შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავთვალება მონსტრი(თავი 2)


25-06-2017, 00:31
ავტორი Deachkkaa
ნანახია 2 016

პატარა,რომ იყო ყოველთვის უნდოდა ბათუმს გაქცეოდა,მოშორებოდა ამ დაწყევლილ ადგილს.ახლა კი,როდესაც იფიქრა საბოლოოდ დატოვა ბავშობის ადგილი და ფრთები ფართოდ გაშალა ,რეალობამ მწარედ დაახეთქა მიწაზე.ანასტასია ისევ აქ იყო,ქალაქში რომელსაც ვერასდროს ერგებოდა.ფანჯრიდან ათვალიერებდა,მრავალჯერ დანახულ ხედებს და გულში სიცარიელის გარდა ვერაფერს გრძნობდა.მალევე ტაქსი გაჩერდა პატარა,არც თუ ისე ლამაზი,ჭუჭყიანი სახლის წინ.გოგონამ ფული გადაუხადა და სწრაფად გადმოხტა მანქანიდან.ღრმად ჩაისუნთქა,სახლს მიუახლოვდა და მონიტორულად დააკაკუნა.რამდენიმე წამში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა,რომელსაც კარის ჩხაკუნი და გაღება მოჰყვა.
-ანა?-გაოცებისგან აღმოხდა მაღალ, დაახლოებით 18 წლის ბიჭს
-გამარჯობა საბა,შენი დახმარება მჭირდება
-მოდი-ხელი მოჰკიდა და შიგნით შეიყვანა.
-არაფერი შეგიცვლიათ?-გაეღიმა და პატარა ოთახი მოათვალიერა
-შენს გარეშე როგორ-გაეცინა ბიჭსაც და სკამზე ჩამოჯდა.
თორმეტი წლისები იყვნენ როცა ანასტასიამ ,საბამ და ნატუკამ იპოვეს ეს პატარა სახლი.მაშინ გადაწყვიტეს მათ საერთო შტაბად ექციათ და ყოველთვის როცა ცუდად იყვნენ ან რაიმე უჭირდად სულ ამ ადგილას მოდიოდნენ.თითქოს ეს პატარა,არც თუ ისე ლამაზი სახლი მათი მთავარი თავშესაფარი იყო.
-მამაჩემი უნდა ვიპოვო-მტკიცედ წარმოთქვა და ბიჭს მიაჩერდა
-ანა ხო კარგად ხარ-თვალები მოჭუტა საბამ
-დედაჩემმა მომატყუა.ცოცხალია და ახლა შეიძლება ბათუმში იყოს.ამიტომაც დავბრუნდი
-ვაა-კეფა მოიქექა და ტუჩები გაამოძრავა-და მე რითი შემიძლია დაგეხმარო?
-შეგიძლია ბექა ბოტკოველის ადგილსამყოფელი გაიგო?-
-ვცდი-ლეპტოპს მიუჯდა და ინფირმაციის ძებნას შეუდგა-ისე დედაშენმა რაგითხრა?
-რაზე?
-არ მოგიყვა როგორ დაშორდნენ?
-არც მიკითხავს
-რატომ?-კვლავ გაოცება გაერია ბიჭს ხმაში
-სიმართლე გითხრა არ ვიცი.ალბათ აღარ მინდოდა მოვეტყუებინე-ამოიოხრა და მომჩვარებულ დივანზე გადაწვა,რომელმაც საშინელი ხმა გამოსცა
-ვიპოვე-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ წამოიყვირა საბამ-მაგრამ მასალა ისეა დაცული ვერ ვტეხ-ამოიოხრა
-სერიოზულად?-წამოხტა და ბიჭს თავზე დაადგა-ადრე ნატუკას ბიჭი რომ მოეწონა ეგ ხო ვნახეთ?
-ხო ,მაგრამ მამაშენის მონაცემები კარგადაა დაცული.ალბათ ბევრი გადაიხადა ამისთვის
ანასტასიამ ამოიოხრა და გაბრაზებულმა ფეხი სკამს მიარტყა
-ახლა რავქნა-ამოიღმუვლა
-დეიდაშენს რომ დაურეკო?
-ინას?-ჩაეცინა
-ხო.გამომძიებელი არაა?
-ხო არის ,მაგრამ არ ეცლება ჩემთვის
-მამაშენის ადგილსამყოფელი ხო გაინტერესებს?ხოდა დაურეკე-წამოდგა და მხარზე ხელი დაადო-მიდი ანა
-კარგი-ამოიოგმინა,ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა და კონტაქტებში ინას ნომერი მოძებნა.ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ზარის გასვლას დაელოდა.რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ ტელეფონში ინას მშვიდი,გაწონასწორებული ხმა გაისმა
-ინა..-ამოთქვა და ტუჩი მოიკვნიტა
-ანასტასია?რამე მოხდა?
-რაღაც მინდა გთხოვო-იცოდა ინა ვერ იტანდა უაზროდ ლაპარაკს,ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდა
-დაგიჭირეს?
-რაა? არა რა სისულელეა-ნერვიულად ჩაეცინა-მინდა ვიღაცაზე ინფორმაცია მიშოვო
-ვისზე
-მამაჩემზე-რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ამოთქვა
-გაიგე?-ამოიოხრა ინამ
-კი
-ახლა სად ხარ
-ბათუმში
-თბილისში არ გადმოხვედით?
-კი,მაგრამ დავბრუნდი
-კარგი-ამოიოხრა-გაგირკვევ ყველაფერს და ჩამოვალ
-ჩამოხვალ
-ხო.რაღაცაც უნდა მოგიყვე
-კარგი ტასო.ახლა საქმეები მაქვს.ხვალ მანდ ვიქნები.
-მადლობა ინა-გაეღიმა
-კარგად ტასო.
ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა.
-ანა
-ხო
-მამაშენს რომ იპოვი,რა უნდა გააკეთო
-მაინტერესებს რატომ მომექცა ასე
-ანა... არ გეშინია?
-მეშინია-ამოიგმინა .
-მოდი-ბიჭმა ხელები გაშალა და გოგონას მოხვია- ხო იცი,ყველაზე მაგარი გოგო ხარ
-ვიცი საბუ-ჩაეღიმა და ხელები მჭიდროდ მოხვია
-უკვე მომენატრე ალქაჯო-ჩაეცინა ბიჭს და ცხვირზე თითი მოუჭირა
-რა სენტიმენტალური ხარ -გაეცინა და ლოყაზე აკოცა-ნატუკა სადაა ისე?
-სოფელში წაიყვანეს.არ უთქვამს?
-არა არ მოუწერია.
-ხოო .წამო გავისეირნოთ
ხელი მოჰკიდა და გარეთ გავიდნენ.ნელა დაუყვნენ ქუჩას და მალევე ბულვარში გავიდნენ.მზე მცხუნვარედ აჭერდა.მოზარდები აქეთ-იქით ხმაურიანად დარბოდნენ და თან გზადაგზა ტანისამოს იხდიდნენ
-წამოდი ზღვაში-ხელი ჩაჰკიდა და ზღვისკენ წაიყვანა.ნაპირზე შეჩერდნენ.საბამ მაშინვე მაისური გადაიძრო და შორტიც მიაყოლა
-ანა.. რას დგახარ.გაიხადე დროზე-დაუყვავა და ადგილზე ცქმუტვა დაიწყო
-აუუ... რატომღაც არ მინდა დასველება
-რა არ გინდა?-დაეჭვებულმა შეხედა-იცოდე ან ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა
-აუ არმინდა საბა ვაა-ამოიბუზღუნა და ხელები გადააჯვარედინა.რატომღაც წყალში შესვლის სურვილი არ ჰქონდა.უბრალოდ უნდოდა დამჯდარიყო და ზღვისთვის ეცქირა.ერთი კიდევ აათვალიერა ბიჭმა,ბოლოს ხელში აიტაცა და წყლისკენ გააქანა
-დააამსვი საბაა .ვაიმე გაგიჟდიი..დამსვიი..არქნა საბა ეგ ..ტელეფონი საბაა -გაჰკიოდა ბოლო ხმაზე და სიცილს ვერ იკავებდა.-სააბააა..გეხვეწები დამსვიი...საბა ტელეფონი-უცებ ბიჭი შედგა.ჯიბეებში ხელი ჩაუყო და როდესაც ტელეფონი იპოვა სწრაფად ამოაძვრინა,დაუდევრად მიაგდო და წყალში შეტოპა.
-საბაააა რას აკეთ...-სიტყვის დამთავრება არ აცადა წყალში მოადინა ზღართანი.წყალი იმდენად ცივი იყო,რომ ტანზე ტაომ დააყარა.
-შეე.შეე იდიოტო ვირო.სად მიცურავ მოდი აქ .უნდა დაგიჭირო და ეგ თმები დაგაპუტო ..-გაბრაზებული გაჰკიოდა და შორიახლოს მცურავ ბიჭს გაეკიდა.
-შენ რა გიჟი ყოფილხარ-გვერდიდან ბიჭის სიცილნარევი ხმა მოესმა.თავი შეატრიალა და თმა აბურდული ცოტნე დაინახა.
-შეენ?-გაოცებულმა წამოიყვირა.საერთოს არ ეგონა თუ კიდევ შეხვხებოდა მას. სირცხვილისგან ლოყები აუჭარხლდა.ახლაღა გააცნობიერა რომ პლიაჟზე მხოლოდ ის და საბა არ იყვნენ.
-მართალი აღმოჩნდი.ბათუმი საკმაოდ პატარაა-ჩაეცინა ბიჭს-ის შენი შეყვარებულია?-მათკენ მოცურავე საბასკენ მიანიშნა
-ის?-იმდენი იცინა წყალში თავს ძლივღა იმაგრებდა.ამ რამდენიმე წამშიც კი საკმაოდ ღრმად შესულიყო.
-რახდება ანა?-გვერდით ამოუდგა საბა
-არაფერი -კიდევ ერთხელ გაეცინა და ბიჭები ერთმანეთს გააცნო.
-ეს საბაა ჩემი მეგობარი-ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა-ეს კი ცოტნეა.მატარებლით ერთად ვიმგზავრეთ
-გასაგებია-ალმაცერად აათვარიელა საბამ ბიჭი
-შენ აღარ გელაპარაკები-ცხვირი აუბზუა საბას და ნაპირისკენ წავიდა.
-ანიუშაა-უკაან მიჰყვა საბა.იცოდა ვერ იტანდა ასე რომ ეძახდნენ ,მაგრამ ბიჭი მის გამწარებას აგრძელებდა-ანიუშაა ნუ მებუტები-სიცილით დაეწია ნაპირზე ასულ ანასტასიას და უკნიდან მიეხუტა.ანასტასიამ მწველი მზერა იგრძნო.თვალები აქეთ-იქით გააცეცა და შავთვალებას შეეჩეხა.გოგონამ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და თვალები ძლივს მოსწყვიტა ანდროს დაკუნთულ ტანს,რომელზეც მრავლად იყო გამოსახული სხვადასხვა ტატუები.ბიჭს შუბლი შეეკრა და ანასტასიას დამცინავი ღიმილით მისჩერებოდა.გოგონას ტანში უსიამოვნო ტალღამ დაუარა და საბასკენ შეტრიალდა
-საბა წავიდეთ-შეეცადა ნერვიულობა დაემალა
-ჯერ ახლა არ მოვედით?ვიყოთ ცოტახნით
-მაშინ მე წავალ
-ანა კაი რააა.ცოტახნით შევალ წყალში ,შენ აქ დამელოდე.გპირდები მალე მოვალ-საწყლად შეხედა ბიჭმა
-კარგი ხო-ამოიოხრა.დაბლა დაიხარა და თავის ტელეფონს დასწვდა.კიდევ კარგი ტელეფონი მაინც არ გაუტყდა.დამშვიდებულმა გაიღიმა და ამღერებულ ტელეფონს დახედა.იაკო ურეკავდა.ღრმად ჩაისუნთქა და გააგონა
-ხო დე-დაიხარა და საბას ტანსაცმლის შეგროვება დაიწყო
-როგორ იმგზავრე?
-რავი კარგად-ტანსაცმელი ერთ ადგილას შეაგროვა და შავთვალებას გასწვრივ ჩამოჯდა
-გაარკვიე რამე?-ნერვიულად ჩაილაპარაკა ქალმა
-ჯერ არა-ამოიოხრა გოგონამ და თვალი სივრცეში გაუშტერდა
-ფრთხილად იყავი დეე
-ხო დეე -გაეღიმა ანასტასიას-კაი დეე უნდა წავიდე ახლა.საბასთან ერთად ვარ
-მომიკითხე საბუნა
-კაიი -გაეცინა საბას შემხედვარე და გაუთიშა.ტელეფონი გვერდით დაიდო და თავი უკან გადააგდო.
-როგორც ჩანს კარგად ერთობი-გვერდით შავთვალება მიუჯდა და ირონიულად ჩაილაპარაკა
-ლაპარაკს კადრულობთ?-არც ანასტასიამ დააკლო ირონია.ბიჭმა პასუხი არ დაუბრუნა,ტუჩი ჩატეხა და წინ გაიხედა.
-ანდრო შენ სულ გოგოებს როგორ უნდა აგდებდე-ფრანგულად ჩაილაპარაკა უცნობმა.თავი გაბრაზებულმა მიატრიალა და ხელში მაღალი,შავტუხა ბიჭი შერჩა ,რომელსაც ლურჯი,გამყინავი თვალები ჰქონდა.
-უკაცრავად?-გაბრაზებულმა ამოიღრინა და ბიჭს მიაჩერდა
-გაიგე?-ბიჭს გაოცება გამოეხატა სახეზე.
ანასტასიამ თავი დაუქნია და შუბლშეკრული უყურებდა ხან შავთვალებას ხანაც ლურჯთვალებას,რომელსაც ვიღაცას ამსგავსებდა.
ანდრო წამოდგა,ლურჯთვალებას სიცილით მხარზე ხელი დაჰკრა და ზღვისკენ გაქანდნენ.გაბრაზებულმა ამოიფრუტუნა ანასტასიამ და შუბლშეკრული მიაჩერდა მისკენ მომავალ საბას.


******
გამარჯობა ^^ ვიცი დიდი თავი არაა,მაგრამ არაუშავს.გადავწყვიტე ყოველდღე დავდო(იმედი მაქვს მოვასწრებ)აბა რას ფიქრობთ ამ თავზე?რას ფიქრობთ ვინაა ლურჯთვალება?თუ ჩემი წინა ისტორია წაკითხული გაქვთ მიხვდებით თუ ვინაა ინა 3:) იმედია ისიამოვნებთ ამ თავით <3 მომდევნო თავი უკეთესი იქნება და ასევე შავთვალება მონსტრი უფრო ხშირად გამოჩნდება.
ძალიან დიდი მადლონა ვინც კითხულობთ და ერთ კომენტარს მაინც იმეტებთ <3 თქვენი აზრის დაფიქსირება დიდ სტიმულს მაძლევს <3
სიყვარულით დეაჩკა



№1  offline წევრი Merri

ძაან.საყვარელი მოთხრობაა..მომწონს ძაან..გააგრძელე და თავები ცოტათი გაზარდე <3 ❤❤

 


№2  offline წევრი Deachkkaa

Meri Vaxtangadze
ძაან.საყვარელი მოთხრობაა..მომწონს ძაან..გააგრძელე და თავები ცოტათი გაზარდე <3 ❤❤

დიდი მადლობა <3 აუცილებლად გავზრდი

 


№3 სტუმარი Guest bubu

am gogos mamaa ?

 


№4 სტუმარი Guest pawuka

Dzaaan kaia ogond upro didi tavebi dade da tu ar daigvianeb kargi iqneba warmatebebi

 


№5 სტუმარი mariami iii

ძააან მაგარიიი იყოოოოოოოოოო გაგრძელეეე მოუტმენლადდ ველი შემდეგ თავსსს

 


№6  offline წევრი Deachkkaa

Guest bubu
am gogos mamaa ?

არ ვიცი ანასტასიას მამად რატო ჩათვალეთ :დდ ნუ შემდეგ თავში გაიგებთ ყველაფერს

Guest pawuka
Dzaaan kaia ogond upro didi tavebi dade da tu ar daigvianeb kargi iqneba warmatebebi

მადლობა ^^ ყოველდღე თუ დავდებ ფიზიკურად ამაზე მეტს ვერ მოვასწრებ ,მაგრამ ვეცდები

mariami iii
ძააან მაგარიიი იყოოოოოოოოოო გაგრძელეეე მოუტმენლადდ ველი შემდეგ თავსსს

მადლობა <3

 


№7 სტუმარი qristi

mama ar magram xom sheileba misi naxevardzma iyos

 


№8  offline წევრი Deachkkaa

qristi
mama ar magram xom sheileba misi naxevardzma iyos

შესაძლოა

 


№9 სტუმარი Guest Tatu

Dzalian momwons;)
Lurjtvala ki dzma mgonia ;/

 


№10  offline წევრი Deachkkaa

Guest Tatu
Dzalian momwons;)
Lurjtvala ki dzma mgonia ;/

მადლობა <3

 


№11 სტუმარი sheshlili googo

Kargia magram rodis dadeb shemdeg tavs?

 


№12  offline წევრი Deachkkaa

sheshlili googo
Kargia magram rodis dadeb shemdeg tavs?

მადლობა <3 დღეს აუცილებლად

 


№13  offline წევრი Deachkkaa

ანი ანი
Naxevardzmaa?!

Maybe

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent