შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემა (თავი 4 )


26-06-2017, 00:19
ავტორი ადელაინი
ნანახია 2 055

"როდესაც ცუდად ხარ, ძლიერი მამაკაცი გიშველის, სუსტი კი ისე მოიქცევა, თითქოს თავად უფრო ცუდადაა"



გეგას გვერდით მანქანაში,შოკირებული თვალებს ხელებით ვისრესდი ხმის ამოღებას კი ვერ ვბედავდი, ბოლომდე კიდევ ვერ გამეაზრებინა მომხდარი,ვერ ვიჯერებდი,გეგას ანკესზე როგორ წამოვეგე?როგორ დავიჯერე,რომ მას შეეძლო მსგავსი სისასტიკე ჩაედინა?ეს მეტისმეტი იყო თვით გეგა მეტრეველისთვისაც კი.გეგას ბევრი ნაკლი ქონდა,ყოველ შემთხვევში ამ დღემდე ასე ვთვლიდი,მაგრამ ახლა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებდნენ,იგი გულმოდგინედ ცდილობდა ჩემს გამოფხიზლებას
-მაპატიე ემა!-ფიქრებიდან გეგას ხმამ გამომაფხიზლა-ისევ ძლიერად ჩაფრენოდა საჭეს,გზას დაძაბული მიშტერებოდა,მე კი ვაგრძელებდი მისი ნაკვთების შესწავლას,საოცრად მამაკაცური,მკაცრი ნაკვთების ფონზე,ღვინისფერი ტუჩები საოცრად ბავშური მეჩვენა-ვიცი უცნაური მეთოდია,მაგრამ დამიჯერე შველის-ცალკბად ჩაიცინა და კუპრივით შავი თვალები შემომანათა
-ეს ძალიან უცნაური ხერხია გეგა,რა გარანტია გქონდა რომ გაამართლებდა?იქნებ უფრო დავითრგუნე?შენ ჩვეულებრივი მანიპულატორი ხარ,სხვისი გრძნობებით თამაშობ და შედეგებზე საერთოდ არ ფიქრობ!-თანდათან ხმას ვუწევდი,თვალს კი წამითაც არ ვაშორებდი ჩემკენ მთელი ტანით შემობრუნებულ მამაკაცს,თვალები ჩაწითლებიდა,მეგონა გაციფდებოდა,ჯავრს იყრიდა,პასუხს მაგებინებდა მისი შეურაცხოფისთვის, მაგრამ ჩემდა გასაოცრად გულიანად გადაიხარხარა,წამში კიკვლავ, დასერიოზულდა,მშურდა და მიკვირდა ამ კაცის ცვალებადი ხასიათი,როგორ შეეძლო კონტროლი გაეწიე საკუთარი ემოციებისთვის,ვხვდებოდი შინაგანადაც ისეთივე მკაცრი და ძლიერი იყო როგორც ფიზიკურად გამოიყურებოდა
-შენ პროტესტი გამოთქვი,შემეწინააღმდეგე,ეს იმის ნიშანია რომ ჩემმა მცდელიბამ გაამართლა,ეს ერთი,მეორეც ცდა ბედის ნინახევრეაო ხომ გაგიგია?დასაკარგი გაქვს რამე?ამაზე მეტად როგორ დაითრგუნები?მეტად როგორ გეტკინება.? საყვადურის მიღება ამ საკითხზე გოგოსგან რომელმაც სცადა სასაცილოა ემა!-მეტყველების უნარი წამერთვა,რა უნდა მეთქვა?ისევ მართალი აღმოჩნდა,დარჩენილი გზა სიტყვა არცერთს დაგვცდენია.

* * *

საწოლზე ღონე მიხდილი,გავწოლილიყავი,როგორც მჩვეოდა,ამჯერადაც თეთრ ჭერს მივშტერებოდი,ვფიქრობდი,გეგაზე მის შეხებაზე,კოცნაზე,მის ძალისხმევაზე რომელსაც მე მახარჯავდა და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,ხომ უნდა ყოფილიყო გეგას ასეთი ცვლილების მიზეზი?ნუთუ მსგავსი რამ უნდა გადამეტანა,ეს უნდა მომხდარიყო რომ გეგას მისი ნამდველი სახე ეჩვენებინა ჩემთვის,მისი დადებითი მხარე,დიდსულოვნება,ვაღიარებ რომ მისმა მცდელობამ რაღაც შედეგი გამოიღო,მთელი დაგროვილი ტკივილი,იმედგაცრუება,ღვარძლი,ამოვაფრქვიე,დავიცალე უარყოფითი ემოციებისგან,ვერ ვუარყოფდი რომ მიშველა,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ხნით,როგორც კი მომხდარს ვიხსენებდი ისევ ვივსებოდი ტკივილით, ვკარგავდი სიცოცხლის ხალისს.
-გეცოდები არა?-ქათქათა ჭერისთვის თვალი არ მომიშორებია,ისე დავსვი კითხვა თან მთელი გული ამოვაყოლე,მეტრეველმა საწოლთან მდგომი სავარძელი კიდევ უფრო ახლოს მოწია,წიგ მძიმედ დაეშვა და ამოიხვნეშა
-მე უბრალოდ შენი დახმარება მინდა
-იმიტომ რომ გეცოდები-სახე მისკენ მივაბრუნე და კიდევ ერთხელ გადავაწყდი მუქ თვალებს
- არახარ მართალი,ვიცი 20 წლის გოგონასთვის რთულია იმ ყველაფრის გადატანა რისი გადატანაც მოგიხდა,თავშესაფარი,ობლის სტატუსი,მესმის ცხოვრებამ გაქცია ისეთად როგორიც ხარ
-როგორ გგონია როგორი ვარ?
-ძალიან სუსტი და დაუცველი,არ ვამბობ რომ ეს ცუდია,მაგრამ...
-მაგრამ არც კარგია
-გეთანხმები,ეს ნამდვილად არ არის კარგი,მესმის ბევრის ატანა გიწევდა,მხოლოდ იმიტომ ქუჩაში რომ არ აღმოჩენილიყავი,მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა,არაფრის უნდა გეშინოდეს,მე შენთან ვარ პატარავ,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მოგცემ უფლებას სუსუსტის.საკუთარი თავის ტანჯვის,დღეიდან ისე მოიქცევი როგორც მე ვიტყვი!ისე იქნება როგორც მე მოვინდომებ,ახლა სწრადად ადგები და გამომყვები-პასუხს არ დალოდებიაისე გაუჩინარდა კარებში სწრაფად წამოვხტი და პატარა ბავშვივით ავედევნე უკან,პირველი სართულზე შეჩერდა,საშუალება მომცა დავწეოდი,კაბინეტის კარები ფართოდ გააღო,შემიძღვა და სავარძლისკენ მსუბუქად მიბიძგა,თვითონ კი ჩემს წინ მოკალათდა,იქვე მაგიდაზე დადებულ,კალამს და ფურცელს დაწვდა და გამომცდელად მომაჩერდა
-შენი პრობლემა ისაა რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობ და არ მოქმედებ,ყურადღების გადატანა გჭირდება გეგამ რაღაცის ჩანიშვნა დაიწყო .
* * *
ვერ ვიჯერებდი,ბატონმ გეგამ დღის განრიგი შემიდგინა,გეგმა,რომლითაც უნდა მეხემძღვანელა,ფურცელი ჩარჩოში ჩასვა და ჩემს საძინებელ ოთახში კედელზე საპატიო ადგილი მიუჩინა,დეპრესიისკენ მიდრეკილს არც სურვილი და არც თავი მქონდა აქტიური ცხოვრების,მაგრამ გეგა ამას კატეგორიულად მოითხოვდა ჩემგან,იმდენი რამ გააკეთა ჩემს დასახმარებლად,ისეთი ენთუზიაზმით შეუდგა ყველაფრის მოგვარებას,ჩემი მხრიდან უმადურობაც კი იქნებოდა მისი მოთხოვნების არ შესრულება,თანაც ვიცოდი ყველაფერს ჩემს სასიკეთოდ აკეთებდა. ჩემი დილა,ცხრა საათზე იწყებოდა,მიჭირდა დილით წამწამების დაშორება, მაგრამ გეგასთან ერთად სირბილზე უარს ვერ ვიტყოდი,მომწონდაროგორ მეჭიმებოდა სხეულის ყოველი კუნთი,სასიამოვნო დაძაბულობას ვგრძნობდი,გამუდმებით უკან მივდევდი მეტრეველს და ვერასდროს,ვერასდროს ვუთანაბრდებოდი მას,ერთგვარი სტიმული იყო მამაკაცი ჩემთვის,ადრენალინის მოზღვავებას მთელი სხეულითვგრძნობდი,ყოველ ჯერზე მსურდა გეგას დავწეოდი,ამ მოტივაციით ვფარავდით კილომეტრებს.
ჩვეულებად მექცა გეგასთან საუზმე ყოველი ვარჯიშის მერე,შემდეგი იყო ფრანგულის გაკვეთილები,ახალგაზრდა ქალი რომელიც ყოველ დღე სახლში მაკითხავდა,არც ისე რთული აღმოჩნდა როგორც წარმომედგინა,თავს უხერხულად ვგძნობდი იმდენ დროს, ენერგიას და ფულს მახარჯავდა მეტრეველი,თანაც რისთვის?ვინ ვიყავი მე მისთვის?

ხშირად დავდიოდით სხვადასხვა მაღაზიებში,კაფეებში,კინოშიც კი ვიყავით ერთად,სრულიად უინტერესო ფილმს გაფართოებული თვალებით ვადევნებდი თვალ-ყურს.
მუდამ ახერხებდა გეგა ჩემს გაოცებას,გამონაკლისი არც ამჯერად იყო,გავოცდი,როცა პირველად ვნახე გეგა დაცვასთან ერთად,მანამ არასდროს მენახა ისინი,გაკვირვება ვერ დავმალე,სახლიდან გამოსულს მანქანასთან ორი გაჯგიმული,მაღალი მამაკაცი, რომ დახვდა
-ესენი ვინ არიან?-ხელით უკანა სავარძელზე მსხდომ მამაკაცებზე მივუთითე გეგას ,როცა უკვე ტრასაზე ვიყავით
-დაცვაა-უდარდელად აიჩეჩა მხრებიისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია
-არც კი ვიცოდი დაცვით რომ დადიოდი-გულწრფელი გაოცება ვერ დავმალე
-არც დავდივარ,მათ მხოლოდ შენი დაცვა ევალებათ

მთელი დღე უხალისოდ დავბორიალობდი მაღაზიებში,გულზე ლოდად მეწვა ახალი ამბავი,უთქმელი სიტყვები მახრჩობდა,უნდა მეთქვა გეგასთვის რას ვფიქრობდი,ამისთვის კი ხელსაყრელ მომენტს დაველოდე. საღამოს როგორც ყოველთვის,მე და გეგას უნდა განგვეხილა წიგნი,რომელიც დიდი სამბით მომართვა და რომელის დასამთავრებლადაც ორ დღე მომცა,უნდა ვაღიარო ასე ნაკლები დრო მრჩებოდა სხვა რამეებზე ფიქრისთვის მთელი ორი დღე თავით გადავეშვი და დავიკარგე "ტრიუმფალური თაღის" სამყაროში,გეგამ ნამდვილად იცოდა თავისი საქმე.მოქმედების დრო იყო,თმები სწრაფად ავიწიე შორტები ამოვიცვი,მოკლესახელოიანი თეთრი მაისურიც მოვირგე,სამოსი რომელიც იმ დღით შევიძინე გეგას დაჟინებული მოთხოვნით, წიგნს ხელი დავტაცე, პირველ სართულზე ჩავირბინე და დაუკითხავად შევაბიჯე გეგას "სამფლობელოში" ფანჯარასთან იდგა,რაფას მიყრდნობოდა,ხელები ერთმანეთში გადაეხლართა და დაჟინებით მომჩერებოდა
-უნდა ვილაპარაკოთ-წიგნი მაგიდაზე დავდე და გეგასგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დავდექი
-რაზე?
-ჩემზე,ასე არ შეიძლება-ვეცადე კატეგორიული ყოფილიყო ჩემი ხმა,მაგრამ არც ისე კარგად გამომდიოდა
-გისმენ ემა,აქ ვარ არსად მეჩქარება.
-ასე არ შეიძლება გეგა,ასე არ შეიძლება,არ გაქვს უფლება
-რისი უფლება არ მაქვს?-გულწრფელი გაკვირვება გამოესახა სახეზე
-არ გაქვს უფლება ასე მომექცე ჩემი ცხოვრება მართო,არ მკითხო მინდა თუ არა იმის გაკეთება რასაც ჩემგან მოითხოვ მთელი თვეა იმას ვაკეთებ რაც შენ გინდა,გიკითხავს მაინც რა მინდა მე?-აფორიაქებული სწრაფად ვსაუბრობდი თან უმისამართოდ ვიქნევდი ხელებს,გეგა არ განძრეულა,გახევებული იდგა,ვხედავდი ხელები როგორ ძლიერად მოუჭირა რაფას,ცოტაც და ძარღვები დაუსკდებოდა
-და შენ რა გინდა ემა?-მშვიდად,მოზომილად საუბრობდა,მაგრამ მაინც ვგრძნობდი,შიგნიდან ბობოქრობდა-დუმხარ,და იცი რატომ? შენ არაფერი არ გინდა,ერთი თვეა ვცდილობ შენს დახმარებას,ერთი თვეა თავდაუზოგავად ვაკეთებ ამას,მეგონა ყველაფერი გვარდებოდა,შენ კი მოდიხარ და მეუბნები რომ ეს ყველაფერი ამაო იყო?-გეგა ხმას თანდათან უწევდა ცოტაც და უკვე ყვირილზე გადავიდა,თვალები ძლიერად დავხუჭე,ვიცოდი სასტიკად ვიქცეოდი,მავრამ უკან დახევას არ ვაპირებდი

-და რატომ აკეთებ ამას?გეგა მეტრეველი კაცი რომელიც პირველივე დღიდან მამცირებს,კაცი რომელიც ჩემზე ნაძლევს დებს ისე თითქოს უსულო საგანი ვიყო,კაცი რიმელსაც ტყეში მივყავარ და სასტიკად მექცევა,ჩემი წამებით ერთობა და ჩემი ტკივილი სიამოვნებს,უანგაროდ გააკეთებს რამეს?გგონია ამ აბსურდს დავიჯერებ?-ბოლო ხმაზე ვყვიროდი,თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი,არც კი მეგონა იმდენი ენერგია შემომრჩენოდა-რა გინდა ჩემგან?რა გარანტია მაქვს რომ რაც იმ დღეს მითხარი მართალი არ არის?იმიტომ რომ დაამატე თერაპიააო?ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ უნდა გენდო
-წყობიდან ნუ გამოგყავარ ემა!-კბილებში გამოსცრა-შენც მშვენივრად იცი როგორ ვზრუნავდი შენზე,ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო,მაგრამ ახლა ვხვდები მხოლოდ იმათი დახმარებაა შესაძლებელი ვისაც მისი მიღება შეუძლია,ვისაც სურს რომ დაეხმარონ-ვატყობდი ძალიან ცდილიბდა თავის გაკონტროლებას არ ვიცი აზარტში შევედი თუ ეს უბრალოდ დაგროვილი ემოციების,სტრესის ბრალი იყო ან მართლა ასე ვფიქრობდი,მაგრამ ფაქტი ერთი იყო გაჩერებას არ ვაპირებდი
-ანუ ნანობ იმ დროს და ფულს რაც დამახარჯე,უანგაროდ ხომ არაფერი გაგიკეთებია,ბატონი გეგა უანგაროდ არაფერს აკეთებს,შენ ჩემი გამოყენება გინდა
-შენც კარგად იცი რომ ეგ ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს! რაც შეეხება შენს გამოყენებას ასე რომ იყოს შენს გამოჯანმრთელებას არც კი შევეცდებოდი!
-ვიცი!მივხვდი,შენ უბრალოდ დეპრესიული ქალი არ გჭირდებოდა და რადგანაც ამის შესაძლებლობა გაქვს გადაწყვიტე ჯერ "მოგეშუშებინე" და მერე გამოგეყენებინე,ამისთვის უკვე საკმარისი დრო და ენერგია დახარჯე ასე რომ დროა აინაზღაურო ზარალი
სწრაფად გადავიძვრე მაისური,და იატაკზე მივუჩინე ადგილი,ხელები ბიუსჰალტერის შესაკრავთან წავიღე და მალე ისიც მაისურის გზას გავუყენე,წელს ზემოთ შიშველი მივჩერებოდი გეგას,ბოღმა კისერში მომწოლოდა,ცოტაც და დამახრჩობდა
-მოდი რაღას უცდი?შენც ეს არ გინდა?ნუ ღელავ ეს ნამდვილად არ იქნება პირველი,მერე სინდისმა რომ არ შეგაწუხოს,მიიღებ იმას რისთვისაც ამდენ ხანს იბრძოდი-არაფრის მთქმელი მზერა მივაპყარი მეტრეველს,იგი ნელი ნაბიჯით და ჩაწითლებული თვალებით დაიძრა ჩემკენ,ვხედავდი ორივე ხელი ძლიერად მოემუშტა,მერე ვიგრძენი ძლიერი წვა ლოყაზე,თავი მარცხნივ გავაბრუნე,დისკომფორტსგანვიცდიდი,ლოყა მიხურდა,ხელი ავიფარე თითქოს ეს დამიამებდა წვას
, -რაც შეეხება დროს ნამდვილად ვნანობ რომ შენნაირ უმადურ გოგოს დავახარჯე,მაზოხისტი ხარ!გსიამოვნებს როცა გტკენენ,გამცირებენ,ანუ გინდა შენს ნებაზე იცხოვრო,ჩემი ჩარევის გარეშე,მაშინ მიდი გააგრძელე თვითგანადგურება,ამჯერად გაძლევ ნებას,ხელს აღარ შეგიშლი გპირდები დაგეხმარები კიდეც!-გეგა ღრიალებდა,თვალებიდან მრისხანებას აფრქვევდა, -და კიდევ ეგ რომ მდომოდა-მზერა მოშიშვლებულ მკერდზე დამასო-გაცილებით ადრე და უპრობლემოდ მივიღებდი!

გეგამ კაბინეტი დატოვა,კარები კი ისე ძლიერად მოიჯახუნა ადგილზე შევკრთი,ვეღარ შევძელი კისერშ მოწოლილი ბურთის უკუგდება,აღარ შემეძლო ამიტომ ცრემლებს გასაქანი მივეცი,სწრაფად დავწვდი იატაკზე მოფენილ სამოსს სხეულზე ცალი ხელით ავიფარე,კიბეები სწრაფად ავირბინე,ოთახის კარები ლამის შევგლიჯე,საწოლზე დავემხვე და ავქვითინდი
გავიგე მანქანის ძრავის გამაყრუებელი ხმა,გეგა გიჟივით გავარდა სახლიდან.
გეგასთან მართლაც მქონდა სალაპარაკო,მაგრამ იმის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებდი,რაც გავაკეთე...უბრალოდ მინდოდა ამეხსნა რომ უხერხულად ვგრძნობდი თავს,ჩემ გამო ამდენი რამის გაკეთება რომ უწევდ,რომ ის არ იყო ვალდებული და მე იმითაც კმაყოფილი ვიქნებოდი,თავის უზარმაზარ სახლში ერთი ოთახი რომ დაეთმო,ისევ ისე ვიმუშავებდი როგორც ადრე,ისევ დავალაგებდი,ასეც ხომ შემეძლო ყურადღების გადატანა,ენერგიის დახარჯვა,მაგრამ ისევ არასწორად მოვიქეცი,ისევ სისულე ჩავიდინე,მართალი იყო გეგა,ამას ვხვდებოდი,მას რამის მიღება რომ ნდომოდა უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა,უმადურიც აღმოვჩნდი,მაზოხისტიც,მართალი იყო მხოლოდ მათი დახმარებაა შესაძლებელი ვისაც სურს რომ დაეხმარონ....
ისევ მე ვიყავი დამნაშავე….



№1  offline წევრი TeddyBear

მომწონს,
არა, ძალიან, ძალიან მომწონს...
პატარა ნიუვანსები დასახვეწი არის თუმცა მაინც ძალიან კარგია.
არ ვიცი გეგას პერსონაჟი რამდენად მისაღებია ჩემთვის თუმცა ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმები თვითგვემა არ არის გამოსავალი!
არაჩვეულებრივი ხარ, შემდეგს მოუთმენლად ველი relaxed

 


№2  offline წევრი maglakelidze

ეს გოგო ცოტათი დებილია :/
--------------------
ანამარია მაღლაკელიძე

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს გოგო დებილია, თუ დაბადებულებს?
და ეს ბიჭი ჩლუნგი??
ან მე მიშველე ან ამათ

 


№4  offline წევრი ადელაინი

TeddyBear
მომწონს,
არა, ძალიან, ძალიან მომწონს...
პატარა ნიუვანსები დასახვეწი არის თუმცა მაინც ძალიან კარგია.
არ ვიცი გეგას პერსონაჟი რამდენად მისაღებია ჩემთვის თუმცა ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმები თვითგვემა არ არის გამოსავალი!
არაჩვეულებრივი ხარ, შემდეგს მოუთმენლად ველი relaxed

მიხარია ძალიან <3

kelly miller
ეს გოგო ცოტათი დებილია :/

არ არი დებილი გადატანილი სტრესის ბრალია...;დ ურევს ცოტას ;დ

terooo
ეს გოგო დებილია, თუ დაბადებულებს?
და ეს ბიჭი ჩლუნგი??
ან მე მიშველე ან ამათ

ეს გოგო დეპრესიულია,განადგურებული,რწმენა დაკარგული,უვერ წარმოუდგენია რომ ვიღაცასშეუძლია უანგარო დახმარება გაუწიოს.<3

 


№5 სტუმარი Shore shore

uchirs mdgomareoba dan gamosvla rtuli ikneba debili araper sglhuashia ubralod yvela zlieri ver ikneba.magram ushvelis gega .chemo gemrielo gogo

 


№6  offline წევრი ადელაინი

Shore shore
uchirs mdgomareoba dan gamosvla rtuli ikneba debili araper sglhuashia ubralod yvela zlieri ver ikneba.magram ushvelis gega .chemo gemrielo gogo

ზუსტად მიმიხვდი <3 მაბედნიერებ შენი კომენტარებიტ <3

 


№7  offline წევრი OnlyGirl

ვაუუ.. განსხვავებულია და ზედმეტად საინტერესო <3 ძალიან კარგი ხარ <3

 


№8  offline წევრი ადელაინი

OnlyGirl
ვაუუ.. განსხვავებულია და ზედმეტად საინტერესო <3 ძალიან კარგი ხარ <3

ძალიან კარგი ხარ შენ ! მიხარია თუ მოგწონს <3

 


№9  offline წევრი jina

nu kargia kargad wer magram ra gamoshterebulia es gogo, susti rom aris gavige magram suleli upro gamovida, momwons es istoria da ar minda uazrod ganvitardes siujeti personajebis qcevebidan gamomdinare.... cota azrze movides ema tore mere ukve gegac idioti gamova amdens ro utmens.... veli shemdeg tavs chemo kargo :* :* :*

 


№10  offline წევრი ადელაინი

jina
nu kargia kargad wer magram ra gamoshterebulia es gogo, susti rom aris gavige magram suleli upro gamovida, momwons es istoria da ar minda uazrod ganvitardes siujeti personajebis qcevebidan gamomdinare.... cota azrze movides ema tore mere ukve gegac idioti gamova amdens ro utmens.... veli shemdeg tavs chemo kargo :* :* :*

სტიმული ხარ !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent