შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში (6)


18-06-2017, 19:36
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 601

თავი 6

მე და დანიელმა დალევა დავიწყეთ, ღია ზღვაში ჩვენი შეშლილი ოჯახებისგან შორს თავს თვისუფლად ვგრძნობდით, თუმცა ჩვენი დალევის საღამო მშვიდი არ გამოდგა. ჩვენი ნიშნობის საჯაროობამ ახალ ორლეანში არა მარტო ჩემი საუკეთესო მეგბარი ელის მილერი მოიყვანა, არამედ დანიელის საუკეთესო მეგობარიც. ზღვაში გასვლიდან რამდენიმე საათში იახტაზე ვერტმფრენი დაეშვა, ჩვენ ორივე გაოცებული ვიყავით სტუმრის მოსვლით თუმცა მისმა ვინაობამ დანიელი უფრო გააოცა
-ჯანდაბა თვალებს ვერ ვუჯერებ შენ აქ როგორ მოხვდი?
-მე კი იმას ვერ ვიჯერებ დანიელ, რომ შენი ამბავი პრესისგან გავიგე, ეს როგორ გააკეთე მეგონა მენდობოდი -თქვა განაწყენებულმა სტუმარმა
-დანიელ ვინ არის ეს კაცი?
-მაგარია დანიელ ჩემს შესახებ არც კი მოუყევი -ჩემმა სიტყვებმა სტუმარი კიდევ უფრო გააბრაზა
-დიანა გაიცანი ეს ჩემი საუკეთესო მეგობარი ნიკოლას პარკერია, ეს კი ჩემი საცოლე დიანა ჯონსია -დანილეს მეგობარმა ხელი ჩმომართვა
-დაგვინებით თუმცა მაინც სასიამოვნოა შენი გაცნობა მის ჯონს
-ჩემთვისაც, მაგრამ გთხოვთ უბრალოდ დიანა დამიძახეთ
-აბა დანიელ ამიხსნი როგორ მოხდა ეს ყველაფერი? -დანიელი არ აპირებდა ნიკოლასისთვის სიმართლის თქმას
-მოსაყოლი არაფერია ყველაფერი ისეა როგორც პრესაში დაიწერა...
-არ გინდა დანიელ, ჩვენ ისედაც ბევრ ადამიანს ვატყუებთ და საუკეთესო მეგობარს ნუ მოატყუებ
-დარწმუნებული ხარ დიანა? -გაკვირვებულმა შემომხედა დანიელმა
-კი მე მოვუყევი ელისს ყველაფერი ამან შვება მომგვარა, ასე რომ მარტო დაგტოვებთ ბევრ რამეზე გაქვთ სასუბრო -მე კაიუტაში შევედი ისინი გემბანზე დარჩნენ
-აბა დანიელ რას გულისხმობდა შენი ლამაზი გოგო?
-ნიკოლას ჩემი და დიანას ქორწილი მხოლოდ გარიგებაა, ოცი წლის წინ ჩვენი მშობლები შეთანხმდნენ და ახლა საფასურს ჩვენ ვიხდით
-ჯანდაბა ამას არ მოველოდი, შენ უარი უნდა თქვა ამ სიგიჟეზე
-არ შემიძლია ნიკოლას, მე თუ უარს ვიტყვი მამაჩემი უკან მაინც არ დაიხევს
-ეგ შენი პრობლემა აღარ იქნება, შენ თავისუფალი იქნები
-ნიკოლას მე თუ უარს ვიტყვი ქორწინებაზე, მამა დიანას მაიკლზე დაქორწინებას აიძულებს
-მერე შენ რა, მოიშორე ეს პასუხისმგებლობა და გათავისუფლდი -ნიკოლასი ცდილობდა დანიელის დარწმუნებას, მე კი მათ საუბარს შორიდან ვუსმენდი
-დიანას ამას ვერ გავუკეთებ
-შენ რა ეს გოგო შეგიყვარდა თუ საქმე მის ფულშია?
-არა ნიკოლას, შენ მაიკლს იცნობ ის ნამდვილი დემონია დიანა არ იმსახურებს მის გვერდით ყოფნას. მე იმიტომ მოგიყევი ეს ყველაფერი რომ ჩემი მეგობარი ხარ თუმცა ჩემი გადარწმუნება არ გამოგივა, ვერ დავუშვებ რომ დიანა იმაზე უფრო დაიტანჯოს ვიდრე ახლა
-გასაგებია შენ გმირი ხარ, მაპატიე რაც გითხარი მე დიანას არ ვიცნობ მაგრამ ის კი ვიცი რომ მაიკლის გვერდით ბედნიერი ვერასდროს ვერავინ იქნება -ბიჭები საუბარს მორჩნენ და გემბანიდან დაბლა ჩამოვიდნენ, მე კიბეს მოვშორდი და სამზარეულოში დალევა განვაგრძე
-თქვენც დალევთ? -თავაზიანად ვკითხე ბიჭებს
-არა მადლობა დიანა
-ნიკოლასი ბურბონს არ სვამს
-მაშინ მაცივარში შამპანიურია -სიცილით ვუთხარი ორივეს
-მომწონხარ დიანა კარგი იუმორის გრძნობა გაქ
-მადლობა, მე კი იგივეს ვერ ვიტყვი ადამიანზე რომელიც ბურბონს არ სვამს
-გასაგებია, აჯობებს მე წავიდე თქვენ კი გაერთეთ, ალბათ მარტო ყოფნა გენდომებათ -თავზინობის გამოჩენა სცადა სტუმარმა
-შენ უკვე იცი ჩვენი ისტორია ასე რომ დარჩი, სადღაც ვისკიც უნდა იყოს და შეგიძლია ის დალიო
-კარგი მასპინძელი ბრძანდებით მის -გამიღიმა ნიკოლასმა
-მე მოვიტანდი ვისკის ბოთლს მაგრამ არამგონია შევძლო -წამოდგომა ვცადე და თავბრუს ხვევა ვიგრძენი
-დიანა ძალიან ბევრი დალიე მოდი საწოლში ჩაგაწვენ -დანიელმა ხელში ამიყვანა და საწოლში ჩამაწვინა
-მადლობა დანიელ, ახლა კი წადი და მეგობარს მიხედე -ის ნიკოლასთან დაბრუნდა მე კი დაძინებას ვცდილობდი
-შენ მართლა ზრუნავ მასზე, ის შენთვის სულერთი არ არის
-ჰო ნიკოლას ის მე მძიმე პერიოდში დამეხმარა, თანაც ის კარგი ადამიანია და თან ჩემი მეგობარიც
-მაგარია დანიელ მე პირველად მესმის მომავალ ცოლზე რომ ვინმე ამბობდეს ჩემი მეგობარიაო
-ჩემი ცხოვრება კარგა ხანია ნორმალური აღარ არის ასე რომ ნურაფერი გიკვირს -ბიჭებმა კარგახანს ისაუბრეს შემდეგ კევინი წავიდა დანიელი კი დასაძინებლად ოთახში შემოვიდა, ფეხაკრეფით ცდილობდა არ გავეღვიძებინე თუმცა სკამს დაეჯახა
-არ მძინავს შეგიძლია შუქი აანთო -დანიელს გაეცინა, შემდეგ შუქი აანთო
-ყველაფერი რიგზეა? რატომ არ გძინავ?
-მე დიდი ხანი რაც კარგად არ მძინავს
-გასაგებია, აჯობებს დაიძინო, მე ტახტზე დავწვები
-არ გინდა აქ საკმაოდ დიდი საწოლია, თანაც არ მინდა დედაშენმა იმაში დამადანაშაულოს რომ არ მოგიარე და წელი ჩემგამო გაგიშეშდა
-სასაცილოა -დანიელი ჩემს გვერდით დაწვა ორივე ჭერს ვუყურებდით, შემდეგ მე მისკენ გადავბრუნდი, ისიც ასე მოიქცა
-დანიელ მადლობა უნდა გითხრა
-რისთვის? -გაიკვირვა მან
-იმისთვის რომ შენი ძმის კლანჭებში არ ჩამაგდე
-ჩემი და ნიკოლასის საუბარი გაიგონე?
-ჰო გავიგონე, და კიდევ ბოდიშიც უნდა მოგიხადო დღეს შენი სიბრაზე მამაშენის წინააღმდეგ გამოვიყენე
-რას გულისხმობ?
-მაიკლი განზრახ გამოვიწვიე რომ შენთან ეჩხუბა
-ეს უთხარი მამაჩემს საწყობიდან გამოსვლის დროს?
-ჰო და თუ შეგიძლია მაპატიე, შენ არ დაგიმსახურებია ასეთი მოპყრობა, შენი ბრალი არ არის რაც მე დამემართა -დანიელმა ხელები მომხვია და მკერდზე მიმიკრა
-დამშვიდდი მე მაიკლს მაინც ვცემდი იმის გამო რომ შენ შეგეხო, და არაუშავს თუ შენ შექმნილი სიტუაციით ისარგებლე
-გპირდები რომ მამაშენზე შურის საძიებლად აღარ გამოგიყენებ, ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო. შენ კარგად მექცევი ყველაფერის მიუხედავად და ჩვენს ურთიერთობას შურისძიებას არ შევწირავ
-დიანა დაივიწყე დღევანდელი, მე მომავალშიც იგივეს გავაკეთებ თუ მაიკლი მოგიახლოვდება, ახლა კი მოდი დავიძინოთ ორივემ ბევრი დავლიეთ და გამოძინება არ გვაწყენს. დილით გაღვიძებულს დანიელმა საწოლში საუზმე მომართა
-ახლა ჩემი ჯერი იყო -ღიმილით თქვა დანიელმა
-მადლობა ხომ იცი რომ არ არის საჭირო
-დამიჯერე ახლა რასაც გეტყვი იმას კარგი საუზმის გარეშე ვერ გაუმკლავდები
-მოხდა რამე?
-ჯერ ისაუზმე, მერე კი მოგიყვები
-კარგი, ეს მოცვის ბლინებია?!
-ჰო იმედია გიყვარს
-კი დედა აცხობდა როცა პატარა ვიყავი, უკვე დიდი ხანია რაც არ გამისინჯავს, ოღონდ მითხარი რომ სადმე რესტორანში არ შეგიკვეთავს
-როგროი მომთხოვნი ხართ მის, არა გეფიცები თვითონ გამოვაცხვე
-მაგარია -მე და დანიელმა ვისაუზმეთ და ჩემი სახლისკენ გავემართეთ
-შენ არ გითქვამს დილით რაზე საუბრობდი
-ჰო დღეს ქორწილისთვის ტანსაცმელი უნდა ვიყიდოთ
-ჯანდბა ოღონდ მითხარი რომ დედაშენთ და დედაჩემთან ერთად არ მომიწევს მთელი დღის გატარება
-ვწუხვარ მაგრამ ასეა, თუმცა ელისიც იქ იქნება მეჯვარის კაბა უნდა შეარჩიოს
-მძულხარ იმის გამო რომ სმოკინგის საყიდლად ნიკოლასთან ერთდ წახვალ მე კი წინ ჯოჯოხეთი მელოდება -როდესაც სახლს მივუახლოვდით იქ ენტონის მანქანა იდგა თავიდან გვეგონა რომ მერი მოვიდა ამ მანქანით თუმცა შევცდით
-დილამშვიდობისა ბავშვებო -მანქანიდან გადმოსულებს მერი მოგვეხვია
-გარაჯობათ მისის გრინ
-დიანა უბრალოდ მერი დამიძახე, მალე შენი ჩემი შვილი გახდები, გოგონა რომელიც არასდროს მყოლია
-მაგარია დედა იქნებ თავი დაანებო და არ დააფრთხო წინასწარ
-დანიელ არა მგონია დიანას შეშინება ასე მარტივი იყოს -მანქანიდან ენტონი გადმოვიდა
-მამა აქ რას აკეთებ?
-მე, შენ, მაიკლი, ნიკოლასი და კევინი საქორწინო ტანსაცმლის საყიდლად მივდივართ -ამ სიტყვებზე გულიანად გამეცინა
-შენი კი პატარა ქალბატონო ჩემთან, მერისთან და ელისთან ერთად მოდიხარ კაბა უნდა ავარჩიოთ -სიხარულით მითხრა ჰელენმა
-გასაგებია, ჩემი მანქანით წავიდეთ
-არა ძვირფასო თქვენს სტივენი წაგიყვანთ, ჩვენ კი ჩემი მანქანით წავალთ -თავაზიანად მითხრა ენტონიმ
-როგორც იტყვით -მე მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი როცა დანიელი დამშვიდობების მიზნით გადამეხვია, თუმცა სინამდვილეში რაღაცის თქმა უნდოდა
-გაუძელი დიანა ეს დღე უარესი ვეღარ გახდება
-იმედია, დანიელ თუ სწარაფად მოიშორებ თავიდან ბედნიერ ოჯახს მაღაზიაში მოდი
-კარგი ვეცდები
-იცოდე თუ მთელი დღის გატარება ქორწილზე გაგაიჟებულ ქალებთან ერთად მომიწევს მააღაზიის ვიტრინიდან გადავხტები -დანიელი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა ჩემმა ძმამ არ დააცადა
-დანიელ წავიდეთ ვაგვიანებთ, ნუ გეშინია დიანა არსად წავა მოგვიანებით ისევ ნახავთ ერთმანეთს
-ვერ გიტან კევინ იმედია პინგვინს დაემსგავსები სმოკინგში
-მეც მიყვარხარ დაიკო -ჩვენ საშოპინგოდ წავედით ელისი მამახნევებდა ალბათ ის რომ არა პირველივე კაბას ვიყიდდი და გამოვიქცეოდი მააღაზიიდა, კაბის საყიდლად წასვლა იმის ნიშანი იყო რომ ქორწილი ახლოვდებოდა. მე მაღაზიაში არსებული თითქმის ყველა კაბა მოვიზომე ასევე დანიელმაც უამრავი სმოკინგი მოისინჯა, თუმცა დღის ბოლოს როგორც იქნა ყველასთვის მოსაწონი კაბა შევარჩი და სახლში წამოვედი, იმდენად დაღლილი ვიყავი რომ სახლში მისულმა კაბა კარადაში ჩამოვკიდე და საწოლში ჩავწექი, ის იყო უნდა დამეძინა რომ დანილმა დარეკა
-გაგაღვიძე? -დაღლილი ხმით მკითხა მან
-არა ახლა ვაპირებდი დაძინეას
-კარგი მაშინ გავთიშავ
-არა დანიელ, რატომ დარეკე?
-მაინტერესებდა როგორ ჩაიარა შენმა დღემ
-საშინლად, ასი კაბა მაინც მოვიზომე და ერთი ძვლის ვიპოვნე ჩვენი ქალბატონების მოსაწონი, შენმა დღემ როგორ ჩაიარა?
-ამაზე უარესი შეუძლებელია, ლამის ჭკუიდან შემშალეს, ეს ხომ უბრალო სმოკინგია შავი პიჯაკი თერთრი პერანგი და ბაბთა, მაგრამ არა მამაჩემის მოსაწონი სმოკინგი ძვლის მოიძებნა მაღაზიაში
-შენი მესმის, ტანსაცმლის შერჩევაზე როგორი ამბავი დაატრიალეს და ქორწილის დღე ნამდვილი კოშმარი იქნება
-ჰო მართლა დიანა არ ვიცი გითხრა თუ არა ჰელენმა მაგრამ ჩვენი ქორწილი ხუთ დღეში იქნება
-რა? ეს ვინ გითხრა?
-დედაჩემმა
-მაგარია პატარძალი ყველაზე ბოლოს იგებს ქორწილის თარიღს
-ნუ წუწუნებ ჩვენ ამას შევძლებთ, რაც მალე ჩაივლის ქორწილი მით მალე გავთვაისუფლდებით ამ უაზრობებისგან
-იმედია დანიელ, იმედია არ ცდები
-ამას დრო გვიჩვენებს. ახლა კი დაიძინე ღამემშვიდობისა. - მე ტელეფონი გავთიშე და დაძინება ვცადე თუმცა უშედეგოდა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ დღევანდელი დღე დასაწყისი იყო. ჩემს ბნელ ოთახს შევავლე თვალი და ვიგრძენი რომ მარტო ვიყავი, შემდეგ იქვე ფანჯარაში შემოსული სინათლით განათებული ჩემი და რობერტის ფოტო დავინახე და გამახსენდა რასაც ის მეუბნებოდა „დიანა თუ ოდესმე თავს მარტო იგრძნობ, გააკეთე რაღაც სიგიჟე, ისეთი რამ რასაც სხვა დროს არ გააკეთებდი “, მე ამ მოგონებამ შთამაგონა ამიტომ სპორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და სიგიჟის გასაკეთებლად წავედი, ყველაზე დიდი სიგიჟის. კიბეები ფეხაკრეფით გავიარე, მაცივრიდან ნაყინები ავიღე, ფარდულიდან ფელოსიპედი გამოვიყვანე და დანიელთან წავედი. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი სიგიჟის ჩადენით ვიყავი მოტივირებული, ამიტომ მე მისი სახლის გალავანზე გადავძვერი და რომეოსავით ავძვერი დანიელის ფანჯარაზე, ერთადერთი იმ მომენტში რაც ვიცოდი ის იყო თუ სად იძინებდა დანიელი. ასე რომ მე აივანთან გაზრდილ მცენარეზე ავცოცდი ნაყინებით ხელში და დანიელის ოთახში შევედი, მას ეძინა ნელა მივუახლოვდი, ზურგზე ხელი დავუკაკუნე და ჩავჩურჩულე
-დანიელ გაიღვიძე -მან თვალები გაახლია და ჩემი მის საძინებელში დანახვით ისე გაოცდა, რომ ორი სიტყვა ძვლივს მითხრა
-დიანა აქ როგორ მოხვდი?
-მე აივანზე ამოვძვერი
-მაგარია ეს როგორ მოიფიქრე ან როგორ მოახერხე?
-ჩაიწიე და მოგიყვები -მე დანიელის საწოლზე ავძვერი, მის გვერდით წამოვწექი და ნაყინის შეფუთვა მივეცი -კარგი ვიცი რომ ეს სიგიჟეა, სწორედ ამიტომ ვარ აქ, შენთან საუბრის შემდეგ თავი მარტოდ ვიგრძენი, შემდეგ რობერტის სიტყვები გამახსენდა ის მეუბნებოდა მარტოობა რომ შეგაწუხებს სიგიჟე ჩაიდინეო ჰოდა მეც აქ ვარ
-შენ ყველაზე უცნაური გოგო ხარ ვისაც კი ვიცნობ, სიგიჟის ჩადენაზე გავიგე, მაგრამ აქ როგორ ამოხვედი?
-მე გალავანზე გადმოვძვერი შემდეგ კი მცენარეზე ამოვცოცდი რომელიც შენს აივანთანაა -დანიელის გაოცებული სახით მივხვდი რომ ვერ გაეგო ეს როგორ მოვახერხე -ჰო ბოდიში მე არ მითქვამს რომ საუკეთესო ტანმოვარჯიშე ვიყავი სკოლაში
-მაგარია, შენ საუკეთესო ხარ და მადლობა ნაყინისთვის -სწორედ ამ დროს ჩაიარა სიგიჟის მომენტმა და მივხვდი რომ მე შეშლილივით შევიპარე ბიჭის სახლში რომელსაც გარიგებით მივყვები ცოლად, ეს ძალიან უცნაური იყო, უცნაურობებს შორის ყველაზე უცნაური -ჯანდაბა დანიელ ეს მართლა სიგჟე იყო მე არ უნდა მოვსულიყავი და არ უნდა შემეწუხებინე ასე რომ იქ დავბრუნდები საიდანაც მოვედი -მე საწოლიდან ავდექი და აივნისკენ გავემართე ამ დროს დანიელმა მკლავში ხელი მომკიდა და გამაჩერა
-დარჩი დიანა ამდენ ნაყინს მარტო ხომ არ შევჭამ -და მე დავრჩი დანიელის სახლში და მის საწოლში დავიძინე, ეს რომ დედაჩემმა გაიგოს ცოცხლად გამატყავებს რადგან საბრძოლო სტრატეგიას ჩემი მოქმედებები ნამდვილად არ ჰგავს. დილით კარზე კაუკნი გაისმა, ეს დანიელის დედა მერი იყო
-ჯანდაბა დანიელ თუ ის აქ მნახავს ქორწილი დაივიწყე
-კარგი ნუ პანიკობ დამშვიდდი
-შენთვის იოლი სათქმელია შენ კი არ შეპარულხარ სხვის სახლში აივნიდან
-გაჩუმდი მე მოვაგვარებ -დანიელი ადგა და ოთახის კარი ოდნავ გააღო რათა დედას დალაპარაკებოდა -დედა რა მოხდა?
-ძვირფასო დაცვამ გალავანთან ვიღაცის ველოსიპედი იპოვნა, უბრალოდ მაინტერესებს ხომ არ იცი ვისია
-ჯანდაბა ველოსიპედი დიანამ მათხოვა მე კი არ მახსოვდა სად დავტოვე
-კარგი ძვირფასო დაცვას ვთხოვ გარაჟში შეიტანონ და შემდეგ დიანას დაუბრუნე
-კარგი ნახვამდის დედა. აი ხომ ხედავ სანერვიულო არაფერია
-მართლა გენიოსო, და სახლში ისე როგორ წავიდე რომ არავინ დამინახოს?
-მალე ჩემები წავლენ და შემოსასველიდან გაგიყვან ისე რომ არავინ დაგინახოს
-კარგი რადგან ჯერ ადრეა მე ძილს განვაგრძობ
-შენ მართლა არანორმალური ხარ -სიცილით მითხრა დანიელმა
-იმედია ჩემზე დაქორწინებას არ გადაიფიქრებ, მაპატიე ეს არ უნდა მეთქვა
-არაუშავს სხვა თუ არაფერი ქორწილის შემდეგ აივანზე ამოსვლა აღარ მოგიწევს
-შეწყვიტე ჩემი დაცინვა და დამაძინე. -ჩვენ ცოტა ხანს კიდევ დავიძინეთ, შემდეგ დანიელმა სახლიდან გამომიყვანა ისე რომ არავის დავუნახივარ, მე მას დავემშვიდობე და სახლში დავბრუნდი. სახლში შესულს ანერვიულებული ჰელენი შემხვდა
-დიანა ასეთ დროს სად იყავი?
-სავარჯიშოდ დედა, სხვაგან სად ვიქნებოდი ასე დილა ადრიან
-ძალიან ვინერვიულე დილით საწოლში რომ არ დამხვდი
-ნუ აჭარბებ დედა, ახლა ზევით ავალ და მოწესრიგდები -ჰელენმა ჩემი ისტორია დაიჯერა, თუმცა ოთახში კიდევ ერთი ცნობის მოყვარე ადამიანი მელოდა. -კევინ აქ რას აკეთებ?
-წუხელ სად იყავი დიანა? -ცნობისმოყვარეობით სავსე მზერით მკითხა მან
-სად უნდა ვყოფილიყავი სახლში -სერიოზული ტონით ვუთხარი ძმას
-არ გინდა დიანა, შეიძლება დედამ დაიჯერა შენი ისტორია მაგრამ მე ვიცი რომ წუხელ სახლში არ ყოფილხარ
-კარგი გამომიჭირე, როგორ გაიგე?
-წუხელ შენთან სალაპარაკოდ მოვედი და აქ არ იყავი, დიანა ვინმეს ხვდები?
-შენ რა სულ გააფრინე ვის უნდა ვხვდებოდე, ხუთ დღეში ვთხოვდები
-ვიცი რომ არ გინდა გათხოვება ამიტომ გავიგებ თუ სხვა ბიჭს ხვდები, მაგრამ გახსოვდეს ენტონი გრინი სახიფათო კაცია მასთან ხუმრობა არ ღირს
-ვერ ვიჯერებ კევინ ნუთუ გგონია რომ შენ და დედას საფრთხეში ჩაგაგდებთ -ძმის სიტყვებმა ძალიან გამაბრაზა
-დიანა ვიცი რომ ჩვენს გამო ბევრი მსხვერპლი გაიღე და მთელი ცხოვრება მოგიწევს ამის გაგრძელება, მაგრამ მე შენზე ვღელავ
-ჰო კარგი მე წუხელ დანიელთნ ვიყავი
-ეს მოულოდნელი იყო, თქვენ რა სექსი გაქვთ?
-არა იდიოტო ეს საიდან მოტანე?
-აბა შუაღამით მის საძინებელში რატომ შეიპარე და მთელი ღამე რატომ დარჩი?
-ჩვენ მეგობრები ვართ, მასთნ სასაუბროდ წავედი
-როგორც იტყვი ძვირფასო დაიკო. ჰო მართლა დიანა მე ჯერ კიდევ არ მომიხდია შენთვის ბოდიში იმ სიტყვების გამო რომელიც მამას გარდაცვალებისას გითხარი
-დაივიწყე მე უკვე დავივიწყე
-არ შემიძლია, გთხოვ მაპატიე რომ ვირივით მოვიქეცი
-კარგი გაპატიე ახლა კი მოშორდი აქედან უნდა ვიბანაო
-მე წავალ მაგრამ გახსოვდეს ძვირფასო დაიკო მეგობრის სახლში შუაღამით არ იპარებიან
-გაეთრიე საძაგელო აქედან -კევინი წავიდა, მე შხაპი მივიღე ტანსაცმელი გამოვიცვალე და კომპანიის საბუთების გადასახედად კაბინეტში განვმარტოვდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent