაჩებოდი სკამი გადავაყირავე და დანილეიც გავაღვიძე. ხმაურის გამო შეშინებული წამოხტა საწოლიდან
-დიანა რა მოხდა?
-ბოდიში ყუთსი გახსნას ვცდილობდი და სკამი წავაქციე
-დალუქულ ყუთს იარაღების გარეშე როგორ გახსნი
-ბოდიში მისტერ ყოვლისმცოდნევ, მაგაზე არ მიფიქრია
-კარგი ნუ ბრაზობ, ეს ყუთი აქ საიდან გაჩნდა?
-არ ვიცი ჩემს სახელზეა გამოგზავნილი
-ჰო მაგას მეც ვხედავ მასზე შენი ძველი ინიციალებია
-ძველში რას გულისხმობ დანიელ?
-ახლა შენ გრინი ხარ და არა ჯონსი
-ჰმ... კარგი გაქვს რაიმე იდეა როგორ გავხსნა ეს ყუთი?
-ბიჭებს დავუძახებ და გახსნიან, ოღონდ ჯერ ძილს განვაგრძობ -დანიელ უკან საწოლში დაბრუნდა და თვზე საბანი დახურა, მე მოუთმენლობამ შემიპყრო ვერ დაველოდებოდი დანიელის გამოძინებას, ამიტომ იქვე დადებული ბალიში ავიღე და თავში ჩავარტყი -ეს რისთვის დავიმსახურე?
-გთხოვ ახლავე დაუძახე ვინემს რომ ეს ყუთი გახსნას
-სულ რამდენიმე საათია რაც აქ ცხოვრობ და უკვე მაწუხებ
-თუ ასეა შენ ძილი განაგრძე თავად გავხსნი ყუთს -მე ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გავედი
-დიანა ასე ადრე სად მიდიხარ?! -მე დანიელს სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე კიბეები სწრაფად ჩავირბინე და კართან მდგობ დაცვის რამდენიმე თანამშრომელს დახმარება ვთხოვე, ისინიც მაშინვე დამეხმარნენ და ყუთი გახსნენს
-აბა რა დევს ყუთში? -ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით შემომხედა დანიელმა
-არ ვიცი ახლა ვნახავ -ყუთში ჩაწყობილ ნივთებს თავზე გადაფარებული ჰქონდა, პირველი რაც თვალში მომხვდა წერილი იყო, მე სასწრაფოდ ავიღე წერილი წავიკითხე და ცრემელები წამომივიდა
-დიანა რა მოხდა? -აღელვებული დანიელი მომიახლოვდა
-წაიკითხე -მე დანიელს მამაჩემის წერილი გავუწოდე
-ეს რობერტისგანაა?! დარწმუნებული ხარ რომ გინდა წავიკითო?
-ყველაფერი რიგზეა წაიკითხე -დანიელმა კითხა დაიწყო „ძვირფასო დიანა, ის რაც ამ ყუთში დევს წლების წინ უნდა მომეცა შენთვის, ამ ყუთში შენი მოპარული ბედნიერების რაღაც ნაწილია და ვიმედოვნებ მისი დაბრუნება დაგვიანებული არ არის. ვიცი ჩემო პატარავ რომ საკუთარი ცხოვრების გზის არჩევის უფლება შენთვის უნდა მომეცა, მაგარამ სხვა გამოსავალი არ მქონდა, მაპატიე და შეეცადე ახლა აისრულო ოცნებები რომელიც მე წაგართვი. სიყვარულით მამა. R.J.“
-დიანა რა დევს ყუთში? -მე ყუთში არსებული ნივთების ამოლაგება დავიწყე, ეს სახატავი კომპლექტი იყო: ფუნჯები, ტილოები, საღებავები და სხვა საჭირო წვრილმანები
-ყუთში ჩემი მთელი ცხოვრების ოცნებაა
-არ ვიცოდი ხატვა თუ გიყვარდა
-ერთ დროს მიყვარდა და ვაპირებდი სამხატვრო აკადემიაში სწავლას, თუმცა შემდეგ რობერტმა ვაშინგტონში ბიზნესის სკოლაში გამგზავნა
-ვწუხვარ დი ნეტავ რამის შეცვა შემეძლოს
-ნუ წუხხარ დანიელ ყველაფერი რიგზეა, 7 წლის წინ მივხვდი რომ მნიშვნელობა არ აქვს მე რა მინდა მთავარი ის არის ჩემგან რას მოელიან
-არა ასე არ არის, საკუთრ ოცნებაზე ხელი არ ჩიქნიო
-უკვე დაგვიანებულია -მე ყველა ნივთი უკან ყუთში ჩავდე და დამხმარე პერსონალს მისი საწყობში შენახვა ვთხოვე
-დი მიდი შხაპი მიიღე მე კი მანამდე ბლინებს მოგიმზადებ
-მეგონა დაძინებას აპირებდი
-ბალიშმა ძილი დამიფრთხო -ცოტა ხნის შემდე. მე სამზარეულოში ჩავედი, იქ დანიელი დამხვდა ფქვილში ამოსვრილი
-სასაცილოდ გამოიყურები
-მართლა შენ კი საოცრად გიხდება ეს კაბა
-მადლობა, ვერ ვიჯერებ ჩემი საყვარელი ბლინები გამოაცხე
-მოდი გასინჯე -დანილემა საკუთარი ხელით მაჭამა ბლინი ამ დროს კი სამზარეულოში მერი და ენტონი შემოვიდნენ
-დანიელ შვილო რას აკეთებ თუ რამე გინდოდოა მოახლეს ვერ დაავალე
-არაფერია დედა უბრალოდ დიანას ბლინები გამოვუცხვე
-ჰო მაგარამ ჩემო ბიჭო...
-გეყოფა მერი ბიჭს უნდოდა მეუღლე გაეხარებინა -შეაწყვეტინა მერის საუბარი ენტონიმ
-კარგი როგორც გინდათ ბავშვებო, ისე საუზმე მალე იქნება
-მამა უნდა დაგელაპარაკო -დანიელი ენტონის გაჰყვა მისაღებში
-მამა რაღაც მინდა რომ გთხოვო
-გისმენ ჩემო ბიჭო მთხოვე რაც გინდა
-მამა მინდა რომ სხვენში არსებული ოთახი გადავაკეთო
-რამ გაგახსენა ის ყველასგან დავიწყებული ოთახი?
-მინდა იქ დიანასთვის სამხატვრო სახელოსნო გავაკეთო
-არ ვიცოდი დიანა თუ ხატავდა
-არც მე ახლახანს გავიგე, ამიტომ მინდა სიურპრიზი გავუკეთო
-როგორც გინდა დანიელ, მე ბიჭებს გამოგიგზავნი და ისინი დაგეხმარებიან -სანამ დანიელი მამას ესაუბრებოდა მე მერისთნ ერთად ყავას ვსამდი
-აბა ძვირფასო როგორ მოგწონს აქაურობა?
-ყველაფერი ძალიან ლამაზია
-დიანა ვიცი გიჭირს აქ თავს უცხოდ გრძნობ, მაგარ ნუ ღელავ მალე მიეჩვევი -საუბარი მოახლემ შეგვაწყვეტინა
-ქალბატონო მერი საუზმე მზად არის
-კარგია დანარჩენებსაც შეატყობინე -ჩვენ სასადილო ოთახისკენ გავემართეთ, დანარჩენებიც იქ იყვნენ. სასადილო ოთახში შესვლისას გავაცნობიერე რომ ამ მომენტიდან ყოველ დღე მომიწევდა მაიკლის ნახვა, კაცის რომელმაც ორჯერ მომიტაცა. ყველანი მაგიდას მივუჯექით, ყველა ჩუმად იყო და უეცრად მაიკლმა სიჩუმე დაარღვია
-ძვირფასო დიანა აბა როგორ მოგწონს ახალი ოჯახი -მის სახეზე ვკითხულობდი რომ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა სურდა
-ძალიან მომწონს მაიკლ ჩემი ახალი ოჯახი, აქ თავს ისე ვგრძნობ თითქოს მთელი ცხოვრებაა აქ ვცხოვრობ
-დიანა იქნებ შენი აქ ყოფნის ნამდვილი მიზეზი გაგვიმხილო, დედას ძალიან დააინტერესებს -უეცრად მერის სახე შეეცვალა
-ჩემს აქ ყოფნას ერთი მიზეზი აქვს და მას დანიელ გრინი ჰქვია
-რა თქმა უნდა სხვანაირად როგორ შეიძლება თქვენ ხომ ასე გიყვართ ერთმანეთი -ღიმილით თქვა მაიკლმა
-რას ვიზამთ ძმაო შენგან განსხვავებით მე ხალხს ვუყვარვარ
-მართლა დანიელ დარწმუნებული ხარ რომ უყვარხარ?!
-ბიჭებო ახლავე შეჭყვიტეთ -მაგიდას მუშტი დაჰკრა ენტონიმ
-გილოცავთ სამივემ შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინეთ ოჯახის ახალ წევრზე -მერი ადგა და ოთახიდან გავიდა, როცა დავრწმუნდი რომ მას ჩემი საუბარი არ ესმოდა, მაიკლს თავისი ადგილი მივუჩინე
-კარგად მომისმინე ერთუჯრედიანო კიდევ ერთხელ მოიქცევი ასე და ვიზრუნებ რომ საუზმე საავადმყოფოში მოგიტანონ
-ეს მუქარაა პრინცესა ? -სიცილით მკითხა მაიკლმა
-არა ეს გაფრთხილებაა ძვირფასო -მე მაიკლს ხელიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მაგიდაზე დანა ჩავარჭე და სასადილო ოთახი დავტოვე
-თქვენ ორმა კარგად მომისმინეთ დიანა ის ქალი არ არის რომელსაც შეაშინებ ან დაიმორჩილებ ასე რომ შეწყვიტეთ სკანდალების მოწყობა
-ვხედავ ჩვენმა პრინცესამ შეგაშინა მამიკო -საუბარს განაგრძობდა მაიკლი
-მაიკლ ჩემო სულელო შენ არც კი იცი ვინ არის დიანა, ასე რომ გირჩევ მასთან ფრთხილად იყო -ენტონი ადგა და სამსახურში წავიდა, დანიელი საძინებელში ამოვიდა ხოლო მაიკლმა საუზმობა განაგრძო ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა
-დიანა კარგად ხარ?
-არა დანიელ არ ვარ კარგად, რამდენიმე წუთის წინ მზად ვიყავი შენი ძმისთვის დანა ჩმერჭო ხელში
-მოთმინება უნდა გამოიჩინო ის მთელი ცხოვრება ასეთ თამაშებს თამაშობს
-შენ კარგად იცი რომ მოთმინება ჩემი ძლიერი მხარე არ არის
-ვიცი და სწორედ მაგიტომ ვღელავ, მაიკლს შეუძლია წყობილებიდან გამოგიყვანოს და ეს ყველასთვის ცუდად დასრულდება
-თუ შენი ძმა ჩემთან თამაშს გადაწყვეტს გპირდები ეს მისთვის დასრულდება ცუდად და არა ჩემთვის -მოულოდნელმა ტელეფონის ზარმა მე და დანიელს საუბარი შეგვაწყვეტინა
-დიანა ჯონსს ვესაუბრები?
-დიახ მე ვარ, თქვენ ვინ ბრძნდებით?
-მე ბრაიანი ვარ თქვენი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, ვიცი რომ ახლა თაფლობის თქვე გაქვთ მაგრამ კომპანიაში უნდა მოხვიდეთ
-ყველაფერი გასაგებია ბრაინა ერთ საათში კომპანიაში ვიქნები
-მაშინ შეხვედრამდე ქალბატონო დიანა -მე ყურმილი დავკიდე
-დღეს კომპანიაში უნდა წახვიდე? -ცოტათი გაკვირვებული სახით მკითხა დანიელმა
-დროა ჩემს კომპანიას მივხედო, ამ წყეული ინტრიგების გამო სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე
-კარგი მოემზადე, მე კი სტივენს გავაფრთხილებ რომ მანქანა მოგიმზადოს
-საჭირო არ არის მანქანის მართვა შემიძლია
-შენი დიდი კომპანიის მფლობელი ხარ, მძღოლი უნდა მოგემსახუროს
-როგორც იტყუვი მეუღლევ -სიცილი ვერ შევიკავე. მოვემზადე და ერთ საათში კომპანიაში ვიყავი. მთავარ შესასვლელთან უცნაური, საშუალო სიმაღლის შავგვრემანი და სათვალეებიანი გოგო დამხვდა
-გამარჯობა ქალბატონო დიანა მე თქვენი ასისტენტი ჯეინ ბეიკერი ვარ
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ჯეინ, თუმცა კართან დახვედრა საჭირო არ იყო
-არ შევწუხებულვარ-საყვარელი ღიმილით გამიღიმა ჯეინმა
-აბა მოკლედ მომახსენე ჩემს არ ყოფნაში რა ხდებოდა კომპანიაში?
-ყველაფერი ისეა როგორც მამათქვენს სურდა, მან ხანგრძლივი გეგმა დაგვიტოვა რომელითც თქვენს დაბრუნებამდე ვხელმძღვანელობდით
-გასაგებია, დირექტორთა საბჭო უკვე შეიკრიბა ?
-დიახ, საკონფერენციო დარბაზში გელოდებიან
-კარგი ჯეინ დროა წავიდეთ უკვე საკმარისი დრო დავკარგე -ჯეინმა საკონფერენციო ოთახამდე მიმაცილა, ოთახში ხუთი კაცისგან შემდგარი დირექტორთა საბჭო მელოდებოდა
-გამარჯობა მისის გრინ, მე ბრაიანი ვარ ტელეფონით ვისაუბრეთ, გთხოვთ თქვენი ადგილი დაიკავოთ -ბრაიანმა მამაჩემის სკამისკენ მიმითითა -მე კი საბჭოს დანარჩენ წევრებს გაგაცნობთ -მან საბჭოს დანარჩენი წევრები წარმიდგინა ნათანიელი, ტომასი, სოფია და კლერი
-მოხარული ვარ ყველა თქვენგანის გაცნობით, დასაწყისისთვის მინდა მადლობა გითხრათ ჩემი არ ყოფნის დროს თქვენს მიერ გაწეული სამუშაოს გამო
-ყველაფერი რიგზეა მისის გრინ -სასიამოვნო ხმით მითხრა სოფიამ
-უბრალოდ დიანა დამიძახეთ, არ არის საჭირო ფორმალობები, ახლა კი საქმეზე გადავიდეთ -კლერი წამოდგა და ყველას საქაღალდეები დაგვირიგა
-ამ საქაღალდეში ბატონი რობერტის მიერ დაწყებული მოლაპარაკებაა გემთსაშენ კომპანიასთან
-კარგი მე მას შევისწავლი, მაგრამ უნდა ვიცოდე ზუსტად რა გვჭირდება რა უნდა მოვითხოვო ამ კომპანიისგან
-დიანა ჩვენ შევისწავლეთ ეს ხელშეკრულება და მის თანახმად გემი უკვე მზად არის, თუმცა ჩვენ მისი საქმეში ჩართვა თქვენი ნებრათვის გარეშე არ შეგვიძლია
-მესმის კლერ მაგრამ მე ჯერ უნდა გავერკვე ამ ყველაფერში, სანამ ყველა დეტალი არ მეცოდინება ამ გემს ზღვაში ვერ გავუშვებთ
-სრულიად გეთანხმებით, ამ ეტაპზე დრო გვაქვს და აჯობებს გამოვიყენოთ -თავაზიანად მითხრა ნათანიელმა
-თუ სულ ეს არის, მირჩევნია ჩემს კაბინეტში გადავინაცვლო და საბუთები შევისწავლო
-სულ ეს იყო ქალბატონო დიანა, ჯეინი ყველა საბუთს მოგაწვდით და თუ ჩვენი დახმარება დაგჭირდებათ შეგვატყობინეთ
-გმადლობთ ნათალნიელ, თქვენის ნებართვით დაგტოვებთ -მე მამაჩემის კაბინეტისკენ გავემართე, თუმცა ახლა ეს უკვე ჩემი კაბინეტი იყო, კარზე წარწერით „კომპანიის პრეზიდენტი დიანა ჯონს გრინი“. ჯეინმა ყველაფერი გადააკეთა დედაჩემთან შეთანხმებით და ჩემი და დანიელის ქორწილის ფოტოებიც კი დამხვდა ოფისში. სანამ მე საბუთებსი ვიყავი ყურებამდე ჩაფლული დანილეი ჩემთვის სახელოსნოს ამზადებდა. როგორც კი ყველა საბუთი შევისწავლე კაბინეტში ჯეინი ვიხმე
-ჯეინ ახლავე დამინიშნე შეხვედრა გემთსაშენი კომპანიის დირექტორთან
-როგორც გნებავთ -შეხვედრა ჯეინმა სწრაფად დამინიშნა, გემთსაშენი კომანიის დირექტორი საღამოს დამთანხმდა შეხვედრაზე. მე შეხვედრამდე დარჩენილი დროით ვისარგებლე და კომპანიის საქმეებში გავერკვიე საღამოს კი პორტში წავედი. სანამ მე შეხვედრაზე ვიყავი დანიელი სიუპრიზის მომზადებას მორჩა და მე მელოდებოდა.
-მისის გრინ მიხარია რომ მოხვედით -თავაზიანად შემხვდა კომპანიის დირექტორი
-მიხარია რომ ასე მალე გამონახეთ შეხვედრის დრო
-მისის გრინ, ხელშეკრულების თანახმად გემი უკვე მზად არის მხოლოდ თქვენი ხელმოწერა და თახის გადმორიცხვაღაა საჭირო
-ბოდიშს გიხდით რომ ამდენი ხანი მოგიწიათ ანაზღურების ლოდინი
-ყველაფერი რიგზეა, მე მესმის თქვენი მდგომარეობა -მე საბუთებს მოვაწერე ხელი ჩეკი გამოვწერე და გემის სანახავად წავედი. ის მართლაც შესანიშნავი იყო. -მამათქვენმა ამ გემს მეოცნებე უწოდა
-შესანიშნავი სახელია, რაც შეიძლება მალე მოახდინეთ მისი ტრანსპორტირება ჩემს კომპანიაშია
-როგორც გნებავთ, სასიამოვნო იყო თქვენთნ თანამშრომლობა მისის გრინ
-ჩემთვისაც, იმედია მომავალშიც შევძლებთ თნამშრომლობას
-სიამოვნებით -მე დირექტორს დავემშვიდობე, ჯეინს დავურეკე ტრანსპორტირების მოგვარება ვთხოვე და სახლისკენ გავემართე.



№1 სტუმარი °°°°°°°

kargia momwons

 


№2  offline წევრი BarBare))

მართლაც რომ შესანიშნავია, ნამდვილად არ მოვედი მოვლენების ასეთ განვითარებას kissing_heart heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent