შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

MOBSTER (მე-III თავი.)


25-06-2017, 01:58
ავტორი D-I-A-N-A
ნანახია 1 897

-ვინ მოგცა ჩემს ოთახში შემოსვლის უფლება ?! - კატერინა ფეხებ მოკეცილი , ძირს , რბილ ხალიჩაზე იჯდა .მის თვალებს რომ დავხედე მივხვდი , ნამტირალი იყო .
-გავიდე ? -ჩუმად , მაგრამ გასაგონად ვთქვი .
-არა ... - ჩაიბუტბუტა ... გვერდით მივუჯექი , პოდნოსი ძირს დავდე, კოკა-კოლის ერთი ბოთლი გავხსენი და ცოტა მოვსვი . -გინდა ? - ჩემი ბოთლი გავუწოდე მაგრამ მან მეორე აიღო. -არ გშია ?
-არ ვიცი . - ბოთლი ძირს დადო და საწოლს მიეყუდა .
-რატო იქცევი ასე ?
-როგორ ასე ? - მომანათა თავისი უმანკო , ცისფერი თვალები .
-რატო იქცევი ისე თითქოს ყველაფერი გკ*დია ?
-მართლა მკი*ია.
-ტყუი. -ჩუმად ვთქვი და ფეხზე ავდექი . -შეჭამე , შენთვის გავაკეთე. -კარი გავაღე და ოთახი დავტოვე.
____კატერინა____
‘’აუ მშია’’-მთელი საღამო ამას ვიძახდი, მაგრამ ქვემოდ მაინც არ ჩავედი . იცით მთელი საღამო იმის ფიქრში გავატარე თუ მართლა რა ცივი გავხვდი . ყველას გონია რომ გრძნობები არ მაქვს , მაგრამ ეს ასე არ არის . მეც მტკივა , იმდენად რომ როცა ტირილი მინდა უბრალოდ ჩემს ოთახში ვიკეტები და ისე ვტირი , რატო ? იმიტომ რომ , ისეთი ამაყი ვარ რომ არ მინდა ვინმემ ჩემს თვალზე ცრემლი შენიშნოს ... ღამით, როცა იატაკზე ვიჯექი კარის გაღების ხმა გავიგონე , თავი შევატრიალე და დემეტრეს თვალებს გადავეყარე . ღმერთო , მის თვალებს 9 წლის შემდეგ არ დაუკარგავთ ბრწყინვალება . ისინი ისევ ანათებენ , ისევ აგრძელებენ ჩემს დატყვევებას . როცა გონს მოვეგე დემეტრეს მკვახედ დაველაპარაკე. თავს ვაჩვენებდი ისე თითქოს მინდოდა ჩემი ოთახიდან გასულიყო , მაგრამ სინამდვილეში მინდოდა ჩამხუტებოდა და გავეთბე -‘’ოცნებას კაცი არ მოუკლავს ‘’. ცოტახანი ასე ვიჯექით შემდეგ დემეტრემ ჩემი ოთახი დატოვა და მეც ‘’ვეცი’’ სენდვიჩებს .
____დემეტრე____
მთელი ღამე კატერინაზე ფიქრში გავათენე . როცა მახსენდებოდა მისი ცრემლნარევი ხმა გული მტკივდებოდა . რა საშინელებაა როცა ადამიანი გიყვარს მას კი სძულხარ , როცა გინდა ჩაეხუტო მაგრამ იცი რომ ის ხელს გკრავს და განზე გაგწევს . 9 წლის წინ რა დებილი ბავშვი ვიყავი , როგორ ვთქვი უარი . საერთოდ რატო ვთქვი უარი ? იმის გამო რომ ის პატარა იყო ? რა თქმა უნდა 14 წლის ასაკში 7 წლის ბავშვი პატარა მეგონა . ნეტა შემეძლოს ყველაფრის შეცვლა მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვსურს . ამდენი წელი ვძლებდი უმისობას , ჩემს თავს ვარწყმუნებდი რომ ის ჩემთვის არავინაა მაგრამ ახლა , როცა ის ასე ახლოსაა ვერ ვძლებ უმისობას . უმისოდ ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენება .’’ეკატერინე ბაგრატიონო რატო შემიყვარდი ?’’ მთელი ღამე არ მძინებია , მთელი ღამე კატერინაზე ვფიქრობდი , ვიხსენებდი იმ დღეებს როცა მე და ის ვთამაშობდით ლევანის ბაღში მე მას როგორც დად მივიჩნევდი , თუ ვინმე მას აწყენინებდა მწარედ ვაზღვევინებდი , კატერინა ჩემი პატარა დაიკო იყო რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდი და ცივ ნიავსაც კი არ ვაკარებდი . მახსოვს ის დღე როცა კატო დაიბადა , ის ისეთი პატარა , ნაზი , უმანკო ბავშვი იყო რომლის ხელში დაჭერაც კი მეშინოდა ...
-რა ადრიანად ამდგარხარ ...- მთქნარებით მითხრა აკომ.
-არ მძინებია . - სიგარეთს მოვუკიდე და მზის ამოსვლას შევხედე .
-რატო ?... ა გასაგებია.-აკო გვერდით მომიჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
-შენ რატო არ გძინავს ?
-აღარ მინდა ძილი ... აქ რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ?
-არ ვიცი ...- მალევე შევედით სახლში და დივანზე დავჯექით . როცა დანარჩენებს , კატოს გარდა გაეღვიძათ ვისადილეთ . 3 საათი იყო კატო კი არ ჩამოდიოდა , ყველას სერიოზულად შეგვეშინდა როცა ზემოდ მტვრევის ხმა გავიგეთ .
-ეს რა ხმებია ტო ? - გუგა კრესლოდან წამოხტა და ყველას შემოგვხედა .
-ავალ და გავიგებ ...-ფეხზე წამოვდექი და Beretta 92 გადავტენე .ზემოდ ავედი და ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი კატოს ოთახს . კარი გავაღე და სწრაფად დავიკუზე როცა პირდაპირ ჩემსკენ მფრინავი ვაზა დავინახე.
-შენ შიგ ხო არ გა...-უცებ გავჩუმდი.- სულ გაგიჟდი , რეებს აკეთებ ?
-არ ვიცი მთავარია გულზე მომეშვა ... ნამდვილია ?
-მოგეშვა ?!
-ნამდვილია?
-კი...
-ხო მომეშვა .ნამდვილი რად გინდა ? უი ხო შენ ხომ აღარ ხარ 13 წლის ღლაპი რომელიც სათამაშო თოფით თამაშობდა , მე ბოდიშებით .
-აი ახლა ხო ხარ ღირსი პირდაპირ შუბლში მოგახვედრო ტყვია ?!
-მიდი აბა ! მაგის ტრ*კი შენ მაინც არ გაქვს !
-დარწყმუნებული ხარ ?
-სანამ მე შხაპს მივიღებ თქვენ დაალაგეთ აქაურობა .
-ბოდიში ?! აქ არავინ არ არის შენი მონა , შენ აურიე ყველაფერი ?! ხოდა ახლა შენ დაალაგე !
-რა ბრძანე? შენ შენი თავი ვინ გგონა ?! აქ და ახლა მე ვარ შენი უფროსი ხოდა რასაც გეტყვი ის გააკეთე !
-კატერინა შენ ჩემი უფროსი არასდროს იქნები , გასაგებია ?! ახლა კი დაალაგე შენი ოთახი სანამ ..
-სანამ რა ? სანამ-მამაჩემს არ დაურეკავ ? შემაშინე ხო იცი ... დემეტრე ნუ გავიწყდება რომ მომავალში შენ ჩემს ხელთ იქნები , ამიტომ ჯობია მომთაფლო ვიდრე გამაბრაზო . რა იცი მომავალში რა მოხდება .
-ზუსტად , რა იცი მომავალში რა მოხდება , ფრთხილად იყავი ეკატერინე ბაგრატიონო მომავალში შენ არ დაგჭირდეს ჩემი მოთაფლვა . რა იცი ბედი რას გვიმზადებს . -ოთახიდან გამოვედი და კარი მივიჯახუნე . -ეს გოგო მე გადამრევს . -ჩავიბუტბუტე და ქვემოდ ჩავედი .
_____კატერინა_____
ღამით როცა ჭამა დავამთავრე დაწოლა და ძილი გადავწყვიტე . დავწექი თუ არა მაშინვე გავითიშე. 3-ის ნახევარზე ზარის ხმამ გამაღვიძა . ლუკასი იყო -ჩემი ყოფილი რომელიც ვერ მოვიშორე . ‘’ნაგავი , ლაჩარი, ნადირი , პირუტყვი ‘’-რას აღარ ვუწოდებდი. ისე გამაბრაზა რომ ყველაფრის დამტვრევა მომიდნა , როგორც წესი ჩემს თავს არასოდეს ვეუბნებოდი უარს. ნივთების დალეწვის დროს ლუკასის საზიზღარი ხმა ჩამესმოდა ყურში . ო ღმერთო როგორ მძულს ეგ არარაობა , საზიზღარი არსება რომლის გაჭყვლეტვაც მსურს . უცებ ოთახის კარი გაიღო მეც შემთხვევით გავისროლე ვაზა რომელიც იმ წუთას ხელში მეკავა . გონს მაშინ მოვეგე როცა დემეტრემ კინაღამ შემაგინა , ბოდიშის მოხდა არ მეხერხება ამიტომ სწერვობა დავიწყე .
_____დემეტრე____
-რა ხდებოდა ზემოდ ? –(ტატო)
-რა და პრინცესა სულ გაგიჟდა .-ხელები ავიქნიე , იარაღი მაგიდაზე დავდე და სავარძელში დავჯექი .
-სისხლი მოგდის -გუგამ თავზე თითი გადამისვა და სისხლიანი თითი მაჩვენა .
-კატერინა , მე შენ თუ არ დაგაწყნარო მე არ ვიყო დემეტრე დევდარიანი .
-ეე ბევრი დრო დაგჭირდება .- ცინუკურად ჩაიცინა აკომ .
-არაუშავს , დრო საკმარისად მაქვს .- ნაიარევის გაწმენდის შემდეგ ტატომ თავზე ლეიკოპლასტერი (სანტავიკი) დამაკრო.
-ძმაო კატო არ არის ჩვეულებრივი გოგო , ჯობია მოერიდო .
-დამიჯერე სინამდვილეში ჩვეულებრივი და მგრძნობიარე გოგოა .
-თუ მასეა მთლიანად არ ,,გადატეხო’’ .
-ნუ ღელავ კატო ჩემს ხელშია გაზრდილი , მე ვიცი სადამდე შემიძლია შეტოპვა . მე მას ვერ ,,გავტეხ ‘’ უბრალოდ გონს მოვიყვან და გაჩვენებთ მის ნამდვილ სახეს.
***
არ ვიცი როგორ მოგიხადოთ ბოდიში . დიდი ხანია აღარ დამიდია ახალი თავი გამოცდების გადამკიდეს. დღესაც არ დავწერდი რომ არა ერთი ადამიანის კომენტარი <3 დღეს რომ გადავხედე ისტორიებს გავაცნობიერე რომ დიდი ხანია აღარ შემოვსულვარ :დდ გამიხარდა ახალი ნიკების წაკითხვა მაგრამ თან გული დამწყდა იმაზე რომ ბევრი ,,ძველი'' ავტორი აღარ დებს ისტორიებს . იმედია მათაც როგორც მე მოუნდებათ წერა :დდ . მადლობა ყველას ვინც კითხულობთ ჩემს მოთხრობებს და იმედია არ დაგავიწყდით ;დდ მიყვარხართ <3



№1  offline მოდერი bla.ell

Chemi dikaaa dzalian momwons axla wavikitxe samive taviheart_eyesau momenatre❤❤

 


№2  offline მოდერი ენემი

შენ არ იცი როგორ გამახარე რადმენი ხანია გელოდებიიი kissing_heart გააგრძელე და აღარ მიატოვო უპასუხისმგებლოდ! heart_eyes joy

 


№3 სტუმარი ani

ახალ თავს ველით იმედია ხვალ დადებ

 


№4  offline წევრი D-I-A-N-A

bla.ell
Chemi dikaaa dzalian momwons axla wavikitxe samive taviheart_eyesau momenatre❤❤

მეეც ძალიან ❤️❤️❤️

ენემი
შენ არ იცი როგორ გამახარე რადმენი ხანია გელოდებიიი kissing_heart გააგრძელე და აღარ მიატოვო უპასუხისმგებლოდ! heart_eyes joy

შევეცდები მალე დავდო ახალი თავი ❤️❤️

ani
ახალ თავს ველით იმედია ხვალ დადებ

იმედია

 


№5 სტუმარი ani

კარგია მაგრამ მალე დადე ახალი თავი კარგი გოგო ხარ რომ ესე კარგად გადმოცჰემ ისტორიებს და კარგად აანალიზებ წარმატებებიიი smiley

 


№6  offline წევრი D-I-A-N-A

ani
კარგია მაგრამ მალე დადე ახალი თავი კარგი გოგო ხარ რომ ესე კარგად გადმოცჰემ ისტორიებს და კარგად აანალიზებ წარმატებებიიი smiley

მადლობა დიდი ❤️ შევეცდები მალე დავდო ❤️

 


№7  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

რომ იცოდე რამდენი ხანი გელოდებოდი, რამდენჯერაც შემოვედი იმდენჯერ გადავამოწმე და ბოლოს ჰოოპ, ძალიან გამიხარდა რომ აგრძელებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent