შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიამი......


26-06-2017, 01:47
ავტორი Frigga
ნანახია 1 695

დიდი ხანია ისტორია არ დამიწერია, დავბრუნდი, იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ, გთხოვთ დაწერეთ რაარის კარგი ან ცუდი კომენარებში რათა გავითვალისწინო შემდეგში. ჰო და კიდევ ისტორიის სურათი არასდროს იქნება მისი შინაარსის შესაფერისი რადგან არ მინდა ჩემი წარმოდგენით წარმოიდგინოთ თქვენც ესა თუ ის გმირი.... მადლობა

- ჯანდაბა უგონოდ მეძინა, რა ჯანდაბა დამემართა..
საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ახალგაღვიძებული და არაფერი ახსოვდა გარდა იმისა რომ ბოლო ჭიქა ღვინის მაგივრად ასიგრამი არაყი დალია, ის ერთი ჩვეულებრივი ასპინძლი გოგო იყო, უჩინარი და არაორდინალური, ერთფეროვანი, თითქოს ვერავინ ამჩნევდა, ქუჩაში გავლისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მისი ნაბიჯბი უბრალოდ მიწას ტკეპნიდა და ამძიმებდა, ბევრს არ ესმოდა მისი ამგვარი ჩაკეტილობა, ბევრი ცდილობდა გაეგო რა სჭირდა და მაინც ვერაფერს არკვევდა რადგან ის არავის ელაპარაკებოდა, ამ პატარა ქვეყნის, საქართველოს ამ პატარა რაიონში იმდენად პატარა იყო, რომ მისი ასაკის მიუხედავად თითქოს ღრუბელი იყო, ყველგან სევდა მიჰქონდა, იღიმებოდა, მაგრამ არ იცოდა რატომ, უბრალოდ იღიმებოდა რადგან მისი შინაგანი სამყარო ვარდებით ავსებული გამოეჩინა და არა ისეთი როგორიც სინამდვილეში იყო, ერთი შეხედვით თქვენ ახლა ჩვეულებრივი თინეიჯერი სარსოწარკვეთილი ბავშვი დაინახეთ რომელიც შებოჭილი და ჩაკეტილია, მაგრამ თქვენ ცდებით, ეს იმაზე მეტია ვიდრე ჩაკეტილობა ან კიდევ შებოჭილობა, ამ გოგონამ თავადაც არ იცოდა რა ერქვა იმას რაც სჭირდა, ის კი არა ფიქრობდა რომ მას საერთოდაც არაფერი სჭირდა და ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მართალია სხვებივით არ იქცეოდა, ანუ არ ლაპარაკობდა, მხოლოდ ყურსასენები ჰქონდა ყურებში და უსმენდა მუსიკას რომელიც მის ცხოვრებას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, მაგრამ მას საკუთარი თავი მაინც ჩვეულებრივი ეგონა.
ხუთი წლის იყო როცა სკოლაში მიიყვანეს, კლასში ყველაზე პატარა იყო, ყველაზე გამოუცდელი და ჩამოუყალიბებელი, ხშირად გაუგია ბავშვებისგან ფრაზები (( შენზე დიდი ვარ და რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთო, ამ დაფაზ შენი სახეი არასდროს დაიწერება, რა დებილია ორჯერორი არ იცის, მარიამ ნორმალურად დაჯექი იქნებ ტვინში სისხლმა მოძრაობა დაიწყოს)) ამ ფრაზებს ის გულში სადღაც პაარა ნაწილში ინახავდა, ყოველი ეს ფრაზა მაშიში სიძულვილს, შურისძიების სურვილს და მარტოობის შეგრძნებას აღვიძებდა, მაშინაც კი გაანალიზებული ჰქონდა რომ არტო იყო, მაგრამ მაშინ უფრო ანაღვლებდა ეს ვიდრე ახლა, კლასში სულ ხუთი გოგო იყო, თიკო, ანი, სოფო, ხატია და მარიამი, ხუთი და არა ექვსი, ექვსი რომ ყოფილიყო, შეიძლება საქმე სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ ასე მოხდა, კლასში დანაწილებულები იყვნენ, ანი და თიკო მუდამ ერთად დადიოდნენ, ასევე სოფო და ხატიაც, მარიამი არა, ის იჯდა იჯდა იჯდა იჯდა მთწლი ოთხი წლის განმვლობაში მარტო იჯდა მერხზ, კარგადაც ვერ სწავლობდა რადგან სწავლისმიმართ ინტერესი გაუქრა, როგორც კი კლასში შევიდა, იმ წამსვე იგრძნო სითბოსა და სიყვარულის საწინააღმდეგო ნიშნები, მათი დამრიგებელი ეკა ველიჯანაშვილი გახლდათ, მას უყვარდა როცა ვინმეს ამოიჩემებდა და მას აძლევდა ყველაფერს, სწორედ ასე იყო ამ კლაშშიც რამაც გამოიწვია კლასის დანაწევრება.
ოთხი წელი არცთუ ისე ცოტაა ამ მდგომაარეობაში გასატარებლად.
ნელ-ნელა იზრდებოდა მარიამი, ხვდებოდა ვინ ვინ იყო, ვის უნდოდა კარგი და ვის ცუდი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაეგო სად იყო, რას წარმოადგენდა, რა უნდოდა....
დრო უაზრობაში გადიოდა, სრულ დამცირებაში, სრულ მარტოობაში, სრულ ჩაგვრაში, სრულ უდროობაში....
იმისათვის რომ აღარ გაეგო სხვისი აზრები გადაწყვიტა ყურსასმენები გაეკეთებინდა და არასდროს, არასდროს დალაპარაკებოდა არავის....
გუშინ კი უბრალოდ გადაწყვიტა თავის ერთადერთ მეგობარ ანასთან ერთად დაელია, (( ნუ მეცხრე კლასში ანა იყო მისი მეგობარი)) გათიშვამდე სვამდა, ახლა კი აღარაფერი ახსოვს, საწოლში გაშხლართული წევს და გაბუჟებული თვალებს ვეღარ ახელს, ამ დროს კი ტელეფონი ურეკავს, სე ეზარება ადგომა მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ მაინც ბოღდება საწოლიდან და ტელეფონს პასუხობს.
- როგორ ხარ?
- ვკვდები, რა მოხდა გუშინ?
- არაფერი მარი უბრალოდ დავლიეთ...
- სკოლაში არ მოდიხარ?
- კი მარ, უკვე ჩავიცვი, შენ ?
- მეც მალე ჩამოვალ, მარეხის უთხარი არა არ დამიწეროს რა.
მარეხი დამრიგებელი იყო, საკმაოდ თბილი ქალი, მაგრამ ამ პეიოდში მარიამს აღარავისი სჯეროდა.
- კაი, ოოღონდ მალე თორე რა გაუძლებს მაგას.
- კაი.
ტელეფონს უთიშავს ანას და ნელ-ნელა მიდის გარდერობამდე, სპორტულებს იცმევს, კეპით და ოთახიდან გადის, სახლში ფუსფუსია, ყველას სადღაც ეჩქარება.
ჩანთას იგდებს ცალ მხარზე, ყურსასმენებს იკეთებს, დედას ემშვიდობებდა და სახლიდან სწრაფად გადის.
კლასის კარი შეაღო.
- სად ხარ გოგონა აქამდე? მოდი დაჯექი...
ღიმილით ხვდება დამრიგებელი.
- ალბათ ბერას ემშვიდობებოდა.
სიცილით ამბობს პირველმერხზე მჯდომი გოჩა და გვერდით მჯდომ ზურას უყურებს, ამის დანახვაზე მარიამს თვალები უცრემლიანდება, ცოტაც და წვდება ყელში და არტყმევინებს თავს მერხზე, მაგრამ მერე აანალიზებს რომ უარესია და უკანა მერხისკენ მიიწევს, სადაც ანა ზის და გოჩას გამწარებული უყურებს.
ჩანთას ხელის მოსმით იქნევს და მერხზ აგდებს.
- კაი დაიკიდე, მივხედავ მაგათ როგორც საჭიროა.
დასამშვიდებლად ეუბნება ანას , თავს დაბლა ხრის, ყურსასმენებს იკეთებს და მერხზე დებს თავს. მართაია არაფერი ესმის, მაგრამ ხვდება რომ უყურებენ, იმასაც ხვდება რამდენად დამცინავად, ის ხომ შეჩვეულია ამ ყვეაფერს, იცის რომ კარგად მაინც არავინ შეხედავს, რადგან ეს წლებია ასეა....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent